You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 833. დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგები

თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და


მოვალეობები გადადის შემძენზე.

I. ნორმის მიზანი
833 განსაზღვრავს დაზღვეული ქონების გასხვისების სამართლებრივ შედეგებს. 1
კერძოდ, ნორმის თანახმად, დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგად
დამზღვევის უფლება-მოვალეობები გადადის შემძენზე. შემძენსა და მზღვეველს
შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას კანონმდებელი გარკვეულ
წინაპირობებს უკავშირებს. აღნიშნული წინაპირობები 834-შია მოცემული. ამიტომ
833 834-თან კავშირში უნდა განიმარტოს. საკანონმდებლო მოწესრიგების
თვალსაზრისით, სასურველი იქნებოდა 833-სა და 834-ში გათვალისწინებული
ნორმები ერთ მუხლად ყოფილიყო წარმოდგენილი.

II. ნორმის შინაარსი


დაზღვევის ხელშეკრულების დადება დამზღვევს არ ზღუდავს მისი, როგორც 2
მესაკუთრის, უფლებების განხორციელებაში. ქონების გასხვისება დამზღვევის
ნების ავტონომიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. შესაბამისად, ის თავად წყვეტს
სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მისი ქონების სამართლებრივ ბედს.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ქონების გასხვისებისას დაზღვევის არსებობა
შემძენის ინტერესზე დადებითად უნდა აისახოს განსხვავებით მაგალითად,
უფლებრივად დატვირთული ქონების გასხვისებისგან. თუმცა, ასეთი დაშვების
მიუხედავად, შემძენს შეიძლება არ გაუჩნდეს დაზღვევის გაგრძელების სურვილი.
შემძენის ნების ავტონომია გამოიხატება იმით, რომ ის დამოუკიდებლად იღებს
გადაწყვეტილებას დაზღვევის გაგრძელების შესახებ. შემძენის გადაწყვეტილებაზე
სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს. კერძოდ: კონკრეტული სადაზღვევო
კომპანიის საქმიანმა რეპუტაციამ, პრემიის ოდენობამ, სადაზღვევო დაფარვის
მოცულობამ, სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის პრინციპმა და სხვ.

III. შემძენისათვის შეტყობინება


მნიშვნელოვანია, რომ შემძენს დროულად ეცნობოს დაზღვევის არსებობის 3
შესახებ. ასეთი მოთხოვნა პირდაპირ არ იკითხება დაზღვეული ქონების
გასხვისების მომწესრიგებელი ნორმების ტექტში (833-835). თუმცაღა,
დამზღვევისათვის ასეთი ვალდებულების დაკისრება გამომდინარეობს
სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის
არსებობით.

1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like