You are on page 1of 3

გარიგებები: ცნება და სახეები

ცნება

ცნება და მნიშვნელობა
50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,
შეცვლის ან შეწყვეტისკენ მიმართული ნების გამოვლენა.

გარიგება არის სამოქალაქო სამართლის ცენტრალური ინსტიტუტი, ის არის კერძო


ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების გამოვლენის სამართლებრივი
ინსტრუმენტი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლენა. გარიგება გამოიყენება
კერძო სამართლის სხვა დარგებშიც, მაგალითად საკორპორაციო ან საავტორო
სამართალში. სსკ-ის გარიგების შესახებ ნორმები ვრცელდება კერძო სამართლის ყველა
დარგზე და ყველა კერძოსამართლებრივ ურთიერთობაზე.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება წარმოადგენს ეკონომიკის სამართლებრივ


საფუძვლებს. გარიგება პირებს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე,
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოაგვარონ ურთიერთობა. დადგენილი პირობების
დაცვისას სახელმწიფო ამ გარიგებას სავალდებულო იურიდიულ ძალას ანიჭებს.

გარიგება, როგორც ნების გამოვლენა

ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია. გარიგებით ნების გამოვლენა არის


სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვაა, კანონით
დადგენილი ფორმით–ამით კოდექსი ეყრდნობა ნების თეორიას. სამართლებრივი შედეგი
ასეთ ნების გამოვლენას მოჰყვება მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილია. ნამდვილობა
გარიგების ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი მატერიალური და ფორმალური
სამართლებრივი პირობები. მატერიალური პირობაა პირის გონებრივი შესაძლებლობა,
ასაკი და ჯანმრთელობა, ხოლო ფორმალურ პირობად ითვლება კანონით დადგენილი
ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით,
კანონის შესაბამისად და ა.შ.)

სამართლებრივი შედეგი-ნების გამოვლენის მიზანი


ნების გამოვლენა გარიგებას წარმოადგენს, თუ ნების გამოვლენის მიზანია
სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა. 50-ე მუხლის
მიხედვით ნების გამოვლენას არ წარმოადგენს რეალური აქტები, რომლებიც
მიმართულია გარიგების შესრულებისაკენ ან გარიგების დამოუკიდებლად იწვევენ
სამართლებრივ შედეგს. რთულია გარიგების მსგავსი ნების გამიჯვნა გარიგებისაგან,
რომლებიც ჰგვანან ნების გამოვლენას, რადგან უშალოდ არ იწვევენ შედეგის დადგომას.
გარიგებას არ წარმოადგენს ისეთი ნების გამოვლენაც, რომელიც ადამიანის ზნეობასთან
არის დაკავშირებული.

გარიგების სახეები

ცალმხრივი გარიგებები
ცალმხრივია გარიგება , რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია მხოლოდ ნების
გამოვლენის არსებობა, მაგალითად ანდერძი ან ხელშეკრულების შეწყვეტა. კანონი
დეტალურად აწესრიგებს ცალმხრივ გარიგებებს და მათი გამოყენების პირობებს.

ცალმხრივი გარიგება შეიძლება შეეხოს მესამე პირსაც. ცალმხრივი გარიგებით შედეგის


დადგომისათვის არ არის საჭირო მესამე პირის თანხმობა, მაგრამ მან უნდა იცოდეს
უფლებამოსილი პირის ნების გამოვლენის შესახებ, მაგალითად დამქირავებელს
მფლობელმა უნდა შეატყობინოს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ნების
გამოვლენა ნამდვილია და შედეგი დგება მესამე პირის მიერ ნების მიღების მომენტიდან

ორმხრივი გარიგება
ორმხრივი გარიგების სამართლებრივი ნების დადგომისათვის საჭიროა ორი
შინაარსობრივად მსგავსი ნების გამოვლენა. ასეთია ხელშეკრულება.

ხელშეკრულებაში საჭიროა ორი ნების გამოვლენის არსებობა, ესენია ოფერი და აქცეპტი.


ოფერი (შეთავაზება) და აქცეპტი (თანხმობა) სამართლებრივ შედეგს წარმოქმნიან
მხოლოდ ერთად, კონსენსუსის მეშვეობით, და ისინი ცალკე გარიგებებად არ ითვლება.
თუ ამ ორს შორის განსხვავებაა, გარიგება არ დაიდება.

ხელშეკრულება შეიძლება იყო ცალმხრივი, თუ ის მხოლოდ ერთ მხარეს ანიჭებს


უფლებებსა და მოვალეობებს, ასეთია ჩუქება. ორმხრივი ხელშეკრულებისას პირებს
უფლებები და მოვალეობები აქვთ ერთმანეთის მიმართ.

მრავალმრივი გარიგება
მრავალმხრივი გარიგების ფორმაა გადაწყვეტილება, რომლის მიღება შეიძლება როგორც
კონსენსუსის, ისე უმრავლესობის ნების საფუძველზე, მისი მიღების პირობები და
პროცედურა კანონითაა განსაზღვრული.
მავალდებულებელი გარიგება
მავალდებულებელია გარიგება, რომლითაც პირი კისრულობს მოქმედების შესრულებას,
ან შესრულებისგან თავის შეკავებას სხვა პირის წინაშე. ასეთი გარიგება შეიძლება იყოს
ორმხრივი ან ცალმხრივ.

განკარგვითი გარიგება
განკარგვითია გარიგება, რომლითაც უფლებამოსილი პირი უარს ამბობს უფლებაზე,
განკარგვა გულისხმობს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.
არაუფლებამოსილი პირის განკარგვითი გარიგება ბათილად ითვლება.

კაუზაური გარიგება
კაუზაურია გარიგება, თუ მისგან მომდინარეობს საფუძველი. გარიგების ნამდვილობა
დამოკიდებულია ამ საფუძვლის ნამდვილობაზე, გარიგებაში აუცილებელია
სამართველბრივი საფუძვლის მითითება და თუ ეს საფუძველი ბათილიამ მაშინ
გარიგება მთლიანად ბათილია. ამის მნიშვნელობის მაჩვენებელია 56-ე მუხლის პირველი
ნაწილი, რომელშიც გათვალისწინებულია მოჩვენებითი, რომელიც გარიგებას ბათილად
აღიარებს საფუძვლის არასწორად ან შეცდომით მითითების გამო.

You might also like