You are on page 1of 38

საინფორმაციო ფურცელი სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ 204426674);

 კლიენტ(ებ)ის გარდაცვალების რისკზე ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის


პირობების შესახებ იხილეთ წინამდებარე დოკუმენტის 1-11 გვერდებზე.
 საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკზე ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის
პირობების შესახებ იხილეთ წინამდებარე დოკუმენტის 12-22 გვერდებზე.
 ქონების დაზიანების/განადგურების/დაკარგვის რისკზე ბანკის საკრედიტო პორტფელის
დაზღვევის პირობების შესახებ იხილეთ წინამდებარე დოკუმენტის 23-38 გვერდებზე.

საინფორმაციო ფურცელი
კლიენტ(ებ)ის გარდაცვალების რისკზე ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების
შესახებ

მზღვეველი: სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (ს/ნ 204426674);

დაზღვევის ხელშეკრულების სახე (სახელწოდება): ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევა


კლიენტების გარდაცვალების რისკზე.

ბანკი წარმოადგენს საკრედიტო პორტფელის დამზღვევს.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული დაზღვევა აუცილებელია კრედიტის


მისაღებად.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული დაზღვევის პირობები (შემდგომში -


დაზღვევის პირობები) ვრცელდება იმ კლიენტებზე, რომლებმაც საკრედიტო ხელშეკრულების
დადების დროს აირჩიეს, რომ მათი კრედიტი შესულიყო ბანკის საკრედიტო პორტფელის იმ
ნაწილში, რომელიც ბანკს დაზღვეული აქვს სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ
204426674).

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ 204426674)


დაზღვევის ობიექტს, დაზღვევის ობიექტის დაზღვევისა და სადაზღვევო შემთხვევის
ანაზღაურების პირობებს, რომელიც მოქმედებს 2021 წლის 01 აპრილის შემდგომ დაწყებულ
დაზღვევაზე.

დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ბანკის საკრედიტო პორტფელი, რომელიც მოიცავს იმ


კრედიტების დავალიანებებს, რომლის თაობაზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების
საფუძველზე კლიენტი იხდის სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს.

1
კლიენტის მიერ სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო გადაიხდება, ბანკის მიერ კლიენტის
გარდაცვალების რისკზე დავალიანების დაზღვევის უზრუნველსაყოფად (შემდგომში - დაზღვევა).

1. ტერმინთა განმარტება
1.1. არაუზრუნველყოფილი კრედიტი - კრედიტი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი
უზრუნველყოფის რომელიმე საშუალებით და დამზღვევთან არსებული რეგულაციებით
მიიჩნევა არაუზრუნველყოფილ კრედიტად;
1.2. ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“ (ს.ნ. 204378869);
1.3. დავალიანება - კრედიტის გადაუხდელი ვადამოსული/ვადამოუსვლელი ძირითადი თანხა.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, აღნიშნული არ მოიცავს დარიცხულ საპროცენტო
სარგებელს, საკომისიოს, ჯარიმას/პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელს;
1.4. კლიენტი - მოვალე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც წარმოადგენს
საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს და რომელმაც კრედიტის დაუფარავი ძირითადი
თანხის დაზღვევა კლიენტის გარდაცვალების რისკისგან აირჩია მზღვეველთან.
1.5. კრედიტი - ნებისმიერი ტიპის კრედიტი, რომელსაც ბანკი გასცემს კლიენტზე;
1.6. კრედიტის კატეგორია - უზრუნველყოფილი კრედიტი ან არაუზრუნველყოფილი კრედიტი;
1.7. მოცდის პერიოდი - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მძიმე დაავადებ(ებ)ით გამოწვეული
კლიენტის გარდაცვალება არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
1.8. მძიმე დაავადება - ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის ფიბროზი ან ციროზი, ღვიძლის
ქრონიკული უკმარისობა, ჰეპატიტი C, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის
ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი ანომალიები, შაქრიანი დიაბეტი ან მისი
გართულება, უშაქრო დიაბეტი ან მისი გართულება, ცერებროვასკულარული დაავადებები
(გარდა ინსულტის პირველადი შემთხვევისა). აღნიშნულ დაავადებათა ჯგუფში შემავალი
დაავადებები განისაზღვრება ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო
სტატისტიკური კლასიფიკაციის მეათე გადახედვის მიხედვით;
1.9. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად მზღვეველის მიერ
ბანკისათვის ჩარიცხული/ჩასარიცხი თანხა;
1.10. სადაზღვევო შემთხვევა - ნებისმიერი მიზეზით კლიენტის გარდაცვალება, გარდა
წინამდებარე დაზღვევის პირობებით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
1.11. სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო - საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის
მიერ გადახდილი/გადასახდელი სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო;
1.12. საკრედიტო დავალიანება - კონკრეტული კლიენტის კრედიტ(ებ)ის დაუფარავი,
ვადამოსული/ვადამოუსვლელი ძირითადი თანხ(ებ)ის ჯამი, რომელიც წარმოადგენს
საკრედიტო პორტფელის ნაწილს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, აღნიშნული არ მოიცავს
დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, საკომისიოს, ჯარიმას/პირგასამტეხლოს და სხვა
გადასახდელს;

2
1.13. საკრედიტო პორტფელი - დაზღვევის პირობების მოქმედების პერიოდში ბანკის მიერ
გაცემული, დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული კრედიტების დაუფარავი,
ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებების ჯამი, რომელთა მსესხებელმაც/მსესხებლებმაც
მსესხებლის გარდაცვალების რისკზე სესხის დაუფარავი ძირითადი დავალიანების დაზღვევა
არჩიეს/გადაწყვიტეს მზღვეველთან. ასევე დაზღვევის პირობების ძალაში შესვლამდე
გაცემული იმ კრედიტების დაუფარავი, ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებების ჯამი,
რომლებიც არ იყო დაზღვეული და რომელთა კლიენტებმაც დაზღვევის პირობების ძალაში
ყოფნის პერიოდში ბანკთან დადეს გარიგება მათზე გაცემული კრედიტების დაუფარავი,
ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებების მზღვეველთან დაზღვევის შესახებ შესაბამისი
კლიენტების გარდაცვალების რისკზე (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად აღნიშნული
თანხები არ მოიცავს დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას/პირგასამტეხლოს);
1.14. საკრედიტო ხელშეკრულება - ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება,
რომლითაც განისაზღვრება კრედიტით სარგებლობის პირობები;
1.15. უზრუნველყოფილი კრედიტი - კრედიტი, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით,
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ანაბრით/სადეპოზიტო სერტიფიკატით და ბანკში
არსებული რეგულაციებით მიიჩნევა უზრუნველყოფილ კრედიტად.;
1.16. უფლებამოსილი პირი - გარდაცვლილი კლიენტის მემკვიდრე ან შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სხვა პირი.
1.17. ძველი პირობები - შემდეგ ვებ გვერდზე https://conditions.bog.ge/ge/366 არსებული პირობები,
სახელწოდებით „ჯიპიაიში დაზღვევა (ექსპრეს ბიზნეს კრედიტების ან/და ექსპრეს აგრო
კრედიტების ან/და ბიზნეს კრედიტების ან/და აგრო კრედიტების, ბიზნეს იპოთეკური
კრედიტების (გარდა იპოთეკური კრედიტებისა)კლიენტ(ებ)ის გარდაცვალების რისკზე)
(01.04.2021-მდე დაწყებულ დაზღვევაზე)“.

2. დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო


2.1. დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული დაზღვევა იწყება:
2.1.1. შესაბამისი კრედიტის გაცემის მომენტიდან - საკრედიტო პორტფელის იმ ნაწილისთვის,
რომელიც მოიცავს დაზღვევის პირობების მოქმედების პერიოდში გაცემული კრედიტების
დაუფარავი, ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებებს;
2.1.2. დაზღვევის შესახებ კლიენტსა და ბანკს შორის შესაბამისი გარიგების დადების მომენტიდან -
საკრედიტო პორტფელის იმ ნაწილისთვის, რომელიც მოიცავს დაზღვევის პირობების ძალაში
შესვლამდე გაცემული იმ კრედიტების დაუფარავ, ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებებს,
რომლებიც არ იყო დაზღვეული და რომელთა კლიენტებმაც დაზღვევის პირობების
მოქმედების პერიოდში ბანკთან დადეს გარიგება მათზე გაცემული კრედიტების დაუფარავი,
ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებების მზღვეველთან დაზღვევის შესახებ შესაბამისი
კლიენტების გარდაცვალების რისკზე.
2.2. თუ დაზღვევის პირობების ძალაში შესვლის შემდგომ კონკრეტული კრედიტი გაცემულია
ერთზე მეტ კლიენტზე, აღნიშნული კლიენტებიდან წინამდებარე დაზღვევის პირობები

3
ვრცელდება ყველა კლიენტზე, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც: ა) შესაბამისი საკრედიტო
ხელშეკრულებით კლიენტ(ებ)ი და ბანკი შეთანხმდებიან აღნიშნული საკრედიტო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაზღვევაზე არა ყველა, არამედ
მხოლოდ კონკრეტული კლიენტ(ებ)ის გარდაცვალების რისკზე; ან ბ) ბანკი საკუთარი
შეხედულებისამებრ გადაწყვეტს კონკრეტული დავალიანების დაზღვევას არა ყველა, არამედ
მხოლოდ კონკრეტული კლიენტ(ებ)ის გარდაცვალების რისკზე. ამასთან, თუ დაზღვევის
პირობების მოქმედების პერიოდში ბანკსა და კლიენტ(ებ)ს შორის დაიდება გარიგება
(შემდგომში - დაზღვევის შესახებ დამატებითი შეთანხმება) დაზღვევის პირობების ძალაში
შესვლამდე გაცემული კრედიტების (რომელთა საკრედიტო ხელშეკრულებაც არ
ითვალისწინებს დაზღვევას) შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული
დავალიანების მზღვეველთან დაზღვევის შესახებ კონკრეტული კლიენტ(ებ)ის
გარდაცვალების რისკზე ან დაზღვევის პირობების მოქმედების პერიოდში გაცემული
კრედიტ(ებ)ის იმ კლიენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, რომელთა გარდაცვალების
რისკზეც ხდება აღნიშნული კრედიტ(ებ)ის შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დავალიანების დაზღვევა, კონკრეტული დავალიანებისთვის, იმ
კლიენტ(ებ)ის გარდაცვალების რისკზე, რომლებზეც დაზღვევა გავრცელდა დაზღვევის
შესახებ დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, დაზღვევა:
2.2.1. დაიწყება და შესაბამისად, მოცდის პერიოდი აითვლება აღნიშნული დაზღვევის შესახებ
დამატებითი შეთანხმების გაფორმების მომენტიდან;
2.2.2. გავრცელდება აღნიშნული დავალიანებისთვის/კრედიტისთვის/კრედიტის კატეგორიისთვის
დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სპეციფიკური პირობების შესაბამისად,
დაზღვევის შესახებ დამატებითი შეთანხმებით დაზღვევას დამატებული კლიენტის ასაკის
გათვალისწინებით.
2.3. დაზღვევა წყდება:
2.3.1. კლიენტის გარდაცვალებითა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემით ან შესაბამისი
საფუძვლების არსებობისას, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმით;
2.3.2. კლიენტის მიერ 75 (სამოცდათხუთმეტი) წლის ასაკის მიღწევისთანავე;
2.3.3. კლიენტის ან მისი მემკვიდრის ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ ბანკის წინაშე
არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვით;
2.3.4. კონკრეტული კლიენტის ნაწილში ბანკსა და მზღვეველს შორის დაზღვევის ურთიერთობის
შეწყვეტით;
2.3.5. ბანკსა და მზღვეველს შორის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ურთიერთობის
შეწყვეტით.

3. სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს დარიცხვის პრინციპი


3.1. უზრუნველყოფილი კრედიტების შემთხვევაში, შესაბამის საკრედიტო ხელშეკრულებაში
სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო განსაზღვრულია პროცენტული ოდენობის სახით,

4
რომელიც დაერიცხება უზრუნველყოფილი კრედიტის ძირითად თანხას, მაგრამ არაუმეტეს -
500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს (500 000-ანი ლიმიტი).
3.2. კრედიტის თანხის ვალუტაში შესაბამისი ლიმიტის ოდენობა არის ცვალებადი და ყოველ
ჯერზე შეადგენს კონკრეტული კრედიტის გადახდის პირობის/გრაფიკის
ფორმირების/ცვლილების მომენტისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი კურსის შესაბამის თანხას.

4. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა/მაქსიმალური ოდენობა


4.1. სადაზღვევო შემთხვევისას სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა/მაქსიმალური ოდენობა
განისაზღვრება შემდეგნაირად:
4.1.1. კლიენტის საკრედიტო დავალიანების დასაფარად სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა
კლიენტის ასაკისა და კრედიტის კატეგორიის შესაბამისად განსაზღვრული მაქსიმალური
ოდენობის ფარგლებში თითოეული კლიენტისათვის (და არა კრედიტისთვის). სადაზღვევო
ანაზღაურების ოდენობა ტოლია კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
მომენტში გარდაცვლილი კლიენტის მიმდინარე საკრედიტო დავალიანების ოდენობისა,
მაგრამ არაუმეტეს დაზღვევის პირობების 4.1.3. და 4.1.4. ქვეპუნქტებით განსაზღვრული
სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობისა. ამასთან, მიუხედავად იმისა
საკრედიტო დავალიანება გამომდინარეობს წინამდებარე დაზღვევის პირობების თუ ძველი
პირობების ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)იდან, სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს საერთო სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალურ
ოდენობას, არის ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა
წინამდებარე დაზღვევის პირობებისა თუ ძველი პირობების ფარგლებში არსებული
საკრედიტო დავალიანებისთვის და არ აითვლება ცალ-ცალკე წინამდებარე დაზღვევის
პირობებისა თუ ძველი პირობების ფარგლებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად;
4.1.2. თუ გარდაცვლილი კლიენტის საკრედიტო დავალიანება ბანკის მიმართ გამომდინარეობს
როგორც უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)იდან, ასევე, არაუზრუნველყოფილი
კრედიტ(ებ)იდან, სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება
თითოეული კრედიტის კატეგორიისთვის დამოუკიდებლად დაზღვევის პირობების 4.1.3. და
4.1.4. ქვეპუნქტების შესაბამისად, თითოეული კლიენტისათვის (და არა კრედიტისთვის).
ამასთან, მიუხედავად იმისა საკრედიტო დავალიანება გამომდინარეობს წინამდებარე
დაზღვევის პირობების თუ ძველი პირობების ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)იდან,
სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს საერთო სადაზღვევო
ანაზღაურების მაქსიმალურ ოდენობას, არის ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალური ოდენობა წინამდებარე დაზღვევის პირობებისა თუ ძველი პირობების
ფარგლებში არსებული საკრედიტო დავალიანებისთვის და არ აითვლება ცალ-ცალკე
წინამდებარე დაზღვევის პირობებისა თუ ძველი პირობების ფარგლებში ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად;

5
4.1.3. უზრუნველყოფილ კრედიტ(ებ)თან მიმართებით სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური
ოდენობა გარდაცვლილი კლიენტის ასაკის გათვალისწინებით, განისაზღვრება შემდეგი
ცხრილის შესაბამისად თითოეული კლიენტისათვის (და არა კრედიტისთვის). ამასთან,
მიუხედავად იმისა საკრედიტო დავალიანება გამომდინარეობს წინამდებარე დაზღვევის
პირობების თუ ძველი პირობების ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)იდან, სადაზღვევო
ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს საერთო სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალურ ოდენობას, არის ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური
ოდენობა წინამდებარე დაზღვევის პირობებისა თუ ძველი პირობების ფარგლებში არსებული
საკრედიტო დავალიანებისთვის და არ აითვლება ცალ-ცალკე წინამდებარე დაზღვევის
პირობებისა თუ ძველი პირობების ფარგლებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად;

N კლიენტის ასაკი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა (აშშ


დოლარში)

1 ნაკლებია 55-ზე 500,000 (ხუთასი ათასი)

2 ტოლია ან მეტია 55-ზე და 200,000 (ორასი ათასი)


ნაკლებია 60-ზე

3 ტოლია ან მეტია 60-ზე და 100,000 (ასი ათასი)


ნაკლებია 65-ზე

4 ტოლია ან მეტია 65-ზე და 50,000 (ორმოცდაათი ათასი)


ნაკლებია 75-ზე

4.1.4. არაუზრუნველყოფილ კრედიტ(ებ)თან მიმართებით, სადაზღვევო ანაზღაურების


მაქსიმალური ოდენობა გარდაცვლილი კლიენტის ასაკის გათვალისწინებით, განისაზღვრება
შემდეგი ცხრილის შესაბამისად თითოეული კლიენტისათვის (და არა კრედიტისთვის).
ამასთან, მიუხედავად იმისა საკრედიტო დავალიანება გამომდინარეობს წინამდებარე
დაზღვევის პირობების თუ ძველი პირობების ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)იდან,
სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა წარმოადგენს საერთო სადაზღვევო
ანაზღაურების მაქსიმალურ ოდენობას, არის ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალური ოდენობა წინამდებარე დაზღვევის პირობებისა თუ ძველი პირობების
ფარგლებში არსებული საკრედიტო დავალიანებისთვის და არ აითვლება ცალ-ცალკე
წინამდებარე დაზღვევის პირობებისა თუ ძველი პირობების ფარგლებში ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად:

N კლიენტის ასაკი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა


(ლარში)

6
1 ნაკლებია 75-ზე 50,000 (ორმოცდაათი ათასი)

4.1.5. თუ ერთი კრედიტი გაცემულია რამდენიმე კლიენტზე, აღნიშნული კლიენტებიდან,


რომლებზეც ვრცელდება დაზღვევის პირობები, რამდენიმეს გარდაცვალების შემთხვევაში,
მიუხედავად გარდაცვლილი კლიენტების რაოდენობისა, მზღვეველის მიერ ბანკისათვის
გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურება არ აღემატება აღნიშნული კრედიტის ძირითად
თანხას.
4.2. სადაზღვევო ანაზღაურებიდან კლიენტის სხვადასხვა დავალიანებების დაფარვის რიგითობას
განსაზღვრავს ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ.
4.3. ერთ კრედიტზე გარდაცვლილი კლიენტების რაოდენობის მიუხედავად, სადაზღვევო
ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება აღნიშნული კრედიტის ძირითად თანხას.
4.4. სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა, დავალიანების ვალუტაში,
დაანგარიშდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მომენტში არსებული საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

5. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია


5.1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე
დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს აღნიშნულის თაობაზე, გონივრულ ვადაში მოიპოვოს
სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოპოვებისთანავე,
დაუყოვნებლივ წარუდგინოს ბანკს აღნიშნული დოკუმენტაცია, რომელიც თავის მხრივ
აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მზღვეველს.
5.2. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე მზღვეველის მიერ გადაწყვეტილების
მისაღებად, უფლებამოსილი პირის მიერ ბანკისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი
დოკუმენტაცია:
5.2.1. კლიენტის გარდაცვალების მოწმობა;
5.2.2. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და
ხელმოწერილი, ცნობა კლიენტის გარდაცვალების შესახებ - ფორმა N106ს-4, რომელშიც
მითითებული უნდა იყოს კლიენტის გარდაცვალების/სიკვდილის კონკრეტული დადგენილი
მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და კლიენტის ასაკი;
5.2.3. თუ დაზღვევის პირობების 5.2.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა არ შეიცავს ამავე
ქვეპუნქტში მითითებულ ინფორმაციას, დამატებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს
ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია;
5.2.4. უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, დამატებით
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული ცნობა უბედური შემთხვევის შესახებ;
5.2.5. თუ კლიენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,
დამატებით ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების მიზეზის შესახებ და კლიენტის
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების ხელთ არსებული დოკუმენტაცია (საქმის
მასალები);

7
5.2.6. კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ბანკისათვის
მზღვეველის მიერ მოთხოვნილი, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი
დოკუმენტაცია.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის
სრულყოფილი ან/და ხარვეზიანია, ბანკი უფლებამოსილ პირს განუსაზღვრავს დამატებით
გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 20 (ოცი) კალენდარული დღისა და არაუმეტეს 5 (ხუთი)
თვისა (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, რომელთან დაკავშირებითაც აღძრულია
სისხლის სამართლის საქმე და ბანკის მიერ დაწესებული ვადის განმავლობაში არ
შეწყვეტილა გამოძიება ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება), ხარვეზის
გამოსასწორებლად და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად.
5.4. თუ სადაზღვევო შემთხვევა, რომლის ასანაზღაურებლად გასაცემი სადაზღვევო
ანაზღაურება არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში),
სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ კლიენტის გარდაცვალების მოწმობის
წარდგენის საფუძველზე.
5.5. სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას:
5.5.1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი ყველა აუცილებელი დოკუმენტი არ არის
წარდგენილი წინამდებარე დაზღვევის პირობების 5.1.-5.3. ქვეპუნქტებით დადგენილი
წესითა და ვადაში;
5.5.2. თუ კლიენტის გარდაცვალებიდან, აღნიშნულის თაობაზე ბანკის ინფორმირებამდე გასულია
20 (ოცი) თვეზე მეტი ვადა.
5.6. სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი ყველა აუცილებელი დოკუმენტის
უფლებამოსილი პირის მიერ ბანკისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 80 (ოთხმოცი)
კალენდარული დღის განმავლობაში, მზღვეველი შესაბამისი პროცედურების დაცვით
განიხილავს კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევას და იღებს გადაწყვეტილებას (დადებითი
ან უარყოფითი) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით (დადებითი ან
უარყოფითი), ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი)
კალედნდარული დღის განმავლობაში გასცემს ბანკზე შესაბამის სადაზღვევო ანაზღაურებას.
5.7. ბანკი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებას მზღვეველისათვის და არ აგებს პასუხს
მზღვეველის მიერ კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებულ
გადაწყვეტილებაზე.

6. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამონაკლისები


6.1. სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
კლიენტის გარდაცვალება პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებით:
6.1.1. ომით, დაპყრობით, საომარი მოქმედებებით (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ
გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო ომით, რევოლუციით, აჯანყებით, გაფიცვით, ნებისმიერი
პირის ქმედებით, რომელიც მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის დავალებით ან

8
დამოუკიდებლად და მიზნად ისახავს De Jure ან De Facto ხელისუფლების სამხედრო
გადატრიალების გზით დამხობას ან მასზე ზეგავლენას ტერორისტული ან ძალისმიერი
მეთოდებით;
6.1.2. მაიონიზირებელი გამოსხივებით, გარემოს რადიაქტიური დაბინძურებით, ბირთვული
საწვავის აალებით;
6.1.3. კლიენტის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების
ქვეშ ყოფნით;
6.1.4. თუ კლიენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას
და ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას ან თუ კლიენტის მიერ მიღებული ალკოჰოლის
ზემოქმედებამ გამოიწვია არსებული დაავადების გამწვავება, რაც გახდა კლიენტის
გარდაცვალების მიზეზი;
6.1.5. კლიენტის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობით ან თვითმკვლელობის მცდელობით, განზრახ
თვითდაზიანებით;
6.1.6. კლიენტის მკვლელობით, მკვლელობის მცდელობით ან სხეულის/ჯანმრთელობის
დაზიანებით, რომლის პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილედ გვევლინება სხვა
კლიენტები, რომლებზეც გაცემულია კონკრეტული კრედიტი ან/და გარდაცვლილი
კლიენტის მემკვიდრეები;
6.1.7. კლიენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით
ან მისი ჩადენის მცდელობით ან დანაშაულის ჩადენისას/მცდელობისას;
6.1.8. კლიენტის შიდსით ან HIV-ით ინფიცირებით;
6.1.9. კლიენტის ფსიქიკური ავადმყოფობით ან გონების დაბინდვით;
6.1.10. კლიენტის მონაწილეობით ან/და მის მიმართ სამხედრო, საპოლიციო ან ოპერატიულ
სამძებრო ოპერაციის ჩატარებაში;
6.1.11. კლიენტის მონაწილეობით სიჩქარეზე შეჯიბრში ნებისმიერი სახმელეთო, საჰაერო ან
საწყალოსნო საშუალებების გამოყენებით;
6.1.12. კლიენტის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდებით, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მისი ქმედება მიმართულია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად;
6.1.13. კლიენტის მიერ სანაძლეოს პირობების შესრულებით, აკრობატული ილეთების შესრულებით,
რეკორდის დამყარებით ან ამის მცდელობით;
6.1.14. კლიენტის მონაწილეობით პროფესიული სპორტის სახეობებში (შეჯიბრი, წვრთნა,
საჩვენებელი გამოსვლა);
6.1.15. კლიენტის მონაწილეობით შემდეგი სამოყვარულო სპორტის სახეობებში: საბრძოლო
სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, პარაშუტით ან დელტაპლანით ხტომა, კლდეზე ცოცვა,
ალპინიზმი, სპელეოლოგია;
6.1.16. მოცდის პერიოდში კლიენტის მძიმე დაავადებ(ებ)ით გარდაცვალებით. ამასთან, თუ
კლიენტი ახალი კრედიტით გადაფარავს ძველი კრედიტ(ებ)იდან გამომდინარე დავალიანებას
ან გაზრდის მიმდინარე კრედიტ(ებ)ს, მაშინ განახლებული მოცდის პერიოდი აითვლება
კრედიტ(ებ)ის მხოლოდ გაზრდილ მოცულობაზე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ახალი

9
კრედიტ(ებ)ით გადაფარულ კრედიტ(ებ)ზე/მათ გაზრდამდე არსებულ მოცულობაზე კვლავ
იმოქმედებს აღნიშნული კრედიტ(ებ)ის გადაფარვამდე/მათ გაზრდამდე მათ მიმართ მოქმედი
მოცდის პერიოდი. მოცდის პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
კრედიტის მოცდის პერიოდი (დაზღვევის პირობების 2.1. პუნქტით და 2.2.1.
ტიპი/კატეგორია ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომენტიდან)

უზრუნველყოფილი თუ კონკრეტული კრედიტის გაცემისას 12 (თორმეტი) თვე


კრედიტი ადგილი არ აქვს უზრუნველყოფილი
კრედიტის მოცულობის გაზრდას ან არ
ხდება უზრუნველყოფილი კრედიტით
სხვა კრედიტ(ებ)იდან გამომდინარე
დავალიანებების დაფარვა

თუ კონკრეტული კრედიტის გაცემისას კრედიტის მხოლოდ


ადგილი აქვს უზრუნველყოფილი გაზრდილი
კრედიტის მოცულობის გაზრდას ან მოცულობისთვის - 6
ხდება უზრუნველყოფილი კრედიტით (ექვსი) თვე
სხვა კრედიტ(ებ)იდან გამომდინარე
დავალიანებების დაფარვა

არაუზრუნველყოფილი კრედიტის საწყისი ოდენობა ტოლია 2 (ორი) თვე


კრედიტი ან ნაკლებია 5000-ზე (ხუთი ათასზე)
ლარზე ან მის ექვივალენტზე სხვა
ვალუტაში

კრედიტის საწყისი ოდენობა მეტია 6 (ექვსი) თვე


5000-ზე (ხუთი ათასზე) ლარზე ან მის
ექვივალენტზე სხვა ვალუტაში

7. სხვა პირობები

7.1. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კლიენტის მემკვიდრის გარდაცვალება არ


ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
7.2. წინამდებარე დაზღვევის პირობებით მსესხებლის გარდაცვალების რისკზე მხოლოდ იმ
სესხ(ებ)ის დაუფარავი ძირითადი თანხის დავალიანების დაზღვევა მოხდება, რომელთა
მსესხებელმაც/მსესხებლებმა 2021 წლის 01 აპრილის შემდგომ გადაწყვიტეს (აირჩიეს)
დაზღვევა მზღვეველთან. დაზუსტების მიზნით მხარეები თანხმდებიან და განმარტავენ, რომ
ძველი პირობებით და წინამდებარე დაზღვევის პირობებით
დადგენილი/გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა
10
წარმოადგენს საერთო სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალურ ოდენობას, არის ერთჯერადი
სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა წინამდებარე დაზღვევის პირობებისა და
ძველი პირობების ფარგლებში და არ აითვლება ცალ-ცალკე წინამდებარე დაზღვევის
პირობებისა და ძველი პირობების ფარგლებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
7.3. იმ სესხების დაუფარავი ძირითადი თანხის დავალიანების დაზღვევა კონკრეტული
მსესხებლის/მსესხებლების გარდაცვალების რისკზე, რომელიც 2021 წლის 01 აპრილამდე
უკვე განხორციელდა ძველი პირობების საფუძველზე, გაგრძელდება ამავე ძველი პირობებით
დადგენილი წესითა და პირობებით. თუმცა მხარეები თანხმდებიან რომ ძველი პირობებით
და წინამდებარე დაზღვევის პირობებით დადგენილი/გათვალისწინებული სადაზღვევო
ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა წამოადგენს საერთო სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალურ ოდენობას, არის ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური
ოდენობა წინამდებარე დაზღვევის პირობებისა და ძველი პირობების ფარგლებში და არ
აითვლება ცალ-ცალკე წინამდებარე დაზღვევის პირობებისა და ძველი პირობების
ფარგლებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

შენიშვნა: წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოადგენს


დაზღვევის პირობების შესახებ არასრულ ინფორმაციას. წინამდებარე საინფორმაციო ფურცლის
გაცნობა და ბანკის მიერ მასთან დაკავშირებული განმარტებების გაკეთება არ წარმოშობს
სამართლებრივ შედეგებს და, შესაბამისად, მოთხოვნებს ბანკს, მზღვევლსა და კლიენტს შორის.

თქვენ უფლებამოსილი ხართ წარმოადგინოთ ნებისმიერი სხვა სადაზღვევო კომპანიის დაზღვევა,


რომლითაც: ა) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ გასაცემი კრედიტიდან გამომდინარე
დავალიანება გასაცემი კრედიტის ყველა კლიენტის გარდაცვალების რისკზე; და ბ) განსაზღვრული
ერთადერთი მოსარგებლე უნდა იყოს ბანკი; გ) ბანკი, როგორც მოსარგებლე სადაზღვევო
ანაზღაურებას უნდა იღებდეს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან - მსესხებლის
გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში; დ) შესაბამის სადაზღვევო კომპანიას
სადაზღვევო პოლისის შეცვლა/გაუქმება არ უნდა შეეძლოს ბანკთან შეთანხმების გარეშე; ე)
კრედიტიდან გამომდინარე დავალიანება დაზღვეული უნდა იყოს მისი მოქმედების სრული ვადით
და კლიენტს ამავე ვადაზე სრულად უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი სადაზღვევო პრემია;
და ვ) განსაზღვრული დაზღვევის პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე დაზღვევის
პირობებისგან მხოლოდ იმგვარად, რომ აღნიშნული განსხვავება არ აუარესებდეს, ბანკის, როგორც
მოსარგებლის მდგომარეობას.

გადაწყვეტილებას, აკმაყოფილებს თუ არა თქვენ მიერ წარმოდგენილი სხვა სადაზღვევო კომპანიის


დაზღვევა ბანკის მიერ განსაზღვრულ პირობებს იღებს ბანკი.

11
საინფორმაციო ფურცელი
საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკზე ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის
პირობების შესახებ
მზღვეველი: სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (ს/ნ 204426674);

დაზღვევის ხელშეკრულების სახე (სახელწოდება): ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევა


საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკზე.

ბანკი წარმოადგენს საკრედიტო პორტფელის დამზღვევს.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული დაზღვევა აუცილებელი არ არის


კრედიტის მისაღებად.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული დაზღვევის პირობები (შემდგომში -


დაზღვევის პირობები) ვრცელდება იმ კლიენტებზე, რომლებმაც საკრედიტო ხელშეკრულების
დადების დროს აირჩიეს, რომ მათი კრედიტი შესულიყო ბანკის საკრედიტო პორტფელის იმ
ნაწილში, რომელიც ბანკს დაზღვეული აქვს სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ
204426674).

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ 204426674)


დაზღვევის ობიექტს, დაზღვევის ობიექტის დაზღვევისა და სადაზღვევო შემთხვევის
ანაზღაურების პირობებს, რომელიც მოქმედებს 2021 წლის 01 აპრილის შემდგომ დაწყებულ
დაზღვევაზე.

დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ბანკის საკრედიტო პორტფელი, რომელიც მოიცავს იმ


კრედიტების დავალიანებებს, რომლის თაობაზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების
საფუძველზე კლიენტი იხდის საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს.

კლიენტის მიერ საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო გადაიხდება, საკრედიტო შენატანის


გადაუხდელობის რისკზე ბანკის მიერ კლიენტის დავალიანების დაზღვევის უზრუნველსაყოფად
(შემდგომში - დაზღვევა).

1. ტერმინთა განმარტება

1.1. ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 204378869);

12
1.2. დავალიანება - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდან არაუმეტეს მომდევნო 6
(ექვი) თვის მანძილზე კონკრეტული კრედიტის კლიენტის (რომლის მიერ აღებული
კრედიტის მიმართაც დადგა სადაზღვევო შემთხვევა) მიერ გადასახდელი საკრედიტო
შენატანები/საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილი (საკრედიტო შენატანის დაზღვევის
საკომისიოს გარდა), მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კლიენტის მიერ
დაკარგული მედიანური თვიური შემოსავლისა;
1.3. დამსაქმებელი - პირი, რომელთანაც საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის
შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე
იმყოფება ურთიერთობაში კლიენტი;
1.4. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული
საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
1.5. კლიენტი - მოვალე ფიზიკური პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც
წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც საკრედიტო შენატანის
დაზღვევა აირჩია/გადაწყვიტა მზღვეველთან და იხდის საკრედიტო შენატანის დაზღვევის
საკომისიოს;
1.6. კონტრაქტორი – წინასწარ განსაზღვრული ვადით (კონკრეტული მოცულობის სამუშაოს
შესასრულებლად, სეზონური სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ურთიერთობის
შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლების
მიზნებისათვის, სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდის გამო) ან/და კონკერტული
დავალების/სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული ფიზიკური პირი;
1.7. კრედიტი - ნებისმიერი ტიპის კრედიტი, რომელსაც ბანკი გასცემს კლიენტზე და რომელთა
კლიენტებმაც თანხმობა განაცხადეს დაზღვევაზე;
1.8. მედიანური თვიური შემოსავალი – ა) ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების
შემთხვევაში მედიანური თვიური შემოსავალია დამსაქმებლისაგან ბოლო სამი თვის
განმავლობაში კლიენტის მიერ მიღებული თვიური შრომის ანაზღაურებებიდან სიდიდით
მეორე. ბ) არაყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების შემთხვევაში (მაგ:
ყოველკვატლურად, ორ თვეში ერთხელ და სხვა) მედიანური თვიური შემოსავალია
დამსაქმებლისგან კლიენტის მიერ მიღებული ბოლო სამი შრომის ანაზღაურებიდან
სიდიდით მეორის განაყოფი შრომის ანაზღაურების გაცემის პერიოდულობაზე. წინამდებარე
ტერმინის განმარტების მიზნებისთვის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, საკომისიოს,
ბონუსს და სხვა ფულადი სახის ანაზღაურებას კანონმდებლობით გათვალისწინებული
გადასახადების და გადასახდელების გარეშე;
1.9. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა ან/და კლიენტისა;
1.10. მოცდის პერიოდი - კონკრეტული კრედიტის მიმართ დაზღვევის ძალაში შესვლიდან 60
(სამოცი) კალენდარული დღე, ასევე კლიენტის უმუშევრობის ფაქტის პირველად დადგომის
და შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდგომ ამავე კლიენტის პირველივე
დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების გარეშე) 60 (სამოცი) კალენდარული

13
დღე, ასევე ყოველი შემდგომი უმუშევრობის ფაქტის დადგომიდან პირველივე დასაქმებიდან
(გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების გარეშე) 60 (სამოცი) კალენდარული დღე, რომლის
განმავლობაში დამდგარი კლიენტის უმუშევრობა არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ
ანაზღაურებას;
1.11. პირი - ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი,
რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
1.12. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის და/ან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის
განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში
კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას;
1.13. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად მზღვეველის მიერ
ბანკისათვის ჩარიცხული/ჩასარიცხი თანხა;
1.14. საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო - საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე
კლიენტ(ებ)ის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის
საკომისიო;
1.15. სადაზღვევო რისკი - საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო შენატანის
გადაუხდელობის რისკი;
1.16. სადაზღვევო შემთხვევა –დაზღვევის პირობების მე-4 მუხლის შესაბამისად კლიენტის
უმუშევრობა, რომელიც გრძელდება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით ან
უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული კლიენტის მუდმივი სრული შრომისუუნარობა;
1.17. საკრედიტო პორტფელი - ბანკის მიერ გაცემული კრედიტები, რომელთა კლიენტებმაც
აირჩიეს/გადაწყვიტეს საკრედიტო შენატანის დაზღვევა მზღვეველთან;
1.18. საკრედიტო შენატანი – საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის მიერ ბანკის
სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ფიქსირებული თანხის ოდენობა;
1.19. საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი - რამდენიმე კლიენტის მიერ კრედიტის
ერთობლივად აღების შემთხვევაში (როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ
კლიენტს წარმოადგენს ერთდროულად რამდენიმე პირი), თითოეული კლიენტის მიერ
გადასახდელი საკრედიტო შენატანის თანხობრივად გამოანგარიშებული წილი, რომელიც: ა)
თუ საკრედიტო ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესაბამისი კლიენტის
თანამონაწილეობის წილი - წარმოადგენს საკრედიტო შენატანის შეფარდებას შესაბამის
კრედიტთან მიმართებაში არსებული კლიენტების რაოდენობასთან; ბ) თუ საკრედიტო
ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესაბამისი კლიენტის თანამონაწილეობის წილი
საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი კლიენტის თანამონაწილეობის წილის ტოლია.
ამასთან, კონკრეტულ კრედიტთან მიმართებაში, კლიენტების რაოდენობის შემცირებისას,
თუ დარჩენილ კლიენტს/კლიენტებს დაუდგებათ სადაზღვევო შემთხვევა, ასეთი
შემცირებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, დარჩენილი
კლიენტისთვის/კლიენტებისთვის საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი უცვლელი რჩება
და გამოანგარიშდება კლიენტთა რაოდენობის შემცირებამდე არსებული პროპორციით;

14
1.20. საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო - საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე
კლიენტის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის
საკომისიო;
1.21. საკრედიტო ხელშეკრულება – ბანკსა და კლიენტს/კლიენტებს შორის კრედიტის თაობაზე
გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება;
1.22. უბედური შემთხვევა – შემთხვევითი, უეცარი და მოულოდნელი გარეგანი ძალის
ზემოქმედება (ნებისმიერი გარეგანი ფიზიკური (მექანიკური) ძალის ზემოქმედება, რომლის
რეალიზების კონტროლი არ არის დამოკიდებული კლიენტზე), რომელიც კლიენტს აყენებს
ფიზიკურ ზიანს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
1.23. შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა – უბედური შემთხვევის შედეგად
პირისათვის შესაძლებლობის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის
სტატუსის დადგენა კომპეტენტური ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო

2.1. საკრედიტო პორტფელში შემავალი კონკრეტული კრედიტისთვის დაზღვევა იწყება


კონკრეტული კლიენტის ჭრილში ბანკსა და მზღვეველს შორის შესაბამისი ურთიერთობის
წარმოშობიდან და წყდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომით (რომელიც უფრო
ადრე დადგება):
2.1.1. კრედიტის დავალიანების დაფარვით;
2.1.2. შესაბამისი კლიენტის ნაწილში ბანკსა და მზღვეველს შორის შესაბამისი ურთიერთობის
შეწყვეტით (მიუხედავად შეწყვეტის მიზეზისა);
2.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტით (მიუხედავად შეწყვეტის მიზეზისა);
2.1.4. შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვის შემთხვევის დადგომისას მზღვეველის
მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში;
2.1.5. მზღვეველის მიერ ბანკის მიმართ კონკრეტული კლიენტის ნაწილში შესაბამისი
ვალდებულების შესრულებით;
2.1.6. კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში;
2.1.7. ბანკსა და მზღვეველს შორის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ურთიერთობის სრულად
ან ნაწილობრივ შეწყვეტით.
2.1.8. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

3. სადაზღვევო რისკი
3.1. სადაზღვევო რისკს წარმოადგენს საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო
შენატანის გადაუხდელობის რისკი, რომელიც გამოწვეულია:
3.1.1. კლიენტის სამუშაოს იძულებითი (არა კლიენტის სურვილით/ნებით განპირობებული)
დაკარგვის (საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს
კანონის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა) შედეგად გამოწვეული

15
კლიენტის უმუშევრობით, რომელიც 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით
გრძელდება და რომლის საფუძველია:
3.1.1.1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები,
რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
3.1.1.2. კლიენტის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ
დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
3.1.1.3. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც
სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
3.1.1.4. დამსაქმებელი ფიზიკური პირის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის)
გარდაცვალება;
3.1.1.5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება.
3.1.2. უბედური შემთხვევის შედეგად კლიენტის შრომისუნარიანობის მუდმივი სრული
დაკარგვით.

4. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა/სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა

4.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის


მომენტიდან არაუმეტეს მომდევნო 6 (ექვსი) თვის მანძილზე კონკრეტული კრედიტის
კლიენტის (რომლის მიერ აღებული კრედიტის მიმართაც დადგა სადაზღვევო შემთხვევა)
მიერ გადასახდელი საკრედიტო შენატანები/საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილი
(საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს გარდა), მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო
შემთხვევის შედეგად კლიენტის მიერ დაკარგული მედიანური თვიური შემოსავლისა.
4.2. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად, სადაზღვევო შემთხვევის რეალიზების
დღიდან (იგულისხმება დაზღვევის პირობების 3.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული 30-ე
დღის მომდევნო კალენდარული დღე) კონკრეტული კრედიტისთვის საკრედიტო
ხელშეკრულების შესაბამისად, საკრედიტო შენატანის გადახდისათვის დადგენილი
გრაფიკის შესაბამისად.
4.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დასაქმებულია ერთზე მეტ დამსაქმებელთან და სადაზღვევო
შემთხვევა დგება ერთ–ერთ დამსაქმებლთან მიმართებაში, საკრედიტო შენატანების
/საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილის დასაფარად სადაზღვევო ანაზღაურება
დაზღვევის პირობებით დადგენილი წესით გაიცემა იმ პროპორციით, რა პროპორციითაც
სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კლიენტის მიერ დაკარგული შრომის ანაზღაურება
შეესაბამება კლიენტის ჯამურ შრომის ანაზღაურებას ყველა დამსაქმებლისაგან (დაკარგულის
ჩათვლით).
4.4. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კლიენტის კრედიტი საკრედიტო შენატანის
გადაუხდელობის რისკისგან მზღვეველთან დაზღვეულია სხვა ურთიერთობის ფარგლებშიც,
სადაზღვევო ანაზღაურება შესაბამის კლიენტთან მიმართებაში არ გადააჭარბებს მედიანური
თვიური შემოსავლის ოდენობას, ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისას პირველ

16
რიგში გადახდილი იქნება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო
ანაზღაურება.
4.5. იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო პორტფელი/საკრედიტო პორტფელის ნაწილი საკრედიტო
შენატანის გადაუხდელობის რისკზე ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან არის
დაზღვეული (შემდგომში - ორმაგი დაზღვევა), სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
კლიენტი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მოახდინოს ბანკის ინფორმირება და
შესაბამის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნოს სხვა მზღვეველების ვინაობა და
სადაზღვევო ანაზღაურებების მაქსიმალური ოდენობები. ორმაგი დაზღვევის დროს
სადაზღვევო შემთხვევისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხი რეგულირდება
შემდეგნაირად:
4.5.1. თუ ყველა მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობების
(ყოველთვიური ლიმიტების) ჯამი ნაკლებია ან ტოლია კლიენტის მიერ დაკარგული
მედიანური თვიური შემოსავლისა, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა დაზღვევის პირობების
4.1. პუნქტით დადგენილი წესით;
4.5.2. თუ ყველა მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობების
(ყოველთვიური ლიმიტების) ჯამი მეტია კლიენტის მიერ დაკარგული მედიანური თვიური
შემოსავლისა, ყოველთვიურად დადგენილი სადაზღვევო ანაზღაურების 4.1. პუნქტით
განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება ან თუ სხვა
მზღვეველ(ებ)ის მიერ უკვე გაცემულია სადაზღვევო ანაზღაურება - დაკარგული მედიანური
თვიური შემოსავლისა და სხვა მზღვეველ(ებ)ის მიერ გასაცემი (გაცემული) სადაზღვევო
ანაზღაურების სხვაობა.

5. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

5.1. კლიენტის უმუშევრობა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუ:


5.1.1. ადგილი აქვს საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს
კანონის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების (მათ შორის ბრძანების) ვადის
ამოწურვას;
5.1.2. კლიენტის უმუშევრობა გამოწვეულია კლიენტის მიზეზით ან ინიციატივით ან კლიენტის
მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით გათვალისწინებული
ვალდებულებების დარღვევის ან სამართალდარღვევის ჩადენის გამო შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტით;
5.1.3. თუ კლიენტი მუშაობდა არასრული სამუშაო დღის განაკვეთით ან/და დასაქმებული იყო,
როგორც კონტრაქტორი;
5.1.4. თუ დაზღვევის დაწყების მომენტში კლიენტი ფლობდა ინფორმაციას მოსალოდნელი
უმუშევრობის შესახებ;
5.1.5. თუ კლიენტი დასაქმებული იყო გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ძირითადი შრომითი
ხელშეკრულება აღარ გაუფორმდა;

17
5.1.6. თუ კლიენტის შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროლონგაციის შესაძლებლობას,
მაგრამ იგი არ იქნა პროლონგირებული;
5.1.7. თუ კლიენტის უმუშევრობის ფაქტი დადგა მოცდის პერიოდის განმავლობაში;
5.1.8. თუ უმუშევრობის ფაქტის დადგომის მომენტში:
5.1.8.1. კლიენტი არ არის საქართველოს რეზიდენტი;
5.1.8.2. კლიენტი არის 20 (ოცი) წლამდე ასაკის ან 60 (სამოცი) წელს გადაცილებული
ქალბატონი ან 65 (სამოცდახუთი) წელს გადაცილებული მამაკაცი;
5.1.8.3. კლიენტს არ გააჩნია სამთვიანი უწყვეტი სამუშაო სტაჟი (გამოსაცდელი ვადის
გამოკლებით);
5.1.8.4. კლიენტის შრომითი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით იყო გაფორმებული;
5.1.8.5. კლიენტის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო იურდიულ პირთან
(გარდა დაზღვევის პირობების 3.1.1.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან
კლიენტის დამსაქმებელს გააჩნდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით სამეწარმეო ან
არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის გამოცდილება. ამასთან, თუ კლიენტის
დამსაქმებელი იურდიული პირი წარმოშობილია რეორგანიზაციის შედეგად,
სამეწარმეო/არასამეწარმეო გამოცდილების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება
რეორგანიზაციამდე არსებული გამოცდილებაც;
5.1.8.6. კლიენტის უმუშევრობა შედეგია/უკავშირდება კლიენტის ნებისმიერი სახის
შვებულებას (დროებითი შრომისუუნარობის, შვებულება ორსულობის, მშობიარობის და
ბავშვის მოვლის გამო და ა.შ.);
5.1.8.7. დამსაქმებლის მიერ კლიენტთან შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შემდეგ
გამოყენებულია უფლება კლიენტს აუკრძალოს კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ
გამოიყენოს მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია და კლიენტი იღებს კომპენსაციას;
5.1.8.8. თუ კლიენტი დასაქმებულია იურიდიული პირის ხელმძღვანელ/წარმომადგენლობით
პოზიციაზე ან სხვა მმართველობითი ორგანოს წევრად (დირექტორი ან/და სხვა პირი
რეგისტრირებული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის ამონაწერში) და იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციულ ცვლილებებთან
დაკავშირებით ან/და დამსაქმებელი იურიდიული პირის დამფუძნებელს ან
თანადამფუძნებელს წარმოადგენს კლიენტი ან კლიენტის ოჯახის წევრი (წინადებარე
დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული დაზღვევის მიზნებისთვის ოჯახის წევრი,
მიუხედავად კლიენტთან მუდმივი ცხოვრებისა წარმოადგენს: მეუღლე, შვილი, და, ძმა,
მშობელი, მშობლის მეუღლე, ბებია ან ბაბუა).
5.1.9. კლიენტის შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა არ ჩაითვლება სადაზღვევო
შემთხვევად თუ იგი პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოჰყვა ქვემოთ
მოცემულ მოვლენებს:
5.1.9.1. ომი, დაპყრობა, საომარი მოქმედებები (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ
გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო ომი, რევოლუცია, აჯანყება, გაფიცვა, ნებისმიერი პირის
ქმედება, რომელიც მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის დავალებით ან დამოუკიდებლად და

18
მიზნად ისახავს De Jure ან De Facto ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით
დამხობას ან მასზე ზეგავლენას ტერორისტული ან ძალისმიერი მეთოდებით;
5.1.9.2. ბირთვული ენერგიით გამოწვეული მოვლენები (ბირთვული რეაქციები, დასხივება,
დაბინძურება);
5.1.9.3. მაიონიზირებული დასხივება ან ნებისმიერი ბირთვული საწვავის ან მისი აალების
შედეგად რადიოაქტივობით გამოწვეული დაბინძურება;
5.1.9.4. კლიენტის მონაწილეობა სამხედრო (საზღვაო, საჰაერო), თავდაცვის ან შინაგან საქმეთა
სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ძალების სამსახურში ან ასეთის მოქმედებებში;
5.1.9.5. კლიენტის მონაწილეობა ნებისმიერი სახის სიჩქარეზე შეჯიბრში;
5.1.9.6. კლიენტის ყოფნა ნებისმიერ საფრენ საშუალებაში/ხომალდში, მასში შესვლა ან
გამოსვლა, გარდა ლიცენზირებული მრავალძრავიანი საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისა,
რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ლიცენზირებული საჰაერო გადამზიდავი;
5.1.9.7. კლიენტიის ფსიქიკური ავადმყოფობა ან გონების დაბინდვა;
5.1.9.8. კლიენტის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ინტოქსიკაცია ან თუ
კლიენტის შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვის ფაქტი დადგა კლიენტის
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის
დროს;
5.1.9.9. კლიენტის ინფექციური დაავადება;
5.1.9.10. კლიენტის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია;
5.1.9.11. კლიენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ან მისი ჩადენის მცდელობა.

6. სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ბანკისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია

6.1. კლიენტი ვალდებულია ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო სადაზღვევო შემთხვევის


დადგომის შესახებ:
6.1.1. კლიენტის უმუშევრობის ფაქტის დადგომიდან არაუგვინეს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში;
6.1.2. უბედური შემთხვევის ფაქტის დადგომიდან 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში.
6.2. კლიენტი ვალდებულია დაზღვევის პირობების 6.1. პუნქტში მითითებული ფაქტის
ბანკისათვის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში
წარუდგინოს ბანკს შემდეგი დოკუმენტები:
6.2.1. კლიენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
6.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების ასლი;
6.2.3. უმუშევრობის რისკის ხდომილების შემთხვევაში:
6.2.3.1. შრომითი ხელშეკრულების ასლი;
6.2.3.2. დოკუმენტი ყოფილი დამსაქმებლისგან, რომელშიც მითითებული იქნება შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი/საფუძველი და შესაბამისი დოკუმენტაცია;

19
6.2.3.3. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან გადაწყვეტილების ასლი,
რომელიც წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს (ასეთი არსებობის
შემთხვევაში);
6.2.3.4. ამონაწერი კლიენტის საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება კლიენტისათვის
უმუშევრობის ფაქტის დადგომამდე უკანასკნელი 3 (სამი) თვის განმავლობაში შრომის
ანაზღაურების ჩარიცხვის შესახებ;
6.2.3.5. ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებელი არ იყენებს უფლებას კლიენტს
აუკრძალოს კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოიყენოს მიღებული ცოდნა და
კვალიფიკაცია;
6.2.3.6. ცნობა საგადასახადო ორგანოდან კლიენტის სახელზე დამსაქმებლის მიერ გადახდილი
საშემოსავლო გადასახადის შესახებ;
6.2.3.7. კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ბანკის მიერ
მოთხოვნილი, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია.
6.3. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის აუცილებელი პირობაა სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემის თაობაზე ბანკსა და მზღვეველს შორის შესაბამისი შეთანხმების მიღწევის
თარიღისათვის საკრედიტო ხელშეკრულების ძალაში ყოფნა და ბანკის წინაშე კლიენტის
მიმდინარე სასესხო ვალდებულების არსებობა.
6.4. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე ბანკსა და
მზღვეველს შორის შესაბამისი შეთანხმების მიღწევის თარიღის შემდგომ შესაბამისი
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველივე გადასახდელი საკრედიტო
შენატანისათვის.
6.5. თუ კლიენტი, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის პერიოდში დასაქმდა,
სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა ავტომატურად შეწყდება კლიენტის დასაქმების დღის
მომდევნო თვიდან, მიუხედავად დასაქმების ხელშეკრულების ტიპისა (დროებითი,
გამოსაცდელი ვადით, გარკვეული სამუშაოს შესრულების მიზნით, ვადიანი, უვადო თუ სხვა)
თუ ფორმისა (ზეპირი, წერილობითი).
6.6. სადაზღვევო ანაზღაურება კონკრეტული კრედიტისთვის საკრედიტო ხელშეკრულების
შესაბამისად, საკრედიტო შენატანის გადახდისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად
გაიცემა ბანკის სასარგებლოდ და აღნიშნული სადაზღვევო ანაზღაურება მიემართება
კონკრეტულ კრედიტზე კლიენტის საკრედიტო შენატანის/საკრედიტო შენატანის შესაბამისი
წილის დასაფარად.
6.7. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება ეროვნულ ვალუტაში. თუ გადასახდელი თანხა
(საკრედიტო შენატანის/საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი) დადგენილია ეროვნული
ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება
გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური
გაცვლითი კურსის შესაბამისად.

7. უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე

20
7.1. სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ:
7.1.1. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მომენტისათვის შეწყვეტილია ბანკსა და კლიენტს
შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება, მიუხედავად შეწყვეტის მიზეზისა;
7.1.2. კლიენტი არ წარმოადგენს დაზღვევის პირობების მე-6 პუნქტში მითითებულ ყველა
აუცილებელ ინფორმაციას/დოკუმენტაციას;
7.1.3. ადგილი აქვს დაზღვევის პირობების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს;
7.1.4. დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7.2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან და აღნიშნულის თაობაზე კლიენტის მიერ ბანკის
ინფორმირებამდე გასულია 2 (ორი) წელზე მეტი ვადა.
7.3. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ბანკის წინაშე
ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებების შესრულება კლიენტის ვალდებულებად რჩება.

8. რეგრესის წესი

8.1. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება და ამ დროისათვის


კლიენტი დასაქმებულია, კლიენტი ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს ბანკს იმ
პერიოდისთვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება, რომელ პერიოდშიც კლიენტი
დასაქმებული იყო, გარდა დაზღვევის პირობების 6.5. პუნქტით გათვალისწინებული
დასაქმების თვისა.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტას, მოითხოვს განაცდურის ანაზღაურებას და შესაბამისი კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილებით კლიენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კლიენტი
ვალდებულია სრულად დაუბრუნოს ბანკს მისთვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება.
8.3. იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ადგილი ჰქონდა ისეთი გარემოების
გამო, რაც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია და კლიენტი
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას,
ხოლო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ადგილი ჰქონდა ისეთი საფუძვლით, რომელიც არ
წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, სადაზღვევო
ანაზღაურება სრულად გაიცემა დაზღვევის პირობებით დადგენილი სადაზღვევო
ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობისა და პერიოდის ფარგლებში.

9. სხვა პირობები

9.1. ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება,


შემდგომში მზღვეველისათვის გადაცემის მიზნით, ამგვარის საჭიროების შემთხვევაში, რაც
გულისხმობს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მზღვეველის (ან მზღვეველის მიერ განსაზღვრული
პირისათვის) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილების მინიჭებას
გამოითხოვოს ადმინისტრაციული (მათ შორის საგადასახადო ორგანოებიდან) საბანკო და

21
სადაზღვევო დაწესებულებებიდან კლიენტის შემოსავლების ან/და გადახდილი
გადასახადების ან/და არსებული დაზღვევების შესახებ. ამასთან, კლიენტის მიერ ამ პუნქტში
მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში,
მაგრამ არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგენს სადაზღვევო
ანაზღაურების (სრულად ან კონკრეტული თვისთვის გათვალისწინებული სადაზღვევო
ანაზღაურების) გადახდაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

შენიშვნა: წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოადგენს


დაზღვევის პირობების შესახებ არასრულ ინფორმაციას. წინამდებარე საინფორმაციო ფურცლის
გაცნობა და ბანკის მიერ მასთან დაკავშირებული განმარტებების გაკეთება არ წარმოშობს
სამართლებრივ შედეგებს და, შესაბამისად, მოთხოვნებს ბანკს, მზღვევლსა და კლიენტს შორის.

თქვენ უფლებამოსილი ხართ წარმოადგინოთ ნებისმიერი სხვა სადაზღვევო კომპანიის დაზღვევა,


რომლითაც: ა) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ გასაცემი კრედიტიდან გამომდინარე
დავალიანება მინიმუმ წინამდებარე დაზღვევის პირობებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკებზე;
და ბ) განსაზღვრული ერთადერთ მოსარგებლე უნდა იყოს ბანკი; გ) შესაბამის სადაზღვევო
კომპანიას სადაზღვევო პოლისის შეცვლა/გაუქმება არ უნდა შეეძლოს ბანკთან შეთანხმების გარეშე;
დ) კრედიტიდან გამომდინარე დავალიანება დაზღვეული უნდა იყოს მისი მოქმედების სრული
ვადით და კლიენტს ამავე ვადაზე სრულად უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი სადაზღვევო
პრემია; და ე) განსაზღვრული დაზღვევის პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე
დაზღვევის პირობებისგან მხოლოდ იმგვარად, რომ აღნიშნული განსხვავება არ აუარესებდეს,
ბანკის, როგორც მოსარგებლის მდგომარეობას.

გადაწყვეტილებას, აკმაყოფილებს თუ არა თქვენ მიერ წარმოდგენილი სხვა სადაზღვევო კომპანიის


დაზღვევა ბანკის მიერ განსაზღვრულ პირობებს იღებს ბანკი.

22
საინფორმაციო ფურცელი
ქონების დაზიანების/განადგურების/დაკარგვის რისკზე ბანკის საკრედიტო პორტფელის
დაზღვევის პირობების შესახებ

მზღვეველი: სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (ს/ნ 204426674);

დაზღვევის ხელშეკრულების სახე (სახელწოდება): ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევა


ქონების დაზიანების/განადგურების/დაკარგვის რისკზე

ბანკი წარმოადგენს საკრედიტო პორტფელის დამზღვევს.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული დაზღვევა აუცილებელია კრედიტის


მისაღებად.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული დაზღვევის პირობები (შემდგომში -


დაზღვევის პირობები) ვრცელდება იმ კლიენტებზე, რომლებმაც საკრედიტო ხელშეკრულების
დადების დროს აირჩიეს, რომ მათი კრედიტი შესულიყო ბანკის საკრედიტო პორტფელის იმ
ნაწილში, რომელიც ბანკს დაზღვეული აქვს სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ
204426674).

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში (ს/ნ 204426674)


დაზღვევის ობიექტს, დაზღვევის ობიექტის დაზღვევისა და სადაზღვევო შემთხვევის
ანაზღაურების პირობებს, რომელიც მოქმედებს 2021 წლის 01 აპრილის შემდგომ დაწყებულ
დაზღვევაზე.

23
დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ბანკის საკრედიტო პორტფელი, რომელიც მოიცავს იმ
კრედიტების დავალიანებებს, რომლის თაობაზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების
საფუძველზე კლიენტი იხდის ქონების დაზღვევის საკომისიოს.

კლიენტის მიერ ქონების დაზღვევის საკომისიო გადაიხდება, ბანკის მიერ კლიენტზე გაცემული
კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების
დაზიანება/განადგურება/დაკარგვის რისკზე კლიენტის დავალიანების დაზღვევის
უზრუნველსაყოფად (შემდგომში - დაზღვევა).

1. ტერმინთა განმარტება

1.1. აფეთქება - საყოფაცხოვრებო საინჟინრო მოწყობილობების სისტემაში აირის წნევის


მოულოდნელი მატების ან/და ამავე სისტემიდან აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული
აფეთქება;
1.2. არსებითი შემადგენელი ნაწილი - უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მყარადაა
დაკავშირებული უძრავ ნივთთან, არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის და
რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია უძრავი ნივთის ან/და ამ ნაწილის განადგურების
ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. ასევე, უძრავი ნივთის გაერთიანების შედეგად
უძრავ ნივთზე არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებული ნაწილ(ებ)ი ან/და დაყოფის
შედეგად წარმოშობილი უძრავი ნივთის ნაწილ(ებ)ი, გარდა შიდა და გარე მოპირკეთებისა;
1.3. ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“ (ს/კ 204378869);
1.4. დავალიანება - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის კრედიტის გადაუხდელი
ვადამოსული/ვადამოუსვლელი ძირითადი თანხა. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად,
აღნიშნული არ მოიცავს დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, საკომისიოს,
ჯარიმას/პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელს;
1.5. დაზღვევის ტერიტორია - დაზღვეული უძრავი ნივთის ტერიტორია;
1.6. დატბორვა - დაზღვევის ტერიტორიაზე წყლის შესვლა ხელოვნური ავზების, მილების
(ქალაქის ან სხვა საზოგადოებრივი წყალსაკანალიზაციო მილების ჩათვლით) და სხვა
მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის, გასკდომის ან ასეთი ავზებიდან, მილებიდან, სხვა
მოწყობილობებიდან წყლის გაჟონვის შედეგად, რაც თავის მხრივ გამოწვეულია წყალ-
საკანალიზაციო სისტემის უეცრად და მოულოდნელად (ავარიულად) მწყობრიდან
გამოსვლით ან მესამე პირთა (გარდა მესაკუთრისა) ბრალით;
1.7. ექსპერტი – შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც
კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია საექსპერტო დასკვნის შედგენის უფლება;
1.8. ვანდალიზმი - ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება იმ პირის მიერ, რომელმაც
დაზღვევის ტერიტორიაზე შეაღწია მესაკუთრის ნებართვის/თანხმობის გარეშე.
1.9. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული
საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
24
1.10. კლიენტი - მოვალე ფიზიკური პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც
წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს;
1.11. კრედიტი - ფიზიკური პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ბანკში აღებული
კრედიტი, რომლის მოცულობაც მისი გაცემის მომენტში არ აღემატება 1 (ერთი) მილიონ აშშ
დოლარს ან მის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში მისი გაცემის დღისათვის საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად და რომლის
უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით არის დატვირთული ქონება ბანკის სასარგებლოდ;
1.12. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა ან/და კლიენტისა;
1.13. მესაკუთრე - პირი, რომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი დატვირთულია
იპოთეკით ბანკის მიერ კლიენტზე გაცემული კრედიტის უზრუნველსაყოფად;
1.14. მეწყერი - მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან
ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით;
1.15. მიწისძვრა - რეგისტრირებული (უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სათანადო წესით
დადგენილი/დადასტურებული) მიწისძვრის ბიძგები, რომლებიც უშუალოდ აყენებს ზიანს
დაზღვეულ ქონებას ან/და რომლებმაც პირდაპირ ან არაპირდარ გამოიწვია ხანძარი ან/და
აფეთქება;
1.16. ოჯახის წევრი - მესაკუთრის მეუღლე, შვილ(ებ)ი, ნათესავი ან სხვა რომელიმე პირი
(მდგმურის გარდა), რომელიც უძრავი ნივთის მუდმივი მაცხოვრებელია/მფლობელია.
ოჯახის წევრად არ მოიაზრება პირი, რომელიც ფინანსური ანაზღაურების ან სხვა ინტერესის
სანაცვლოდ ცხოვრობს/ფლობს უძრავ ნივთში;
1.17. პირი - ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი,
რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
1.18. რეგრესის უფლება - მესაკუთრის მიერ ბანკისთვის და ბანკის მიერ მზღვეველისათვის
გადაცემული უფლება მოსთხოვოს მესამე პირებს ქონების
დაზიანება/განადგურება/დაკარგვის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება;
1.19. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად მზღვეველის მიერ
ბანკისათვის ჩარიცხული/ჩასარიცხი თანხა;
1.20. სადაზღვევო რისკი - რისკი, რომლის რეალიზების შედეგად ქონების
დაზიანება/განადგურება/დაკარგვა წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას;
1.21. სადაზღვევო შემთხვევა - წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად, ბანკსა და
კლიენტს შორის კრედიტის თაობაზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების
მოქმედების პერიოდში დამდგარი სადაზღვევო რისკის შედეგად ქონების
დაზიანება/განადგურება/დაკარგვა, რომლის ხდომილების შედეგად წარმოიშობა
მზღვეველის ვალდებულება გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე დაზღვევის
პირობების შესაბამისად;
1.24. საკრედიტო პორტფელი - ბანკის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული იმ კრედიტების
დაუფარავი, ძირითადი თანხ(ებ)ის დავალიანებების ჯამი (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად

25
აღნიშნული არ მოიცავს დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას/პირგასამტეხლოს), რომელთა
უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრის უძრავი ნივთი და რომელთა
კლიენტმაც ქონების დაზღვევა არჩია/გადაწყვიტა მზღვეველთან;
1.22. საკრედიტო ხელშეკრულება - ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება,
რომლითაც განისაზღვრება კრედიტით სარგებლობის პირობები;
1.23. საყოფაცხოვრებო ნივთები - საოჯახო ნივთები, პირადი მოხმარების საგნები, რომლებიც
გამოიყენება საოჯახო მეურნეობაში (ჭურჭელი, ტანსაცმელი, ხალიჩები, ფარდები, ფარდა-
ჟალუზები და ა.შ.) ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა (იგულისხმება საყოფაცხოვრებო
მოხმარების ტექნიკა, როგორიცაა: მაცივარი, გაზქურა და ელექტროქურა, მტვერსასრუტი,
უთო, ტელევიზორი, რადიომიმღები, მაგნიტოფონი, მუსიკალური ცენტრი, ფენი,
მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კონდიციონერი,
სტაციონარული კომპიუტერი, ელექტროჩაიდანი, გამწოვი, ტოსტერი, სამზარეულოს
კომბაინი, ელექტროხორცსაკეპი, გრილი, წვენსაწური, ყავის ელექტროსაფქვავი და
ელექტროსახარში, ბლენდერი, მიქსერი, იატაკის გასაპრიალებელი და საშინაო პირობებში
სტაციონარულად გამოსაყენებელი სხვა საყოფაცხოვრებო აპარატურა);
1.24. უძრავი ნივთი - შენობა-ნაგებობა ან/და შენობა–ნაგებობის ერთეული (კონტექსტის
შესაბამისად), რომელიც დატვირთულია იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ კლიენტზე
გაცემული კრედიტის უზრუნველსაყოფად;
1.25. ფრანშიზა - (არაანაზღაურებადი მინიმუმი) – თანხა, რომელიც არ ექვემდებარება
მზღვეველის მიერ ანაზღაურებას და რომელიც აკლდება სადაზღვევო ანაზღაურების
ოდენობას. ფრანშიზა დაზღვევის პირობების 4.4. და 4.5. პუნქტებით გათვალისწინებული „ა“
და „ბ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკების შემთხვევაში შეადგენს - სადაზღვევო ანაზღაურების
10%-ს, მაგრამ არანაკლებ 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით),
დაზღვევის პირობების 4.6. პუნქტით გათვალისწინებული „გ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკების
შემთხვევაში - 0-ს და დაზღვევის პირობების 4.7. პუნქტით გათვალისწინებული „დ“ ჯგუფის
სადაზღვევო რისკის შემთხვევაში: სადაზღვევო ანაზღაურების 5%-ს;
1.26. ქონება - წინამდებარე დაზღვევის პირობების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქონება;
1.27. ქონების დაზღვევის საკომისიო - საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის მიერ
გადახდილი/გადასახდელი უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო;
1.28. ქონების რეალური ღირებულება - ღირებულება, რომელიც სადაზღვევო ანაზღაურების
ტოლია და რომელიც ქონების განადგურების/დაკარგვის შემთხვევაში: ა) შენობა-ნაგებობის
და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილისთვის წარმოადგენს მათი შენაცვლების/აღდგენის
ღირებულებას შესაბამისი ცვეთის ოდენობის გამოკლებით; ბ) შენობა-ნაგებობის
ერთეულისთვის წარმოადგენს ანალოგიური შენობა-ნაგებობის ერთეულის კარკასის საბაზრო
ღირებულებას; გ) საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის წარმოადგენს მათ
შენაცვლებით/აღდგენით ღირებულებას ცვეთის შესაბამისი ოდენობის გამოკლებით; დ) შიდა

26
და გარე მოპირკეთებისათვის წარმოადგენს მისი შენაცვლების/აღდგენის ღირებულებას
ცვეთის შესაბამისი ოდენობის გამოკლებით.
1.29. ქურდობა შეღწევით – ქონების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით, ჩადენილი უძრავ ნივთში მართლსაწინააღმდეგო შეღწევის გზით, როდესაც
დასტურდება შეღწევა გამოღწევის კვალი, გარდა იმ პირის მიერ ჩადენილი ქურდობისა,
რომელიც დაზღვეულ ტერიტორიაზე მესაკუთრის ან მესაკუთრის ოჯახის წევრის
ნებართვით/ხელშეწყობით იმყოფებოდა ან დროებით ფლობდა მის ქონებას;
1.30. შენობა-ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული
სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს,
შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით
(მშენებარე, აშენებული,), ასევე მშენებარე შენობა-ნაგებობა (თუ მას გააჩნია ფუნდამენტი,
კედლები, სახურავი და კარ-ფანჯრები). ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით,
აღნიშნული განმარტება ასევე მოიცავს ე.წ. კერძო სახლს ან/და მის ნაწილს;
1.31. შენობა-ნაგებობის ერთეული - ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული)
მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების
ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად (მაგ: ბინა,
არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი და სხვა) (მშენებარე, აშენებული).
ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, აღნიშნულ განმარტებაში არ იგულისხმება ე.წ.
კერძო სახლი ან/და მისი ნაწილი;
1.32. შიდა და გარე მოპირკეთება - უძრავ ნივთში შესრულებული ყველა სახის სალესი და
სამღებრო, ასევე ძერწვითი სამუშაოები, ასევე უძრავი ნივთის კედლების მოპირკეთება
ნებისმიერი სახის ხის მასალით, პლასტიკატით ან მსგავსი მასალით, შპალერი, იატაკისა და
ჭერის საფარი, ფანჯრები და კარები, შიდა ტიხრები, შიდა დეკორატიული ელემენტები, შიდა
კიბეები და ვიტრაჟები;
1.33. ცვეთა - დროთა განმავლობაში ქონების ბუნებრივი გაუფასურება;
1.34. ცვეთის კოეფიციენტი - კოეფიციენტი, რომლის შესაბამისად დაანგარიშდება ცვეთის
ოდენობა, რომლითაც შემცირდა ქონების რეალური ღირებულება. ცვეთის კოეფიციენტი: ა)
შენობა-ნაგებობის ან/და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილისთვის შეადგენს შესაბამისი
შენობა-ნაგებობის ან/და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის ხელახლა აშენების/აღდგენის
ღირებულების - 2%-ს წლიურად; ბ) შიდა და გარე მოპირკეთებისთვის - მისი ხელახლა
აშენების/აღდგენის ღირებულების - 10%-ს წლიურად; გ) საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის -
7%-ს წლიურად. ამასთან, ყოველთვიური ცვეთის ოდენობა დაანგარიშდება წლიური ცვეთის
ოდენობის პროპორციულად, არასრული თვის შემთხვევაში კი, ცვეთის ოდენობა
დაანგარიშდება სრული თვისთვის განსაზღვრული ცვეთის კოეფიციენტის შესაბამისად;
1.35. ძარცვა, ყაჩაღობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული
დანაშაულები, გარდა იმ პირის მიერ ჩადენილი ძარცვის ან ყაჩაღობისა, რომელიც
დაზღვეულ ტერიტორიაზე მესაკუთრის ან მესაკუთრის ოჯახის წევრის
ნებართვით/ხელშეწყობით იმყოფებოდა;

27
1.36. წყალდიდობა - უჩვეულოდ დიდი მოქცევის, ტაიფუნის, ციკლონის, შტორმის, ქარიშხალის,
კოკისპირული წვიმის, თოვლის დნობის ან ქარბუქის გამო მდინარის, ტბის, ზღვის,
წყალსაცავის ნაპირებიდან გადმოსვლა და ამის შედეგად მიწის იმ ნაწილის დატბორვა,
რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ არის დაფარული;
1.37. ხანძარი - ქონების დაზიანება ან განადგურება დამოუკიდებლად გავრცელების უნარის მქონე
ცეცხლით, რომელიც თავისით ვრცელდება დაზღვევის ტერიტორიაზე ცეცხლის
დანთებისთვის განკუთვნილი ადგილის ფარგლებს გარეთ.

2. დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო


2.1. საკრედიტო პორტფელში შემავალი კონკრეტული კრედიტის დაუფარავი ძირითადი თანხის
დავალიანების დაზღვევა იწყება კრედიტის გაცემის მომენტიდან და წყდება:
2.1.1. კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის სრულად
განადგურების შემთხვევაში შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემით ან შესაბამისი
საფუძვლების არსებობისას, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმით;
2.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე
შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტით;
2.1.3. კლიენტის/მესაკუთრის ან მისი მემკვიდრის ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ ბანკის
წინაშე არსებული კლიენტის დავალიანების დაფარვით;
2.1.4. კონკრეტული კრედიტის ნაწილში ბანკსა და მზღვეველს შორის დაზღვევის ურთიერთობის
შეწყვეტის შემთხვევაში;
2.1.5. ბანკსა და მზღვეველს შორის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ურთიერთობის სრულად
ან ნაწილობრივ შეწყვეტით.

3. ქონება, რომლის მიმართ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას


3.1. სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას დაზღვევის პირობების განსაზღვრული
პირობების გათვალისწინებით, თუ მას ადგილი ჰქონდა:
3.1.1. უძრავი ნივთების, მათი არსებითი შემადგენელი ნაწილების, შიდა და გარე მოპირკეთების
მიმართ, გარდა ქვემოთ განსაზღვრულისა:
3.1.1.1. ნებისმიერი სახის ტერასები, აუზები, შადრევნები, გამოქვაბულები, გზები,
ტროტუარები,;
3.1.1.2. შენობა-ნაგებობის გარეთა მხარეს დამონტაჟებული საგნები (ანძები, ანტენები,
მავთულები და ა.შ.);
3.1.1.3. მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
3.1.2. უძრავ ნივთში განთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთების მიმართ, გარდა ქვემოთ
განსაზღვრულისა:
3.1.2.1. ოქროს, ვერცხლის ან სხვა ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნაკეთობანი,
ძვირფასი, ნახევრად ძვირფასი და სანაკეთო ქვები, ძვირფასი ქვები დამუშავებისა და

28
მოჭედვის გარეშე, ძვირფასი და იშვიათი ლითონები მავთულის, ზოდის, ქვიშის ან
თვითნაბადი სახით;
3.1.2.2. ბეწვეული, სურათები, სკულპტურები და ხელოვნების სხვა ნიმუშები, მარკების,
მონეტების, ფულადი ნიშნების, ბონებისა და სხვა სახის კოლექციები, ანტიკვარიატი;
3.1.2.3. იარაღი, საბრძოლო მასალები, სარეწი იარაღები (თოხი, ბარი, საწამლი აპარატები,
რომლებიც მიწის/ბაღის/მცენარის დამუშავებისათვის გამოიყენება) და მოწყობილობები;
3.1.2.4. ხელნაწერები, ფოტოსურათები, ნეგატივები, სქემები, გეგმები, ნახაზები ან/და
ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაცია, ბუღალტრული და საქმიანი წიგნები ან/და
ჩანაწერები, მოდელები, მაკეტები, ნიმუშები, ფორმები;
3.1.2.5. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულო რეგისტრაციას
დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები, ფურგონი, გადაადგილებადი სახლები;
3.1.2.6. მობილური ელექტროტექნიკა – ნოუთბუქი, პალმტოპი, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა,
მობილური ტელეფონი, მინიმაგნიტოფონი, აიფოდი და სხვა ელექტროტექნიკა,
განკუთვნილი გამოყენებისათვის მგზავრობის/გადაადგილების დროს;
3.1.2.7. ინფორმაციის სხვა მატარებლები, კომპიუტერსა და სხვა სახის ანალოგიურ სისტემებში
არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ბლოკი, მაგნიტური ლენტა,
საინფორმაციო ბლოკი და ა.შ.);
3.1.2.8. ფეთქებადი ნივთები და ნივთიერებები;
3.1.2.9. კვების პროდუქტები;
3.1.2.10. ცხოველები, ფრინველები, მწერები;
3.1.2.11. ხეები, მცენარეები, ნარგავები, მარცვლოვანი კულტურები;
3.1.2.12. ნაღდი ფული უცხოურ თუ ეროვნულ ვალუტაში, ჩეკები, ბონდები, შემნახველი
ვაუჩერები და ობლიგაციები, საფოსტო მარკები, საფოსტო-შემნახველი მარკები, საფოსტო და
ფულადი გზავნილები, სამოგზაურო ბილეთები, კვების ვაუჩერები, სიმ ბარათები,
მობილური ტელეფონის ბარათები, სასაჩუქრე ვაუჩერები, აქციები, სხვა ფასიანი ქაღალდები
და საბანკო ბარათები.

4. სადაზღვევო რისკები
4.1. კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის, მისი არსებითი
შემადგენელი ნაწილის, შიდა და გარე მოპირკეთების და საყოფაცხოვრებო ნივთების
დაზიანება/განადგურება/დაკარგვის შემთხვევაში კრედიტის დაუფარავი ძირითადი თანხის
დავალიანება ანაზღაურდება დაზღვევის პირობებით დადგენილი პირობების შესაბამისად
და იმ შემთხვევაში თუ ის გამოწვეულია დაზღვევის პირობების 4.4., 4.5., 4.6. და 4.7.
პუნქტებით გათვალისწინებული „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკების
ხდომილების შედეგად.
4.2. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი
ნივთი აშენებულია 1940 წლამდე სადაზღვევო რისკს წარმოადგენს მხოლოდ ხანძარი,
აფეთქება, მეხის დაცემა, ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი,

29
თვითმფრინავის ან მისი ნაწილის ან სხვა საჰაერო მოწყობილობის ან მისი ნაწილების
ჩამოვარდნა.
4.3. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი
ნივთი წარმოადგენს ავარიულს, სადაზღვევო რისკს წარმოადგენს მხოლოდ ხანძარი.

4.4. „ა“ ჯგუფის სადაზღვევო რისკებია:


4.4.1. ხანძარი;
4.4.2. მეხის დაცემა;
4.4.3. აფეთქება;
4.4.4. თვითმფრინავის ან მისი ნაწილების ან სხვა საჰაერო მოწყობილობის ან მისი ნაწილების
ჩამოვარდნა;
4.4.5. დატბორვა.

4.5. „ბ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკებია:


4.5.1. შტორმი;
4.5.2. ქარიშხალი;
4.5.3. გრიგალი;
4.5.4. ჰაერის მასების მოძრაობა 80კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი
პროცესებით ატმოსფეროში;
4.5.5. სეტყვა;
4.5.6. წყალდიდობა;
4.5.7. ნიადაგის დაწევა;
4.5.8. ნიადაგის ჩამოშლა;
4.5.9. ნიადაგის აწევა;
4.5.10. მეწყერი;
4.5.11. ზვავის ჩამოწოლა;
4.5.12. უხვთოვლიანობა.

4.6. „გ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკებია:


4.6.1. ქურდობა შეღწევით (სადაზღვევო რისკს არ წარმოადგენს ქურდობის ისეთი შემთხვევები
(მიუხედავად იმისა, აღძრულია, თუ - არა სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით),
როდესაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება უძრავ ნივთში
ბოროტმოქმედ(ებ)ის შეღწევის ფაქტი და ადგილი აქვს ქონების უბრალოდ გაუჩინარებას;
4.6.2. ძარცვა, ყაჩაღობა;
4.6.3. ვანდალიზმი.

4.7. „დ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკია:


4.7.1. მიწისძვრა.

30
5. სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა
5.1. სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა, გარდა დაზღვევის პირობების 5.2. და
5.3. პუნქტებით გათვალისწინებული ქონების მიმართ დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევებისა, შეადგენს აღნიშნული ქონებით უზრუნველყოფილი დავალიანებების ჯამს,
მაგრამ არაუმეტეს ქონების რეალური ღირებულებისა.
5.2. სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა შიდა და გარე მოპირკეთების მიმართ
დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისას შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
მომენტისათვის საკრედიტო პორტფელში შემავალი, კლიენტის ყველა მიმდინარე
დავალიანების ჯამის 20%-ს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე პუნქტის
მიზნებისთვის დავალიანებაში იგულისხმება, მხოლოდ ის დავალიანება, რომელიც
უზრუნველყოფილია იმ უძრავი ნივთით, რომლის შიდა და გარე მოპირკეთების მიმართ
დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა.
5.3. სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა საყოფაცხოვრებო ნივთების მიმართ
დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისას შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
მომენტისათვის საკრედიტო პორტფელში შემავალი, კლიენტის ყველა მიმდინარე
დავალიანების ჯამის - 5%-ს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე პუნქტის
მიზნებისთვის დავალიანებაში იგულისხმება, მხოლოდ ის დავალიანება, რომელიც
უზრუნველყოფილია იმ უძრავი ნივთით, რომელში განთავსებული (დაზღვევის
ტერიტორიაზე განთავსებული) საყოფაცხოვრებო ნივთების მიმართ დამდგარია სადაზღვევო
შემთხვევა.

6. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა


6.1. ქონების დაზიანების/დაკარგვის/განადგურების შემთხვევაში:
6.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალური ღირებულება ნაკლებია სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალურ ოდენობაზე სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა ტოლია
დაკარგული/განადგურებული ქონების რეალური ღირებულებისა, მაგრამ არაუმეტეს
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში შესაბამისი ქონებისათვის დაზღვევის
პირობების მე-5 პუნქტით დადგენილი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური
ოდენობისა;
6.1.2. იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალური ღირებულება მეტია სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალურ ოდენობაზე (არასრული დაზღვევა) სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
დაანგარიშდება ქონების რეალური ღირებულებისა და სადაზღვევო ანაზღაურების
მაქსიმალური ოდენობის შეფარდების პროპორციულად;
6.2. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება
დაზიანებული/განადგურებული/დაკარგული ქონების დათვალიერებისა და შესაბამისი
ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები.

31
7. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქონების ანაზღაურებადი და
არაანაზღაურებადი სარემონტო/აღდგენითი დანახარჯები
7.1. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქონების ანაზღაურებადი დანახარჯებია:
7.1.1. სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალასა და სათადარიგო ნაწილებზე
გასაწევი/გაწეული დანახარჯები;
7.1.2. სარემონტო სამუშაოებისათვის გასაწევი/გაწეული დანახარჯები;
7.1.3. სარემონტო სამუშაოების ადგილამდე სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების
მისატანად გასაწევი/გაწეული დანახარჯები;
7.1.4. ქონების საკეტის/გისოსების/კარების შენაცვლებისთვის გასაწევი/გაწეული დანახარჯები;
7.1.5. სხვა დანახარჯები, რაც გასაწევია ქონების უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე
არსებული მდგომარეობის აღსადგენად.
7.2. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქონების არაანაზღაურებადი
დანახარჯებია:
7.2.1. ქონების გაუმჯობესებაზე ან მისი მახასიათებლების ცვლილებაზე (გარდა დაზღვევის
პირობების 7.5. პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებისა) გასაწევი/გაწეული
დანახარჯები;
7.2.2. ქონების ჩვეულებრივი ექსპლუატაციისას პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოებისათვის
და შესაბამისი მომსახურებისათვის გასაწევი/გაწეული დანახარჯები;
7.2.3. ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისგან
დამოუკიდებლად;
7.2.4. სხვა ხარჯები, რომელთა გაწევის საჭიროება არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომამდე ქონების არსებული მდგომარეობის აღსადგენად.
7.3. მზღვეველი აანაზღაურებს დანახარჯებს, რომელთა გაწევაც მესაკუთრეს შესაძლოა მოუწიოს
წინასარემონტო სამუშაოების ფარგლებში, თუ ამგვარი სამუშაოები საბოლოო სარემონტო
სამუშაოების ნაწილია და თუ ამით არ გაიზრდება სარემონტო სამუშაოებზე
გასაწევი/გაწეული საერთო დანახარჯი;
7.4. ქონებაზე გასაწევი/გაწეული დანახარჯები გამოითვლება სადაზღვევო შემთხვევის მომენტში
არსებული ფასების შესაბამისად;
7.5. იმ შემთხვევაში, თუ ქონების აღდგენა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის არსებული
პარამეტრების შესაბამისად რაიმე მიზეზების გამო შეუძლებელია ან ეკონომიკურად
მიზანშეუწონელია, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლოა აღსადგენი ობიექტის
რიგი პარამეტრების შეცვლა, რა შემთხვევაშიც გაწეული დანახარჯები ექვემდებარება
ანაზღაურებას.
7.6. აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაღებული უნდა იყოს დროულად
და გონივრულ ფარგლებში. მზღვეველი არ იქნება პასუხისმგებელი იმ დამატებით ზარალზე,
რომელიც გამოწვეული იქნება პირველადი დაზიანების დროულად არაღმოფხვრის შედეგად.

8. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

32
8.1. სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ:
8.1.1. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ბგერითი ან ზებგერითი სიჩქარით
მოძრავი თვითმფრინავის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ წარმოქმნილი წნევის ტალღებით;
8.1.2. ელექტრონული საყოფაცხოვრებო ნივთის დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია
მეხის დაცემით იმის გამო, რომ აღნიშნული საყოფაცხოვრებო ნივთი ანტენასთან შეერთებულ
მდგომარეობაში იყო დატოვებული;
8.1.3. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ცეცხლით, რომელიც არ არის
გამოწვეული ხანძრით;
8.1.4. ქონების დაზიანება/განადგურება გამოწვეულია ქონების მოულოდნელი ფერმენტაციით ან
გაცხელებით ან ქონების მიერ რაიმე სითბური პროცესის გავლით;
8.1.5. საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია მათი ღია ცის
ქვეშ დატოვებით ან უკვე დაზიანებულ ან/და დაშლილ უძრავ ნივთში დატოვების გამო;
8.1.6. ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგა უძრავი ნივთის გარეთ მდებარე საინჟინრო
მოწყობილობას, გარე მოპირკეთებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული
გამოწვეულია უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილების ნგრევით;
8.1.7. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია სადრენაჟო სისტემების არასწორი
გამოყენებით;
8.1.8. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია წყლის ავზების, მილების და სხვა
მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლით, გასკდომით ან გაჟონვით; ასევე, არ ანაზღაუდება
დანაკარგი ან ზიანი, რომელიც გამოწვეულია წყალგამტარი არხებისა და წყალგამტარი
მილების დატბორვით, ქალაქის ან სხვა საზოგადოებრივი წყლის მილების გასკდომით ან
დატბორვით (თუ დატბორვისგან სადაზღვევო დაფარვა არ არის შეძენილი დამატებით);
8.1.9. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია უძრავი ნივთის სარდაფის
კედლებიდან, მისი კარებიდან, ფანჯრებიდან და სხვა ღია ადგილებიდან, საძირკველიდან,
სარდაფის იატაკიდან და ტროტუარიდან წყლის გამოსვლით ან ისეთი წყლის გამოსვლით ან
გაჟონვით, რომელიც გაედინება საკანალიზაციო ან სადრენაჟო მილების მეშვეობით;
8.1.10. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ქურდობით, გარდა შეღწევით
ქურდობისა;
8.1.11. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ქონების მეთვალყურეობის გარეშე
დატოვებით;
8.1.12. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ნიადაგის ხელოვნური დაწევით ან
მოძრაობით, მდინარის ნაპირისა და მიმდინარე ტერიტორიის ეროზიით;
8.1.13. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია რაიმე ქონების დანგრევით,
სტრუქტურის ცვლილებებით ან შეკეთებით, ასევე, საძირკვლის სამშენებლო სამუშაოებით ან
გათხრებით;
8.1.14. სახეზეა ზიანი, რომელიც მიადგა ეზოებს, ავტოსადგომებს, გზებს, ტროტუარებს, ჭიშკრებსა
და ღობეებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულმა ზიანი მიაყენა დაზღვეულ
ქონებას;

33
8.1.15. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია წყლის მილების, არხების, ავზების
ან მოწყობილობების შეკეთების, გაუქმების, გადატანის ან დაგრძელების შედეგად;
8.1.16. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია დაზღვევის პირობების 4.6.
პუნქტით გათვალისწინებული „გ“ ჯგუფის სადაზღვევო რისკებით, თუ უძრავ ნივთში 30
(ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი დროის განმავლობაში არავინ იმყოფება;
8.1.17. სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ქონება
ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობათა რიცხვს მიეკუთვნა, ასეთი ქონების მიმართ
ანაზღურდება მხოლოდ ხანძრის რისკით მიყენებული ზიანი;
8.1.18. კონკრეტული კრედიტის დაზღვევის დაწყების მომენტისთვის, ქონება რომელიც იპოთეკით
არის დატვირთული ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ,
განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ
აღიარებულ იქნა შესაძლო სტიქიური უბედურების ზონად;
8.1.19. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია მესაკუთრის/კლიენტის მიერ
ჩადენილი განზრახი ქმედებით, უხეში გაუფრთხილებლობით ან კანონმდებლობის
დარღვევით;
8.1.20. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ხელისუფლების ორგანოს
ბრძანებით, განკარგულებით, ქმედებით, კონფისკაციით, რეკვიზიციით, ექსპროპრიაციით ან
ამგვართა მცდელობით;
8.1.21. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია უძრავი ნივთის არასწორი
პროექტირებით, მშენებლობის, საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტით,
წუნდებული/არასწორი/შეუსაბამო კონსტრუქციით, მასალებით ან მომსახურე პერსონალით;
8.1.22. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია უძრავი ნივთისთვის კაპიტალური
რემონტის ჩატარებით;
8.1.23. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია მესამე პირის (პირთა) მიერ
ჩადენილი თაღლითობით ან ასეთის მცდელობით;
8.1.24. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ომით, დაპყრობით, საომარი
მოქმედებებით (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო
ომით, რევოლუციით, აჯანყებით, გაფიცვით, ნებისმიერი პირის ქმედებით, რომელიც
მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის დავალებით ან დამოუკიდებლად და მიზნად ისახავს De Jure
ან De Facto ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობას ან მასზე ზეგავლენას
ტერორისტული ან ძალისმიერი მეთოდებით;
8.1.25. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია რადიაციით ან დაბინძურებით,
გარდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისა;
8.1.26. ქონების დაზიანება/განადგურება/დაკარგვა გამოწვეულია ისეთი ქმედებით, რომელიც
კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

34
9. სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად განსახორციელებელი აუცილებელი ქმედებები და
ბანკისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია
9.1. სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად კლიენტი ვალდებულია:
9.1.1. დაუყოვნებლივ აცნობოს სადაზღვევო რისკის შედეგად ქონების
დაზიანება/განადგურება/დაკარგვის ფაქტის (შემდგომში - პოტენციური სადაზღვევო
შემთხვევა) შესახებ შესაბამის ორგანოებს და აგრეთვე ბანკის 24-საათიან ქოლ-ცენტრს.
9.1.2. პოტენციური სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული
დღის ვადაში ბანკს წარუდგინოს:
9.1.2.1. წერილობითი შეტყობინება პოტენციური სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
9.1.2.2. წერილობითი განცხადება, დაზიანებული ქონების ჩამონათვალისა და მისი
აღდგენითი/შენაცვლებითი სავარაუდო ღირებულებების მითითებით;
9.1.3. პოტენციური სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული
დღის განმავლობაში ბანკს წარუდგინოს:
9.1.3.1. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისათვის წერილობითი განაცხადი, რომელშიც
უნდა აისახოს ბანკისათვის შეტყობინებული ყველა გარემოება, რომელიც პოტენციურ
სადაზღვევო შემთხვევას შეეხება. კლიენტი ვალდებულია, პოტენციური სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისთანავე, ბანკს მოსთხოვოს წინამდებარე პუნქტში მითითებული
განაცხადის ფორმა;
9.1.3.2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული, პოტენციურ სადაზღვევო
შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების დამადასტურებელი ცნობები, მათ შორის,
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დოკუმენტები გარდა დაზღვევის პირობების 4.5. და 4.7.
პუნქტებით გათვალისწინებული „ბ“ და „დ“ ჯგუფების სადაზღვევო რისკებისა;
9.1.3.3. პოტენციურ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
9.1.4. მიიღოს ყველა შესაძლო გონივრული ზომა ზიანის შემდგომი გავრცელების შეწყვეტისათვის,
მისი ოდენობის შემცირების ან დაზიანებული ქონების გადარჩენის მიზნით. ასეთი ზომების
მიღებისას უნდა იმოქმედოს ბანკის ან/და მზღვეველის წერილობითი ინსტრუქციების
შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9.1.5. პოტენციური სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე ბანკის ან/და მზღვეველის
წარმომადგენლის მისვლამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა;
9.1.6. ხელი შეუწყოს ბანკს ან/და მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების,
მიყენებული ზიანის გარემოებებისა და ოდენობის მოკვლევა-მოძიებაში;
9.1.7. მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს მესაკუთრის მიერ ბანკისათვის რეგრესის
უფლების გადაცემა და ბანკის მიერ მზღვეველისათვის გადაცემული რეგრესის უფლების
მზღვეველის მიერ გამოყენება;
9.2. კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმოადგინოს ბანკის
მიერ მოთხოვნილი, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი
დოკუმენტაცია.

35
9.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრული ან/და
ხარვეზიანია, ბანკი კლიენტს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას, მაგრამ
არანაკლებ 20 (ოცი) კალენდარული დღისა და არაუმეტეს 5 (ხუთი) თვისა (გამონაკლისს
წარმოადგენს შემთხვევა, რომელთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
და ბანკის მიერ დაწესებული ვადის განმავლობაში არ შეწყვეტილა გამოძიება ან არსებობს
სხვა ობიექტური გარემოება), ხარვეზის გამოსასწორებლად და სრულყოფილი
დოკუმენტაციის წარსადგენად.
9.4. ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის
მიწოდებას მზღვეველისათვის და არ აგებს პასუხს მზღვეველის მიერ კონკრეტულ
სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

10. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი


10.1. სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი ყველა აუცილებელი დოკუმენტის კლიენტის
მიერ ბანკისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღის
განმავლობაში, მზღვეველი შესაბამისი პროცედურების დაცვით განიხილავს კონკრეტულ
სადაზღვევო შემთხვევას და იღებს გადაწყვეტილებას (დადებითი ან უარყოფითი)
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით (დადებითი ან უარყოფითი), ხოლო
დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის
განმავლობაში გასცემს ბანკზე შესაბამის სადაზღვევო ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ადგილი აქვს მესამე პირთა (გარდა, მესაკუთრის) მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,
ქურდობას შეღწევით, ძარცვას, ყაჩაღობას, როდესაც სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა
დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 110 (ას ათი) კალენდარული დღის ვადაში.
მზღვეველი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს და შესაბამისად ბანკი უფლებამოსილია
მოსთხოვოს კლიენტს დამატებითი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად თუ პოტენციურ
სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მესაკუთრის ან/და კლიენტის ან/და მათი
უფლებამოსილი წარმომადგენლის ან/და ოჯახის წევრის მიმართ აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე.
10.2. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობას გამოაკლდება
შესაბამისი ქონებისათვის დაზღვევის პირობებით დადგენილი ფრანშიზის და უკვე
გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებების ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
10.3. მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს ბანკზე, რომელიც საკუთარი
შეხედულებისამებრ მიმართავს სადაზღვევო ანაზღაურების თანხას კრედიტ(ებ)ის
დავალიანებების დასაფარად.
10.4. თუ ქონება ერთდროულად რამდენიმე კრედიტის უზრუნველსაყოფად არის იპოთეკით
დატვირთული ბანკის სასარგებლოდ, აღნიშნული ქონების მიმართ სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის შემთხვევაში, აღნიშნული კრედიტების დავალიანებების დაფარვის (მათ შორის
ნაწილობრივი) რიგითობას განსაზღვრავს ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ.

36
11. უარი სადაზღვევო ანაზღაურებაზის გაცემაზე
11.1. სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ:
11.1.1. კლიენტი არ შეასრულებს დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ
ვალდებულებებს;
11.1.2. კლიენტი არ უზრუნველყოფს მესაკუთრის მიერ ბანკისათვის რეგრესის უფლების გადაცემას
და ბანკის მიერ მზღვეველისთვის გადაცემული აღნიშნული რეგრესის უფლების
მზღვეველის მიერ გამოყენებას/არ მიაწვდის ბანკს იმ დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა
რეგრესის უფლების გამოსაყენებლად;
11.1.3. კლიენტი არ უზრუნველყოფს მესაკუთრის მიერ ბანკისათვის საკუთრების უფლების
გადაცემას დაკარგული/განადგურებული/დაღუპული ქონების ნარჩენებზე;
11.1.4. მესაკუთრემ/კლიენტმა ან მათმა ოჯახის წევრმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით
ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან;
11.1.5. კლიენტის/მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყალბია;
11.1.6. მესაკუთრემ/კლიენტმა უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების,
მიყენებული ზიანის სიდიდისა და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა
მონაცემების მოკვლევა-მოძიებაში ბანკის ან/და მზღვეველის წარმომადგენლის
მონაწილეობის უზრუნველყოფაზე.
11.1.7. მესაკუთრემ/კლიენტმა არ წარუდგინა მზღვეველს დაზღვევის პირობებით
გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტი;
11.1.8. კლიენტი/მესაკუთრე დააღვევს საკრედიტო ხელშეკრულების ან/და შესაბამისი იპოთეკის
ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
11.1.9. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან კლიენტის მიერ ბანკის ინფორმირებამდე გასულია 2
(ორი) წელზე მეტი ვადა.

12. დამოუკიდებელი ექსპერტიზა


ბანკსა და კლიენტს უფლება აქვთ მიმართონ ექსპერტს ქონების სადაზღვევო შემთხვევის
გამომწვევი მიზეზების დასადგენად. თუ რომელიმე მათგანი დამოუკიდებლად მიმართავს
ექსპერტს ექსპერტიზის ხარჯები დაეკისრება მასვე. თუ ბანკი და კლიენტი
ურთერთშერთანხმებით მიმართავენ ექსპერტს, ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

13. სხვა პირობები


13.1. ქონების სრულად განადგურებისა და ქონების რეალური ღირებულების სრულად
ანაზღაურების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს მესაკუთრის მიერ
ბანკისათვის ან/და ბანკის მითითებით მზღვეველისათვის, განადგურებული ქონების
ნარჩენებზე საკუთრების უფლება.
13.2. თუ დადგინდება, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო მესამე პირის ქმედებით,
მზღვეველს უფლება აქვს გამოიყენოს რეგრესის უფლება ამ პირის მიმართ.

37
13.3. თუ კლიენტის ან/და მესაკუთრის ბრალით მზღვეველის მიერ რეგრესის უფლების გამოყენება
შეუძლებელი გახდა, შესაძლებელია მოხდეს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის
თქმა ან უკვე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების შემთხვევაში - მისი გამოთხოვა.
13.4. ქონება დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ დაზღვევის ტერიტორიაზე.

შენიშვნა: წინამდებარე საინფორმაციო ფურცლით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოადგენს


დაზღვევის პირობების შესახებ არასრულ ინფორმაციას. წინამდებარე საინფორმაციო ფურცლის
გაცნობა და ბანკის მიერ მასთან დაკავშირებული განმარტებების გაკეთება არ წარმოშობს
სამართლებრივ შედეგებს და, შესაბამისად, მოთხოვნებს ბანკს, მზღვევლსა და კლიენტს შორის.

თქვენ უფლებამოსილი ხართ წარმოადგინოთ ნებისმიერი სხვა სადაზღვევო კომპანიის დაზღვევა,


რომლითაც: ა) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ გასაცემი კრედიტიდან გამომდინარე
დავალიანება მინიმუმ წინამდებარე დაზღვევის პირობებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკებზე;
და ბ) განსაზღვრული ერთადერთ მოსარგებლე უნდა იყოს ბანკი; გ) შესაბამის სადაზღვევო
კომპანიას სადაზღვევო პოლისის შეცვლა/გაუქმება არ უნდა შეეძლოს ბანკთან შეთანხმების გარეშე;
დ) კრედიტიდან გამომდინარე დავალიანება დაზღვეული უნდა იყოს მისი მოქმედების სრული
ვადით და კლიენტს ამავე ვადაზე სრულად უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი სადაზღვევო
პრემია; და ე) განსაზღვრული დაზღვევის პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე
დაზღვევის პირობებისგან მხოლოდ იმგვარად, რომ აღნიშნული განსხვავება არ აუარესებდეს,
ბანკის, როგორც მოსარგებლის მდგომარეობას.

გადაწყვეტილებას, აკმაყოფილებს თუ არა თქვენ მიერ წარმოდგენილი სხვა სადაზღვევო კომპანიის


დაზღვევა ბანკის მიერ განსაზღვრულ პირობებს იღებს ბანკი.

38

You might also like