You are on page 1of 3

ფინალური გამოცდა-სანივთო სამართალი 17.02.

2021

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტი:

სახელი: __ხატია_____________

გვარი: ________ლობჯანიძე______

ჯგუფი: _6_____________

კაზუსი#1

ამოხსნა:

პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის, თუ რა სახის ხელშეკრულებ აიყო


დადებული თიკასა და მის მეგობარს შორის. მათ შორის დადებული იყო სეხის
ხელშეკრულება, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-
ე მუხლით რომლის დროსაც გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს
ფულს ან ნივთს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს ეს ივთი იგივე
რაოდენოიბით და იგივე მდგომარეობაში. აღნიშნულ კაზუსში თიკამ მოთხოვნის
უზრუნველსაყოფად დააგირავა თავისი ძვირადღირებული ნახატი. სსკ-ის 254-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კრედიტორს აქვს უფლება დაიკმაყოფილოს
მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით იმ შემთხვევაში, თუ მოვალე
პასუხისმგებლობას არაჯეროვნად შეასრულებს. გირავნობა არსებობს 2 სახის ესენია
მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა. აღნიშნულ კაზუსში
თიკასა და მის მეგობარს შორის გახლავთ რეგისტრირებული გირავნობა, რომელიც
რეგულირდება სსკ-ის 258-ე მუხლით და გულისხმობს იმას, რომ სავალდებულოა
რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში სავალდებულოა განსაზღვრული
გირავნობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა ნივთის მოგირავნის
მფლობელობაში გადსაცემა არ არის სავალდებულო. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 279-ე მუხლის პირველი არეგულირებს რამდენჯერმე დაგირავებული
ნივთის რეალიზაციის უფლებას,თუმცა ამ კაზუსში თიკასა და მის მეგობარს შორის
დადებული ხელშეკრულების მიხედვით თიკას არ ჰქონდა უფლება ნივთი კიდევ
ხელმეორედ გაეგირავებინა, სსკ-ის 266-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად
მხარეებს აქვთ უფლება ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი
მეორედ არ გააგირავებს ნივთს რაც სახეზეა აღნიშნულ კაზუსში ამიტომაც ამავე
მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ თიკას მეგობრის ვადა
ჯერ გასული არ იყო, მას უნდა დაუკმაყოფილდეს მოთხოვნა რადგან დაირღვა
ხელშეკრულების პირობები, ხოლო რაც შეეხება ბანკის უფლების დაკმაყოფილებას,
აღნიშნულ შემთვევაში ბანკთან დადებული ხელშეკრულება ძალას კარგავს, ვინაიდან
სახეზე იყო პირველი ხელშეკრულების დარღვევა, ანუ შესაძლოა თიკას დაეკისროს
გარკვეული გადასახადი ბანკთან, მაგრამ ბანკს ვერანაირად ვეღარ წამოეწმნება
გირავნობის რეალიზაციის უფლება

დასკვნა:

სსკ-ის 254-ე, 258-ე და 266-ე მმუხლების მიხედვით, თიკას აქვს მოთხოვნის


დაკმაყოფილების უფლება, ხოლო რაც შეეხება ბანკს, მას გირავნობის რეალიზაციის
უფლება ვერ წამოექმნება, რადგან მასთან დადებული ხელშეკრულებით დაირთვა
თიკასა და მის მეგიობარს შორის დადებული ხელშეკრულება.

კაზუსი #2

პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის, თუ რა სახის ხელშეკრულებაა დადებული


ვალიკოსა და „თივისი ბანკს“ შორის. მათ შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება,
რომლის თანახმადაც განსესხებელი გადასცემს მსესხებელს ფულს ან რაიმე ნივთს,
ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს ეს ნივთი იმავე რაოდენობით და იმავე
მდგომარეობაში. ამ ხელშეკრულებით ვალიკომ თავისი ბინა დატვირთა იპოთეკით.
იპოთეკა რეგულირდება სსკ-ის 286-ე მუხლით და გულისხმობს იმას, რომ ამ ტიპის
ხელშეკრულებით კრედიტორს აქვს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით
პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება. ვალიკოსა და
ბანკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თუ ვალიკო სესხს
დროულად არ დააბრუმებდა, სახლი გადავიდოდა ბანკის საკუთრებაში ეს
დებულება შეესაბამება სსკ-ის 2891 მუხლს, რომელშიც ნაგულისხმევია, რომ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა კრედიტორმა უნდა
დაიკმაყოფილოს ვალდებულების საგნიდან, ამ შემთხვევაში კი ბანკს უნდა
დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ბინის საკუთრებაშ გადასვლით, თუმცაღა პრობლემას
წარმოდგენს ის საკითხი, რომ მიუხედავად ბანკის მხრიდან მრავალკჯერ
გაფრთხილებისა ვალიკომ ბინა მიჰყიდა გიორგის. მიუხედავად ამ ფაქტისა, გიორგი
ვალდებული იყო და ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საჯარო რეესტრში
გადაემოწმებინა ბინის სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 2988-ე
მუხლის თანახმად იპოთეკის მოწმობას უპირატესი ძალა აქვს საჯარო რეესტრის
ჩანაწერთან შედარებით. 297-ე მუხლის მიხედვით კი იპოთეკის მოთხოვნა ახალ
კრედიტორზე ისევე გადადის როგორც იყო ძველი კრედიტორის ხელში, ანუ ეს იმას
გულისხმობს, რომ ბინის საკუთრებაში გადაცემასთან ერთად მას იპოთეკაც მიჰყვება
შესაბამისად გიორგის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.
დასკვნა: სსკ-ის 286-ე 2891-ე,2988-ე და 297-ე მუხლების თანახმად გიორგის პრეტენზია
არის საფუძველს მოკლებული, ვინაიდან მას ჰქონდა საშუალება და ვალდებულება
გადაემოწმებინა საჯარო რეესტრში ბინის სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა,
ასევე იპოთეკის მოთხოვნა ისევე გადადის ახალ კრედიტორზე, როგორც ძველი
კრედიტორის შემთხვევაში იყო, შესაბამისად იპოთეკა მიჰყვება ბინას.

You might also like