You are on page 1of 16

სარჩევი

დაზღვევა......................................................................................................................................... 2
1. დაზღვევის ცნება და მისი შემადგენელი ელემენტები ........................................................... 2
რა არის დაზღვევა? ..................................................................................................................... 2
დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები ....................................................................................... 2
დაზღვევის ობიექტი .................................................................................................................... 2
დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები ..................................................................... 3
სადაზღვევო ხელშეკრულების ბუნება ........................................................................................ 4
2. დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილენი .............................................................................. 6

3. გამოყენების წინაპირობები ..................................................................................................... 6


4. ნორმების დატვირთვა საპროცესო სამართალში და მტკიცების ტვირთი .............................. 7
5. ხელშეკრულების განმარტება.................................................................................................. 7
I. დამზღვევის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა ............................................................ 7
II. Contra proferentem პრინციპის გამოყენება ............................................................................. 8
III. კეთილსინდისიერების პრინციპი............................................................................................. 8
6. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენება .................................................................. 8
7. დაზღვევის სახეები და ფორმები ........................................................................................... 10
მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება ............................................. 10
უარის თქმისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი....................................................................... 10
მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა.......................................................................................... 12
გადაზღვევა ............................................................................................................................... 13
მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) ................................................................................ 14
მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ................................................................. 15
ტერმინთა განმარტება .................................................................................................................. 16

1
დაზღვევა

1. დაზღვევის ცნება და მისი შემადგენელი ელემენტები


დაზღვევის ხელშეკრულებით, მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო
შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თავის
მხრივ, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მყარად
დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო
თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაზღვევის ხელშეკრულების


საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული
ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.“

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, რეალური და სასყიდლიანი


ხელშეკრულებაა.

მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა სხვა ტიპის


ვალდებულებებსაც მოიცავს. მაგალითად, დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია დამზღვევის მხრიდან მზღვეველისათვის სადაზღვევო პერიოდის ცალკეულ
ეტაპზე დაზღვევის ობიექტის შესახებ სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება.

დაზღვევის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს არა მხარეთა შეთანხმებისთანავე,


არამედ მხოლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ. ანუ, დაზღვევის ხელშეკრულება არა
კონსესუალური, არამედ რეალური ხელშეკრულებაა.

რა არის დაზღვევა?
დაზღვევა არის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი და არაქონებრივი
ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საშუალება.

დაზღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგულირდება, როგორც


სამოქალაქო კოდექსით, ასევე საქართველოს კანონით დაზღვევის შესახებ.

დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები


დამზღვევი – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი.

მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია ლიცენზია სადაზღვეო საქმიანობისათვის.

დაზღვევის ობიექტი
დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი
ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

2
ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან,
შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი
დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით


სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული)


პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).

დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები


 დაზღვევის ობიექტი (ინტერესი) - პირის ქონება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა.

 დაზღვევის საგანი – მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვეო შემთხვევის


დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 სადაზღვევო რისკი – საფრთხე, რომლისაგანაც დაზღვეულია სადაზღვეო ურთ.-ის


ობიექტი. მაგ: ავარიისგან დაზღვევის რისკია- ავარია.

რისკი არის სამომავლო და უცნობი მოვლენა, რომლის განსაზღვრა აუცილებელია


ხელშეკრულებაში. რისკი შეიძლება საერთოდ არ განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების
ფარგლებში.

დაზღვევა არ უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომლის დადგომაც უეჭველი და


გარდაუვალია.

 სადაზღვეო თანხა – დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გადაუხადოს


დამზღვევს სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შემდეგ სადაზღვეო საზღაური, რომელიც
გამოიანგარიშება სადაზღვეო თანხის ფარგლებში.

სადაზღვეო თანხა წარმოადგენს ფულად თანხას, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია დაზღვვის


ობიექტი. მისი შეთანხმება ხდება მხარეთა შეთანხმებით.

 სადაზღვეო საზღაურის გამოანგარიშების წესი– არსებობს სადაზღვეო საზღაურის


გამოანგარიშების ორი სისტემა:

ა) პირველი რისკის სისტემა – ამ დროს მხარეები თანხმდებიან სადაზღვეო შემთხვევით


მიყენებული ზიანის სრული მოცულობით ანაზღაურებაზე სადაზღვეო თანხის ფარგლებში. თუ
ზიანი მეტია სადაზღვეო თანხაზე, გადაჭარბებული ზიანი არ ანაზღაურდება.

ბ) პროპორიცული სისტემა– გათვალისწინებული უნდა იქნეს სადაზღვეო შეფასება, სადაზღვეო


თანხა და ზარალის ოდენობა.

მაგ: „ა“-ს სახლი შეფასებულია 20.000 დოლარად. იგი დაზღვეულია 10.000 დოლარის სადაზღვეო
თანხის ფარგლებში, სადაზღვეო შემთხვევით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5.000 დოლარი.

3
ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ 2500 დოლარის ფარგლებში. ზიანის
მოცულობის განსაზღვრისათვის აუცილებელია ზიანის გამრავლება სადაზღვეო თანხაზე და
ნამრავლის გაყოფა სახლის ღირებულებაზე.

 სადაზღვეო შესატანის გადახდის წესი (პრემიის) და პირობები-

სადაზღვეო შესატანი (პრემია)- განისაზღვრება მხარეების შეთანხმებით, დაზღვევის პირობების


შესაბამისად.

მყარად დადგენილი სადაზღვეო თანხა ეს არის თანხა, რომელზეც წინასწარ არიან მხარეები
შეთანხმებულნი და რომელსაც მზღვეველი გასცემს სადაზღვეო შემთხვევის დროს. მაგ: პირის
გარდაცვალებისათვის მყარი სადაზღვეო თანხად განისაზღვრა 10 მილიონი ლარი. თუ პირი
გარდაიცვლება, შესაბამისად დადგება სადაზღვეო შემთხვევა და მზღვეველი ვალდებული იქნება
გადაიხადოს აღნიშნული თანხა.

შესაძლებელია მზღვეველს დაეკისროს არა თანხის გადახდა, არამედ გარკვეული მოქმედების


განხორციელება, მაგ: პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ავადმყოფი მშობლის
მზრუნველობა და ა.შ.

სადაზღვევო ხელშეკრულების ბუნება


დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი, რეალური ხელშეკრულებაა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი


და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, “რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს
სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომით მიყენებული ზიანი. (№ას-1165-1110-2014)“

“სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება არის რეალური


ხელშეკრულება. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ
გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის
გადახდის შემდეგ; ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება
დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო
პრემიის გადახდასთანაც. (№ას-85-81-2013 )“

ა. სადაზღვევო შემთხვევა

„სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს.’’


მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ განსაზღვრავენ
ხელშეკრულებაში. სადაზღვევო შემთხვევის მაგალითია ხანძარი, ქურდობა, გადაუდებელი
სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა და ა.შ.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისათვის განმსაზღვრელ ძირითად კრიტერიუმს


წარმოადგენს, „რამდენად ინარჩუნებს სადაზღვევო შემთხვევა დამოუკიდებლობას თავად
დაზღვეულის ნებისგან.“ საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა ხელშეკრულების ორივე მხარის

4
მიმართ ვრცელდება: სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესაძლებლობა არ უნდა ექცეოდეს
მხარეთა გავლენის სფეროში.

ბ. სადაზღვევო რისკი

დაზღვევის ხელშეკრულებაში ასევე მნიშვნელოვანია არსებითი პირობის სახით


სადაზღვევო რისკის განსაზღვრა. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯონოს სადაზღვევო
შემთხვევა და სადაზღვევო რისკი. მაგალითად: თუ დაზღვევის ხელშეკრულებაში სადაზღვევო
შემთხვევად ხანძარი განისაზღვრა, ერთ-ერთ რისკფაქტორად შეიძლება განიხილებოდეს
შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა.

თავისთავად, რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის


(სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი
მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის
გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. რისკი არ უნდა იყოს იმ ხარისხით წინასწარ
განუჭვრეტელი, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეფასება სადაზღვევო კომპანიის მიერ.
დაუზღვეველი რისკის მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში განიხილება ე.წ.
„ექსპერიმენტული მკურნალობა“, რადგან მზღვეველის მიერ შეუძლებელია ასეთი ტიპის
მკურნალობის ხარჯების ზუსტი კალკულაციის წინასწარ დადგენა.

გ. სადაზღვევო თანხა

სადაზღვევო თანხა ის ფულადი თანხაა, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევის ობიექტის


დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ობიექტის ეკონომიკური
ღირებულების მიხედვით. სადაზღვევო თანხა განსხვავდება სადაზღვევო ანაზღაურებისგან,
რომელსაც დამზღვევი ზიანის ანაზღაურების სახით იღებს მზღვეველისაგან.

როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურება გამოითვლება დამდგარი ზიანის მიხედვით.


თუმცა, სადაზღვევო პრაქტიკაში მისი განსაზღვრის სხვადასხვა წესი არსებობს. სადაზღვევო
ურთიერთობაში კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დაცვა გულისხმობს, რომ დამზღვევს
არ უნდა გაუჩნდეს ზიანის ანაზღაურების ხარჯზე მოგების მიღების ინტერესი.

დაზღვევის ხელშეკრულებისათვის ფუნდამენტური ანაზღაურების პრინციპის მიხედვით,


დაზღვევის არსი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებით განისაზღვრება. აღნიშნული
ერთგვარად უსაფუძლო გამდიდრების პრევენციის მიზანსაც ემსახურება. შესაბამისად,
შესაძლებელია, სადაზღვევო საზღაური ნაკლები იყოს დამდგარი ზიანის ოდენობაზე, მაგრამ
დაუშვებელია, რომ ის აღემატებოდეს მას.

პირადი დაზღვევის დროს, ქონების დაზღვევისაგან განსხვავებით, მხარეები არ არიან


შეზღუდულნი სადაზღვევო თანხის მოცულობის განსაზღვრაში. თუმცა, აქაც განმსაზღვრელია
ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება. თეორიულად, სიცოცხლის დაზღვევის
შემთხვევაში დამზღვევს სადაზღვევო თანხად შეუძლია დაასახელოს 15.000 ლარიც და 1.500.000
ლარიც. მაგრამ მზღვეველის მიერ თანხმობის გამოსათქმელად აუცილებელია ანაზღაურების
პრინციპის გათვალისწინება. სიცოცხლის დაზღვევის მიზანია მოსარგებლეებისთვის
5
დამზღვევის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, თუ დამზღვევის
შრომის ანაზღაურება ადგილობრივი ბაზრის პირობებში განიხილება, როგორც საშუალო,
მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო თანხად შეუსაბამოდ დიდი, მოცემულ
მაგალითში 1.500.000 ლარის გათვალისწინებაზე.

ანაზღაურების პრინციპიდან არსებობს გამონაკლისებიც. ასეთი გამონაკლისი


გათვალისწინებულია 799 I-ის მეორე წინადადებაში. კერძოდ, მყარად დადგენილი სადაზღვევო
თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა
შეპირებული მოქმედება. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი საშუალებას აძლევს მხარეებს,
ზიანის ოდენობისგან დამოუკიდებლად განსაზღვრონ ანაზღაურების ოდენობა. ასეთ
შემთხვევებში შეიძლება, რომ ანაზღაურება აღემატებოდეს კიდეც ზიანის ოდენობას.

დ. ფრანშიზა

სადაზღვევო პრაქტიკაში დიდი გამოყენება აქვს დათქმას პირობითი და უპირობო


ფრანშიზის შესახებ. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს
არაანაზღაურებადი ზიანის ლიმიტი ან ზიანის ანაზღაურება გარკვეულ პირობას დაუკავშირდეს.
მაგალითად: უძრავი ქონების დაზღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით შეიძლება
განისაზღვროს, რომ, თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა
შეადგენს 1000 ლარს:

ა) მზღვეველი ზიანს აანაზღაურებს 1000 ლარის ზემოთ (უპირობო ფრანშიზა);

ბ) მზღვეველი ზიანს აანაზღაურებს 1000 ლარის ჩათვლით (პირობითი ფრანშიზა).

ე. დაზღვევის ობიექტი

დაზღვევის ობიექტი ის სამართლებრივი სიკეთეა, რომლის ხელყოფის პრევენციასაც


დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები ისახავენ მიზნად. დაზღვევის კლასიფიკაციის უმთავრესი
კრიტერიუმი სწორედ მისი ობიექტის განსაზღვრაში მდგომარეობს. დაზღვევის შესახებ
საქართველოს კანონი დაზღვევის ობიექტს განმარტავს, როგორც ნებისმიერ ქონებრივ ან პირად
არაქონებრივი ინტერესს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მუხ. 4
I).

2. დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილენი


დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებია მზღვეველი და დამზღვევი. ამავდროულად,
დაზღვევის ხელშეკრულებას ჰყავს მონაწილენიც, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების
სამართლებრივი შედეგების ადრესატებს წარმოადგენენ ან გარკვეულად დაკავშირებულნი არიან
მასთან.

3. გამოყენების წინაპირობები
სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების განხილვისას, უპირველესად, უნდა
აღინიშნოს, რომ ცალკეული წინაპირობა კანონმდებელმა 799-ის გარდა დაზღვევის

6
მომწესრიგებელ სხვადასხვა მუხლში გაითვალისწინა. მაგალითად, სადაზღვევო ანაზღაურების
მოთხოვნის წინაპირობები გათვალისწინებულია შემდეგ მუხლებში: 806 I, 808, 816, 829.

სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უმთავრესი წინაპირობებია დამზღვევის მიმართ


დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის.

თუ ზიანი არ არსებობს, როგორც ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა, არ არსებობს არც


ანაზღაურების მოთხოვნა.

ხშირად სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზეზის


თანაქმედებით. ასეთ დროს მოსამართლემ უნდა დაადგინოს სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ
მიზეზთა ჯაჭვი და განსაზღვროს, რომელ მიზეზს მიენიჭოს უპირატესობა. მაგალითად:
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული გადმოვიდა ავტომობილიდან და გარკვეული
მანძილის გავლის შემდეგ ჩავარდა მდინარეში. დაზღვეული გარდაიცვალა არა დახრჩობის,
არამედ წყლისგან მიღებული შოკის შედეგად. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაზღვეულის
გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია
მოვლენათა შემდგომი განვითარება. შესაბამისად, თუ მოცემულ მაგალითში მოსამართლის მიერ
განსაზღვრული მიზეზი ხელშკრულების გამონაკლისი პირობების ქვეშ ექცევა, მზღვეველის
უარი ანაზღაურებაზე კანონიერად ჩაითვლება.

4. ნორმების დატვირთვა საპროცესო სამართალში და მტკიცების ტვირთი


დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის causa
proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი
წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო
დაფარვა.

5. ხელშეკრულების განმარტება
დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი და
სპეციალური წესები. მაგალითად, დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ორი
ურთიერთმფარავი ნების — ოფერტისა და აქცეპტის, გამოვლენა; მხარეების მიერ გავლენილი
ნების ნამდვილობა; დაზღვევის ობიექტის კანონიერება; დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსის
შესატყვისობა საჯარო წესრიგთან და მისთ. ამასთანავე, დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ
მოქმედებს ე.წ. სპეციალური წესები, რომლებიც სადაზღვევო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და
განვითარდა იურიდიული დოქტრინების სახით.

I. დამზღვევის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა


მეწარმე დამზღვევთან დადებული დაზღვევის ხელშკრულების საფუძველზე წარმოშობილი
დავის განხილვისას გამოირიცხება მომხმარებელთა დაცვის მიზნით დადგენილი წესების
გამოყენება და, პირიქით, მომხმარებელზე ვერ გავრცელდება მეწარმე კონტრაჰენტის მიმართ
დადგენილი წესები.

7
II. Contra proferentem პრინციპის გამოყენება
დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას მოქმედებს სპეციალური პრინციპი — contra
proferentem, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებები
განიმარტება მისი შემდგენის საწინააღმდეგოდ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიმძიმე
აწევთ მზღვეველებს, რადგან სწორედ ისინი ადგენენ ე.წ. „სტანდარტული ხელშეკრულების”
პირობებს. ხელშეკრულების განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირობების, მაგალითად,
დაზღვევის გამონაკლისი პირობების თვალსაჩინობისათვის, შესაძლებელია მათი განსხვავებული
შრიფტით ან უფრო მუქი ნაბეჭდით გამოკვეთა.

III. კეთილსინდისიერების პრინციპი


კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა დაზღვევის ხელშეკრულებაში ხშირად
დამზღვევის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებამდე დაიყვანება. აღნიშნული, თავის მხრივ,
გარკვეული წინაპირობების არსებობამ განაპირობა. სადაზღვევო ურთიერთობების
განვითარების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა დამზღვევის მხრიდან უტყუარი
და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას მიენიჭა, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო თავად
სადაზღვევო საქმიანობის განვითარებისათვის.

6. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენება


ა. სადაზღვევო ინტერესის არსი

სადაზღვევო ინტერესი ის სამართლებრივი ინტერესია, რომელიც დამზღვევს გააჩნია


დაზღვევის ობიექტის მიმართ. პირადი დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესი
მიმართულია დამზღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო ქონების დაზღვევისას კი -
ქონების შენარჩუნებისაკენ.

სადაზღვევო ინტერესი მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს დაზღვევის ობიექტისგან. სადაზღვევო


ინტერესი არ გულისხმობს მხოლოდ უფლებას დაზღვევის ობიექტზე ან მის ნაწილზე.
სადაზღვევო ინტერესი მჭიდრო კავშირს გამოხატავს დამზღვევსა და დაზღვევის ობიექტს
შორის. დაზღვევის ობიექტის ღირებულება გამოხატულებას ფულად ერთეულში პოულობს.
სადაზღვევო ინტერესის ღირებულება კი შეიძლება ბევრად აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის
ღირებულებას, რადგან სადაზღვევო ინტერესი მატერიალური და მორალური ინტერესების
ერთობლიობაა.

ბ. საკანონმდებლო მოწესრიგება

სკ-ს 815 II ახსენებს დაზღვევის ინტერესს, რაც მოცემულ შემთხვევაში დაზღვევის


ხელშკრულებისადმი არსებულ ინტერესს გულისხმობს და არა დამზღვევის ინტერესს
დაზღვეული ობიექტის მიმართ.

გ. შემადგენლობა

8
სადაზღვევო ინტერესის შინაარსის დადგენისას მოსამართლემ სწორად უნდა განსაზღვროს
მისი შემადგენლობა. დაზღვევის დოქტრინა ამ თვალსაზრისით სამ განსხვავებულ მიდგომას
იცნობს: სამართლებრივი მოლოდინის (ინტერესის), ფაქტობრივი (ეკონომიკური) მოლოდინისა და
შერეულ ფორმას კუმულატიური შემადგენლობით. 55 სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობა
დაზღვევის სახეების მიმართ განსხვავებულად განისაზღვრება.

დ. მზღვეველის კეთილსინდისიერება

სადაზღვევო ინტერესის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას


გასათვალისწინებელია მზღვეველის კეთილსინდისიერების საკითხი. შესაძლებელია
მზღვეველმა ხელშეკრულების დადების ეტაპზე იცოდეს სადაზღვევო ინტერესის არარსებობის
შესახებ და/ან არასათანადოდ გააფრთხილოს დამზღვევი მისი მნიშვნელობის შესახებ, ხოლო
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე კი უარი უთხრას ზიანის ანაზღაურებაზე
სადაზღვევო ინტერესის არარსებობის გამო. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა არ უნდა იქცეს
მზღვეველის ხელში უკანონო მოგების მიღების იარაღად. დოქტრინის ასეთი გამოყენება
საფუძველშივე ეწინააღმდეგება მის იდეას საჯარო წესრიგისა და კეთილსინდისიერი
სახელშეკრულებო ურთიერთობების დაცვის შესახებ.

ე. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენების სამართლებრივი შედეგები

სადაზღვევო ინტერესის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგის


განსაზღვრისათვის არსებითია დადგინდეს, რა დატვირთვას ანიჭებას მას სამოქალაქო კოდექსი.
ერთი მხრივ, სადაზღვევო ინტერესის არარსებობა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც
ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი და გაერთიანდეს 54-ე მუხლის შინაარსში. სადაზღვევო
ინტერესის დოქტრინის ისტორიული ანალიზი და თანამედროვე კონტექსტი, როგორც
კონტრაჰირებისას თაღლითობის პრევენციის ერთგვარი მექანიზმისა, იძლევა ასეთი
ფორმულირების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს თავისუფლად ხელეწიფება
მისი სათანადო განმარტება 54-ე მუხლისა და დაზღვევის ხელშეკრულების ზოგადი პრინციპების
საფუძველზე.

მეორე მხრივ, სადაზღვევო ინტერესის არსებობა შეიძლება განხილულ იქნეს დამზღვევის


მოთხოვნის უფლების წინაპირობად. ასეთი დასკვნა არაპირდაპირ გამომდინარეობს ცალკეული
ქართული სასამართლო გადაწყვეტილებიდანაც. ამ თვალსაზრისით, აუცილებელი ხდება
სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის ანაზღაურების პრინციპთან მიმართების გათვალისწინება.
მათ შორის კავშირი ყველაზე ცხადად ქონების დაზღვევისას ჩანს: თუ დამზღვევს არ გააჩნია
ინტერესი დაზღვევის ობიექტის მიმართ, ითვლება, რომ ის არ განიცდის ზიანს. ხოლო თუ ზიანი
არ არსებობს, როგორც ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა, არ არსებობს არც
ანაზღაურების მოთხოვნა. ასეთი მსჯელობით სადაზღვევო ინტერესი დაზღვევის ცნების ერთ-
ერთი ცენტრალური ელემენტის - ზიანის შემადგენელ ნაწილად განიხილება. სადაზღვევო
ინტერესის არსებობის მომენტის განსაზღვრისას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ზიანის
დადგომის ეტაპს მიენიჭება: რადგან თუ არ არსებობს სადაზღვევო ინტერესი, არც ზიანი
არსებობს და არც მისი ანაზღაურების მოთხოვნა.

9
სადაზღვევო ინტერესის არარსებობის გამო ხელშეკრულების ბათილად ცნობა კი მხარეთა
შორის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, პრობლემურია
დამზღვევის მიერ გადახდილი პრემიების უკან დაბრუნების საკითხი.

გადახდილი პრემიების დაბრუნებასთან დაკავშირებული პოზიციები არაერთგვაროვანია.


უმეტეს შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის დაბრუნება არამიზანშეწონილად მიიჩნევა, რადგან
მზღვეველის მიერ რისკის აღების მომენტიდან პრემია გამომუშავებულად ითვლება.

პრემიის დაბრუნება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების


ნამდვილობისადმი დამზღვევის კეთილსინდისიერი მოლოდინით.

7. დაზღვევის სახეები და ფორმები


ფორმების მხრივ ერთმანეთს ემიჯნება ნებაყოფლობითი და სავალდებულო დაზღვევა,
რომელთა შორის არსებული განსხვავებებიც კერძო და საჯარო სამართლებრივი მოწესრიგებით
განისაზღვრება.

მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება


პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, ვალდებულია
დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

მზღვეველი სადაზღვევო მომსახურების რეკლამირებით პირთა განუსაზღვრელი წრისადმი


ავლენს დაზღვევის ხელშეკრულების დადების ნებას. აღნიშნულის საფუძველზე
დაინტერესებული პირები მიმართავენ სადაზღვევო კომპანიას ოფერტით ცალკეული
სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობის თაობაზე. 800-ე ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც
აქცეპტის ნაცვლად, პოტენციურ დამზღვევს მზღვეველი უარს ეუბნება ხელშეკრულების
დადებაზე. ამ თვალსაზრისით 800-ს განმარტება სკ-ს 319 II და III-ში ასახული რეგულირების
გათვალისწინებას მოითხოვს.

კერძოდ, 319 II-ის მიხედვით, თუ სადაზღვევო კომპანიას ბაზარზე უჭირავს დომინირებული


მდგომარეობა, მზღვეველს ეკრძალება საქმიანობის ამ სფეროში „დამზღვევისათვის“
ხელშეკრულების დადებაზე უარის გაცხადება ან მისთვის უსაფუძვლოდ ხელშეკრულების
არათანაბარი პირობების შეთავაზება. მაგალითად, თუ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი
სადაზღვევო კომპანია აზღვევს საფეხბურთო აგენტის პასუხისმგებლობას, მასზე გავრცელდება
319 II-ით დადგენილი აკრძალვა.

უარის თქმისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი


სადაზღვევო მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში,
მზღვეველის უარი ხელშეკრულების დადებაზე ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს. კერძოდ,
კონკრეტული რისკის აღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ღირებულების
დადგენის პროცესში მზღვეველი ხელმძღვანელობს გარკვეული კრიტერიუმებით. აღნიშნული
კრუტერიუმები, ერთი მხრივ, განისაზღვრება სადაზღვევო პრაქტიკაში დადგენილი

10
სტანდარტებით და, მეორე მხრივ, თავად სადაზღვევო კომპანიის შიგნით შემუშავებული
პოლიტიკიდან. მაგალითად, მაღალი რისკის შემცველი პოლისებითვის ზოგიერთი კომპანია
აწესებს შესაბამისად მაღალ პრემიას, ზოგი კომპანია კი ამგვარი პოლისების გაცემას საერთოდ
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. ამიტომ, მზღვეველის უარის ლეგიტიმურობის განსაზღვრა რთულ
ამოცანას წარმოადგენს. ასეთ დროს 800-ეს მიერ დადგენილი „უარის თქმისათვის
მნიშვნელოვანი საფუძვლის“ კრიტერიუმით ხელმძღვანელობისას მოსამართლემ არაერთი
გარემოება უნდა გაითვალისწინოს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლის მიერ მსგავსი
გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეული თვალსაზრისით, სადაზღვევო კომპანიის პოლიტიკაში
ჩარევად განიხილება. ასეთი არგუმენტი აზრსმოკლებული არ უნდა იყოს, რამდენადაც
მოსამართლეს არ გააჩნია ის კომპეტენცია, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანიის
ანდერრაიტინგის სამსახური ცალკეულ გადაწყვეტილებას იღებს.

დამზღვევისათვის უარის გაცხადება სხვადასხვა სახით შეიძლება მოხდეს.

დამზღვევისაგან პირველად ეტაპზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სადაზღვევო


კომპანიამ შესაძლებელია საერთოდ უარი თქვას რისკის აღებაზე. უარის ლეგიტიმურობის
დასადგენად უნდა შეფასდეს მზღვეველის მიერ მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა.
მაგალითად, თუ დამზღვევის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ავარიულ
მდგომარეობაშია და მისი დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია, ასეთი გარემოება
დამზღვევისათვის გაცხადებული უარის მნიშვნელოვან საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.

მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების დადებაზე უარის გაცხადება მოიცავს მის მიერ


მომეტებული რისკის არსებობის გამო მაღალი სადაზღვევო პრემიის დაწესებასაც, რაც, თავის
მხრივ, დამზღვევისათვის ხელშეკრულებაზე უარს შეიძლება ნიშნავდეს. იქ, სადაც რისკის
განხორციელების ალბათობა დიდია, მზღვეველი უფლებამოსილია საერთოდ არ აიღოს ასეთი
რისკი ან მისი ტარებისათვის შესაბამისად მაღალი პრემია დააწესოს. მოცემულ შემთხვევებში,
მზღვეველის უარის ლეგიტიმურად მისაჩნევად, პრემია არ უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი.
რისკის სიმძიმესთან პრემიის შესაბამისობის დადგენა რთული ამოცანაა. მზღვეველი, როგორც
მეწარმე, თავისუფლად განსაზღვრავს სადაზღვევო მომსახურების ფასებს ცალკეული ტიპის
სადაზღვევო პროდუქტისათვის.

მზღვეველს შესაძლებელია დაზღვევის ობიექტის შესახებ გააჩნდეს გარკვეული


ინფორმაცია, რომელიც მას ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძველს აძლევს.
მაგალითად, თუ მზღვეველმა იცის დამზღვევის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ის
შეაფასებს კონტრაჰენტის მიერ პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულების
შესაძლებლობას.

მზღვეველის უარის საფუძვლიანობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია


დამზღვევისათვის მისი გონივრულ ვადაში გაცხადება. აღნიშნული დამზღვევის ინტერესების
დაცვის აუცილებლობითაა გაპირობებული. მზღვეველისაგან პასუხის მიღებამდე „დაზღვევის
ობიექტი“ რისკის ქვეშაა: არ არსებობს მისი მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურების გარანტია.
კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს, მეტი მზრუნველობით მოეკიდოს

11
დამზღვევის ინტერესს და ხელშეკრულების დადებაზე დაგვიანებული უარით მძიმე
მდგომარეობაში არ ჩააყენოს ის.

800 მოთხოვნის შემცველ ნორმებს განეკუთვნება. ის უფლებას ანიჭებს დამზღვევს,


მზღვეველის უარის საფუძველზე, მისგან ხელშეკრულების დადება მოითხოვოს. თავის მხრივ,
მზღვეველის უარი წინასახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში ექცევა. შესაძლებელია
მსჯელობა მოთხოვნის საფუძვლად 317-ე II-ს გამოყენებაზე, რომელიც თავის მხრივ მიუთითებს
316-ზე. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, 317 მიუთითებს არა
მთლიანად 316-ზე, არამედ მხოლოდ მის მეორე ნაწილზე. აღნიშნულის გათვალისწინებით
რთულია 800-ს მისადაგება წინასახელშეკრულებო ბრალის შემადგენლობასთან. კერძოდ,
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს culpa in contrahendo-ს გამოყენებისათვის აუცილებელი
წინაპირობები.

მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა


კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც
გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო
დაზღვევის შესახებ. გადაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული დაზღვევის ნორმები უმთავრესად ნებაყოფლობითი


დაზღვევის მოსაწესრიგებლადაა გამიზნული. თუმცა, შესაძლებელია მათი მოქმედების
გავრცელება სავალდებულო დაზღვევაზე, თუკი სავალდებულო დაზღვევის კანონმდებლობა
ასეთ შესაძლებლობას არ კრძალავს. სავალდებულო დაზღვევის კანონი განსაზღვრავს
ხელშეკრულების არსებით პირობებს, რაც სხვა შემთხვევაში მხარეთა პრეროგატივაა. ამასთან,
კანონი გარკვეული კატეგორიის სამართალსუბიექტებისათვის კანონით გათვალისწინებული
ობიექტების დაზღვევის ვალდებულებას ადგენს.

დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას კონკრეტულ პირებს კერძო სამართლის


ნორმაც შეიძლება აკისრებდეს. მაგალითად: 245 მე-5, 691 1-ლი4 და სხვ. ასეთი ვალდებულებები
სამოქალაქო კოდექსის მიერ მხარეთა ინტერესების დაცვის ინტერესების გათვალისწინებითაა
დადგენილი. მიუხედავად ნორმათა იმპერატიული ხასიათისა, ისინი კერძოსამართლებრივი
რეგულირების ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.

სუბორდინაციის თეორიასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ სავალდებულო დაზღვევით


გათვალისწინებული ურთიერთობა აღმოცენდება არა ხელშეკრულების, არამედ კანონის
საფუძველზე.

დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი სავალდებულო დაზღვევას განმარტავს, როგორც


დაზღვევის ისეთ ფორმას, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და
განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ
(მუხ. 5 IV).

12
გადაზღვევა
გადაზღვევა მზღვეველის მიერ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებაა, რომელშიც დამზღვევად
მზღვეველი, ხოლო მზღვეველად კი გადამზღვეველი გამოდის.

გადაზღვევის ხელშეკრულებების გამოყენება სადაზღვევო პრაქტიკაში მრავალმხრივ მიზანს


ემსახურება:

1) გადაზღვევის მექანიზმი აფართოებს მზღვეველის მიერ აღებული რისკის მოცულობას, რაც


სადაზღვევო ბაზარზეკონკურენციის გაზრდასა და დაზღვევის მეტი ხელშეკრულების
გაფორმებას იწვევს;

2) გადაზღვევის მეშვეობით მზღვეველი ერთვება ბიზნესის მისთვის ახალ სფეროებში და ისეთი


რისკების აღებას იწყებს, რის შესაფასებლადაც დამოუკიდებლად ნაკლები რესურსი გააჩნია;

3) გადაზღვევა ეფექტური მექანიზმია კატასტროფული რისკების დასაზღვევად.

13
მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)
1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის
ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).

2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან


იურიდიულ მისამართს);

ბ. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;

გ. სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;

დ. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;

ე. სადაზღვევო თანხის ოდენობას;

ვ. სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია


მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების
შესახებ.

802 აწესრიგებს დაზღვევის პოლისთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ: ა) დამზღვევისათვის


დაზღვევის პოლისის გადაცემის ვალდებულებას, ბ) დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი
პირობების შინაარსს, 3) დამატებით მოთხოვნებს სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში.

დაზღვევის ხელშეკრულება და დაზღვევის პოლისი, სადაზღვევო პრაქტიკაში, თანაბარი


მნიშვნელობით გამოიყენება. „მზღვეველი აფორმებს ერთ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს,
როგორც დაზღვევის ხელშეკრულებას, ისე დაზღვევის პოლისს, ანუ ამ ნორმის შესაბამისად
სადაზღვევო პოლისი სადაზღვევო ხელშეკრულებაცაა.“ მართალია, დაზღვევის ხელშეკრულება
უფრო ვრცელი და დეტალურად გაწერილი პირობების შემცველი დოკუმენტია, მაგრამ
იურიდიული ძალით მას უთანაბრდება პოლისი, რომელიც უმთავრესად სადაზღვევო დაფარვის
პირობებს შეიცავს.

დაზღვევის პოლისის გაცემით მზღვეველი ერთგვარად ადასტურებს დაზღვევის


ხელშეკრულების დადებას. სადაზღვევო პრაქტიკაში დაზღვევის პოლისები დაზღვევის
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაიცემა. შესაბამისად, პოლისის მფლობელის მიმართ
მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე
უფლებამოსილ პირს. სწორედ დაზღვევის პოლისის წარმოდგენის საფუძველზე ხდება
სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურება. მართალია, პოლისი დამზღვევის
იდენტიფიკაციის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს, მაგრამ უმთავრესად სადაზღვევო
კომპანიები დამზღვევისაგან ითხოვენ პოლისის, როგორც დაზღვევის დამადასტურებელი
მოწმობის, წარდგენას.

14
მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის
ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით
გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც
შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე
ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.

2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით


შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი


გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა
აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა


შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.

15
ტერმინთა განმარტება
დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი
ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი
ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების
(სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას.

მზღვეველი - შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-


სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის
განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის
შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია.

დამზღვევი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება სადაზღვევო


კომპანიასთან და რომელიც არის პასუხისმგებელი პრემიის გადახდაზე.

დაზღვეული - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა.

მოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო


დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

სადაზღვევო თანხა - სადაზღვევო პოლისში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის


ფარგლებშიც დადგენილია მოსარგებლისათვის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა და რომელიც
არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას.

სადაზღვევო პერიოდი - დაზღვევის მოქმედების პერიოდი, რომელიც მითითებულია სადაზღვევო


პოლისში.

სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პოლისში მითითებული დამზღვევის მიერ ერთჯერადად ან


მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადასახდელი
დაზღვევის საფასური სადაზღვევო დაფარვის უზრუნველყოფისათვის.

სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის


ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.

სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს


სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას.

ფრანშიზა - სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან


ფიქსირებული თანხით განსაზღვრული, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი. ფრანშიზა
გამოიქვითება ყოველი ანაზღაურების გაცემისას და ვრცელდება ყოველ რისკზე დაზღვევის პოლისში
მითითებული ერთი და იმავე ან განსხვავებული ოდენობით.

16

You might also like