You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი

პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე


მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

I. ნორმის მიზანი
816 მუხლი მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის დამატებით წინაპირობას 1
ითვალისწინებს. 816-ში გათვალისწინებული მოწესრიგების გამო დაზღვევის
ხელშეკრულებას ხშირად მიაკუთვნებენ რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს.1
ქართული სასამართლო პრაქტიკაც2 დაზღვევის ხელშეკრულებას რეალურ
ხელშეკრულებად მიიჩნევს.3 თუმცა, 816-ს განმარტებისას მნიშვნელოვანია 806 I-
ით დადგენილი რეგულირების გათვალისწინება, რის შედეგადაც განსხვავებული
დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა იქმნება (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

816-ში გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა 2


ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების
წარმოშობის წინაპირობას. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისათვის
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა
და, მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ეტაპები (იხ. 806 I
მუხლის კომენტ.). მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება და დაზღვევის
პერიოდის დაწყება ავტომატურად არ წარმოშობს მზღვეველის ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებას.

II. სადაზღვევო პრემიის გადახდა


დაზღვევის პოლისის გაცემა დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის 3
საფუძველზე ხორციელდება. „სადაზღვევო სფეროში დამკვიდრებულია, რომ
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება და სადაზღვევო პრემიის პირველი
შეტანა ხდება ერთდროულად.“4 თუ პოლისით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, სადაზღვევო პოლისის ფლობა დამზღვევის მიერ
სადაზღვევო პრემიის გადახდას მოწმობს. თუმცა, შესაძლებელია, მხარეები
გადახდის განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. მაგალითად, ა-მ დააზღვია ვენახი
სეტყვისგან. ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 10 იანვარს. ხელშეკრულებით
განისაზღვრა, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი ყოველი თვის 15 რიცხვში
უნდა შეეტანა. 13 იანვარს ა-ს ვენახი სეტყვამ გაანადგურა. დამზღვევს არ
წარმოეშვება მოთხოვნის უფლება, თუ მას სადაზღვევო პრემია არა აქვს
გადახდილი.

816-ის განმარტებისას მნიშვნელოვანია პრემიის გადახდის ჯერადობის 4


გათვალისწინება. მუხლის თანახმად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო
შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი

1 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 816, გვ. 137.
2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის N ას-85-81-2013 განჩინება.
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 გადაწყვეტილება.
4 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 26.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მოვალეობისაგან. მოყვანილი ნორმა არ წარმოადგენს მზღვეველის მხრიდან


ანაზღაურების ვალდებულებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.
კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტერმინზე — პირველი
ან ერთჯერადი. შესაბამისად, „თუ მხარეები სადაზღვევო შესატანის ერთჯერად
გადახდაზე შეთანხმდნენ, მაშინ მის დროულ გადახდამდე მზღვეველი
თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო
შესატანი არაერთჯერადი გადახდით განისაზღვრა, მაშინ მზღვეველი
თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან პირველი შესატანის დროულად
გადახდამდე.“5

5 სადაზღვევო პრაქტიკაში სადავო საკითხები მეტწილად არაერთჯერადი


პრემიების გადახდას უკავშირდება. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს დამზღვევის მიერ
დაზღვევის ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის მოტივით მეორე პრემიის
გადახდაზე უარი წარმოადგენს. თუ მოცემულ შემთხვევაში მზღვეველის
ვალდებულების წარმოშობა სადავო გახდა, სასამართლომ სწორედ სკ-ს 816-ს
სიტყვასიტყვითი განმარტებით უნდა იხელმძღვანელოს. ერთ-ერთ ასეთ დავაში,6
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო ბანკსა და შპს-ს შორის
გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. შპს-ს
100%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის
ხელშეკრულებით მხარეები სადაზღვევო პრემიის ორ ეტაპად გადახდაზე
შეთანხმდნენ. დამზღვევმა სესხის სახით გაცემული თანხა ბანკს დაუბრუნა
პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ, პრემიის მეორე ნაწილის
გადახდის ვადის დადგომამდე. სასესხო ვალდებულების შესრულების შედეგად
დამზღვევს დაეკარგა ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ და მან აღარ
გადაიხადა მეორე სადაზღვევო პრემია. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ
დამზღვევის მიერ პირველი პრემიის გადახდის შედეგად მზღვეველს წარმოეშვა
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში
არსებობდა დამზღვევისათვის სადაზღვევო შესატანის დარჩენილი ნაწილის
დაკისრების საფუძველი.

6 816-ე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრემიის დროულად გადახდას.


შესაბამისად, მზღვეველის უარი ზიანის ანაზღაურებაზე გამართლებულად
ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ დამზღვევი ხელშეკრულებით დადგენილი
პრემიის გადახდის ვადას დაარღვევს.

5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის N ას-719-674-2010 განჩინება.


6 იქვე.
2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like