You are on page 1of 8

*სანივთო სამართალი აწესრიგებს პირთა (სამართლის სუბიექტთა) ურთიერთობებს

ნივთებთან. პირის ნივთთან „ურთიერთობაწარმოადგენს სანივთო სამართლის


სუბსტანციას. სანივთო სამართალი ქონებრივი სამართალიცაა. სანიტო სამართალიი
არის არა სა;როცესო, არამედ მატერიალური სამართალი და სამქალაქო საპროცესპ
წესრიგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც იწყება ამ უფლებათა დაცვა.
ვალდებულებითი ურთიერთობის ობიექტია მოქმედება, ხოლო სანივთოსი ნივთი
მატერიალური თვალსაზრისით. სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა,
ვალდებულებითი კი შეფარდებითი, რელატიური. აბსოლუტური ურთიერთიბა
მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, ხოლო შეფარდებითი
ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე. ვალდებულებით ურთიერთობაშ
უნდა გაიმიჯნოს 2 სხვადასხვა სახის ურთიერთობა, ესენია ა) კრედიტორსა და
მოვალეს შორის ურთიერთობა, რომლის დარღვევაც შესაძლებელია მხოლოდ
მოვალის მხრიდან და ბ)ურთიერთობა კრედიტორსა და ყველა მესამე პირს შორის,
რომლის დარღვევა ყველასგანაა მოსალოდნელი. პირველ შემთხვევაშ სახეზეა
ვალდებულებითი იურთიერთობა, ხოლო მეორე სემთძხვევაში აბსოლუტური.

სანივთოო უფლებებია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა,


იპოთეკა. სანივთო სამართლის თვისებებია საჯაროობა და მისი ნდობაიუნობა.
საჯარო რეესტრის ცნობების შესახებ მოქმედებს უტყუარობის და სისწორის
პეზუმფცია. სანივთო სამართალს აქვს მიდევნების (გადაცემადობის) თვისება ანუ
სანივთო უფლება მოჰყვება ნივთს, რომელიც სხვის საკუთრებაშ გადადის. ასევე
სანივთო სამართლის ერთ-ერთი თვისებაა მისი სპეცო=იალურობა ანუ სანივთო
უფლებები შესაძლოა იყოს კონკრეტულად განსაზღვრულ ნივთებზე. სანიტო
სამართალში კოლიზიის დროს , მაგალიტად თუ ერთიდაიგივე საგანი
დატვირთულის იპოთეკიც რსმდენჯერმე უპირატესობა ენიწება პირველ
კრედიტორს. სავივთო გარიგება მმიმართულია სანივვვთო უფლების წარმოშობის,
შეცვლის ან შეწყვეტისკენ, სანივთო გარიგებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექქსის
ზოადი ნაწილის წესები. სანივთო სამართალი იცნობს ცალმხრივ და ორმხრივ
გარიგებებს. სანივთო გარიგების საფუძველზე ხდება ნივტზე უარის თქმაც.

ქონებად ითვლება არა მხოლოდ ყველა ნივთი, არამედ არამატერიალური სიკეთეც

მოძრავი ნივთი შესაძლოა ჩაითვალოს უძრავ ნივთდ

სამოქალაქო კოდეექსი მფლობელობას განმარტავს როგორც ნივთზე ფაქტობრივი


ბატონობის ნებითი მოპოვების მდგომარეობას.

არსებობენ პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელები. ამიტომაც არსებობს ორმაგი


მფლობელობა და ითვლება რომ მფლობელობა ფაქტია და არა უფლება.
საკუთრების ვარაუდთან დაკავშირებით მფლობელის კეთილსინდისიერება
სამოქალაქპ ბრუნვის პრინციპია, ხოლო მისი არაკეთილსინდისიერება ა,მ
ბრუნვასთან დაკავშირებული რისკი. უძრავი ნივთისთვის საჭშიროა მისი 5 წლიანი
კეთილსინდისიერი მფლობელობა, ხოლო უძრავისა 15.

საკუთრება არის ერთიანი მცნება, და მის წინაშე ნებისმიერი მესაკუტრე არის


თანასწორი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საკუტრება არის კსნონისმიერი
დასახელსეკრულებო შებოჭვის ფარგლებში არსებული ფასეულობა. სამოქალაქო
სამართალში წინა პლანზე წამოიწია ისეთმა თავისუფლების ინსტიტუტებმა,
როგორებიცაა არასაკუთრებითი უფლებები, კერძოდ კი ვალდებულებით-
სამართლებრივი და შეზღუდული სანივთო უფლებები

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლება მმოიცავს ისეთ


ტრადიციულ ინსტიტუტებს როგორებიცაა აღნაგობის უფლება, სერვიტუტი,
უზუფრუქტი.

სანივთო სამართალი წამროადგენს ნორმათა ერთობლიობას, რომელიც ქონების


კატეგორიას და არეგულირებს ქონებაზე სანივთო უფლებათა წამოშობას, შეცვლასა
და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ქართული
სანივთო სამართალი აწესრიგებს სამ ძირითად კომპონენტს, ესენია ქონება,
სამართლებრივი ურთიერთობა, სანივთო უფლება.

სანივთო სამართლებრივი ურთიერთობა შესაზლოა იყოს პირსა და ნივთს შორის, ან


პირებს შორის (სანივთო უფლებათა წარმოშიბა, შეცვლა ან შეწყვეტა)

სანივთო სამართლის ნორმების უმრავლესობა არის იმპოერატიული ხასიათის.


სანივთო სამართალში გაერთიანებულია შემდეგი ინსტიტუტები:

ქონება, მფლობელობა, საკუტრება, შეზღუდული სანივთო უფლებები, მოთხოვნის


უზრუნველყოფის სამართალი, სამეზობლო სამართალი, საჯარო რეესტრი

სანივთო სამართლის პრინციპები

1) Numerus clausus- დახურულ რიცხვთა პრინციპი რომლის თანახმადაც,


სანივთო სამართალში მოქმედებს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც
კანონმდებლობით არის დადგენილი. უზუფრუქტის უფლება მემკვიდრეობით
არ გადადის, კანონი ამ ქმედებას კრძალავს.
2) სპეციალურობის ანუ განსაზღვრულობის პრინციპი- ეს პრინციპი გულისხმობს
იმ ქონების დაზუსტების ვალდებულებას, რომელზეც მიზნად ისახავენ
სანივთო უფლების წარმოშობას ურტიერთობის მონაწილეები. თუ მაგალიტად
საუბარია უძრავი ქონების გასხვისებაზე, მის გასხვისებამდე საჭიროა უძრავი
ქონების საზღვრები დაზუსტდეს საკასატრო აზომვითი ნახაზით
3) აბსოლუტურობის პრინციპი- აბსოოლუტურობის პრინციპი გულისხმობს
მესამე პირების მხრიდან საკუთრების უფლების პატივისცემას.
4) სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობია პრინციპი-ეს პრინციპი
გულისხმობს სანივთო უფლებათა პრიორიტეტულობას ვალდებულებითთან
შედარებით
5) სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი- სანივთო უფლებებს ქონებასთან
მჭიდრო სამართლებრივი კავშირის წყალობით ახასიათებს მიდევნების
თვისება. ქონების ფაქტობრივი გადაცემა არ იწვევს სანივთო უფლებათა
შეწყვეტას.
6) საჯაროობის პრინციპი- ქონებაზე რეგისტრირებული ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის პრინციპია. საქართველოშ ინფორმაციის მოპოვება
შესაძლებელია მაგალითად უძრავ ნივთზე-საჯარო რეესტრში, მექანიკურ
სატრანსპორტო საშუალებაზე-შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, შპს-ის
კომანდიტური,სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილზე-
საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა
რეესტრიდან, აქციაზე-თავად სს-ების ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის
რეესტრიდან.
7) კაუზალურობის პრინციპი- მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის
სისტე,ები: შეთანხმების კაუზალური სისტემა, კაუზალური გადაცემის
სისტემა, აბსტრაქტული გადაცემის სისტემა. კაუზალური სისტემის მიხედვით
ქონებაზე უფლების გადაცემა ხდება თავისთავად სხვა სმართლებრივი აქტის
გარეშე, ხოლო აბსტრაქტული გადაცემის სისტემის მიხედვით გადაცემა
ხორციელდება სპეციალური სამართლებრივი აქტის მეშვეობით. ქართულ
სანივთო სამართალში არ მოქმედებს აბსტრაქტული გადაცემის პრინციპი.
8) სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია- რეესტრის მონაცემთა სისრულიდა
და უტყუარობის პრეზუმფცია.

სანივთო უფლებები:
1) აბსოლუტური უფლებები: აბსოლუტურ უფლებათ იურიდიულ
დოქტრინაში ითვლება სანივთო უფლება ეს უფლება გულისხმობს იმას
რომ მესაკუტრეს უფლება აქვს მოითხოვოს საკუთრების უფლების
ობიეექტის დაცვა მესამე პირისაგან. საკუტრების როგორც აბსოლუტური
უფლების კრიტერიუმებია:პირის უფლება ქონებასტსნ მიმართებაში რაიმე
ვადიტ არ არის განსაზღვრული, მესაკუტრის მხრიდან ქონების დაცვას არ
გააჩნია ხანდაზმულობის ვადა მესაკუტრე იცავს საკუთრების უფლებას
ნებისმიერი მესამე პირისაგან, საკუთრების უფლება განიხილება როგორც
საწყისი ქპნებაზე ყველა სხვა უფლებისა ად ვალდებულების
წარმოშობისათვის.
2) აქცესორული უფლებები- საკუთრება, როგორც მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალება. აქცესორული უფლებებია გირავნობა და
იპოთეკა. აქსცესორული უფლება ემსახურება ძირითადი
ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ის
უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. გირავნობის უფლება
წარმოიშობა მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებულ მოძრავ
ნივთზე, ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ხოლო იპოთეკის
უფლება წარმოიშობა მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაშ არსებულ
უძრავ ნივთზე.
3) შეზღუდული უფლებები: შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია
უფრო ფართო უფლებისაგან და დატვირთულია ამ შეზღუდული
უფლებით. შეზღუდული სანივთო უფლებებია: აღნაგობა, უზუფრუქტი,
სერვიტუტი.

სანივთო უფლების დამდგენი სამართლებრივი აქტები: გარიგება, სასამართლო


გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული აქტი. არარეგისტრირებულ ქონებაზე
საკუთრების უფლება შესაძლოა გადაეცეს ორი მხარის სეთანხმებით
წერილობოთი დასტურის გარეშე, ხოლო რეგისტრირებული ნივთის
შემთვევაში საჭიროა წერილობითი დასტური. სანივთო უფლების დამდგები
გარიგების სახეებია: ანდერძი, ხეკშეკრულება, წესდება კორპორაციული აქტი,
პარტნიორთა კრების ოქმი, ამხანაგობის ხელშეკრულება, ბინათმესაკუთრეთა
ამხნაგობის კრების ოქმი. ადმინისტრაციული აქტი, რომელიც საფუძვლად
ედება ქონებაზე საკუტრების გადაცემას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
კრიტერიუმებს: გამოცემული უნდ იქნეს უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ, უნა ჰქონდეს სახელმწიფო გერბი, ბეჭედი და თანამდებობის
პირის ხელმოწერა, გასული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტის
გასაჩივრების ვადა, ქონებაზე უფლებამოსილების შეცვლის ან შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძვნებოდეს შესაბამის კანონს.

Me-2 kvira

147-ე მუხლი
ე-7 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება
იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური
სიკეთე,ჯერ კიდევ რომის სამართალი3 (Gaius, Inst II 12–14)
განასხვავებდა სხეულებრივ (res corporales) და უსხეულო ნივთებსსამოქალაქო კოდექსი
ობიექტებს ორ ჯგუფად ყოფს: ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ
სიკეთეებადამოქალაქო კოდექსის ქონების ცნება მოიცავს არა მხოლოდ ნივთებსა და
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს, არამედ მათთან დაკავშირებული უფლება-
მოვალეობების შეძენას, ფლობას, სარგებლობას, განკარგვას,6 რაც ამ ქონების მფლობელს
განსაზღვრულ მატერიალურ სარგებელს ანი ჭებს.სამოქალაქო კოდექსის გაგებით, ქონება
არის ფიზიკური ან იურიდიული პირის ფულადი ღირებულების მქონე მოძრავი ან
უძრავი ნივთი, ასევე მოთხოვნა და უფლება, რომელთა ფლობა და განკარგვა არ არის
კანონით აკრძალული ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

148-ე მუხლი:

ნივთი ეწოდება პიროვნულობას მოკლებულ, ბრუნვაუნარიან სხეულებრივ საგანს,


რომლის ფიზიკურად შემხებლობა, მგრძნობელობით აღქმა ან ფლობა არის
შესაძლებელი.2უძრავ ნივთებს მიეკუთვნება: მიწის ნაკვეთი მასში არსებული
წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც
მყარად დგას მიწაზე. მოძრავ ნივთებს არ განეკუთვნება მექანიკური სატრანსპორტო,
საფრენი და მცურავი საშუალებები. მოძრავი ნივთები იყოფა: შეცვლად და შეუცვლად,
გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ, მოხმარებად და მოუხმარებად
ნივთებად.გვაროვნულ ნივთებს განეკუთვნებიან ის საგნები, რომლებიც ხასიათდებიან
ზოგადი ნიშნებით,ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი სახეზეა, თუ
ვალდებულების შესრულების საგანი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კონკრეტულად
განსაზღვრულია და მოვალეს სხვა ნივთით ვალდებულების შესრულება არ
შეუძლიახოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი, რომ ადამიანის გვამი
მიჩნეულ იქნეს ნივთად, კერ- ძოდ, თუ გვამი მოთავსდება ანატომიის ინსტიტუტში და
იგი გარდაცვლილ ადამიანთან არ იდენტიფიცირდება; ასევე, ადამიანის ფერფლი არის
ნივთი, მაგრამ იგი არავის საკუთრება არ არის და, შესაბამისად, იგი არ განეკუთვნება
სამკვიდრო ქონებას.ნივთებად არ ითვლება კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა
ბაზები, რადგან მათ, ისევე როგორც ელექტროენერგიას, აკლიათ ნივთის თვისება –
სხეულებრიობა. ისინი არიან ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი და
განეკუთვნებიან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს.

149-ე მუხლი

უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე,


შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული
(მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

150-ე მუხლი ნივთის შემადგენელ ნაწილებად ის საგნები მიიჩნევიან,


რომლებიც თავიანთი ბუნებით ერთიანობას ქმნიან, ან, თუ ნივთებმა შეერთების შედეგად
დამახასიათებელი თავისებურება იმდენად დაკარგეს, რომ ისინი ერთ მთლიან ნივთად
მიიჩნევიან ნივთის ნაწილების განადგურება ნიშნავს მათი სუბსტანციის
მოსპობას,6 მაგალითად: წიგნიდან გვერდების ამოხევა, შენობის დანგრევა. ნივთის
დანიშნულების მოსპობა გულისხმობს ნივთის სუბსტანციის იმდაგვარად ცვლილებას,
რომ შეუძლებელი ხდება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება და მისი ღირებულება არ
არის უმნიშვნელოდ შემცირებულიგამონაკლისია აღნაგობის უფლების საფუძველზე
აშენებული ნაგებობა. 234 II მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობა ითვლება აღნაგობის
უფლების და არა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად. აღნაგობის უფლებით
აშენებული შენობა საჯარო რეესტრში რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის
საკუთრებად.
151-ე მუხლ კოდექსი იმ ნივთებს, რომლებიც მთავარი ნივთის სამსახურისთვის არის
განკუთვნილი, საკუთვნებელს უწოდებს. საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს კოდექსი
სხვადასხვა ადგილას განსაზღვრავსი იურიდიულ ლიტერატურაში1 მიუთითებენ საკუთვნებლის
ორგვარ სამართლებრივ ბუნებას – როგორც დამოუკიდებელი ნივთისას და როგორც მთავარ
ნივთთან დაკავშირებული ნივთისას. საკუთვნებელი, როგორც დამოუკიდებელი ნივთი,
შესაძლებელია იყოს ცალკე უფლების ობიექტი; განსხვავება ნივთის არსებით შემადგენელ
ნაწილთან ის არის, რომ საკუთვნებლის გარეშე ნივთის ფუნქციური დანიშნულება არ დგება
ეჭვქვეშ, ხოლო ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის გარეშე ნივთის გამოყენება
დანიშნულებით შეუძლებელია.2საკუთვნებლის წინაპირობა არის მთავარი ნივთის არსებობა.
მთავარი ნივთი შესაძლებელია იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი საკუთვნებლის დანიშნულება
მთავარი ნივთის მიმართ განისაზღვრება მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან, მისი
ფაქტობრივი სარგებლობისა და სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდან. სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები,
ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია
საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება,
მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.
სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების
მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.ფარდობითი (რელატიური) უფლება
არსებობს ორ ან რამდენიმე პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში. ფარდობითი
უფლების მაგალითია მოთხოვნის უფლება, მაშასადამე, პირის უფლება – მოითხოვოს სხვა
პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (128 I).
მოთხოვნის უფლება აღნიშნავს სამართლებრივ ურთიერთობას, რომელშიც, როგორც წესი,
ორი პირი მონაწილეობს: უფლებამოსილი პირი ერთ მხარეს და ვალდებული პირი მეორე
მხარეს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მიემართება ერთ (ან რამდენიმე) პირს.
მაგალითად, მოთხოვნის მფლობელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება,
განუსაზღვროს მოვალეს ვალდებულების შესრულების ქმედება. ფარდობითი უფლება,
როგორც წესი, შეიძლება მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების მიერ
დაირღვესაბსოლუტური უფლება მოქმედებს ყველა პირის მიმართ. აბსოლუტური
უფლების კლასიკური მაგალითია საკუთრება, როგორც მესაკუთრის
უფლება, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში
თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა
მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან
სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების
ბოროტად გამოყენებას (170 I). 152-ე მუხლის გაგებით, სანივთო უფლებების გარდა,
უფლებათა რიგს განეკუთვნება არამატერიალური ქონებრივი უფლებები, როგორებიცაა,
მაგალითად: პატენტის მფლობელის უფლება, სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლება,
საავტორო და მომიჯნავე უფლებები და სხვ.8 საავტორო უფლებათა ობიექტებია:
მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები. მათი აღიარება, გამოყენება
და დაცვა ხორციელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონით.

153-ემუხლი

სანივთო უფლებებისაგან განსხვავებით, ფარდობითი უფლებები მიმართულია მხოლოდ


კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ (inter partes).
153 I მუხლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა
უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. აქცესორული უფლების
წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. ასევე,
ძირითადი უფლების გადაცემით, სხვა პირზე გადადის აქცესორული უფლებაც.
აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს
უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი
დანიშნულებაა, განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა.
აქცესორული შეიძლება იყოს როგორც სანივთო უფლება (მაგალითად, იპოთეკა და
გირავნობა), ისე ვალდებულებითი უფლება (მაგალითად, თავდებობა).თავდებობის
აქცესორული ბუნება მოცემულია 893-ე მუხლში, რომლის თანახმად, თავდებობისათვის
განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულების არსებობა. ძირითადი ვალდებულება უნდა
არსებობდეს კრედიტორსა და ძირითად მოვალეს შორის. ძირითადი ვალდებულების
შესრულება გამოიწვევს თავდებობის შეწყვეტას.286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი
შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,
რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით,
პირველ რიგში, მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან
მის საკუთრებაში გადაცემით. იპოთეკის აქცესორული ბუნება კი მოცემულია 288-ე და
295-ე მუხლებში, რომელთა თანახმადაც, იპოთეკის წარმოშობა, გადაცემა და შეწყვეტა
დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე.გირავნობის უფლების
აქცესორულობა მოცემულია 269-ე-270-ე მუხლებ- ში. მოთხოვნის გადაცემით სხვა პირს
გადაეცემა გირავნობის უფლებაც, ასევე, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის
გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

242-ე მუხლის თანახმად, უზუფრუქტი ნიშნავს უძრავი ნივთის სხვა პირისათვის


(უზუფრუქტუარისათვის) სარგებლობის უფლებით გადაცემას ისე, რომ იგი
უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე
პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ, მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ
ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.
უზუფრუქტუარი უფლებამოსილია, მიიღოს უძრავი ნივთის ნაყოფი და სარგებელი.
საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და ამ ნივთით სარგებლობის უფლება სხვადასხვა
პირს ეკუთვნის. უზუფრუქტი სანივთო უფლებაა და მას საფუძვლად უდევს ქირავნობის
ან იჯარის ხელშეკრულება.

233-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან
სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის
მშენებლობის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის,
თხოვების, გაქირავების უფლება. აღნაგობის უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
აღნაგობის უფლება სანივთო უფლებაა და, შესაბამისად, ხდება არა უფლების
მფლობელზე მიწის ნაკვეთის სარგებლობით გადაცემა, არამედ მიწის ნაკვეთის
უფლებრივად დატვირთვა.

You might also like