You are on page 1of 8

ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

მუხლი 103. ცნება

1. გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის


უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების
(მინდობილობის) საფუძველზე.

2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი


უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება
წარმომადგენლის მეშვეობით.

I. ზოგადი დებულებანი ................................................................................................................................ 1


1. წარმომადგენლის განმარტება .............................................................................................................. 2
2. წარმოდგენილის განმარტება................................................................................................................ 2
3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ......................................................................................... 2
4. მეორე მხარე წარმომადგენლობით დადებული გარიგებისას ........................................................ 3
II. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების უფლებამოსილება (103 I) ............................... 3
1. კანონისმიერი წარმომადგენლობა ....................................................................................................... 3
2. გარიგებისმიერი წარმომადგენლობა................................................................................................... 4
III. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების შეზღუდვის ფარგლები (103 II) ..................... 5
IV. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან .................................................................................... 6
1. საკუთრების მინდობა ............................................................................................................................ 6
2. ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) ................................................................................................. 6
3. ხანდაზმულობა ....................................................................................................................................... 6
4. მოვალის პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის მოქმედებისათვის ..................................... 6
5. დაზღვევა .................................................................................................................................................. 7
6. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები ......................................................................... 7
7. საქორწინო ხელშეკრულების დადება ................................................................................................. 7
8. იურიდიული პირის წარმომადგენლობა ............................................................................................ 7
9. წარმომადგენლობა საპროცესო სამართალში .................................................................................... 8

I. ზოგადი დებულებანი
წარმომადგენლობის მნიშვნელობა და როლი დიდია არა მხოლოდ კერძო-, არამედ 1
საჯაროსამართლებრივი ურთიერთობებშიც.1 ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი
გარიგება იდება წარმომადგენლის მეშვეობით. განსახილველი მუხლი წარმომადგენლის
მეშვეობით გარიგების დადების ამომავალ დებულებას წარმოადგენს. იგი გარიგების
მონაწილე მხარეებს (ან მხარეს) ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევებში
გარიგება სხვა პირის დახმარებითაც დადონ. მუხლის განმარტებიდან იკვეთება, რომ
წარმომადგენლობით დადებული გარიგებისას, მასში არანაკლებ ორი სუბიექტი
მონაწილეობს: წარმომადგენელი და წარმოდგენილი.

1 იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 423.


1
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

წარმომადგენლის განმარტება

2 წარმომადგენელია პირი, რომელიც მოქმედებს სხვისი სახელით.2 წარმომადგენელი


შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი. გარკვეულ
შემთხვევებში
1. შესაძლებელია, წარმომადგენელი შეზღუდული ქმედუნარიანიც იყოს
(105). წარმომადგენელი თავად უნდა მოქმედებდეს გარიგების დადების მიზნით.4 იგი
3

თავად ავლენს ნებას გარიგების დადებისას, რომელიც წარმოდგენილის ნებას უნდა


შეესაბამებოდეს. სწორედ ამ ასპექტში განსხვავდება წარმომადგენელი ე.წ. შიკრიკისგან,
კურიერისგან,5 რომელიც არ ავლენს საკუთარ ნებას.6 იგი მოქმედებს სხვა პირის
ვალდებულებათა შესასრულებლად (იხ. 396).7 მას არ გააჩნია წარმომადგენლობითი
უფლებამოსილება და შესაბამისად, იგი არ არის გარიგების დადების უნარის მქონე.8

წარმოდგენილის განმარტება

3 წარმოდგენილი
2. არის პირი, რომელიც უშუალოდ ხდება გარიგების მხარე. სწორედ იგი
გადასცემს მის მიერ გამოვლენილ ნებას წარმომადგენელს, რათა დაიდოს შესაბამისი
გარიგება მისი სახელით.9 ასეთი პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი.10

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
3.
4 წარმომადგენლობითი უფლებამოსილებად11 მიჩნეულ უნდა იქნეს წარმომადგენლის
უფლებამოსილება, წარმოადგინოს სხვა პირი.12 აღნიშნული შეიძლება
გამომდინარეობდეს კანონიდან ან გარიგებიდან. მისი ნამდვილობისთვის არ არის
13

დადგენილი კონკრეტული ფორმა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), რასაც ფორმის


თავისუფლების პრინციპი განაპირობებს.14

2ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 103, გვ. 276.


3შდრ. თუმანიშვილი, გარიგებები (სამართლებრივი ბუნება და ნორმატიული რეგულირება), 2012, გვ. 86.
4 ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), მართლმსაჯულება და კანონი, N3(34)12, გვ. 33.


5 გერმანულ ენაში მოხსენიებულია ტერმინი: BOTE. ამ ფარგლებში მოქმედი პირი არ დებს გარიგებას

თავისი სახელით, სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, მას მხოლოდ ნება
გადააქვს მეორე მხარესთან და ე.წ. „ნების კურიერულ“ ფუნქციას ასრულებს.
6 MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 164, Rn. 70.

7 ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), მართლმსაჯულება და კანონი, N3(34)12, გვ. 33.


8 MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 164, Rn. 70.

9
Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 164, Rn. 16.
10 თუმანიშვილი, გარიგებები (სამართლებრივი ბუნება და ნორმატიული რეგულირება), 2012, გვ. 86.
11 განსახილველი სამართლებრივი ინსტიტუტის ტერმინოლოგიური ხარვეზის შესახებ იხილეთ,
კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 404.
12 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 103, გვ. 276.

13 განსახილველი საკითხის კრიტიკა იხილეთ, კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 404 და შემდგომი.

14 იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 426.

2
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

მეორე მხარე წარმომადგენლობით დადებული გარიგებისას

ვინაიდან გარიგების მონაწილე მხარე მესამე პირი ვერ იქნება, იმ პირს, რომელიც 5
წარმოდგენილის სახელით, წარმომადგენელთან უშუალოდ დებს გარიგებას, მეორე
მხარე
4. უნდა ეწოდოს. თუმცა, 103-114-ე მუხლებიდან გამომდინარე, ზოგიერთ
შემთხვევაში წარმომადგენელი დასახელებულია, როგორც - მესამე პირი (107, 108 და
114). ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების ნაწილი,
აღნიშნულ მხარეს ასევე მესამე პირად მოიხსენიებს.15 მაგალითად, „მესამე პირის
მოთხოვნის უფლებები“16 და სხვ. ანალოგიურადაა მოხსენიებული იგი სასამართლო
პრაქტიკაშიც.17 უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ხარვეზი ავტორებს /
სასამართლოს ამის შესაძლებლობას ცალსახად ანიჭებს.18/19

II. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების უფლებამოსილება (103 I)


წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში 6
იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: „ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას,
ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით, გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა
წარმოდგენილ პირს“.20 ჩამოთვლილი კრიტერიუმები კულუმატიური ხასიათისაა და
მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს. სწორედ ამ მიზნით,
წარმომადგენლად არ ჩაითვლება ანდერძის აღმსრულებელი, სამკვიდროს მმართველი,
კურიერი21 და სხვ.

1. კანონისმიერი წარმომადგენლობა

კანონისმიერია წარმომადგენლობა, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 7


სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე ხორციელდება. კანონისმიერი
უფლებამოსილებისას არ არის საჭირო, რომ არსებობდეს რაიმე სახის გარიგება მხარეებს
შორის. ასეთი უფლების წარმოშობა ყოველთვის შესაბამის სამართლებრივ
ურთიერთობაზეა დამოკიდებული. კანონისმიერი წარმომადგენლობა სახეზეა,
მაგალითად, შეზღუდული ქმედუნარიანობისას და სხვ.

კანონისმიერი წარმომადგენლობა წარმოდგენილის ნებაზე დამოკიდებული 8


სამართლებრივი მოქმედება არ არის. იგი ეხება იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ
22

15 იხ. მაგალითად, იქვე, გვ. 429 და შემდგომი.


16 ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), მართლმსაჯულება და კანონი, N3(34)12, გვ. 32.
17 იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის N ას-39-486-06

განჩინება.
18 იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 405.

19 გერმანულ ლიტერატურაში ტერმინი Dritte აღნიშნავს განსახილველ პირს. იხ. მაგალითად,


MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 164, Rn. 1.
20 ჩამონათვალი ეფუძნება შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურას: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის

ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 427.


21 იქვე.

22 MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 164, Rn. 8.

3
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

შეზღუდულ ქმედუნარიანებს, მხარდაჭერის მიმღებ პირებსა და ქმედუუნაროებს.


თითოეულ მათგანს წარმომადგენელი ესაჭიროება იმ მიზნით, რათა არ შევიდნენ ისეთ
სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც მათ ზიანს მოუტანს.

9 კანონისმიერმა წარმომადგენლობამ შესაძლოა ცალკეული სამართლებრივი


ურთიერთობების ნამდვილობის საკითხზე იქონიოს გავლენა. ასეთი შემთხვევები
მაშინაა სახეზე, როცა მერყევად ბათილი გარიგების დადება ხდება კანონიერი
წარმომადგენლის გარეშე. მეორე შემთხვევად შესაძლებელია 1108 II მუხლის მოყვანა,
რომელიც, მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე
განსაზღვრავს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ქორწინების 23 საკითხს;
ასევე, 1293-ე მუხლი და სხვ.

გარიგებისმიერი წარმომადგენლობა

10 წარმომადგენლობა
2. შეიძლება წარმოიშვას ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი
გარიგების საფუძველზე. თითოეულ შემთხვევაში ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი
წარმოდგენილის ნება, წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება მხარესთან.

11 გარიგებისმიერ წარმომადგენლობას უცხოურ ლიტერატურაში ნებაყოფლობით


წარმომადგენლობადაც მოიხსენიებენ.24 ასეთ დროს პირი თავად იღებს
გადაწყვეტილებას თავისი ინტერესების რეალიზებისთვის უფლებამოსილების
სხვისთვის გადაცემის თაობაზე.25 წარმომადგენლობის ამგვარი სახის ყველაზე
გავრცელებული შემთხვევა მინდობილობაა, სადაც უმეტესად დეტალურად
განისაზღვრება უფლებამოსილების ფარგლები.26 მისი შინაარსი დამოკიდებულია
იმაზე, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მინდობილობის დადებამდე. 27
კერძოდ, სწორედ მინდობილობის გაცემით გამოიხატება პირისთვის
წარმომადგენლობის უფლებამოსილების - რწმუნებულების მინიჭება. ეს კი შეიძლება
განხორციელდეს ზოგადი (გენერალური), სპეციალური ან ერთჯერადი
მინდობილობით. 28
თითოეული მათგანი შეიძლება გაიცეს როგორც ზეპირად, ისე
წერილობითი. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში უფრო გავრცელებულია წერილობითი
29

მინდობილობა,30 რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ნოტარიუსთანაც კი იდება და


რომელსაც უდიდესი კანონიერი ნდობა გააჩნია.31/32

23 ის, თუ რამდენადაა ქორწინება გარიგება, ცალკე განხილვის საგანია. მაგრამ, ვინაიდან იგი მხარეთა
მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე წარმოშობილ სხვა სამართლებრივი ურთიერთობებს
ფორმალური თვალსაზრისით ძალიან წააგავს (მაგალითად, გარიგებას), ამ მუხლის კომენტირებისას მისი
გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
24 MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 164, Rn. 7.

25 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 402.

26 იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის N ას-163-156-2013

განჩინება, აღწერილობითი ნაწილი.


27 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 103, გვ. 277.

28 კობახიძე, სამოქალაქო სამართალი, 2000, 316.

29 იხ. მაგალითად, ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 426.

30 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 103, გვ. 277.

31 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის N ას-114-110-2012 განჩინება.

4
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

მინდობილობა წინ უსწრებს გარკვეულ შეთანხმებას, უფლებამოსილების 12


განხორციელების თაობაზე, ან პირიქით. ამდენად, არსებობს შემთხვევები, როცა
ხელშეკრულებით ხდება გარკვეული ვალდებულების დაკისრება. აღნიშნულის
ყველაზე გავრცელებული სახეა დავალების ხელშეკრულება (709-723), რომლის
მიხედვითაც, რწმუნებული მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით გარკვეული
ქმედების განხორციელების ვალდებულებას იღებს. კიდევ უფრო ნათლადაა საკითხი
წარმოჩენილი, ე.წ. საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაში, სადაც ერთი მხრივ,
იდება დავალების ხელშეკრულება მხარეებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ,
სასამართლოში წარმომადგენლობისთვის, მხარე ცალკე დებს მინდობილობას.
აღნიშნული არ ნიშნავს, რომ კანონით, მაგალითად, დავალების ხელშეკრულება
აუცილებლად მინდობილობას მოითხოვს, ან მინდობილობა ან კონკრეტული
ხელშეკრულება ერთმანეთის სამართლებრივი წინაპირობის მატარებლებს
წარმოადგენენ.33 თუმცა თუ ცალკეულ შემთხვევებს გავითვალისწინებით, პრაქტიკაში
დამკვიდრებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მხოლოდ დავალების
ხელშეკრულებით, ცალკეულ შემთხვევებში შედეგის მიღწევა შეუძლებელია.34

III. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების შეზღუდვის ფარგლები (103


II)
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოყალიბებული წინადადებები: „იგი 13
უშუალოდ უნდა დადოს პირმა“ და „როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება
წარმომადგენლობის მეშვეობით“ ანალოგიური შინაარსის მატარებელია. იურიდიულ
ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, მეორე წინადადებას გარკვეული
პრევენციის ფუნქცია გააჩნია, რათა მხედველობიდან არ იქნას გამორჩენილი. 35 რაც
შეეხება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებს, მათგან გამოსაყოფია:
წარმომადგენლის საშუალებით გარიგების დადების აკრძალვა გვხვდება ქორწინების 36
(1107) შემთხვევაში,37 ასევე ანდერძის შედგენისას (1346) და შეცვლისას (1398).

32 უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის ნდობის საკითხისა,
სასამართლო პრაქტიკაში ასევე დაფიქსირებულია მოსაზრება, რომ სისრულისა და უტყუარობის
პრეზუმფცია ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობაზე არ მოქმედებს - საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის N ას-1531-1537-2011 განჩინება - აღწერილობითი ნაწილი - ამავე
განჩინებაში სასამართლო უთითებს 2002 წელს დიდი პალატის მიერ განხილულ საქმეზე, სადაც იგივე
პოზიციაა გაიზიარებული: „სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს
მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების არსებობას“ - საქართველოს
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის N 3კ/624-02 გადაწყვეტილება. დიდი
პალატის განმარტებით, მიუხედავად სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობისა, მხარემ
წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს და დაუკავშირდეს წარმოდგენილ პირს. ასეთი მოსაზრება
შეუსაბამობაში მოდის 104 II და 104 III მუხლებთან, კეთილსინდისიერების პრინციპთან და სხვ.
33 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის N ას-39-486-06 გადაწყვეტილება.

34 ამის დასტურია სასამართლო გადაწყვეტილებათა ცალკეული მაგალითები, სადაც სასამართლო არ

ამყარებს თავის მსჯელობას მართებულ წინაპირობებს. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015
წლის 10 სექტემბრის N ას-739-707-2014 განჩინება - აღწერილობითი ნაწილი - დასახელებული განჩინების
საპირისპირო მოსაზრებაა გამოხატული საკასაციო პალატის მსჯელობაში (იხ. იქვე).
35 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 403.

36 იხ. ამავე კომენტარის 23-ე შენიშვნა.

37 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 403.

5
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

IV. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან


14 სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან გარიგებაში წარმომადგენლობის კავშირი
მხოლოდ რამდენიმე ასპექტში უნდა იქნეს განხილული. სწორედ ამ მიზნით,
გამოყოფილია მხოლოდ რამდენიმე მათგანი, რომელიც განსახილველი ნორმის
უშუალო კავშირს ასახავს სხვა ინსტიტუტებთან.

საკუთრების მინდობა

15 საკუთრების მინდობას სამეცნიერო ლიტერატურაში ე.წ. არაპირდაპირი


წარმომადგენლობის
1. მაგალითადაც მიიჩნევენ. განსხვავებით წარმომადგენლობისგან,
38

საკუთრების მინდობისას პირი (მინდობილი მესაკუთრე) თავისი სახელით გამოდის


ურთიერთობებში, მაგრამ ისე, რომ ითვალისწინებს მიმნდობის ინტერესებს. 39 ეს კი
ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საკუთრების მინდობა კლასიკური გაგებით
წარმომადგენლობა არ არის, თუმცა თავისი არსიდან (ასევე, 729-ე მუხლის
გააზრებიდან) გამომდინარე, წარმომადგენლობასთან გარკვეული კავშირები იკვეთება.

ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)


2.
16 როგორც საკუთრების მინდობის შემთხვევაში, ამხანაგობის დროსაც წარმომადგენლობა
კლასიკური გაგებით სახეზე არ არის. აღნიშნული განპირობებულია განსახილველი
ინსტიტუტის სპეციფიკიდან, რომლის ფარგლებშიც, 934 I მუხლის საფუძველზე, ასეთი
ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე
პირებთან ურთიერთობაში. თუმცა, იგივე მუხლი იცნობს ასევე მხარეთა
თავისუფლების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის მონაწილეებს მესამე
პირებთან წარმომადგენლის არჩევის უფლებამოსილება გააჩნიათ. ამდენად,
ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში შესაძლებელია მხარეთა მიერ გარიგებაში
წარმომადგენლობის საკითხი განისაზღვროს
3.
ხანდაზმულობა

17 ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება (134) გრძელდება იქამდე, სანამ პირი არ


გახდება სრული ქმედუნარიანი, ან მას არ დაენიშნება კანონიერი წარმომადგენელი ან
მხარდამჭერი.
4.

მოვალის პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის მოქმედებისათვის

18 396-ე მუხლში გაერთიანებულია წარმომადგენლის და ე.წ. ნების გადამტანის


უფლებრივი სტატუსი. თუმცა ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც
წარმოდგენილს ეკისრება. მაგალითად, წარმოდგენილი კურიერს გაატანს 2016 წლის
მოდელ კომპიუტერს, ხოლო, შიკრირი კი გზაში დააზიანებს მას. ასეთ შემთხვევაში,

38 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 428.


39 იქვე.
6
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

მეორე მხარეს უფლებამოსილება წარმოეშობა, მოსთხოვოს ნივთობრივად უნაკლო


ნივთის გადაცემა. ანალოგიური უფლებამოსილება წარმოეშობოდა მეორე მხარეს,
ასეთივე შემთხვევა წარმოდგენილის სახელით მოქმედ წარმომადგენელს რომ
მოსვლოდა.

დაზღვევა

805 I მუხლი წარმომადგენლად მიიჩნევს დაზღვევის აგენტს, რომელსაც 19


ხელშეკრულების
5. დადების უფლებამოსილებას, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში
შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების შეცვლის შესაძლებელობას ანიჭებს. აქვე
გამოსაყოფია 844 II მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც მესამე პირის სასარგებლოდ
დადებული გარიგებისას კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის
გაცემის ვალდებულებას ადგენს. საინტერესოა, რომ ასეთ შემთხვევაში გარიგებისმიერი
წარმომადგენლობა არ მიიღება მხედველობაში.

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები


6.
გარიგებებში წარმომადგენლობის საკითხი კანონისმიერი ვალდებულებითი 20
ურთიერთობებისას არ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევებში ამ
ინსტიტუტთა გზები მაინც იკვეთება. ასე მაგალითად, 994-ე მუხლი, რომელიც
არასრულწლოვნის პასუხისმგებლობისთვის მიყენებულ ზიანს განსაზღვრავს; ასევე,
969-ე და 971-ე მუხლში არსებული მოწესრიგება (დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულება), სადაც უკვე სხვა პირის სასარგებლოდ ხორციელდება ქმედება. როგორც
აღინიშნა, ეს უკანასკნელი კლასიკური გაგებით წარმომადგენლობის სახეს არ
წარმოადგენს, მაგრამ სხვა პირის სიკეთის გადასარჩენად ქმედების განხორციელების
ჭრილში თუ შევხედავთ საკითხს, შეიძლება მაქსიმალურად გათანაბრებულადაც კი
მივიჩნიოთ.
7.
საქორწინო ხელშეკრულების დადება

1175-ე მუხლი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთათვის საქორწინო 21


ხელშეკრულების დადების უფლებამოსილებას განსაზღვრავს, სადაც მხოლოდ
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით ანიჭებს პირებს ამგვარი ქმედების
8.
განხორციელების შესაძლებელობას.

იურიდიული პირის წარმომადგენლობა

იურიდიული პირის წარმომადგენლობა გარკვეული ორგანიზაციული სახის 22


მოწესრიგებასთანაა კავშირში. თავის მხრივ, ორგანიზაციული მოწესრიგება
კონკრეტული იურიდიული პირის წესდებას ემყარება,40 რაც იმას ნიშნავს, რომ მისი
დამფუძნებლები თავიდანვე აღნიშნავენ შეთანხმებულ დოკუმენტში სამომავლო
უფლება-მოვალეობებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლის შესახებ.
აღნიშნულის მაგალითია, დირექტორი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს, როგორც
აბსოლუტური თავისუფლება, იმოქმედოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში,

40 Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 164, Rn. 2.


7
სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 26 აგვისტო, 2016

ისე გარკვეული შეზღუდვები - მაგალითად, უძრავი ქონების ნასყიდობისას


(დამფუძნებელთა თანხმობის სახით) და სხვ.; ასევე აღსანიშნავია, პროკურა, რომელიც
განსხვავებით მინდობილობისგან, მხოლოდ ცალმხრივი აქტის საფუძველზე არ
წარმოშობს იურიდიულ შედეგებს და რომელსაც მეორე მხარის მიერ მისი მიღების
თაობაზე ნების გამოვლენა ჭირდება.41

წარმომადგენლობა საპროცესო სამართალში

23 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი საპროცესო ურთიერთობისას


წარმომადგენლობის
9. შესაძლებლობას განსაზღვრავს, 95-ე მუხლი იმ პირთა
ჩამონათვალს ადგენს, რომელთაც სასამართლოში წარმომადგენლად გამოსვლის
უფლებამოსილება არ გააჩნიათ, ხოლო, ამავე კოდექსის 96-ე მუხლი სასამართლოში
წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების წესს ეხება, სადაც ცალკეულ
საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

24 საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობისას წარმომადგენლობის საკითხი


რადიკალურად განსხვავდება 103-114-ე მუხლებით მოწესრიგებული
წარმომადგენლობისგან. 103-114-ე მუხლები ეხება უშუალოდ გარიგებაში
წარმომადგენლობას და არა პროცესუალურ წარმომადგენლობას. შედეგად, ეს ნორმები
პროცესში არ გამოიყენება.

25 ამდენად, გარიგებებში წარმომადგენლობის მომწესრიგებელი ნორმები ერთგვარ


სამართლებრივ ჩარჩოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ როდის ადგენს კანონი ქცევის
სავალდებულო წესსა და მოქმედების კონკრეტულ არეალს მხარეებისთვის.
მაგალითად, წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ფორმა - ცალკეულ
შემთხვევაში სანოტარო ფორმით დამოწმებული დოკუმენტის სავალდებულობასაც
ითვალისწინებს კანონმდებელი. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოში
წარმომადგენლობის მომწესრიგებელი ნორმები მხარეებს იმ სამოქმედო არეალს
უსაზღვრავენ, რომლის ფარგლებშიც, მათ სამოქალაქო წესით უნდა დადონ შესაბამისი
გარიგებები ან მორიგებით დაასრულონ საქმე და სხვ.

41 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის N 2/17265-13 გადაწყვეტილება.


8
სერგი ჯორბენაძე

You might also like