You are on page 1of 4

კაპიტალური საზოგადოებები გერმანიაში

გერმანული საკორპორაციო სამართალი განასხვავებს შემდეგ კაპიტალურ


საზოგადოებებს: სააქციო საზოგადოება, შპს და კომანდიტური საააქციო
საზოგადოება. მათ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ მაი დაფუძვნებისათვის
აუცილებელია საწესდებო კაპიტალის არსებობა. სს- 50 000 ევრო; შპს- 25 000 ევროს
წარმოადგენს.

1)სააქციო საზოგადოება(წარმოადგენს იურიდიულ პირს)

ყველაზე მსხვილი კაპიტალური საზოგადოებაა და მისი საწესდებო კაპიტალი აქციებად


არის დაყოფილი. სწორედ აქციების ფორმით არის სააქციო საზოგადოების საწესდებო
კაპიტალის წილები ფასიან ქაღალდებში გამოხატული და ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე
ხელმისაწვდომი დაინტერესებული პიებისათვის. გერმანიის სამართალი განასხვავებს
შემდეგ სააქციო საზოგადოებებს:

 საჯარო სააქციო საზოგადოება- აქციების მეშვეობით ხდება ბირჟაზე დამატებითი


კაპიტალის მოზიდვა და აქციების ბრუნვის უზრუნველყოფა. სააქციო
საზოგადოების ეს ფორმა ყველაზე მეტად შეესაბამება თანამედროვე ბირჟისა და
ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებს
 მცირე სააქციო საზოგადოება- მას აქციონერების მცირე რაოდენობა ჰყავს და იგი
საჯარო სააქციო საზოგადოების საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს . სიტყვა
მცირე გამოხატავს არა საწარმოს სიდიდეს, არამედ აქციონერების მცირე
რაოდენობას და იგი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არ მონაწილეობს
 საოჯახო სააქციო საზოგადოება- მისი მახასიათებელია რომ აქციათა
უმრავლესობა ერთი რომელიმე, როგორც წესი, დამფუძვნებელი ოჯახის ხელში
იმყოფება. მისი წესდება შეიცავს დებულებებს, რომელიც ზღუდავს აქციების
შეძენას უცხო პირთა მიერ.
 ერთი პირის სააქციო საზოგადოება- გამოიყენება მაშინ როცა სააქციო
საზოგადოებას აფუძვნებს სახელმწიფო ან რომელიმე იურიდიული პირი .

2) კომანდიტური სააქციო საზოგადოება(იურიდიული პირია და განეკუთვენბა


კაპიტალურ საზოგადოებებს)

არის საზოგადოებს, რომლის სულ ცოტა ერთი პარტნიორი მაინც საზოგადოების


კრედიტორების წინაშე შეუზღუდავად აგებს პასუხს, ხოლო დანარჩენები კი
მონაწილეობენ აქციებად დაყოფილ საწესდებო კაპიტალში იმგვარად, რომ
საზოგადოების ვალებისათვის ისინი პასუხს არ აგებენ. კომანდიტური სააქციო
საზოგადოების როლი ძალიან მცირეა და შესაბამისად მათი რაოდენობაც გერმანიაში
მცირეა.

3) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

არის ერთი ან რამდენიმე პარტნიორისაგან შემდგარი საზოგადოება , რომელსაც აქვს


წილებად დაყოფილი კაპიტალი და რომელიც არის იურიდიული პირი. ქართული
სამართლისაგან განსხვავებით იგი შეიძლება დაფუძვნდეს არაკომერციული მიზნითაც.
იგი უმთავრესად გამოიყენება საშუალო და მცირე საწარმოების საქმიანობისათვის და იმ
შემთხვევაში, როცა საზოგადოების დამფუძვნებლებს მიზნად არა აქვთ ფასიანი
ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა. შპს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
კაპიტალური საზოგადოების ფორმაა და მისი კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს
სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით:

საქმიანობის საგნის მიხედვით განასხვავებენ კომერციულ(მოგების მიზნით შექმნილ) და


არაკომერციულ(არამომგებიან) შპსებს. ასევე შესაძლებელია მისი დაყოფა პარტნიორთა
რაოდენობის მიზედვით: ერთი პირის შპს და მრავალპარტნიორიანი შპს.

სააქციო საზოგადოების ორგანოები

გერმანიის სააქციო საზოგადოებებისათვის დამახასაითებელია მართვის ორსაფეხურიანი


სისტემა. მართვის ორგანოებში მკვეთრად არის ერთმანეთისაგან გამიჯნული
ხელმძრვანელობისა და კონტროლის ფუნქციები. ორგანოებს შორის არარსებობს
იერარქიული ურთიერთდაქვემდებარება, ისინი წამოადგენენ თანასწორუფლებიან
ორგანოებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებსი ახორციელებენ მათთვის კანონით
დაკისრებულ მოვალეობას.

ა) გამგეობა

არის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და მას ეკისრება საკუთარი


პასუხისმგებლობით სააქციო საზოგადოების გაძღოლა და მესამე პირებთან
ურთიერთობაში წამოდგენა. იგი სავალდებულო ორგანოა. საკუთარი
პასუხისმგებლობით სააქციო საზოგადოების გაძღოლა ნიშნავს, რომ გამგეობა არარის
დამოკიდებული საზოგადოების სხვა ორგანოების, მათ შორის აქციონერების
მითითებებზე. სამეთვალყურეო საბჭო აკონტროლებს მას,მაგრამ მისთვის მითითებების
მიცემის უფლება არაქვს. ასევე საკუთარი პასუხისმგებლობით სააქციო საზოგადოების
გაძღოლა ნიშნავს იმასაც, რომ გამგეობა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულებებისამებრ იღებს, ხოლო ამ
შეხედულებებსი მთავარი განმსაზღვრელია საწარმოს ინტერესები . იგი შეიძლება
შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე პირისაგან(მხოლოდ ფიზიკური პირი შეიძლება იყოს
წევრი) და არის კოლეგიური ორგანო და იგი ორგანოს სტატუსს ინარჩუნებს მაშნაც როცა
ერთი წევრისგან შედგება.

იმ შემთხვევაში თუ იგი შედგება რამდენიმე წევრისგან, სამეთვალყურეო საბჭო


უფლებამოსილი აირჩიოს გამგეობის თავმჯდომარე, მაგრმა მას რაიმე
განსაკუთრებული უფლებამოსილება არ გააჩნია. ვადა- გამგეობის წევრებს ნიშნავს
სამეთვალყურეო საბჭო მაქსიმუმ 5 წლის ვადით.გამგეობის წევრების გამოწვევისა და
თანამდებობიდან გათავისუფლების კომპეტენცია სამეთვალყურეო საბჭოს . მონისტური
სისტემისგან განსხვავებით, აქციონერს არც გამგეობის წევრების დანიშვნის და არც
გამოწვევის უფლება არაქვთ.

ბ) სამეთვალყურეო საბჭო

მთავარ ამოცანს წამოადგენს გამგეობის არჩევა და მისი გამოწვევა , მასზე კონტროლის


განხორციელება და კონსულტაციების მიცემა. იგი ახორციელებს გამგეობის და არა
სააქციო საზოგადოების საქმიანობის კონტროლს, ასვე მას არაქვს უფლება პირდაპირ
ჩაერიოს გამგეობის მუშაობაში. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს
იმავდროულად გამგეობის წევრი. წევრების რაოდენობა- 20ზე მეტია. ამერიკული
კანონმდებლობისაგა განსხვავებით გერმანული კანონმდელობა არადგენს რაიმე
კვალიფიკაციას სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის.

გ) საერთო კრება

საერთო კრების კომპეტენცია კანონით ამომწურავად არის განსაზღვრული .


ხელმძღვანელობის საკითხებზე მას მხოლოდ მაშინ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ,
როცა გამგეობა მისგან მოითხოვს, ხოლო მიიღებს თუარა გადაწყვეტილებას ეს საერთო
კრების შეხედუელებაზეა დამოკიდებული. მისი ყველაძე მნიშვნელოვანი
უფლებამოსილებაა: აქციონერთა წამომადგენლების არჩევა სამეთვალყურეო
საბჭოში, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების
დამტკიცება,აუდიტორის არჩევა და მოგების განაწილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება. შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს გამგეობას და ნიადაგი
მოამზადოს გამგეობის გამოწვევისათვის. ასევე იგი უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილებები გამგეობის წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების
წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნების გამოყენებისა თაობზე .

პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები გერმანულ სამართალში

ამერიკისაგან განსხვავებით გერმანიაში არსებობს ერთიანი საკორპორაციო


სამართალი. კაპიტალური საზოგადობების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის
მომწესრიგებელი ნორმები ორ კანონშია თავმოყრილი: სააქციო კანონსა და შპს-ს
შესახებ კანონში. სააქციო კანონში საუბარია იმაზე თუ როგორ უნდა გააკონტროლონ
აქციონერებმა საუკეთესოდ და იაფად მენეჯერები. ამ კანონით დადგენილია
პასუხისმგებლობის დადგომის წინაპირობები: 1.პასუხისმგებლობის სუბიექტი(გამგეობის
ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი); 2. მოვალეობის დარღვევა; 3. ბრალეული მოქმედება;
4. ზიანი, რომელიც მიადგა საზოგადოებას გამგეობის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის
მიერ მოვალეობის დარღვევის შედეგად; 5. მოთხოვნა არუნდა იყოს ხანდაზმული; 6.
მოსარჩელე უნდა იყოოს საზოგადოება ან საზოგადოების კრედიტორი.
პასუხისმგებლობის ნორმები განსაზღვრულია კანონში და მათი შეცვლა სასამსახურო
ხელშეკრულებით ან წესდებით არ შეიძლება, ასევე დაუშვებელია მათი გამკაცრება . რაც
შეეხება შპს-ს პასუხისმგებლობა შესაბამისი კანონით არის განსაზღვრული, ნორმები
იმპერატიული ხასიათისაა. ხელმძღვანელები, რომლებიც დაარღვევენ მათზე
დაკისრებულ მოვალეობას სოლიდარულად აგებენ პასუხს საზოგადოების წინაშე.

გერმანიის კორპორაციული მართვის კოდექსი

გერმანიის კორპორაციული მართვის კოდექსი მიღებულ იქნა 2002 წლის 26 თებერვალს ,


იგი არ არის კანონი და არ შეიცავს იმპერატიულ ნორმებს. მასში თავმოყრილია
სამართლებრივად არასავალდებულო ქცევის წესები, კორპორაციული მართვის წესები
რეკომენდაციების ფორმით და მათი შესრულება უზრუნველყოფილია ფასიანი
ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ნებაყოფლობით. იგი შეიცავს 82
რეკომენდაციას და 19 ინიციატივას, რომელთა შესრულებაც ხდება ,,დაემორჩილე ან
განმარტე’’ პრინციპის დაცვით. ამ პრინციპის სამართლებრივ საფუძველს წამოადგენს
ის, რომ სააქციო კანონის მიხედვიტ ბირჟაზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების
გამგეობა და სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად აქვეყნებენ ანგარიშს , რომ მათი
საქმიანობა შეესაბამება რეკომენდაციებს და რომელი რეკომენდაციები არ იქნა ან არ
იქნება მათი მიერ დაცული. იმის დასაბუთება თუ რატომ არ იცავს საზოგადოებს
რეკომენდაციებს ხელმძღვანელობას არ მოეთხოვება.

პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები პოსტსაბჭოთა სამართალში

1. კაპიტალური საზოგადოებების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის


მომწესრიგებელი ნორმები რუსულ სამართალში გაბნეულია ერთის მხრივ
სამოქალაქო კოდექსში ხოლო მეორეს მხრივ სააქციო საზოგადოებებისა და შპს -ის
შესახებ კანონში
2. ყაზახეთის სამართალში- კანონებში სააქციო საზოგადოებებისა და შეზღუდული
პასუხისმგებლობის ამხანაგობის შესახებ.
3. ქართულ სამართალში- კანონი მეწარმეთა შესახებ.

რუსეთსა და ყაზახეთში ამ კოდექსები წარმოადგენს წესებისა და რეკომენდაციების


კრებულს, რომელთა შესრულებაც კორპორაციების მიერ ნებაყოფლობით ხდება.

You might also like