You are on page 1of 5

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქმე № ას-1884-2018 23 ივლისი, 2020 წელი,


ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),


მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ვი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და შპს ,,ა–ვს’’
(შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან მიმწოდებელი) შორის, 2014 წლის 22 აპრილს, გაფორმდა №268, №269, №270 ხელშეკრულებები,
რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 06.06.2014 წლის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს. ფ. 18-41), ხოლო №271, №272, №273, №274,
№275, №276 ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. საქონლის მიწოდების ვადა
განისაზღვრა 11.06.2014 წლის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს. ფ. 42-89).
2. №268 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი 12 საბურავი - 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის
მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში (იხ. ტ. 1, ს. ფ. 18-25).
3. საწარმომ ვერ უზრუნველყო სამინისტროსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია #268 ხელშეკრულების 8.1 პუნქტი.
4. ამავე ხელშეკრულების 15.1.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს
გადახდა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე, კერძოდ, 29.07.2014 წლის №268-1
აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 37.28 ლარი პირგასამტეხლო.
5. №269 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი 24 საბურავი - 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის
მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
6. მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შემსყიდველისათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია №269 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №269-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 122.25 ლარი პირგასამტეხლო.
7. №270 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი 6 საბურავი - 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის
მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
8. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 6 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია #270 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და #270-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 25.20 ლარი პირგასამტეხლო.
9. №271 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11
ივნისის ჩათვლით.
10. №272 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11
ივნისის ჩათვლით.
11. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამინისტროსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია №272 ხელშეკრულების 8.1 პუნქტი და №272-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 1297.83 ლარი პირგასამტეხლო.
12. №273 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11
13. საწარმომ ვერ უზრუნველყო სამინისტროსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია №273 ხელშეკრულების 8.1 პუნქტი და №273-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 432.43 ლარი პირგასამტეხლო.
14. №274 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11
ივნისის ჩათვლით.
15. მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შემსყიდველისათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით,
რითაც დაარღვია №274 ხელშეკრულების 8.1 პუნქტი და №274-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 20.88 ლარი პირგასამტეხლო.
16. №275 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11
ივნისის ჩათვლით.
17. საწარმომ ვერ უზრუნველყო სამინისტროსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია №275 ხელშეკრულების 8.1 პუნქტი და №275-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 84.60 ლარი პირგასამტეხლო.
18. №276 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 11
ივნისის ჩათვლით.
19. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამინისტროსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც
დაარღვია №276 ხელშეკრულების 8.1 პუნქტი და №276-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 128.40 ლარი პირგასამტეხლო.

20. სასარჩელო მოთხოვნა

20.1. სამინისტრომ ამ განჩინების 1-19 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია
შემსყიდველისათვის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს საწარმოს
დაეკისროს პირგასამტეხლოს 2282.67 ლარის გადახდა.

21. მოპასუხის შესაგებელი

21.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების შეთანხმებულ
ვადაში შეუსრულებლობა განპირობებული იყო შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებებით; შესაბამისად, ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შესრულებლობა მხარისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.

22. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

22.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საწარმო
ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.
22.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს
სარჩელი მოპასუხის უცხოური საწარმოს ფილიალის
ფილიალ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

23. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

23.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით,
სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

24.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით შემსყიდველის
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
24.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების
კანონიერების მიმართ სამინისტროს არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას შპს ,,ა–ვ“
წარმოადგენდა ხელშეკრულების კონტრაჰენტს, შესაბამისად, მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა ყოველგვარ საფუძველს არის
მოკლებული.
24.3. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფილიალი
ფილიალ განცალკავებული
ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ მდებარეობს, ემსახურება ძირითადი საწარმოს
საქმიანობის განხორციელებას და მის ტერიტორიულ გაფართოვებას. საწარმოს წარმომადგენლობა სამოქალაქო ბრუნვაში გამოდის
საწარმოს სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს და ახორციელებს მათ დაცვას. საწარმოს ფილიალი
ფილიალ ძირითადი საწარმოსაგან
ტერიტორიულად დაშორებულია, მას გააჩნია ორგანიზაციული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თუმცა, იგი სამართლებრივად
დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე. ამდენად, მაშინაც როდესაც საწარმოს ფილიალი
ფილიალ დამოუკიდებელ მხარედ გამოდის
სამართალურთიერთობაში, აღნიშნული დამოუკიდებლობა განპირობებულია ძირითადი საწარმოს უფლებამოსილების დელეგირების
ფარგლებით; შესაბამისად, ასეთ სამართალურთიერთობის დროსაც კი ფილიალ
ფილიალი შეიძლება მონაწილეობდეს სასამართლო
სამართალწარმოებაში, თუმცა, მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით, ისიც მხოლოდ საამისო
საპროცესოსამართლებრივი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში.
24.4. ამდენად, ძირითადი საწარმო წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს და შესაბამისად, პროცესის სუბიექტს, ხოლო
ფილიალი, საამისო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ ძირითადი საწარმოს
ფილიალ
წარმომადგენლად.
24.5. აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც, როდესაც სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტი უცხოური
საწარმოს ფილიალია.
ფილიალ უცხოური საწარმოს ფილიალის
ფილიალ რეგისტრაცია არ ემსახურება სამეწარმეო სამართლებრივ კონტექსტში მის ცალკე
სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს. უცხოური საწარმოს ფილიალ
ფილიალის რეგისტრაცია ემსახურება ისეთი მიზნებს, როგორიცაა
შიდასახელმწიფოებრივი სამართლის რეგულირების რეჟიმში მოქცევა, გადასახადების გადახდა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის
უზრუნველყოფა და ა. შ., მაგრამ არამც და არამც ფილიალის
ფილიალ სამართალსუბიექტად ქცევას. განსხვავებული მიდგომა, გარდა იმისა, რომ
ძირითად საწარმოსა და ფილიალს
ფილიალ შორის ურთიერთობის ფარგლებში, ასევე - მესამე პირებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც.
ნიშანდობლივია ყურადღების გამახვილება საწარმოს ფილიალ
ფილიალის მიმართ დამდგარ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების
აღსრულების სირთულეებზე. ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ძირითადი საწარმოს საპროცესო უფლება, მონაწილეობა მიიღოს
მისი საქმიანობის განმახორციელებელი ტერიტორიული განაყოფის თაობაზე გამართულ სასამართლო სამართალწარმოებაში. აღნიშნული
უფლების შეზღუდვამ, შედეგობრივი თვალსაზრისით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
24.6. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა ისეთ გარემოებაზე, როდესაც უცხოური საწარმო საქართველოს
ტერიტორიაზე მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით აარსებს დამოუკიდებელ საწარმოს ამა თუ იმ დამოუკიდებელი სამეწარმეო
სამართლებრივი ფორმით, ასეთ ვითარებაში, საწარმოს სახელწოდებაში შეიძლება ფიგურირებდეს ფილიალი, ფილიალ თუმცა, სამართლებრივ
ფორმაში მითითებული იყოს მაგალითად, ,,შპს“, ,,სს“ და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფუნქციურად უცხოური საწარმოს
ფილიალთან, თუმცა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქართველოში დაარსებულ მეწარმე სუბიექტთან, რა დროსაც იგი
ფილიალ
სამართალურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტად განიხილება და მის მიმართ, ფილიალისათვის
ფილიალ დაწესებული სამართლებრივი რეჟიმი
არ ვრცელდება.
24.7. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეა შპს ,,ა–ვ“, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სამართლებრივი ფორმის მიხედვით წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალს
ფილიალ (ტ. 1, ს.ფ. 111-
112). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს უცხოური საწარმოს ფილიალთან;
ფილიალ შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ
გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის
ფილიალ
მიმართ; სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში საამისო საპროცესო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში
(როცა ფილიალის
ფილიალ დაფუძნების შესახებ ძირითადი საწარმოს გადაწყვეტილებაში, ამავე ფილიალს,
ფილიალ დავის არსებობის შემთხვევაში,
მინიჭებული აქვს მისი სახელით სასამართლო სამართალწარმოების წარმართვის უფლება) დასაშვებია ფილიალის
ფილიალ სასამართლო
სამართალწარმოებაში მონაწილეობა, თუმცა, მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით; შესაბამისად, სარჩელი
მიმართული უნდა იყოს ძირითადი საწარმოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს რეგისტრირებული ფილიალი
ფილიალ საქართველოში.

25. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

25.1. მოსარჩელემ (სამინისტრომ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების
მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
25.2. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 79-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის
ადგენს იურიდიული პირის ფილიალის
ფილიალ წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელი,
რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის
ფილიალ საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის
ფილიალ
ადგილმდებარეობის მიხედვით, თუ წარმოიშვა დავა იურიდიული პირის ფილიალის
ფილიალ როგორც სამეწარმეო, ისე სხვა სახის კერძო
სამართლებრივი საქმიანობიდან, იგი დავის განხილვაში მონაწილეობს დამოუკიდებლად.
25.3. მოცემულ შემთხვევაში დავა შეეხებოდა უცხოური საწარმოოს ფილიალი
ფილიალ შპს ,,ა–ვ“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. სარჩელზე თანდართული მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა და სასამართლოს მიერაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ
შპს ,,ა–ვ“-ი არის - უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ,,A.L.'' ის ფილიალი
ფილიალ საქართველოში, რომელიც რეგისტრირებულია
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
25.4. მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13.10.2015 წლის გადაწყვეტილებაში მიუთითა და გამოიყენა
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია
საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალის
ფილიალ სამართლებრივი სტატუსი და არ გამოიყენა კანონის სპეციალური ნორმა,
კერძოდ: ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი.
25.5. კონკრეტულ შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სარეგისტრაციოდ
წარდგენილია ,,A.L.''-ის ერთადერთი დამფუძნებლის და პარტნიორის არტიომ ხანდანიანის გადაწყვეტილება საქართველოში
დაფუძნებული ფილიალის
ფილიალ შპს ,,ა–ვ“-ის დირექტორად და სრულუფლებიან წარმომადგენლად სოს ჰაკობიანის დანიშვნის შესახებ,
რომლის თანახმადაც ხელმძღვანელად და წარმომადგენელად დარეგისტრირდა სოს ჰაკობიანი, როგორც კომპანიის სრულუფლებიანი
წარმომადგენელი საქართველოში.
25.6. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012
წლის 5 ნოემბრის ას-1144-1073-2012 განჩინება, სადაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტებულია, რომ უცხო ქვეყნის
საწარმოს მიერ საქართველოში დაარსებული/ რეგისტრირებული ფილიალი
ფილიალ იურიდიული პირია.
25.7. მითითებულიდან გამომდინარე ნათელია, რომ სარჩელი წარდგენილია იმ იურიდიული პირის მიმართ, რომელმაც სამინისტროსთან
გააფორმა ხელშეკრულება და სრულფასოვნად შეუძლია გამოვიდეს მხარედ სასამართლოში და დაიცვას მისი ინტერესები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მნიშვნელოვანია
მართებულად განსაზღვროს სასარჩელო მოთხოვნის მოპასუხე, რადგან მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორის წინაშე შესასრულებელი
ვალდებულების ადრესატი უნდა იყოს პირი, რომელსაც დაეკისრება ვალდებულების შესრულება; საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საქმე სავალდებულო
სამართლებრივი მითითებებით (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
26.მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ სამინისტროსთან, როგორც შემკვეთთან, სახელშეკრულებო
ურთიერთობაში იმყოფება შპს „ა–ვი“ (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფატქობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დაასკვნა, რომ
სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოპასუხე საწარმოს მიმართ შეუძლებელია, რადგან მოსარჩელემ მოპასუხედ
არასწორად დაასახელა; ფილიალ
ფილიალი განცალკევებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც იურიდიული პირის ადგილსამყოფელის
გარეთ მდებარეობს, ძირითადი საწარმოს საქმიანობის განხორციელებას და მის ტერიტორიულ გაფართოებას ემსახურება, აქედან
ფილიალ ასეთი უფლებამოსილების არსებობის პირობებში, შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად.
ფილიალი,
სამართლებრივი მდგომარეობა არც მაშინ იცვლება, როდესაც სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი უცხოური საწარმოს
ფილიალია. უცხოური საწარმოს ფილიალის
ფილიალ ფილიალ რეგისტრაცია, სამეწარმეოსამართლებრივ კონტექსტში, არ ემსახურება მის ცალკე
სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საწარმო, მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში უცხოური საწარმოს ფილიალ
ფილიალის სახით არის რეგისტრირებული, სააპელაციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა წარდგენილიყო საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის
ფილიალ წინააღმდეგ, ასეთ
ვითარებაში დასაშვებია ფილიალის
ფილიალ მონაწილეობა სასამართლოს სამართალწარმოებაში, თუმცა, მხოლოდ, ძირითადი საწარმოს
წარმომადგენლის სტატუსით. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთი სამინისტროს სარჩელი უნდა მიმართულიყო ძირითადი
საწარმოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფილიალი
ფილიალ აქვს რეგისტრირებული.
27.განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მსჯელობა განავითაროს საწარმოს (მომგებიანი/
კომერციული იურიდიული პირის) ფილიალის
ფილიალ შესახებ, ერთი მხრივ, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული საწარმო აფუძნებს
ფილიალ და, მეორე მხრივ, როდესაც უცხოეთში რეგისტრირებული საწარმო საქართველოში არეგისტრირებს ფილიალს.
ფილიალს ფილიალ „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონში შეტანილი 2009 წლის 3 ნოემბრის N 1974
ცვლილების საფუძველზე, რომელიც 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი,
ფილიალ რომელიც არ არის
იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი
ფილიალ რეგისტრაციას არ ექვემდებარება, ხოლო ამავე მუხლის მე-4
ნაწილი ადგენს, რომ უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის
ფილიალ (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევაში
მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:ა) განცხადება ფილიალის
ფილიალ რეგისტრაციის შესახებ;ბ) საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, საწარმოს გადაწყვეტილება ფილიალის
ფილიალ ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან
მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დამოწმებული ამ კანონით დადგენილი მონაცემები საწარმოსა და მისი ხელმძღვანელის შესახებ. დასახელებული კანონის მე-5 ნაწილის
მიხედვით, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის
ფილიალ (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო
ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ფილიალ
დოკუმენტების წარდგენისთანავე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი
ფილიალ (მუდმივი დაწესებულება)
გაატაროს რეგისტრაციაში. (3.11.2009. N1974, ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან.) სპეციალური კანონის საფუძველზე, უპირველეს
ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირის ფილიალი
ფილიალ არ საჭიროებს
რეგისტრაციას, ხოლო უცხო ქვეყნის კომერციული იურიდიული პირის ფილიალის
ფილიალ საქართველოში რეგისტრაცია სავალდებულოა.
28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმო საქართველოში რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, მისი სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალ
ფილიალი (იხ. ტ.1, ს.ფ.111-112). „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე,
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
(შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და
კოოპერატივი არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები). კანონმდებელი საწარმოს (კომერციული, იურიდიული
პირის) რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს მის წარმოშობას. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ
მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს
გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე.
გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება, ხოლო იგივე მუხლის მე-5
ნაწილით საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის
ფილიალ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოში
დაარსებული სამეწარმეო საზოგადოების და უცხო ქვეყნის კომერციული იურიდიული პირის - ფილიალის
ფილიალ საქართველოში რეგისტრაციის
სავალდებულობა ერთ-ერთი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტაციის
მოთხოვნა და იმის განსაზღვრა, რომ სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი ენიჭებათ მხოლოდ საწარმოებს
(მათ შორის უცხო ქვეყნის მიერ საქართველოში დაფუძნებულ ფილიალს,
ფილიალ როგორც საწარმოს და არა ძირითადი საწარმოს ერთ-ერთ
განშტოებას, რაც საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალია),
ფილიალ ყველა იმ დანაწესს განსაზღვრავს, რომლის საფუძველზედაც
კანონმდებელმა დამოუკიდებელ სამართალსუბიექტად მიიჩნია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი.
ფილიალ საქართველოს უზენაესი სასამართლო
განმარტავს: მართალია, იურიდიული პირის ფილიალი
ფილიალ დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება და რეგისტრაციასაც არ
ექვემდებარება, არამედ, სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის
ფილიალ დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება, თუმცა, ეს დათქმა
მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის
ფილიალ სამართლებრივ სტატუსს
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის
რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და, რა თქმა უნდა, მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება
წაეყენება (ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება- ფილიალი,
ფილიალ
რეგიტრაციაუნარიანი ფილიალია,
ფილიალ რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. საქმე N ას-981-945-2016,
23.12.2016წ.).
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის მოპასუხე არის უცხო ქვეყნის საწარმოს მიერ დაფუძნებული ფილიალი,
ფილიალ
რომელიც საქართველოში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
რომელიც დამოუკიდებელ სამართალსუბიექტად განიხილება და ვინაიდან შემკვეთი სამინისტროს სახელშეკრულებო ურთიერთობის
მონაწილეა, როგორც კონრაჰენტი, მის მიმართ მართებულია სასარჩელო მოთხოვნის აღძვრა.
30. ზემოხსენებული მოტივაციით საქმე ხელახლა განსახილველადნ უბრუნდება სასამართლოს.

სარეზოლუციონაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;


2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმე
დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლეები სიახლეები

 ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი თავმჯდომარეები ანალიტიკა

 +(995 32) 299 01 64 გადაწყვეტილებები ბიბლიოთეკა

 info@supremecourt.ge სტატისტიკა სხდომის განრიგი

 facebook.com/SupremeCourtOfGeorgia შენობის ისტორია კონტაქტი

© 2022 Copyright: supremecourt.ge

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

You might also like