You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 27 მაისი, 2016

მუხლი 948. გადაცემული ქონების შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი

მარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევითი დაღუპვა ან დაზიანება არ


ათავისუფლებს მას სარჩოს გადახდისაგან.

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
948-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების 1
შინაარსის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მარჩენალს
არანაირი ბრალი არ მიუძღვის სარჩენის მიერ გადაცემული ქონების დაზიანებასა თუ
განადგურებაში, კანონმდებლობა მაინც აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას.1

საერთო წესის მიხედვით, პასუხისმგებლობის მოვალისათვის დასაკირებლად საჭიროა, 2


რომ სახეზე იყოს სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის —
სამართალდამრღვევის ბრალი.

ბრალი სამართალდარღვევის შემადგენილობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური 3


ელემენტია. რომის კლასიკური ეპოქიდან დღემდე სამოქალაქო სამართალში მოქმედებს
უნივერსალური ფორმულა: თითოეული პასუხს აგებს მხლოდ მისი ბრალეული
ქმედებისათვის. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი საყოველთაოდაა
აღიარებული სახელშეკრულებო სამართალში.2 თუმცა კი, პასუხისმგებლობის
გამორიცხვა ან გარკვეული სახით მოდიფიცირება შესაძლებელია უშუალოდ კანონით
იყოს დადგენილი.3

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან


განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ 4
ინსტიტუტებთან, როგორიცაა: ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (361-ე მუხლი);
ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა;

3. მნიშვნელობა
948-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა წარმოადგენს ბრალის გარეშე 5
პასუხისმგებლობის გამოხატულებას. თუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული რჩენის ვალდებულების შეწყვეტამდე მხარეთაგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განადგურდება ან დაზიანდება ის ქონება,
რომელიც სარჩენმა გადასცა მარჩენალს რჩენის სანაცვლოდ, ასეთ შემთხვევაში

1 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


441.
2 Цваигерт/Кётц, Введение в сравнителън. правоведение в сфере частново права. Т. 2, М., 1998, с. 388.
3 Tonner, Schuldrecht, 3. Aufl., 2013, S. 132.
1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 27 მაისი, 2016

მარჩენალი არ თავისუფლდება სარჩოს გადახდის მოვალეობისაგან. (მაგალითად,


მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ. ე.წ. „ფორს-მაჟორული“ გარემოებები).

6 თუ ქონების დაღუპვა ან დაზიანება მოხდა რომელიმე მხარის ბრალით, მაშინ


პასუხისმგებლობა დაეკისრება ბრალეულ მხარეს.4

4 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


442.
2
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like