You are on page 1of 8

მე-19 - საკუთრების ძირითადი უფლება

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილია თავისუფალ


დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის არსებობის საფუძველი - საკუთრება და
მემკვიდრეობის უფლება. საკუთრების უფლება მჭიდროდაა დაკავშირებული
ადამიანის ღირსებასთან და თავისუფლებასთან, რადგან სწორედ საკუთრება არის
ადამიანის არსებობისა და საქმიანობის ქონებრივი საფუძველი. ,, საკუთრება
წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების
ერთ-ერთ წყაროს. გარდა ამისა, საკუთრება საფუძველს უყრის ადამიანის კერძო
ინიციატივებს და ეკონომიკურ ურთიერთობებში მოგების მიღების მიზნით
მონაწილეობის სურვილს. საკუღების გარეშე, შეუძლებელია სოციალური საბაზრო
ეკონომიკისა და სანივთო(ქონებრი) სამარტლსი არსებობა. საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით ,, კერძო საკუთრება არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს
შორის ეკონომიკური კონკურენციის, არადემდ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და
საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა . საკუთრება
დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს
ქვაკუთხედია. საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების
უფლება საყოველთაო ხასიათს ატარებს და ამ ელემენტების გაუმება დაუშვებელია . მე-19
მუხლი:

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია .


2. საჯარო ინტერესებისთვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევა
დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში , სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი
აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.
ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან .
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული
მნიშვნელობის რესურსი, შეუძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს,
თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს
მოალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება
დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.

მე-19 მუხლით დაცული სიკეთე არის ,, საკუთრება’’. კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, თუ


რა იგულისხმება ,, საკუთრებაში’’, რა შინაარსი დევს მასში, რადგან ეს კანონმდებლის
კომპეტენციაა. საკონსტ. სასამართლოს განმარტებით, მოცემული უფლება არ
გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ნივთებზე სკუთრების უფლებას, მაგ. მოთხოვნის
უფლება, ასევე შეიძლება განხილული იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
საკუთრების უფლება ასევე მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას და საავტორო
უფლებებსაც. საკუთრების უფლების სუბიექტები არიან ფიზიკური პირები და კერძო
სამართლის იურიდიული პირები. საკ. სასამართლომ აღნიშნა, რომ იურიდიულ პირებს,
შპს-ს, ისევე იცავს მე-19 მუხლი, როგორც ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირს. დაცულია
მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და არა სახელმწიფოს საკუთრება.
შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არ შეუძლია სასამართლოს მიმართოს
იმ არგუმენტით, რომ სახელმწიფომ დაარღვია მე-19 მუხლით უზრუნველყოფილი
საკუთრების უფლება. პოზიტიური თვალსაზრისით, სხელმწიფო ვალდებულია დაიცვას და
ხელი შეუწყოს საკუთრების უფლების რეალიზაციას. საკუთრების უფლების
უზრუნველყოფა ასევე გულისხმობს მის დასაცავად ეფექტური სამართლებრივი
მექანიზმების შექმნას.

( ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლებები შინაარს


გამოცლილი გახდება. საკურების შინაარსი მაშინაა გარანტიებული , როცა მესკაუტრეს
შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილბების სრულყოფილად
განხორციელება. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს
მისცეს თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც
პირველ რიგში, გულისხმობს, საკუთრების ობიექტებთნან თავად მესაკუთრის პირად
ურთიერთობას. სწორედ ეს წარმოადგენს პოზიტიური შინაარსის გამოვლინებას.)

საკუთრების ძირითადი უფლება იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს მირ მათი ქონების და


უფლებების ჩამორთმევისგან. საკუთრების უფლება არც იცავს მოქალაქეს გადასახადის
გადახდისგან. წინააღმდეგ შემტხვევაში გადასახადის გადახდის ვალდებულება
ჩაითვლება საკუთრების ჩამორთმევად. ასევე დაცულია საკუთრების შეძენის
უფლებაც. საკ. სას. გან,არტებით ,,საკუთრებსი შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების
შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე’’. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური
ვალდებულებაა არ ჩაერიოს და ხელი არ შეუშალოს პირებს საკუთრების შეძენაში
მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია( პოზიტიური ვალდებულება) შექმნასა
სათანადო პირობები ადამიანის შესაბამისი საქმიანობისთვის.

რას მოიცავს კონსტიტუციურ -სამართლებრივი გარანტია? მოიცავს ისეთი


საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს
საკუთძრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის
საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას. პოზიტიური თვალსაზრისით
დაცულია საკუთრებით სარგებლობა, ნეგატიური თვალსაზრისით კი- მესაკუთრის
უფლება, არ ისარგებლოს თავისი საკუთრებით.

მე-19 მუხლით ასევე დაცულია მემკვიდრეობის უფლება, რომელიც უზრუნველყოფს


საკუთრების დაცვას სახელმწიფო ჩარევისგან ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში .
მემკვიდრეობის უფლებით უზრუნველყოფილია, ერთის მხრივ, მამკვიდრებლის უფლება
საკუთარი ქონება სურვილისამებ განკარგოს, მეორეს მხრივ- მემკვიდრის უფლება
მიიღოს მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება. ანდერძის თავისუფლება სხვა
არაფერია, თუ არა უფლება მამკვიდრებელმა უკანასკნელად განკარგოს
საკუთრება. იგი არ არის აბსოლიტურად უზრუნველყოფილი ძირითად უფლება.
სასამარტლო განმარტავს , რომ მე-19 მუხლი მესაკუთრეს იცავს მხოლოდ
დაუსაბუთებელი და სამართლებრივად გაუმარტლებელი ჩარევისგან. საკუთრების
უფოების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. ტუ ეს მოტცოვნა
ირვევა, კონსტიტუიცია დასაშვებად მიიჩნებს ამ ირითადი ფულებით დაცულ სფეროში
ჩარევას, ჩარევის 2 სახე: საკუთრების უფლების შეზღუდვა და საკუთრების უფლების
ჩამორთმევა. შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს: (1) მხოლოდ საჯარო
ინეტესებისთვის, (2) მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და (3) მხოლოდ
კანონით დადგენილი წესით.
საკუთრების ჩამორთმევა დაცულ სფეროში ჩარევის ყველაზე მძიმე და რადიკალური
სახეა. იგი ერთჯერადი ხასიათისაა. იგი შეიძლება განხორციელდეს: (1) მხოლოდ
აუცილებელი საზოგ. საჭიროებისთვის, (2) მხოლდო კნონით პირდაპირ დადგენილ
შემთხვევებში, (3) მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით .

დაცულ სფეროში ჩარევის ყველა შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას


თანაზომიერების პრინციპი და მის შესაბამისად იმოქმედოს. აქედან გამომდინარე,
სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს როგორ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის
მნიშვნელობა, ისე შეზღუდვის საშუალების გამოსადეგობა, აუცილებლობა და
პროპორციულობა. დაცული სფერო- საკუთრების ძირითადი უფლებით დაცულია
ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებები. დაცულ სფეროში ჩარევა- ხდება იმ
შემთხვევაში, როცა კანონის ნორმა იტვალისწინებს საკუთრების შეზღუდვას ან
ჩამორთმევას. აუცილებლობა- თუ არ არსებობს იმავე მიზნის მისაღწევად სხვა,
ნაკლებად რბილი საშუალება. პროპორციულობა(თანაზომიერება)- კანონის ნორმა
პროპორციულია თუ საზოგადოებისთვის ნსასარგებლო შედეგი გაცილებით
მნიშვნელოვანია ამ შედეგით გამოწვეული ვისიმე უფლებების შეზღუდვაზე .

მე-20 მუხლი. ხელოვნების თავისუფლება

1. შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური


საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა
დაუშვებელია....

ხელოვნების თავისუფლება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ საქართველოს


მოქალაქის, არამედ ყველა ადამიანისთვის და შესაბამისად წარმოადგენს არა ,,
სამოქალაქო’’, არამედ ,,ადამიანის უფლებას’’. ,, ხელოვნების ‘’ ცნება არ
შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული, განსაზღვრული დონით. გამოჰყოფენ
ხელოვნების 2 ცნებას: ფორმალურსა და ღიას.

ფორმალური- ცნება მოიცავს შემოქმედების სხვადასხვა ფორმებს: მხატვრობა,


პოეზია, პროზა, მუსიკა, კინოხელოვნება..

ღია-ხელოვმების ყოველი კონკრეტული ქმნილება შესაძლოა სრულიად სხვადასხავ


მნიშვნელობიტ იქნას გაგებული და ამით მნახველს ამოუწურავი და მრავალეროვანი
ინფორმაცია მიაწოდოს.

დაცული სფერო

ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება იცავს და ხელოვანისათვის


უზრუნველყოფს თავისუფალ შემოქმედებით პროცესს. შემოქმედებით პროცესში
ჩარევა, შემოქ. საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციის
მიხედვით, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელოვანისთვის იმის დადგენა,
თუ როგორ უნდა დაინახოს ხელოვანმა სინამდვილე და როგორ ასახოს ეს
საკუთარ შემოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ამ უფლების გამოყენება
შეუძლიათ არა მხოლოდ ავტორებს, არამედ მათაც, ვინც მონაწილეობს
ხელოვნების ნაწარმის გავრცელებაში მაგ: გამომცემელს, პროდიუსერს.. ეს უფლება
შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ ცნობილმა ხელოვანმა, არამედ ნებისმიერმა
პირმა. ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად ღირებულია
ხელოვანის მოცემული ნაწარმი. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი
საკანონმდებლო სივრცე, სადაც დაცული იქნება ინტელექტ. საკუთრებასთან
დაკავშირებული საავტორო უფლებები. ამ უფლების სუბიექტები არიან იურიდიული
პირებიც.: სახელოვნებო, მუსიკალური, სამხატვრო სასწავლებლები. ასევე საჯარო
სამართლის იურიდიული პირებიც : გალერეები, თეატრები, მუზეუმები .

დაცულ სფეროში ჩარევა

დაცულ სფეროში ჩარვას წრამოადგენს ისეთი შემთხვევები , როცა სახელმწიფო ხელს


უშლის ვშემოქმედს სახელოვნებო საქმიანობის განხორციელებაში დსა ამ
საქმიანობის შედეგის გავრცელებაში. სახელმწიფომ ამისთვის შეიძლება გამოიყენოს
აკრძალვები და სხვა სანქციები. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება შეიძლება
აიკრძალოს, თუ იგი არღვევს სხვათა უფლებებს.

21-ე მუხლი- შეკრების თავისუფლება

1. ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების


უფლება, გარდა იმ პირებისა, ვინც თავდაცვის ძალებშია ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაშია...

შეკრების ტავისუფლება დემოკრატიის გარკვეულ გამოხატულებას


წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასმართლო შეკრების თავისუფლებას აზრის
ტავისუფლებასთან დაკავშირებულ უფლებად მიიჩნევს, რადგან შეკრების
ტავისუფლება ფაქტობრივად გამოხატვის ფორმაა. დემოკრატიული სახელმწიფო
ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესალებლობა, შეკრებებზე
გამოტქვან თავიანტი პოლიტიკური შეხედულებები, საჯაროდ გამოხატონ ტავიანტი
შეხედულებები. საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა შეკრების თავისუფლების
შინაარსის შემადგენელი ორი კომპონენტი: მიზანი და აზრის გამოხატვა. ადამიანთა
შეკრებას ყოველთვის აქვს კონკრეტული მიზანი, მოქალაქეები ყოველთვის
მიზანთან დაკავშირებით იკრიბებიან. ადამიანებს აქვთ უფლება თავად
გადაწყვიტონ შეკრების ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის საკითხები . ,, ღია
ცისქვეშ’’ შეკრება გულისხმობს შეკრებას, რომელიც იმართება ისეთ ადგილზე , სადაც
სხვა ადამიანებს უშუალო კონტაქტი აქვთ შეკრებაში მონაწილე ადამიანებთან , ანუ
შეკრების ადგილი არ არის შემოსაზღვრული რაიმე ნაგებობით, (კედელებით , ღობით )
შეკრების თავისუფლებით არ არის დაცული ადამიანთა მოულოდნელი
შეჯგუფება რაიმე ფაქტთან დაკავშირებით, მაგალითად ავტოავარიის სანახავად
ან მ0ოკლული პირის გვამთან ქუჩაში.

დემონსტრაციის მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება


ყოველგვარი შიშის გარეშე ისე, რომ მათ წინააღმდეგ ოპონენტების მხრიდან
ძალადობა არ იქნეს განხორციელებული. ასეთმა საფრთხემ შესაძლოა ხელი
შეუშალოს ჯგუფებს იდეების საჯაროდ გამოხატვაში. მანიფესტაცია არის მოქალაქეთა
დემონსტრაცია, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის
მიზნით, ან მსვლეოობა პლაკატების გამოყენებით. სუბიექტები- ფიზიკური პირები,
განურჩევლად მათი მოქალაქეობისა.
დაცულ სფეროში ჩარევა

შეკრების თავისუფლება არ არის აბსოლიტურად უზრუნველყოფილი ძირითადი


უფელბა. ხელისუფლება უფლებამოსილია კანონით დააწესოს წინასწარი
გაფრთხილების აუცილებლობა იმ შემტხვევაში, როცა შეკრება ხალხის ან
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.’’ ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური
მიზნის პროპორციული და გამოყენებული უნდ აიყოს შეზღუდვის ყველაზე
ნაკლებად მკაცრი ფორმა. ჩარევის კონსტ. საფუძვლებია: სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრტხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ,
სხვაათა უფლებების დაცვა. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა თუ მან
კანონსაწინააღმდეგო კახსიათი მიიღო. მიუხედავად წინასწარი გაფრტხილებისა ,
შეიძლება მოხდეს ისე, რომ შეკრების მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო
ტრანსპორტრის სავალი ნაწილი არ გადაიკეტოს. თუ ორგანიზატორები დაიწყებენ
სავალი ნაწილის თვიტნებურად რაიმე საგნებით ჩაკვეთას, ხელისუფლება
უფლებამოსილია ჩაეროს და აღადგინოს მოძრაობა.

22-ე მუხლი- გაერთიანების თავისუფლება

ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა სხვა ადამიანებთან ერთად გაერთიანდეს


კონკრეტულ საზოგადოებრივ თუ სოციალურ ჯგუფებში. ამით, ადამიანს ეძლევა
შესაძლებლობა, ძირითადი ფულებები გამოიყენოს არა მხოლოდ თვითონ , როგორც
ინდივიდმა, არამედ სხვებთან ერთად, გაერთიანების სახით. ეს უფლება ე.წ ორმაგი
უფლებაა, რადგან ამ უფლებით დაცული არიან არა მხოლოდ გაერთიანების
წევრები, არამედ მათი გაერთიანებაც. ადამიანი თავისი არსით, არა მხოლოდ
თავისუფალი, არამედ სოციალური არსებაცაა, რომლის შინაგან მოთხოვნილებას
წარმოადგენს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. გაერთიანების თავისუფლება კი
სწორედ ამას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, გაერთიანების თაავისუფლებას
დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების
გარანტირების, არამედ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისა და
სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით.

პოზიტიური მხრივ- გაერთიანების თავისუფლებით დაცულია ინდივიდთა


ინიციატივა, შექმნან გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
ნეგატიური მხრივ- უზრუნველყოფილია ინდივიდის მიერ გაერთიანებაში და მის
საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გაერთიანებიდან გამოსვლა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გქონდეს გაერთიანების უფლება ,
გულისხმობს ტანმდევ უფლებას, ტავი აარიდო რომელიმე გაერთიანებააში შესვლას
და ტავისუფლად მიიღ გადაწყვეტილება გერთიანების დატოვების თაობაზე .

გაერთიანების თავისუფლება მოიცავს მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ


პირებს და არა საჯარო სამართლის, რადგან ამ უკანასკნელთა წარმოშობა
დაკავშირებულია ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტის
გამოცემასთან და არა ფიზიკურ პირთა თავისუფალ ნებასთან, პირად ინიციატივასთან .

დაცულ სფეროში ჩარევა


გაერთიანების თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება. კონსტიტუცია
გაერთიანების თავისუფოლებით ჩარევის სახეს-ლიკვიდაციას ადგენს. ნებისმიერი
სხვა საფუძვლით დაცულს სფეროში ჩარევა გაუმართლებელი იქნება. მაგ:
გაერთიანების შექმნის პროცესში ხელისუფლების მიერ თვითნებური დაბრკოლებების
შექმნა, გაუმართკებელი დამატებითი მოთხოვნების დადგენა,.. გაერთიანების მიმართ
დადგენილი ნებისმიერი რეგულირება არ უნდა იყოს ,,აშკარად არაგონივრული ,
შესასრულებლად მძიმე’’.

23-ე მუხლი- პოლიტ. პარტიების თვაისუფლება

პოლიტიკური პარტიები მოქალაქეთა გაერთიანების ერთ-ერთი ფორმაა , რომლებსაც


განსაკუთრებული მნიშვნელობა დემოკრატიისთვის. დემოკრატიულ საზოგადოებაში
სწორედ პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების
ჩამოყალიბების პროცესში. პარტია, არჩვენების მეშვეობით, მონაწილეობს
მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. ამდენად , იქ სადაც
პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ(საუდის არაბეთი, კატარი) ან არსებობს
მხოლოდ ერთი პარტია დემოკრატია არ არსებობს.(ჩრდ.კორეა, კუბა, ლაოსი, სსრკ).

1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შექმნან პოიტიკური პარტია და


მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
2. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს
შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის
წევრობა.
3. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა , რომლის
მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით
შეცვლა, ტერიტირიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელი ცეწევა ომის ან
ძალადობის პროპაგანდას.

დაცული სფერო

ამ უფლების სუბიექტები მხოლოდ საქართველოს მოალაქეები არიან. მისი


სუბიექტები ვერ იქნებიან იურიდიული პირები. დაცულია ასევე მოალაქეთან ნება არ
მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში და თავი შეიკავონ
პოლიტიკური აქტიურობისაგან. დაცულ სფეროში ჩარწევა შეიძლება მოხდეს ჯერ
კიდევ რეგისტრაციის ეტაპზე. რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვულ
სააგენტოში. სააგენტო უფლებამოსილი უარი უთხრას პარტიას რეგისტრაციაზე, თუ
მისი წესდება ან სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პლიტიკური
პარტიის აკრზალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებით.

24-ე მუხლი -საარჩევნო უფლება

ეს უფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა და


ფუნქციონირების საფუძველია. ხალხმა უნდა მიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და
ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. აქტიური საარჩევნო უფლება- აირჩიოს სხვა. პასიური-
თავად იყოს არჩეული. საქართველოში არცევნები არის თავისუფალი,
საყოველთაო , თანასწორი და ფარული. კანონი უკრძალავს კანონმდებელს
მოსახლეობის რომელიმე ნაწილის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური
საფუძვლით უარი უთხრას საარჩევნო უფლებაზე. ეს უფლება არ არის აბსოლუტური
ხასიათის და იგი გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. თანაზომიერ შეზღუდვას
წარმოადგენს მოკლე ჩამონათვალი მოქალაქეთა კატეგორიებისა, ესენი შეიძლება
იყვნენ: ქმედუუნარო, დროებითი მეურვეობის ქვეშ მყოფი... არცევმებსა და
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც
სასამართლოს განაცენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება
სასჯელიაღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებიტ
ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოტავსებულია სპეციალურ
სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში. პირდაპირი არცხევნების პრინციპის
მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ამომრეველს ჰქონდეს საბოლოო და გადამწყვეტი
სიტყვა. თავისუფალი არჩევნების პრინციპი უზრუნველყოფს ყოველი მოქალაქის მიერ
თავისი საარჩევნო უფლების გამოყენებას რაიმე იძულების თუ სხვა ნებისმიერი
გარეგანი ზეწოლის გარეშე. თავისუფალი არჩევნების კონსტიტუციური პრინციპი
ნიშნავს იმასაც, რომ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაძლებობა
გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა სარჩევნო წინადადებას შორის. ისეთი არჩევნები ,
რომლის დროსაც სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გამო ამომრჩეველს
წარედგინება მხოლოდ ერთი სია ან მხოლოდ ერთი კანდიდატი. არცევნების
თავისუფლების პრინციპი ასევე უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების მქონე ყველა
პირის მიერ საარჩევნო წინადადებათა თავისუფალ წარდგენას . თანასწორი
არჩევნების კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ ყოველ მოქალაქეს
ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი (აქტიური თუ პასიური) საარცევნო უფლება
შეძლებისდაგვარად თანაბრად გამოიყენოს. კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ
არსებულმა საარჩევნო მოდელმა უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და
თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების პროცესში .
თანასწორობიდან გამომდინარე დაუშვებელია განათლების, რელიგიის, ქონების ,
სოციალური მდგომარეობის შესაბამისად. ყოველი მოქალაქე დარწმუნებული უნდ
აიყოს, რომ საარცევნო გადაწყ6ვეტილების მიღებისთვის მის წინააღმდეგ არ იქნება
გამოყენებული რაიმე სანქცია, რადგან არავის აქვს უფლება იცოდეს ვინ ვის მისცა ხმა .
არავინ არის ვალდებულიი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საჯაროდ გამოთქვას
თავისი აზრი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.

25-ე მუხლი- საჯარო სამსახურში საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა.

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო


თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის
თანამდებობა არ შეიძება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც
იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. 25-ე მუხლი სახელმწიფოს
ავალდებულებს დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული
პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა
მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.
საჯარო სამსახურის მსურველ მოქალაქეთა დიფერენცირებაც უნდა
განხორციელდეს მხოლოდ პირის უნარ-ჩვევების, ცოდნისა და
შესაძლებლობების მიხედვით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,
სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, საქართველოს კონსტიტუციით ,
დაშვებულია კანონით დამატებითი, მაგრამ თანასწორობის პრინციპი უზრუნველყოფს
იმას, რომ ყველა ეს მოთხოვნა იყოს გონივრული, სამართლიანი და თანასწორად
მოქმედებდეს ყველას მიმართ. საჯარო თანამდებობათა დაკავების თანასწორობის
უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. აქ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს
გარკვეული ცენზები (მაგ: ასაკობრივი, ბინადრობის, განათლების და სხვა.) რაც
მთავარია, შეზღუდვა არ უნდა იყოს თვითნებური, ეს ყველაფერი თანაზომიერების
პრინციპის საფუძველზე უნდა შეფასდეს.

You might also like