You are on page 1of 2

ოქმი

სხვადასხვა დოკუმენტების შექმნას, მათ რეგისტრაციას, კლასიფიკაციას,


მოძრაობას, აღრიცხვას და შენახვას საქმისწარმოება ეწოდება.
დანიშნულების მიხედვით არსებობს შემდეგი სახის დოკუმენტები:

 საგანმკარგულებლო
 საწესდებო
 სააღმსრულებლო
 საინფორმაციო: დეპეშები, ტელეფონოგრამები, დასკვნები.
 სპეციალური დანიშნულების ანუ საბუღალტრო, სამხედრო,
დიპლომატიური ურთიერთობის და სხვ.
 თანამშრომელთა პირადი დოკუმენტები - განცხადება, დახასიათება,
ავტობიოგრაფია, რეკომენდაცია, ხელწერილი, მივლინების ბარათი.
საგანმკარგულებლოა დოკუმენტი, რომელშიც აისახება დაწესებულების
ადმინისტრაციის განკარგულებები. ასეთებია: განკარგულება, ბრძანება, ოქმი.
ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც კრებების, თათბირების, კონფერენციების,
სხდომების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების ფიქსაცია
ხდება. იგი საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი სახელწოდებაა,
რომელიც, იურიდული თვალსაზრისით, არაფრით განსხვავდება სხვა
საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან. ოქმი არის დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს რაიმე ფაქტს და ასევე წარმოადგენს სახელმწიფოთა შორის
რაიმე სპეციალურ საკითხზე წერილობით შეთანხმებას.

ბრძანება
დოკუმენტი არის წერილობითი მოწმობა, რომელიც ადასტურებს
იურიდიულ ფაქტს ან ანიჭებს რისამე უფლებას. ფართო გაგებით სიტყვა
დოკუმენტი არის ნებისმიერი სახის წერილობითი აქტი, რომელსაც აქვს
იურიდიული ძალა ან სამსახურებრივი ხასიათი. დანიშნულების მიხედვით
არსებობს დოკუმენტები, ერთ-ერთია საგანმკარგულებლო დოკუმენტი, რომლის
მაგალითია ბრძანება.
ბრძანება არის დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და პირებისადმი
გაცემული, შესასრულებლად აუცილებელი წერილობითი მითითება. ბრძანება
წარმოადგენს დაწესებულებათა მართვის მაორგანიზებელ ერთ-ერთ ძირითად
დოკუმენტს, იგივეა რაც ბრძანებულება.
პირადი შემადგენლობის დოკუმენტები
დანიშნულების მიხედვით არსებობს დოკუმენტები, ერთ-ერთი მათგანია
პირადი შემადგენლობის დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტებია: განცხადება,
ავტობიოგრაფია, დახასიათება, ხელწერილი და სხვა.
განცხადება ეწოდება ოფიციალური მიმართვის ფურცელი, რომელიც შეიცავს
თხოვნას ან რაიმე წინადადებას.
ავტობიოგრაფია არის საკუთარი ბიოგრაფია. პიროვნების მთელი თავისი
ცხოვრების აღწერაა პირველი პირის მიერ. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა
დღიურები, მოგონებანი და სხვ.
დახასიათება არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ვინმეს პიროვნული
და პროფესიული ღირსებებია აღწერილი.
ხელწერილი წარმოადგენს ხელმოწერილ საბუთს, რომლითაც პიროვნება
რაიმეს ადასტურებს, რაიმე ვალდებულებას კისრულობს.

You might also like