You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა

დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ


ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური
მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის
რეალური საფრთხე.

I. ნორმის მიზანი
819 მოწოდებულია დამზღვევის ინტერესის დაცვისაკენ. სადაზღვევო საქმიანობა 1
სამეწარმეო საქმიანობაა და მის მიმართ ყოველთვის არსებობს ეკონომიკური
მდგომარეობის გაუარესების რისკი. „მზღვეველის ფინანსური სიმყარის
უზრუნველყოფის საფუძველია მისი საწესდებო კაპიტალი, სადაზღვევო
რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა.“1 მიუხედავად ამისა,
მზღვეველის ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. კანონმდებელი
იცავს კეთილსინდისიერი დამზღვევის ინეტერესს და ასეთ შემთხვევებში მას
პრემიის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

II. მზღვეველის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება


პრემიის გადახდის შეწყვეტის უფლების წინაპირობების დადგენისას 2
კანონმდებელს მხედველობაში აქვს ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი
გაუარესება. ამასთან, აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას რეალურ
საფრთხეს უნდა უქმნიდეს. ყოველ კონკრეტულ საქმეზე მოსამართლემ უნდა
განმარტოს, რა ჩაითვლება ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან
გაუარესებად და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების რეალურ
საფრთხედ.

819-ის განმარტებისას ასევე მნიშვნელოვანია დამზღვევის მიერ აღნიშნული 3


ინფორმაციის მიღება ხელშეკრულების დადების შემდეგ. ნორმა არ აკონკრეტებს,
რა ფორმით შეიძლება დამზღვევმა მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია. მთავარია,
ხელშეკრულების დადების მომენტში მას მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნდეს.

III. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება


საკამათოა საკითხი იმის შესახებ, რამდენად ეკისრება მზღვეველს 4
დამზღვევისათვის მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, გაუმართლებელია, კომპანიას მსგავსი
ვალდებულება დაეკისროს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია
მოსამართლემ მზღვეველს აღნიშნული ვალდებულება კეთილსინდისიერების
პრინციპის განმარტების საფუძველზე დააკისროს.

1 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 20.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

IV. სამართლებრივი შედეგი


5 819-ში განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შედეგად დამზღვევი
უფლებამოსილია, შეწყვიტოს სადაზღვევო პრემიის გადახდა. მზღვეველის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება შედეგად იწვევს დამზღვევისათვის
ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვას. დაზღვევის ხელშკრულების არსი
„შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფაში“2 გამოიხატება. პრემიის
გადახდის შეწყვეტით დამზღვევი ერთგვარად ავლენს ხელშეკრულების მოშლის
ნებას.

2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 განჩინება.


2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like