You are on page 1of 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


კენჭაძე თორნიკე~
საკუთრების უფლების კონსტიტუციურ სამართლებრივი
რეგულირება
ქუთაისი
2022წელი

1
სარჩევი

1.შესავალი------------------------------------------------------------------------------

2. საკუთრების უფლების არსი და მისი სამართლებრივი ბუნება------------

3. დაცული სფერო--------------------------------------------------------------------

4. კონსტიტუციის მე-19 მუხლი როგორც საკუთრების ინსტიტუციონალური


გარანტია და მისი სუბიექტები-------------------------------------------------------
5. ჩარევა და საკუთრების უფლების შეზღუდვა-----------------------------------
6. საკუთრების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები--
7.დასკვნა-------------------------------------------------------------------------------
8.გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------------

2
1. შესავალი
ხსენებული ნაშრომის ძირითად თემას წარმოადგენს საკუთრების უფლება და მისი
შკონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები. საკუთების უფლება ჩამოაყალიბა ძველმა რომის
სამართალმა, მრავალი საუკუნის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო იხვეწებოდა და ვითარდებოდა
აღნიშნული უფლება საბოოლოოდ იგი შეერწყა იმ ძირითად უფლებათა ჩამონათვალს, რომელიც
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დამოუკიდებლი ინდივიდის არსებობაში.საკუთრების უფლება
ეს არის უფლება, რომელიც უზრუნველყოფილი და აღიარებულია, თუმცა ამის მიუხედავად
კანონმდებელი უშვებს მისი ჩამორთმევის ან შეზღუდვის შესაძლებლობას, რომელიც გარკვეული
თავისებურებებით და განსხვავებებით იჩენს თავს სხვადასხვა ქვეყნების როგორ თეორიულ ისე
პრაქტიკულ სამართალში. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების
სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. კერძოდ კი მისი ძირითადი
პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მიმართულებებს და
ხელისუფლების ადამიანთან შესაძლო ურთიერთობის შინაარსს. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე
მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით
მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე
შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა
მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი
უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით

3
წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს
ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი
მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას”.

ნაშრომი მიზნად ისახავს საკუთრების უფლების და მისი შეზღუდვის საფუძვლების სიღმისეულ


კვლევას

საკუთრების უფლების არსი და მისი სამართლებრივი ბუნება


,,სამართლებრივი წესწყობილების მიზანია, უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და თითოეული ადამინის პიროვნების
თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ადამიანის განვითარება შეუძლებელია, თუ ადამიანს
არა აქვს განვითარების სივრცე და თავისუფალი განკარგვის საგნები: საკუთრება სხვა არაფერია,
გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19
მუხლი იცავს ადამიანის თავისუფლებას და საკუთრებას, მათ შორის, კერძო საკუთრებას, როგორვ
ადამიანის ძირითად უფლებას კონსტიტუციის გაგებით, საკუთრება არის არა მხოლოდ საკუთრება
კერძოსამართლებრივი თავალსაზრისით, არამედ ყველა ქონებრივი უფლება.”

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით კანონმდებლის ნებაა საკუთრების


შინაარსისა და მისი შეზღუდვის განსაზღვრა, მაგრამ დაუშვებელია საკუთრების უფლების გაუქმება
ან იმგვარი შეზღუდვა, რომ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.სამოქალაქო კოდექსის 170-ე
მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების დაცვა ეხება მხოლოდ ნივთებსა და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეებს.აღნიშნულ მუხლში განსაზღვრული უფლება ვრცელდება ასევე
ხელშეკრულების დადების სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასა და პროფესიის არჩევანის
თავისუფლებით აქედან გამომდინარე საკუთრების უფლება არის ელემენტარული ძირითადი
უფლება რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლებასთან.ამ მუხლის
დანიშნულება არის ის რომ თითოეულ ინდივიდს შეუქმნას თავისუფალი სივრცე.რომ მოაწესრიგოს
ქონებრივი ურთიერთობა. Სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით;,,,მესაკუთრეს შეუძლია,
კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად
ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით
სარგებლობა, განკარგოს იგი...“ საკუთრების უფლების შინაარსი თავის სამართლებრივ გაგებას
აფუძნებს ორ მიმართულებაზე პოზიტიურ და ნეგატიურ უფლებამოსილებებზე.

უფლების აბსოლუტურობა უნდა განვიხილოთ უფლების მატარებლის ანუ მესაკუთრის სხვა


მესაკუთრეებთან ურთიერთდამოკიდებულებაში.ამ უფლების თავისებურება სწორედ ისაა რომ
ნივთის პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი არამედ სხვა
მესამე პირებიც.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთერთ გადაწყვეტილებაში
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ამბობს რომ: უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების,
ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში,
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლებისსრულფასოვან რეალიზებაზე.

4
საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-
ერთ წყაროს. საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება,
შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივიცემას, რაც საკუთრების შეძენის
ისეთ საკანონმდებლო რეგლამენტაციაში უნდა გამოიხატოს, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ
ცალკეული ინდივიდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას, ხოლო მერე მხრივ
ეფექტურ სამოქალაქო ბრუნვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული
უფლება ეკუთვნის ყველას და კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა
ექსკლუზიურ წრეს,

2. დაცული სფერო
კონსტიტუციის 19-ე მუხლით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და
გასხვისებაც. 19-ე მუხლით დაცულ სფეროში ექცევა ასევე მემკვიდრეობის უფლება. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია აღიარებს საკუთრების
უფლებას,მიუხედავად მისი გამოვლინებისა. კონსტიტუცია იცავს საკუთრებას მოთხოვნის
უფლებაზე. დაცულ სფეროსთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის
19-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკონსტიტუციო
სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ უკანონოდ შეძენილი საკუთრება
ვერ ჩაითვლებოდა კონსტიტუციის მე-19მუხლით დაცულ სიკეთედ. თანამდებობის პირთა უკანონო
და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის მარეგულირებელი ნორმების განხილვისას სასამართლომ
დაადგინა, რომ უკანონოდ შეძენილი საკუთრება ვერ ჩაითვლებოდა კონსტიტუციის მე-19 მუხლით
დაცულ სიკეთედ.

კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი


შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე
დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც
უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

3. კონსტიტუციის მე-19 მუხლი როგორც საკუთრების


ინსტიტუციონალური გარანტია და მისი სუბიექტები
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ მართებულად აღნიშნა,
რომ მე-19 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, როგორც ადამიანის ბუნებით უფლებას, ისე
საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და ისე, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს წინაპირობას.ერთერთ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა
რომ: ,,იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის
საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს
იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის
საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის
განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი

5
საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების
პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას”

აქედან გამომდინარე, კანონმდებელს საკუთრების შეზღუდვისას ბოჭავს კონსტიტუცია ისეთი


სამართლებრივი რეგულირების გამოცემისას, რომელიც კერძო საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს,
საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს.38 ე.ი. საკუთრების ინსტიტუტის გარანტია ადგენს იმ გარეგან საზღვრებს,
რომელთა გადალახვა კანონმდებელს არ შეუძლია.

„თითოეული კონსტიტუციური უფლება თავად განსაზღვრავს ამ უფლების სუბიექტებს”.


კონსტიტუციის 19-ე მუხლით, გარანტირებული უფლება ეკუთვნის ყველას, რადგან
კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს, მათ შორის
მოქალაქეობის ნიშნით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინდივიდის განხილვა საკუთრების
უფლების სუბიექტად, უკავშირდება იმ უბრალო ფაქტს, რომ იგი ადამიანია და არ არის
დამოკიდებული მის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე.

4. ჩარევა და საკუთრების უფლების შეზღუდვა


კონსტიტუციის მიხედვით საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მე-19
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში. სახელმწიფოს ვალდებულებაა
თავისი პოლიტიკა კონრეტულ სფეროში დაუქვემდებაროს მე-2 და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებულ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შინაარს იმგვარად რომ არ
დაირღვეს საკუთრების უფლების არსი ამავედროს ყოველი მესაუთრე ვალდებულია ითმინოს მის
საკუთრების უფლებაში ასეთი ჩარევები საკონსტიტუციო სასამათლოს პრაქტიკა ცხადყოფს რომ
საკუთრების უფლების ხელყოფა მე-2 ან მე-3 პუნქტების დარღვევით ავტომატურად ნიშნავს
პირველი პუნქტის დარღვევასაც. ,,საკუთრების უფლების შეზღუდვისას ან საკუთრების
ჩამორთმევისას საქმე გვაქვს უფლებაში ჩარევასთან, რომლებიც, შემოწმების კონსტიტუციურ
სტანდარტებთან მიმართებით, მათი შეფასების შედეგად, შესაძლოა გამართლდნენ ან პირიქით. რაც
შეეხება საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების
გაუქმებას, ამ შემთხვევაში სახეზეა მთლიანად კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგის
გარკვეული „დაძლევა”.

როგორც მუხლის შინაარსიდან ჩანს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ განეკუთვნება


აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-19
მუხლის შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის
შესაძლებელი. ეს არის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მკაცრად გაწერილი ფორმალური და
მატერიალური ზღვარი. კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი უშვებს ამ
მუხლის დაცული სფეროს შეზღუდვას. ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი
საკუთრებას უქვემდებარებს ჩამორთმევას. კანონმდებელი მკაცრად და ძალიან ნათლად ადგენს
შეზღუდვისა და ჩამორთმევის კრიტერიუმებს.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა იყოს კონსტიტუციურ-


სამართლებრივად გამართლებადი, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალურ და მატერიალურ
კრიტერიუმებს. პირველი, უნდა არსებობდეს ჩარევისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროება, და მეორე, ფორმალურად იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი, თუმცა, შეზღუდვა ამ

6
ორი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურ-სამართლებრივად, თუ
იგი დაარღვევს საკუთრების უფლების არსს.

სასამართლომ საკმაოდ კომპეტენტურად და ნათლად განმარტა საკუთრების შეზღუდვის


კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი. თვითონ კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროების” მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ
შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი
შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების
შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „საკუთრების უფლება, რომელიც
კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების
შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც
უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში,
თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა.
კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას აქვს ფორმალურ-სამართლებრივი
ზღვარი. კანონმდებელი ადგენს დაცულ სამართლებრივ სიკეთეში ჩარევის ფორმალურ საფუძველს:
„კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით”. რომლის არარსებობის შემთხვევაშიც,
კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარევა გაუმართლებელი იქნება.

საკუთრების უფლების შეზღუდვისშეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია.ეს პრინციპი


წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს.და ასევე
კონსტიტუციის კონტროლის ელემენტს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით უფლების მზღუდავი
საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის
გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა
განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.

საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. Საქართველოს კონსტიტუციის მე-


19 მუხლის მე-2 პუნქტი აძლევს საშუალებას კანონმდებელს რომ აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროების დროს შეზღუდოს საკუთრების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ
გადაწყვეტილებაში აღნიშნა რომ:,, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლება არ არის
აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს.
მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული
სიკეთეები საზოგადეობისაგნ არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადეობრივი
კერთილდღეობის მიზნებისთვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას
აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის
იზოლირებული არ არის და აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე
კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურსამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების
დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს.”

ასევე სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა რომ უფლების შეზღუდვა უნდა


წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდავ
საშუალებასაც. აქედან გამომდინარე იმისათვის რომ შეზღუდვა კონსტიტუციურად ჩაითვალოს
უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ
საშუალებას შორის აქედან გამომდინარე ეს ავალდებულებს სახელმწიფოს რომ მიზნის მისაღწევად
გამოიყენოს ისეთი საშუალება რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე
დაცული იქნება თანაზომიერების პრინციპი.

7
5.საკუთრების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი
საფუძვლები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა
შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ
დაირღვეს საკუთრების უფლების არსი”

იმისათვის რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა იყოს


კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებადი იგი უნდა აკმაყოფილებდეს მატერიალურ და
ფორმალურ კრიტერიუმებს. ასევე უნდა არსებობდეს ჩარევისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროება. იგი ფორმალურად უნდა იყოს კანონით დადგენილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ გადაწყვეტილებაში განმარტა რომ: „საკუთრება არის


კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო
დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან
გამომდინარე” კანონმდებლის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ უნდა დაირღვეს
საკუთრების უფლების არსი. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „საკუთრების უფლება,
რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ
საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად,
რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული.

ფორმალური შესაბამისობა პირველ რიგში გულისხმობს კანონის მიღების პროცედურას და


ფორმას.ფორმალური შესაბამისობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს მე-19 მუხლის შემზღუდავი
კანონი არის თუ არა მისთვის დადგენილი პროცედურის დაცვით მიღებული.ასევე კანონი უნდა
აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს რომლებიც გამომდინარეობენ სამართლებრივი საელმწიფოს
პრინციპებიდან. „ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით
დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არა
ორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის
განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის
კონსტიტუციურობის შეფასებისას”. ა.ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში აღნიშნული
პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და,
შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს.არსებობს კანონები, რომლებიც ავიწროებენ
საკუთრების ცნებას, ამისთვის საჭიროა კანონი გამომდინარეობდეს საჯარო ინტერესებიდან და
ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი წესით. მე–19 მუხლის მე–3 პუნქტით კი
გათვალსიწინებულია საკუთრების უფლების ჩამორთმება, რაც საკუთრების შეზღუდვასთან
შედარებით რადიკალური ფორმაა. საკუთრების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს:1.მხოლოდ
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დროს.2.მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ
შემთხვევებში.3.მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.4.სათანადო ანაზღაურებით.

რა შეიძლება მივიჩნიოთ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად. ამ ცნების ზუსტი


მნიშვნელობის განსაზღვრა რთულია და მისი შინაარსიც საკმაოდ ცვალებადი. იგი ძირითადად
ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება. მისი შინაარსის გარკვევა ყველა
კონკრეტულ შემთხვევაში ნორმის ანალიზისა და სწორი განმარტების შედეგად უნდა მოხდეს
ასეთები შეიძლება იყოს, მაგალითად, შემდეგი სამუშაოების წარმოება: „გზისა და მაგისტრალის
გაყვანა-მშენებლობა; რკინიგზის ხაზების გაყვანა; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და

8
ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი
ხაზების მშენებლობა; სატელეფონო ხაზების გაყვანა; სატელევიზიო კაბელების გაყვანა; ეროვნული
თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ა.შ .“

6. დასკვნა
საკუთრების უფლება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი უფლებაა და თითოეულ ინდივიდთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
დემოკრატიულ სახელმწიფოში მას, პირველი თაობის უფლებას, მაღალი სოციალური როლი და
ფუნქცია აკისრია. დემოკრატია კერძოს საკუთრების პრინციპებისადმი უპირობო ვალდებულებას
საყოველთაოდ აცხადებს და მას სახელმწიფოთა კონსტიტიუციაში განამტკიცებს. საკუთრება
ადამიანური, ყოფითი ურთიერთობების ის მოცემულობაა, რომელიც უმეტესწილად, ქონებასთანაა
დაკავშირებული, შესაბამისად, მისი მთავარი მიზანი პიროვნების განვითარების მენტალური
უზრუნველყოფაა. საკუთრების უფლება თითოეულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს,
ქონებითსამართლებრივ სფეროში, საკუთარი პასუხისმგებლობით, უცხო პირთა ღირებულებებისგან
დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ცხოვრება. საკუთრების როლი და მნიშვნელობა ადამიანის
სრულფასოვანი არსებობისთვის უდაოა, აღნიშნულის პარალელურად კი, ძალზე დიდია მისი
დანიშნულება დემოკრატიული საზოგადოებისთვისაც,,, საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო
არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას მისი უნარისა
და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით
წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს
ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი
მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას , ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.”

საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს მესაკუთრის ნება ან კანონის


მოთხოვნა. მესაკუთრის ნების საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში პირი
9
მის საკუთრებაში არსებულ ქონებას კერძოსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადასცემს
სხვას საკუთრების უფლება აბსოლუტური და შეუზღუდავი არაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-
19 მუხლის მე-2 პუნქტი კანონმდებელს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დროს
საკუთრების უფლების შეზღუდვის საშუალებას აძლევს. საერათაშორისო სამართლის ნორმები,
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოში მოქმედი სახვა
საკანომდებლო აქტები დასაშებად მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვას.არსებობს კანონები,
რომლებიც ავიწროებენ საკუთრების ცნებას, ამისთვის საჭიროა კანონი გამომდინარეობდეს საჯარო
ინტერესებიდან და ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს კანონი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”
საკმაოდ ამომწურავად განსაზღვრავს იმ სამუშაოებს, რომელთა წარმოების მიზნითაც შეიძლება
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის განხორციელდეს ექსპროპრიაცია. ასეთები
შეიძლება იყოს, მაგალითად, შემდეგი სამუშაოების წარმოება: „გზისა და მაგისტრალის გაყვანა-
მშენებლობა; რკინიგზის ხაზების გაყვანა; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და
ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი
ხაზების მშენებლობა; სატელეფონო ხაზების გაყვანა; სატელევიზიო კაბელების გაყვანა; ეროვნული
თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ა.შ ერთი შეხედვით,
ზემოთ ჩამონათვალი სამუშაოები საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, მაგრამ მის გვერდით
დგას არანაკლებ ფასეული ღირებულება, ადამიანი, რომელიც კარგავს საკუთრებას, რაც ხშირად
მარტო ეკონომიკურად არ არის მისთვის მნიშვნელოვანი. სახლ-კარი ადამიანებისთვის ემოციურად
მნიშვნელოვანი ადგილია, იგი ხშირად შეუფასებელია მაგრამ სახელმწიფოს თვალში შესაძლოა იგი
მიწის უბრალო ნაკვეთს წარმოადგენს. ვთვლი რომ სახელმწიფომ გვერდი უნდა აუაროს საკუთრების
უფლების დარღვევას, თუნდაც ეს მეტ ხარჯთან იყოს დაკავშირებული. ასევე აღსანიშნავია რომ
ხშირად დავას იწვევს ანაზღაურების საკითხი. იმისთვის, რომ ჩარევა იყოს გამართლებული უნდა
შეფასდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის რომელია უფრო ღირებული, ეს უნდა მოხდეს
ყოველი კონკრეტული შემთხვევის გადაწყვეტისას. არ შეიძლება საჯარო ინეტრესი ცალსახად წინ
დავაყენოთ კერძო ინტერესებთან შედარებით, რადგან ეს შექმნიდა იმის ასოციაციას, რომ სახელწიფო
არის უძლეველი ინსტიტუტი და მას ყოველთვის შეეძლებოდა კერძო პირების ინეტრესებისათვის
გვერდის ავლა. სახელმწიფომ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს კონსტიტუციის აღნიშნული დათქმა.
ამისთვის საჭიროა გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმი, რათა არ მოხდეს მოწყვლადი ჯგუფის
ინტერესების უგულვებელყოფა და საკუთრების უფლების მძიმე დარღვევა.

10
7. გამოყენებული ლიტერატურა

1.საქართველოს კონსტიტუცია https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


2.საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები:
http://www.library.court.ge/upload/Constitution_Commentary_Human_Rights.pdf
3. https://openscience.ge/bitstream/1/2887/1/Imeda%20Indashvii%20Samagisto.pdf
4. https://www.myadvokat.ge/ka/blog/10585/sakutrebis-uflebis-shezrudvis-
konstituciur%E2%80%93samartlebrivi-gamartleba
5.https://iuristebi.files.wordpress.com/2011/07/
e183a1e18390e18399e183a3e18397e183a0e18394e18391e18398e183a1-
e183a3e183a4e1839ae18394e18391e18390-
e183a1e18390e183a5e18390e183a0e18397.pdf

11

You might also like