Professional Documents
Culture Documents
1999 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ხოლო იმავე
წლის 20 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული
კონვენცია, როგორც მოქმედი კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი.
კოდექსის სტრუქტურა:
ქმედება:
ქმედება ესე იგი პირის მიერ განხორციელებული რაიმე მოქმედება, ანუ ფიზიკური პირის მიერ
სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ან მისთვის
საფრთხის შექმნა. როგორც უკვე ავღნიშნეთ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთე არის
ორი სახის ინდივიდუალური სიკეთე (სიცოცხლე, ჯამრთელობა საკუთრება დ.ა.შ.) და
საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე (სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილება,
საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი დ.ა.შ.)
ბრალეულობა (ბრალი):
მოცემული კანონი ქმედების ჩადენის დროდ მიიჩნევს პირის მიერ კონკრეტული ქმედების
განხორციელების დროს და არა ამ ქმედების საფუძველზე დამდგარ შედეგს. ამდენად,
დანაშაულის ჩადენის დროა ქმედების განხორციელების დრო. შედეგის დადგომის დროს
მნიშვნელობა არ აქვს. მაგ: დანაშაულის მსხვერპლს საწამლავი დაალევინეს 10 მაისს. იგი
საწამლავის შედეგად მოკვდა 15 მაისს, დანაშაულის ჩადენის დროა 10 მაისი.
უმოქმედობის დროს დანაშაულის ჩდენის ადგილია ის, სადაც უნდა ემოქმედა პირს, ასევე სადაც
უმოქმედობის შედეგი დადგა ან პირის წარმოდგენით უნდა დამდგარიყო.
ვთქვათ ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დასჯადობა. მაგ: 2004 წლის 24 ივნისის კანონით,
სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 148-ე მუხლი, (ცილისწამება). იმ შემთხვევაში
თუ პირს ამ კანონის მიღებამდე ჩადენილი ქონდა 148-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული, უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე, იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ
მიეცემა, ხოლო მიცემული პირის მიმართ შეწყდება დევნა.
თუ ახალი კანონი ამსუბუქებს იმ დანაშაულის სასჯელს, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის,
კანონს მიენიჭება უკუძალა და იგი უნდა შემცირდეს ახალი კანონის სასჯელის ფარგლებში. მაგ:
ძველი კანონი დანაშაულებრივი ქმედებისთვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას
შვიდიდან ათ წლამდე. ახალი კოდექსით იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომა განისაზღვრა
ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს და მას უკუქცევითი ძალა
მიეცემა. ამ შემთხვევაში თუ პირს მისჯილი აქვს ძველი კოდექსით რვა წლით თავისუფლების
აღკვეთა, კანონის უკუძალიდან გამომდინარე პირს სასჯელი უნდა შეუმცირდეს ახალი კანონის
მიერ დაწესებული სასჯელის ფარგლებში.
რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესულ განაჩნს მისი გადასინჟვა შესაძლებელია ახლად
გამოვლენილ გარემოებათა გამო. ასეთ ერთ-ერთ გარემოებას კანონმდებლობა ითვალისწინებს
ახალი კანონის მიღბას, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისამართლებრივ
პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით
მსჯავრი დაედო, მაგ: ძველი კანონი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვილისწინებდა
თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ათ წლამდე, ხოლო ახალი კოდექსით იმავე
ქმედებითვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების მცირე მნიშვნელობა ზოგჯერ თვით ამავე
კოდესის კერძო ნაწილის დისპოზიციაშია ასახული, როგორც ქმედების შემადგენლობის
გამომრიცხველი. მაგალითად: სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება მხოლოდ მაშინ
წარმოადგენს დანაშაულს, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 187-ე მუხლი), ხოლო
რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანის ოდენობას იგი განისაზღვრება შემდეგი პრინციპით - ნივთის
ღირებულება უნდა შეადგენდეს 150 ლარზე მეტს.
დანაშაულის სახეები:
3. შეკვეცილი შემადგენლობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ
სუბიექტებს. ისინი განსხვავდებიან სხვა სუბიექტებისგან და გააჩნიათ განხვავებული
სპეციალური უფლებამოსილებანი. ესეთი სუბიექტები არიან მოხელეები (თანამდებობის
პირები), ექიმები და სხვა. მაგ: ქრთამის აღება (338-ე მუხლ) მოცემული დანაშაულის ჩადენა
შესაძლებელია მხოლოდ მოხელის მიერ. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი
ავამდყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცო
დახმარების გაუწევლობა (130-ე მუხლი) და ასე შემდეგ.
მიზეზობრივი კავშირი: (მუხლი 8)
დ.-მ მოკვლის მიზნით ე.-ს დაალევინა საწამლავი. საწამლავი არ აღმოჩნდა იმ რაოდენობის, რომ
სიკვდილი გამოეწვია, თუმცა ე. ექიმების არაკვალიფიციური დახმარების აღმოჩენის შედეგად
გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში დ.-ს ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ეს შედეგი დადგა ექიმების ქმედებით.
კუმულაციური მიზეზობრიობა:
კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა
ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა ქმედებამ, ანუ ქმედებათა ჯამმა, მაგრამ თითოეული
ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით საკმარისი
იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის მოქმედების შესახებ. მაგ: თ-
მ. და ბ-მ. ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, საწამლავი ჩაუყარეს დ-ს. რომელიც ამის შედეგად
გარდაიცვალა. თითოეული მათგანის მიერ ჩაყრილი საწამლავი შედეგის დასადგომად საკმარისი
არ იყო, მაგრამ ერთობლიობაში დადგა ეს შედეგი.
ჰიპოთეტური მიზეზობრიობა:
გაწყვეტილი მიზეზობრიობა:
რისკის შემცირების თეორიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ პირმა მართალია თავისი
მოქმედებით შექმნა რისკი, რომელმაც გამოიწვია სამართლებრივი სიკეთის დაზიანება, მაგრამ
ამით მან იმავდროულად თავიდან აიცილა ამ სამათლებრივი სიკეთისათვის უფრო დიდი
ზიანის მიყენების საფრთხე. მაგ: ა-მ. ბ. გადაარჩინა სიკვდილს, მაგრამ ამ დროს თავიდან ვერ
აიცილა და თავისი მოქმედებით გამოიწვია მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ:
საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე ჩხუბისას ი-მ. აიღო ნაჯახი და მოკვლის განზრახვით
მოუქნია ბ-ს. ამ დროს მეზობელმა ა-მ. თავისი მოქმედებით ხელი შეუშალა ი-ს. რის გამოც
მოქნეული ნაჯახი ბ-ს. მოხვდა მხარში და მიიღო მხოლოდ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
ხარისხის დაზიანება. მართალია ა-მ. თავისი მოქმედებით ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანება
გამოიწივა რაც მიზოზობრივ კავშირშია (ის რომ არ ჩარეულიყო დაზიანებას ვერ მიიღებდა ბ.)
თუმცა თავისი მოქმედებით მას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის დაზიანების სამართლებრივად
დასაძრახი საფრთხე არამედ, სამართლებრივი სიკეთის უფრო დიდი დაზიანება აიცილა
თავიდან, რაც გამორიცვას მისთვის ასეთი შედეგის შერაცხვას.
განზრახვა არის:
პირდაპირი განზრახვა:
არაპირდაპირი განზრახვა:
ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი
ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად
ეკიდებოდა მის დადგომას.
არაპირდაპირი განზრახვის დროს პირმა იცის რას აკეთებს, არ სურს იმ შედეგის დადგომა რაც
მოყვება მის ქმედებას, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის
დადგომას. მაგ:
ა.-მ დაწვა თვისი მაღაზია, სადაზღვევო თანხის მისაღებად. ზედა სართულზე ცხოვრობს
ლოგინად ჩავარდნილი ლ. ა. ფიქრობს, რომ იგი შეიძლება მეხანძრეებმა გადაარჩინონ. ა.-ს არ
სურს ლ.-ს სიკვდილი, მაგრამ შეგნებულად დაუშვა მისი დადგომის შესაძლებლობა.
ა.-მ გადაწყვიტა შურისძიების ნიადაგზე მოეკლა თავისი მეზობელი თოფით, მაგრამ როცა მას
გაუარა შურისძიების გრძნობამ, იარაღი რომელსაც წმენდდა მისდამი დაუდევარი მოპყრობის
შედეგად გაუვარდა და ეს მეზობელი მოკლა. ამ შემთხვევაში ა. არ დაისჯება განზრახი
მკვლელობისთვის. იგი პასუხს აგებს მხოლოდ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობისთვის, ვინაიდან ა.-ს აღარ ჰქონდა მისი მოკვლის განზრახვა და იგი შემთხვევით
გამოასალმა სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში ა.-ს განზრახვა წინ უსწრებს მის ქმედებას.
ა.-მ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად მოკლა ბ. მას შემდეგ, რაც მან თავისი
მსხვერპლი ნახა, კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი სიკვდილით მემკვიდრეობას ღებულობდა. იგი
ისედაც აპირებდა მეორე დღეს მის მოკვლას. ა. არ დაისჯება განზრახი მკვლელობისთვის,
ვინაიდან ეს განზრახვა ქმედების ჩადენის შემდგომ აღეძრა.
თანაბარი ღირებულების სამართლებრივი სიკეთის დროს, როცა პირს განზრახული აქვს ერთ-
ერთი მათგანის ხელყოფა, ოღონდ სულერთია რომელი მათგანი იქნება ხელყოფილი, ჩადენილი
ქმედება, რასაც ერთ-ერთი მათგანის დაზიანება ან განადგურება მოჰყვა, შეფასდება, როგორც
დამთავრებული განზრახი დანაშაული, სხვა თანაბარი ღირებულების სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფის მცდელობაზე მითითების გარეშე.
თვითიმედოვნება:
ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა
წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს
თავიდან აიცილებდა.
განვიხილოთ მეორე მაგალითიც: ა-მ ცეცხლი წაუკიდა სახლს, რათა სადაზღვევო კომპანიისგან
მიიღოს თანხა. ამასთან მან იცის რომ სახლში იმყოფება ლოგინად ჩავარდნილი ბ. რომელიც ამ
ხანძრისგან აუცილებლად დაიწვება. მართალია მას შინაგანად არ უნდა ბ-ს. სიკვდილი, მაგრამ
განიხილავს როგორც სხვა მიზნის (თანხის მიღების) მიღწევის საშუალებას. ამ შემთხვევაში,
რადგან ა. დარწმუნებულია სასიკვდილო შედეგის დადგომაში, მან პასუხი უნდა აგოს
პირდაპირი განზრახვით ჩადენილი განზრახი მკველობისთვის. ამავე კაზუსის მიხედვით იმ
შემთხვევაში თუ ა-ს. შედეგის დადგომა მხოლოდ შესაძლებლად მიაჩნია, რადგან იგი ფიქრობს,
რომ ავამდყოფი შეიძლება მეზობელმა ან მეხანძრეებმა გადაარჩინონ, სახეზე გვექნება
არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვა, ხოლო იმ შემთხვევაში, როზა ა. ფიქრობს, რომ ბ-ს.
მეზობლები ან მეხანძრეები გადაარჩენენ, მაგრამ შედეგი მაინც დადგა, ვინაიდან იგი შეცდა,
სახეზეა თვითიმედოვნება. ამდენად ის ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას უშვებს,
მოქმედებს ევენტუალური განზრახვით, ხოლო ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას
გამორიცხავს, მოქმედებს თვითიმედოვნებით.
დაუდევრობა:
ქმედება დაუდევრობით არის ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა
წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო
კიდეც.
ა.-მ სამუშაო ოთახში აანთო სანთელი, შემდეგ დაავიწყდა, წავიდა სახლში, ანთებული სანთელი
დარჩა და გაჩნდა ხანძარი. სახეზე გვაქვს დაუდევრობა. პირი სჩადის გასაკიცხ ქმედებას
ვინაიდან იგი თავისი უყურადღებობით არ ითვალისწინებს ხანძრის გაჩენის შესაძლებლობას,
მაგრამ შეეძლო და უნდა გაეთვალისწინებინა.
დედამ ბინაში მარტო დატოვა მძინარე ბავშვი და წავიდა მშობლებთან. იგი ფიქრობდა, რომ სანამ
ბავშვი გაიღვიძებდა მამა სამსახურიდან დაბრუნდებოდა. იმ საღამოს მამა საერთოდ არ მივიდა
სახლში. ბავშვს გაეღვიძა და ტირილისაგან დაიხრჩო. დედის მხრიდან სახეზეა
გაუფრთხილებლობა სასიკვდილო შედეგისადმი. თუ დედა უშვებდა, რომ მამა შესაძლოა
დროულად არ მისულიყო სახლში და ამით უბედური შემთხვევა შეიძლებოდა მომხდარიყო,
დედის მხრიდან სასიკვდილო შედეგისადმი გვექნება არა გაუფრთხილებელი, არამედ
არაპირდაპირი განზრახვა.
იმავე მაგალითში თუ პირს სურს ხანძის გაჩენა, მაგრამ არ არის შედეგის დადგომის
გარდაუვალობაში დარწმუნებული, ასევე სახეზეა პირდაპირი განზრახვა.
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261-ებ 137-ე, 141-ე, 143-ე, 144-
ე, 1443-ე 149-ე, 151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე, 2852-ე ნუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლოა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია,
შვილი, გერი, შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი,
(დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი,
ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო
მეურნეობას.
უმოქმედობის პრიციპები:
ა.-მ გადაწყვიტა ერთი ოფისიდან სამი კომპიუტერის მოპარვა, რაც განახორციელა სხვადასხვა
დღეს. ან მოლარემ სალაროდან ერთიანი განზრახვით, ერთი კვირის განმავლობაში გაიტაცა 1000
ლარი. ეს ორივე დანაშაული ცალ-ცალკე აღებული დაკვალიფიცირდება როგორც ერთი
განგრძობადი დანაშაული.
ა.-მ სხვადასხვა პერიოდში ჩაიდინა ქურდობა (მუხლი177), ყაჩაღობა (მუხლი 179) და გამოძალვა
(მუხლი181). ამასთან ერთად ა. არცერთი მათგანისთვის გასამართლებული არ ყოფილა.
განზრახი დანაშაულის ჩადენის პროცესმა შეიძლება გაიაროს რამდენიმე ეტაპი. როგორც წესი
თავდაპირველად პირს წარმოეშვება დანაშაულის ჩადენის სურვილი (განზრახვის აღმოცენება)
რომელიც არ არის დასჯადი სტადია. შემდეგი ეტაპია დანაშაულის მომზადება და მცდელობა.
შედეგიანი დანაშაულის ბოლო ეტაპია შედეგის დადგომა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის
დამთავრებას. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დანაშაულის ფორმალიური სამართლებრივი
დამთავრება და მისი საბოლოო რეალური დასრულება. ზოგჯერ ისინი ერთმანეთს ემთხვევა,
მაგრამ მათ შორის დროში იყოს განსხვავება. მაგ: მკვლელობა დამთავრებულია და
იმავდროულად დასრულებულიც როცა დანაშაულის მსხვერპლი დანასაულის ადგილზე იქნება
მოკლული. ყაჩაღობის დროს კი დანაშაული დამთავრებულია სიცოცხლის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით თავდასხმის
მომენტიდან, მაგრამ დასრულებულია მას შემდეგ, რაც მოხდება სხვისი მოძრავი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
ა.-მ 11 წლის ბავშვი შეუშვა ბინაში გასაქურდად. რომელმაც ა.-ს ბინიდან ნაქურდალი ნივთები
გადასცა. ან ა.-მ ფსიქიკურად დაავადებულ ბ.-ს მისცა თოფი კაცის მოსაკლავად, რომელმაც
მართლაც მოკლა მსხვერპლი. (შუალობითი ამსრულებელი).
ანალოგიურად უნდა შევაფასოთ შემდეგი კაზუისი, ა-მ. მეზობლის 13 წლის ბიჭი გამოიყენა
დანაშაულის იარაღად, კერძოდ: წააქეზა იგი მკვლელობის ჩასადენად. ამასთან წამქეზებელს
ეგონა, რომ ბიჭი 14 წლის ასაკს გადაცილებული იყო. სინამდვილეში წამქეზებელმა შეცდომა
დაუშვა და მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაადენინა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ შეურაცხად პირს. აქაც წამქეზებელმა შეცდომა დაუშვა.
მიუხედავად ამისა იგი პასუხს აგებს არა მისი სუბიექტური წარმოდგენიდან გამომდინარე,
როგორც დანაშაულის წამქეზებელი, არამედ ობიექტური თეორიის მიხედვით, როგორც
შუალობითი ამსრულებელი, ხოლო ბიჭის მოქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
დახმარება არის დანაშაულში თანამონაწილეობის ყველაზე სუსტი ფორმა, რის გამოც იგი სხვა
მონაწილეებისგან განსხვავებით უფრო მსუბუქად ისჯება.
ა.-მ მოკლა ც. რომელსაც უნდოდა ა.-ს მხოლოდ შეშინება, თუმცა მომგერიებლის წარმოდგენით
ც. რეალურ თავდასხმას ანხორციელებდა (მოჩვენებითი მოგერიება). ასეთი შემთხვევა არ
წარმოადგენს აუცილებელ მოგერიებას, ვინაიდან თავდასხა არ იყო რეალური, ობიექტური,
არამედ მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებობდა. მოჩვენებითი თავდასხმის
მომგერიებელი არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა იყო მისატევებელი (თუ
ნამდვილად რეალურად მიაჩნდა თავდასხმა). ხოლო თუ ა.-მ იცოდა, რომ ხუმრობით ან
შეშინების მიზნით დაესხა თავს, ა.-ს ქმედება დაკვალიფიცირდება განზრახ მკვლელობად.
ა. თავს დაესხა ც.-ს. ც.-მ მოიგერია, ხოლო შემდეგ შურისძიებით მოკლა ა. ამ შემთხვევაში სახეზე
გვაქვს არა აუცილებელი მოგერიება, არამედ განზრახ მკვლელობა ჩადენილი შურისძიების
მოტივით. მოცემულ მაგალითში ც.-მ მოკლა ა. მოკლა მას შემდეგ, როდესაც ა. თავს აღარ ეხმოდა.
აუცილებელ მოგერიებად არ ჩაითვლება ასევე ის შემთხვევა, როდესაც პირი წინასწარ კლავს
იმას, ვისგანაც შესაძლოა განხორციელდეს თავდასხმა.
ა. თავს ესხმის ც.-ს გაუპატიურების მიზნით. ა.-ს კლავს ც., ან მის დასახმარებლად მისული ბ. ამ
შემთხვევაში ც.-ს და ბ.-ს მოქმედებები მართლზომიერია, ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა
თავდასხმისას არ გვაქვს.
ა.-მ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ც.-ს. ც. აღმოჩნდა მძიმე პირობებში და თავის დახსნის
მიზნით მოკლა ა.. მოქმედება აქაც მართლზომიერია, მაგრამ თუ პირი ოთახში ჩაკეტეს მცირე
ხნით, სადაც აუტანელი პირობები არ არის, ამ შემთხვევაში მოკვლა არ იქნება მართლზომიერი.
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შევაფასოთ ჰქონდა თუ არა ადილი თავდაცვის აშკარა
შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
როგორც უკვე ავღნიშნეთ სამართლებრივი დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს, როგორც პიროვნება,
ისე ქონებრივი სიკეთე. როცა თავდასმა ხდება ქონებრივ სიკეთეზე აუცილებელი მოგერიების
ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული კონვეციის მეორე
მუხლით. რომის კონვენცია იცავს სიცოცხლის უფლებას და მის დაცვას სახელწიფოს
ავალდებულებს. ამიტომ სახელწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ პირის გამიზნული
განზრახი მკვლელობა ქონების გადარჩენის მიზნით, წარმოადგენს კონვენციით დაცული
სიცოცხლის უფლების ხელყოფას. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მაგალითად შვეიცარიის
კანონმდებლობა არამართლზომიერად მიიჩნევს სიცოცხლის მოსპობას აუცილებელი
მოგერიების დროს ქონებრივი სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად მათ შორის კერძო პირის
მიერ საკუთარი ქონების დაცვის მიზნით, მაშინ როდესაც გერმანული დოქტრინა შესაძლებლად
მიიჩნევს ასეთი პირის მიერ აუცუილებელი მოგერიების დროს ქონებრივი სამართლებრივი
სიკეთის გადარჩენის მიზნით თავდამსხმელის სიცოცხლის მოსპობას, რადგან მიაჩნია, რომ
კონვენციის მეორე მუხლით შებოჭილი არიან მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მოქმედი
საჯარო მოხელეები და მოსამსახურეები და არა ჩვეულებრივი ფიზიკური პირები.
საინტერესოა, როგორ შეუძლია პირს ზუსტად განსაზღვროს, რომ მან შეიპყრო დანაშაულებრივი
ქმედების ჩამდენი პირი. ამიტომ არსებობს პოზიცია, რომლის მიხედვითაც ამ ნორმით პირის
გამართლება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა პირი დამნაშავედ არის ცნობილი კანონიერ ძალაში
შესული გამამტყუნებელი განაჩენით და ამის შესახებ იცის დამნაშავის შემპყრობმა პირმა. ანუ
აუცილებელია, რომ დამკავებელმა იცოდეს, რომ მის მიერ შეპყრობილ პირს ჩადენი ჰქონდა
დანაშაული. იმ შემთხვევაში თუ დამკავებლის ვარაუდი არ გამათლდა და მის მიერ შეპყრობილი
პირი არ ყოფილა დანაშაულის ჩამდენი, ასეთ შემთხვევაში დამკავებლის ქმედებას ვერ
გავამართლებთ დამნაშავის შეპყრობის ანუ სსკ-ის 29-ე მუხლით. მისი ქმედება შეიძლება
შეფასდეს ამავე კოდექსიოს 32-ე მუხლის საფუძველზე (სისხლისსამართლებრივი
ოპასუხისმგებლოსგან განთავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს)
პირმა სუპერმარკეტიდან მოიპარა ორი ცალი ვაშლი და შეეცადა გაქცევას. იქვე მყოფმა მოქალაქემ
მისი შეჩერების მიზნით დანა ამოიღო და ფეხში დაარტყა ქურდს. ამ შემთხვევაში ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმე აშკარად არ შეესაბამება დამკავებლის მიერ განხორციელებულ ქმედებას
და იგი დანაშაულის შეპყრობის ნორმას ეწინააღმდეგება.
ა.-ს თავს დაესხა მეზობლის ხარი და უპირებს რქებზე წამოგებას. ა.-მ ხარი მოკლა. ამისათვის ა.
სამოქალაქო წესით პასუხს არ აგებს.
თავდასხმითი უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ
მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც არავითარი
წვლილი არ შეუტანია შექმნილი საფრთხის წარმოშობაში. მაგ:
ქარხნის აფეთქება გარდაუვალია. არის ორი ღილაკი. ერთზე დაჭერისას იგი გადარჩება, მეორეზე
დაჭერისას აფეთქდება. ა.-მ გასწია რისკი და ერთ-ერთ ღილაკს დააჭირა ხელი შენობა აფეთქდა.
მიუხედავად შენობის აფეთქებისა, რისკი იქნება გამართლებული, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ
არსებობდა. ამ შემთხვევაში ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია.
დაზარალებულის თანხმობა:
ა-მ. გადაწყვიტა ცხვირის ოპრეციის გაკეთება. ოპერაციის შემდგომ მას თავისი გარეგნობა არ
მოეწონა და ექიმ ბ-ს. უჩივლა სასამართლოში. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ბ-ს. მოქმედებაში
ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა (ა-ს სახის განზრახ დამახინჯება). თუ
სასამართლომ გამოარკვია, რომ ბ-მ. ოპერაცია სწორად გააკეთა ანუ სამედიცინო წესების სრული
დაცვით და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია დაემახინჯებინა ა-ს. სახე, იგი პასუხს არ აგებს
მართლწინააღმდეგობის გამო, იმის მიუხედავა, რომ ა-ს. არ მოეწონა თავისი გარეგნობა
ოპერაციის შემდეგ (დაზარალებულის თანხმობა)
სავარაუდო თანხმობა:
მოვალეობათა კოლიზია:
ბრალი
სისხლის სამართლის კანონის მიხედვით არ შეიძლება სასჯელის დაკისრება ინდივიდუალური
ბრალის დადგენის გარეშე. დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროში უარყოფილია ე.წ.
კოლექტიური ბრალის პრინციპი.
ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ
ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. ანუ ბრალი არის გაკიცხვა და არა პირის
ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ე. ი. ბრალი მხოლოდ მაშინ
არსებობს, როცა მოსამართლე დაადგენს პირის ბრალეულობას. გამოძიებაში პირისათვის
ბრალდების წაყენება არის მხოლოდ ვარაუდი, რომ ბრალდებულს მოსამართლე
სამართლებრივად გაკიცხავს.
იმისათვის, რომ დადგინდეს პირს ფსიქიკური დაავადების დროს აქვს ჩადენილი თუ არა
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, აუცილებელია დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
სასამართლოს შეუძლია შეურაცხის მიმართ გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი
ღონისძიება.
ის, ვინც არ იცის რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როცა შეცდობა მისატევებელია. შეცდომა მისატევებელია მაშინ, თუ შექმნილ
ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ჩადიოდა დანაშაულს. თუ
შეცდომა არ არის მისატევებელი, პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისათვის (თუ მის მიერ
ჩადენილი ქმედების გაუფრთხილებლად ჩადენა დასჯადია). მაგ. მონადირეს ჰგონია, რომ კლავს
დათვს, სინამდვილეში ტყვია ესროლა ადამიანს. სახეზეა სიცოცლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით, ვინაიდან ეს არ არის მისატევებელი შეცდომა.
ნავზე იმყოფება ორი პირი. ორივეს გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება. ასეთ ვითარებაში, თუ
ერთი გადაირჩენს თავს მეორის წყალში გადაგდებით გვექნება ბრალის გამომრიცხველი
გარემოება, რადგან ორივე დასაღუპად იყო განწირული.
სასჯელის სახებია:
ა) ჯარიმა
დ) გამასწორებელი სამუშაო.
ვ )თავისუფლების შეზღუდვა.
ი) ქონების ჩამორთმევა.
ჯარიმა არის ფულადი გადასახადი. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. ჯარიმის
მინიმალურ ოდენობასთან მიმართებაში არსებობს გამონაკლისიც - იმ შემთხვევაში, თუ ამ
კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ
წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული
იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული
შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების,
წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან
დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათალისწინებულუი ყველა შესაბამისი
დანაშაულისათვის.
პირმა 2002 წლის 10 ივნისს ჩაიდინა ქურდობა (177-ე მუხლის პირველი ნაწილი) ამ მუხლის
პირველი ნაწილის მაქსიმალური სასჯელია 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ
დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. იმ შემთხვევაში თუ ეს პირი 2008 წლის
10 ივნისამდე არ მიეცემა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში, შემდეგ პერიოდში ამავე
დანაშაულისთვის მას ბრალი ვეღარ წაეყენება.
ამინისტია: (მუხლი77)
შეწყალება(მუხლი 78)
ნასამართლობა გაქარწყლდება:
ჯრიმა;
გამასწორებელი სამუშაო;
თავისუფლების შეზღუდვა;