You are on page 1of 3

I.

კორპორაცია - კაპიტალური საზოგადოების ძირითადი ფორმა


(აშშ) (სამეწარმეო კორპორაცია)
კორპორაციის ხუთი ძირითადი ნიშანი:
1. იურიდიულ პირად აღიარებ;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობა;
3. წილების (აქციები) გასხვისებადობა;
4. ცენტრალიზებული მენეჯმენტი საბჭოს ტიპის ორგანოს-ბორდის-
ხელმძღვანელობით;
5. კაპიტალის წილება(აქციებად) დაყოფა;

კორპორაციების ორი სახეობა:

1. ღია კორპორაცია (სააქციო საზოგადოება)-


- ჰყავს დიდი აქციონერთა დიდი რაოდენობა;
- მონაწილეობს საჯარო ვაჭრობაში ბაზრის საშუალებით და მაკლერების
საშუალებით;
- აკისრია ანგარიშგებისა და საჯაროობის მოვალეობები;
- აქციონერთა მრავალრიცხოვნობის გამო აქციონერები არ მონაწილეობენ
კორპორაციის მართვაში;
2. დახურული კორპორაცია (შეზ. პას. საზ)-
- პარტნიორთა მცირე რაოდენობა (30-მდე);
- მართავენ პარტნიორები;
- არ მონაწილეობენ საჯარო ვაჭრობაში;
- შეხღუდულია წილების გასხვისებაც;

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია-(მიიჩნევენ შპს-დ):


- არ არის იურიდიული პირი;
- ამხანაგობის ტიპის კორპორაცია;
- პარტნიორების პასუხსიმგებლობა შეზღუდულია ;

ამერიკაში კორპორაციების კიდევ ერთგვარი კლასიფიკაცია:


I. პირველი ჯგუფი - 2 000 აქციონერი, 100 მილიონი - დიდი ღია კორპორაციები.
II. მეორე ჯგუფი - 500 აუქციონერი და 50 მილიონი - მცირე ღია კორპორაციები.
III. მესამე ჯგუფი - 500-ს არ აღემატება - როგორც ღია, ისე დახურული კორპორაციები.

მცირე კორპორაცია
- იბეგრება როგორც ამხანაგობა ე.ი. იბეგრება არა კორპორაცია, არამედ მისი
პარტნიორები.
- მაქსიმუმ 75 აქციონერი;
- აქციონერები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები;
- აქციონერი არ შეიძლება იყოს უცხოელი, რომელსაც სახოვრებელი ადგილი არ აქვს აშშ-
ში;
- კორპორაციას აქვს მხოლოდ ერთი სახეობის აქცი;

კაპიტალური საზოგადოება გერმანულ სამართალში


კაპიტალური საზოგადოები რამდენიმე ფორმა:
1. სააქციო საზოგადოება;
2. კომანდიტურ სააქციო საზოგადოება;
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

1. სააქციო საზოგადოება- არის კორპორაცია, რომელსაც სააქციო კავშირსაც


უწოდებდნენ. მისი კაპიტალი, რომელიც აქციებად არის დაყოფილი
განისაზღვრება წესდებით.
სააქციო საზოგადოების ტიპები:
საჯარო სააქციო საზოგადოება- აქციების მეშვეობით ხდება ბირჟებზე
დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და შესაბამისად აქციების ბრუნვის
უზრუნველყოფა. ეს არის სააქციო საზოგადოების მოდელი და ყველა დანარჩენი
აქედან გამომდინარეობს.

მცირე სააქციო საზოგადოება - ჰყავს აქციონერთა მცირე რაოდენობას და


საჯარო სააქციო საზოგადოების საპირისპირო მოვლენაა. მცირე- მიემართება არა
მისი აქციების სიმცირეზე, არამედ აქციონერთა მცირე რაოდენობაზე და იგი არ
მონაწილეობს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.

საოჯახო სააქციო საზოგადოება - აქციათა უმრავლესობა ერთი რომელიმე


დამფუძნებელი ოჯახის ხელში იმყოფება. მათ წესდებით განისაზღვრება , რომ უცხო
პირების მიერ აქციების შეძენა შეზღუდულია. განსხვავებულია მისი
სამეთვალყურეო საბჭო.

ერთი პირის სააქციო საზოგადოება - გამოიყენება, როდესაც მას აფუძნებს


სახელმწიფო ან სხვა რომელიმე იურიდიული პირი.
კოოპერაციული სააქციო საზოგადოება -
დამხმარე სააქციო საზოგადოება - და სხვა........................

2. კომანდიტური სააქციო საზოგადოება - სულ ცოტა ერთი პარტნიორი მაინც


საზოგადოების კრედიტორების წინაშე პერსონალურად აგებს პასუხს
(შეუზღუდავად), ხოლო დანარჩენები საზოგადოების ვალებისთვის პასუხს არ
აგებენ. ის წარმოადგენს კომანდიტური საზოგადოებისა და სააქციო საზოგადოების
ნაჯვარს.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)-ერთი ან რამდენი


პარტნიორისაგან შემდგარი საზოგადოება, რომელსაც აქვს წილებად დაყოფილი
საწესდებო კაპიტალი და რომელიც არის იურიდიული პირი.(ქართულისგან
განსხვავებით გერმანიაში შპს შეიძლება დაარსდეს არაკომერციული მიზნითაც ).
ის მიიჩნევა კორპორაციად. ის გამოიყენება, რომდესაც მიზანი არ არის ფასიანი
ქაღალდებით ბაზარზე მონაწილეობა. შპს-ების კლასიფიკაცია :
- საქმიანობის საგნის მიხედვით - კომერციული ან არაკომერციული
- პარტნიორთა რაოდენობის მიხედვით- ერთი პირის შპს და
მრავალპარტნიორიანი შპს.
ევროპის სააქციო საზოგადოება

2004 წლის 8 ოქტომბერს ევროპის კავშირის ტერიტორიაზე ძალაში შევიდა ევროპის


საზოგადოების სტატუსი შესახებ. ეს იყო მეოთხე ერთიანი სამეწარმეო
საზოგადოების შემოღება, რომელიც წარმატებით დასრულდა. ეს იდეა დაიბადა და
განხორციელდა საფრანგეთში მე-20 საუკუნეში.
აღნიშნული დადგენილება წევრ სახელმწიფოებს აკისრებდა გარკვეული
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ამან გამოიწვია სპეციალური
კანონის მიღება.
განისაზღვრა მინიმალური საწესდებო კაპიტალი 120 000 ევროს.
საწესდებო კაპიტალი დაყოფილია აქციებად. აქციონერი პასუხს აგებს მხოლოდ
შეუტანელი შესატანის ფარგლებში.

You might also like