You are on page 1of 2

თამარ ავალიანი

საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი

ჰიპოტეტური კაზუსები

კაზუსი #1

2019 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და


პარლამენტის თანხმობით დაითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მისი
საქმიანობის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო. ამავე დღეს,
საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანო ელჩი
ავსტრიაში და საკუთარი ინიციატივით გააფორმა საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულება
ბულგარეთთან.

შეაფასეთ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საქართველოს


კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით.

კაზუსი #2

2020 წლის 1 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საპარლამენტო არჩევნები ამავე


წლის 1 ივლისისთვის. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ საქართველოს
პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ პრეზიდენტი არ
იყოს უფლებამოსილი ერთპიროვნულად დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს
პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის გარეშე.

შეაფასეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით.

კაზუსი #3

2020 წლის 7 თებერვალს, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს პრემიერ-


მინისტრს. ამ შემთხვევაში, როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება და პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე განწესება? იმსჯელეთ!

რეალური საქმე
(ნიკანორ მელიას ქეისი)

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის ულებამოსილება


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე
შეუწყვიტა. აღნიშნული განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა მელია
დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის
(სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამ განაჩენის
სარეზოლუციო ნაწილი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტს, რაც დაედო საფუძვლად ნიკა მელიასათვის დეპუტატის
უფლებამოსილების შეწყვეტას. პარლამენტმა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების
შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრს
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები იმავეს იმეორებს, რასაც
კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი. როგორც კონსტიტუცია, ასევე
პარლამენტის რეგლამენტი, ერთი მხრივ, პირდაპირ ჩამოთვლის, თუ რა ხდება
პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი,
ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი წყვეტს. 

დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი


ნიკანორ მელიას დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან
დაკავშირებით? შეაფასეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება
კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით. იმსჯელეთ და დაასაბუთეთ თქვენი
პოზიცია!

You might also like