You are on page 1of 2

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“

ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

„ყოველ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს უნდა ჰქონდეს შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის ადატირებული შეასვლელი.“ იგულისხმება

ეტლით მოსარგებლე პირთა სპეციფიური შესასვლელი. ეს ნორმა საკონსტიტუციო

სასამართლოში თანასწორობის უფლებასთან მიმართებით გაასაჩივრა ამხანაგობა „ისანი

2022“-მა. ისინი სთვლიდნენ, რომ რადგანაც ამხანაგობის არც ერთი წევრი და მათი

ოჯახის წევრი არ იყო შშმ პირი და შესაბამისად, ისინი თავის საცხოვრებელ სახლში არ

საჭიროებდნენ ადაპტირებული შესასვლელის მოწყობას. აქედან გამომდინარე, ამ

ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება, მათთვის იქნებოდა ზედმეტი ხარჯის

წყარო, ახდენდა მათ დავალდებულებას თვითნებურად, არაღირებული ლეგიტიმური

მიზნით. ამდენად, ის არღევდა თანასწორობის უფლებას.

განსაზღვრეთ ამ ნორმის მატერიალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან

მიმართებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების

წესისა და პირობების შესახებ“.

დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი:

„3. ყოველ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს უნდა ჰქონდეს შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის ადატირებული შეასვლელი.“

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველა


ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის
ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან
სხვა შეხედულებების მიხედვით. მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის
გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“
შესაძლოა სწორედ კონსტიტუციის ამ მუხლს შევუპირისპიროთ, ვინაიდან მთავრობის
დადგენილებაში ვკითხულობთ: ყოველ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს უნდა
ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის ადატირებული
შეასვლელი.“, რაც შეასძლოა იყოს თანასწორობის დარღვევა ადამიანებს შორის
კონსტიტუციის მე-11 მყხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუმცა მოცემულ დადგენილებაში
გაწერილი მე-3 პუნქტი მეტად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს უფლების შეზღუდვის
ლეგიტიმურ მიზანს, რაც მდგომარეობს იმ ფაქტორში, რომ ადამიანები ფიზიკური
შესაძლებლობების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ეს სავსებით მისაღებია.
შესაძლოა კორპუსში მაცხოვრებელს არ ესაჭიროება მოცემული პანდუსი, თუმცა ეს არ
ითვალისწინებს ამ დანადგარის დამონტაჟების საჭიროების არ არსებობას.

აღნიშნულ მსჯელობას თუ მივუყვებით მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ


მსგავსი დანადგარის მონტაჟი აუცილებელია და მისი გამოსადეგობაც სახეზეა!
აუცილებელია, რამეთუ შშმ პირმაც შეძლოს თავისუფალი გადაადგილება. აღნიშნული კი
სავსებით არ წარმოადგენს კორპუსში მაცხოვრებლებისთვის ზედმეტი ხარჯის წყაროს.

ჩარევა პირდაპირპროპორციულია ლეგიტიმური მიზნისა და არ ცდება დასაშვებ


ზღვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებით (ჩარევით) არ იზღუდება არც ერთი ინდივიდის
უფლება. როგორც უკვე აღვნიშნე შესაძლოა პირს არ სჭირდებოდეს აღნიშნული ინვენტარით
სარგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ინვენტარის გამოყენება არ დასჭირდება
შენობაში შემსვლელ სხვა ნებისმიერ ინდივიდს. მეტიც, თუ კი არ მოხდება ადაპტირებული
შესასვლელის მოწყობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამით შეიზღუდება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები, რაც მართლაც რომ გამოიწვევს ადამიანის
უფლებებში დასაშვებზე მეტად ჩარევას. ამით დაირღვევა ე.წ ზღვრის ზღვარის პრინციპიც.

ნორმა განსაზღვრულია და არ წარმოადგენს სადაო საკითხის გამომწვევ არც ერთ


წინაპირობას. მისი შინაარსი ზედმიწევნით გასაგებია:

,,ყოველ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს უნდა ჰქონდეს შეზღუდული


შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის ადატირებული შეასვლელი.“

კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე თუ ვიმსჯელებთ, საკართველოს კონსტიტუციის


მე-2 თავისა და ზემოთხსენებული მსჯელობის თანახმად, მოცემული ნორმა სრულებით
შეესაბამება მას.

You might also like