You are on page 1of 3

შესავალი

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომათა განხილვა


შეუძლებელია თავად დისკრეციული უფლებამოსილების არსის გამორკვევის
გარეშე1. ამისათვის კი აუცილებელია განვმარტოთ თუ რა არის დისკრეციული
უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2
მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრეციული
უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს
ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების
დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან
შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება 2. დისკრეციული უფლებამოსილება
მოიაზრება როგორც სამართლებრივად „შებოჭილი თავისუფლება“, ვინაიდან
დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია დისკრეციული
უფლებამოსილების ნორმის მიზნითა და ფარგლებით , შესაბამისად დისკრეციული
უფლებამოსილების არსად მოაზრებულია სამართლიანობის ძიება ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში , რაც საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების
მეშვეობითაა შესაძლებელი.3 დისკრეციულ უფლებამოსილებაზე საუბრისას ასევე
აღსაღნიშნავია ისიც , რომ სზაკ-ის მე-6 მუხლის მიხედით ადმინისტრაციულ
ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს
კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით , რომლის მისაღწევადაც
მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.4 როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ
უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ
სივრცეს , ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული
5
უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო .

„დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში დაშვებული შეცდომის


სახეები“.

დღესდღეობით სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ


დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში დაშვებული შეცდომის სამი
სახის გამოყოფაა შესაძლებელი:6

1
ადმინისტრაციული სამართალი ,სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, ქ.გიორგიშვილი, თბილისი,
2013წ, გვ.20.
2
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
3
ადმინისტრაციული სამართალი ,სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, ქ.გიორგიშვილი, თბილისი,
2013წ, გვ.21.

4
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-6 მუხლი.
5
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, მესამე გამოცემა, პაატა ტურავა, თბილისი, 2020, გვ 107.
6
რევაზ ხოფერია, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგელბში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი , გვ 64-70.
ა) დისკრეციული უფლებამოსილების შეცდომით (ბოროტად) გაოყენება.

ადმინისტრაციული ორგანოს გააწყვეტილება შეცდომიანია , თუ იგი არ


ითვალისწინებს კანონის მიზანს, დისკრეციული უფლებამოსილების
განხორციელებისთვის აუცილებელ გარემოებებს ან პირიქით, ითვალისწინებს
საქმისათვის მნიშვნელობის არმქონე გარემოებებს. მაგალითად, დისკრეციული
უფლებამოსილების განხორციელებაში დაშვებულია შეცდომა, თუ
ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს
პერსონალურ ან პოლიტიკურ შეხედულებებს. ამასთან აღსაღნიშნავია რომ
დისკრეციული უფლებამოსილების შეცდომით გამოყენება შესაძლოა მოხდეს
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წინასწარი განზრახვით ან წინასწარი
განზრახვის გარეშე. ასევე დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება სახეზეა
კანონმდებლობით დადგენილი, მათ შორის , კონსტიტუციური პრინციპების
დარღვევის დროსაც, მაგალითად ისეთი როგორიცაა : თანასწორობის პრინციპი,
თანაზომიერების პრინციპი, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს
პრინციპი და სხვა.

ბ) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დარღვევა

სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებით, დისკრეციული


უფლებამოსილების ფარგლების დარღვევად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის მოქცეული ნორმით
დადგენილ ფარგლებში , დისკრეცილი უფლებამოსილების ფარგლების დარღვევის
საფუძველს კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს . აღნიშნული შეცდომის კლასიკური
მაგალითი კი არის არის შემთხვევა როცა ადმინისტრაციული ორგანო პირს
აჯარიმებს 60 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ნორმის მიხედვით იგი
უფლებამოსილია ჯარიმა განსაზღვროს მხოლოდ 10-დან 50 ლარამდე 7. ასეთი სახის
შეცდომა შეიძლება არსებობდეს , როგორც დისკრეციული უფლებამოსილების
ფარგლებში გამოცემულ , ასევე დისკრეციული უფლებამოსილების გარეშე
გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებში.

გ) დისკრეციული უფლებამოსილების არ გამოყენება

ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება გამოიყენოს მისთვის მინიჭებული


დისკრეციული უფლებამოსილება , შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების
გამოყენების ვალდებულება დარღვეულია, თუ ადმინისტრაციული ორგანო
მინიჭებულ უფლებამოსილებას არ იყენებს , ვინაიდან მიუხედავად იმისა ,რომ
ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება,
განახორციელებს თუ არა კონკრეტულ ქმედებას, ის მაინც ვალდებულია შეამოწმოს
7
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, მესამე გამოცემა, პაატა ტურავა, თბილისი, 2020, გვ 107.
დისკრეციული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა
გამოიყენოს თუ არა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დისკრეციული
უფლებამოსილების გამოყენების ვალდებულების დარღვევის დროს დიდი
მნიშვნელობა არ აქვს, ადმინისტრაციულ ორგანოს ეს გაუფრთხილებლობით
მოუვიდა თუ არასწორად განმარტა ნორმა. ეს შემთხვევები განიხილება
კანონდარღვევად.

You might also like