You are on page 1of 3

განჩინება

საქართველოს სახელით

ხარვეზის დადგენის თაობაზე

საქმე #3/42-22 19 აპრილი, 2023 წელი

წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული


სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსარჩელე - როლანდ მეფარიშვილი


წარმომადგენელი - მიხეილ ბაიდოშვილი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლოს მიერ


განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2022 წლის 9 დეკემბერსთბილისის საქალაქო სასამართლოდან


თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში განსჯადობის წესის დაცვით
შემოვიდა როლანდ მეფარიშვილის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. წარმოდგენილი სარჩელით
დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა.

2023 წლის 3 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს,


რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს თეთრიწყაროს
რაიონის სოფელ კოდაში მდებარე ნანა ოგანიშვილის საკუთრებაში
არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 84.06.05.118) სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო ან სხვა მოქმედებების
განხორციელების აკრძალვას.

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის


განჩინებით, მოსარჩელეს წარმოდგენილ სარჩელის უზრუნველყოფის
განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. ხოლო ხარვეზის შესავსებად

1
დადგენილი საპროცესო ვადა განისაზღვრა 7 დღით.

2023 წლის 18 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ


წარმოდგენილი იქნა განცხადება. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით
წარმოადგინა შუამდგომლობა დაზუსტებული მოთხოვნის შესახებ.
ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები.

სასამართლო გაეცნო რა განცხადებას და საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ


უნდა გაგრძელდეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა,
შემდეგ გარემოებათა გამო:

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის


განჩინებით მოსარჩელს მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
განჩინებაზე. ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე
მუხლებზე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში
მხარე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს მხოლოდ
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლს. სასარჩელო
მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ
ცხადად, გასაგებად და შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს
უზრუნველყოფის მოთხოვნა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
სასამართლო განჩინებით განსაზღვრული ხარვეზ(ებ)ი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი


მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით პირდაპირ არ არის
გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ ნორმები,
გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის


შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება
ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც
აუცილებლად უნდა დადგეს ამ დროის მონაკვეთით, ამავე მუხლის მეორე
ნაწილის შესაბამისად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი
საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ
მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია
მისი დასაწყისი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის


შესაბამისად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ
არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა
თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, 2023 წლის 4 აპრილის

2
განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო
ვადა უნდა გაუგრძელდეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის
ვადით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი
შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში
(გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3
ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა
წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით
ან/და ....... სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და
მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე
დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს,
სასამართლო იმსჯელებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დატოვებული იქნება
განუხილველად, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

სასამართლომ იხელმძღვანელა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის


პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე,
177-ე,178-ე 447-ე, 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განცხადებაზე ხარვეზ(ებ)ის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა


გაგრძელებულ იქნეს და იგი განისაზღვროს აღნიშნული განჩინების
გადაცემიდან 7 დღის ვადით.

2. განემარტოთ მოსარჩელეს, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ


ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას
განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

მოსამართლე ვლადიმერ
ხუჭუა

You might also like