You are on page 1of 3

სიდამონიძე მარიამი 18:12:2018

ამოხსნა
კაზუსში მოცემული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება არ სრულდება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ასევე დათქმული დროის
შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელე უფლების დაცვის საპროცესო საშუალდების
რეალიზების მიზნით მიმართავს სასამართლოს.

შესაძლებელია, კრედიტორმა ანრიმ, სასამართლოსათვის უწყებრივად და განსჯადობის


წესების დაცვით, მიმართვის უფლება დავიდან გამომდინარე, ადეკვატურ ვადაში
განახორციელა.

სსსკ-ს მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რაიონული სასამართლო პირველი


ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო
საქმეებს.

სსსკ-ს მე-13 მუხლის მე-2 მაწილის თანახმად, რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში


შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14
მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე
რსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

სსსკ-ს მე-16 მუხლის თანახმად, ვინაიდან სახეზე გვაქვს სასესხო ხელშეკრულება, ვიყენებთ
განსაკუთრებული განსჯადობიათვის დადგენილ დანაწესს რომლის მიხედვითაც,
ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების
შესრულების ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

გამომდინარე იქედან, რომ სარჩელის ფასი შეადგენს 10.000 ლარს და კაზუსის ფაბულიდან
არ იკვეთება განსჯადობის შემაფერხებელი გარემოება ივარაუდება, რომ კრედიტორმა
მიმართა განსჯად სასამართლოს.

შესაძლებელია, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო კანონმდებლობით დადგენილი


ვადის დაცვით.

მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს 2019 წლის 10 ნოემბერს, სასამართლომ კი სარჩელი


წარმოებაში მიიღო 2019 წლის 14 ნოემბერს.

სსსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსამართლეს სარჩელის ჩაბარებიდან მის
მისაღებად აქვს 5 დღანი ვადა.

ამრიგად, სასამართლომ სარჩელი შესაბამის ვადებში მიიღო.

არსებობს ვარაუდი, რომ მხარეებს შესაბამისი წესების დაცვით არ ჩაბარდათ უწყებები.

მთვარი სხდომა ჩანიშნულია 2019 წლის 10 დეკემბერს, 3 დეკემბერს ეგზავნემათ მხარეებს


უწყებები, რომლებიც მრუნდება ხუთი დღის შემდეგ, 8 დეკემბერს წარწერით, რომ
მოპასუხის მეუღლე უარს აცხადებს მის ჩაბარებაზე.

სსსკ-ს 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილს თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს
უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების
შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ს 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს
სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდათ სასამართლოში
დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

სსსკ-ს 74-ე უხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა


სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი
უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

სსსკ-ს 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადრესატმა ამ კოდექსის 74-ე მუხლის
პირველი ნაწილის გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე,მისი
მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება.
ხოლო, უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო უწყება არ ჩაითვლება
მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება.

როგორც კაზუსიდან ირკვევა, მოპასუხის არყოფნისას მისი ქმარი უარს აცხადებს უწყების
ჩაბარებაზე, სასამართლო კი არ ცდილობს ბელასათვის უწყების ხელმეორედ გაგზავნას, რაც
დარღვევას წარმოადგენს, ასევე შესაძლებელია დართვეული იყოს იმ ვარაუდის
სტანდარტიც, რომ მხარეებს ჰქონდათ დროულად გამოცხადებისა და საქმის
მომზადებისათვის გონივრული ვადა ვინაიდან, 7 დღე რომელშიც ჩედის უწყების ჩბარების
დროც გარკვეულწილად არასაკმარისია შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად.

ამრიგად, სასამართლოს ქმედების ამ კონკრეტულ ნაწილში გამოკვეთილი დარღვევები


საპროცესო კოდექსის შეუსაბამოა.

შესაძლებელია, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია კანონმდებლობით


დადგენილი წესების შესაბამისად.

როგორც კაზუსიდან ჩანს, სხომაზე არ ცხადდდება მოპაუსხე ბელა, ხოლო მოსარჩელე ანრი
შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყეტილების გამოტანაზე.

სსსკ-ს 230-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, თუ სხდომაზე არ ცხადდება მოპასუხე,


რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება შესაბამისი წესების დაცვით, და მოსარჩელე
შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ნაშინ სარჩელში
მითითებული ფაქტობრივ გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვლება. ასევე , ამავე მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად
ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა და ამავე დროს არც კაზუსის ფაბულიდან იკვეთება


რაიმე შემაფერხებელი გარემოება ითვლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება
ზემოდზხსენებული მუხლის შესაბამისია.

მოპასუხე ბელას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბარდება 5 დღის შემდეგ, რაც სსსკ-ს 235-ე
მუხლის შესაბამისია. იგი, ამავე დროს, ასაჩივრებას გადაწყვეტილებას იმ მოტივით რომ მას
საპატიო მიზეზი გააჩნდა და მტკიცებულების სახით წარადგენს ექიმის ცნობას, ასევე
აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მას არ ჩაბარებია უწყება.

ხსენებული გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხე ბელამ გაუშვა გასაჩივრების 10 დანი


ვადა სსსკ-ს 237-ე მუხლის მიხედვით, მაგრამ ყურადსაღებია ისიც, რომ მას თავდაპირველი
უწყება არ ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც შესაძლებელია
წარმოადგენდეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. სასამართლომ
დაუშვა პროცესუალური ჩეცდომა უწისის ჩაბარების თაობაზე, რაც ნამდვილად ზღუდავს
კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლების რეალიზების შესაძლებლობას, ამრიგად
სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია, გაუქმებულ უნდა იქმენს სსსკ-ს 233-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, მაგრამ ყურადსარებია გასაჩივრების 10
იანი ვადის გაშვება, რომელიც ბელას შესაბამის ვადაში ჩაბარდა. სსსკ-ს 237-ე მუხლი.

ამრიგად, ბელამ დაკარგა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

სასამართლო იღებს ბელას სარჩელს წარმოწბაში, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ვადა
დარღვეულია, მაგრამ იღებს წარმოებაში 239-ე მუხლით დაგდენილ დანაწესით.. მართალია,
სასამართლო ამ ნაწილში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. სასამარტლოს გამოაქვს
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ბელას შეეძლებოდა პირველი საუწრებელი
გადაწყვეტილება, რომ დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა, მეორედ გამოუცხადებლობის
შემთხვევაში გამოეყენებინებინა, სსსკ-ს 242-ე მუხლისა და 366-ე მუხლების შესაბამისად
სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ბელას დარღვეული აქვს სსსკ-ს 237-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადა, ამ


გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ობიექტურ მიზეზს
რომელიც მას გაანდა, ვინაიდან აღნიშნული სასამართლოსათვის უნდა შეეტყობინებინა
დაუსრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 ის ვადაში. კაზუსში მოცემული
გარემოების მიდევით გავიდა ბევრად მეტი, რის შემდეგაც მან დაკარგა ზემოდხსენებულ
ობიექტურ გარემოებაზე მითითბის უფლება, სასამართლოს კი ამ გარემოების
გათვალისწინებით უარი უნდა ეთქვა საჩივრის მიღებაზე, სსსკ-ს 239-ე მუხლის მე-3
ნაწილის მიხედვით, ბელას შეეძლებოდა კერძო საჩივარის შეტანა, რაც ისევ არ გამოიღებდა
მისთვის სასურჩელ სედეგს სწორედ თავდაპირველი ვადის გაშვების გამო.

You might also like