You are on page 1of 47

ბილეთი#1 სამოქალაქო სამართლის ცნება და მოქმედების სფერო

კონტინენტური ევროპის სამართალი სამართალს ორ ნაწილად ჰყოფს---კერძო და საჯარო.სამართლის ის


ნაწილი,რომელიც კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ
ურთიერთობებს აწესრიგებს,იწოდება კერძო სამართლად.ამ ურთიერთობებს საფუძვლად უდევს პირთა
თავისუფალი ნების გამოვლენა და სხვა პირებთან ურთიერთობის დამყარების სურვილი.ამ მოვლენას
კერძო ავტონომია ეწოდება და ის კერძო სამართლის ფუნდამენტს წარმოადგენს.სამართლის მეორე
ნაწილი ისეთ ურთიერთობებს აწესრიგებს,რომლებიც არა კერძო ავტონომიის საფუძველზე
წარმოიშობა,არამედ სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილებათა განხორციელებისას პირთა
სუბორდინაციული დაქვემდებარების ნიადაგზე და მას საჯარო სამართალი ეწოდება.სამოქალაქო
სამართლის ცნება და მოქმედების სფერო განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 1 მუხლით,რომლის
თანახმად სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის
ქონებრივ,საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

1.პირთა თანასწორობა--- ნიშნავს ნების თავისუფლად,სხვისი იძულების გარეშე,გამოხატვის უნარს.ის


არსებითად კერძო ავტონომიის სინონიმია.პირთა თანასწორობა არ გამორიცხავს სუბორდინაციულ
ურთიერთობებს კერძო სამართალში -- მაგ: მშობელი და შვილი

2.კერძო ურთიერთობები-- კოდექსი მხოლოდ კერძო პირებს,ინდივიდებს შორის წარმოშობილ


ურთიერთობებს აწესრიგებს.კერძო პირია-- ურთიერთობის ყველა სუბიექტი,რომელიც თანასწორობის
საფუძველზე და არასაჯარო ფუნქციას აღასრულებს.

3.სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობების უმეტესობა ქონებრივი ხასიათისაა და


ისინი წარმოიშობა ქონებრივ სიკეთეებთან დაკავშირებით.

4.საოჯახო ურთიერთობა შეიძლება იყოს პირადიც და ქონებრივიც.მათი ცალკე რეგულირების სფეროდ


მითითება დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდში არსებულ მანკიერ პრაქტიკასთან,როცა ეს
ურთიერთობები გამოყოფილი იყო.

5.პირად ურთიერთობებში უმეტესად იგულისხმება სახელის,პატივისა და ღირსების ,რეპუტაციის თუ


სხვათა დაცვა.

შეზღუდული ქმედუნარიანობა

არასრულწლოვანი შვიდიდან 18 წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.შეზღუდული


ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი,რომელსაც სასამართლომ დაუწესა
მზრუნველობა.შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავისი ქმედუნარიანობაში უთანაბრდება
არასრულწლოვანს.შეზღუდული ქმედუნარიანი სუბიექტი ახდება ნების გამოვლენას,მაგრამ მისი
ძალაუნარიანობა დამოკიდებულია სხვა პირზე.ეს გამოვლენილი ნება შემდგომში შეიძლება გახდეს
ნამდვილი ან არა.ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ,როცა აღარ არის ის საფუძველი,რომლის
გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების
გამოვლენის ნამდვილობისთვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა,გარდა იმ
შემთხვევებისა,როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.ამ
შემთხვევაში სარგებელი უმეტესწილად უფლებრივი სარგებლის ჭრილში გვევლინება.თანხმობა
მიღებასავალდებულო ფორმით ნების გამოვლენაა.განსახვევებენ გენერალურ და სპეციალურ
თანხმობებს.ზოგადად ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაშვებეულია მხოლო კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

ქმედუნარიანობის შეზღუდვა შეიძლება ალკოჰოლი ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების


გამო.კერძოდ,სასამართლომ მზრუნევლი უნდა დაუწესოს პირს,რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს
და ნარკოტიკებს და ამით ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.იგი უფლებამოსილია
დადოს ქონების განკარგვის გარიგება,აგრეთვე განკარგოს ხელფასი,პენსია ან სხვა სახის შემოსავალი
მხოლოდ მზრუნველის თანხმობით,გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების
დადებისას.ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.

სასამართლო აუქმებს შეზღუდვას --- თუ პირი თავს ანებებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკს;ან ისევ
იყენებს,თუმცა ოჯახს არ აყენებს მძიმე მდგომარეობაში.

ბილეთი#2 კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა


კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა ზოგიერთ სირთულესთან არის დაკავშირებული.ასეთი
გამიჯვნის საკითხი არ არის მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობის მას დიდი პრაქტიკული
მნიშვნელობაც გააჩნია,რაც უწინარეს ყოვლისა 2 საკითხში ვლინდება:

1.რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული

2.რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს დავა

გამიჯვნის პრობლემა განსხვავებული თეორიების წარმოშობისსაფუძველი გახდა:

ინტერესების თეორია--- დასაბამს იღებს რომაელი იურისტის ულპიანესგან.ამ თეორიის მიხედვით


საჯარო და კერძო სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით,თუ რომელ ინტერესს
ანიჭებს ის უპირატესობა.ეს თეორია დღეს ნაკლებად გამოიყენება,რადგან კერძო სამართლის ცალკეულ
დარგებში აშკარად შემოიჭრა საჯარო ინტერესი და პირიქით.

სუბორდინაციული თეორია--- სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეები


თანასწორი არიან,ხოლო საჯარო სამართლისათვის დამახასიათებელია ურთიერთობის იერარქიული
ხასიათი.კერძო სამართალი ეფუძნება თანასწორობისა და ავტონომიის პრინციპს.ეს თეორია სრულად
ვერ გვეხმარება გამიჯვნაში,რადგან ზოგიერთ საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობებში გვხვდება
თანასწორობის პრინციპიც და პირიქით,კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სუბრდინაციული (მაგ:
საოჯახო სამართალში)

სუბიექტების თეორია---- საჯარო სამართლის ნორმის ადრესატია მხოლოდ სახელისუფლებო


უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტი.კერძო სამართლის ნორმა უფლებებსა და ვალდებულებებს
ანიჭებს „ყველას“,მათ შორის „ჩვეულებრივ“ მოქალაქესაც.სუბიექტის თეორია ეფუძნება
განსხვავება,ერთი მხრივ, კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და,მეორე მხრივ,საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს.კერძო პირებია-- კერძო პირები.თუ საჯარო ორგანო ურთიერთობაში გამოდის
როგორც კერძო პირი,მაშინ საქმე გვაქვს კერძო სამართალთან.

სპეციალური სამართლის თეორია--- საჯარო სამართალი არის სახელმწიფო სპეციალური


სამართალი,კერძო სამართალი ზოგადი სამართალი.

ასაკისა და ჯანმრთელობის გამო ქმედუუნარობა

ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებებით სრული მოცულობით
შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ქმედუნარიანობა
დაკავშირებულია ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. 7 წლამდე მცირეწლოვნები მიიჩნევიან
ქმედუუნაროებად, 7დან 18 წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებად , ხოლო 18 წლიდან
პირი სრული ქმედუნარიანობის მქონე ხდება
სამოქალაქო კოდექსი იცნობს ასაკის გამო ქმედუუნარო პირებს.ასეთია 7 წლამდე ასაკის
პირები,სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მათ ეწოდებათ მცირეწლოვნები..ეს ასაკობრივი ზღვარი
მთავრდება სიცოცხლის მეშვიდე წელიწადის უკანასკნელი დღის ამოწურვით.ამ მომენტიდან ბავშვი
ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად.ქმედუუნაროებს ეკრძალებათ სამოქალაქო ურთიერთობებში
შესვლა როგორც დამოუკიდებლად ,ისე კანონიერი წარმომადგენლის თანხნობით.მათი
სამართალსუბიექტობა მხოლოდ უფლებაუნარიანობით შემოიფარგლება.თუმცა პრაქტიკაში ხშირია
შემთხვევა როდესაც მცირეწლოვანი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობი დებს წვრილმან გარიგებებს
მაგ: იძენს მშობლის მიცემული ფულით საღეჭ რეზინს.ასაკის გამო ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო
ურთიერთობებში წარმოადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები.ქმედუუნარო პირი არც
დელიქტუნარიანია.პირთა დელიქტუნარიანობა 10 წლის ასაკიდან დგება.

ბილეთი#3 სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაცია


1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი
სამოქალაქო კოდექსის შექმნის აუცილებლობა.ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია
პროფესორ სერგო ჯორბენაძის ხელმძღვანელობით.ამ კომისიაში შედიოდნენ სამართლის
მეცნიერები და სხვადასხვა თაობის იურისტები.დაიწყო თანამშრომლობა გერმანელ
იურისტებთან ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორის როლფ კნიპერის
ხელმძღვანელობით.კომისიამ უარი თქვა დსთ=ს მოდელურ სამოქალაქო კოდექსზე.კომისიის
მიერ მომზადებული სამოქალაქო კოდექსის პირველი პროექტი ითარგმნა გერმანლად.1996
წელს სარედაქციო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა სამოქალაქო კოდექსის პროექტზე და ის
იუსტიციის მინისტრმა თედო ნინიძემ წარუდგინა მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ
შევარდნაძეს,რომელმაც პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.საბოლოოდ 1997
წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო საქართველოს ისტორიაში
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამოქალაქო კოდექსი,რომელიც ძალაში ამა წლის 25
ნოემბერს შევიდა.ამ კოდექსის შედეგად ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი თაობის ქართველი
იურისტები.აღნიშნულმა კოდექსმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ცივილისტიკის
განვითარებას,რაც გამოიხატება კოდექსის ცალკეული ინსტიტუტების თაობაზე მომზადებულ
და გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან პუბლიკაციაში.პირველად მომზადდა სამოქალაქო
კოდექსის ექვსტომიანი კომენტარი.ამ კოდექსმა კიდევ უფრო დახვეწა სასამართლო პრაქტიკა
და ხელი შეეწყო ე.წ სამოსამართლო სამართალს.ამავე კოდექსმა შესაძლებელი გახადა
საერთაშორისო კონტაქტების განვითარება.
უგზო-უკვლოდ აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება

პირის გამოცხადებას გარდაცვლილად,როგორც წესი,წინ უსწრებს მისი აღიარება უგზო-უკვლოდ


დაკარგულად.პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება უნდა მოხდეს ორი გარემოების
არსებობისას:

პირის ადგილსამყოფელი უნდა იყოს უცნობი და 2 წლის მანძილზე არ უნდა იყოს ნამყოფი თავის
საცხოვრებელ ადგილას.უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების ეს პირობები კუმულატიური ე.ი
აუცილებლად უნდა არსებობდეს ეს ორი პირობა.ვისთვის უნდა იყოს უცნობი ადგილსამყოფელი?
დაინტერესებული პირისათვის ე.ი იმისთვის,ვისთვისაც მნიშვნელოვანია აღნიშნული პირის არსებობის
დადასტურება.თუ ვინ არის ეს დაინტერესებული პირი,კანონი არ აზუსტებს.ამ პირთა წრე შეიძლება
ძალიან ფართოც იყოს: მეუღლე,შვილები,კრედიტორი და სხვა.პირის უგზო-უკვლოდ გამოცხადება
სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების
საფუძველზე.გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ
უფლებამოსილებას,უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით,მათ
შორის,მიიღონ მისგან სარგებელი.ამ ქონებიდან სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ
პირებს და დაიფარება ვალები.

უგზო უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის


შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ.მეურნეობის
სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურებაის მოთხოვნის უფლება მას არ აქვს.

პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას


ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ
იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა
მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ
მოიპოვება.
სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან
დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის
გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან.
პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.
სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.
გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის
შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის შენარჩუნებული ქონება,
რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს.
ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია
დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად
გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.
თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა მისი
რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს
უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

ბილეთი#4სამართლის წყაროები
სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს სამართლის წყაროთა 2 სახეს--- კანონსა და
ჩვეულებებს.კონტინენტური ევროპის სამართალში კანონი სამართლის უმთავრესი წყაროა.განასხვავებენ
კანონის ფორმალურ და მატერიალურ გაგებას. ფორმალური გაგებით- კანონად მიიჩნევა მხოლოდ
საკანონმდებლო ორგანოს-პარლამენტის მიერ ან რეფერენდუმის გზით მიღებული ნორმატიული
აქტები.მატერიალური გაგებით-- სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული ყველა
ნორმატიული აქტი.ზოგადად ნორმატიული აქტებისთვის დამახასიათებელია იერარქია.იერარქიის
სათავეშია ქვეყნის კონსტიტუცია,რომელსაც სამოქალაქო კოდექსის მეორე მუხლის 1 ნაწილის თანახმად
უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო კოდექსი,კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი
განმარტებები.აქტების ამავე იერარქიაში სამოქალაქო კოდექსი დგას კანონების
გვერდით.საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტებთან
მიმართებაში.

ჩვეულება წარმოიშობა მოსახლეობის მიერ ხანგრძლივი გამოყენებიისა და ხალხის მართლშეგნებაში


მათი დამკვიდრების შედეგად.მათი გამოყენების მნიშვნელობა შემცირებულია თუმცა სამოქალაქო
სამართლი გულგრილი ვერ დარჩება ამ უძველესი წყაროს მიმართ.სამოქალაქო კოდექსის მეორე მუხლის
მეოთხე ნაწილის თანახმად ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ისინი არ ეწინააღმდეგება
სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.ამრიგად სამოქალაქო
კოდექსი კანონთან ერთად აღიარებს ჩვეულებასაც სამართლის წყაროდ.
შეცდომით დადებული გარიგებანი
გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის
საფუძველზე.
შეცდომა მოცემულია მაშინ,როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ
ემთხვევა.სხვანაირად რომ ვთქვათ,შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის
შემადგენლობაზე. ვიწრო გაგებით - - -შეცდომა მოცემულია მაშინ ,როდესაც ნების გამომვლენ
პირს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. ფართო გაგებით - - -
წარმოდგენის არ ქონა შესაძლებელია ასევე შეფასდეს როგორც შეცდომა.
შეცდომა არსებითია მაშინ,როდესაც შემთხვევის ობიექტური გარემოებების
გათვალისწინებით,შეიძლება ჩაითვალოს,რომ ის პირი,რომელიც შეცდომით ავლენს
ნებას,შემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში ნებას საერთოდ არ
გამოავლენდა ან თუ გამოავლენდა,არა ასეთი სახით.შეცდომის არსებითობის განსჯისას
გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემთხვევის ყველა გარემოება,რომელიც ყოველ შემთხვევაში
განსხვავებული წინაპირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.შეცდომა უნდა იყოს მიზეზობრივ
კავშირში დამდგარ შედეგთან,
არსებით შეცდომად ითვლება, როცა:
ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;
ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;
გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან
გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.
ნების გამოვლენის ნიშნებში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში - ნების გამომვლენი შეცდომას
უშვებს ნების გარეგნულ ჩამოყალიბებაში.ასეთი შეცდომაა სახეზე ,როდესაც გამოვლენილი
ნება არ შეიცავს იმ ნიშნებსა და შინაარსს,რომელიც ნების გამომვლენს რეალურად სურდა ანუ
იგი არ შეესაბამება გამომვლენის რეალურ ნება-სურვილს.
შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს ნების
გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში.შინაარსში დაშვებული შეცდომის დროს
ნების გამომვლენის მიერ გარეგნულად გამოხატული ნება შეესაბამება მის შინაგან
ნებას.მხარეთა ნების განმარტებისას,აუცილებელია მათი ნამდვილი ნების დადგენა.
*****გარიგების საფუძვლებში დაშვებულ შეცდომას,როდესაც სახეზე არ არის ის
გარემოებები,რასაც მხარეები კეთილსინდისიერების პრინციპის ფარგლებში გარიგების
საფუძლად განიხილავდნენ,მოცემული უნდა იყოს მხარეთა ერთობლივი მცდარი წარმოდგენა
იმ გარემოებებზე,რომელთა გამოც ისინი დებენ გარიგებას.გარიგების საფუძველი არის
ხელშეკრულების გარეთ არსებული,თუმცა,მასთან დაკავშირებული გარემოება ან წარმოდგენა.
1. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნების მიმართ მხოლოდ მაშინ ითვლება არსებითად, როდესაც
თვითონ კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებების გათვალისწინება გარიგების
დადების მთავარი საფუძველია.
2. შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ
მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.
****** კონტრაჰენტის თვისობრიობა პირველ რიგში ნიშნავს მის პირად ნიშან-თვისებებს და ასევე
იმ გარემოებების ანალიზი,რომლებიც გავლენას ახდენს მისი პიროვნების
შეფასებისას.კონტრაჰენტს არსებითი თვისება ხანგრძლივი დროსი მანძილზე უნდა
ახასიათებდეს(ფეხმძიმეობა არ არის,რადგან ის გარდამავალია).ეს არსებითი
თვისებები,შესაძლოა იყოს ასაკი,სქესი,რეპუტაცია,ჯანმრთელობის მდგომარეობა.ზოგ
ხელშეკრულებაში მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაგ:ნასყიდობისას.კონტრაჰენტია
ზოგადად ის პირი,რომლისკენაცაა მიმართული ნების გამოვლენა.
შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების
დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.
უფლებაში შეცდომა გულისხმობს სამართლებრივ შედეგებში შეცდომას.ეს შეცდომა
მოცემულია მაშინ,როდესაც სამართლებრივი გარიგება სასურველისგან განსხვავებულ შედეგს
იწვევს.(მაგ: დუმილით პასუხობს მეწარმე პარტნიორს ,თუმცა არ იცის ,რომ დუმილი ოფერტზე
აქცეპტად
შეცდომა გარიგების მოტივში არ ჩაითვლება არსებითად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.
შეცდომით ნების გამოვლენა არ შეიძლება საცილო გახდეს, თუკი მეორე მხარე თანახმაა
შეასრულოს გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს საცილო გახადოს
გარიგება.
წვრილმანი შეცდომები გამოანგარიშებებში ან წერილობით განხორციელებულ ნების
გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ არა შეცილების უფლებას.
1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.
2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის
დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით
წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე
მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

ბილეთი#5 სამოქალაქო კოდექსის სისტემა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემა პანდექტური სამართლის სისტემას შეესაბამება.მას აქვს
მთლიანად კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი ზოგადი ნაწილი,განსხვავებით დსთ-ს
მოდელლური სამოქალაქო კოდექსისგან.სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელოვანი სიახლეა ის,რომ
საოჯახო სამართალი მთლიანად შევიდა მასში.სამოქალაქო კოდექსი 6 ნაწილისგან შედგება:

1.ზოგადი დებულებანი 2. სანივთო 3.ვალდებულებითი 4.ინტელექტუალური საკუთრების(1999 წელს


მას გამოეყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი) 5.საოჯახო 6. მემკვიდრეობითი
სამართალი
ზოგადი ნაწილის გამოყოფა გერმანული კოდექსის გავლენით მოხდა.ზოგადი ნაწილის არსებობის
უპირატესობა იმაში მდგომარეობს,რომ იგი იძლევა იმ ფუნდამენტს,რომელზეც აიგება მოცემული
კანონის ან სამართლის დარგის მთელი სამართლებრივი სხეული.ზოგადი ნაწილის სახეებია: ისეთი
ზოგადი ნაწილი,რომელიც მთლიანად მთელი დარგისთვის საერთოა და მეორე,ისეთი ზოგადი
ნაწილი ,რომელიც კონკრეტული მიმართულების ზოგად ნაწილის წარომოადგენს.ერძო სამართალი
შედგება სამოქალქო სამართლისა და სპეციალური დარგებისგან.სამოქალაქო სამართალი ზოგად კერძო
სამართალს წარმოადგენს.ის კერძო სამართლის ბირთვის,კერძო სამართლის სპეციალური დარგებია:
1.მეწარმეთა კანონი 2.ინტელექტუალური 3, შრომის 4, საკორპორაციო 5.გაკოტრების

საჯარო სამართალს კი განეკუთვნება 1. კონსტიტუციური სამართალი 2.ადმინისტრაციული


3.საგადასახადო 4. საბაჟო 5. სისხლისა და საპროცესო სამართალი 6.საეკლესიო სამართალი.

წარმომადგენლობა გარიგებებში

1. გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან


კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა
დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით.
წარმომადგენელია პირი,რომელიც მოქმედებს სხვისი სახელით.ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური
თუ იურიდიული პირი.გარკვეულ შემთხვევაში შესაძლებელია,წარმომადგენელი შეზღუდული
ქმედუნარიანიც იყოს.ის თავად უნდა მოქმედებდეს გარიგების დადების მიზნით.იგი თავად ავლენს ნებას
გარიგების დადებისას,რომელიც წარმოდგენილის ნებას უნდა შეესაბამებოდეს.

წარმოდგენილი არის პირი,რომელიც უშუალოდ ხდება გარიგების მხარე.სწორედ იგი გადასცემს მის მიერ
გამოვლენილ ნებას წარმომადგენელს,რათა დაიდოს შესაბამისი გარიგება მისი
სახელით..წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია

1. იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ


პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ
წარმოდგენილ პირს.
2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ
შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ
გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით
უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი
მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.
წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაც, როცა წარმომადგენელი
შეზღუდულად ქმედუნარიანი იყო.
   
1. ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება.
2. თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ გარემოებებს, რომლებიც წარმოდგენილი პირის მიერ
წინასწარ იყო განსაზღვრული, აღნიშნული ნაკლი შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ეს
ნაკლი წარმოდგენილი პირისაგან მომდინარეობს.
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105"წარმომადგენლობითი HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=105"უფლებამოსილება
1. უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების
გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.
2. ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად,
რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია
სპეციალური ფორმა.
შეტყობინების ვალდებულება უფლებამოსილების შეცვლისას
უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის
შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს
მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის
შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:
ა) იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;
ბ) უფლებამოსილი პირის უარით;
გ) უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;
დ) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით;
ე) შესრულებით;
ვ) უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხარდაჭერა
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად
დაუწესდა.

უფლებამოსილების გაქარწყლების შემდეგ წარმომადგენელმა უფლებამოსილების საბუთი უნდა


დაუბრუნოს უფლებამოსილების გამცემს; საბუთის დატოვების უფლება მას არა აქვს.
საბუთის გადაცემის მიზანია სხვისი სახელით მოქმედების უფლებამოსილების გადაჭარბების
გამორიცხვა.მაგ: მოტყუებით დადებული გარიგება.ამგვარი ვალდებულება კავშირშია
კეთილსინდისიერების პრინციპთან.პირს არ აქვს საბუთის დატოვების უფლება.მხარეთა შეთანხმებით
უფლებამოსილების გადაცემა შეიძლება განსაზღვრული იყოს ხელშეკრულებით.თუ არ გადასცემს
შესაძლოა პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა.ეს შეიძლება განსაზღვრული იყოს ხელშეკრულებით.
1. თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას,
ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
2. თუ მეორე მხარე წარმოდგენილი პირისაგან მოითხოვს თანხმობას, მაშინ ამ თანხმობის შესახებ უნდა
ეცნობოს მხოლოდ მას. თანხმობა შეიძლება გაიცეს მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში; თუ ეს არ მოხდა,
მაშინ ითვლება, რომ თანხმობაზე მოთხოვნა უარყოფილია.
ხელშეკრულებაზე უარის უფლება
ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის
შესახებ მან ხელშეკრულების დადების დროს იცოდა. ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება
გამოითქვას წარმომადგენლის მიმართაც.
წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას
1. თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს
ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე
თანხმობის მიცემას უარყოფს.
2. თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, იგი
ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი
ენდობოდა ამ უფლებამოსილებას.
3. წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მეორე მხარემ იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. წარმომადგენელი პასუხს არ აგებს მაშინაც,
როცა ქმედუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოქმედებდა თავისი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი
პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს
გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების
შესასრულებლად.

ბილეთი#6 კანონის განმარტება,კანონისა და სამართლის ანალოგია


თანამედროვე ცხოვრებისეული ურთიერთობები ისეთი რთულია, რომ მათი მოწესრიგება ისეთი მარტივი
წინადადებით, რომლის გაგებასაც ყველა შეძლებს, შეუძლებელია. ამიტომაც აუცილებელია კანონთა
განმარტება. იურისტების მოვალეობაა, რომ გაარკვიონ მოსახლეობა თანამედროვე რთულ სოციალურ და
საკანონმდებლო ლაბირინთებში. კანონის განმარტება გულისხმობს მისი ბუნდოვანი ადგილების
დაზუსტებას, ტექსტის მნიშვნელობის დადგენას. ფართო გაგებით, განმარტება სამართლის
განვითრებასაც ნიშნავს და ერთი მხრივ , გულისხმობს კანონისა და სამართლის ანალოგიის საფუძველზე
ნორმების ჩამოყალიბებას და მეორე მხრივ,ნორმების განვითარებას ზოგადი დებულებებიდან. კანონთა
განმარტება გარკვეულ პრინციპებს ემყარება , მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია : 1.ობიექტურობის
პრინციპი-იგი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს კანონის ჭეშმარიტი არსის დადგენას მისი ტექსტის
საფუძველზე. 2.ერთიანობის პრინციპი-კანონის თითოეული ნორმა კანონთან ერთად უნდა იქნეს
წაკითხული და არა მისგან მოწყვეტილად.
3.გენეტიკური განმარტების პრინციპი-ტექსტის განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი
წარმოშობა,წარმოშობის ობიექტური,ენობრიბი,კულტურული და საზოგადოებრივი პირობები,ასევე
ავტორებიც. 4.განმარტება შედარების მეშვეობით-განმარტება ხდება ანალოგიურ სფეროსა და დროში
წარმოშობილ ტექსტებთან ურთეიერთშეფარდების საფუძველზე.

ახსნა-განმარტების საფუძვლები: 1.გრამატიკული 2.ლოგიკური 3.სისტემატიკური 4.ისტორიულ-


პოლიტიკური 5.სპეციალურ-იურიდიული 6.ფუნქციონალური
ფართო გაგებით განმარტება სამართლის განვითარებასაც ნიშნავს. მას მიეკუთვნენა : ნორმების
ჩამოყალიბება ანალოგიის საფუძველზე, ნორმების განვითარება ზოგადი დებულებებიდან.
ანალოგია გამოიყენება მხოლოდ მაშინ,როცა კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა
გამოსაყენებლ კანონში არ არის.ანალოგიის ადრესატი არის მოსამართლე,მხოლოდ მას შეუძლია
სამართალგამოყენების ამ მეთოდით სარგებლობა.ანალოგიის გამოყენების წინაპირობა არის კანონის ე.წ
დაუგეგმავი არასრულყოფილება.ანალოგიის წესით შეიძლება მხოლოდ ძალაში არსებული ნორმის
გამოყენება.კანონის ანალოგიისას გამოყენებულ უნდა იქნეს „ყველაზე მსგავსი ურთიერთობის
მომწესრიგებელი ნორმა.
როცა კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია,ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის
ზოგადი პრინციპების საფუძველზე,რმლებიც უნდა შეესაბამებოდეს
სამართლიანობის,კეთილსინდისიერებისა და ზნეობოს მოთხოვნებს.
სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს საგამონაკლისო ნორმები ეწოდება და ისინი
ანალოგიის წესით არ გამოიყენება.
იძულებით დადებული გარიგებები

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება,
ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს
მესამე პირისაგან.

იძულება წარმოადგენს ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას.მიუხედავად იმის,რომ ნების


გამომვლენს არ სურს გარიგების დადება,მისი თავისუფალი ნება იმდენად არის
შეზღუდული,რომ,საბოლოო ჯამში,თანხმდება მასზე. შემადგენლობა:

1.ძალადობა - -ძალადობის ქვეშ უნდა გავიგოთ ფიზიკური იძულება,რომელიც მიმართულია


მოძალადისათვის სასურველი ნების გამოხატვისკენ. ეს ე.წ ნების მომდრეკი ძალა,როდესაც პირს
შეზღუდულად,თუმცა მაინც რჩება თავიუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა(ბორკილების
დადება,ჩაკეტვა).

2.მუქარა - - - ეს ფსიქიკური იძულებას წარმოადგენს - ეს სამომავლო საფრთხის შესახებ


შეტყობინებაა,რომლის რეალიზებასაც დამუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად
წარმოაჩენს,რათა ამგვარად ზეგავლენა მოახდინოს მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე და
დაიყოლიოს შესაბამისი გარიგების დადებაზე

3.მართლწინააღმდეგობა - - მიუხედავად იმისა,რომ იძულებას თან ახლავს პირის ნების თავიისუფლების


შეზღუდვა,ის მაინც შეიძლება იყოს მართლზომიერი,თუ პირი მართლზომიერი შედეგის მისაღწევად
შესაბამის მართლზომიერ საშუალებას გამოიყენებს.მაგ: კრედიტორი სარჩელის აღძვრით ემუქრება
მოვალეს. ამისგან განსხვავებით დაუშვებელია არამართლზომიერი ან მიზანთან სეუსაბამო საშუალების
მუქარა.(შვილის მოტაცებით მუქარა).მუქარისგან განსხვავებით ძალადობა ვერასდროს იქნება
მართლზომიერი.

4.მიზეზშედეგობრივი კავშირი - - იძულებასა და ნების გამოხატვას შორის არსებობდეს


მიზეზშედეგობრივიი კავშირი,რაც ნიშნავს იმას,რომ იძულების გარეშე ნების გამოხატვა საერთოდ არ
მოხდებოდა,მოხდებოდა სხვა დროს ან სხვა შინაარსით.

1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა
მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული


გარემოებანი.

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების
ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

ეს მუხლი არ გამოყენება სრულიად უცხო პირის მიმართ.

1.ახლო ნათესავი - - შეცილების უფლება არსებობს თუ მისი მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ
არის მუქარა .ამ ცნების ქვეშ ერთიანდებიან:დედა ,მმა და შვილი,ბიძაშვილებიც კი,მაგ:გერმანული
პრაქტიკით სიდედრიც.აქ მნიშვნელოვანია არა თავისთავად ნათესაური კავშირები,არამედ მასთან
დაკავშირებული „ინტერესები და განცდები“.

ეს მუხლი შეიძლება ანალოგიით გამოვიყენოთ საცოლის ან ახლო მეგობრის წინააღმდეგ მუქარისას.აქ


მნიშვნელოვანია ურთიერთბოს ხარისხი და დატვირთვა.

იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო


მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების
დამთავრების მომენტიდან.

შეცილების ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან,როდესაც იძულებულს შეეძლო თავისუფლად


განეცხადებინა მასზე განხორციელებული შეწოლის შესახებ ანუ იძულების დასრულებასთან
ერთად.იძულება დასრულებულია მასში აღწერილი საფრთხის რეალიზაციისას ან საბოლოდ ჩავლისას..ამ
ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს შეცილების უფლებას. პირს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის
ანაზღაურება,რაც იძულებას მოჰყვა.

ბილეთი#7კერძო ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება


კერძო ავტონომია ეწოდება კონკრეტულ პირთათვის სამართლით მინიჭებულ და უზრუნველყოფილ
შესაძლებლობას ერთმანეთს შორის ურთიერთობა განსაზღვრულ ფარგლებში მოაწესრიგონ გარიგებების,
განსაკუთრებით ხელშეკრულების მეშვეობით. კერძო ავტონომიის ერთერთი ფუძემდებლური
პრინციპია,რომლის თანახმადაც სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ
ნეისმიერი კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მოქმედება.
კერძო ავტონომია გულისხობს თვითპასუხისმგებლობასაც. პირი თავის მოქმედებისთვის თავად აგებს
პასუხს.რაც ჩაიდინა,ან იკისრა, უნდა გამოასწოროს ან შეასრულოს.

ხელშეკრულების დადების თავისუფლება ,როგორც კერძო ავტონომიის მნიშვნელოვანი გამოხატულება,


არის შესაძლებლობა დადოს ან არ დადოს პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება,შეარჩიოს მისთვის
სასურველი კონტრაჰენტი და ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებიღ თავისუფლად
განსაზღვროს მისი შინაარსი. ხელშეკრულების დადებით მხარეები ნებაყოფლობითა და ორმხრივად
კისრულობენ ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას , ამით თავს იბოჭავენ,რასაც სახელშეკრულებო
თვითბოჭვა ჰქვია. კერძო ავტონომიის კლასიკური გამოხატულებაა ანდერძის თავისუფლება.პირს აქვს
უფლება ქონება დაუტოვოს ნებისმიერ პირს. კერძო ავტონომია სამოქალაქო სამართლის
საფუძველია,მაგრამ მაინც არაა შეუზღუდავი.იგი შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს უსაფრთხოებით
ან კონტრაჰირების ხელშეკრულებით.ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ საწარმოებს,რომელთაც
ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ,არ აქვთ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის
უფლება.

არასამეწარმეო იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობა


იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთრების მქონე,
ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი
სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს
მოსარჩელედ და მოპასუხედ. იგი შეიძლება იყოს კერძო ან საჯარო სამართლის. კერძო სამართლის
იურიდიული პირები იყოფა სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებად.

არასამეწარმეო იურიდიული პირი იქმნება იდეალური, საქველმოქმედო, საზოგადოებისთვის


მნიშვნელოვანი სოციალური, სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ამოცანების განსახორციელებლად.
თუმცა მათ სსკ ანიჭებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებასაც.თუმცა მათი საქმიანობა
გარკვეულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს : პირველი, მათ მიერ გაწეული სამეწარმეო საქმიანობა
დამხმარე ხასიათის უნდა იყოს და მიღებული მოგება მთლიანად უნდა მოხმარდეს იურიდიული პირის
მიზნების რეალიზაციას. მეორე, დაუშვებელია სამეწარმეო საქმიანობით მიღებული ქონების განაწილება
ა(ა)იპ-ს დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებსა და ხელმძღვანელებს შორის. მოგება ან დასახული
მიზნების რეალიზაციას უნდა მოხმარდეს ან უნდა დარჩეს იურიდიულ პირს. გარდა ამ ორი ნიშნისა
არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიულ პირების სხვა განსხვავებებიც საყურადღებოა:

პირველი, კომერციული იურიდიული პირის ქონება იყოფა წილებად,რომელთაც დამოუკიდებელი


ქონებრივი ღირებულება აქვთ. მათი გასხვისება შესაძლებელია. ა(ა)იპ-ის ქონება არაა წილებად
დაყოფილი და არც მათი გასხვისებაა შესაძლებელი.

მეორე, კომერციული იურიდიული პირიდან გასვლა დაკავშირებულია ქონებრივ შედეგებთან,


არაკომერციულიდან გასვლა-არა.

მესამე, კომერციული იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი თანხა ნაწილდება


დამფუძნებლებს ან პარტნიორებს შორის,არაკომერციულის ლიკვიდაციისას მისი ქონების განაწილება
დაუშვებელია. მეოთხე, ერთი სამართლებრივი კომერციული იურიდიული პირის მეორედ გარდაქმნდა
შესაძლებელია, ხოლო არაკომერციულის დროს სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია.

ბილეთი#8 ობიექტები
კერძო სამართლებრივი ურთიერთობების დახასიათებისას სუბიექტებთან და მათ უფლებებთან ერთად
მნიშვნელოვანია ობიექტები.

ობიექტები არის ის სიკეთეები, რომელთა გამოც ქონებრივ ურთიერთობათა უმეტესობა წარმოიშობა.

სსკ მათ სანივთო სამართალში განამტკიცებს. ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი
ღირებულების მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით
ბრუნვიდან არ არის ამოღებული. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ყველა ობიექტი - ქონება, არის
ყველა ნივთი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლეთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა
შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს
აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

სსკ ობიეტებს ორ დიდ ჯგუფად ჰყოფს: ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებად, ნივთები
პიროვნულობას მოკლებული, ბრუნვაუნარიანი,პირთა ბატონობას დაქვემდებარებული, ნატურით
გამიჯნული და სხეულებრივად ერთიანი საგნებია. ნივთი არ არის ადამიანი ან მისი სხეული, არც
სხეულის ნაწილი, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო სხეულიდან მოცილებისა
და მათზე გარიგების დადებისთანავე გარდაიქმნებიან ნივთებად. ნივთი არ არიან ცხოველებიც,მაგრამ
შეიძლება გავუთანაბროთ მათ. ნივთები იყოფა უძრავ და მოძრავ ნივთებად. მათ შორის არსებული
სამართლებრივი განსხვავება კარგად ჩანს საკუთრების შეძენისას. უძრავ ნივთზე საკუთრებისთვის
გარიგების დასადებად საჭიროა წერილობითი გაფორმება და შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია,
ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევას მხოლოდ გადაცემაც საკმარისია. უძრავი ნივთია მიწის ნაკვეთი,
მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. მოძრავია ნებისმიერი ნივთი,
რომელიც სსკს მიხედვით არაა უძრავი. მოძრავი ნივთები იყოფა შეცვლად და შეუცვლად,გვაროვნულ და
ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ, მოხმარებად და მოუხმარებად ნივთებად.

რაც შეეხება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს სსკ ასახელებს მოთხოვნებსა და უფლებებს.


უფლებებს, როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს, განეკუთვნება მომიჯნავე და საავტორო
უფლებები. სამოქალაქო სამართლის ობიექტად შეიძლება განვიხილოთ ნაყოფი. განასხვავებენ ნივთისა
და უფლების ნაყოფს. პირველს განეკუთვნება ნამატი და უპირატესობა,რასაც ეს ნივთი იძლევა. უფლების
ნაყოფია ის შემოსავალი, არც მიიღება მისი გამოყენების შედეგად. რაც შეეხება ქონებას, ქონებად მიიჩნევა
ქონებრივი უფლებების ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ პირს ეკუთვნის.

გარიგების ცნება
გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს.გარიგება არის
ცალმხრივი ,ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა.ამით სამოქალაქო კოდექს ნების თეორიას
უჭერს მხარს.ამ დეფინიციის თანახმად,გარდა იმისა,რომ ნება უნდა არსებობდეს,აუცილებელია ეს ნება
გარეგნულად უნდა იყოს გამოვლენილი.მაგრამ ნების ყოველგვარი გამოვლენა არაა გარიგება.ამიტომაც
აზუსტებს ს.კ,რომ გარიგებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენა,რომელიც მიმართულია
სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია.სამოქალაქო კოდექსი ამ ნების გამოვლენას


უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას.ადამიანთა პირადი ცხოვრებით
დაწყებული ურთულესი ეკონომიკური პროცესებით დამთავრებული.სწორედ ნების გამოვლენის
მეშვეობით გამოხატავენ ადამიანები გარეგნულად იმას,რისი მიღწევაც მათ სურთ.

რადგან სამართალი ნების გამოვლენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,ისიც მოითხოვს პირობების დაცვას:

• მატერიალური პირობები - - პირის გონებრივი შესაძლებლობები(ასაკი,ჯანმრთელობა)

• ფორმალური წინაპიროებები - - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა

ნების გამოვლენის თვისებას,რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურიერთობების წარმოშობის,შეცვლის


ან შეწყვეტისათვის,კანონი უწოდებს ნების გამოვლენის ნამდვილობას.

გარიგების ცნება კერძო სამართლის უზოგადესი ცნებაა.იგი გამოიყენება არა მარტო სამოქალაქო
სამართალში,არამედ კერძო სამართლის სხვა დარგებშიც,მაგ:საკორპორაციო სამართალში,საბანკო
სამართალში.

მართალია,გარიგების ძირითადი ბირთვი ნების გამოვლენაა,მაგრამ თავისთავად მხოლოდ ნების


გამოვლენა არ წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს.ნების გამოვლენის ნამდვილობა მრავალ
გარემოებაზეა დამოკიდებული.ამ გარემოებებს - გარიგებათა სამართლებრივ პირობებს უწოდებენ.ისინი
როგორც წესი ძირითადი ნების გამოვლინებას ახლავს თან.ნების ძირითად გამოვლინებად კი მიიჩნევა
ისეთი,რომელიც განსაზღვრავს გარიგების მიზანს ე,ი სამართლებრივ შედეგს.ზოგჯერ შედეგის
მისაღწევად არაა საკამარისი დაინტერესებული პირების მიერ ნების გამოვლენა და აუცილებელია
დამატებითი ნების ან გარემოებების არსებობა.

გარიგება არის ნების გამოვლენა,რომელიც განსაზღვრულ ქმედებებს უდევს საფუძვლად და


ერთობლიობაში იწვევს სამართლებრივი შედეგის დადგომას,მაგრამ ყველა ნების გამოვლენა და მასთან
დაკავშირებული ქმედება არ წარმოადგენს გარიგებას.ზოგიერთი ქმედება ძალიან ჰგავს
გარიგებას,მაგრამ არ წარმოადგენს მას და ამიტომ მასზე არ ვრცელდება გარიგების ნამდვილობა.ასეთია:

1.დამატებითი ვადის დანიშვნა

2.შეტყობინება

3.გაფრთხილება

4.მოქმედებები,რომლებიც ადრესატებისთვის სამართლებრივ შედეგებს იწვევენ შეტყობინების


გარეშე,ასევე არ წარმოადგენენ გარიგებას.ასეთ მოქმედებებს რეალური აქტები ეწოდებათ.

5.ზნეობრივი ვალდებულებები ასევე არ წარმოადგენენ გარიგებას,თუმცა გარეგნულად შეიძლება


ჰგავდნენ კიდევაც(თეატრში დაპატიჟება)

ბილეთი#9 სამოქალაქო უფლების განხორციელების ფარგლები (კეთილსინდისიერად,


მართლზომიერად განხორციელება. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
სამოქალაქო უფლება კერძო სამართლის სუბიექტებისთვის კანონით მინიჭებული შესაძლებლობაა,
რომელიც კერძო ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისუფლად და
საკუთარი შეხედულებისამებრ, თუმცა მართლწესრიგი მისის გამოყენების ფარგლებს აწესებს.
აღსანიშნავია, რომ იგი არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე. სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი
უფლებები და მოვალეობები.სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, არც ნიშნავს
იმას, რომ უფლებამოსილმა პირმა უნდა დაიცვას უფლების განხორციელებისთვის კანონით დადგენილი
წესი.უფლების განხორციელების ფარგლები ხშირად განპირობებულია ამ უფლების საგნით. სსკ
კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას.ამ მიზანს იგი აღწევს იმპერატიული ნორმებითა და შიკანის
აკრძალვით. შიკანა აღნიშნავს უფლების გამოყენებას მხოლოდ იმ მიზნით , რომ სხვას ზიანი მიადგეს.
მოქმედების შიკანად დაკვალიფიცირებისათვის მთავარია პირის განზრახვა, რომ მისი მოქმედების
ერთადერთ მიზანს სხვისთვის ზიანის იყენება წარმოადგენდა. ასეთ

აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება ისეთი თავდაცვა,რომელიც აუცილებელია საკუთარი თავზე ან


სხვებზე რეალური მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოსაგერიებლად.აუცილებელი მოგერიების
ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ზიანი
არ ანაზღაურდება.

უკიდურესი აუცილებლობის დროს საფრთხე მომდინარეობს ქონებრივი ობიექტიდან,რომელიც სხვა,


უფრო ღირებული ობიექტის გადასარჩენად ზიანდება და მისი დაზიანება ერთადერთ გამოსავალს
წარმოადგენს მოცემულ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში ზიანი ზიანის მიმყენებელმა უნდა აანაზღაუროს.
იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი, მისი ანაზღაურება
შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა
მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის
მიმყენებელიც

თვითდახმარება მხოლოდ მაშინაა მართლზომერი,თუ არსებობს რეალური საფრთხე,რომ უფლება


შეიძლება ვერ განხორციელდეს.მას აქვს გარკვეული წინაპირობები. პირველი,უფლებამოსილ პირს უნდა
ჰქონდეს უფლება,რომლის განხორციელესაც ემსახურება თვითდახმარება. მეორე, კომპეტენტური
ორგანოების დახმარება დროულად ვერ უნდა უსწრებდეს.მესამე, უნდა არსებობდეს საფრთხე, რომ
სწრაფი ჩარევის გარეშე უფლება ვერ განხორციელდება ან მისი განხორციელება ძლიერ გართულდება.

1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან


ასაცილებლად.
2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის
დადების შესახებ.
3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო
ორგანოებს.

მოტყუებით დადებული გარიგებანი

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების


ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ
გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა.
გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა
კეთილსინდისიერად.

მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის ცდომილებაში განზრახ შეყვანა.მოტყუება შესაძლებელია როგორც


მოქმედებით,ასევე უმოქმედობით.მოტყუება უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ და არა მხოლოდ შეფასებით
მტკიცებას.როგორ ხდება მოტყუება ანუ რა ხერხით ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.არ არის
აუცილებელი,რომ მოტყუება უშუალოდ გარიგების საგანს უკავშირდებოდეს, საკმარისია, ის ეხებოდეს
ისეთ გარემოებებს,რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში განაპირობებენ ამ გარიგების დადებას
მოტყუება უნდა იყოს გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი ანუ აშკარა უნდა იყოს,რომ მოტყუების
გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
მოტყუება დუმილით ანუ პასიური ქმედებით, ხდება მეორე მხარისათვის მისაწოდებელი ცნობების
დამალვით,როდესაც მომტყუებელ მხარეს,მათი შეტყობინების ვალდებულება ეკისრებოდა ნდობისა და
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე.მაგ: დუმილი დაავადების შესახებ ჯანმრთელობის
დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას.
სუბიექტურ დონეზე მნიშვნელოვანია მომტყუებლის შეგნებული გადაწყვეტილება ე.წ “მოტყუების
განზრახვა” .მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს,რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობით ან სწორი
ცნობის დამალვით, კონტრაჰენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას.მოტყუების განზრახვა უნდა
არსებობდეს დადების მომენტში.
მოტყუებით დადებული გარიგება ავტომატურად არ უნდა დაკვალიფიცირდეს კანონსაწინააღმდეგოდ.
მოტყუებისას სახეზეა დელიქტური წესით ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების
შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის
მიყენებას.

1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების


შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება
მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება. მოტყუებით
დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ
მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

შეცილების გამომრიცხავი გარემოებები

• უფლების პრეკლუზია - - -ხდება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან


გამომდინარე იმ შემთხვევაში,როდესც მოტყუებას ხელშეკრულების განხორციელებისათვის არანაირი
მნიშვნელობა აღარ ენიჭება.

• დადასტურება - -თუ შეცილების უფლების მქონე ადასტურებს საცილო გარიგება,მაშინ


შეცილების უფლება ქარწყლდება დამოუკიდებლად.

ბილეთი#10 სამოქალაქო უფლება


სამოქალაქო უფლება არის სამოქალაქო კანონმდებლობით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილისთვის
მინიჭებული სამართლებრივი ძალაუფლება დაიცვას საკუთარი ინტერესები, მათ შორის სასამრთლოს
მეშვეობით. სამოქალაქო უფლებები განსხვავდება ერთმანეთისგან ყველაზე მნიშვნელოვანია მათი
დაყოფა აბსოლუტურ და რელატიურ (ფარდობით) უფლებებად. აბსოლუტური უფლება მოქმედებს
ყველა მესამე პირის მიმართ, რომელიც მას ხელყოფს. მასზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის
ვადები.აბსოლუტური უფლებებია:პირადი,პირადი საოჯახო უფლებები, ნოტებსა და სხვა
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის უფლებები. რელატიური უფლებებიმოქმედებს
მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.მათზე ვრცელდება სასარჩელო
ხანდაზმულობის ვადებიც. მას მიეკუთვნება მოთხოვნები, აღმჭურველი უფლებები და სესაგებლები.
მოთხოვნები შეიძლება წარმოიშვას როგორცსახელშეკრულებო,ისე კანონისმიერი ვალდებულებითი
ურთიერთობიდან.აღმჭურველი უფლებები პირს საშუალებას

აძლევენ გავლენა მოახდინონ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მეორე მხარის დაუკითხავად,მისი


თანხმობის გარეშე შეწყვიტოს ან შეცვალოს ურთიერთობა. შესაგებლები უფლებამოსილ პირს ანიჭებენ
განსაზღვრულ მოქმედებაზე უარის თქმის უფლებას, რითაც მეორე მხარეს არ ეძლევა საკუთარი
უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. სამოქალაქო სამართლაში არსებობს წარმოშობის
მიხედვით ორი სახის უფლებები:პირველადი და დერივატიული (ნაწარმოები).უფლების პირველადი
წარმოშობა გამონაკლისს წარმოადგენს და გულსხმობს,რომ იგი პირთან წარმოიშვა ისე ,რომ საგუძვლად
არ ედო გარიგება. ნაწარმოებ უფლებათა წარმოშობა ხდება წინამორბედი პირისგან,რომლესაც ჰქონდა ეს
უფლება და სხვა პირს გადასცა.მისი საფუძველი შეიძლება იყოს გარიგება ან კანონი. გადაცემის წესი
გადაცემის ობიექტზეა დამოკიდებული. დაუშვებელია პირად უფლებათა გადაცემა. გარიგების
საფუძველზე უფლების შეწყვეტის ყველაზე გავრცეებული საშუალებაა უარის თქმა უფლებაზე ან
უფლების ვადის გასვლა.ასევე შესაძლებელია, კანონის საფუძველზე უფლების შეწყვეტა,რაც შეიძლება
გამოიწვიოს პირის გარდაცვალებამ.უფლების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს ნივთის დაღუპვაც.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების სპეციალური უფლებაუნარიანობა


განასხვავებენ კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.თუ კერძო სამართლის იურიდიული
პირების უფლებაუნარიანობა ზოგადია,ს.ს.ი.პ-ის უფლებაუნარიანობა სპეციალურია.სამოქალაქო
კოდექსის 25 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ს.ს.ი.პ უფლებამოსილია განახორციელოს კანონით ან
მისი სადამფუძნებლო დოკუმნეტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი
საქმიანობა.სპეციალური უფლებაუნარიანობის დარღვევოთ დადებული გარიგებები ბათილია და მესამე
პირს არ შეუძლია მიუთითოს,რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები.საჯარო სამართლის იურიდიული პირების არც შექმნა და
არც მათი საქმიანობა კერძო სამართლის,მათ შორის სამოქალაქო სამართლის მოწესრიგების სფეროს არ
შეადგენს.ეს საჯარო სამართლის საქმეა,მაგრამ კერძო სამართალი აღიარებს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებს სამოქალაქო სამართლის სუბიექტებად.კერძოდ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
24 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით,საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-
სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე,რგორც კერძო სამართლის იურიდიული
პირები.მათი შექმნის,ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.მათ
უფლებაუნარიანობის მოცულობას განსაზღვრავს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
შესახებ,ან სახელმწიფოს ადმინისტრაციული აქტი ანდა სხვა დამფუძნებელი დოკუმენტი.მაგ:
სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი მიზანი სამეცნიერო
საქმინობაა.მას არ შეუძლია განახორციელოს კომერციული საქმინაობა,თუკი ისინი სახელმწიფო
სპეციალური ნებართვის გარეშეა შესრულებული.

ბილეთი#11 ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა
არის უნარი, ჰქონდეს სამოქალქო უფლებები და მოვალეობები.უფლებაუნარიანობა ზოგადია და ის
ყველას აქვს;ხოლო უფლება კონკრეტულ ურთიერთობებში ვლინდება.უფლებაუნარიანობა წარმოიშობა
დაბადების მომენტიდან.დაბადებად ითვლება ბავშვის დედის საშვილოსნოსგან გამოყოფა და
აუცილებელია მან იცოცხლო გარკვეული ხანი ანუ იგი ჩაითვალოს ცოცხალ არსებად.

თანამედროვე სამართალი აღაიარებს ჩანასახის უფლებაუნარიანობასაც. სსკ მემკვიდრედ ყოფნის


უფლებას უკავშირებს ჩასახვის მომენტს. ჩანასახის უფლებაუნარიანობის ბუნების შეფასებისას
აღსანიშნავია, ორი თეორია: ერთი ჩანასახის უფლებაუნარიანობას მიიჩნევს უპირობოდ, მეორე-
პირობითად. მე-11 მუხლის თანახმად მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე და
მისი განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე. თუმცა რადგანაც სუბიექტი არ არსებობს, უნდა
ვივარაუდოთ,რომ საუბარია შეზღუდულ და პირობით უფლებაუნარიანობაზე. შეზღუდულია,რადგან
მხოლოდ მემკვიდრედ ყოფნის უნარს განამტკიცებს და პირობითი,რადგან დამოკიდებულია
დაბადებაზე.სხვადასხვა სამართლის დარგი ჩანასახს სხვადასხვა კუთხით იცავს: სისხლი-- იცავს მის
ინტერესებს აბორტის აკრძალვით;საკონსტიტუციო--- აღიარებს მას უფლების სუბიექტად;
სამოქალაქო--- იცავს ჩანასახის ქონებრივ უფლებებს.

სამოქალაქო სამართლის უზოგადესი პრინციპის თანახმად, ყველა ადამიანი უფლებაუნარიანია.მისი


განსაზღვრისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოქალაქოებას.აგრეთვე უმნიშვნელოა პირის
პოლიტიკური შეხედულებები და სქესი. უფლებაუნარიანობა წყდება ფიზიკური სიკვდილით და არა
„სამოქალაქო სიკვდილით“(ბერად შედგომა).გარდაცვალების დროა- ტვინის ფუნქციონირების
შეუქცევადი შეწყვეტა.დაუშვებელია ფიზიკურ პირს წაერთავს უფლებაუნარიანობა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირები

იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთრების მქონე


ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პასუხს აგებს თავის ქონებით და საკუთარი სახელით იძენს
უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან
მოპასუხედ. იურიდიული პირი შეიძლება იყოს კერძო ან საჯარო სამართლის.

ს.ს.ი.პ-ები მოწესრიგებულია კანონში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ.საჯარო


სამართლის.უპირველესი იურიდიული პირი თავად სახელმწიფოა.იგი სამოქალაქო სამართლებრივ
ურთიერთობებში ისევე მონაწილეობს,როგორც სხვა კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ის ამ ურთიერთობებში მონაწილეობისათვის იყენებს თავის ორგანოებს , რომლებიც,როგორც წესი, არ
არიან იურიდიული პირები. თუმცა სახელმწიფოს მონაწილეობა ასეთ ურთიერთობებში
თავისებურია,რადგან ერთი მხრივ, თავადაა კანონმდებელი, მეორე მხრივ, ურთიერთობის მონაწილე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეორე სახეს წარმოადგენენ საჯაროსამართლებრივი


კორპორაციები. მათ განეკუთვნება ისეთი ორგანიზაციები,რომლებიც სახელმწიფო სახსრებით
სახელმწიფო ფუნქციებს ახორციელებენ მაგალითად, საზოგადოებრივი ტელევიზია.

ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირია სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი


ორგანიზაცია,რომელიც სახელმწიფო ფუნქციებს ასრულებს. ასეთია, ეროვნული ბანკი.

საჯარო სამართლებრივ იურიდიულ პირთა კიდევ ერთ ჯგუფს წარმოადგენენ საჯაროსამართლებრივი


დაწესებულებები. ასეთია, სახელმწიფო ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები და ა.შ. ყველა ეს
იურიდიული პირი სათანადო სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული თუ
ინდივიდუალური აქტების საფუძველზე არსებობენ.

დასავლეთ ქვეყნების კანონმდებლობა იცნობს ე.წ. საჯაროსამართლებრივ ფონდებს.ეს არის


განსაზღვრული საჯარო მიზნისთვის გათვალისწინებული ქონება, რომელიც იმართება სახელმწიფოს
მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ორგანოს მიერ.

ს.ს.ი.პ-ს,რომლებიც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე არ წარმოიშობიან,წარმოადგენენ


პოლიტიკური პარტიები.;;;;;;ს.ს.ი.პ-ს წარმოადგენს სამოციქული ავტოკეფალური მართამადიდებელი
ეკლესია,მის ამ სტატუსს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია.

კერძო სამართლის იურიდიულ პირთაგან განსხვავებით საჯარო სამრთლის იურიდიულ პირთა


ჩამონათვალი არ არის და არც შეიძლება იყოს ამომწურავი.მიუხედავად იმისა თუ რა ფორმით,რა
მოცულობით ,რა ფუნქციებით შეიქმნება ს.ს.ი.პ,სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში
მონაწილეობენ ისევე,როგორც კ.ს.ი.პირები.

ბილეთი#12 ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქმედუნარანობა არის
ფიზიკური პირის უნარი თავისი თავისი ნებითა და მოქმედებებით, სრული მოცულობით შეიძინოს და
განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ის, განსხვავებით
უფლებაუნარიანობისგან,არ წარმოიშობა დაბადებისთანავე და ყოველთვის დაკავშირებულია ამა თუ იმ
გარემოებასთან. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასაკობრივი საფეხურების მიხედვით ფიზიკურ პირთა ქმედუნარიანობას განსაზღვრავს თითქმის ყველა


ქვეყნის სამართალი.მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქმედუნარიანობა წარმოიშობა
სრულწლოვანების მიღწევისთანავე.ამავე მუხლის მეორე ნაწილი ამბობს ,რომ სრულწლოვანია
პირი,რომელმაც 18 ასაკს მიაღწია. 7 წლამდე ასაკის არასრულწოვანი ანუ მცირეწლოვანი
ქმედუუნაროა.ხოლო 7-18 წლამდე პირები არიან შეზღუდული ქმედუნარიანები სამოქალაქო კოდექსის
მიხედვით.
ასაკის მიხედვით ქმედუნარიანოს განხილვისას მნიშვნელოვანია ემანსიპაციის ინსტიტუტიც. ეს ის
შემთხვევაა, როდესაც პირს არ მიუღწევია სრულწლოვნებისათვის, მაგრამ განსაზღვრული პირობების
არსებობისას სამართალი მას უთანაბრებს სრულწლოვან პირებს. სამოქალაქო სამართალი ორ ასეთ
პირობას იცნობს: პირველი შემთხვევაა ქორწინება. სსკს მიხედვით, საქორწინო ასაკად დადგენილია 18
წელი, მაგრამ გამოაკლის შემთხვევებში იგი დასაშვებია 16 წლიდან. ასე რომ 16 წლის დაქორწინებული
პირი მიიჩნევა სრული ქმედუარიანბის მქონედ.

მეორე გარემოებაა სსკს 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა. თუ 16 წელს მიღწეულ
პირს კანონიერი წარმომადგენელი მიანდობს საწარმოს მართვას ,ის ხდება სრული ქმედუნარიანობის
მქონე. კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევისთანავე პირი მიიჩნევა ქმედუნარიანად,ისე რომ არ არის
საჭირო რაიმე დოკუმენტის შედგენა. ამიტომ მოქმედებს პრეზუმცია,რომ 18 წელს მიღწეული ყველა
პირი ქმედუნარიანია.

ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის


მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები,
რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ
მხარდაჭერის მიმღებად სასამართლომ შეიძლება ცნოს აგრეთვე არასრულწლოვანი იმ ფარგლებში,
რომლებშიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას თავისი უფლება-მოვალეობების
განხორციელებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ სჭირდება.

ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში


დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.მქონეა.შეზღუდული ქმედუნარიანობის
მქონედ ითვვლება ასევე სრულწლოვანი,რომელსაც სასამართლომ დაუწესა
მზრუნველობა.შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავისი ქმედუნარიანობაში უთანაბრდება
არასრულწლოვანს.შეზღუდული ქმედუნარიანი სუბიექტი ახდება ნების გამოვლენას,მაგრამ მისი
ძალაუნარიანობა დამოკიდებულია სხვა პირზე.ეს გამოვლენილი ნება შემდგომში შეიძლება გახდეს
ნამდვილი ან არა.

ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ,როცა აღარ არის ის საფუძველი,რომლის გამოც პირს


შეეზღუდა ქმედუნარიანობა.

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის აუცილებელია


მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა,გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც შეზღუდული
ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.ამ შემთხვევაში სარგებელი უმეტესწილად
უფლებრივი სარგებლის ჭრილში გვევლინება.თანხმობა მიღებასავალდებულო ფორმით ნების
გამოვლენაა.განსახვევებენ გენერალურ და სპეციალურ თანხმობებს.

ზოგადად ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაშვებეულია მხოლო კანონით გათვალისწინებულ


შემთხვევებში.დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

ქმედუნარიანობის შეზღუდვა შეიძლება ალკოჰოლი ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების


გამო.კერძოდ,სასამართლომ მზრუნევლი უნდა დაუწესოს პირს,რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს
და ნარკოტიკებს და ამით ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.იგი უფლებამოსილია
დადოს ქონების განკარგვის გარიგება,აგრეთვე განკარგოს ხელფასი,პენსია ან სხვა სახის შემოსავალი
მხოლოდ მზრუნველის თანხმობით,გარდა წვრილმანი ყოფითი აგრიგებების
დადებისა.ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.

სასამართლო აუქმებს შეზღუდვას --- თუ პირი თავს ანებებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკს;ან ისევ
იყენებს,თუმცა ოჯახს არ აყენებს მძიმე მდგომარეობაში.

იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარინობა


კ.ს.ი.პ-ს მიმართ გამოიყენება ზოგადი უფლებაუნარიანობა,ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული
პირების მიმართ - სპეციალური უფლებაუნარიანობა.

კ.ს.ი.პ ხასიათდება ზოგადი უფლებაუნარიანობით,რაც გულისხმობს,იმას ,რომ მას უფლება აქვს


განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.იურიდიული პირის საქმიანობის
განსაზღვრით დამფუძნებლები თანხმდებიან იმაზე,თუ რა მიზნის მისაღწევად ახორციელებენ ისინი
ინვესტიციას.იურიდიული პირის საქმიანობის განსაზღვრას პირდაპირი გავლენა
უფლებაუნარიანობაზე არა აქვს.მესამე პირებთან დადებული გარიგება,თუნდაც ის არღვევდეს
წესდებით განსაზღვრულ საქმიანობის საგანს,ნამდვილია.ზოგიერთი საქმიანობაიურიდიულ პირს
შეუძლია განახორციელს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის ან ავტორიზაციის გავლის
საფუძველზე.ამ საქმიანობათა ჩამონათვალს განსაზღვრავს კანონი.აღნიშნული საქმიანობის
განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების ან
ავტორიზაციის გავლის მომენტიდან.ეს საჯარო-სამართლებრივი აკრძალვაა და თუკი იურიდიული
პირი მას დაარღვევს,ამისთვის მას შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაეკისრება.იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და
წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისრაციის მომენტიდან.

იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ფიზიკურისაგან განსხვავებით


წარმოიშობა ერთდროულად.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა სპეციალურია.ის უფლებამოსილია


განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების
შესაბამისი საქმიანობა.სპეციალური უფლებაუნარიანობის დარღვევით დადებული გარიგებები
ბათილია.საჯარო სამართლის იურიდიული პირების არც შექმნა და არც მათი საქმიანობა კერძო
სამართლის,მათ შორის სამოქალაქო სამართლის მოწესრიგების სფეროს არ შეადგენს.ეს საჯარო
სამართლის საქმეა.მათ უფებაუნარიანობას განსაზღვრავს კანონი ს.ს.ი,პ-ს შესახებ,ან სახელმწიფოს
ადმინისტრაციული აქტი ანდა სხვა დამფუძნებელი დოკუმენტები.

ა.ა.ი.პ უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას,რომლიდან მიღებული


მოგებაც უნდა მოხმარდეს ა.ა.ი.პ-ს მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული
მგების განაწილება ა.ა.ი.პ-ს დამფუძნებლებ,წევრებს,შემომწირველებს,აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
წარმომდგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

იურიდიული პირის ქმედუნარიანობა

ცხადია,რომ ი.პ-ს,განსხვავებით ფიზიკური პირისაგან,თვითონ არ შეუძლია მოქმედებების


განხორციელება.ამისთვის აუცილებელია ფიზიკური პირები,რომლებიც იურიდიული პირის სახელით
განახორციელებენ შესაბამის მოქმედებებს.იურიდიული პირის ქმედუნარიანობა ხორციელდება მისი
ორგანოების მეშვეობით.

წარმომადგენლის თეორიის მიხედვით - იურიდიულ პირსა და კონკრეტლ ფიზიკურ პირს


შორის,რომელმაც უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირი და იმოქმედოს მისი სახელით,მის
უფლებამოსილების ფარგლებსა და შინაარსს განსაზღვრავს სამანდატო ხელშეკრულება.ეს შეიძლება
იყოს ან ძალიან ფართო ან ძალიან შეზღუდული.

ორგანული თეორიის მიხედვით- იურიდიული პირის წარმომადგენლობითი ორგანოს


უფლებამოსილება დამოკიდებულია კანონზე.ამ თეორიის მიხედვით ყველა იურიდიული პირის
მმართველობის ორგანოთა სისიტემა,მისი შექმნის წესი და უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს
პოზიტიურ-სამართლებრივად და აისახოს წესდებაში.

იურიდიული პირის ქმედუნარიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ გარიგებებით,იგი მოიცავს ასევე


დელიქტუნარიანობასაც.მნიშვნელოვანია ასევე იურიდიული პირის ნების შიგნით ჩამოყალიბების
პროედურა,კერძოდ ის,თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს.

მაშასადამე,იურიდიული პირის ქმედუნარიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია ის,თუ ვინ ან რმელი


ორგანო ახორციელებს იურიდიული პირის სახელით საქმიანობას,ვინ წარმოადგენს მას მესამე პირებთან
ურთიერთობაში და ის,თუ ვინ იღებს სამართლებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვით
იურიდიული პირის შიგნით.

ადამიანიებისაგან განსხვავებით იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა


ერთდროულად წარმოიშობა.ეს ხდება მაშინ,როცა იურიდიული პირი,როგორც სამართლის
სუბიექტი,ოფიციალურად წარმოიშობა.რეგისტრაციის შედეგად.

ბილეთი#13 იურიდიული პირის ცნება და ნიშნები


სამოქალაქო სამართალში პირთა ორგანიზებული გაერთიანების გამოსახატავად,რომელსაც
მართლწესრიგი სამართლის სუბიექტად მიიჩნევს,გამოიყენება იურიდიული პირის ცნება.ის არის
პოზიტიურ-სამართლებრივი კონსტრუქცია.იურიდიული პირი არ არის უნივერსალური,ერთხელ და
სამუდამოდ მოცემული ცნება.ზოგი გაერთიანებები ერთ ქვეყანაში ითვლება იურიდიულ პირად,ხოლო
იგივე სხვა ქვეყანაში არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.მაგალითად,რომის სამართალი საერთოდ არ
იცნობდა იურიდიული პირის ცნებას.იურიდიული პირის შესახებ თეორიული მოძღვრება არსებითად
კონტინენტურევროპულია.იურიდიული პირის პირველსახედ გვევლინება ვაწარ-ხელოსანთა
გაერთიანებები.ივანე ჯავახიშვილი განიხილავს ე.წ ფინანსურ გაერთიანებებს,სადაც გვხვდება
მეჭურჭლეები;ასევე საერთო კრებები,საძმოს კრება თუ სხვა.იურიდიული პირის საკანონმდებლო
დეფინიცია,ემყარება საერთაშორისოდ აღიარებულ ნიშნებს.მის თანახმად, იურიდიული პირი არის
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი,საკუთარი ქონების მქონე ,ორგანიზებული
წარმონაქმნი,რომელიც თავისი ქონებით დამოუკდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს
უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს სა შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და
მოპასუხედ.იურიდიული პირის 7 ძირითადი ნიშანია:

1.ორგანიზებული წარმონაქმნი - - ყოველლი იურიდიული პირი არის ორგანიზებული


წარმონაქმნი.წარმონაქმნის ორგანიზებულობა გულისხმობს:

• შიდა სტრუქტურების არსებობა

• დეკლარირებულია კონსტიტუციური აქტით

• ავლენს სუბიექტის მოქმედების გეგმაზომიერებას

წარმონაქმნის შინაგანი აგებულება უკავშირდება მის ფუნქციონირებას.ფუნქციონირებისთვის მას აქვს


საორგანიზაციო სტრუქტურები - დირექტორი,პარტნიორთა საბჭო,ბორდი.სწორედ მათი დახმარებით
ახორციელებს ის საქმიანობას.ორგანიზებულობა,როგორც ნიშანი,საჯარო რეგისტრაციისას
ვლინდება.სწორედ ორგანიზებულობის ნიშანსში შეიცავს იურიდიული პირი მითითებას რომ
წარმონაქმნი არაერთჯერადი,გეგმაზომიერი უნდა იყოს.მიზანი და დრო უნდა იყოს შესაბამისი.

2.განსაზღვრული მიზანი - - განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთ


კონსტიტუტიური ნიშანია.იურიდიული პირის დამფუძნებლები ყოველთვის რაღაცის მიღწევას
ისახავენ მიზნად .ამ დროს ერთმანეთისგანნუნდა განვასხვავოთ - - სამართლებრივად მნიშვნელოვანი
მიზანი და იურიდიული პირის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანი მიზანი.

სამართლებრივად მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ იურიდიული პირის შექმნა


კომერციული(მოგების მიღება) თუ არაკომერციული(იდეალური მიზანი).ასეთი დაყოფა
რელევანტურია,რადგან სხვადახსხვა ფრმებს განსაზღვრული შეზღუდვები აქვთ.აქ მოხსენიებული
მიზანი კი უფრო ვიწროა - - კონკრეტულად მოიცავს თუ რისთვის იქმნება ეს სუბიექტი.

3.საკუთარი ქონება - აქ ხაზი გასმულია ქონების უნარზე,რომელიც იურიდიულ პირს ფიზიკურის


მსგავსად აქვს.მთვარია,რომ ეს ქონება განცალკევებული იყოს წევრთა პირადი
ქონებისაგან.იურიდიული პირი ამ ქონების მესაკუთრეა.თვითონ იურიდიული პირი არავის საკუთრება
არ არის.იურიდიული პირის ქონება არც დამფუძნებლების ან მასში მონაწილეთა საერთო
საკუთრებაა.მათი საკუთრება მხოლოდ ამ იურიდიული პირის წილები ან აქციებია.მაშინაც კი ,როცა
საუბარია ს.ს.ი.პ-ზე,რომლის ერთადერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა,ქონების მესაკუთრედ მაინც
იურიდიული პირის გამოდის.მაგ: უნივერსიტეტი

4.დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა - - უზოგადესი პრინციპის თანახმად,იურიდიული


პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.თუმცა
გამონაკლისია სოლიდარული პასუხისმგებლობა ან კომანდიტური საზოგადოება.ამ შემთხვევებში
პასუხისმგებლობა მის პარტნიორებზე გადის.ეს ელემენტი მიუთითებს ორ გარემოებებს:

• ზოგადი,პასუხისმგებლობაუნარიანობა

• პასუხისგების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა - წარმონაქმნის მონაწილეთა


ჩართვის გარეშე.

5.საკუთარი სახელი - - სახელის უფლება ფიზიკურის მსგავსად იურიდიულ პირსაც გააჩნია.სახელი


ასრულებს:

• სადენტიფიკაციო როლს

• გამოხატავს პიროვნულობის უფლებას

• ემსახურება სოციალურ მიზანს.

სახელს აქვს ინდივიდუალიზებისა და იდენტიფიცირების როლი.ამ როლის შესრულებაში წარმონაქმნს


ეხმარება რეგისტრაციისას მინიწებული საიდენტიფიკაციო კოდი.ეს კოდი უნიკალურია;სახელწოდება
პიროვნული უფლების ერთ-ერთ განმახორციელებელ,სარეალიზაციო საშუალებად.იურიდიული პირი
სოციალური წარმონაქმნი და სამოქალაქო ბრუნვი მონაწილე,ამდენად მას სხვებისგან ინდივიდუალური
სახე უნდა გააჩნდეს.იურიდიულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს ფსევდონიმი.თუმცა ხშირად ვხვდებით
მათი სახელწოდებების შემოკლებებს.სახელის ტარება არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა.არ
შეიძლება იარსებოს იურიდიულმა პირმა სახელის გარეშე.
6.გარიგებაუნარიანობა -- გარიგების დადების უნარი,გარიგებაუნარიანობა იურიდიული პირის
ქმედუნარიანობის ნაწილია.იურიდიული პირის ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა წარმოიშობა
ერთდროულად.გარიგებაუნარიანობა არის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი,სხვადასხვა უფლებისა და
მოვალეობის შესაძენად

7.საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა - - იურიდიულ პირს გააჩნია როგორც აქტიური


ისე პასიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა. აქტიური ანუ შეუძლია იყოს მოსარჩელე, ხოლო პასიური
- შეუძლია იყოს მოპასუხე.ეს არსებითი ბერკეტია ნებისმიერი სუბიექტებისათვის საკუთარი კანონიერი
უფლების განხორციელების დაცვისთვის.

იურიდიული პირის არსებობის ფუძამდებლური წინაპირობა მაინც საკანონმდებლო ლეგიტიმაცაა.

იურიდიული პირი შეიძლება იყოს:

• კორპორაციულად ორგანიზებული - - - გამოირჩევა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული


მახასიათებლებით.მასში შინაარსობრივი აქცენტები გადატანილია ორგანულ
ნაწილებზე.დამოკიდებულია არსებულ სტრუქტურებზე ან მათ წევრებზე.

• წევრობაზე დაფუძნებული - - ის წარმონაქმნის მარტივი ფორმაა.იგი ადამიანური რესურსის


საფუძველზე იქმნება.მასში მთავარია მისი წევრების კატეგორია და მრავლობითობა;გადამწყვეტია
წევრთა პერსონალურობა;აქ იგულისხმება მათი პირადი მახასიათებლები;მათი რაოდენობა
სასიცოცხლოა;ამრიგად სულ ცოტა 2 პარტნიორია საჭირო;

• წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებულობა და მისგან დამოუკიდებლობა - - -წევრთა მდგომარეობას


შეიძლება განსხვავებული დანიშნულება ჰქონდეს; ერთი მხრივ - გაერთიანება შეიძლება იმდენად
მტკიცე იყოს,რომ მათი შემდაგენლობის მცირე ცვლილებამაც კი წარმონაქმნის არსებობას აზრი
დააკარგვინოს; მეორე მხრივ - - შეიძლება ნაკლებმგრძნობიარე იყოს.მაგ თუ წევრი დატოვებს მასზე
შესაძლოა გულგრილი იყოს.ეს ნიშნავს ,რომ ეს გაერთიანება დამოუკიდებელია მის წევრთა
მდგომარეობისაგან;

ეს ეხება მხოლოდ წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებს;

• სამეწარმეო და არასარმეწარმეო - - - განასხვავებენ სამეწარმეო (კომერციული) ანუ მოგებაზე


ორიენტირებული და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირები(იდეალური მიზნის
მისაღწევად შექმნილი)

ს.ს.ი.პ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე,როგორც კ.ს.ი.პ. მათი


შექმნის,ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო - სამართლებრივ


ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე,როგორც კ.ს.ი.პ. უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ
მისი ორგანოები ისე,რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

სამეწარმეო იურიდიული პირი და მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.

არასამეწარმეო კი უნდა დარაგისტრირდეს კოდექსით დადგენილი წესით.


გარიგების სახეები
გარიგება არის ცალმხრივი ,ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა,რომელიც მიმართულია
სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

• ცალმხრივი გარიგებები - - - ისეთ გარიგებებს,რომელთა ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი პირის


მიერ ნების გამოვლენა.ამ ტიპის გარიგებების დროს სამართლებრივი ურთიერთობების
წარმოშობა,შეწყვეტა ან შეცვლა ერთ პირზეა დამოკიდებული.ცალმხრივი გარიგებების სამ სახეს
განასხვავებენ:

• გარიგებები,რომლებიც მხოლოდ მოქმედ ე.ი ნების გამომვლენ პირს ეხება.მაგ: უძრავ ნივთზე
საკუთრების,სამკვიდროს მიღებაც.

• გარიგებები,რომლებიც ძალას იღებენ მხოლოდ ერთი პირის ნების გამოვლენის შედეგად,მაგრამ


უფლებრივ,ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებს მესამე პირებს მაგ: ანდერძი და
მინდობილობის გაცემა

• მესამე პირს ეხება,მაგრამ შესაძლებელია მას ზიანი მოუტანოს.(ხელშეკრულების ცალმხრივი


შეწყვეტა,შეცილება,ხელშეკრულებიდან გასვლა)

ამრიგად ცალმხრივი გარიგებების ერთი ნაწილი ნების გამოვლენელ პირს ეხება,ხოლო მეორე
კატეგორია - მესამე პირს.

ცალმხრივი გარიგებები ე.ი ცალმხრივი ნების გამოვლენა,რომელებიც მესამე პირებს


ეხება,ნამდვილია მხოლოდ მაშინ,თუკი ეს ნების გამოვლენა განხორციელებულია ამ პირების წინაშე
ისე,რომ ნება მათ მიუვიდათ. ხელშეკრულების შეწყვეტა კი არის ცალმხრივი გარიგება,მაგრამ
ხელშეკრულების კონტრაჰენტმა უნდა იცოდეს ამის შესახებ ე.ი მან უნდა შეიტყოს ,რომ
ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ხდება.

ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხის სამი თეორია არსებობს:

1.ნების გამოვლენის თეორია - - ნების გამოვლენა ნამდვილია მისი გამოვლენის მომენტიდან

2.შეტყობინების თეორია - - - ნების ნადვილობისთვის საკმარისია ნების შემცველი ბარათის ან სხვა


დოკუმენტის გაგზავნა ადრესატისთვის

3.ნების მიღების თეორია - - -თვლის ნების გამოვლენის მისვლას ადრესატამდე.

ორმხრივი გარიგებები

ორმხრივია გარიგებები ,რომლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის


აუცილებელია ორი შინაარსობრივად ერთმანეთის თანმხვედრი ნების გამოვლენა.

ორმხრივი გარიგებების მაგალითია - ხელშეკრულება.

ხელშეკრულების,როგორც გარიგების,დახასიათებისას აუცილებელია შინაარსობრივად თანამთხვევად


ნების გამოვლინებათა ურთიერთგაცვლა ორ ან რამდენიმე პირს შორის,რომლებიც ხელშეკრულების
მხარეებს წარმოადგენდნენ.
ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ორი თანამთხვევადი ნების გამოვლენის- ოფერტისა და
აქცეპტის არსებობა. ოფერტიც(წინადადება ხელშეკრულების დადებს შესახებ - შეთავაზება) და
აქცეპტიც (ამ წინადადების მიღება),ორივე წარმოადგენს ნების გამოვლენას,მაგრამ ცალ-ცალკე არ იწვევს
სამართლებრივი შედეგის დადგომას.ისინი არ მიიჩნევა ცალ ცალკე ცალმხრივ გარიგებებად.მათი -
ოფერტისა და აქცეპტის კონსესუსი - უზრუნველყოფს სამართლებრივი შედეგის დადგომას.თუ მათ
შორის განსხვავებაა ხელშეკრულება არ დაიდება( მაგ: მყიდველი და გამყიდველი შეთანხმდნენ
ყველაფერზე ფასის გარდა,ამის გამო ხელშეკრულება ჯერ არ ითვლება დადებულად.

ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა,თავის მხრივ ის შეიძლება იყოს:

• ცალმხრივი ხელშეკრულება - -როდესაც ერთ მხარეს აქვს უფლება,მეორეს შესაბამისად


მოვალეობა. მაგ: ჩუქება

• ორმხრივი ხელშეკრულება - - მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ,როგორ უფლებები,ისე


მოვალეობები.მაგ:ნასყიდობის ხელშეკრულება

მრავალმხრივი გარიგებები

მრავალმხრივი გარიგებების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება,რომელიც მიიიღება არა


გამოვლენილ ნებათა კონსენსუსის საფუძველზე,არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის
მიერ.გადაწყვეტილების მიღების პირობები და პროცედურა ჩვეულებრივ კანონით განისაზღვრება.მაგ:
აქციონერთა კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღევა ხდება მეწარმეთა შესახებ კანონის
საფუძველზე.არაა გამორიცხული კონსესუსიც.

გადაწყვეტილების,როგორც მრავალმხრიცი გარიგებების,თავისებურება შეიძლება იმაშიც


გამოიხატოს,რომ ისისნი შეიძლება მბოჭავი და სავალდებულო გახდეს იმ პირთათვისაც,რომლებიც არ
მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მაგ: წესდება სავალდებულოა იმ
პარტნიორებისთვისაც,რომლებიც მოგვიანებით გახდნენ საზოგადოების პარტნიორები ან იმათვის ვინც
მოწინააღმდეგეები იყვნენ უმცირესობის სახით.

მავალდებულებელი და განკარგვითი

მავალდებულებელია გარიგება,რომლითაც პირი კისრულობს რაიმე მოქმედების შესრულების ან


შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას სხვა პირის წინაშე .მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება.

ის თავის მხრივ შეიძლება იყოს:

• ცალმხრივი - - მაგ:ჯილდოს დაპირება საჯაროდ

• ორმხრივი - - ნასყიდონა,იჯარა.

განკარგვითია გარიგება,რომლითაც უფლებამოსილი პირის ცვლის უკვე არსებულ უფლებას იმით,რომ


უარს ამბობს ამ უფლებაზე.განკარგვა გულისხმობს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის
შეწყვეტას.განკარგვით გარიგებების მახასიათებლებია:

• განკარგვა შეიძლება კონკრეტული საგნის ან უფლების

• განმკარგველი უნდა იყოს უფლებამოსილი პირი ,ე.ი მას უნდა ჰქონდეს განკარგვის
უფლებამოსილება.არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული განკარგვა ბათილია
სანივთო განკარგვების მიმართ გამოიყენება დამატებით საჯაროობის პრინციპი.

კაუზალური და აბსტრაქტული

კაუზალურია გარიგება,თუკი მისგან გამომდინარეობს სამართლებრივი საფუძველი ე.წ კაუზა და


გარიგებები ნამდვილობა დამოკიდებულია საფუძვლის ნამდვილობაზე.სამართლებრივი საფუძვლის
მნიშვნელობის მაგალითია მოჩვენებითი გარიგებები,რომელივ გარიგებას ბათილად აღიარებს მხოლოდ
იმის გამო,რომ სამართლებრივი საფუძველი არ არის სწორად მითითებული მაგ: მითითებულია
ჩუქება,სინამდვილეში კი ნასყიდობაა.

აბსტრაქტული გარიგების ნამდვილობისთვის გარიგების სამართლებრივ საფუძველს მნიშვნელობას არ


ენიჭება და გარიგების ნამდვილობა დამოუკიდებელია ამ სამართლებრივი საფუძვლის
ნამდვილობაზე,მაგ: მოთხოვნის დათმობისას არავითრი მნიშვნელობა არა აქვს იმას,თუ რა საფუძვლითა
და მიზნით ხდება მოთხოვნის დატმობა ე.ი მას საფუძლად შეიძ₾ება ედოს ჩუქება,საყიდობა,გაცვლა და
ა.შ

აბსტრაქტულ გარიგებებად მიიჩნევა განკარგვები.

აბსტრაქტული გარიგება არ არის აბსტრაქციის პრინციპის იდენტური.აბსტრაქციის პრინციპის დროს


მავალდებულებელი გარიგების არსებობა სანივთო გარიგების არსებობის წინაპირობაა,თუმცა
ნამდვილობის თვალსაზრისით მისგან დამოუკიდებელია.

სასყიდლიანი და უსასყიდლო

სასყიდლიანია გარიგება,რომელშიც გარიგების ერთი მონაწილის მიერ ნაკისრ ვალდებულებას


შეესაბამება მეორე მონაწილის საპასუხო შესრულება - ეკვივალენტი.მაგ: ნასყიდობისას ნასყიდობის
საგნის სანაცვლოდ მყიდველი გამყიდველს გადაუხდის ამ საგნის საფასურს.

უსასყიდლო გარიგების დროს გარიგების ერთი მონაწილე კისრულობს ვალდებულების შესრულება


ისე,რომ ამისთვის სანაცვლოს არ იღებს მეორე მხარისაგან , მაგ: ჩუქების დროს.

გარიგებათა სხვაგვარი კლასიფიკაცია

ასევევ განასხვავებენ ქონებრივ და პირად არაქონებრივ გარიგებებს.ისინი შეიძლება იყვნენ როგორც


ცალმხრივი,ასევე ორ ან მრავალმხრივი

მაგ: ცალმხრივი პირადი არაქონებრივი გარიგების მაგალითია მამობის აღიარება.

ხოლო ორმხრივი პირადი არაქონებრივის - მშობლების მიერ შვილისთვის სახელის დარქმევა.

ასევე გვხვდება საოჯახო-სამართლებრივი,ვალდებულებით-სამართლებრივი და სანივთო-


სამართლებრივი გარიგებები.
ბილეთი#14 თეორიები იურიდიული პირის შესახებ
იურიდიული პირის შესახებ წარმოიშვა არსებითად რამდენიმე თეორია:

• ფიქციის თეორია - - - - ამ თეორიის ფუძემდებლად გვევლინება გერმანელი მეცნიერი სავინი.მისი


აზრით იურიდიული პიროვნულობა ნიშნავს უფლებაუნარიანობას კერძო სამართლის
ფარგლებში,თუმცა ასეთი უფლებაუნარიანობა შეიძლება მხოლოდ ადამიანს ჰქონდეს.მხოლოდ ადამინი
შეიძლება იყოს პიროვნება,პირი.თუმცა შეილება ეს უნარი გავრცელდეს სოციალურ
წარმონაქმნზე.სავინის თანახმად,ლაპარაკია უფლებაუნარიანობის ტექნიკურ გადატანაზე ფიქციის
მეშვეობით.ეს ფიქცია არ იწვევს ამ უფლებაუნარიანობის თანასწორობას ფიზიკურის უფლება
უნარიანობასთან,შემოიფარგლება ქონებრივი სფეროთი.ეს თეორია არასწორად იქნა გაგებული.სავინის
თანახმად,სოციალური წარმონაქმნები რეალურად არსბობენ,მხოლოდ მათთვის პირად ყოფნის
სტატუსის მინიჭებაა ფიქცია.აღნიშნავს ,რომ ყველაზე დიდი იურიდიული პირი
სახელმწიფოა.სავინისგან განსხვავები ვინდშაიდი და დერნბურგი იურიდიულ პირს მიაწერენ
დელიქტუნარიანობას.

• რეალური კავშირის თეორია - - - დაკავშირებულია გირკეს სახელთან.რუსულ იურიდიულ


ლიტერატურაში მას „სოციალური ორგანიზმების „ თეორია ეწოდა.ის ამტკიცებს,რომ ადამიანური
გაერთიანებები რეალურად არსებობენ.გირკეს აზრით,ყოველი ადამიანი თვლის თავს ამა თუ იმმ
კავშირის - რელიგიური გაერთიანების ან მთლიანად ერის-წევრად.ეს კავშირები ნებისა და მოქმედების
სუბიექტია.ის ეწინააღმდეგება იმ აზრს ,რომ იურიდიული პირი უთანაბრდება არსწრულწლოვან ბავშვს
იმის გამო,რომ მას არ ჰქონდა ნებაუნარიანობა.

• მიზნობრივი ქონების თეორია - - ამ თეორიის თანახმად,იურიდიულ პირზე ლაპარაკისას გადამწყვეტია


ქონება,რომელიც განსაზღვრული მიზნისთვის არის გათვალისწინებული.ამისთვის კი სრულიადაც არ
არის აუცილებელი პირის არსებობა,შეიძლება არსებობდეს უფლებები სუბიექტის გარეშეც.ამ
მოძღვრების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება ბრინცი.

• ამ თეორიების გვერდით წარმოიქმნა საფრანგეთში ე.წ კოლექტიური საკუთრების თეორია - - -ცდილობს


იურიდიული პირის არსი ახსნას საერთო საკუთრების პოზიციიდან.მის საფუძველს შეადგენს
ქონება,რომელიც განსაზღვრული მიზნისთვის არის გათვალისწინებული და ორგანიზაციის,როგორც
კოლექტივის ქონება განისაზღვრება.

ამრიგად,იურიდიული პირი არის აბსტრაქტული ცნება,რომელსაც ყოველი კონკრეტული


მართლწესრიგი ნორმატიულად განამტკიცებს.

ნების გამოვლენის ცნება და მისი განმარტება


ნების გამოვლენა გარიგების დახასიათებისას იმდენად მნიშვნელოვანია,რომ დიდი ხნის განმავლობაში
გარიგება და ნების გამოვლენა სინონიმები იყო. მართალია, დღეს ასე აღარ არის და გარიგების
ნამდვილოისთვის მხოლოდ ნების გამოვლენა არ კმარა, მაგრამ ნების გამოვლენა გარიგების ყველაზე
მნიშვნელოვანი და უმთავრესი ელემენტია. ნების გამოვლენა ანუ ნებელობითი აქტი, გულისხმობს
ნებით განსაზღვრულ მოქმედებას ან უმოქმედობას. ნება,რომელიც სამართლებრივი შედეგის მიღწევას
ისახავს მიზნად შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს,მაგრამ მთავარია,რომ ის
გამომდინარეობდეს ადამიანის ცნობიერებიდან და არ იყოს მხოლოდ მექანიკური აქტი. ნების
გამოვლენა მიზნად უნდა ისახავდეს სამართლებრივ შედეგს. ნებამ რომ ნების გამოვლენის ხასითი
მიიღოს, მისი გარეგნულად გამომხატველი აქტი უნდა იყოს ნებელობითი,სამართლებრივად
ვარგისი,მიზნად

უნდა ისახავდეს სამართლებრივ შედეგს და წარმოადგენდეს ამ შედეგის მიღწევის უშუალო საფუძველს.


იმისათვის რომ ნების გამოვლენამ დასახულ სამართლებრივ შედეგს მიაღწიოს, საჭიროა მისი სწორად
გაგება. ამისათვის გამოიყენება ნების გამოვლენის განმარტება.

ნების გამოვლენის განმარტება

ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ,როცა გამოვლენილი ნება


ბუნდოვანი,არაზუსტი და ორაზროვანია და გარიგების მონაწილეებს განსხვავებულად ესმით მისი
შინაარსი.ნათლად და არაორაზროვნად ჩამოყალიბებულ ნებას განმარტება არ სჭირდება,თუმცა ერთი
შეხედვით ნათელი და არაორაზროვანი შეიძლება იყოს ბუნდოვანი.ნებისმიერი ნების
გამოვლენა,მიუხედავად მისი ფორმისა შეიძლება იყოს განმარტების საგანი.განმარტების აუცილებლობა
დამოკიდებულია არა ნების გამოვლენის ფორმაზე,არამედ ამ ნების ბუნდოვნობაზე.

ნების განმარტების გარდა სამოქალაქო კოდექსი იცნობს ასევე კანონის განმარტების ცნებას.ორივე
განმარტების მიზანი ბუნდოვანი და სადავო დებულებების დაზუსტებაა. კანონის განმარტებას ზოგადი
ხასიათი აქვს და გამოიყენება სამართლის ყველა სუბიექტის მიმართ და მიზნად ისახავს კანონის
ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას.

ნების გამოვლენის განმარტების მიზანი მხოლოდ გარიგების მონაწილე მხარეებს შორის წარმოშობილი
გაუგებრობების გარკვევაა.

თავის მხრივ შეიძლება კანონის განმარტებამ გავლენა იქონიოს ნების გამოვლენის


განმარტებაზე.კანონთა განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიის ნაწილია და ამიტომ მისი განხილვა
ნების გამოვლენის განმარტების კონსპექტში მიზან შეწონილი არაა.

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად ,და არა
მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას,თუ რა იგულისხმეს გარიგების
მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში.ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას,რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ
ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს.მაგ: თუ ხელშეკრულებაში წერია იჯარა,ხოლო
სინამდვილეში დადებულია ქირავნობა,იჯარა უნდა განიმარტოს როგორც ქირავნობა.

ნების გამოვლენის განმარტების როს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები


გარემოება,რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

თანამედროვე სამართალში აღიარებულია,რომ ნების დასადგენად საკმარისი არ არის კონკრეტულად ამ


კონტრაჰენტის(ნების მიმღების) გაგების ჰორიზონტი და მისი ჩანაცვლება ხდება „ობიექტური მესამე
პირით“.- - გონივრულად განმსჯელი პირი.გადამწყვეტია,თუ როგორ გაიგებდა ნების გამოვლენას ნების
ადრესატის ადგილზე მყოფი სხვა გონივრულად მოაზროვნე ადამიანი.

სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები

ნების გამოვლენის განმარტებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სავაჭრო ჩვეულებები და


ტრადიციები.ეს უკანასკნელი არ წარმოადგენ სამართლის წყაროს,რადგან ისინი ნორმის სახით არ არის
ჩამოყალიბებული. სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები წარმოიშობა სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ
იმ სფეროს წარმომადგენელთა მიერ ურთიერთშეთანხმებული და ხანგრძლივი გამოყენების შედეგად
და,როგორც წესი,კონკრეტულ დარგში მაგ : ვაჭრობის ან მშენებლობის სფეროში.

სავაჭრო ჩვეულებებს დიდი როლი აქვთ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში.ამ ურთიერთობების


მონაწილეებს მოეთხოვებათ,მაგ:ისეთი გამოთქმების ცოდნა,როგორებიცაა fob ან cif და ა.შ.ხოლო ნების
მიმღებს შეუძლია იმაზე მითითება,რომ მის მიმართ გამოთქმული სიტყვები გაიგო ისე,როგორც ეს
მიღებულია მოცემულ სფეროში.ასეთი გაგება კი სავალდებულო იქნება ნების
გამომვლენელისათვის.მთავარია,რომ ნების გამომვლენელი საქმიანი წრეების მოცემულ კატეგორიას
განეკუთვნებოდეს.

თუ სხვადასხვა საქმიან წრეებს ეკუთვნიან,განმარტებისას გამოყენებული უნდა იყოს ნების მიმღების


შემეცნების(გაგების) შესაძლებლობა.

პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ნების გამოვლენის განმარტება

პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გაკეთებული ნების გამოვლენის მაგ: ჯილდოს საჯაროდ
დაპირება განმარტებისას ნების გამომვლენი ვერ გაითვალისწინებს ყველა იმ შესაძლო ადრესატის
აღქმის უნარს,გაგების შესაძლებლობას.ამიტომ ასეთი განმარტებისას მნიშვნელოვანია - ამ
ურთიერთობის საშუალო მონაწილის შემეცნების შესაძლებლობანი.

ანდერძის განმარტება

ანდერძი არ განეკუთვნება ნების მიღებასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას და მისი


ნამდვილობისათვის გამოვლენილი ნების მიღება ადრესატის მიერ არ არის აუცილებელი.ეს გავლენას
ახდენს ანდერძის განმარტების თავისებურებებზე.

ანდერძის განმარტებისათვის მთავარია თვით მამკვიდრებლის ნება და არა ნების გამოვლენის


ადრესატების(მემკვიდრეების) გაგების შესაძლებლობები.ამ დროს უნდა დადგინდეს მამკვიდრებლის
ნება.ამ მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა გარემოება,ფაქტი თუ ნივთმტკიცებულება,რომელიც
მოანდერძის ნებასთან კავშირშია

ბილეთი#15 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები


კერძო სამართლის იურიდიული პირებიორ ნაწილად იყოფა:სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ
პირებად. ყველა ორგანიზაცია,რომლის მიზანსაც არასამეწარმეო საქმიანობა წარმოადგენს
არასმეწარმეო იურიდიული პირის - ა(ა)იპ-ის ყალიბდება.ეს ორგანიაზაცია შეიძლება იყოს წევრობაზე
დაფუძნებული ან ქონების გაერთიანების საფუძველზე შექმნილი.

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი მისი კუთვნილება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ


იქნეს ისეთი გრაფიკული სიმბოლოები, რომელთაც არ აქვთ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი
ან სიტყვიერი შესატყვისი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324" HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები.
ამასთანავე, სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში
შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ
საქმიანობის გამო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე


რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას.

4. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით,


ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და
აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

5. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18


მუხლით გათვალისწინებული წესები.

ა(ა) ი.პ -ს აქვს სახელწოდება,რომელიც ამ იურიდიული პირის სამართლებრივ ურთიერთობაში აღიქმება


სამართლის კონსტრუქციად.ის ა(ა) ი.პ-ის კუთვნილებაა.მისი მეშვეობით სუბიექტი გამოდის Ш პირთან
ურთიერთობაში.ის საჯაროობის შემადგენელი ნაწილია.ამიტომაც სახელწოდებასთან მიმართებით
არსებობს შემზღუდველი ნორმები.სახელწოდება --- კუთვნილებაუნარიანი და განმასხვვებელია.

სახელწოდება უნდა შეიცავდეს ისეთ აღნიშვნებს,რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირი


იდენტიფიცირება,ასევე იგი არ უნდა ფარავდეს ამ პირის იდენტიფიცირება,ასევე იგი არ უნდა ფარავდეს
სხვა იურიდიული პირის სახელს.იურიდიული პირის სახელის შერჩევა თავისუფალია.

იურიდიულ პირს შეუძლია 1 სახელწოდების ქვეშ საქმიანობა.გამორიცხულია რამდენიმე,.

სახელწოდება არ უნდა იყოს გრაფიკული სიმბოლოები,რომელთაც არ აქვს ენობრივი ნორმით


დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი.იგი უნდა იყოს აღქმადი.ის შეიძლება ფანტაზიის
ნაყოფი იყოს,მაგრამ არა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო.

არ შეიძლება გამოიყენოს „მეწარმეთა შესახებ“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“


კანონით გათვალისწინებული ი.პ-სა და ს.ს.ი.პ-ს ფორმები.

სახელწოდება უნდა იყოს ნამდვილი,დაუშვებელია ფიქციური სახელი.დაუშვებელია ისეთი


სახელწოდების შერჩევა,რომელიც არასწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურება.მან არ უნდა
გამოიწვიოს გაუგებრობა ბრუნვაში (მაგ: იგი არასამეწარმეოა თუმცა სახელი მიუთითებს
კომერციულობაზე.) სახელწოდებისას უნდა მიეთითოს ა(ა) ი.პ.

თუ შესაბამისი საფუძვლის გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ მოხდება სხვა იურიდიული პირის


სახელწოდებით ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და
ანაზღაუროს ზიანი; თუმცა ზიანის მიყენება აუცილებელი არაა რომ მართლსაწინააღმდეგო სარგებლობა
შეწყდეს.ეს უფლებამოსილი პირი შეიძება იყოს(საბჭო ან სხვა).

თუმცა შეიძლება ერთმა პირმა ხელშეკრულების/სამართლებრივი საფუძვლის არსებობით ისარგებლოს


მეორის სახელწოდებით.

იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება - მე-18 მუხლი.

არაკომერციული იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც. დაფუძნებისათვის


აუცილებელია სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული: 1.
სახელწოდება- მისი შემადგენელი ნაწილია „არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი“. 2.
იურიდიული მისამრთი- მისამართად ითვლება ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი,ყველა სხვა
ადგილსამყოფელი ჩაითველება ფილიალების მისამართად. 3. საქმიანობის მიზანი. 4.პირადი
მონაცემები და მონაცემები იურიდიული პირის ორგანოების შესახებ.-მონაცემები დამფუძნებლების,
ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ. ასევე წევრად მიღების,
წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესს, იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის
შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელებას,გადაწყვეტილების მიღების წესსა და
პროცედურას. არაკომერციულ იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს კანონით აუკრძალავი
ნებისმიერი მოქმედება.

კანონის,საჯარო წესრიგის ან ზნეობის წინააღმდეგ დადებული გარიგებები


კანონით საწინააღმდეგო გარიგებების დროს კანონად მიჩნეული უნდა იყოს ყველა ნორმატიული
აქტი,რომელიც გარიგების შინაარსის განსაზღვრისათვის რელევანტურ ნორმებს შეიცავს.

ბათილია გარიგება რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვას:

კანონით დადგენილი წესის დარღვევა ყოველთვის შეიძლება არ იწვევდეს გარიგების


ბათილობას.შედეგი განმარტების საფუძველზე უნდა დადგინდეს.(სანიტარული წესის დარღვევა არ
იწვევს ხელშეკრულებების ბათილობას რომელიც რესტორანმა დადო).თუ კანონით დადგენილია
თანხმობის აუცილებლობა,მაშინ დადებული გარიგება ბათილია თუ ის არ არსებობს.

თუკი ნორმა გარიგების შინაარსს ან ასეთი გარიგების დადებას დაუშვებლად მიიჩნევს - მაშინ
კანონი ამკრძალავია.ასეთი კანონების უმეტესობა საჯარო-სამართლებრივია.ასეთი კანონში შეიძლება
საერთოდ არ ფიგურირებდეს გამოთქმები - აკრძალულია,არ შეიძლება და ა.შ. ორი სახის აკრძალვაა:

• რელატიური აკრძალვების შემცველი კანონი - -- მისი დარღვევა არ იწვევს ავტომატურად


გარიგების ბათილობას.რადგან ასეთი კანონებით იკრძალება არა გარიგების შინაარსი,არამედ
მისი თანამდევი გარემოებები და პროცესები.(მალფუჭებადი კვების პროდუქტის აკრძალვის
მიუხედავად ქუჩაში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება ბათილი). რელატიური
აკრძალვის ნორმის დარღვევის შედეგის განსაზღვრა არაა იოლი.

• აბსოლუტური აკრძალვა --- ამ დროს კანონი კრძალავს გარიგების შინაარსს,რის გამოც გარიგება
ბათილია.თუ ორივე მხარემ იცის რომ არღვევს ამკრძალავს კანონს ,გარიგება ბათილია
ორივესთვის; თუ იცის ერთმა მხარემ გარიგება მხოლოდ მისთვიაა ბათილი.

გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან,თუ ის არღვევს კანონით დადგენილ


აკრძალვას ან წესს.თუ ამკრძალავი კანონი გარიგების დადების შემდეგ იქნა მიღებული,მას არ აქვს
უკუქცევითი ძალა,თუ ეს თვითონვე კანონით არაა განსაზღვრული.

თუ ამკრძალავი კანონი დადების მერე გაუქმდა,გარიგება მაინც ბათილია და ეს არ იწვევს მის


ნამდვილობას.

გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს -- აქ იგულისხმევა სამოქალაქო ბრუნვის


ფუნდამენტური პრინციპები,როგორიცაა საკუთრები,ხელშეკრულებისა დ მეწარმეობის
თავისუფლება.საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგების მაგალითებია - შრომის ხელშეკრულებაში
პირობის ჩადება,რომ დასაქმებული ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე არ გათხოვდება.გარიგების
ბათილბის კიდევ ერთი მიზეზია საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა. ქართულ სამართალში ეს ნორმა
ფრანგული სამართლიდან შემოვიდა,სადაც ერთმანეთისგა განასხვავებენ საჯარო წესრიგსა და
ეკონომიკურ საჯარო წესრიგს.
გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის ნორმას - - - გარიგების მოტივი შეიძლება იყოს
ამორალური მაგ: საყვარელისთვის ანდერძით ქონების დატოვება იმ პირობით,რომ ის მოანდერძეს
სიცოცხლის განმავლობაში მარტო არ დატოვებს.ზნეობის წინააღმდეგ მიმართულია - - საშუალო
საპროცენტო განაკვეთზე თვიური 1,9% ბევრად მეტი ოდენობით განსაზღვრა;სქესობრივი ურთიერთობა
საფასურის გადახდის სანაცვლოდ;იარაღის ყიდვა მკვლელობის ჩადენის მიზნით..გარიგების აღიარება
ზნეობის საწინააღმდეგო დ საკმაოდ რთულია,რადგან თავად ზნეობის არსის დადგენაც სირთულეს
წარმოადგენს.ყოველ საზოგადოებას მისთვის დამახასიათებელი ზნეობრივი ნორმები აქვს. რთული
დასადგენია შეესაბამება თუ არა კონკრეტული გარიგება ზნეობრივ ნორმებს,მაგრამ მოსმართლე
თავადაც საზოგადოების წევრია და მან უნდა გაითვალისწინოს ამ საზოგადოებისათვის
დამახასიათებელი მორალური ნორმები, აგრეთვე მას უწევს კონკრეტული სოციალური წრისთვის
მნიშვნელოვანი ზნეობრივი წესები.

ბილეთი#16 სამეწარმეო იურიდიული პირები


იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთრების მქონე
ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პასუხს აგებს თავის ქონებით და საკუთარი სახელით იძენს
უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან
მოპასუხედ. იურიდიული პირი შეიძლება იყოს კერძო ან საჯარო სამართლის.კერძო სამართლის
იურიდიული პირებიორ ნაწილად იყოფა:სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებად.
სამეწარმეო იურიდიულ პირთა სტატუსი განმტკიცენულია კანონში მეწარმეთა შესახებ, სადაც მათი
ამომწურავი ჩამონათვალი გვხვდება. მეწარმეთა კანონის მიხდვით კომერციული იურიდიული პირები
ორ დიდ ჯგუფად იყოფა: პირველი: ამხანაგობის ტიპის საზოგადოება, სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) და კომანდიტური საზოგადოება (კს).

მეორე,კაპიტალური საზოგადოებები. მათი შემოღება დაკავშირებულია პასუხისმგებლობის


შეზღუდვის პრინციპის დამკვიდრებასთან. მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებულ
იურიდიულ პირთა მიმოხილვა ნათელს ხდის მათ თავისებურებებს:

1.სპს- საზოგადოება,რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად,ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა


საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორთა წინაშე აგებენ პასუხს,როგორც
სოლიდარული მოვალეები-მთელი თავინათი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

2.კს-საზოგადოება,რომელშიც რამდენიმე პირი ერტიანი საფირმო სახელით ეწევა სამეწარმეო


საქმიანობას, საზოგადოების კრედიტორთა წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა
შემოიგფარგლება საგრანტო თანხის გადახდით- შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო
სხვა პარტნირების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის-სრული პარტნიოტრები
(კომპლემენტარები). კს-ის დაფუძნებისას აუციელებელია მინიმუმ ორი პარტნიორის არსებობა. მათგან
ერტ კომანდიტი უნდა იყოს, მეოერ კომპლემენტარი.

3.შპს- მისი ლეგალური დეფინიცია ასეთია: საზოგადოება,რომლის პასუხსიმგებლობა კრედიტორთა


წინაშ შემოიფარგლება მისი ქონებით. იგი სამეწარმეო საზოგადოებაა და კაპიტალის გაერთიანების
შედეგად იქმნება. შპსის პასუხისმგებლობა პარტნიორთა წინაშე შეზღუდულია. მისი არსებობა არ არის
დამოკიდებული წევრობაზე, შპს-ს აქვს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოები: პარტნიორთა
კრება, დირექტორატი და სამეთვალყურეო საბჭო. იგი შეიზლება დააფუძნოს ფიზიკურმა ან
იურიდიულმა პირმა , მათ შორის, სახელმწიფომ.

4.სს-სააქციო საზოგადოება. მისი ლეგალური დეფინიცია ასეთია : საზოგადოება,რომლის კაპიტალი


წესდებით დაყოფილი კლასისა და რაოდენობის აქციებად. იგი კაპიტალური საზოგადოებაა და მისი
არსებობა არ არის დამოკიდებული წევრთა შეცვლაზე.კრედიტორთა წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ
თავის ქონებით.სს-ის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული
ფასიანი ქაღალდი,რომელიც ადასტყრებს სააქციო

საზოგადოების ვალდებულებებს აქციონერთა წინაშე. ისინი თავისუფლად მონაწილეობენ ფასიანი


ქაღალდების ბაზარზე.

5. კოოპერატივი-ის არ არის კლასიკრი კომერციული ორგანიზაცი. მისი ლეგალური დეფინიცია ასეთია :


წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებუი ან წევრთა მეურნეობის განვითარებისათვის და
შემოსვლების გადიდებისათვის შექმნილი საზოგადოება,რომლის ამოცანაც წევრთა ინტერესების
დაკმაყოფილებაა და იგი მიმართულია არა უპირატესად მოგების მიღებაზე.

16--ბ??????

ბილეთი#17 ზოგადი და სპეციალური კანონები და მათი ურთიერთმიმართება


სახელმწიფო სამოქალაქო სამართლის მონაწილეებს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე
სამართლის სხვა დაგებში. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალში ნორმათა დაყოფა
დისპოზიციურ (ius dispositium) და იმეპერატიულ (ius cogens) ნორმებად უაღრესად მნიშვნელოვანია და
დამახასიათებელია სამართლის ამ დარგისთვის. სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპი – კერძო
ავტონომია სწორედ დისპოზიციური ნორმების წყალობით მიიღწევა. დისპოზიციური სამართლის
ნორმები მხარეებს შესაძლებლობას აძლევს დეტალურად არ განსაზღვრონ ყველა საკითხი მომავალ
ურთიერთობებში. დისპოზიციური ნორმების თავისებურება ისაა, რომ ისინი მოქმედებენ მაშინ, როცა
მხარეებმა გამოტოვეს ხელშეკრულებაში რაიმე საკითხი ან არასრულად მოაწესრიგეს იგი.
დისპოზიციური ნორმების გარდა, სამოქალაქო სამართალი იცნობს ასევე ნორმებს, რომელთა შეცვლა
მხარეებს არ შეუძლია და ამ ნორმების შესრულება სავალდებულოა ორივე მხარისთვის. ესაა
იმპერატიული ნორმები, რომელთა რაოდენობა თანამედროვე სამოქალაქო სამართალში საკმაოდ
დიდია. იმპერატიული ნორმების დახასიათებისას ცალკე გამოყოფენ ე.წ. „ფარდობითად იმპერატიულ
ნორმებს.“. მათი ფარდობითი ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ისინი მხოლოდ ერთი მხარისთვისაა
იმპერატიული. სამოქალაქო კოდექსი ცალკე არ მიუთითებს თუ რომელია დისპოზიციური ნორმა და
რომელი იმპერატიული ეს უნდა დაზუსტდეს კონკრეტული ნორმის განმარტების დროს.

სამოქალაქო სამართალი ურთიერთობებს აწესრიგებს აბსტრაქტული, ზოგადი ნორმების საშუალებით


რაც საშუალებას იძლევა ნორმა მივუსადაგოთ სხავადასხვაგვარ ურთიერთობებს . ამავდროულად,
ცხოვრებასთან მიახლოების შესაძლებლობას იძლევა კანონი ე.წ. განუსაზღვრელი ნორმების
ჩამოყალიბებით, რომლებსაც ძირითადად დირექტივების სახე აქვს. ამგვარ ზოგად დებულებებს
სამოქალაქო კოდექსი ბევრ ადგილას იყნებს: „კეთილსინდისიერად“, „სამართლიანობის შესაბამისად“,
„სათანადო ვადა“, „მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობიასას“ და ა.შ. ზოგადი ნორმების შემთხვევაში
გადამწყვეტი მნიშვნელობისაა თუ რა ღირებულებებს ემყარება მთლიანად ის საზოგადოება
რომლისთვისაცაა შექმნილი მოცემული სამართლის ნორმა.

როდესაც სამართლის ცალკეული ნორმები განსხვავებულად აწესრიგებენ ერთსა და იმავე


ურთიერთობებს ასეთ ვითარებაში საქმე გვაქვს ნორმათა კოლიზიასთან.

იმ შემთხვევაში თუ ზოგადი ნაწილის ნორმა ეწინააღმდეგება სპეციალურ ნორმას სამოქალაქო კოდექსის


მეორე მუხლის მიხედვით გამოიყენება სპეციალური ნორმა.თუ ერთსა და იმავე დონის სამართლის
ნორმათა კოლიზიისას კი გამოიყენება -- სპეციალური და უფრო ახალი კანონი.

თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი კოლიზიაშია კანონთან,მაშინ უნდა გამოვიყენოთ კანონი.


გარიგების ფორმა
გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

1.ზეპირი ფორმა - - ერთ -ერთი მოსაზრებით ზეპირი ფორმა არ უნდა განეკუთვნებოდეს კანონით
განსაზღვრულ ფორმის სახეობებს და ის ფორმის თავისუფლების ფარგლებს უნდა მივაკუთვნოთ.

მეორე მოსაზრებით - - -ზეპირობა მიჩნეულ უნდა იქნეს ფორმის სახედ.მოკლე ტექსტური


შეტყობინება,ელექტრონული ფოსტა ან ფაქსი კი უნდა ჩაითვალოს ზეპირად რადგან ამ დროს
წერილობითი ფორმისთვის დამახასიათებელი წინაპირობა -ხელმოწერა არაა სახეზე.

2.წერილობითი ფორმა - - გარიგების წერილობითი ფორმით დადება შესაძლებელია:

ა.თუ კანონი ითხოვს ფორმასავალდებულეობას

ბ.მხარეები შეთანხმდნენ გარიგების წერილობით ფორმაზე.

წერილობითი ფორმის წინაპირობებია:

• წერილობითი დოკუმენტი - - წერილობითი ფორმის შემთხვევაში ნების


გამოვლენა,რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ,გამოვლენილ უნდა იქნეს ანბანური ასო-
ნიშნებით.ტექსტის დიზაინს,სახეს,შრიფტსა და შრიფტის ზომას - -როგორც წესი ყურადღებას არ
აქცევენ.ტერმინი დოკუმენტი პირდაპირ დასახელებული არაა თუმცა უნდა გავაკეთოთ დასკვნა,რომ
ხელმოწერა რომელიც განსაზღვრულია რაღაცაზე უნდა განთავსდეს.დოკუმენტის შედგენა
შესაძლებელია ქართულ/უცხოურ/მკვდარ/იშვიათ ენაზე,მთავარია,რომ მისი თარგმნა შესაძლებელი
იყოს.ნების გამოვლენა შეიძლება ჩაითვალოს ბათილად და არ მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები
მაშინ,როდესაც ერთი პირის მიერ გამოვლენილი ნება იმ ენაზე იქნა გამოვლნენილი,რომელიც მეორე
პირს არ შეეძლო გაეგო და გარემოებებით ეს დასტურდება. დოკუმენტი შეუძლიათ შეადგინონ თვითონ
ან მესამე პირებმა როგორც ხელნაწერის სახით,ისე საბეჭდი მანქანით ან კომპიუტერით.მთავარია,რომ
მასალა შესაძლებელს ხდიდეს ასო-ნიშნების აღბეჭდას ხანგრძლივი დროით.დოკუმენტი შესაძლოა
შედგებოდეს რამდენიმე ფურცლისგან.ამ შემთხვევაში ფურცლები უნდა ქმნიდეს დოკუმენტის
ერთიანობის განცდას.აქ არ იგულისხმევა მხოლოდ ფურცლების აკინძვა ან მათი რამენაირი
სხეულებრივი კავშირი,არამედ მნიშვნელოვანია დოკუმენტის გვერდების დანომრვა,ასევე
აბზაცები/პუნქტები უნდა ქმნიდეს ერთიან სხეულს.თუკი დოკუმენტს ერთვის რაიმე სხვა დოკუმენტი
მაშინ ამ უკანასკნელებს შორის უნდა იყოს ურთიერთკავშირი.მაგ:თუ ერთვის დანართი მაშინ
ერთისმხრივ დანართში უნდა იყოს რომელ ხელშეკრულებას ერთვის,ხოლო ხელშეკრულებაში უნდა
მიეთითოს რომ მას ერთვის დანართი(ნომრით).

• ხელმოწერა - - - აზრს რომ წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების


მონაწილე მხარეთა ხელმოწერა - - -აქვს რამდენი დატვირთვა.

• ხელმოწერა დოკუმენტის აუცილებელი შემადგენელია

• წერილობითი დოკუმენტი იძენს ძალას მხარეთა ხელმოწერით

ხელმოწერას აქვს ე.წ დოკუმენტის დასრულების ფუნქცია,რაც გამოიხატება მაში,რომ ხელის მომწერი
ხელისმოწერით ასრულებს თავის ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს
მას.იგულისხმება,რომ ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტის ბოლოს.შესაძლებელია ყველა გვერდზე
ხელის მოწერა,ამ უკანასკნელს,გაყალბებისგან თავდაცვის ფუნქცია აქვს.ხელმოწერას აქვს ასევე
მიკუთვნებადობის ფუნქცია,რაც ნიშნავს,რომ ხელმოწერით უნდა დგინდებოდეს ნების გამომვლენის
ვინაობა.ხელმოწერა დოკუმენტზე უნდა განხორციელდეს საკუთარი ხელით და მითიტებულ უნდა იყოს
ხელმომწერის სახელი და გვარი გარკვევით.მთავარია ხელმოწერა მთლიანობაში იძლეოდეს
ხელმომწერის იდენტიფიცირების საშუალებას.შესაძლებებლია ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტზე
უცხოური ალფაბეტით ხელმოწერა და პირიქით.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნების გამომვლენელი
თავად აწერდეს ხელს ანუ იყოს ხელმოწერის ავთენტურობა.ხელმოწერის დროს დახმარება მაგ:შეუძლო
პირისთვის ხელის დაჭერა ან წაშველება დასაშვებია,რადგან ხელმოწერა პირის ნებიდან
გამომდინარეობს.

• ბლანკეტური ხელშეკრულება - -- შეუვსებელ ან არასრულყოფილად შევსებულ


დოკუმენტზე ხელმოწერა იმ მიზნით,რომ დოკუმენტში ტექსტი მოგვიანებით ჩაემატება,ან შეუვსებელი
ბლანკი შეივსება.მიიჩნევა,რომ ბლანკეტური ხელმოწერაც არის ასევე გამოვლენილი ნების
შინაარსობრივი დადასტურება.ასეთი ხელშეკრულებისას მხარე არაა დაცული გადაწვეტილების
ნაჩქარევი მიღებისგან

მხარდამჭერის ხელმოწერა

მხარდამჭერის მიმღების მიერ წერილობითი გარიგების დადებისას მას,მხარეების გარდა,ხელს აწერს


მხარდამჭერი.

მხარდამჭერის ხელმოწერა - ადასტურებს,რომ მან სრულად განუმარტა მიმღებს გარიგების


არსი,ვალდებულებები,შედეგები ,სარგებელი. თავის მხრივ მას ორი მნიშვნელობა აქვს:

1.იცავს ჩამორჩენილი პირის ინტერესებს,რადგან შეიძლება,მან სრულად ვერ გაიგოს და ზიანი მიადგეს

2.მხარისთვის საჭიროა წერილობითი ფორმა,რადგან ბათლობაზე არ დაიწყოს მსჯელობა.

მხარდამჭერი არაა მხარე,მას არ წარმოეშობა ვალდებულება და მოვალეობა.მისი მონაწილეობა


დაკავშირებულია ნამდვილობასთან.

მხარდამჭერი ხელმოწერით ადასტურებს მხარდამჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას


სასაამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდამჭერის გაწევას.

მექანიკური საშუალებებით ხელმოწერა

ხელმოწერის აღდგენა,გამეორება ან აღბეჭდა დასაშვებია იქ,სადაც ეს მიღებულია ჩვეულებად.ეს


გულისხმობს პირადი ხელმოწერის ნაცვლად ფაქსიმილეთი დამოწმება.

ხელმოწერის აღდგენა,განმეორება - - -პირადის ანალოგიის განთავსება (ბეჭედზე).

აღბეჭდა - - ხელმოწერის ასლის ბეჭდური სახით გამოსახვა.

მაგალითად ეს დასაშვებია ფასიან ქაღალდებზე,რომელთა გამოშვებაც დიდი რაოდენობით ხდება.ასვე


პოლისებზე.

დაუშვებელია შრომით ხელშეკრულებებზე,რადგან ინდივიდუალურად განსაზღვრადია.

რთული ფორმები

წერილობითი ფორმის არსებობისას,კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა


შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს
ნოტარიუსმა ან კანონით გათვალიწინებულმა სხვა პირმა.
კანონით გათვალიწინებული პირი შეიძლება იყოს - -რწმუნებული,კონსული.

ნოტარუსის მოვალეობებსა და უფლებებს განსაზღვრავს კანონი ნოტარიატის შესახებ.

ელექტრონული ფორმა

2008 წლის 14 მარტს ძალაში შევიდა კანონი „ ელექტრონული ხელმოწერისა და ეექტრონული


დოკუმენეტების შესახებ“.ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ტექნოლოგიის დანერგვას.ის მარტივი
წერილობითი ფორმის ალტერნატივაა.წერილობითის სანაცვლდ ელექტრონული გამოყენება
შეიძლება.მას მტკიცებულების ძალა აქვს.ელექტრონული დოკუმენტი - - - - არის ელექტრონული
საშუალებით შექმნილი/გაგზავნილი/მიღებული ინფორმაცია,მასზე ინფორმაცია ანბანურია-წაკითხვა
შესაძლებელი. შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გადმოცემაუნარიანობაც აქვს,საკმარისია შეინახონ მყარ
დისკზე ან DVD/CD. ელექტრონული ხელმოწერა - - შეიძლება მისი მოქმედების ვადა შეჩერდეს,ამით
მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება.

ელექტრონული ხელმოწერა არის ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილ


მონაცემთა ერთობლიობა,რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტებთან მისი
კავშირის აღსანიშნავად.

ამ ფორმასაც აქვს სიცხადის ფუნქცია/აქვს მტკიცების ფუნქცია/გადმოცემაუნარიანობა.

ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისთვის

იმ პირს,რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის,ფიზიკური


ნაკლის,ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში,შეუძლია გარიგებაზე
ხელის მოწერა სხვას მიანდოს.ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს
ოფიციალურად,ამასთანავე,უნდა აღინიშნოს ის მიზეზი,რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო
გარიგებაზე ხელის მოწერა.

გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის შედგენით

თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი,მაშინ


საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს,რომელიც განკუთვნილია
შესაბამისი მხარისათვის.

თუ ხელშეკრულებას ორი მხარე ჰყავს მაშინ ისინი მოაწერენ ხელს ერთ დოკუმენტს თუ ასეთია.

იმ შემთხვევაში,როდესაც ხელშეკრულებას ჰყავს ორზე მეტი მხარე,ყველა პირი უნდა აწერდეს ხელს
ყველა დანარჩენი პირის ხელშეკრულების ეგზემპლარს.თუ ერთი მაინც აკლია,იგი ნამდვილი აღარაა.

თუკი ხელშეკრულების მხარეები დოკუმენტებზე სხვადასხვა თარიღს უთითებენ,მაშინ ძალაში შედის


ყველაზე გვიანი თარიღიდან.

ბილეთი#18 შეცდომით დადებული გარიგების ცნება.მოტივში შეცდომის მნიშვნელობა


გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

შეცდომა მოცემულია მაშინ,როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ


შემთხვევა.სხვანაირად რომ ვთქვათ,შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის
შემადგენლობაზე. ვიწრო გაგებით - - -შეცდომა მოცემულია მაშინ ,როდესაც ნების გამომვლენ პირს
საერთოდ არ აქვს წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. ფართო გაგებით - - - წარმოდგენის არ
ქონა შესაძლებელია ასევე შეფასდეს როგორც შეცდომა.

შეცდომა არსებითია მაშინ,როდესაც შემთხვევის ობიექტური გარემოებების


გათვალისწინებით,შეიძლება ჩაითვალოს,რომ ის პირი,რომელიც შეცდომით ავლენს ნებას,შემთვევის
ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში ნებას საერთოდ არ გამოავლენდა ან თუ
გამოავლენდა,არა ასეთი სახით.შეცდომის არსებითობის განსჯისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს
შემთხვევის ყველა გარემოება,რომელიც ყოველ შემთხვევაში განსხვავებული წინაპირობებიდან უნდა
გამომდინარეობდეს.შეცდომა უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.შეცდომა შეიძლება
გვქონდეს შეცდომა გარიგების ტიპის არჩევაში, გარიგების შინაარსში,გარიგების
საფუძვლებში,კონტრაჰენტის პიროვნებაში,საგნის ძირითად თვისებებში,უფლებაში,მოტივში.

შეცდომა გარიგების მოტივში არ ჩაითვლება არსებითად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოტივი


შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

შეცდომის ერთ-ერთი სახეა შეცდომა გარიგების მოტივში. გარიგების მოტივს განეკუთვნება ისეთი
წარმოდგენები,რომლებსაც გარიგების ერთ-ერთი მონაწილე იქმნის სხვა მონაწილეების შესახებ ან
გარიგების საგნის თვისებების თაობაზე.შეცდომა გარიგების მოტივში მოცემულია მაშინ,როდესაც ნების
გამომვლენი ობიექტურად ავლენს ისეთ ნებას,რაც მას სუბიექტურად უნდა რომ
გამოავლინოს,თუმცა,ნების გამოვლენის განმსაზღვრელ ფაქტორთან მიმართებაში ცდება.მოტივში
შეცდომა არაარსებითი შეცდომის სახეა და იგი არ იძლევა შეცილების საფუძველს.იმ
შემთხვევაში,როდესაც მოტივი შეთანხმების საგანი ხდება,იგი ხელშეკრულების არსებით პირობად
იქცვა და უკვე ვეღარ ჩაითვლება მოტივად.გარიგების მოტივის საკითხი დაკავშირებულია ან გარიგების
კონტრაჰენტის პიროვნებასთან ან გარიგების საგნის ძირითად თვისებებთან.ამიტომ ხშირად რთულია
იმის გამიჯვნა,თუ როდის გვაქვს შეცდომა გარიგების მოტივში და როდის შეცდომა პიროვნების ან
საგნის ძირითად თვისებაში.მოტივში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ერთი
მხარის არასწორი წარმოდგენა.

საცილო და უცილოდ ბათილი (არარა) ,ნაწილობრივ ბათილი და მერყევად


ბათილი გარიგებანი. კონტრაჰენტის თანხმობა შეცდომით დადებულ გარიგებაში
ნამდვილია გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამარტლებრივი
შედეგის დადგომას. თუ გარიგებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, ის მიიჩნევა ბათილად. განსხვავდება
გარიგების ბათილობის ფორმებიც. გარიგებებს,რომლებიც დადების მომენტიდანვე ბათიია და დასახულ
სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს უცილოდ ბათილი,ანუ არარა გარიგება ეწოდება. თუ გარიგება
მთლიანობაში ნამდვილია,მარამ მისი ესა თუ ის ნაწილი უვარგისი, მაშინ მას ნაწილობრივ ბათილი
გარიგება ეწოდება.

ბათილი და უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება პრაქტიკულად სინონიმებია. არარა გარიგება ბათილის
ყველაზე უფრო მკაცრი ფორმაა.ამ შემთხვევეასი გარიგების შედეგი არ დგება არც დამდები პირების და
არც მესამე პირთა მიმართ.იგი ბათილია გარიგებისთანავე და ნამდვილად ვერ აქცევს ვერანაირი
მოქმედება.მისი ბათილობისთვის არაა საჭირო შეცილება,ბათილობის მოთხოვნა ან სასამართლოს მიერ
ბათილად ცნობა. აღსანიშნავია ისიც,რომ მართალია გარიგება არარაა,მაგრამ იგი რეაურად
განხორციელებული აქტია.შესაბამისად იგი იწვევს შედეგს,თუმცა არა იმ შედეგს რაც სასურველი და
დასახული იყო. არსებობს გარიგების “დადასტურება” ,რაც გულისმობს მხარეთა შესაძლებლობას
დადონ ახალი გარიგება იმავე საგანზე. ამ შემთხვევეაში შეცდომის გამოსწორება ხდება,თუმცა ესეც
დამოკიდებულია გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ ხასიათზე ანუ იმაზე,თუ რის გამო გახდა
გარიგება ბათილი. არარა გარიგების დადასტურება მხარეთა მიერ, არ იწვევს მის ნამდვილობას. ეს
ნიშნავს გარიგების ხელახლა დადებას.
ზოგჯერ მხარეები გარიგებას სწორად აფორმებენ,მაგრამ მისი რომელიმე ნაწილი არ შეესაბამება
კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაწილობრივ ბათილ გარიგებასთან.
გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს სხვა ნაწილების ბათილობასაც,თუ შეგვიძლია
ვივარაუდოთ,რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. გარიგების ნაწილობრივ
გარიგებაზე რომ ვისააუბროთ,უნდა არსებობდეს ერთიანი გარიგება,რომელიც რამდენიმე ნაწილისგან
შედგება.ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ნაწილების გამოცალკევება და მათი განხილვა,ასევე იმის
დადგენა , თუ რომელი ნაწილია ბათილი და შეუძლია თუ არა მის ბათილობას გამოიწვიოს მთლიანად
გარიგების ბათილობა. ნაწილობრივ ბათილი გარიგებების განხილვისას მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა
სურვილსაც, მათ შესაძლოა მთლიანად გარიგების ბათილობის სურვილი ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია
ნაწილობრივ ბათილ გარიგებათა განმარტება,რადგან ძირითადი საკითხები სწორედ განმარტებისას
უნდა დადგინდეს. მნიშვნელოვანია ისიც,რომ ეს ნაწილი არ უნდა იწვევდეს მთელი გარიგების
ბათილობას.

არსებობს გარიგებები,რომლებიც ბათილია დადების მომენტიდან,მაგრამ დაშვებული შეცდომის ან


გარიგების ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია. ასეთ გარიგებას მერყევად ბათილი ეწოდება. ასეთი
არასრულწლოვანთა მიერ დადებული გარიგებები,ასევე გარიგებები,რომლებიც ნამდვილობისთვის
მესამე პირთა ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს თანხმობას საჭიროებს. ასეთ შემთხვევებში გარიგება
ნამდვილიო გახდება,თუ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდება.წინააღმდეგ
შემთხვევეაში, იგი ბათილია. არსებობს გარიგებებიც ,როლებიც დადების მომენტში ნამდვილია,მაგრამ
შეცილების შედეგად ხდება ბათილი, ასეთი საცილო გარიგებები.მისი ნამდვილობა დამოკიდებულია
იმაზე, გაასაჩივრებს თუ არა მხარე. შეცილების გამო იგი ბათილად მიიჩნევა არა შეცილების,არამედ
დადების მომენტიდან. საცილო გარიგების ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეცდომით,მოტყუებითა
და იძულებით დადებული გარიგებები.

შეცილება ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ. შეცილებისთვის აუცილებელი არაა


სასამართლოში ან სხვა ორგანოში მიმართვა,,საკმარისია მეორე მხარისადმი მიმართვა.შეცილება
ცალმხრივი გარიგებაა,რომლის ნადვილობისთვიაც საჭიროა მისი მიღება ადრესატის მიერ.. გარიგების
ბათილად აღიარება ნიშნავს იმ სამართლებრივ შედეგთა გაუქმებას,რაც მას მოჰყვა ანუ უნდა აღდგეს
პირვანდელი მდგომარეობა.

არსებობს აგრეთვე ფარდობითად ბათილი გარიგება. იგი მთლიანობაში ნამდვილია,მაგრამ


კონკრეტული პირის ან პირების მიმართ იურიდიული ძალა არ აქვთ.

შეცდომით ნების გამოვლენა არ შეიძლება საცილო გახდეს, თუკი მეორე მხარე თანახმაა შეასრულოს
გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს საცილო გახადოს გარიგება.

ეს ნორმა იძლევა კონვერსიის შესაძლებლობას.შეცილების უფლება გამოირიცხება,თუ ნების გამოვლენის


ადრესატი თანახმაა შეასრულოს ხელშეკრულება ისე,როგორც ეს სინამდვილეში სურდა ნების
გამოვლენაში შეცდომის დამშვებ პირს.ამ დროს სახეზეა კონვერსია და ხელშეკრულება შეიძენს იმ
შინაარსს,რაც შეცდომაში მყოფ ნების გამომვლენს სურდა.( „ა“-ს სურს „ბ“-ს მიჰყიდოს საგვარეულო
ბრილიანტის ბეჭედი 9000 ლარად.ელექტრონულად მიწერისას ა-მ შეცდომით დაწერა 900 ლარი,მაშინ
რდესაც „ბ“ სიხარულით წერს ,რომ თანახმაა, „ა“ ეუბნება ,რომ შეცდომა დაუშვა.მიუხედავად ამისა „ბ“
თანახმაა,რადგან საგვარეულო ბეჭედ დიდი მნიშვნელობა აქვს.ამ დროს ა-ს ერთმევა შეცილების
უფლება. თუ თვისებრივი შეცდომაა ნივთში მაშინ შესაძლოა შეცილების უფლება,მიუხედავად
თანხმობისა.
ბილეთი#19 სახელის უფლება
სახელი პირის იდენტიფიკაციის ძირითადი საშუალებაა. სახელის ტარება პირის მხოლოდ უფლება კი
არა მისი მოვალეობაცაა. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულ სახელის უფლებას სამოქალაქო
სახელი ეწოდება,ესაა სახელი რომელსაც ყოველი ადამიანი იყენებს ურთიერთობებში თავის
იდენტურობის აღსანიშნავად. იგი განსხვავდება ე.წ. კნინობით-ალერსობითი და ე.წ. მეორე სახელისაგან.
იგი შედგება სახელისა და გვარისგან. სამოქალაქო სახელისაგან განსხვავდება იურიდიული პირის
სახელწოდება. მას საფირმო სახელწოდება ჰქვია და იურიდიულ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებაა.

სამოქალაქო სახელისაგან განსხვავდება ასევე ე.წ. სავაჭრო ანუ კომერციული სახელი,რომელსაც


მეწარმეები თავიანთი საწარმოს აღსანიშნავად იყენებენ. მას სამეწარმეო სახელი ანუ ფირმა ეწოდება.
სამოქალაქო სახელის გარდა პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა ფსევდონიმი.
თანამედროვე სამართალში გავრცელებული შეხედულების თანახმად, სახელის უფლება პირადი და
აბსოლუტური უფლებაა. თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუცია მას პირად არაქონებრივ უფლებად
მიიჩნევს ,თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ იგი არაამატერიალური ქონებრივი უფლებაა. სსკს მე-17
მუხლით განმტკიცებული სახელის უფლება პირადი არაქონებრივი უფლებაა. სახელის უფლების
პირად არაქონებრივრებით მაშინ , როცა საქმე ეხება იურიდიულ პირს. მაგალითად , „ლაღიძის წყლები“
ყოველთვის დადებით ემოციას იწვევდა, თუმცა თუ ამ სახელით ბაზარზე გამოვა ფალსიფიცირებული
პროდუქტი, ამით შეილახება სახელის უფლებაც,რაც სამეწარმეო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.
ასე რომ ამ შემთხვევაში სახელის უფლება უნდა მივიჩნიოთ არამატერიალურ ქონებრივ უფლებად.
სამოქალაქო სახელის გასხვისება დაუშვებელია. ფიზიკური პირის სახელისაგან განსხვავებით
დაუშვებელია ორ იურიდიულ პირს ერთი და იგივე სახელი ერქვას. კომერციულ ურთიერთობებში
არის შემთხვევები,როცა ადამიანის სახელი გადაცემაუნარიანია. ამ დროს სამოქალაქო სახელი
გარდაიქმნება სავაჭრო სახელად , საწარმოს ქონების ნაწილად და განიხილება,როგორც
არამატერიალური ქონებრივი უფლება. საფირმო სახელის გასხვისება დასაშვებია მხოლოდ იმ
საწარმოსთან ერთად, რომლის სახელიცაა. სახელის შეძენის საფუძველი შეიიძლება იყოს : დაბადება,
ქორწინება , სახელის შეცვლა ნებაყოფლობით.

დაბადებისას ბავშვს მშობლები ურჩევენ სახელს, ხოლო გვარი განისაზღვრება მშობლების საერთო
გვარით ან ერთ-ერთი მათგანის გვარით ანდაც მათი გვარების შეერთებით. ქორწინებისას
შესაძლებელია მეუღლეებმა აირჩიონ ერთ-ერთი მათგანის გვარი საერთო გვარად ანდაც შეაერთონ
გვარები. დასაშვებია სახელის ნებაყოფლობით შეცვლაც.ამის უფლება აქვს როგორც სრულწლოვან,ისე
არასრულწლოვან პირს,რომესლაც აქვს მშობლების ან მეურვეების თანხმობა.

სახელის შეცვლისთვის საჭიროა დასაბუთებული განცხადება,რომელიც დადგენილი წესით უნდა


განიხილოს სათანადო ორგანომ.სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების
შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს,რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით.პირი მოვალეა
მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორების და მოვალეების
გასაფრთხილებლად.

ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან,ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით
უნებართვო სარგებლობით ,მას უფლება აქვ ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა
მასზე.
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირების მიერ დადებული გარიგებები
1. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის
აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე,
შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს
სარგებელს.
2. თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს თავისი ნების
გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

1. არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს


ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
2. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული
აქვს თანხმობა.
1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს
კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა
თავისუფალი განკარგვის მიზნით.
2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს
დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი
შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე
ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.
3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.
ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი წარმომადგენლის
აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი გარიგება მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი
წერილობითი საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი უარი
დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის ამ თანხმობის
შესახებ.
გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოითხოვს ნებართვას, თუ დადგინდება,
რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, აშკარად არსებობდა გარიგების
დადების დროსაც.

ბილეთი#20 არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება და რეგისტრაცია


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი

1 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო


(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − მარეგისტრირებელი ორგანო).

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში


დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას
და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს „ HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408"მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე
იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მის


სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა,
უნდა მიეთითოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და


გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირია;

გ) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება,


გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი


პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება


„ HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408"მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, „ HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222" HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222"შემოქმედ HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222" HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222" HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/19222"მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების
შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/4382851"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/4382851" HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/4382851"პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული)


იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებების
რეგისტრაცია

1. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო


წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო


(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული
ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს
რეგისტრაციას. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/უცხო ქვეყნის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებული
მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმე იურიდიული პირის/ფილიალის
(წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და


წარმომადგენლობა
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ
პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე
მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.

2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო


(არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს
წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა


მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო
წესით დამოწმებას.

4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი


უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „ HYPERLINK
"https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408" HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408"
HYPERLINK "https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408"მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-
9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის
განსაზღვრული წესები.

ა(ა) ი.პ,როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნი,გარკვეული ორგანოებით ოპერირებს ბრუნვაში.


(დირექტორატი,აღმასრულებელი ორგანო და სხვა).ა(ა) ი.პ-ის,როგორც ფიქციური წარმონაქმნის
ხასიათი განაპირობებს მის შიდაორგანიზაციას.ხელმძღვანელები არსებით როლს ასრულებენ.

ა.(ა).ი.პ-ის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეთა ერთპიროვნულად


გაძღოლის უფლება ან დააწესოს 2 ან 2 ზე მეტი პირის ერთიანი ხელმძღანელობა ან წარმომადგენლობა.

ხელმძღვანელობის ორი სახეა:

1.ინდივიდუალური - - სუბიექტის(გენერალური დირექტორი)

2. კოლეგიალური - - რამდენიმე პირისგან

ხელმძღვანელობითი - - -ა(ა)იპ-ს სახელით გადაწყვეტილებიის მიღება

წარმომადგენლობითი - - -ა(ა)იპ-ის სახელით გამოსვლა Ш პირებთან ურთიერთობაში.

ა(ა)იპ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით(დამფუძნებელთა ან


წევრთა შეთანხმებით),რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.
დირექტორი შეიძლება იყოს წევრი/შრომითი თანამდებობის პირი.წევრს უფლება აქვს წარადგინოს ნება
პირის საერთო კრებაზე დასანიშნავად,დანიშვნის აქტი კი სამართლებრივია.სარეგისტრაციო
დოკუმენტით განისაზღვრება ხელმძღანელის უფლებამოილების ვადა.

პირობითი გარიგებები
პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე
იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ
მოვლენის დადგომისთანავე.

მოვლენა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითი გარიგების პირობად,თუკი იგი ობიექტურადაც და


მხარეთა წარმოდგენითაც უცნობია.პირობად არ ჩაითვლება ისეთი მოვლენა,რომელიც უეჭველად
დადგება მაგრამ უცნობია მისი დადგომის დროს.ეს იქნება ვადის დათქმა.მაგ:პირობად არ ჩაითვლება
გარდაცვალება.თუმცა საპენსიო ასაკი შეიძლება ჩაითვალოს პირობად,რადგან უცნობია,მიაღწევს თუ
არა ადამიანი ამ ასაკს.

სამომავლო და უცნობ მოვლენაზე გარიგების დამოკიდებულება შეიძლება ორგვარ ხასიათს ატარებდეს:

1.გარიგების შესრულების გადადება ხდება ამ პირობის დადგომამდე

2.პირობის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს გარიგების შეწყვეტა

გარიგება შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული.ერთმანეთისგან


განასხვავებენ:

• კუმულატიური პირობით - - აუცილებელია ყველა პირობის ერთდროულად დადგომა,რომ


მიღწეულ იქნეს გარიგებით დასახული მიზანი.გამოიხატება „და“ კავშირით.

• ალტერნატიული პირობით - - საკმარისია ჩამოთვლილი რამდენიმე პირობიდან ერთ-ერთის


დადგომა.გამოიხატება „ან“ კავშირით.

გარიგების შედეგით გათვალისწინებული შედეგის დადგომასთან მიმართებაში:

• გადადების ანუ სუსპენზიური

• გაუქმების ანუ რეზოლუტიური

პირობის დადგომის მომენტის განსაზღვრის მიხედვით პირობა შეიძლება იყოს: 1.პოზიტიური 2.


ნეგატიური

შინაარსის მიხედვით გარიგების პირობა შეიძლება იყოს:

• კაუზალური პირობა - - როცა მისი არსებობა დამოკიდებულია შემთხვევით მოვლენაზე.მ

• პოტესტატიური პირობა - - -შეიძლება დამოკიდებული იყო დადგომა გარიგების ერთ-ერთი


მონაწილის მოქმედებაზე.ასევე პირობადებული საკუთრება.

სსკ განასხვავებს გადადების ანუ სუსპენსიურ და რეზოლუტიურ პირობებს.გადადება გარიგების


პირობითაა დადებული,თუ გარიგებით

გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე ანუ


გარიგების შესრულება გადაიდება პირობის დადგომამდე. პირობით დადებულად მიიჩნევა
გარიგებაც,რომელიც უკვე დამდგარ მოვლენას უკავშირდება,მაგრამ მხარეებმა არ იციან ამის შესახებ.

გაუქმების პირობით დადებულად მიიჩნევა გარიგება,როცა ამ პირობების დადგომა იწვევს გარიგების


შეწყვეტას და აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას.ასეთი გარიგების შედეგი დადებისთანავე
დგება,მაგრამ პირობის დადებისთანავე უქმდება.

გარიგების შედეგის დადგომის განმსაზღვრელი პირობა შეიძლებბა ფორმულირებული იყოს


პოზიტიურად ან ნეგატიურად.პოზიტიურია,თუ გარიგების შედგი დამოკიდებულია პირობის
დადგომაზე,ხოლო ნეგატიურია თუ შედეგის დადგომა დამოკიდებულია პირობის არ დადგომაზე.

თუ გარიგების საფუძვლად არსებული პირობა ბათილია,გარიგებაც ბათილია.პირობის ბათილობის


საფუძველი შეიძლება იყოს მისი კანონსაწინააღმდეგობა, ამორალურობა ან შესრულების შეუძლებლობა.
პირობით შეიძლება დაიდოს თითქმის ყველა გარიგება. მის მიმართ გამოიყენება ყველა ის წესი,რაც
ჩვეულებრივი გარიგების მიმართ. თუმცა არსებობს გარიგებები,რომელთა პირობით დადებაც არ
შეიძლება.ასეთი აკრძალვა პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან ან გარიგების ბუნებიდან. გარიგების
ბათილობა შეიძლება გამოიწვიოს მის საფუძვლად ბათილი პირობის არსებობამ ან ნამდვილ გარიგებაში
დამატებით ბათილი პირობის შეტანამ.

პირობითი გარიგებები შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ ვადასთან. თუ გარიგება დადებულია


იმ პირობით,რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში,მაშინ პირობა ძალადაკარგულად
ითვლება,თუ ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა. იგივე შედეგია, თუ აშკარაა,რომ მოვლენის დადგომა
შეუძლებელია. ორივე შემთხვევა ვადიანი პოზოტიური პირობების მაგალითია.

არსებობს ვადიანი ნეგატიური პირობებიც.ეს ხდება მაშინ,როცა გარიგებით გათვალისინებული შედეგის


დადგომა დამოკიდებულია იმაზე,რომ მოვლენა არ დადგეს განსაზღვრულ დროში.

1. იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო გარიგება, არა აქვს უფლება პირობის დადგომამდე
შეასრულოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების
შესრულებას.

2. თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება, მაშინ იგი
ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით წარმოშობილი ზიანი.

ბილეთი#21 საცხოვრებელი ადგილის ცნება


საცხოვრებელი ადგილი პირის სამოქალაქო-სამართლებრივი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა.
სსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის ადგილი ,რომელსაც პირი,
ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. ასეთად მიიჩნევა პირის უმთავრესი ადგილსამყოფელი, ამასთანავე
თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ პირი იქ დროებით არ იმყოფება. ერთ ადგილას ექვსი თვის განმავლობაში
ყოფნის შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმცია,რომ ისაა პირის საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელ
ადგილად მიჩნევისათვის საჭიროა პირის ფაქტობრივი ცხოვრება იქ და მისი ნება, იქ ცხოვრებისა. ანუ
საცხოვრებელი ადგილი არის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უმთავრეს ადგილსამყოფელს
და მას ძირითად ადგილსამყოფლად ირჩევს. საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ
ფიზიკურ პირს, იურიიულ პირს კი აქვს მისმართი ანუ ადგილსამყოფელი. შეიძლება პირის
საცხოვრებელი ადგილი და სამეწარმეო საქმიანობის ადგილსმყოფელი ემთხვეოდეს. საცხოვრებელ
ადგილს პირი ირჩევს თავისუფლად და მასზე გავლენას არ ახდენს რეგისტრაცია. პირს შეიძლება
ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ჩაწერილი იყოს მხოლოდ ერთგან. არსებობს
კანონით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილიც. ეს შემთხვევა გამოიყენება არასრულწლოვნების,
ჭკუასუსტებისა და სულით ავადმყოფების მიმართ. არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად
კანონით მიიჩნევა მათი მშობლების სახლი. სამეურვეო პირის საცხოვრებელ ადგილად ითვლება
მეურვის საცხოვრებელი.

საცხოვრებელი ადგილის გაუქმება დამოკიდებულია ორ გარემოებაზე: პირის ნება, მიანებოს თავი ამ


საცხოვრებელ ადგილს და ამის პრაქტიკული განხორციელება . ასევე ის შეიძლება გაუქმდეს ახალი
საცხოვრებელი ადგილის შეძენით,თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება და აუცილებელია პირის ნება.
საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება ომის,სამოქალაქო ომის ან სხვა მსგავსი გარემოებების გამო პირი
იძულებულია დატოვოს ადგილი. საცხოვრებელი ადგილი გასაზღვრავს:

1.პირის გამოცხადება უგზო-უკვლოდ დაკარგულად-მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის


მანძილზე არ გამოჩენილა საცხოვრებელ ადგილად.

2.პირის გამოცხადება გარდაცვლილად-ხუთი წლის მანძილზე არ გამოჩენილა საცხოვრებელ ადგილად.

3.ხელშეკრულების ცალკეული დებულების გამნარტებისას თუ რომელს მიენიჭოს უპირატესობა,


გადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი.

4.ვალდებულების შესრულების ადგილი

5.კრედიტორის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით გამოწვეული ხარჯების ანაზღურება.

6.ფულადი ვალდებულებების შესრულების ადგილი

7.სამკვიდროს გახსნის ადგილი.

თანხმობა გარიგებებში

ზოგიერთი გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გარიგების მონაწილეთა მიერ


ნების გამოვლენა და საჭიროებს მესამე პირების თანხმობასაც.დღეს დიდია იმ გარიგებათა
რიცხვი,რომლებიც საჭიროებენ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა თანხმობას. თანხმობა,როგორც
გარიგების ნამდვილობის წინაპირობა,შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

მართალია თანხმობა გარიების დადების წინაპირობაა,მაგრამ ამავდროულად ის თავადაც გარიგებას


წარმოადგენს ანუ იგი ერთდროულად გარიგებაცაა და დამხმარე საშუალებაც. თანხმობას,როგორც
დამოუკიდებელ გარიგებას,საფუძვლად უდევს ნების გამოვლენა.იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც
ერთი,ისე მეორე მხარის მიმართ.ნების გამოვლენა უნდა შეესაბამებდეს ყველა იმ მოთხოვნას,რაც
გარიგების ნამდვილობისთვისაა საჭირო. იგი ცალმხრივი გარიგებაა,მაგრამ აუცილებლად საჭიროებს
მეორე მხარის მიერ მიღებას. ას არ სჭირდება გრიგებისთვის დადგენილი ფორმის დაცვა,ეს კიდევ
ერთხელ უსვამს ხაზს იმას,რომ თანხმობა დამოუკიდებელი გარიგებაა და არა იმ გარიგების
ნაწილი,რომლის ნამდვილობის წინაპირობასაც წარმოადგენს. თანხმობის გამოყენება ყველა გარიგების
მიმართ არაა შესაძლებელი. თანხმობაზე დამოკიდებული გარიგება შეიძლება იყოს
ცალმხრივიც,ორმხრივიც და მრავალმხრივიც. განსაკუთრებით გაზრდილია იმ გარიგებათა
რიცხვი,რომელთა ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფო ორგანოთა თანხმობაზე. სახელმწიფოს
მხრიდან თანხმობა არმოადგნს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს,თუმცა მის მიმართ გამოიყენება
სსკს ნორმები,რადგან იგი აწესრიგებს კერძოსამართლებრივ ურთეიერთობას. თანხმობის ორი ძირითადი
სახე არსებობს. წინასწარ გაცემული თანხმობა ანუ ნებართვა და შემდგომი თანხმობა ანუ მოწონება. ანუ
თანხმობის მიღება შეიძლება გარიგების დადებამდეც და მის შემდეგაც.ორივე მათგანი ერთნაირ
სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს- გარიგები ნამდვილობას ან ბათილობას. ნებართვა,როგორც უკვე
აღინიშნა,წინასწარ მიცემული თანხმობაა. იგი ჰგავს მინდობილობას და და ხშირად მისი ფორმითც
ვლინდება.მინდობილობის გამცემი პირი წარმომადგენელს აძლევს ნებართვას,რომ განახორციელოს ესა
თუ ის მოქმედება.თუ ნებართვა გაცემულია გარკვეული ვადით,იგი ვადის გასვლისთანავე წყდება.თუ მას
საფუძვლად უდევს რაიმე ურტიერთობა,მაშინ ამ ურთიერტბის შეწყვეტა მის გაუქმებასაც იწვევს.
ნებართვის გაცემაც და გაუქმებაც ცამხრივი გარიგებაა. მისი ნამდვილობისთვის საჭირა მეორე მხარის
მიერ მიღება.ნებართვის გამაუმებელმა პირმა გაუქმების

შესახებ უნდა აცნობოს ორივე მხარეს ანუ არა მხოლოდ იმას,ვისთვისაც ნებართვა უნდა მიეცა,არამედ
იმასაც, ვისთანც უნდა დადებულიყო გარიგება. გარიგების დადების შემდეგ განხორციელებულ
თანხმობას მოწონება ჰქვია.მას უკუქცევითი ძალა აქვს ე.ი. ნამდვილი ხდება არა მოწონების გაცემის
მომენტიდან,არამედ იმ მომენტიდან როცა გარიგება დაიდო. მათ შეიძლება მერყევად ბათილი
გარიგებებიც ეწოდოს. უკუქცევითობა მნიშვნელოვანი თავისებურებაა,რადგან ის ნაკლი,რაც გარიგებას
ჰქონდა,მოწონების შედეგად სწორდება და სამართალი მას თავიდანვე არარსებულად
მიიჩნევს.აღსანიშნავია ისიც,რომ მოწონებას უკუქცევითი ძალა შეიძლება არ ჰქონდეს მაშინ,როცა კანონი
განსაზღვრავს,რომ დადებული გარიგების შემდეგ განხორციელებულ მოწონებას არა აქვს იურიდიული
ძალა. მოწონება შეიძლება განხორციელდეს მანამ,ვიდრე არსებობს ის გარიგება,რომლისთვის
გათვალისწინებული იყო ეს მოწონება. ზოგჯერ განკარგვა ხორციელდება არაუფლებამოსილი პირის
მიერ.მას ამისთვის სჭირდება უფლებამოსილი პირის ნებართვა.არაუფლებამოსილ პირში იგულისხება
როგორც ის პირი,რომელსაც არ აქვს უფლება მოცემულ ნივთსა თუ უფლებაზე,ასევე პირი,რომელსაც აქვს
მასზე უფლება,მაგრამ მისი განკარგვა მესამე პირთა თანხმობასაც მოითხოვს. თანხმობის ინსტიტუტი
არაუფლებამოსილი პირების მიერ განკარგვისას ემსგავსება წარმომადგენლობის ინსტიტუტს,მაგრამ
წარმომადგენლობის ინსტიტუტი უფრო ფართოა.

ბილეთი 22 .მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები

1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას
შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ
გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

მოჩვენებითია გარიგება,როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე,რომ მათ მიერ
გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი
სამართლებრივი შედეგი, ე. ი ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას.მოჩვენებითი
გარიგების ორი ნიშანია:

• დადებულია მოსაჩვენებლად

• მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა

მნიშვნელოვანია ორივე მხარე შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს.ასეთი გარიგების


მიზანი ,როგორც წესი,მესამე პირის მოტყუებაა.ეს მესამე პირი შეიძლება იყოს კრედიტორი,ისე
სახელმწიფოც.

მოჩვენებითი გარიგება ბათილია,რადგან მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას.მოჩვენებითი


გარიგება ბათილია არა მხოლოდ გარიგების მეორე მონაწილის,არამედ მოტყუებული მესამე პირის
მიმართაც.მესამე პირებს აქვთ თავდაცვი შესაძლებლობა და შეცილებისა და ბათილობის მოთხოვნის
უფლება,რაც შეიძლება დასრულდეს სარჩელის აღიარებითა და ზიანის ანაზღაურებით.(თუ ზიანი
მიადგა).შემთხვევები:
1.აქციონერის მიერ თავისი აქციების გადაფორმება სხვა აქციონერის სახელზე აქციათა საკონტროლო
პაკეტის სიმულაციის მზნთ და ამ გზით ბანკის კრედიტის აღების უზრუნველყოფა,ბათილი

2.მოჩვენებითია კრედიტორის დაკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით მოვალი მიერ თავისი მიწის
ნაკვეთის გაყიდვა მესამე პირზე.

მოჩვენებითი გარიგების ბათილობა იწვევს იმას,რომ ამოქმედდება თვალთმაქცური გარიგების


ნორმები.თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება
იმით,რომ გარიგების მონაწილეები რეალურად მისი განხორციელება სურთ და მიზანი სხვა გარიგების
გადაფარვაა.(მხარეები დებენ ავტომანქანის ჩუქების ხელშეკრულებას( მოჩვენებითი),მაშინ,როცა
სინამდვილეში მათ შორის იყო ნასყიდობის ხელშეკრულება(თვალთმაქცური).თვალთმაქცურია ასევე
სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება დროებით - სესხის მოქმედების ვადის მანძილზე.მოჩვენებითისგან
განსხვავებით,თვალთმაქცური გარიგება ნამდვილია.თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ გარიგების ბათილობას
სხვა საფუძვლით, მაგალითად,ფორმის დაუცველობის ან კანონსაწინააღმდეგობის გამო.

დაფარული გარიგების მიმართ გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები.დაფარული გარიგების


ნამდვილობისთვვის არ კმარა მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა.დაფარული გარიგება უნდა
იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი.(თუ ჩუქების ხელშეკრულებით სურთ ნასყიდობის
დაფარვა; ჩუქება ბათილია რადგან მოჩვენებითია - -- -ნასყიდობა კი მისი ფორმის დაუცველობის გამო
მაგალითად.

მოჩვენებითი გარიგების დროს,მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის
მიზნის მართლზომიერების შემოწმებით,თვალთმაქცური გარიგებისას კი უნდა გაირკვეს დაფარული
გარიგების ხასიათი,რადგან ამ დროს გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები.

You might also like