You are on page 1of 3

10.

დაზღვევის ხელშეკრულების თავისებურებანი

დაზღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა. ეს ხელშეკრულება


ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალურია. დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებია
დამზღვევი და მზღვეველი. დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირი, რომელიც აზღვევს ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,
ხოლო მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც ჩამოყალიბებულია
განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და გააჩნია სპეციალური
ნებართვა (ლიცენზია) სადაზღვევო საქმიანობისათვის.

დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები თანხმდებიან დაზღვევის


ინტერესისა და საგნის შესახებ. მათ ზუსტად უნდა განსაზღვრონ სადაზღვევო რისკი,
სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, ასევე
სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. ამ პირობებზე
შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.

სადაზღვევო ურთიერთობის ობიექტია პირის ქონება, სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.


დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის
სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების
უზრუნველყოფა. სადაზღვეო შემთხვევა კი უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის
დადგომის ალბათობას ითვალისწინებს დაზღვევის ხელშეკრულება. სადაზღვევო
შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, ხოლო
სადაზღვევო რისკი ის საფრთხეა, რომლისგანაც დაზღვეულია დამზღვევის ქონება ან
პიროვნება.

დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გადაუხადოს დამზღვევს


სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ სადაზღვევო საზღაური, რომელიც
გამოიანგარიშება სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სადაზღვევო თანხა წარმოადგენს
ფულად თანხას, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია ქონება, სიცოცხლე ან
ჯანმრთელობა. მისი დადგენა ხდება მხარეთა შეთანხმებით, დაზღვეული ქონების
ღირებულების გათვალისწინებით. ქონების დაზღვევისას სადაზღვევო თანხა არ
შეიძლება აღემატებოდეს დაზღვეული ობიექტის სადაზღვევო შეფასებას. პირადი
დაზღვევის დროს კი სადაზღვევო თანხის ფარგლები არ არის შეზღუდული, იგი
განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას მზღვეველი მოვალეა გადაუხადოს დამზღვევს სადაზღვევო
საზღაური სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სადაზღვევო საზღაური ის თანხაა,
რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის გამო
მიყენებული ზიანის გათვალისწინებით სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

799-ე მუხლში ნახსენებია მყარად დადგენილი სადაზღვეო თანხაზე შეთანხმება, რაც


იმას ნიშნავს, რომ სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას სადაზღვეო კომპანიამ
კლიენტს სადაზღვეო საზღაური უნდა გადაუხადოს არა მიყენებული ზიანის
გათვალისწინებით, არამედ შეთანხმებული სადაზღვევო თანხის ოდენობით. იმავე
მუხლში აგრეთვე ნახსენებია სადაზღვო შესატანი (პრემია). სადაზღვევო შესატანი და
სადაზღვევო პრემია ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოიყენება და და წარმოადგენს
ფულად თანხას, რომელსაც უხდის დამზღვევი მზღვეველს. სადაზღვევო შესატანის
(პრემიის) ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი ფულადი
ფორმითაა გამოხატული.

დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად საჭიროა მზღვეველის მხრიდან ოფერტის


გაკეთება, ხოლო დამზღვევის მხრიდან თანხმობის (აქცეპტის) განცხადება.
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მზღვეველმა უნდა გადასცეს
დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი- სადაზღვევო მოწმობა (დაზღვევის პოლისი).
დაზღვევის ხელშეკრულება ყოველთვის უნდა გაფორმდეს წერილობით.
სადაზღვევო მოწმობის წარდგენა აუცილებელია სადაზღვევო საზღაურის
მისაცემად.თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ
სადაზღვევო მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა,
მაგრამ მოწმობა დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს
შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევ მოწმობა განსაკუთრებული
წარმოების წესიტ ძალადაკარგულად გამოცხადდა. სადაზღვევო მოწმობის
დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, დამზღვევს შეუძლია მზღვეველს
მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაირებს დამზღვევი.

დაზღვევის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, ვინაიდან იგი ძალაშია არა


დადებისთანავე, არამედ მხოლოდ სადაზღვევო პრემიის შეტანის შემდეგ. დაზღვევა
იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე. თუ
დაზღვევის ხელშეკრულება 5 წელზე მეტი ვადითაა დადებული, მაშინ თითოეულ
მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი
თვის გასვლის შემდეგ.

You might also like