You are on page 1of 19

მუხლი 352.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების


არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი
მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:

ა.შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება.

ბ.მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს,


გადაამუშავებს ან გადააკეთებს.

გ.მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა, სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა


მხედველობაში არ მიიღება.

3. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი


ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით.

4. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ:

ა. საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის


გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა.

ბ. საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა.

გ. საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე
მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს. ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა
დაბრუნდეს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე


მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

352-ე და შემდგომ მუხლებში მოწესრიგებულია ხელშეკრულებიდან გასვლის


სამართლებრივი შედეგები, როდესაც ერთ-ერთი მხარე იყენებს კანონით მინიჭებულ
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას 405-ე მუხლის შესაბამისად. აუცილებელი არ არის,
რომ გასვლის უფლება გამომდინარეობდეს კანონიდან. ამ უფლებას შეიძლება
ითვალისწინებდეს მხარეთა შეთანხმება, სახელშეკრულებო გასვლის უფლება–
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ე.წ. „გასვლის დათქმით“, ან „დათქმით“, რომ გარკვეული
წინაპირობების დადგომის შემდეგ „მხარე თავისუფალია“, „აღარ არის ვალდებული,
შეასრულოს“ და ა.შ.

შედეგების მიხედვით უნდა განვასხვაოთ: ტერმინოლოგიური საკითხი.

1.ხელშეკრულებაზე უარის თქმა უკუქცევითი ძალით (ex tunc მოქმედებით), ანუ შეცილება.
2.ხელშეკრულებაზე უარის თქმა (ex nunc) მოქმედებით მიღებულის რესტიტუციის
ვალდებულებით.
3.ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე, ანუ ხელშეკრულების
მოშლა.

ხელშეკრულები მოშლა-მოშლის შემთხვევაში მხარეები არ აბრუნებენ მიღებულს, გასვლის


შემთხვევაში კი აბრუნებენ. მოშლა ხანგრძლივი ვადით დადებული ხელშეკრულებების
შემთხვევაშია, როგორიცაა, მაგ. ქირავნობის ურთიერთობა ან შრომითი ხელშეკრულება,
ანაცვლებს გასვლის უფლებას. ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება სამომავლოდ, მიღებული
შესრულების უკუქცევის გარეშე.

რესტიტუციული ურთიერთობა

ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი


პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და
რესტიტუციის კრედიტორად.   გასვლის მიზანი არის არა იმ ჰიპოთეზური მდგომარეობის
აღდგენა, რომელიც იარსებებდა ხელშეკრულების დადების გარეშე, არამედ ხელშეკრულების
დადების შემდეგ შესრულებების გაცვლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენაა.

ნატურით რესტიტუცია

გასვლის უფლების გამოყენებისას ხელშეკრულების მხარეებმა მიღებული უნდა დააბრუნონ


ნატურით–ნატურით რესტიტუცია.  ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის
ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. ნატურით დაბრუნება გულისხმობს, მაგალითად, ნივთის
ორიგინალი შეფუთვით უკან დაბრუნებას. მხოლოდ ფულადი ვალდებულებისას ანაცვლებს
იმავე ფულის კუპიურების დაბრუნების ვალდებულებას ღირებულების დაბრუნების
ვალდებულება. თუ შესრულება, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლება დაბრუნდეს
ნატურით (შრომითი საქმიანობა, კონცერტის მოწყობა, მოგზაურობა), მაშინ რესტიტუციის
მოვალე ვალდებულია, აანაზღაუროს მისი ღირებულება. ნატურით დაბრუნება მოიცავს ასევე
მიღებული სარგებლის დაბრუნებასაც. სარგებლის ცნება, 154-ე მუხლის მიხედვით, მოიცავს
ნივთისა და უფლების შემოსავალს, ნამატს, ან უპირატესობას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს
მეორე მხარის ფულადი შესრულებით დაფარული საკუთარი ვალის პროცენტები.
თუ რესტიტუციის მოვალე ვერ აბრუნებს ნივთს ნატურით, ან აბრუნებს მხოლოდ
დაზიანებულ მდგომარეობაში, მაშინ მას 352.2-ე მუხლის მიხედვით ეკისრება ნივთის სრული
ღირებულების, ან მისი ნაწილის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება.

როდესაც შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დაბრუნება,


ანაზღაურდება მისი ღირებულება. ეს ეხება არა მხოლოდ შესრულების დაბრუნებას, არამედ
ასევე მისგან მიღებულ სარგებლის დაბრუნებასაც. ეს წესი გამოიყენება, როდესაც შესრულება
გულისხმობს არამატერიალურ მომსახურებას (თეატრი, ექიმის მომსახურება, გაკვეთილის
ჩატარება), უმოქმედობასა და შრომით მომსახურებას.

ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არსებობს მიღებული საგნის გამოყენების


შემთხვევაში, როდესაც გამოყენებად ნივთთან გვაქვს საქმე, ან მისი გასხვისების შემთხვევაში.
გასხვისებაში იგულისხმება მხოლოდ ვალდებულებითი გარიგების ფარგლებში ნივთის
გასხვისება მესამე პირზე და არა მასზე საკუთრების გადაცემა ამ პირისათვის(სანივთო
გარიგება), მაგრამ თუ რესტიტუციის მოვალეს ჯერ კიდევ შეუძლია ნივთის უკან დაბრუნება,
მაშინ ის ვალდებულია, დააბრუნოს გადაცემული ნივთი და არა მხოლოდ ღირებულება მის
სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში ნატურით რესტიტუციის პრინციპს ენიჭება უპირატესობა
ღირებულების ანაზღაურებასთან მიმართებით. რესტიტუციის მოვალემ უნდა გამოისყიდოს
ნივთი და თავიდან გადასცეს მასზე საკუთრება რესტიტუციის კრედიტორს.

ნივთის გაფუჭება ან დაღუპვა ასევე აკისრებს რესტიტუციის მოვალეს ღირებულების


ანაზღაურების ვალდებულებას. გაფუჭებად მიიჩნევა ნივთის სუბსტანციის ან ფუნქციურობის
ყოველი უარყოფითი ცვლილება. განადგურებად მიიჩნევა ნივთის სუბსტანციის სრული
განადგურება. ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არსებობს ბრალისაგან
დამოუკიდებლად. რესტიტუციის მოვალემ უნდა აანაზღაუროს მისი ღირებულება მაშინაც კი,
თუ გაფუჭება ან განადგურება დაუძლეველი ძალითაა გამოწვეული, რაც გამართლებულია,
რადგან ხელშეკრულების შესრულებასთან ერთად მასზე გადავიდა ნივთის შემთხვევითი
განადგურების რისკი(მასზე არის გადაკისრებული რისკი).

352.2-ე გ) მუხლი, რომელიც განზოგადების საფუძველზე ნატურით უკან დაბრუნების


შეუძლებლობის ყველა შემთხვევას აწესრიგებს, ანალოგიით უნდა გავრცელდეს
რესტიტუციის მოვალის მიერ ნივთის დაკარგვის, მისთვის ამ ნივთის მოპარვის, ან მის მიერვე
გადაგდების შემთხვევებზე, რადგან ამ შემთხვევაში, ისევე როგორც გაფუჭება-დაღუპვის
შემთხვევაში, შეუძლებელია ნივთის ნატურით დაბრუნება.

ღირებულების ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა

ღირებულების ანაზღაურება ხდება ფულადი ანაზღაურებით. თუ ხელშეკრულებით


გათვალისწინებული იყო საპირისპირო ფულადი შესრულება, მაშინ ეს შესრულება
გამოიყენება ღირებულების ანაზღაურების მოცულობის განმსაზღვრელად.
თუ გამყიდველი მზად იყო, გაეცა კუთვნილი ნივთი 8000 ლარად, მაშინ გასვლის შემდეგაც
ვერ მიიღებს მეტს და უნდა დასჯერდეს მხოლოდ ამ თანხას განადგურებული ნასყიდობის
საგნის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევებში გასვლა, ჩვეულებრივ, გაქვითვით მთავრდება;
ნასყიდობის უკან დასაბრუნებელი ფასი იქვითება ნივთის ანაზღაურებად ღირებულებასთან
და არც ერთი მხარე არ აბრუნებს არაფერს. 

გამონაკლისი 1: ნაკლოვანი შესრულება


განსხვავებულად უნდა გადაწყდეს შემთხვევა, როდესაც ნასყიდობის მხარე ნივთის ნაკლიდან
გამომდინარე იყენებს გასვლის უფლებას. თუ ეს ნაკლი ამცირებს ნივთის ღირებულებას,
გასვლის შემდეგ მყიდველი დააბრუნებდა ნაკლოვან ნივთს და გამყიდველი მის სანაცვლოდ
მიღებულ ფასს – მაგ. მყიდველმა იყიდა 10 000 ლარად ავტომანქანა, რომლის საბაზრო
ღირებულებაც მუხრუჭების დეფექტის გამო მხოლოდ 8 000 ლარი იყო. თუ ნივთი
განადგურდა და მისი ღირებულების განსაზღვრავად ხელშეკრულებით შეთანხმებულ
საპირისპირო შესრულებას, ანუ ფასს, მოვიშველიებდით, მაშინ მყიდველს მოუწევდა მეტის
ანაზღაურება, ვიდრე მან ხელშეკრულებით მიიღო, რის გამოც ამ შემთხვევებში 352.3-ე
მუხლის მიხედვით საორიენტაციო მასშტაბად აღარ გამოიყენება საპირისპირო შესრულების
ღირებულება და მყიდველი აბრუნებს ნივთის ნაკლის საფუძველზე შემცირებულ ობიექტურ
ღირებულებას. სანაცვლოდ იღებს ნასყიდობის მთლიან ფასს.

გამონაკლისი 2: ნივთის ფასი აჭარბებს მის რეალურ ღირებულებას


მე-2 გამონაკლისი, როდესაც საპირისპირო შესრულების ღირებულებაზე ორიენტირება
უსამართლოა, არის შემთხვევა, როდესაც ნივთის რეალური ღირებულება მასში გადახდილ
ფასს ჩამოუვარდება (მაგ. მყიდველი ყიდულობს 10 000 ლარის ღირებულების მქონე მანქანას
20 000 ლარად).

ამგვარად, შესრულების საგნის ობიექტური ღირებულება არის 352.2.3-ე მუხლის მიხედვით


ასანაზღაურებელი ღირებულების ზედა ზღვარი.
352.3-ე მუხლი მყიდველს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც
ნივთში გადახდილი ფასი მის ობიექტურ ღირებულებას ჩამოუვარდება, მაგალითად. ის
ყიდულობს მანქანას, რომლის ღირებულებაც 12 000 ლარია, 10 000 ლარად. თუ მანქანა
მოგვიანებით ავარიის შედეგად განადგურდება, რესტიტუციის მოვალე ვალდებულია, 352.3-ე
მუხლის მიხედვით, ღირებულების ანაზღაურების სახით აანაზღაუროს მხოლოდ 10 000
ლარი. ეს გადაწყვეტა არ აყენებს გამყიდველს გაუმართლებლად არახელსაყრელ
მდგომარეობაში, რადგან მან უკვე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დააფიქსირა
საკუთარი ნება, რომ მანქანა არ უღირდა 10 000 ლარზე მეტი.

ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების გამორიცხვა


ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება გამორიცხული იყოს, თუ სახეზეა 352.4 ა)
და გ) მუხლის წინაპირობები. ამ შემთხვევაში ის, რაც დარჩა მიღებული შესრულებიდან,
ბრუნდება უსაფუძვლო გამდიდრების(976-მუხლი) წესების შესაბამისად, რადგან თვითონ
352-ე მუხლი აღარ ითვალისწინებს ამ მონარჩენი საგნის დაბრუნების სპეციალურ წესს.

1. ნაკლის აღმოჩენა გადამუშავების ან გარდაქმნის დროს, საგნის გაფუჭება და განადგურება.


ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ საგნის ის ნაკლი, რომელიც
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას იძლევა, ამ საგნის დამუშავების ან გარდაქმნის დროს
აღმოჩნდა. 352.4-ე მუხლის ა) გამოიყენება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის ნაკლი
მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას აღმოჩნდება. მაგ. რესტორნის სალათში
აღმოჩენილი ლოკოკინა საფუძველია იმისათვის, რომ შემკვეთმა არ გადაიხადოს არც მანამდე
მირთმეული სხვა საჭმლისა და სასმელის საფასური.
საგნის გაფუჭებისა და დაღუპვის შემთხვევაში 352-ე მუხლის გ) მიხედვით, თუ ეს გაფუჭება
და დაღუპვა გამოწვეული იყო კრედიტორის ბრალით, მოვალე არ აანაზღაურებს ნივთის
ღირებულებას.
ღირებულების ანაზღაურების გამორიცხვა უნდა გავრცელდეს ასევე იმ შემთხვევაზეც,
როდესაც ნივთის განადგურება ხდება გასვლის უფლების მიმნიჭებელი ნაკლის გამო. მაგ.
მანქანა განადგურდა მუხრუჭების გაუმართაობის გამო, მას გადაცემის მომენტშიც
ახასიათებდა და რის საფუძველზეც მყიდველმა მოგვიანებით განაცხადა გასვლა.

კანონისმიერი გასვლის უფლების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის სასარგებლოდ


მოქმედებს პრივილეგია, რომლის მიხედვითაც ის არ აანაზღაურებს გაფუჭებული ან
განადგურებული ნივთის ღირებულებას, თუ ის ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას,
როგორც საკუთარს. ამრიგად, უფლებამოსილი პირი პასუხს არ აგებს ნივთის შემთხვევითი
განადგურებისათვის და არც მსუბუქი ან ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობისათვის.
საკამათოა პრივილეგიის გამართლება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილმა პირმა
შესრულების საგნის გაფუჭება-განადგურების მომენტისათვის უკვე იცის საკუთარი გასვლის
უფლების შესახებ, ან უკვე გამოიყენა ის.

დარღვეული ვალდებულების შინაარსის გამოკვეთისათვის მნიშვნელოვანია განვასხვავოთ


ზიანი გამომწვევი გარემოების დადგომის მომენტის მიხედვით:

ა. ნივთის გაფუჭება და განადგურება გასვლის გაცხადების შემდეგ

საკმაოდ უპრობლემოა 394-ე მუხლის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთი ფუჭდება


ან ნადგურდება გასვლის გაცხადების შემდეგ. გასვლის გაცხადებასთან ერთად რესტიტუციის
მოვალეს ეკისრება მიღებული შესრულების დაბრუნების ვალდებულება. 

თუ ეს ვალდებულება არ სრულდება, არ სრულდება დროულად, ან სრულდება მხოლოდ


ნაკლოვანად, ეს არის ვალდებულების ჩვეულებრივი დარღვევა, რადგან ამ დროს
რესტიტუციის მოვალეს კრედიტორის წინაშე ეკისრება ვალდებულება, გაუფრთხილდეს
ნივთს და მიიღოს ყველა შესაძლებელი ზომა მისი ზიანისაგან დასაცავად.

ბ. ნივთის გაფუჭება და განადგურება გასვლის გაცხადებამდე

პრობლემურია ნივთის გაფუჭება-განადგურება გასვლის გაცხადებამდე. გასვლის


გაცხადებამდე ჯერ კიდევ არ არსებობს მოვალის ვალდებულება, დააბრუნოს მიღებული
შესრულება, რომელსაც ის ბრალეულად დაარღვევდა.

უზენაესი სასამართლოს მიხედვით, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას ზიანის


ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ასევე გასვლის გაცხადებამდე გაშვებულ
პროცენტებზეც, როგორც მიუღებელ შემოსავალზე. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საკამათოა.

მხარემ, რომელიც აცხადებს ხელშეკრულებიდან გასვლას, უნდა დაამტკიცოს, რომ მას ჰქონდა
გასვლის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო უფლება. თუ მხარე ითხოვს ღირებულების
ანაზღაურებას 352.2-ე მუხლის მიხედვით, მან უნდა ამტკიცოს ამ მოთხოვნის წინაპირობები
და მოცულობა. ასევე ის მხარეა ვალდებული, ამტკიცოს ღირებულების ანაზღაურების
გამორიცხვის საფუძვლები 352.4-ე მუხლის მიხედვით, რომელიც მასზე მიუთითებს.

გასვლის უფლების მქონე პირის პრივილეგიები

კანონისმიერი გასვლის უფლების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის სასარგებლოდ


მოქმედებს პრივილეგია, რომლის მიხედვითაც ის არ აანაზღაურებს გაფუჭებული ან
განადგურებული ნივთის ღირებულებას, თუ ის ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას,
როგორც საკუთარს. ამრიგად, უფლებამოსილი პირი პასუხს არ აგებს ნივთის შემთხვევითი
განადგურებისათვის და არც მსუბუქი ან ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობისათვის.

თუ პირი უხეში გაუფრთხილებლობით ანადგურებს საკუთარ ნივთებს, ის მაინც აგებს პასუხს


სხვა პირების წინაშე ბრალის ამ ხარისხისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი
შემზღუდავი დანაწესი ქართულ სამართალში არ არსებობს, მისი გადმოტანა მაინც
მიზანშეწონილია, რათა არ მოხდეს ამ პრივილეგიის დასაშვებზე მეტად განვრცობა.

ამ პრივილეგიის გამართლებაა შემდეგი გარემოება: პირს, რომელსაც თვითონ არ


დაურღვევია სახელშეკრულებო ვალდებულება და რომლის გასვლის უფლებამოსილებაც
ემყარება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევას, წარმოეშობა ნდობა შენაძენის
სამუდამოდ შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ეს ნდობა მოიცავს ასევე მიღებული საგნის,
როგორც საკუთარის, გამოყენების შესაძლებლობას და ის უფრო მეტადაა დასაცავი, ვიდრე
მისი კონტრაჰენტის ნდობა გაცემული შესრულების ღირებულების დაბრუნების მიმართ.

 საკამათოა პრივილეგიის გამართლება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილმა


პირმა შესრულების საგნის გაფუჭება-განადგურების მომენტისათვის უკვე იცის
საკუთარი გასვლის უფლების შესახებ, ან უკვე გამოიყენა ის.

პრივილეგია მოქმედებს მხოლოდ კანონისმიერი გასვლის უფლების შემთხვევაში.


მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, 352-ე მუხლის სხვა დანაწესები
ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ გასვლის სახელშეკრულებო უფლების შემთხვევაზეც, ამ
დანაწესის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

 ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგია, ბრალისაგან


დამოუკიდებელი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების გარდა, ბრალზე
დამოკიდებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 352-ე მუხლის შესაბამისად.

მტკიცების ტვირთი

მხარემ, რომელიც აცხადებს ხელშეკრულებიდან გასვლას, უნდა დაამტკიცოს, რომ მას


ჰქონდა გასვლის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო უფლება. თუ მხარე ითხოვს
ღირებულების ანაზღაურებას 352.2-ე მუხლის მიხედვით, მან უნდა ამტკიცოს ამ მოთხოვნის
წინაპირობები და მოცულობა. ასევე ის მხარეა ვალდებული, ამტკიცოს ღირებულების
ანაზღაურების გამორიცხვის საფუძვლები 352.4-ე მუხლის მიხედვით, რომელიც მასზე
მიუთითებს. თუ კრედიტორი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 352.5-ე მუხლის მიხედვით,
მაშინ მან უნდა ამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. 

მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო
სარგებლის მიუღებლობისას.

1. თუ მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო,


თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია, კრედიტორს
აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი.

2. თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, აანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები
უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღო.

მიუღებელი სარგებელი 

353.1-ე მუხლის შესაბამისად, რესტიტუციის მოვალემ კრედიტორს უნდა აუნაზღაუროს იმ


სარგებლის ღირებულება, რომელსაც ის არ იღებს საგნის სათანადო გამოყენების წესების
დარღვევის გამო, მიუხედავად ამის შესაძლებლობისა. 

სარგებლის ცნება ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც 352.1-ე მუხლის შემთხვევაში, მოიცავს


ნივთისა და უფლების შემოსავალს, ნამატს, ან უპირატესობას. საგნის სათანადო გამოყენების
წესებში იგულისხმება ობიექტური მასშტაბი მეურნეობის გონივრული გაძღოლისა,
ხელშეკრულების მიზნის გათვალისწინებით. ამის გამო არ არსებობს მიუღებელი სარგებლის
ანაზღაურების ვალდებულება ისეთი ნივთების შემთხვევაში, რომელთა გამოყენებაც პირის
ინდივიდუალურ თუ თვითნებურ გადაწყვეტილებას ემყარება ხოლმე. მაგ. ავტომანქანის
შემთხვევაში არ არის აუცილებელი მისი გამოყენება სამსახურში სასიარულოდ და არც
გასასეირნებლად.  

საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში გასვლის საფუძვლის შესახებ


ცოდნა ან გაუფრთხილებლობით არცოდნა არ არის მოთხოვნის უფლების წინაპირობა,
გადამწყვეტია სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მოვალის ბრალს სარგებლის
მიუღებლობისას მნიშვნელობა არ ენიჭება.

დანახარჯების ანაზღაურება

დანახარჯების ანაზღაურების მომწესრიგებელი დანაწესი 353.2-ე მუხლის მიხედვით ატარებს


ამომწურავ ხასიათს. მაშინაც კი, როდესაც მისი წინაპირობები არ არის სახეზე, დაუშვებელია
ანაზღაურების მოთხოვნა სხვა საფუძვლით. აუცილებელი და არააუცილებელი
დანახარჯების მოთხოვნა არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებას, რომლის მოთხოვნაც
შესაძლებელია გასვლასთან ერთად. დანახარჯების ორმაგად მოთხოვნა, რა თქმა უნდა,
გამორიცხულია. თუ დანახარჯების ღირებულებამ შეამცირა მოვალის მიერ ანაზღაურებადი
სარგებლის ღირებულება 352.1-ე მუხლის შესაბამისად, მაშინ მისი მეორედ მოთხოვნა, 353.2-ე
მუხლის შესაბამისად, აღარ ხდება.
დანახარჯების ანაზღაურების ვალდებულება ვადამოსულია მხოლოდ შესრულების საგნის
დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების შემდეგ. კრედიტორმა მხოლოდ მაშინ
უნდა აანაზღაუროს დანახარჯები, როდესაც მათგან სარგებელს იღებს.

ა. დანახარჯების ცნება

დანახარჯებს განეკუთვნება ყველა მიზნობრივი და ნებაყოფლობითი ქონებრივი მსხვერპლი,


რომელთა გაწევაც ხდება სხვის ინტერესებში. ნივთის გადაკეთება, თუ მისი იერსახე და
ფუნქცია იმგვარად იცვლება, რომ ის სხვა დანიშნულებას იძენს, გერმანული ფედერალური
სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არ განეკუთვნება დანახარჯებს. მაგალითად, მიწის
ნაკვეთზე შენობის აღმართვა არ განეკუთვნება დანახარჯებს.

ბ. აუცილებელი დანახარჯები

აუცილებელია დანახარჯები, რომლებიც ემსახურება ნივთის შენარჩუნებას, აღდგენასა და


გაუმჯობესებას. გადამწყვეტია, ნივთის კონკრეტული მდგომარეობისა და  სამეურნეო
დანიშნულების გათვალისწინებით, მოვალის მიერ ხარჯების გაწევით კრედიტორი ზოგავს
თუ არა საკუთარ სახსრებს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, აუცილებელ ხარჯებად
ჩაითვლება ნივთის გარემონტების ხარჯები,  შენახვის ხარჯები, ავტომანქანის შემთხვევაში –
გარაჟისა და პარკირების ხარჯები, ცხოველების შემთხვევაში – მათი კვების ხარჯები. არა აქვს
მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა თვითონ კრედიტორს ამ დანახარჯების გაწევის სურვილი.
დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოვალეს აქვს მაშინ, როდესაც ის თვითონ
შეასრულებს თავის ვალდებულებას 352.1.2-ე მუხლების შესაბამისად.

ა. არააუცილებელი დანახარჯები

არააუცილებელი დანახარჯების ცნება მოიცავს დანახარჯებს, რომლებიც არ ემსახურება


შესრულების საგნის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას ან აღდგენას. მოვალის მიერ გაწეული
არააუცილებელი დანახარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორი ამით იღებს
სარგებელს. სარგებლიანობის განსასაზღვრავად სხვა კრიტერიუმის არარსებობის გამო უნდა
მოვიშველიოთ უსაფუძვლო გამდიდრების წესები,  კერძოდ კი 979.3-ე მუხლი, როგორც ეს
გერმანულ სამართალშია აღიარებული.

თუ რესტიტუციის მოვალე ითხოვს აუცილებელი და არააუცილებელი დანახარჯების


ანაზღაურებას 353.2-ე მუხლის მიხედვით, მან უნდა ამტკიცოს ამ მოთხოვნის წინაპირობები,
განსაკუთრებით მათი აუცილებლობა ან სარგებლიანობა კრედიტორისათვის.

მუხლი 354. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა


შესრულება

ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა


შეასრულონ ერთდროულად.

354-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი


ვალდებულებები მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ. უშუალოდ გასვლის
საფუძველი ნორმის გამოყენებისათვის უმნიშვნელოა.
გასვლის შედეგად წარმოშობილი ურთიერთდაპირისპირებული რესტიტუციული
ვალდებულებები უნდა შესრულდეს ერთდროულად. მაგალითად, მოვალემ უნდა
განაცხადოს, რომ მხოლოდ მაშინ არის მზად, დააბრუნოს ბინაზე მფლობელობა და რეესტრში
რეგისტრირებული პოზიცია, თუ სანაცვლოდ უკან დაიბრუნებს ნასყიდობის ფასს და
გაწეული სამშენებლო სამუშაოს ანაზღაურებას.

ურთიერთდაპირისპირებული რესტიტუციული ვალდებულებები არ არის სინალაგმატურ


კავშირში, განსხვავებით ურთიერთდაპირისპირებული სახელშეკრულებო ვალდებულებისა,
რადგან ისინი წარმოიშობიან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის უფლების (გასვლის)
გამოყენების საფუძველზე და არა იმ საფუძვლით, რომ თითოეული მხარე კისრულობს
საკუთარი ვალდებულების შესრულებას საპირისპირო შესრულების სანაცვლოდ.

354-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს გასვლის შედეგად წარმოშობილი


ურთიერთობისათვის და სინალაგმატური ხელშეკრულების მომწესრიგებელი დანაწესები ამ
ურთიერთობის შემთხვევაში არ გამოყენება.

მუხლი 355. შეტყობინების ვალდებულება.

ხელშეკრულებიდან გასვლისას, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე


მხარისათვის შეტყობინებით.

გასვლის გაცხადება წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოხატვას. ის არ


საჭიროებს გარკვეული ფორმის დაცვას, მაშინაც კი, როდესაც ხელშეკრულების
დადებისათვის კანონი სპეციალურ ფორმას ითვალისწინებს. გასვლის გაცხადებაზე
გამოიყენება ნების გამოვლენის მომწესრიგებელი 50-ე და შემდგომი მუხლები, როგორც ეს
გერმანულ სამართალშია აღიარებული, საქართველოშიც გასვლის გაცხადება შესაძლებელია
ასევე კონკლუდენტური მოქმედებებითაც, მათ შორის მხოლოდ სარჩელის აღძვრით და
სასამართლოს მხრიდან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის
გზით, მიღებული საგნის დაბრუნებით ან გაცემულის უკან მოთხოვნით.

გასვლის გაცხადებისას საფუძვლის მითითება აუცილებელი არ არის. გასვლის გაცხადება


შეიძლება იმგვარად, რომ ის გარკვეული დროის შემდეგ შევიდეს ძალაში. გასვლის
გაცხადების გამოხმობა მისი მისვლის შემდეგ დაუშვებელია და ხელშეკრულების
შენარჩუნებისათვის აუცილებელია მისი თავიდან დადება, მათ შორის ფორმის შესახებ
დანაწესების თავიდან გათვალისწინება.

პრობლემურია შემთხვევა, როდესაც განმცხადებელი მხოლოდ გასვლის გაცხადების შემდეგ


შეიტყობს, რომ მისი შესრულება მიმღებთან განადგურდა და ის 352.4-ე მუხლის ბ) მუხლის
პრივილეგიის მოქმედების სფეროში ექცევა. ამ დროს მხოლოდ მას მოუწევს მიღებული
შესრულების დაბრუნება, ხოლო სანაცვლოდ ვერ დაიბრუნებს გაცემულს.

რაც შეეხება გასვლის პირობადებულად გაცხადებას, ეს, ჩვეულებრივ, როგორც სხვა


ცალმხრივი გარიგებების შემთხვევაში, დაუშვებელია.

გასვლის ადრესატი
გასვლის გაცხადება უნდა მოხდეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. ეს წესი
მოქმედებს ასევე მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, თუ
მხარეებმა ხელშეკრულებით სხვა რამ არ გაითვალისწინეს. ნოტარიუსის წინაშე ნების
გამოვლენა საკმარისი არ არის, თუმცა გასვლის გაცხადება ნამდვილი ხდება იმ მომენტში,
როცა ნოტარიუსი მას სწორ ადრესატს გადასცემს.

გასვლის განმცხადებელი, ჩვეულებრივ, არ არის შებოჭილი რაიმე ვადით, გარდა იმ


შემთხვევისა, როდესაც ეს ვადა გათვალისწინებულია ინდივიდუალური შეთანხმებით,
თუმცა ასევე დაუშვებელია, რომ ხელშეკრულების მხარეს ჰქონდეს შეუზღუდავად გასვლის
უფლების გამოყენების საშუალება, რის გამოც აუცილებელია ხსენებული მოთხოვნის
უფლების ხანდაზმულობის შემთხვევაში ხანდაზმულობის დანაწესის ანალოგიით
გამოყენებით გასვლის უფლების გამორიცხვაც.

უფლებამოსილმა პირმა გასვლის უფლებაზე შეიძლება ცალმხრივად, კონკლუდენტური


მოქმედებით თქვას უარი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა მისი შინაგანი ნება, არამედ ის,
თუ როგორ იყო აღქმადი ობიექტური მიმღების თვალსაწიერიდან ეს მოქმედება. 

გასვლის უფლების შესახებ შეტყობის მომენტიდან შესრულების საგნის შემდგომი


გამოყენება, ჩვეულებრივ, არ ითვლება გასვლის გაცხადებაზე უარად. მაგ. მყიდველის მიერ
ნაკლოვანი ნივთის გამოყენება, მიუხედავად ნივთის მნიშვნელოვანი ცვეთისა, დასაშვებია,
თუ ეს შემდგომი გამოყენება მისგან მიღებული სარგებლის გამო (რომლის ღირებულებაც
უნდა აუნაზღაურდეს გამყიდველს) ასევე გამყიდველის ინტერესებშია.

ასევე გასვლის უფლების წინაპირობების ცოდნის შემთხვევაში ამ უფლების გამოყენების


მხოლოდ დაყოვნება კონკლუდენტურ უარს არ გულისხმობს და ნდობისა და
კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე მხოლოდ მაშინ აკარგვინებს უფლებამოსილ
პირს გასვლის უფლებას, როდესაც მეორე მხარეს ჰქონდა ობიექტური საბაბი, ევარაუდა, რომ
უფლებამოსილი პირი გასვლის უფლებას აღარ გამოიყენებდა.

მუხლი 356. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა

თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს


ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს
გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის
გასვლამდე არ იქნება გაცხადებული. 

356-ე მუხლი ანიჭებს გამსვლელი პირის მოწინააღმდეგე მხარეს უფლებას, გასვლის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მეორე მხარეს
განუსაზღვროს ამ უფლების გამოყენებისათვის ვადა, თუ ასეთი ვადა ხელშეკრულებით არ
არის დადგენილი.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი დანაწესი მოქმედებს მხოლოდ


ხელშეკრულებით შეთანხმებული გასვლის უფლების შემთხვევაში, რადგან მიიჩნევა, რომ
კანონისმიერი გასვლის უფლებისას, თუ გამსვლელი პირის მოწინააღმდეგე მხარე არღვევს
ნაკისრ ვალდებულებას და არ ასრულებს მას არც დამატებით ვადაში, მას არ უნდა ჰქონდეს
გაურკვევლობის თავიდან აცილების უფლება გასვლისათვის ვადის დათქმის გზით.
გერმანიისაგან განსხვავებით, საქართველოში 356-ე მუხლი მოქმედებს როგორც
კანონისმიერი, ისე სახელშეკრულებო გასვლის უფლების შემთხვევაში, რომლის გამოყენების
წინაპირობაც არ არის მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა. ქართველი
კანონმდებლის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში უფრო გამართლებულია.

წინაპირობები

ხელშეკრულების მეორე მხარემ გამსვლელ პირს ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების


გამოვლენით უნდა განუსაზღვროს გონივრული ვადა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის. ამ
ვადის განსაზღვრამდე სახეზე უნდა იყოს კანონისმიერი თუ ხელშეკრულებით
შეთანხმებული გასვლის ყველა წინაპირობა. მაგალითად, თუ გასვლის უფლების წარმოშობა
გარკვეული პირობის დადგომაზეა დამოკიდებული, ვადის დაწესება მხოლოდ ამ პირობის
დადგომის შემდეგაა შესაძლებელი.

ვადის გონივრულობა განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, იმის


მიხედვით, თუ რა მოსაფიქრებელ დროს საჭიროებს გასვლის უფლების მქონე პირი
ურთიერთობის თავისებურებებისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.

მხარეებს შეუძლიათ, ვადის დაწესების უფლების გამოყენებისათვის, თავის მხრივ,


შეათანხმონ გარკვეული ვადა. ამ დანაწესის დისპოზიციური ხასიათიდან გამომდინარე,
მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მისი გამოყენების სრული გამორიცხვა, რაც,
ჩვეულებრივ, სახეზეა, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირობა, რომლის
მიხედვითაც უფლებამოსილ პირს გასვლის უფლება აქვს „მისი ნება-სურვილის
შესაბამისად“.

შედეგები

356.2-ე მუხლის მიხედვით, ვადის უშედეგოდ ამოწურვა იწვევს გასვლის უფლების


გაქარწყლებას, დამოუკიდებლად იმისა, აგრძელებს თუ არა გასვლის საფუძველი არსებობას.
ამ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია გასვლის გაცხადების ხელშეკრულების მეორე
მხარესთან დათქმულ დროში მისვლით. ვადის უშედეგოდ ამოწურვის მიუხედავად, გასვლის
გაცხადება შემდგომშიც შეიძლება იმ საფუძვლით, რომელიც ვადის დათქმის მომენტისათვის
ცნობილი არ იყო. მით უფრო, არ უშლის ხელს ვადის ამოწურვა სხვა მეორადი მოთხოვნის
უფლებების განხორციელებას, მაგალითად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

მუხლი 357. ხელშეკრულებიდან გასვლა რამდენიმე პირის მიერ

თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე მონაწილეობს რამდენიმე პირი, მაშინ


ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის ყველა
მონაწილის მიერ ერთად, რომელიც ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის ყველა
მონაწილისათვის შეტყობინებით. თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება გაქარწყლდება
ერთ-ერთი უფლებამოსილი პირისათვის, მაშინ ეს უფლება ქარწყლდება ყველასათვის.

357-ე მუხლის მიზანია, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეს


რამდენიმე პირი მონაწილეობს, უზრუნველყოს გასვლის შედეგების დაუნაწევრებლობა.
ნორმის გამოყენებისათვის უმნიშვნელოა, თუ რა საფუძვლით წარმოიშობა პირთა სიმრავლე
ერთ ან მეორე მხარეს: არიან პირები–სოლიდარული კრედიტორები, სოლიდარული
მოვალეები თუ თანაკრედიტორობაა სახეზე საერთო ქონებაზე წილადი საკუთრების მქონე
პირთა ერთობლიობისა თუ თანაზიარი გაერთიანების სახით, ეს წესი მოქმედებს სხვადასხვა
პირს შორის დამოუკიდებელი ხელშეკრულებების შემთხვევაშიც, როდესაც ამ
ხელშეკრულებების ნამდვილობა ერთმანეთზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირი
დადებს ე.წ. „სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულებას“, რომელიც ითვალისწინებს ნაყიდ
მიწის ნაკვეთზე „სახლის აღმართვას“, შესაძლებელია, ამ მხარის ნების შესაბამისად,
ნასყიდობა და „სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულება“ წარმოქმნიდნენ ერთიან
გარიგებას. თუმცა რამდენიმე შეთანხმების ერთიან გარიგებად მისაჩნევად მხარეთა ნებაზე
მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ფასდება ეს გარიგებები სამოქალაქო ბრუნვაში.

სამრთლებრივი შედეგი

ამ ნორმის პირველი ნაწილი არანამდვილად აცხადებს გასვლას, რომელიც გაცხადებულია


გამსვლელ უფლებამოსილ პირთაგან მხოლოდ ერთის მიერ, ან მეორე მხარეზე მონაწილე
პირთაგან (გასვლის ადრესატთაგან) მხოლოდ ერთის მიმართ. მართალია, აუცილებელია, რომ
ყოველმა უფლებამოსილმა პირმა განაცხადოს გასვლა, მაგრამ მისი ერთდროულად გაცხადება
აუცილებელი არ არის.

357.2-ე მუხლი უზრუნველყოფს გარიგების ერთიანობის დაცვას საპირისპირო


შემთხვევისათვის–თუ გასვლის უფლება ქარწყლდება ერთი უფლებამოსილი პირის მიმართ,
მაშინ ის ქარწყლდება ასევე სხვა უფლებამოსილი პირების მიმართაც.

ნორმა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთ მონაწილეს დამოუკიდებელი გასვლის


უფლება აქვს. თუ ყველა უფლებამოსილ პირს აქვთ საერთო გასვლის უფლება, რომელიც
მხოლოდ ერთობლივი განცხადებით უნდა გამოიყენონ, მაშინ მხოლოდ ერთი პირის უარი არ
იწვევს გასვლის უფლების გაქარწყლებას. 357.2-ე მუხლით მოწესრიგებული არ არის
შემთხვევა, როდესაც გასვლას რამდენიმე ადრესატი ჰყავს.

უკან დაბრუნების სახე

ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მრავალ მონაწილეს შორის განხორციელებული გასვლის


შემდეგ მიღებულის უკუქცევა, 357-ე მუხლში მოწესრიგებული არ არის და განისაზღვრება
მათი მონაწილეობის სახისა და სახელშეკრულებო შეთანხმების მიხედვით. 

დანაწესი ატარებს დისპოზიციურ ხასიათს და მისი შეზღუდვა შესაძლებელია


ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებშიც.

სოლიდარული კრედიტორების შემთხვევაში ხელშეკრულება განიმარტება იმგვარად, რომ


თითოეულ კრედიტორს შეუძლია გასვლის უფლების გამოყენება ყველასათვის.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს 357-ე მუხლის შესატყვის დანაწესებს


ნასყიდობისა და ნარდობისას  ნაკლის გამო ფასის შემცირების შემთხვევისათვის,
განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისაგან. თუმცა ფასის შემცირების
მოთხოვნაზე (ორივე ხელშეკრულების ფარგლებში) შესაძლებელია 357-ე მუხლის დანაწესის
ანალოგიით გავრცელება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასის შემცირებაც, ისევე როგორც
გასვლა, არის სამართლებრივი მდგომარეობის შემცვლელი უფლება.

მუხლი 358. ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობა

დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ


მოვალეს შეეძლო, გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ
დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ. 

კრედიტორის მიერ გაცხადებული გასვლა ითვლება არანამდვილად, თუ დარღვეული


ვალდებულებისაგან მოვალეს შეეძლო გათავისუფლებულიყო გაქვითვის მეშვეობით და ის
დაუყოვნებლივ განაცხადებს ამის შესახებ. გასვლა გაუმართლებელია, თუ ვალდებულების
შეუსრულებლობის შედეგების აღმოფხვრა შესაძლებელია დროისა და სახსრების უფრო
მეტად დამზოგავი გაქვითვის ინსტრუმენტის გამოყენებით. თუ კრედიტორი ვალდებულების
დარღვევის გამო მაინც აცხადებს გასვლას, მოვალეს ენიჭება უფლება, შემდგომში გაქვითვის
გაცხადების გზით გამოიწვიოს ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც იარსებებდა, გაქვითვა
გასვლამდე რომ განეცხადებინა.

358-ე მუხლის გამოყენების ძირითადი სფეროა მოვალის მიერ ვალდებულების


შეუსრულებლობის საფუძველზე წარმოშობილი გასვლის უფლება, რის ქვეშაც მოიაზრება
ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, დაგვიანებული შესრულება, ნაკლოვანი
შესრულება და არაჯეროვანი შესრულების სხვა შემთხვევები.

თუ სახეზეა როგორც გასვლის, ისე გაქვითვის წინაპირობები და კრედიტორის მიერ


გაცხადებულ გასვლას მოვალე გაქვითვის გაცხადებით უპასუხებს, გასვლა ხდება
არანამდვილი  და არ გარდაქმნის სახელშეკრულებო ურთიერთობას რესტიტუციულ
ურთიერთობად. 

მუხლი 359. კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე

თუ ხელშეკრულება დადებულია იმ დათქმით, რომ მოვალემ, ხელშეკრულებიდან


გამომდინარე, უნდა დაკარგოს თავისი უფლებები, თუკი იგი თავის ვალდებულებებს არ
შეასრულებს, მაშინ კრედიტორს ამ შემთხვევის დადგომისას შეუძლია გავიდეს
ხელშეკრულებიდან.

359-ე მუხლი წარმოადგენს განმარტების წესს მხარეთა შეთანხმებისათვის, რომლითაც ისინი


მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სანქციად საპასუხო მოთხოვნის
უფლებების დაკარგვას ითვალისწინებენ.

ეს დანაწესი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესებს. კრედიტორისათვის ის


ხელსაყრელია იმდენად, რამდენადაც მას ეძლევა არჩევანი ხელშეკრულების შენარჩუნებასა
და გასვლას შორის. გაუქმების პირობის შემთხვევაში ხელშეკრულების შენარჩუნება მის
ნებაზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული და მოვალეს შეეძლებოდა, ვალდებულების
შეუსრულებლობით უარი ეთქვა სამართლებრივ ურთიერთობაზე. 359-ე მუხლი წარმოადგენს
მხოლოდ განმარტების წესს, რომელიც მოქმედებს საეჭვოობისას. ის არ უზღუდავს მხარეებს
თავისუფლებას, შეათანხმონ პირგასამტეხლო, ან ცალსახად დადონ ხელშეკრულება
გაუქმების პირობით. 

გასვლის დათქმას წარმოადგენს, მაგ. შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ექსპერტის მიერ,


მაქსიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში ექსპერტიზის ჩაუტარებლობის შემთხვევაში
დამკვეთი კარგავს მის მიმართ ინტერესს. პირდაპირი სახელშეკრულებო შეთანხმების
არარსებობის შემთხვევაში, ნდობისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე
ხელშეკრულების განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად რომელი
ვალდებულების შეუსრულებლობა უნდა იწვევდეს საპირისპირო მოთხოვნის უფლების
დაკარგვას გასვლის საფუძველზე. 

359-ე მუხლის შესაბამისი დათქმის ნამდვილობას ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში


შესაძლებელია, წინ აღუდგეს 347 გ) მუხლი, რომლის მიხედვითაც ბათილია დებულება (მისი
არამეწარმის მიმართ გამოყენების შემთხვევაში, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს,
გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას
თავისი ვალდებულების შესრულებაზე.

1. ხელშეკრულების უმნიშვნელო დარღვევა

გასვლის დათქმის შეთანხმების მიუხედავად, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის


მე-8.3-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილ პირს მისი გამოყენების უფლება არ აქვს, თუ
ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა, განსაკუთრებით თუ ხანმოკლე ვადის
გადაცილებას ეხება საქმე.

თუ უფლებამოსილი პირი თვითონ არ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ


ის უნდა კარგავდეს 359-ე მუხლის შესაბამისად მეორე მხარის მიერ ვალდებულების
დარღვევის მოტივით ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, როგორც ეს გერმანულ
სასამართლო პრაქტიკაშია აღიარებული, რომლის გადმოღებაც საქართველოშიც
მიზანშეწონილია.

2. პირგასამტეხლო გასვლის დათქმის მაგივრად

გასვლის დათქმა მხოლოდ მაშინ გვაქვს სახეზე, თუ მოვალემ ვალდებულების


შეუსრულებლობისას ყველა უფლება უნდა დაკარგოს. იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ
ცალკეულ უფლებებს კარგავს, ამგვარი დათქმა უნდა ჩაითვალოს არა გასვლის შეთანხმებად
359-ე მუხლის შესაბამისად, არამედ პირგასამტეხლოდ. მაგ. თუ მხარეები შეათანხმებენ
ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომ დამქირავებლის მიერ ქირავნობის
ურთიერთობის ბრალეულად ნაადრევი დამთავრების შემთხვევაში, მან უნდა დაკარგოს
გამქირავებლის მიწის ნაკვეთზე მის მიერ აღმართული შენობის ღირებულების ანაზღაურების
მოთხოვნა, ეს შეთანხმება წარმოადგენს პირგასამტეხლოს და მოსამართლეს, როგორც ზემოთ
ვახსენეთ, შეუძლია მხარის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე შეამციროს ის 420-ე მუხლის
შესაბამისად.

ბრალი
359-ე მუხლი არ შეიცავს მითითებას იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა
ვალდებულების დარღვევა ბრალეული. ამიტომაც, თუ მხარეთა შეთანხმებით პირდაპირ არ
არის გათვალისწინებული, ასევე განმარტების მეშვეობით უნდა დადგინდეს, აუცილებელია
თუ არა, რომ ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყოს მოვალის ბრალეული ქმედებით.
405-ე მუხლის მიხედვით, გასვლის უფლების წინაპირობა არ არის მოვალის მიერ
ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამიტომაც არადამაჯერებელია, რომ დამატებითი
გასვლის უფლების შეთანხმებისას უფლებამოსილი პირი თანახმა იყოს გასვლის ამ
წინაპირობის გამკაცრებაზე. თუმცა ბრალის საკითხი არ დგება ფულადი ვალდებულების
დაყოვნების შემთხვევაში, რადგან მოვალე ფინანსური ვალდებულების
შეუსრულებლობისათვის ყოველთვის პასუხისმგებელია.

მტკიცების ტვირთს გასვლის დათქმის შეთანხმებისათვის ატარებს კრედიტორი. თუ მოვალე


მიუთითებს ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე, მაშინ ის ატარებს მტკიცების ტვირთს. 

მუხლი 360. შეცდომა მორიგების საფუძვლებში

1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა


აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ ხელშეკრულების შინაარსიდან
გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან
დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა
სცოდნოდათ.

2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება სადავოა.

360-ე მუხლი იძლევა მატერიალურსამართლებრივი გარიგების–მორიგების ცნებას და


აწესრიგებს ამ მორიგების საფუძველში ორმხრივი შეცდომის შედეგებს.

მატერიალურსამართლებრივი მორიგება-არის ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც


მხარეთა დავა ან გაურკვევლობა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის
არსებობასთან დაკავშირებით აღმოიფხვრება ორმხრივი დათმობის გზით.

მორიგების ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების დადების ზოგადი წესების შესაბამისად,


და მისი შინაარსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია განმარტების წესი 52-ე მუხლის
მიხედვით. მატერიალურსამართლებრივი მორიგებისაგან განსხვავდება პროცესუალური
მორიგება, საადვოკატო მორიგება და საარბიტრაჟო მორიგება.

ნორმა დისპოზიციურია.

360-ე მუხლი აწესრიგებს ორმხრივი დათმობის საფუძველზე მიღწეულ


მატერიალურსამართლებრივ მორიგებას, რომლის მეშვეობითაც გვარდება მხარეთა შორის
არსებული სამართლებრივი დავა ან გაურკვევლობა. თუ მხარეთა შორის დავა ან
გაურკვევლობა არ არის სახეზე, ან არ ხდება ორმხრივი დათმობა, მაშინ უკვე თავისთავად
საქმე გვაქვს არა 360-ე მუხლში ნახსენებ მორიგებასთან, არამედ სხვა ტიპის დავის
მოგვარებასთან, თუმცა ამ მოგვარების შემთხვევაშიც შესაძლებელია 360-ე მუხლის
ანალოგიით გამოყენება, თუ შეთანხმებას მხარეთა შეცდომა უდევს საფუძვლად.

მორიგების ხელშეკრულების დადების საფუძველია მხარეთა შორის დავა ან გაურკვევლობა


სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ მოთხოვნის უფლების განხორციელებასთან
დაკავშირებით.

ა. დავა, დაურწმუნებლობა, გაურკვევლობა

დავა- გულისხმობს მხარეთა წარმოდგენების განსხვავებულობას სამართლებრივ


ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

არ არის აუცილებელი, რომ დავა მთლიან სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდებოდეს,


საკმარისია, თუ ის მის ცალკეულ ელემენტებს (მაგ. ერთ ცალკეულ მოთხოვნას ან შესაგებელს)
უკავშირდება. ასევე არა აქვს მნიშვნელობა, არსებობს თუ არა სინამდვილეში ეს
სამართლებრივი ურთიერთობა და საკმარისია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე მაინც
დარწმუნებულია მის არსებობაში.

გაურკვევლობა-ჩვეულებრივ, დავასთან ერთად წარმოიშობა, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.


გაურკვევლობა ეხება შემთხვევას, როდესაც არც ერთი მხარე არ არის დარწმუნებული არც
თავისი და არც მეორე მხარის მოთხოვნის მართებულობაში.

დავის აღმოფხვრა

მორიგების ხელშეკრულების მიზანია არსებული დავის, გაურკვევლობის ან


დაურწმუნებლობის აღმოფხვრა. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ის სრულებით
აღმოიფხვრას, საკმარისია მისი ნაწილობრივი, ცალკეული პუნქტების ან დროებითი
მოგვარება.

გ. ორმხრივი დათმობა

დავის, გაურკვევლობისა და დაურწმუნებლობის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ორმხრივი


დათმობის გზით. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავისი პოზიციის ნაწილი მაინც,  თუმცა
თანაზომიერება გაღებულ მსხვერპლს შორის აუცილებელი არ არის. შესაძლებელია, სადავო
სამართლებრივი მოთხოვნის შენარჩუნების სანაცვლოდ მოდავე მხარემ იკისროს სრულებით
ახალი ვალდებულება.

პოზიციის დათმობა შეიძლება გამოიხატებოდეს კრედიტორის მიერ სააღსრულებო


ფურცლის მოპოვებაზე უარში მოვალის მიერ ვალის აღიარების სანაცვლოდ, ან წილობრივი
გადახდის შეთანხმება იძულებითი აღსრულების თავიდან აცილების მიზნით.

თუ მხოლოდ ერთი მხარე თმობს პოზიციებს და მეორე მხარისაგან სანაცვლოდ არაფერს


იღებს, მაშინ სახეზე არ გვაქვს მორიგება 360-ე მუხლის შესაბამისად და შესაძლებელია, საქმე
გვქონდეს ე.წ. დეკლარატორულ (კაუზალურ) ვალის აღიარებასთან, ვალის ნაწილობრივ
პატიებასთან და ა. შ.
ორმხრივი დათმობის შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ქონებრივი ფასეულობების
უსასყიდლოდ გაცემა, რომლის გასაჩივრებაც შეუძლია გაკოტრების მმართველს.

მორიგების ხელშეკრულების დადება

როგორც ნებისმიერი ხელშეკრულება, ასევე მორიგების ხელშეკრულებაც ექვემდებარება


სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის დანაწესებს ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებით (329-ე და შემდეგი მუხლები).

მორიგების გარიგების დადება ფორმათავისუფალია. მორიგების დადება მხოლოდ დუმილით


შესაძლებელია იმავე წინაპირობებით, როგორც სხვა ხელშეკრულებების შემთხვევაში.

სამართლებრივი ბუნება

მატერიალურსამართლებრივი მორიგება არის ვალდებულებითი გარიგება, რომელიც


ადასტურებს, ცვლის (თუ არსებული ვალდებულება მთლიანად ან ნაწილობრივ
ნარჩუნდება), აქარწყლებს, წარმოშობს ან გარდაქმნის (ნოვაცია, თუ არსებული
ვალდებულების ახლით ჩანაცვლება ხდება) მხარეთა ვალდებულებებს.

მორიგება არის ორმხრივი გარიგება, თუ მისი ძალით ორივე მხარე, რომლებიც


ურთიერთდაპირისპირებულნი არიან, კისრულობს რაიმე ვალდებულების შესრულებას. ამ
შემთხვევაში გამოიყენება 369-ე მუხლი.

დავის გადაწყვეტისას მხარეები ათანხმებენ, თუ რა უნდა მოქმედებდეს მათ შორის


სამომავლოდ. ამ გარიგების მეშვეობით ხდება არსებული სამართლებრივი კონფლიქტის
ახლებურად გადაწყვეტა სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე.

ნოვაცია

თუ თავდაპირველი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის


უფლებები არასადავო იყო, ან ერთი მხარის აზრით, უკვე ხანდაზმული და თუ მორიგებით
ხდება შინაარსობრივად იდენტური მოთხოვნების წარმოშობა ახალი საფუძვლით
(მაგალითად, თუ მხარეები გარდაქმნიან სადავო ნასყიდობის ფასის მოთხოვნას-სესხად, ან
ნარდობას-განვადებით ნასყიდობად), ეს არის ვალდებულებითი ურთიერთობის გარდაქმნა
(ნოვაცია), ანუ ახალი მოთხოვნის უფლებების წარმოშობა დამოუკიდებელი ხანდაზმულობის
ვადით.

სამართლებრივი შედეგები

ა. მატერიალურსამართლებრივი შედეგები

მორიგება, რამდენადაც ის აქარწყლებს, გარდაქმნის ან ცვლის ვალდებულებით


ურთიერთობას, არის არსებული უფლების განკარგვა, რომლის მიზანიც (სამართლებრივი
საფუძველიც) არის არსებული დავის მოგვარება, ან დაურწმუნებლობა-გაურკვევლობის
აღმოფხვრა. მორიგება საქართველოში მოქმედი კაუზალობის პრინციპის შესაბამისად, არის
კაუზა მის საფუძველზე განხორციელებული სანივთო განკარგვისათვის.
ახლად წარმოშობილი ვალდებულებისათვის მხოლოდ მორიგებაა სამართლებრივი
საფუძველი და მხარეები კარგავენ თავდაპირველ სამართლებრივ მდგომარეობაზე
მითითების უფლებას.

თუ მორიგების ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მეორე მხარეს აქვს


ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება 405-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მხარეები
რჩებიან თავდაპირველი გარიგებით შებოჭილნი და შეუძლიათ, განახორციელონ მხოლოდ
მისგან მონიჭებული უფლებები. გასვლის უფლებად უნდა განიმარტოს მხარეთა მორიგება
შეუსრულებლობისას მისი გამოხმობის დათქმით.

თუ მორიგებას არა აქვს ნოვაციის ეფექტი,  ძალაში რჩება უზრუნველყოფის საშუალებები,


მოთხოვნის გამომრიცხავი და განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლები და
დამატებითი ვალდებულებები.

მორიგების არანამდვილობა

მორიგების არანამდვილობა ზოგადი საფუძვლით

მორიგება შეიძლება არანამდვილი იყოს, როგორც ამორალური გარიგება. თუმცა კაბალური


გარიგების (როგორც ამორალური გარიგების ქვესახის) შემთხვევაში, გადამწყვეტია არა
მორიგების ფარგლებში ნაკისრ შესრულებებს შორის მიმართება, არამედ მხარეთა დათმობილ
სამართლებრივ პოზიციებს შორის მიმართება. შეუსაბამობა ორმხრივ დათმობას შორის
შეიძლება გამართლებული იყოს დამთმობი მხარის სამართლებრივი პოზიციების სისუსტით.

არანამდვილობა 360.1-ე მუხლის შესაბამისად

დავის გადაწყვეტისას მოგვარება, ძირითადად, ემყარება იმ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა


შორის არასადავოა. სწორედ ამ გარემოებებს ხდიან მხარეები ახალი ხელშეკრულების
საფუძვლად. თუ ეს საფუძველი არასწორი აღმოჩნდება და დავა ან დაურწმუნებლობა არ
წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ, მასზე
დაფუძნებული სამართლებრივი ურთიერთობა 360.1-ე მუხლის შესაბამისად არანამდვილია.
ამგვარად 360.1-ე მუხლი წარმოადგენს 398.2-ე მუხლის შესაბამისად გარიგების საფუძვლის
დარღვევის სპეციალურ შემთხვევას.

მორიგების საფუძველი

მორიგების საფუძვლად მიიჩნევა ის გარემოებები, რომელთაც მხარეები აღარ ხდიან სადავოდ


და მიღწეული კომპრომისის არსებით წინაპირობად მიიჩნევენ. ასეთი საფუძველი შეიძლება
იყოს მოთხოვნის უფლების არსებობა, თუ მხარეებს შორის სადავო მხოლოდ მისი
მოცულობაა. მორიგების ხელშეკრულებაში მისი საფუძველი შეიძლება იყოს გაცხადებულად
ან კონკლუდენტურად შეთანხმებული, მას შეიძლება, განეკუთვნებოდეს ისეთი გარემოებაც
კი, რომელიც მხარეებმა თავისთავად იგულისხმეს.

სამართლებრივი შედეგები

განსხვავებით სამართლებრივი საფუძვლის მოშლისგან, 398-ე მუხლის მიხედვით, 360.1-ე


მუხლის შემთხვევაში საფუძვლის მოშლა იწვევს მორიგების ხელშეკრულების ავტომატურ
არანამდვილობას და ძალაში ტოვებს თავდაპირველ ხელშეკრულებას. არანამდვილობა არ
დგება, თუ საფუძვლის მოშლის სამართლებრივი შედეგი თვითონ მორიგების
ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

თუ მორიგება არ არის არანამდვილი 360-ე მუხლის შესაბამისად, მაინც შესაძლებელია


გარიგების საფუძვლის მოშლის ზოგადი წესების 398-ე მუხლის გამოყენება.

You might also like