You are on page 1of 4

შპს “ჰერეთმა” 2015 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოითხოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის


ტერიტორიაზე არსებული ტყით და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის
გაცემა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2015 წლის 17 ოქტომბერს
შეამოწმა წარდგენილი განცხადების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლთან
შესაბამისობა და დაადგინა, რომ შპს “ჰერეთს” სრულად ჰქონდა წარმოდგენილი ლიცენზიის
მაძიებლისათვის საჭირო დოკუმენტები. ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
ჩაეტარებინა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.
2015 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა ზეპირი მოსმენა, რის შესახებ შპს ჰერეთს ეცნობა 24
ოქტომბერს.შპს “ჰერეთი” საპატიო მიზეზის გამო, ვერ დაესწრო ზეპირ მოსმენას.
მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩაატარ
ფორმაური ადმინისტრაციული წარმოება და ზეპირი მოსმენიდან მე-7 დღეს 2015 წლის 2
ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება შპს “ჰერეთისატვის” ბოლნისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული ტყით და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის
გაცემის თაობაზე. ლიცენზიის თანახმად, ლიცენზიანტს მიენიჭა უფლება სალიცენზიო
არეალი შემოღობოს და დაადგინოს ტყეში მესამე პირთა გადაადგილების უფლების
შეზღუდვა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 5 ნოემბერს შპს “ჰერეთსა” და
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის გაფრომდა
ხელშეკრულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო-
სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოსახლეობის დასაქმების მიზნით, სამონადირეო
მერნეობის მოწყობისა და მართვის შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად, შპს კავკასიას
მიენიჭა უფლებამოსილება შეზღუდოს ადგილობრივი მოსახლეობის ტყით საერთო
სარგებლობის უფლება.

2015 წლის 10 დეკემბერს ბოლნისელმა გიორგი ბადრიძემ საჩივრით მიმართა საქართველოს


მთავრობას და მოითხოვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2015
წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს “ჰერეთსა” და გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის 2011 წლის 5 ნოემბერს დადებული
ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რამდენადაც მას მიაჩნია, რომ აღნიშნული
გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა
საზოგადოებრივი ინტერესს, კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობას შეეზღუდა ტყით საერთო
სარგებლობის (ტყეში ყოფნის) უფლება.
განსაზღვრეთ:

(1) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2015 წლის 2 ნოემბრის


გადაწყვეტილების სამართლებრივი ფორმა და კანონიერება.

აღნიშნული კაზუსის ფაბულიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ გარემოს დაცვისა


და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2015 წლის 2 ნოემბრის
გადაწყვეტილება სამართლებრივი ფორმის მიხედვით სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-
ელი ნაწილის დ ქვეპუნქტის თანახმად არის წერილობით გამოცემული
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვინაიდან
აღნიშნული გადაწყვეტილებით კონკრეტულ პირს , კერძოდ ლიცენზიანტ შპს
ჰერეთ მიენიჭა უფლება ისარგებლოს ტყით და არსებული ბუნებრივი
რესურსებით , ასევე შემოღობოს არსებული სალიცენზიო არეალი და მესამე
პირებს შეუზღუდოს გადაადგილება , რაც აკმაყოფილებს ინდივიდუალურ-
ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობისას , თავდაპირველად უნდა ითქვას


რომ შპს „ჰერეთმა“ განცხადებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს , მიმართა 2015 წლის 10 ოქტომბერს , ხოლო აღნიშნულმა
სამინისტრომ წარდგენილი განცხადების შესაბამისობა 78-ე მუხლთან შეამოწმა
2015 წლის 17 ოქტომბერს , რითაც დაარღვია სზაკ-ის 83-ე მუხლის 1-ელი
ნაწილის მოთხოვნა , რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ 3 დღის ვადაში უნდა
შეამოწმოს განცხადების შესაბამისობა 78-ე მუხლის მოთხოვნებთან , ვინაიდან 10
ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე გასული იყო არა 3 , არამედ 7 დღე.

გარდა ამისა , როგორც კაზუსიდან ვადგენთ სამინისტრომ ზეპირი მოსმენა


დანიშნა 2015 წლის 25 ოქტომბერს , ხოლო ამის შესახებ დაინტერესებულ მხარეს
ანუ შპს „ჰერეთს“ ეცნობა 2015 წლის 24 ოქტომბერს, ანუ ზეპირი მოსმენის
გამართვამდე 1 დღით ადრე , რითაც სამინისტროს მხრიდან იკვეთება სზაკ-ის
110-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა, რომელიც მოითხოვს რომ
დაინტერესებულ მხარეებს ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ უნდა ეცნობოთ
7 დღით ადრე მაინც.

ასევე სზაკ-ის 108-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად აუცილებელია , რომ


ადმინისტრაციულმა ორგანომ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების
დაწყების შესახებ აცნობოს ყველა დაინტერესებულ მხარეს , სამინისტრომ კი
აღნიშნულის თაობაზე აცნობა მხოლოდ შპს-ს ჰერეთს, რაც წარმოადგენს
აღნიშნული მუხლის მოთხოვნის დარღვევას, ვინაიდან დაინტერესებული პირი
სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ბ ქვეპუნქტის თანახმად არის არა მხოლოდ
„შპს“ ჰერეთი , რომელსაც ამ გადაწყვეტილებით გარვეული უფლებები ენიჭება ,
არამედ ის მესამე პირებიც , რომელთა უფლებებიც და ინტერესების იზღუდება ან
შესაძლოა შეიზღუდოს აღნიშნული გადაწყვეტილებით , შესაბამისად
სამინისტროს ვალდებულება ჰქონდა წარმოების დაწყების შესახებ მათთვისაც
ეცნობებინა , რაც არ დაიცვა და დაარღვია სზაკ-ის 108-ე მუხლის 1-ელი ნაწილის
მოთხოვნა.
ამასთან სზაკ-ის 113-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ადგენს რომ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის
გამართვიდან 5 დღის ვადაში, კაზუსის ფაბულიდან კი ვიგებთ , რომ
სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გამართვიდან მე-7 დღეს
, რითაც სამინისტრომ დაარღვია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვადა
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების
შესახებ.

ამასთან ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი სზაკ-ის 115-ე


მუხლის მეორე ნაწილით კატეგორიულად ადგენს რომ სახელმწიფო ან
მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან,
გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და
სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას
გამოიყენება , არა ფორმალური , არამედ საჯარო-ადმინისტრაციული წარმოება ,
რითაც სახეზეა ფორმალური კანონიერების დარღვევა , კერძოდ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არასწორი და შეუსაბამო
წარმოების ფორმით, რაც ასევე არის სზაკ-ის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის
ცალსახა დარღვევა.

ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე , ვინაიდან სახეზეა


ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და
ფორმალური კანონიერების დარღვევა, შეგვიძლია დავასკვნათ რომ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2015 წლის 2 ნოემბრის
გადაწყვეტილება , რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა არის ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი , არ არის კანონიერი.

(2) შპს “ჰერეთსა” და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის


2015 წლის 5 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და
კანონიერება

შპს „ჰერეთსა“ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის


დადებული ხელშეკრულება სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ზ ქვეპუნქტის თანახმად ,
რეალურად არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება , ვინაიდან ის დადებულია
სამინისტროსა და იურიდიულ პირს შორის , რომელიც არის შპს „ჰერეთი , ხოლო
სამინისტრო ამ შემთხვევაში სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ა ქვეპუნქტის თანახმად
არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს თავის საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს, რაც აკმაყოფილებს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ზ
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების
შესახებ.

აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნების მხრივ არის


აღმჭურველი დაინტერესებული მხარის მიმართ , ვინაიდან მას ანიჭებს შეზღუდვის
უფლებას , ხოლო მესამე პირების მიმართ არის შემზღუდველი ვინაიდან მათ ამ
შეთანხმებით ეზღუდებათ ტყის რესურსებიღ სარგებლობის უფლება.

სზაკ-ის 67-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ადგენს რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება,


რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში
შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის
შემდეგ, რაც სამინისტროს არ დაუცავს , ვინაიდან მან არ გაითვალისწინა მესამე პირთა
თანხმობა და ხელშეკრულება ძალაში შევიდან მათი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ამასთან სახეზე გვაქვს სზაკ-ის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დარღვევაც კერძოდ
ის, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო
ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება,
ვინაიდან კაზუსის ფაბულიდან არ ვიგებთ , რომ მას ხელშეკრულების დადებამდე მესამე
პირებისთვის , რომელთა ინტერესებსაც ეს ხელშეკრულება შეეხებოდა, კერძოდ
იზღუდებოდა უფლება ტყის რესურსებით სარგებლობის შესახებ, აღნიშნულის შესახებ არ
შეუტყობინებია.

შესაბამისად ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია სზაკ-ის კანონების


დარღვევით , შეგვიძლია ვთქვათ რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ არის კანონიერი.

You might also like