You are on page 1of 3

თეორიული საკითხი

1.ხელშეკრულებიდან გასვლა გულისხმობს,როდესაც ერთი მხარე იყენებს კანონით


მინიჭებულ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას,მაგრამ აუცილებელი არ არის
გამომდინარეობდეს კანონიდან, ამ უფლებას შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა
შეთანხმება,სახელშეკრულებო გასვლის უფლება,რაც გულისხმობს რომ ხელშეკრულება
შეიძლება დაიდოთ გასვლის დათქმით ან თუ რომელიმე წინაპირობა არ შესრულდება მხარე
თავისუფალია და მას არ ეკისრება ვალდებულება რომ შეასრულოს,რაც შეეხება ჩვენ ამ
კონკრეტულ საკითხში უნდა განვასხვავოთ ხელშეკრულებისდან გასვლა და
ხელშეკრულების მოშლა,ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა ნაირად
მოდით ჩამოვთვალოთ თუ რა დროს არის შესაძლებელი 1.ხელშეკრულებაზე უარის თქმა
შეცილებით.2.ხელშეკრულებაზე უარის თქმა მიღებულის რესტუციის ვალდებულებით და
3.ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე,ანუ ხელშეკრულების
მოშლა.მოდით შევეხოთ თუ რა განსხვავება ხელშეკრულებიდან გასვლის დროს და
ხელშეკრულების შეწყვეტის დროს,ხელშეკრულების მოშლა გულისხმობს,როდესაც მხარები
არ არიან ვალდებულები დააბრუნონ მიღებული,რაც შეეხება გასვლას განასხვავებს სწორედ
მიღებულის რესტიტუცია.ხშირია შემთხვევა როდესაც ამ ტერმინოლოგიას სინონიმებას
მოიხსენიებენ.

2.რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების მოთხოვნდა


ერთდროულად კანონმდებლობით არის დაუშვებელი გარდა კონკრეტულად
გათვალისწინებული და გამონაკლისი შემთხვევისა,კრედიტორს არ შეუძლია
ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების
შესრულებაც,თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ
შემთხვევებისათვის,როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ
დროში.პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებამოსილება კრედიტორს წარმოეშობა
სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შემდეგ,როდესაც მოვალე დაარღვევს ან
საერთოდ არ შეასრულებს ვალდებულებას.კრედიტორის მიერ დაგვიანებული შესრულების
მიღების შემთხვევაში,ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ,ისევე როგორც
ხელშეკრულებამდე არსებულ ურთიერთობებზე,პირგასამტეხლოს მოთხოვნა
დაუშვებელია,რადგან პირგასამტეხლოსთვის აუცილებელია ორმხრივი ნების
გამოვლენა.რაც შეეხება გამონაკლის შემთხვევას,კანონმდებლობა ერთდროულად ორი
მოთხოვნის დაყენებას გამორიცხავს კერძოდ,კრედიტორის მოთხოვნა ვალდებულების
შესრულების თაობაზე ავტომატურად გულისხმობს პირგასამტეხლოზე მოთხოვნის
გაქარწყლებას,რადგან ამის მიზეზი არის რომ კრედიტორის სარგებელი ამ შემთხვევაში
მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება იქნება.რაც შეეხება
გამონაკლის შემთხვევას ეს გულისხმობს როდესაც პირგასამტეხლო გათვალისწინებულია
კონკრეტული ვადის გადაცილებისთვის და სახეზეა ვალდებულების ვადაში
შეუსრულებლობა.ასეთ შემთხვევასი პირგასამტეხლო აღარ იკავებს შესრულების
ადგილს.ვინაიდან ვალდებულების შესრულების და ვალდებულების შეუსრულებლობის
გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნა ერთმანეთს გამორიცხავენ.მოთხოვნის დაყენებაც ასეთის
არსებობისას სამართლებრივ ჩარჩოში არ იქნებოდა მოქცეული და ვადაგაცადილებული
შესრულება პირგასამტეხლოს დაკისრების კუთხით აღარ ჩაითვლება არსებითი
მნიშნველობის მატარებლად.რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირებას სასამართლოს მიერ
სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ
მაღალი პირგასამტეხლო.პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის ის იშვიათი
გამონაკლისი,როდესაც სასამართლოს უფლება აქვს,ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების
თავისუფლებაში და მიღწეული შეთანხმების მიუხედავად შეამციროს იგი მისი საფუძველია
რომ კონტრაჰენტი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და ასევე პირგასამტეხლო
იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.გონივრულ ოდნეობა
კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად უნდა იყოს განსაზღვრული არსებული
მასალების გათვალისიწნებით.

კაზუსები

1. კრედიტორმა ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს მოსთხოვა ვალდებულების


მთლიანად შესრულება. მოვალემ, თავის მხრივ, ვალდებულება შეასრულა
ნაწილობრივ - მისი წილის შესაბამისად.

კანონიერია თუ არა  სოლიდარული მოვალის ქმედება?

სავარაუდოდ სოლიდარული მოვალის ქმედება არის უკანონო,საქართველოს


სამოქალაქო კოდექსის 465 მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია თავისი
სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად,
ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი
მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. შესაბამისად კაზუსში გარკვევით ჩანს რომ
მოვალეს არ აქვს ისეთი საფუძველი რის გამოც შესაძლებელია,რომ მან ეს მოთხოვნა
არ განახორციელოს,ამ ნორმის მიხედვით მოვალეს არ აქვს უფლება,უარი უთხრას
შესრულებაზე კრედიტორს იმ საფუძვლით რომ მან თავის წილი შეასრულა,ამიტომ
მას აკისრია პასუხისმგებლობა დააკმაყოფილოს კრედიტორის
მოთხოვნა.სოლიდარული მოვალის ქმედება არის უკანონო.
2.
ბერიძეს 3 წლით აღებული 9000 ლარი სესხი 2020 წლის 1
ოქტომბერს ,,საქართველოს ბანკისათვის“ უნდა დაებრუნებინა. ბანკი თავის
მხრივ,  ვალდებული იყო  2018 წლის 1 სექტემბერს მოვალისათვის
აენაზღაურებინა ჩატარებული რემონტის საფასური 9500 ლარის ოდენობით.
ბერიძემ უარი განაცხადა  სესხის დაბრუნებაზე დამოითხოვა ვალდებულების
შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვთვით. ბანკი არ დათანხმდა მოთხოვნის
გაქვითვაზე ნარდობის ხელშეკრულებით მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

კანონიერია თუ არა ბანკის უარი ურთიერთმოთხოვნათა  გაქვითვაზე?

სავარაუდოდ ბანკის უარი ურთიერთმოხოვნათა გაქვითვაზე არის


კანონიერი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 442/1 თანახმად
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული კვალიფიციური
ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორმხრივი ვალდებულებები შეიძლება
შესრულდეს ურთიერთგაქვითვით ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვით, რაც
რეგულირდება,ამავე კოდექსის 443 მუხლის თანახმად მოთხოვნის ხანდაზმულობა არ
გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო
ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.და ამავე კოდექსის 447
მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა,მუხლის დ ფუნქტის თანახმად  კანონით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. შესაბამისად ურთიერთგაქვითვა 442 მუხლის
თანახმად შესაძლებელია კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან
გამომდინარე,რაც ითვალისწინებს კაზუსში აღწერილ ფინანსურ
მდგომარეობას,ამასთან ერთად მნიშვნელოვანია,რომ იყოს სახეზე დაცული 443
მუხლი,რაც გულისხმობს რომ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა იყოს ამოწურული
წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ ვალდებულების
შესრულებაზე რადგან ამ ვალდებულების შესრულებაზე გათვალისწინებული ვადა
ამოიწურა,სახეზეა ბანკის უარი რადგან მან საფუძვლიანად ჩამოაყალიბა თუ რატომ
არ შეასრულებდა ამ მოთხოვნას,ამასთან ერთად მნიშვნელოვანია მივაქციოთ
ყურადღება 447 მუხლს თუ რა შემთხვევაშია გაქვითვის დაუშვებლობა სახეზე და
ამიტომ ჩვენ გვჭირდება 447 მუხლის დ პუნქტი რაც მოიცავს თუ როდის არის
გაქვითვა დაუშვებელი დ პუნქტი გულისხმობს კანონით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებს.შესაბამისად ბანკის უარი არის კანონიერი.

You might also like