You are on page 1of 23

ა დ ვ ო კ ატ ი

შალვა ქურდაძე

თბილისი, აწყურის ქუჩა 3 ბ, ბინა 38


სითი № 0695 ; ტელ: 599 95 48 46

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს


სამოქალაქო საქმეთა პალატას
შპს ქუთაისის №1 სტომატოლოგიური
პოლიკლინიკა „დენტიმერი„–ს დირექტორის
თენგიზ ჟვიტიაშვილის ადვოკატის შალვა
ქურდაძის

წერილობითი მოსაზრება
(გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ)

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, როგორც


ფაქტობრივი, ისე იურიდიული თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებს კანონიერებისა
და დასაბუთებულობის მოთხოვნას (სსსკ-ის 249-ე მუხლი) და უცვლელად უნდა დარჩეს.
შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს ირმა ხუჯაძის აპელაცია. სსსკ-ის 382-ე მუხლის
მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მთლიანად უნდა იქნეს გაზიარებული
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები.
სსსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილი მოითხოვს ,რომ სააპელაციო საჩივარი ემყარებოდეს
393-ე და 394-ე მუხლებს. მოცემული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არარის
საკმარისი სააპელაციო საჩივარში მარტოოდენ გაუქმების საფუძვლების განმსაზღვრელი
ნორმების მითითება. აუცილებელია, რომ სააპელაციო საჩივარი ემყარებოდეს რეალურ
დარღვევებს, თუკი ასეთი დარღვევები დაშვებული ექნება პირველი ინსტანციის
სასამართლოს. საყურადღებოა , რომ მხარეებს შორის დავა რამოდენიმე წელია
მიმდინარეობს პროცესის გაჭიანურება განაპირობა აპელანტის მოქმედებებმა. ამ საკითხს
ხაზს ვუსვამთ არა იმ ასპექტით, რომ სამდურავი გამოვთქვათ საქმის
გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, არამედ იმ ასპექტით ვუსვამთ ხაზს, რომ სსსკ-ის
მესამე და მეოთხე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს
შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების საფუძველზე . ამ პრინციპთა
სრული დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლო მოსარჩელეს ყველა პირობა შეუქმნა
სრულყოფილად განეხორციელებინა თავისი უფლებები და წარმოედგინა რეალური
ფაქტები თავისი სარჩელის დასასაბუთებლად, თუმცა მოსარჩელეს ამგვარი ფაქტები არ
წარმოუდგენია მოპასუხემ კი არსებითი შედავება წარმოადგინა, რომლითაც
გამოირიცხება სარჩელის დაკმაყოფილება ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა სარჩელი. სასამართლომ ყველა პირობა
შექმნა კანონისა და სასამართლოს წინაშე ორივე მხარის თანასწორობის
უზრუნველსაყოფად. აპელანტი ვერ მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დაშვებულ
დარღვევებზე, რომლის გამოც მას არ მიეცა რაიმე უფლების რეალიზაციის
შესაძლებლობა. ხანგრძლივმა პროცესებმა იმთავითვე გამოააშკარავეს მოსარჩელის
ერთადერთი მიზანი - უსაფუძვლო დავის აღძვრით საზოგადოებისათვის ზიანის
მიყენება. ამიტომ იყო რომ ირმა ხუჯაძეს ჩამოცილდნენ სხვა თანამოსარჩელეები,
რომლებმაც მხარი აღარ დაუჭირეს სარჩელს. აპელანტის/ მოსარჩელის მიერ პირველი
ინსტანციის სასამართლოსათვის წარდგენილ ორივე მოთხოვნას – აუდიტის
წარდგენისა და კრების ოქმების ბათილობის შესახებ, სასამართლოს მიერ სწორად ეთქვა
უარი დაკმაყოფილებაზე, რამეთუ ეს ორივე მოთხოვნა გამორიცხავდა ერთიმეორეს.
იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ე.წ. ფაქტობრივ
სასამართლოს, რომელიც ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც
კანონიერებას, ისე დასაბუთებულობას, წარმოგიდგენთ გასაჩივრებული
გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ და სამართლებრივ
დასაბუთებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ფაქტობრივი დასაბუთება

მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოსარჩელის მოთხოვნათა ფაქტობრივი


საფუძვლიანობის განმსაზღვრელი გარემოებები თვითონ მოთხოვნებიც კი, ურთიერთ
საწინააღმდეგოა. მოთხოვნათა ურთიერთწინააღმდეგობა და გამომრიცხაობა შემდეგში
გამოიხატება: მოსარჩელე აუდიტის წარდგენას ითხოვს 2008 წლიდან გადაწყვეტილების
აღსრულებამდე პერიოდში და სამეურნეო მოქმედებების შემოწმების მიზნით
წამოყენებულ ამ მოთხოვნას თავადვე უპირისპირდება მეორე მოთხოვნით,
რომლითაც სადავოს ხდის საზოგადოების მიერ განხორციელებულ გარკვეულ
სამეურნეო მოქმედებებს 2015–2016 წლებში. ამ მოთხოვნათა წინააღმდეგობა აშკარაა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რომელი
სამეურნეო მოქმედებებით მიაყენა საზოგადოებამ ზიანი და შესაბამისად, სასამართლოს
ვერ დაუსაბუთა უფლების დარღვევის არსებობა, რაც აუცლებელი პირობაა
სასამართლოს მიერ საქმის განსახილველად. კერძოდ, სსსკ-ის მეორე მუხლის
შესაბამისად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება იმ პირის განცხადებით,
რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად.
მოსარჩელე პირველ ინსტანციაში ვერ ასაბუთებდა რომელი სამეურნეო
მოქმედებების შესამოწმებლად ესაჭიროებოდა აუდიტი და აღნიშნულის შესახებ
დასაბუთებული შედავება არც სააპელაციო საჩივარში წარმოუდგენია. ჩვენის
მხრივ,აპელანტის მოთხოვნებთან დაკავშირებით აღვნიშნავთ შემდეგს: თუ წარმოვიდგენთ,
რომ მეორე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მაშინ აუდიტის ჩატარების საგანი უნდა
არსებობდეს და გარკვეული უნდა იყოს, რომელი სამეურნეო მოქმედებების ბათილობას არ
ითხოვს მოსარჩელე. სხვაგვარად რომ ითქვას, გარკვეული უნდა იყოს დროის პერიოდი,
რომელ პერიოდზეც განხორციელდა სამეურნეო მოქმედებები. მოცემულ შემთხვევაში,
აპელანტი კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის წამოყენებით, რომლებიც შეეხება
2015-2016 წლებში განხორციელებულ სამეურნეო მოქმედებებს, თავადვე საფუძველს აცლის
სასარჩელო მოთხოვნას სამეურნეო მოქმედებების შემოწმების მიზნით აუდიტის ჩატარების
შესახებ, ვინაიდან თუ რომელიმე სამეურნეო მოქედება ბათილია, აუდიტის წარდგენა
რისთვისღა უნდა განხორციელდეს. ხოლო თუ კი რომელიმე პერიოდში განხორციელებულ
სამეურნეო მოქმედებებს არ ხდის სადაოს, მაშინ ამ შემთხვევაშიც საფუძველი ეცლება
აუდიტის ჩატარების მოთხოვნას, რადგან წინა პერიოდი სადაოდ არ არის ქცეული.
აუდიტის წარდგენის მოთხოვნის იძულებით, ანუ სასამართლო წესით
განხორციელების საფუძველიც არ არსებობს,რადგან როგორც აღინიშნა, სარჩელი
დარღვეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალებაა (სსსკ–ის მე-2
მუხლი). მოსარჩელეს რომ არააქვს უფლება დარღვეული, ეს ყველაფერთან ერთად
კარგად გამოჩნდა შეკითხვების სტადიაზე. კერძოდ, ჩვენს კითხვაზე, თუკი მოსარჩელეს
კომპანიის ყველა დოკუმენტი გადაცემული აქვს, რისთვისღა ესაჭიროება აუდიტის
ჩატარება, მან განმარტა, რომ ამ სარჩელით ცდილობს თავისი კონსტიტუციური
უფლების რეალიზაციას. ცხადია, კონსტიტუციური უფლებები არსებობენ, მაგრამ ერთია
სარჩელის უფლება პროცესუალური გაგებით, რაც მისი აღძვრის შესაძლებლობას
გულისხმობს და მეორე, სარჩელის გაგება მატერიალურ–სამართლებრივი გაგებით,
რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას გულისხმობს. მოსარჩელეს იმიტომ არა აქვს
სარჩელის დაკმაყოფილების უფლება, რომ ვერ ასაბუთებს უფლების დარღვევას. რადგან
მას გადაცემული აქვს ყველა საბუთი, მისი უფლების „დარღვევა“ მხოლოდ როგორც ჩანს
იმაში გამოიხატება, რომ აუდიტი ჩატარდეს კომპანიის შენობაში, რაც არ შეიძლება იყოს
მოსარჩელის რეალური იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი ფაქტორი. ამიტომ
ჩავსვით ბრჭყალებში ზემოთ სიტყვა დარღვევა. ამიტომ ვსვავთ რიტორიკულ კითხვას,
რომელიც ცხადად წარმოაჩენს სარჩელის უსაფუძვლობას, კერძოდ: თუ კი გადაცემული
აქვს დოკუმენტები, მაინცდამაინც დენტიმერის შენობაში უნდა ჩატარდეს ნუთუ
აუდიტი? ნუთუ ეს არის უფლების რეალური დარღვევა?
არსებობს ერთადერთი ლოგიკა – რადგან მოსარჩელეს უკვე მიღებული აქვს ყველა
საჭირო დოკუმენტი, რომელზეც შეუძლია აუდიტის ჩატარება და არ ატარებს მას, მისი
სარჩელი ერთადერთი მიზნისკენ – არა დარღვეული უფლების დასაცავად, არამედ
მოპასუხის დაშანტაჟებისკენ არის მიმართული, რის გამოც ვერ იქნება დაცული.
რაც შეეხება მოგება–ზარალის საკითხს მოსარჩელე წლების განმავლობაში იღებს
დივიდენდებს და სადაოდ არასდროს გაუხდია დივიდენდის განაწილების შესახებ
საზოგადოების გადაწყვეტილებები. კვლავ გავიმეორებთ, აუდიტის ჩატარება ხომ არ ნიშნავს
მის განხორციელებას მაინცდამაინც შპს დენტიმერის შენობაში. აუდიტი სხვას არაფერს უნდა
დაეყრდნოს, თუ არა შპს–ს დოკუმენტაციას. ეს დოკუმენტაცია გადაცემული აქვს
მოსარჩელეს და არავინ უშლის ხელს აუდიტის ჩატარებაში. ვაცხადებთ, რომ დოკუმენტაცია
სრულად გადაეცა.ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია რეალური იურიდიული
ინტერესი. დივიდენდის საკითხს ჩვენ შემთხვევით არ შევეხეთ, ვინაიდან 2008 წლიდან
მოყოლებული, ანუ იმ პერიოდში, რომელსაც სადაოს ხდის მოსარჩელე, მას სადაო არ
გაუხდია არც დივიდენდები და არც კომპანიის გადაწყვეტილებები. მან სარჩელი აღძრა 2015
წელს. ე.ი. 2008 წლიდან 2015 წლამდე გასულია შვიდი წელი, მაშინ როცა მეწარმეთა შესახებ
კანონის მე-15 მუხლის თანახმად პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის 5
წელი. ამავე მუხლით კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისთვის გასაჩივრების
საფუძვლისდამიხედვით გათვალისწინებლია ორ თვიანი და ერთ წლიანი ვადები. ამდენად
აუდიტის დასკვნით რომც დადასტურდეს რაიმე პრეტენზიის საფუძველი, იგი ხანდაზმული
იქნება და არის კიდეც, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ მოსარჩელე წლების განმავლობაში
იღებდა დივიდენდებს, ანუ მისთვის ცნობილი იყო როგორც დივიდენდის განაწილების,
ისე დივიდენდის კონკრეტული ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ფაქტები და მას
დადგენილ ვადაში არ გაუხდია სადაო აღნიშნული სამეურნეო
მოქმედებები.სასამართლომ, ყველაფერთან ერთად , ყურადღება უნდა მიაქციოს
საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1. თავად მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრიდან 17.01.2019 წელს ამოღებული იქნა


შპს ,,დენტ-იმერის“ საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით სადამფუძნებლო
დოკუმენტაცია. მაშასადამე მისთვის იმ თავითვე ცნობილი იყო აღნიშნული
დოკუმენტაციის შესახებ.
2. ამ დოკუმენტაციით დასტურდება ყველა პარტნიორთა ხელმოწერა, საწესდებო
კაპიტალთან დაკავშირებით, რომელიც არის 10 000 (ათი ათასი) ლარი შპს–ს ქონების
ფულად გამოხატულებაში, რომლის შესახებ არსებობს მთავარი დოკუმენტი –
სასამართლო დადგენილება.
3. ცხადია არანაირად არ იყო შესაძლებელი აღნიშნული აქტების გარეშე, ნოტარიულად
დამტკიცებული ხელმოწერის და ასევე სასამართლოს დადგენილების გარეშე
კომპანიის დაფუძნება.
4. საწესდებო კაპიტალის შეფასების აქტი და სასამართლო დადგენილება წარმოადგენს
შპს–ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს დაფუძნების
პერიოდისათვის.
5. მოსარჩელეს გარდა მისი წილის ღირებულების საწესდებო კაპიტალის, არა აქვს
განხორციელებული შენატანი ფულადი თანხის სახით. სხვა შემთხვევაში იგი
წარმოადგენდა შესაბამის ქვითარს, დამადასტურებელ საბუთს, გადახდის
თარიღისა და დანიშნულების მითითებით.
6. მოსარჩელისთვის ცნობილია სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. საწესდებო
კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა
პარტნიორთა კრება. აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაციაში არ არის
შეტანილი ცვლილება საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით. არსებობის
შემათხვევაში დადასტურდებოდა თავად მოსარჩელის და დანარჩენ პართნიორთა
ხელმოწერებით.
7. მოსარჩელე ვერაფრით ამტკიცებს, რომ 10 000 ლარი იყო ფულადი შენატანი და
თითქოს მან შეიტანა 260 ლარი, თუმცა მოსარჩელის მიერ მითითებული ეს
გარემოება
არ დასტურდება. ფულადი სახით შენატანის განხორციელება კი საჭიროებს
წერილობით დადასტურებას საბანკო ან საბუღალტრო დოკუმენტაციით.
8. იმ აქტზე საიდანაც დასტურდება რომ 10 000 ლარის ქონება იყო ჩადებული აუდიტის
შეფასების შედეგად ყველა პარტნიორის თანდასწრებით, განთავსებულია თავად
მოსარჩელის ხელმოწერა, რაც თავის მხრივ, დასტურდება სასამართლო
დადგენილებით რომლის მიღებით დამტკიცდა ჩვენი წესდება.
გარდა ამისა, 1997 წლის აუდიტის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ 10 000ლარის
ქონება, რომელიც ჩაიდო შპს ,,დენტიმერის“ საწესდებო კაპიტალში შეფასდა
ყველა პარტნიორის თანდასწრებით.
9. ამ საბუთიდან , რომლითაც დაფუძნებულია შპს ,,დენტ-იმერი“ ნათლად ჩანს და
ყველა აწერს ხელს, რომ მეორე მხარე პირველ მხარეს გადასცემს საწესდებო
კაპიტალში ჩადებულ ქონებას . თუკი დავუჯერებთ მოსარჩელეს იმ მტკიცებაში,
თითქოს განისაზღვრა ფულადი შენატანი 10 000 ლარის ოდენობით, აქედან
გამომდინარე საწესდებო კაპიტალი იქნებოდა 20 000 ლარი. რაც მიგვიყვანს
აბსურდულ დასკვნამდე.

არსებობს აქტი, სადაც 50 პარტნიორის ხელმოწერაა მათ შორის თქვენიც, საიდანაც


სჩანს, რომ საწესდებო კაპიტალში ჩადებულია ქონება და დამტკიცებულია
ნოტარიულად.რასაც საბოლოოდ ამტკიცებს სასამართლო დადგენილება.

10. რაც შეეხება, წესდებაში ყველა წილის გვერდით მიწერილ თანხებს, ისინი
სამართლებრივად წარმოადგენს წილის ნომინალურ ღირებულებას და არა
პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში ჩადებულ თანხას, თანხმად საქართველოს
კანონისა მეწარმეთა შესახებ შპს-ში საწესდებო კაპიტალი დაყოფილია წილებად
( ჩვენს შემთხვევაში ქონება, რომელიც ჩადებულია და შეფასებულია 10 000 ლარად
ანუ 10 000 ლარი დაყოფილია ჩვენს მიერ აღიარებული წილების შესაბამისად და
დაფიქსირებული, რომ შპს-ს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 10 000ლარს ( რომლის
ინტერპრეტაციაც კეთდება დამახინჯებულად).
11. მოსარჩელის და მისი წამომადგენლის მოთხოვნით ჩატარებულ პარტნიორთა
კრებაზე (2014.15.02) რომლის განცხადებაც არსებობს, და შედეგებიც თქვენივე
მოთხოვნით შევიდა შპს ,, დენტიმერის „ წესდებაში ცვლილებად და გატარებულია
საჯარო რეესტრის მიერ, დადგინდა, რომ 10 000 ლარი შპს დენტიმერის საწესდებო
კაპიტალი განაწილებული იქნას პარტნიორთა მიერ აღიარებული წილების
პროპორციულად. ასეთივე ცვლილება შევიდა შპს ,,დენტიმერი“ს წესდებაში
15.09.2017 წლის პარტნიორთა კრების შედეგად. ( აღნიშნულმა თანხებმა განიცადა
ცვლილება თანახმად პარტნიორთა წილმფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებით).
შესაბამისად პარტნიორთა კრებამ დაამტკიცა შეცვლილ წილებთან დაკავშირებით
პარტნიორთა წილებზე წილის შესაბამისი ნომინალური ღირებულება, თუმცა
საწესდებო კაპიტალს არ განუცდია ცვლილება.
(აქედან გამომდინარე ყველა წილმფლობელობის ცვლილებების შემდეგ იცვლება
წილის ნომინალური ღირებულება, თანახმად საქართველოს კანონისა „მეწარმეთა
შესახებ“).
12. რაც შეეხება მოსარჩელის განცხადებას, თითქოსდა მისი ოთახი შესაძლებელია ჩაიდო
საწესდებო კაპიტალში, ავღნიშნავთ, რომ ეს ქონება ეკუთვნის არა მოსარჩელეს,
არამედ კომპანიას. შესაბამისად, კომპანია განკარგავს მას. ამრიგად, მოსარჩელე
სცდება ქონების სამართლებრივ სტატუსში.
13. რაც შეეხება კრებაზე დამსწრეთა საკითხს,თითქოს, ყველა არ არის
გაფრთხილებული, კრების ოქმთან ერთად წარმოდგენილია საჯარო რეესტრის
ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა პარტნიორს ჩაბარებდა დღის წესრიგი და
არსებობს საბუთებში პარტნიორების ხელმოწერები გაფრთხილებასთან
დაკავშირებით.
14. ივანე აფრიდონიძეს რომ ჰქონდა კრებაზე დასწრების უფლება, ამის
დამადასტურებელი მინდობილობები წარმოდგენილია სასამართლოში.
15. კრებაზე აუდიტის დასკვნები, საფინანსო-სამეურნეო მდგომარეობასთან
დაკავშირებით წინდაწინ იყო დარიგებული, წინადადებები არ ყოფილა
წარმოდგენილი. აუდიტის დასკვნა უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით
(პარტნიორთა განცხადებით, მათ შორის, თქვენი კლიენტის ხელისმოწერაც
არსებობს), მისი ჩატარება დაწესებულების ხარჯებით თქვენმა წარმომადგენელმა
დაავალა დირექტორს (წარმოდგენილია სასამართლოს თანდართულ საბუთებში).
თქვენი სურვილია რომ ბათილად იქნას ცნობილი კრების ოქმი და
გადაწყვეტილებები. ამავე დროს ყველა პარტნიორის მხრიდან განხორციელებულია
სამართლებრივი ქმედება, გამომდინარე კრების გადაწყვეტილებებიდან.
16. აღსანიშნავია, რომ კაპიტალში შეტანილი ქონება იყო საბჭოური წარმოების
სტომატოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც დღეის მდგომარეობით, ფიზიკურად,
მორალურად და ბუღალტრულად დაკარგული ჰქონდა საექსპლუატაციო
დანიშნულება და საბალანსო მატერიალური ღირებულება. აღნიშნულიდან
გამომდინარე შპს-ს, საწესდებო და კანონისმიერ-სამართლებრივი შინაარსით,
ფაქტობრივად აღარ გააჩნდა კაპიტალი. აღნიშნული გარემოებით იყო
განპირობებული კაპიტალში შენატანის ჩანაცვლების აუცილებლობა იგივე
მოცულობის უძრავი ქონების ღირებულებით. იმის გათვალისწინებით, რომ
კაპიტალის მოცულობის არც გაზრდას და არც შემცირებას არ ჰქონია ადგილი,
კრების მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც არ საჭიროებდა
პარტნიორთა სრული შემადგენლობის თანხმობას. მოცემულ შემთხვევაშიც,
როგორც ზემოთ აღინიშნა, დღის წესრიგი წინასწარ ჰქონდათ დარიგებული
პარტნიორებს, მ.შ. მოსარჩელეებს და, კანონით დადგენილ ვადაში შენიშვნები, არც
საწესდებო კაპიტალის ქონების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, არ შემოუტანიათ.
გარდა ამისა მოსარჩელეთა მიერ არ არის გამოკვეთილი მათი რა უფლება დაირღვა
მოპასუხის მიერ. თუკი უფლება დარღვეულია და არსებობს კონკრეტული
დარღვევა, მაშინ მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლოში მყარად
დამკვიდრებულ პრაქტიკის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა აღძრას მიკუთვნებითი
სარჩელი ნაცვლად აღიარებითი სარჩელისა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ არ
არსებობს დავის საგანი, ვინაიდან მოსარჩელე არ ასახელებს თუ მისი რა უფლებაა
შელახული ან რომელ უფლებას ეცილება საზოგადოება, რომლის დადგენასაც
მოითხოვს. უზენაესი სასამართლოს სხვა განმარტებებშიც არის აღნიშნული, რომ
ინტერესი არის არა ადამიანის ცნობიერების შედეგი, არამედ საზოგადოებაში
რეალურად არსებული მოვლენა. სწორედ რეალური ინტერესის დაცვა ხდება და არა
სურვილისა.
აპელირება იმაზე, რომ თითქოს კრების დღის წესრიგში დამატებით არ იქნა
შეტანილი მხარის მიერ დაყენებული საკითხები, უსაფუძვლოა. ამასთან
დაკავშირებით მოპასუხის შესაგებელი ამომწურავი სისრულითაა დასაბუთებული
(იხ. შესაგებელი). აღსანიშნავია, რომ ყველა პარტნიორს წინასწარ ჰქონდა
გაგზავნილი როგორც დღის წესრიგი ასევე აუდიტორული დასკვნა საზოგადოების
საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, რაზედაც რაიმე შენიშვნები არ
შემოსულა.
შენიშვნის სახით მოგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, “მეწარმეთა შესახებ”
საქართველოს კანონი, საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებულ რაიმე შეზღუდვებს
აღარ ითვალისწინებს და იგი არანაირ გავლენას არ ახდენს საზოგადოების
საქმიანობის არც სამართლებრივ სტატუსზე და არც მის ფაქტობრივ საქმიანობაზე.
სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ ასევე იმაზე, რომ სარჩელის მიხედვით დავის
საგნად არის ქცეული 2015 წლის სამეურნეო შედეგების დამტკიცება. აშკარაა, რომ
ამ ნაწილშიც არ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან სამეურნეო წლის შედეგების
დამტკიცება პარტნიორთა კრების პრეროგატივაა და მისი სასამართლო
გადაწყვეტილებით დამტკიცება ვერ მოხდება. ამ ნაწილშიც შესაბამისად დავის
საგანი არ არსებობს.
რაც შეეხება საკითხს, - პარტნიორ ლიანა კუპრაშვილის წილმფლობელობის შესახებ,
კრების ჩატარების შემდგომ მან თავისი პროცენტული წილი, ნაწილობრივ
გაასხვისა სხვა პარტნიორზე, რაზედაც არსებობს პარტნიორთა კრების ოქმი და იგი
არც ადმინისტრაციის და არც პარტნიორების მიერ სადავოდ მიჩნეული არაა.
ამდენად მოსარჩელე ლიანა კუპრაშვილის წილმფლობელობის შესახებ დავის საგანი
არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა , რომ სარჩელი არავითარ პრაქტიკულ
და სამართლებრივ მიზანს არ ისახავს გარდა იმისა, რომ საზოგადოების შრომით
კოლექტივში შეიტანოს მუდმივი დისონანსი, დაძაბულობა და სამეურნეო
საქმიანობისთვის ხელშეშლა.
ამდენად ვთვლით, რომ სარჩელზე დავის საგანი არ არსებობობს და სამოქალაქო
საქმე უნდა შეწყდეს. ყოველ შემთხვევაში სარჩელი განუხილველად მაინც უნდა
დარჩეს იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, თანახმად საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისა რომელიც
დამკვიდრებული იქნა 2016 წლის 17 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს
დიდი პალატის გადაწყვეტილებით. თუმცა, არაერთ გადაწყვეტილებაშია
განმარტებული, რომ ინტერესი არის არა ადამიანის შედეგი, არამედ საზოგადოებაში
რეალურად არსებული მოვლენა. მხოლოდ ამგვარი რეალური ინტერესი შეიძლება
იყოს გათვალისწინებული, რასაც ვერ ვიტყვით სარჩელთან დაკავშირებით, მისი
უსაფუძვლობის გამო. მაშასადამე ჩვენ არათუ იმას მოვითხოვთ, რომ არსებითად
იქნეს განხილული საქმე და უარი ეთქვას უსაფუძვლო სარჩელს დაკმაყოფილებაზე,
არამედ საპროცესო ეკონომიურობიდან გამომდინარე საქმე უნდა დამთავრდეს
გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე.
როგორ შეიძლება პარტნიორი (მოსარჩელე) იყოს კეთილ სინდისიერი განზრახვით,
როდესაც ვერ ასაბუთებს არგუმენტირებული ფაქტობრივი გარემოებებით მოთხოვნას
აუდიტის შემოყვანის თაობაზე. უფრო მეტიც ცრუ და დაუსაბუთებელი
ინფორმაციას აწოდებს სასამართლოს საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყურადღება
გამახვილდეს მოსარჩელის ქცევაზე, რომელიც სამართლებრივთან ერთად,
დაცილებულია ისეთ კატეგორიას როგორიც არის კეთილი ზნეობა. კერძოდ:
• როგორ შეიძლება პარტნიორი (მოსარჩელე) იყოს კეთილსინდისიერი განზრახვით,
როდესაც ვერ ასაბუთებს არგუმენტირებული ფაქტობრივი გარემოებებით
მოთხოვნას აუდიტის შემოყვანის თაობაზე. უფრო მეტიც, ცრუ და დაუსაბუთებელი
ინფორმაციას აწოდებს სასამართლოს საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით.
გარდა ამისა:
• აკეთებს დირექტორის საქმიანობის დაუსაბუთებელ დისკრედიტაციას.
• ქრონოლოგიურად ქრონიკულად ჩივის სხვადასხვა ინსტანციაში.
• აქვს საყოველთაოდ აღიარებული ანტისემიტური გამოხტომები.
• ვარ გაფრთხილებული დაშანტაჟების თაობაზე მოსარჩელის წინა
წარმომადგენლისაგან.
• უკანონოდ ითხოვს თავისი სამუშაო კაბინეტის ფართის მომატებას. პირადი
კომფორტის გაუმჯობესებას.
• ინტენსიურად ცდილობს მოაჩვენოს საქმის იურიდიული ინტერესი იმ ფონზე,
როდესაც ყოფილი მოსარჩელეებიც ჩამოცილდა და დარჩა მარტოოდენ ირმა
ხუჯაძე.
• იმ ფონზე, როდესაც სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა ვერანაირი
მტკიცებულება, რომელიც შესძენდა საქმეს პრაქტიკულ და იურიდიული ინტერესს
და მთელი მის მიერ წარმოდგენილი სარჩელები არის აგებული უარგუმენტო
პირად ეჭვებზე და ახირებაზე.
• ვერ შეძლო წარმოედგინა სასამართლოსთვის დასაკითხი მოწმეები.
• შეგნებულად ამახინჯებს ფაქტს დივიდენდების მიუღებლობასთან დაკავშირებით.
• აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერება , ეჭვები, პირადი ინტერესი და
სარჩელის პრაქტიკულ იურიდიული ინტერესი არ ემთხვევა ერთმანეთს. ყველა
ფაქტობრივი გარემოება არის მიმართული იმისკენ რომ წარმოაჩინოს
დამახინჯებულად მისი უფლებების შელახვა და შექმნას ეჭვებზე და ვარაუდებზე
საფუძველი აუდიტის შემოსვლის, საზოგადოება და დირექტორი ამყოფოს მუდამ
წნეხისა და დაძაბულობის ქვეშ და ითხოვს განუხორციელებელი უფლების
სასამართლო წესით აღიარებას.
თანახმად საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ მუხლი13 პუნქტი 3 აუდიტის
განხორციელებაში მეწარმე სუბიექტის ჩარევამ სათრთხე არ უნდა შეუქმნას
აუდიტორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას.როგორ მიგაჩნიათ, ეს იქნება
დაცული იმ ფონზე, როდესაც მთელი სარჩელი და მოთხოვნა წარმოდგენილია
ეჭვებსა და ვარაუდებზე მოკლებულია დასაბუთებულობას, სამართლებრივ ფაქტებს,
აღარ ვიტყვი იმ შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციაზე, რომელიც ეწინააღმდეგება
ერთობლივ კეთილსინდისიერ პარტნიორული საქმიანობის ფუნდამენტალურ
პრინციპს. ამასთან ერთად სასამართლო გაგაფრთხილათ თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ
იმ ფონზე როდესაც ყველა პარტნიორი ენდობა და ეჭვის ქვეშ არ აყენებს
დირექტორის მიერ ცატარებულ აუდიტს თქვენ გამოთქვამთ წინააღმდეგობას თქვენს
მიერ ჩატარებულ აუდიტს როგორ ენდოს დირექტორი. ამ ნორმების გონივრული
განმარტება აშკარას ხდის რომ არ არის დაცული აუდიტის როგორც სპეციალისტის
მოწვევის სტანდარტები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა
დაკმაყოფილდეს. ხოლო რაც შეეხება სხვა საფუძვლებს მათ შესახებ არაერთგზის
არის აღნიშნული რაც აქარწყლებს პროცესზე აუდიტის მოწვევის საჭიროებას.
ზოგადად არავის არ ეკრძალება სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, მაგრამ თუ
სასმართლო ვერ დარწმუნდა უფლების დარღვევაში, დავის საგანიც არ იარსებებს.
ყურადღების მიღმა არ მინდა დავტოვო მოსარჩელის წინააღმდეგობრივი ქცევაც
სარჩელის დაზუსტების ნაწილში. კერძოდ; თუ დავუკვირდებით მოსარჩელემ
როდესაც ერთხელ დააზუსტა მოთხოვნები იქ არ დაუტოვებია უცვლელად კრების
ოქმების ბათილობის მოთხოვნა. ანუ ეს მოთხოვნები აღარ ჰქონდა წამოყენებული. მას
არ უთქვამს რომ აღნიშნულ მოთხოვნებს უცვლელად ტოვებდა. 2019 30 აგვისტოს
სხდომამდე დიდი ხნით ადრე მოხდა ეს და რადგან უნდა ჩვათვალოთ, რომ 30
აგვისტოს გახადა სადაოდ კრების ოქმები მოსარჩელემ, მისი მოთხოვნა თუნდაც
მართებული იყოს, ხანდაზმულია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-15 მუხლიდან
გამომდინარე მოსარჩელე იმაზეც აპელირებს, თიტქოს ის იცავდეს 10000 (ათი ათასი)
ლარს. მოსარჩელეს ავიწყდება, რომ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ნებისმიერი
ქონება (მატერიალური და არამატერიალური) წარმოადგენს საზოგადოების ქონებას
და არა პარტნიორის ქონებას. ყოველი ზემო აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის
მოთხოვნების და ამ მოთხოვნათა დასასაბუთებლად წარმოდგენილი არგუმენტების
როგორც უკანონობას ისე უსაფუძვლობას, რის გამოც სარჩელი არ უნდა
დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივი


დასაბუთება:

სააპელაციო საჩივარი არ ეფუძნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ


სამოქალაქო მატერიალურ და საპროცესო ნორმების დარღვევას. გასაჩივრებული
გადაწყვეტილების კანონიერებას ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი
კანონების სწორად განმარტება და გამოყენება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
კერძოდ : მეწარმეთა შეახებ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, აუდიტი ხორციელდება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის მოთხოვნათა
დაცვით. მოსარჩელემ აუდიტის წარდგენის მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სურს გაერკვეს,
რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობებს დირექტორი და ხომ არ ემუქრება
გაკოტრება შპს–ს.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ,კანონის მე-15 მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად, აუდიტორული დასკვნა არ უნდა მოიცავდეს რწმუნებას სუბიექტის
მმართველობითი ორგანოს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესახებ, რაც პირდაპირ
გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას, რამეთუ მსგავს საკითხებზე კანონი კრძალავს
აუდიტის ჩატარებას და აღნიშნული მაშასადამე არ შეიძლება წარმოადგენდეს აუდიტორული
შემოწმების მიზანს და ვერ თავსდება აუდიტის ჩატარების საფუძვლებში, წესსა და
სტანდარტებში. მოსარჩელეს არც დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-8
პუნქტებით გათვალისწინებული აუდიტის დამოუკიდებლობის განმაპირობებელი
გარემოებები მიუთითებია და უმტკიცებია, არ ვიცით აუდიტის ან აუდიტორული ფირმის
ვინაობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნას ზოგად სახეს აძლევს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
178-ე მუხლი კი იმპერატიულად მოითხოვს სარჩელში აღინიშნოს მოთხოვნები ზუსტად, ასევე
ამ მოთხოვნათა საფუძვლები და დავის საგანი. განუსაზღვრელი სახით ჩამოყალიბებული
მოთხოვნა ვერ გახდება აღსრულებადი, ვინაიდან სააღსრულებო ორგანო ვერ შეძლებს
კომპანიას მოსთხოვოს იმ აუდიტის წარდგენა, რომლის შესახებ არ ყოფილა ცნობილი, არ
ყოფილა მასთან დადებული ხელშეკრულება წარდგენილი და არ ასახულა სასამართლო
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. სწორედ სარეზოლუციო ნაწილი ექვემდებარება
აღსრულებას. სწორედ ამიტომ უნდა იყოს გარკვეული მოთხოვნაც. გ ა რ დ ა ა მ ი ს ა ,
გასაჩივრებული ოქმის ბათილობა გავლენას მოახდენს პარტნიორებზე.
ისინი კი
მოპასუხედ არ დაუსახელებია მოსარჩელეს. აღნიშნულის გამო სასამართლო
გადაწყვეტილება ვერ განსაზღვრავს სხვა პირთა უფლებამოვალეობებს. ბათილობის
მოთხოვნა ,მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწვევს რა პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენას, პრაქტიკულად იურიდიულ ძალას დააკარგვინებს უკვე
განხორციელებულ მოქმედებებს დანარჩენ პარტნიორთა სასარგებლოდ.

სასამართლოს მოსარჩელემ საბოლოოდ წარმოუდგინა ორი მოთხოვნა – აუდიტის


წარდგენისა და კრების ოქმების ბათილობის შესახებ. ეს ორი მოთხოვნა გამორიცხავს
ერთიმეორეს. ამასთან, ამ მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება უნდა მოხდეს ისეთი
სტანდარტების გათვალისწინებით, როგორებიც არის: მოთხოვნის ადრესატი,
იურიდიული ინტერესი, აუდიტის ჩატარების წესი და საფუძველი. თითოეულ
ზემოაღნიშნულ სტანდარტთან დაკავშირებით მოგახსენებთ თანმიმდევრობით. კერძოდ,
უწინარეს ყოვლისა, მოთხოვნათა ურთიერთწინააღმდეგობა და გამომრიცხაობა შემდეგში
გამოიხატება: მოსარჩელე აუდიტის წარდგენას ითხოვს 2008 წლიდან გადაწყვეტილების
აღსრულებამდე პერიოდში და სამეურნეო მოქმედებების შემოწმების მიზნით
წამოყენებულ ამ მოთხოვნას თავადვე უპირისპირდება მეორე მოთხოვნით, რომლითაც
სადავოს ხდის საზოგადოების მიერ განხორციელებულ გარკვეულ სამეურნეო
მოქმედებებს 2015–2016 წლებში. ამ მოთხოვნათა წინააღმდეგობა აშკარაა. მოსარჩელე ჯერ
უნდა გაერკვეს რომელი სამეურნეო მოქმედებების შესამოწმებლად ესაჭიროება აუდიტი
და შემდეგ იდავოს სარჩელით, რადგან თუ წარმოვიდგენთ, რომ მეორე მოთხოვნა უნდა
დაკმაყოფილდეს, მაშინ აუდიტის ჩატარების საგანი უნდა არსებობდეს და გარკვეული
უნდა იყოს, რომელი სამეურნეო მოქმედებების ბათილობას არ ითხოვს მოსარჩელე.
სხვაგვარად რომ ითქვას, გარკვეული უნდა იყოს დროის პერიოდი, რომელ პერიოდზეც
განხორციელდა სამეურნეო მოქმედებები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კრების
ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის წამოყენებით, რომლებიც შეეხება 2015-2016
წლებში განხორციელებულ სამეურნეო მოქმედებებს, თავადვე საფუძველს აცლის
სასარჩელო მოთხოვნას სამეურნეო მოქმედებების შემოწმების მიზნით აუდიტის
ჩატარების შესახებ, ვინაიდან თუ რომელიმე სამეურნეო მოქედება ბათილია, აუდიტის
წარდგენა რისთვისღა უნდა განხორციელდეს. ხოლო თუ კი რომელიმე პერიოდში
განხორციელებულ სამეურნეო მოქმედებებს არ ხდის სადაოს, მაშინ ამ შემთხვევაშიც
საფუძველი ეცლება აუდიტის ჩატარების მოთხოვნას, რადგან წინა პერიოდი სადაოდ არ
არის ქცეული.
რაც შეეხება აუდიტის წარდგენის მოთხოვნის ადრესატს, მოსარჩელეს ასეთად
განსაზღვრული ჰყავს დირექტორი, რაც თავისთავად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმის საფუძველია არასათანადო მოპასუხის მიმართ მისი წარდგენის გამო.
სარჩელი ამ მოთხოვნის მიმართ იმიტომაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ არ არსებობს
აღნიშნული მოთხოვნის იძულებით, ანუ სასამართლო წესით განხორციელების
საფუძველი. საქმე იმაშია, რომ სარჩელი დარღვეული უფლების ან კანონიერი ინტერესის
დაცვის საშუალებაა (სსსკ–ის მე-2 მუხლი). მოსარჩელეს რომ არააქვს უფლება
დარღვეული, ეს ყველაფერთან ერთად კარგად გამოჩნდა შეკითხვების სტადიაზე.
კერძოდ, ჩვენს კითხვაზე, თუკი მოსარჩელეს კომპანიის ყველა დოკუმენტი გადაცემული
აქვს, რისთვისღა ესაჭიროება აუდიტის ჩატარება, მან განმარტა, რომ ამ სარჩელით
ცდილობს თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას. ცხადია, კონსტიტუციური
უფლებები არსებობენ, მაგრამ ერთია სარჩელის უფლება პროცესუალური გაგებით, რაც
მისი აღძვრის შესაძლებლობას გულისხმობს და მეორე, სარჩელის გაგება მატერიალურ–
სამართლებრივი გაგებით, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას გულისხმობს.
მოსარჩელეს იმიტომ არა აქვს სარჩელის დაკმაყოფილების უფლება, რომ ვერ ასაბუთებს
უფლების დარღვევას. რადგან მას გადაცემული აქვს ყველა საბუთი, მისი უფლების
„დარღვევა“ მხოლოდ როგორც ჩანს იმაში გამოიხატება, რომ აუდიტი ჩატარდეს კომპანიის
შენობაში, რაც არ შეიძლება იყოს მოსარჩელის რეალური იურიდიული ინტერესის
განმსაზღვრელი ფაქტორი. ამიტომ ჩავსვით ბრჭყალებში ზემოთ სიტყვა დარღვევა.
ამიტომ ვსვავთ რიტორიკულ კითხვას, რომელიც ცხადადა წარმოაჩენს სარჩელის
უსაფუძვლობას, კერძოდ: თუ კი გადმოცემული გაქვს დოდკუმენტები, მაინცდამაინც
დენტიმერის შენობაში უნდა ჩატარდეს ნუთუ აუდიტი? ნუთუ ეს არის უფლების
რეალური დარღვევა?
არსებობს ერთადერთი ლოგიკა – რადგან მოსარჩელეს უკვე მიღებული აქვს ყველა
საჭირო დოკუმენტი, რომელზეც შეუძლია აუდიტის ჩატარება და არ ატარებს მას, მისი
სარჩელი ერთადერთი მიზნისკენ – არა დარღვეული უფლების დასაცავად, არამედ
მოპასუხის დაშანტაჟებისკენ არის მიმართული, რის გამოც ვერ იქნება დაცული.
აუდიტის წარდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა შემდეგი
დასაბუთებითაც: მეწარმეთა შეახებ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, აუდიტი
ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის
მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელემ აუდიტის წარდგენის მოთხოვნა იმით დაასაბუთა,
რომ სურს გაერკვეს, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობებს
დირექტორი და ხომ არ ემუქრება გაკოტრება შპს–ს.
ჩვენს მიერ ზემოთნახსენები კანონის თანახმად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშრებისა
და აუდიტის შესახებ, კერძოდ, მისი მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორული
დასკვნა არ უნდა მოიცავდეს რწმუნებას სუბიექტის მმართველობითი ორგანოს საქმიანობის
ეფექტიანად განხორციელების შესახებ, რაც პირდაპირ გამორიცხავს სარჩელის
საფუძვლიანობას, რამე თუ მსგავს საკითხებზე კანონი კრძალავს აუდიტის ჩატარებას და
აღნიშნული მაშასადამე არ შეიძლება წარმოადგენდეს აუდიტორული შემოწმების მიზანს და
ვერ თავსდება აუდიტის ჩატარების საფუძვლებში, წესსა და სტანდარტებში. მოსარჩელეს არც
დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული
აუდიტის დამოუკიდებლობის განმაპირობებელი გარემოებები მიუთითებია და უმტკიცებია,
არ ვიცით აუდიტის ან აუდიტორული ფირმის ვინაობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნას ზოგად
სახეს აძლევს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი კი იმპერატიულად მოითხოვს
სარჩელში აღინიშნოს მოთხოვნები ზუსტად, ასევე ამ მოთხოვნათა საფუძვლები და დავის
საგანი. განუსაზღვრელი სახით ჩამოყალიბებული მოთხოვნა ვერ გახდება აღსრულებადი
ვინაიდან სააღსრულებო ორგანო ვერ შეძლებს კომპანიას მოსთხოვოს იმ აუდიტის წარდგენა,
რომლის შესახებ არ ყოფილა ცნობილი, არ ყოფილა მასთან დადებული ხელშეკრულება
წარდგენილი და არ ასახულა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
სწორედ სარეზოლუციო ნაწილი ექვემდებარება აღსრულებას. სწორედ ამიტომ უნდა იყოს
გარკვეული მოთხოვნაც. გ ა რ დ ა ა მ ი ს ა , გასაჩივრებული ოქმის ბათილობა გავლენას
მოახდენს პარტნიორებზე. ისინი კი მოპასუხედ არ დაუსახელებია მოსარჩელეს.
აღნიშნულის გამო სასამართლო გადაწყვეტილება ვერ განსაზღვრავს სხვა პირთა
უფლებამოვალეობებს. ბათილობის მოთხოვნა, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში
გამოიწვევს რა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პრაქტიკულად იურიდიულ ძალას
დააკარგვინებს უკვე განხორციელებულ მოქმედებებს დანარჩენ პარტნიორთა
სასარგებლოდ. გასაჩივრებული აქტის ბათილობა ჩააყენებს მოპასუხე კომპანიას და მის
პარტნიორებს მძიმე მდგომარეობაში და გარკვეული ალბათობით მოპასუხე კომპანიის
საქმიანობას დააზარალებს რაც არა მხოლოდ მოსარჩელის არამედ დანარჩენი პარტნიორების
ინტერესებსაც
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ კანონიც ამას მოითხოვს,
წესდებაც მოითხოვს იმას, რომ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული
საკითხები მოწესრიგდეს პარტნიორთა კრების მიერ. კერძოდ, დენტიმერის წესდების 5.1
პუნქტის 5.11 პუნქტის 6.8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია პარტნიორთა მიერ
უფლებების განხორციელება კრების მეშვეობით. უწინარეს ყოფლისა ეს ეხება აუდიტის
მოწვევის საკითხს. ამავე წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად კრება მოიწვევა კანონის
მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლით განსაზღვრულია კრების კომპეტენცია. წესდების მე-8
მუხლის შესაბამისად საზოგადოების საფინანსო საქმიანობის რევიზია ხორციელდება
დამოუკიდებელი აუდიტის მეშვეობით. საზოგადოების წესდების დებულებათა როლი
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. მრავალი საკითხი გამოვიდა კანონის
რეგულირების სფეროდან და კონკრეტული საწარმოს წესდებით მოწესრიგდა. მათ შორის:
საზოგადოების საბუღალტრო წიგნის შემოწმება უშუალოდ(რიგ შემთხვევაში,აუდიტორის
დახმარებით),საზოგადოების ორგანოებისათვის წლიური ანგარიშის შესახებ განმარტების
მოთხოვნა, საზოგადოების ქონებაში შესატანის შეტანის,დივიდენდების მიღების, წილების
გასხვისების. სამეწარმეო ხასიათის იურიდიული პირების პარტნიორთა უმთავრესი
უფლება-მოვალეობა საწარმოს მართვაა, რასაც ისინი პარტნიორთა საერთო კრებაზე
მონაწილეობით ახორციელებენ. სწორედ საერთო კრებაზე ხდება პარტნიორთა ძირითადი
უფლებების და მოვალეობების რეალიზაცია. (იხ.სამეწარმეო სამართალი ქ.ქოქრაშვილი
თბილისი 2010წ) რომელსაც განამტკიცებს საქართველოს კანონი მეწარმეტაშესახებ მუხლი 47
პუნქტი1 ; 2; 4. მუხლი 9 პუნქტი ,,ი“ შპს ,,დენტიმერი“ს წესდება მუხლი5.1;6.3;6.8

,,მეწარმეთა შესახებ” კანონი შპს-ის მიმართ მსგავს დანაწესს ადგენს მე-9' მუხლის 5
პუნქტში, როდესაც ჩამოთვლის პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციებს. ეს ნიშნავს,რომ
მოცემულ მუხლში წარმოდგენილ თემატურ საკითხებზე შიდა ორგანიზაციულ დონეზე
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრებას,
რომლის ლოგიკური გაგრძელება დირექტორის მხრიდან მესამე პირებამდე უკვე
გამოვლენილი ნების მიტანაა (იხ. შპს საქართველოში: არსებული რეალობა და
რეგულატორული დეფიციტი ირ.ბურდული, გ.მახარობლიშვილი, გ.მაღრაძე თბილისი
2019 )

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს აუდიტის მოწვევის მოთხოვნა წამოყენებული


აქვს წესდებისა და მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. იგი ვალდებული
იყო უწინარეს ყოვლისა აუდიტის მოწვევის საკითხი წამოეყენებინა პარტნიორთა კრებაზე.
და ამავე დროს მიეთითებინა კონკრეტული აუდიტის შესახებ რათა საზოგადოებას
მისცემოდა უფლება მისთვის მიუღებელი აუდიტის აცილების შესახებ. ამრიგად,
უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტის და არა იმ აუდიტის
მონაწილეობა რომელსაც მოსარჩელე თავისი სურვილით განსაზღვრავს. არსებული
მოთხოვნის ფარგლებში საზოგადოება მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს არა
მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერების და დასაბუთებულობის არამედ
კონკრეტული აუდიტის მისაღებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა
კრძალავს მოთხოვნის ჩამოყალიბებას ზოგადი ფორმით. ამავე დროს საპროცესო
კანონმდებლობა უშვებს ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას. მართალია ის ნორმები
რომლებიც შეეხება პროცესზე ექსპერტისა და სპეციალისტის მოწვევას მოითხოვენ
შუამდგომლობაში კონკრეტული ექსპერტისა და სპეციალისტის სახელისა და გვარის
მითითებას და ეს ნორმები მოითხოვენ სპეციალისტის (ექსპერტის)იდენტიფიცირებას,
თითქოს ეხებიან მხოლოდ საქმის განხილვის ეტაპს, მაგრამ სინამდვილეში აღნიშნული
ნორმები მოითხოვენ დაინტერესებული პირისაგან შესაბამისი სპეციალისტის (ექსპერტის)
იდენტიფიცირებას, რაც გამომდინარეობს მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან და
კონკრეტულად მხარის შესაძლებლობიდან მიეცეს ინფორმაცია ექსპერტის (სპეციალისტის
შესახებ), რათა მოახდინოს საჭიროების შემთხვევაში მისი იდენტიფიკაცია. ამ ნორმების
გონივრული განმარტება აშკარას ხდის რომ არ არის დაცული აუდიტის როგორც
სპეციალისტის მოწვევის სტანდარტები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა
დაკმაყოფილდეს. ხოლო რაც შეეხება სხვა საფუძვლებს, მათ შესახებ არაერთგზით არის
აღნიშნული, რაც აქარწყლებს აუდიტის მოწვევის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დამატებით ავღნიშნავთ: მართლაც არ არის სახეზე
მეწარმეთა შესახებ კანონის მე-3-ე და 47-ე მუხლების გამოყენების წინაპირობები. 47-ე
მუხლი მკაფიოდ მიჯნავს დირექტორისა და საზოგადოების კომპეტენციას. აუდიტის
მოწვევა განეკუთვნება კრების ანუ საზოგადოების კომპეტენციას (მე–9′ მუხლი). მე-3 მუხლი
კი პარტნიორს აუდიტის ჩართვის შესაძლებლობას ანიჭებს წლიური შედეგების და
ანგარიშის დამტკიცებამდე, მაშასადამე, როდესაც ამგვარი შედეგები დამტკიცებულია, აღარც
ნორმის გამოყენების პირობა არსებობს. მე-3 მუხლის დანაწესი მე-9′ მუხლთან სისტემურ
ერთობლიობაში მიუთითებს აუდიტის არა აბსტრაქტულ საჭიროებაზე, არამედ მას
უკავშირებს სამეურნეო ანგარიშის სისწორის შემოწმებას მის დამტკიცებამდე. დამტკიცების
შემდეგ კი აუდიტორული შემოწმება კრების არჩევით ანუ გადაწყვეტილებით უნდა
განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აუდიტის მოწვევის უფლების
განხორციელებას რაიმე კონკრეტულ საკითხს კი არ უკავშირებს არამედ ითხოვს თითქოსდა
კონსტიტუციური უფლების (ზოგადი უფლების) აბსტრაქტულ რეალიზაციას, რაც ვერ იქნება
დაცული, ვინაიდან აბსტრაქტული უფლება მოკლებულია საფუძველს.
ამასთან მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი,
პარტნიორებს აღჭურავს უფლებით ფლობდნენ ნებისმიერი სახის ინფორმაციას
საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ამისათვის გაეცნონ საზოგადოების წიგნებსა და
ჩანაწერს.როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს თავის
გადაწყვეტილებაში, აღნიშნული ნორმა, მართალია უფლებას ანიჭებს პარტნიორს, მაგრამ
ამავე დროს ავალდებულებს მას ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესების შესახებ,
რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საზოგადოებისათვის არახელსაყრელი
გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელება. მაშასადამე, პარტნიორსაც ისეთივე
პასუხისმგებლობის დაკისრების სუბიექტად აქცევს არაკეთილსინდისიერი ქმედების
შემთხვევაში, როგორც დირექტორს. კეთილსინდისიერების პრინციპი თანაბრად
ვრცელდება, ასევე ,პარტნიორთა საერთო კრების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების
პროცესზეც. აქ იგულისხმება, რომ პარტნიორმა არ უნდა დაუშვას გადაწყვეტილების მიღება
მარტოოდენ პირადი ინტერესის გათვალისწინებით და მისი გადაწყვტილება უნდა
გამომდინარეობდესსაზოგადოების ინტერესებიდან და უნდა ისახავდეს კეთილ მიზნებს.(იხ.
შპს საქართველოში: არსებული რეალობა და რეგულატორული დეფიციტი ირ.ბურდული,
გ.მახარობლიშვილი, გ.მაღრაძე თბილისი 2019 )
აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება სამართალში აღიარებულ კეთილსინდისიერების
მოთხოვნას. კერძოდ, სკ–ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ
თავიანთი უფლება–მოვალეობები. ირმა ხუჯაძის სარჩელიდან კი აშკარად იკვეთება, რომ მისი
რეალური მიზანი დირექტორისთვის დარტყმის მიყენებაა და არა საზოგადოების
ინტერესებში მოქმედება. ამგვარი ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებაა, რაც
დაუშვებელია ს.კ–ის 115-ე მუხლის თანახმად (ე.წ. შიკანის აკრძალვა). ამრიგად, შესაძლოა
პირი ცდილობდეს თავისი უფლების განხორციელებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვისთვის
ზიანის მომტანი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისობა სასამართლო


პრაქტიკასთან:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია სასამართლო პრაქტიკასთან. ამიტომ


გარდა იმისა, რომ საქმის მასალები, ასევე ზემოაღნიშნული კანონი არ აძლევს მოსარჩელეს მის
მიერ მითითებული საფუძვლით აუდიტის წარდგენის უფლებას, მას აღნიშნულ უფლებას არ
აძლევს სასამართლო პრაქტიკაც. ამ მხრივ ყურადღებას გავამახვილებთ მოსარჩელის მიერ
აუდიტის მოთხოვნის ისეთ საფუძველზე როგორიც არის დივიდენდთან თუ ზიანის შესაძლო
მიყენებასთან აუდიტის ჩატარების მოთხოვნის დაკავშირება. აღნიშნულის თაობაზე
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე№
ას- 457-436-2015 (2016 წლის 6 ივნისი) განმარტებულია შემდეგი :

თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის)


დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის
უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ
უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი
შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა
პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას,
მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირდად მისთვის,
მიყენებულ ზიანზე.
მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის წინააღმდეგ პატნიორმა სარჩელი აღძრა
საკუთარი სახელით და მიუთითებს უშუალოდ მის მიმართ მიყენებულ ზიანზე. მოსარჩელის
თქმით, აუდიტის წარდგენა სურს დივიდენდების გაცემის მიზნით და პარტნიორი
(მოსარჩელე) ზიანად მიიჩნევდა საწარმოს მიერ გაუცემელ დივიდენდს, რომელსაც, მისი
მითითებით, საზოგადოების პარტნიორთა კრება გასცემდა დირექტორის მიერ სწორი
ფინანსური დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. ასეთი სახით, პარტნიორის მოთხოვნას
დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ სამომავლოდ სარჩელის დაყენების
შემთხვევაშიც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ
გააჩნია, მითუმეტეს, ასეთი საფუძველი არ გააჩნია ვარაუდებზე აგებულ სარჩელს, რასაც
ადგილი აქვს მოცემულ დავაში.
პარტნიორის მოთხოვნა დამატებითი დივიდენდის გაცემის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება
იმ შემთხვევაშიც, თუ მას განვიხილავთ, როგორც მოთხოვნას საწარმოს მიმართ.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საწარმოს წლიური და
შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას
წარმოადგენს, რაც გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების, ისე გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის
უფლებამოსილებასაც.
ამრიგად, კანონით, გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრა
წარმოადგენს სრულად პარტნიორთა კრების დისკრეციას. საწარმოს პარტნიორთა აღნიშნული
დისკრეციის ფარგლებში კი სასამართლო შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა
მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის
განსაზღვრისას საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს,
კერძოდ, მოსარჩელე პარტნიორი სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც
სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან
პირადი დაინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დამატებითი დივიდენდის გაცემის თაობაზე
სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, შპს-ს ნებისმიერი პარტნიორი ვალდებულია
აღნიშნული საკითხის განხილვა, უპირველეს ყოვლისა, მოსთხოვოს პარტნიორთა კრებას. თუ
დივიდენდის განაწილების საკითხის განსახილველად პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
მისი მოთხოვნა საწარმოს მიერ არ კმაყოფილდება, პარტნიორს შეუძლია მიმართოს
სასამართლოს მოთხოვნით, რომ სასამართლომ დაავალდებულოს კომპანია მოიწვიოს
პარტნიორთა კრება.
წინამდებარე საქმეში, თუ პარტნიორის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დირექტორის
მხრიდან პარტნიორთა კრებისათვის არასწორი ფინანსური მონაცემების წარდგენა
გამოავლინა, სარჩელის აღძვრამდე პარტნიორის ზემოაღნიშნული ვალდებულება
გულისხმობდა საწარმოსათვის პარტნიორთა კრების მოწვევის, შემოწმების შედეგების
განხილვისა და დამატებითი დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების
მოთხოვნას.
ასეთ პირობებში კი, როცა არ არსებობს პარტნიორთა კრების რაიმე (დადებითი ან
უარყოფითი) გადაწყვეტილება დამატებითი დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე,
შეუძლებელია სასამართლომ შეამოწმოს ჰქონდა თუ არა ადგილი პარტნიორთა კრების მიერ
საკუთარი დისკრეციის არამართლზომიერ გამოყენებას. ასეთ პირობებში შეუძლებელია,
დირექტორის მოქმედებასა და დივიდენდის არგაცემას შორის მიზეზობრივი კავშირის
დადგენაც, რადგან სასამართლომ რომც გაიზიაროს მოსარჩელის მითითება, რომ შპს-ში
დივიდენდის განაწილების დროს პარტნიორთა კრება ეყრდნობოდა დირექტორის მიერ
წარდგენილ არასწორ ფინანსურ მონაცემებს, ვერ დგინდება პირდაპირი მიზეზობრივი
კავშირი ამ მონაცემების წარდგენასა და დივიდენდის ნაკლები ოდნობით გაცემას შორის,
რადგან შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, უფრო მეტი ფინანსური რესურსის
პირობებში რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პარტნიორთა კრება, მიმართავდა თუ არა იგი
მთელ მოგებას დივიდენდის გასაცემად, თუ გამოიყენებდა მას სხვა დანიშნულებით.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოსარჩელის მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით
კრების ოქმის ბათილობის თაობაზე, გარდა იმ პოზიციისა , რაც უკვე წარმოდგენილი გვაქვს
საქმეში, მოსარჩელის ეს მოთხოვნებიც დაუსაბუთებელია სასამართლო პრაქტიკის
თვალსაზრისით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს. კერძოდ საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ას-1101-1037-2015 (2016 წლის 27 სექტემბერი ),
რომელიც ეხება მოსარჩელის მსგავსი მოთხოვნების გამო აღძრულ დავას, განმარტებულია
შემდეგი:

ყურადღება უნდა მიექცეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის


მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა
და საზოგადოების ყველა
პუბლიკაციის მიღების უფლება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სპს-ის, კს-ის, შპს-
ის, სს-ის და კოოპერატივის პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-
მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით და წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სწორედ ამ
თანაბრობის უზრუნველსაყოფად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე,
რომ გარიგების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ბათილობის საფუძვლის
არსებობასთან ერთად უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
180-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული
ინტერესი. კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების, ბათილად
აღიარების მოთხოვნის განხილვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად
ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს. საკასაციო
სასამართლო განმარტავს, რომ „დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის
შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი
სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს
მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ?
უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?...სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის
განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა
ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების
მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის
გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად
სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის
დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ №ას-838-
802-2014, 2015 წლის 19 მარტი).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოსარკვევია, მოსარჩელის მიერ მითითებული


გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა
იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა. განსახილველ
შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს კრების გადაწყვეტილების ბათილად
ცნობა და აუდიტის წარდგენა, რაც ფორმალური თვალსაზრისით შეიძლება მიუთითებდეს
ასევე მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესზე. როგორც საკასაციო პალატა განმარტავს,
ნამდვილი იურიდიული ინტერესის შეფასებისას უნდა დადგინდეს პარტნიორის მიერ
უფლების განხორციელების მართლზომიერის საკითხი, რამდენადაც დავა ეხება
საზოგადოების 5%–ი წილის მფლობელი პარტნიორის მიერ უფლება-მოვალეობათა
რეალიზაციის კანონიერებას, ანუ, სხვაგვარად რომ ითქვას, სასამართლომ უნდა
შეაფასოს, პარტნიორის იურიდიული ინტერესი რამდენად არის მიმართული მისი
მართლზომიერი უფლების დაცვისა და განხორციელებისკენ. უზენაესი სასამართლოს
პრაქტიკა მოითხოვს, რომ აუცილებელია უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში ბოროტად არ ისარგებლოს კანონით მისთვის მინიჭებული
უფლებებით და თავისი ქმედებებით არ შეაფერხოს საზოგადოების განვითარება. სამოქალაქო
კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს
მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი
მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების
მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას
სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების
მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს
წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების
შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა
მართლზომიერების შეფასება. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ამოწმებს თავად კრების
გადაწყვეტილებას შინაარსობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს სამეწარმეო
ურთიერთობის სფეროს მიკუთვნებული სუბიექტების ქმედების მართლზომიერება,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახეზეა თუ არა მოსარჩელის ინტერესების დარღვევის ფაქტი.
ამასთან, მნიშვნელოვანია გაირკვეს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ იყო
მიმართული უმცირესობაში მყოფი პარტნიონის უფლებების შელახვისკენ.
მოცემულ შემთხვევაში, თუკი სარჩელს გავაანალიზებთ, აშკარად დავინახავთ, რომ
მოსარჩელე არ უთითებს, რომ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ლეგიტიმური სამეწარმეო
მიზანი და იგი მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა
უმცირესობაში მყოფი პარტნიორისათვის.

ჩვენს მიერ შესაგებლებში გამოხატული პოზიციით და საქმეზე წარდგენილი


მასალებითა და განმარტებებით დასაბუთებულია, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ ქცეული
საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების
განვითარება, საზოგადოების ინტერესებში გადაწყვეტილებების მიღება.
იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება არ იყო მიმართული მოსარჩელის, როგორც
უმცირესობაში მყოფი პარტნიორის საზოგადოებიდან განდევნისკენ და მოპასუხეს
ამოძრავებდა საზოგადოების განვითარების ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი, ამასთან, იმ
პირობებში, როდესაც კრებას ესწრებოდა მოსარჩელე თავად, ასევე საზოგადოებასთან
ურთიერთობაში ჩართული იყო მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე იმ პირობებში,
როდესაც მოსარჩელისთვის არ ყოფილა მოულოდნელი კაპიტალის თაობაზე კრების
გადაწყვეტილება და იგი, კრებაზე დასწრებით და ხმის მიცემით (ოქმზე ხელის მოწერით,
ოქმის მოწონებით) ინფორმირებული იყო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, იგი
ყოველთვის ინფორმირებული იყო საზოგადოების საქმიანობის შესახებ დირექტორისაგან,
სასამართლოსთვის
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იქმნება რწმენა კრებაზე მიღებული
გადაწყვეტილების სამეწარმეო მიზნის მართლზომიერებაში. საპირისპირი მტკიცებულებები
კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მან თავის სარჩელში მითითებული მოწმეებიც კი ვერ
წარმოადგინა.
მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სარწმუნო და დამაჯერებელი
არგუმენტაცია, თუ რა კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება საერთო კრების
გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.დასახელებულ სასამართლო ქეისში საკასაციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,
კრების გადაწყვეტილების ბათილობა არ არის მიმართული მოსარჩელის მართლზომიერი
უფლების განხორციელებისკენ. იგივე უნდა ითქვას ირმა ხუჯაძის სარჩელზე. კრების ოქმის
ბათილად ცნობამ შეიძლება არსებითად დააზიანოს საზოგადოების სასიცოცხლო
ინტერესები, რასაც ვერ გადაწონის მოსარჩელი იურიდიული ინტერესი.
შესაბამისად, კრებაზე საზოგადოების პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება
კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მეორე პრეტენზიას, აუდიტის ჩატარების შესახებ, იმ საფუძვლების გარდა,
რომლითაც ვაქარწყლებთ აუდიტის ჩატარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, ავღნიშნავთ
რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
არ არსებობს საზოგადოებისათვის სპეციალური შემოწმების საკუთარი ხარჯით ჩატარების საფ
უძველი. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე
დაყრდნობით შემოწმების ხარჯები ეკისრება მოსარჩელეს იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხეს არც
კანონი და არც საზოგადოების წესდება არ ავალდებულებს მონაცემების შედარების მიზნით
სპეციალური შემოწმების საკუთარი ხარჯით ჩატარებას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისობა დოქტრინასთან


გასაჩივრებული გადაწყვეტილებ შეესაბამება დოქტრინაში არსებულ შეხედულებებს :
ყურადღება მინდა გავამახვილო მოსარჩელის მიერ მითითებულ სამართლებრივ
საფუძველზეც. კერძოდ მოსარჩელე ითხოვს თავისი სარჩელის დაკმაყოფილებას იმაზე
მითითებით რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად სახეზეა მეწარმეთა შესახებ კანონის მესამე
მუხლითა და 47-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშიმრებით
თქვენს ყურადღებას მივაქცევთ შემდეგზე: მეწარმეთა შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე41
პუნქტის შესახაბმისად სადამფუძნებლო დოკუმენტი ანუ კომპანიის წესდება შეიძლება აწესებდეს
როგორც საწარმოს საქმიანობასთან, ისე პარტნიორთა ურთიერთობებთან დაკავშირებულ
საკითხებს. მაშასადამე კომპანიის წესდება შესაძლებელია აწესებდეს დისპოზიციური
ნორმებისაგან განსხვავებულ მოთხოვნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი
განსაზღვრავს იმ უფლებამოსილებებს რომლებიც დისპოზიციური ნორმებიდან გამომდინარე
შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, ანუ წესდებით. წესდების მნიშვნელობაზე,
როგორც უპირველეს დოკუმენტზე რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა პარტნიორებს თვითონ
თავისუფლად დაარეგულირონ ერთმანეთს შორის ურთიერთობები, მითითებულია
ავტორიტეტულ მეცნიერთა შრომებშიც. (ქეთევან ქოქრაშვილის სამეწარმეო სამართალი, გვ. 128-
129-130;2010წელი. ასევე ირაკლი ბურდულის, გიორგი მახარობლიშვილის და გვანცა მაღრაძის
ნაშრომი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოში: არსებული
რეალობა და რეგულატორული დეფიციტი. გვ.170-209).
დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს :
თავისთავად უფლების არსებობა არ შეიძლება გახდეს მისი დაუსაბუთებლად განხორციელების
საფუძველი. წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პარტნიორმა დაიწყოს დავა შპს–ს მიმართ მარტოოდენ
იმაზე მითითებით, რომ მათ კანონი ანიჭებს კონტროლის უფლებას. ასეთი პრაქტიკის და
სამართალ განვითარების პირობებში აშკარად შეფერხდება სამეწარმეო სუბიექტის
ფუნქციონირება. გათვალისწინებული უნდა იქნეს სამეწარმეო სუბიექტის ტიპიც. კერძოდ შპს
წარმოადგენს კაპიტალური ტიპის საზოგადოებას. კონტროლის უფლება კი არ შეიძლება
აქტუალური იყოს კაპიტალურ საზოგადეოებებში, რომლებშიც ნაკლებია თვითნებობის საფრთხე
და ამასთან, საზოგადოების საქმიანობის გამო წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არ დგება
თავიანი ქონებით პარტნიორთა პერსონალური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის
პრობლემა, მაშასადამე თითქმის გამორიცხულია რაიმე ზიანი მიადგეს პარტნიორს. ეს უფლება
აქტუალური შეიძლება იყოს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებებში, როგორებიცაა სპს და კს,
რომლებშიც განმსაზღვრელია ნდობის ფაქტორი და კომპლემენტარის ანუ სოლიდარულად
პასუხისმგებელი პირის შეუზღუდავი პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე მთელი თავისი
ქონებით.

შპს „ქუთაისის №1 სტომატოლოგიური


პოლიკლინიკა დენტიმერის“
ადვოკატი,სამართლის დოქტორი პროფესორი : შალვა ქურდაძე

You might also like