You are on page 1of 2

კაზუსი

(თემატიკა: ვინდიკაციური მოთხოვნის ხანდაზმულობა და პრეკლუზია; დაკავების უფლება;


დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება; აუცილებელი და სასარგებლო
დანახარჯები; ანაზღაურებადი და არაანაზრაურებადი დანახარჯები; „თავსმოხვეული
დანახარჯები“ ანუ „თავსმოხვეული გამდიდრება“)

გურამ პაპა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საგურამოში გაატარა, შვილებმა


სიცოცხლეშივე მიივიწყეს. უფროსი, ვასიკო, თბილისში ჩამოვიდა და სამუშაოზე მოეწყო,
ხოლო მისი უმცროსი ძმა ნიკო მოსკოვში წავიდა. ამას ხელი არ შეუშლია გურამ პაპასათვის,
1980 წელს თავისი ნაკვეთი საგურამოში ორ თანაბარ ნაწილად გაეყო და ერთი ვასიკოსთვის,
ხოლო მეორე ნიკოსათვის გადაეფორმებინა ყოველგვარი წესის დაცვით. გურამ პაპა
სიცოცხლის ბოლოსკენ ამაყობდა იმით, რომ მან არც ერთ ძმას არც არაფერი დააკლო და არც
ზედმეტი არ მისცა და, ზოგადადაც, ნაკვეთები ერთმანეთისაგან არ გაირჩეოდა. მიწის გაყოფა
ძმებმა ნოტარიუსისა და რწმუნებულების მეშვეობით მოახერხეს იმგვარად, რომ არც ერთს არ
დასჭირვებია საგურამოში დაბრუნება და მამისთვის ან ნაკვეთისთვის თვალის შევლება.
უფროსმა ვასიკომ მხოლოდ მას შემდეგ მოიხედა საგურამოსკენ, რაც 1984 წელს მამა
გარდაიცვალა. ის დაეუფლა მიწის ნაკვეთს და ზედ სამსართულიანი სახლი წამომართა,
რომელიც, მართალია, არ იყო ხელოვნების ნიმუში, თუმცა ოთხი დარბაზი და ხუთი
საძინებელი ჰქონდა. 2010 წელს მოსკოვიდან დაბრუნდა ასევე ნიკოც და იქ დაგროვებული
ფულით საწვავის ბიზნესი წამოიწყო. თან იმის გამო, რომ ნარჩენი ზეთისა და ბენზინის
გადასასხმელად ადგილი სჭირდებოდა, მამის ნაკვეთი მოიკითხა და თავის ნახევარზე
ამოთხრილ ორმოში სისტემატიურად ღვრიდა საწვავის ნარჩენებს, რასთან დაკავშირებითაც
ძმისგან არაერთი გაფრთხილება მიიღო. თუმცა სიტუაცია ძმებს შორის მას შემდეგ დაიძაბა,
რაც ვასიკოს ბოსტნის პომიდორს ბენზინის გემო მიეცა. ამის შემდეგ ძმებმა სერიოზულად
იჩხუბეს და რეესტრშიც ჩაიხედეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ძმებს ნაკვეთები არევიათ
– ვასიკო ნიკოს, ხოლო ნიკო ვასიკოს ნაკვეთს დაუფლებია. ნიკო ვასიკოსაგან ითხოვს სახლის
დაცლასა და მიწის ნაკვეთის დაუყოვნებლივ დატოვებას. სახლისთვის ის არაფრის გადახდას
არ აპირებს, რადგან არაფერში სჭირდება და მის მაგივრად ისედაც ცხოველების ფერმის
გაშენება სურს. ვასიკოს მიაჩნია, რომ ცხოვრობს რა ამ სახლში უკვე 1984 წლიდან, ნიკოს მის
მიმართ არანაირი მოთხოვნა აღარ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ის არ არის მზად, დატოვოს
მიწის ნაკვეთი დანახარჯების ანაზღაურების გარეშე.

იმსჯელეთ, აქვს თუ არა ნიკოს ვასიკოსგან მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნის


უფლება? იმსჯელეთ, აქვს თუ არა ვასიკოს ნიკოსგან დანახარჯების ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება?
ჰიპოთეზა: ნიკოს შესაძლოა აქვს ვასიკოსგან მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნების მოთხოვნის
უფლება სსკ-ის 172 მუხლის საფუძველზე.

 აუცილებელია გავითვალისწინოთ კაზუსში არსებული გარემოებები. სსკ-183 მუხლის


მიხედვით, რომელიც გულისხმობს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია
გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით
განსაზღვრული საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ნიკო მიწის კანონიერი
მფლობელია, რადგან მოცემული შემთხვევის მიხედვით მიწის ნაკვეთი გადაეცა
ყოველგვარი წესების დაცვით.



 ვინაიდან ვასიკოს მიაჩნია, რომ ცხოვრობს რა ამ სახლში უკვე 1984 წლიდან, ნიკოს
მის მიმართ არანაირი მოთხოვნა აღარ აქვს , აუცილებელია გავითვალისწინოთ ეს
ფაქტორიც.

You might also like