You are on page 1of 2

1 2014 წლის 2 ივნისს გიორგი ბახტაძემ სარჩელით მიმართა რაიონულ

სასამართლოს და მოითხოვა ნინო ლომიძისაგან ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის


ოდენობით. რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლემ 2014 წლის 23 ივნისს განჩინებით სარჩული მიიღო წარმოებაში,
მოამხადა საქშე, დანიშნა მისი განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. რის
შესახებაც შეატყობინა მხარეებს კანონით. დადგენილი წესით
2014 წლის 4 აგვისტოს საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა და მოწმეთა
ჩვენებების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებით სრულად
დააკმაყოფილა გიორგი ბახტაძის სარჩული ნინო ლომიძის წინააღმდეგ და ამ
უკანასკნელს დაეკისრა მიყენებული ჩიანის ანაზღაურება
2015 წლის 10 მარტს ნინო ლომიძემმ განცხადებით მიმართა გადაწყვეტილების
გამომტან რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილი გსრემოებების გამო,
რომელიც მისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 15 თებერვალს. კანონიერ ძალაში
შესული სასამართლო გადანკვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების
განახლების შესახებ.

თავის მოთხოვნას ნინო ომიძე იმით ასაბუთება, რომ კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილ იქნა ნინო ლომიძესა და
მოსარჩელე გიორგი ბახტაძეს შორის ბიანის ანაზღაურების შესახებ საქმეზე.
ემყარებოდა მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენები. თავის განცხადებას ნინო ბახტაძუმ
მტკიცებულების სახით დაურთო საქმეზე მოწმედ დაკითხული დათო გასვიანის
წერილობითი აღიარება იმის შესახებ, რომ მან სასამართლოს შეგნებულად მისცა
კი ჩვენება, თუშცა ამჟამად იგ

განსახილველი შემთხვევიდან იკვეთება რომ, გიორგი ბახტაძემ სამოქალაქო


საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმე
სარჩელით აღძრა რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ სარჩელში სსსკ-ს 178-ე
მუხლის შესაბამისად განსაზღვრა დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა.
აღნიშნულ შემთხვევაში იკვეთება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის
უმნიშვნელოვანესი, დისპოზიციურობის პრინციპის გმოვლინება (მ3), რომლის
მიხედვითაც მან თავად განსაზღვრავა დავის საგანი და თვითონვე მიიღო
გადაწყვეტილება სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
საქმე ეხებოდა ზიანის ანაზღაურებას, რომელიც სსკ-ს 11-ე მუხლის შესაბამისად,
განეკუთვნება სამოქალაქო წესით, განსჯად საქმეთა კატეგორიას. შესაბამისად
საამართლოს მოქმედება, იმასთან დაკავშირებით რომ, სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიას გადაეცა აღნიშნული დავა კანონთან თანხვედრაშია.
კაზუსიდან ჩანს რომ, სასამართლომ, სარჩელის შეტანიდან ( 2 ივნისი), რამდენიმე
კვირის შემდეგ მიიღო აღნიშნული წარმოებაშ (23 ივნისი), მომაზადა და კანონის
დაცვით შეატყობინა მხარეებს. აღნიშნულში იკვეთება რიგი დარღვევები. კანონი
დაზუსტებით არ განსაზღვრავს თუ რა ვადაა დათქმული სარჩელის წარმოებაში
მისაღებად, თუმცაღა 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ტელეოლოგიური
განმარტებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დაცული უნდა იყოს 5 დღიანი ვადა,
რის შემდეგაც 184-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით, მოპასუხეს
უნდა ეცნობოს სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან
სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული
დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამისათვის
განსაზღვრულია 5-14 დღემდე. ვფიქრობ აღნიშნული ვადები სასამართ₾ომ
დაარღვია.
როგორც შემდეგ ვგებულობთ, სასამართლომ იმსჯელა წარმოდგენილ
მტიკცებულებებზე და სსსკ-ს 243-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესების
დაცვით, საქმე შეწყდა პირველ ინსტანციაში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება
სასაამრთლომ გამოიტანა გადაწყვეტილების ფორმით და დააკმაყოფილა
მოსარჩელე გიროგის მოთხოვნა.
მოგვიანებით ირკვევა რომ საქმის განმხილვევ სასამართლოს განცხადებით
მიმართა გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ სასამართლოს ახლად
აღმოჩენილი გსრემოებების გამო, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის
15 თებერვალს. სსსკ0ს 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება
დასაშვებია მხოლოდ მაშინ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საინტერესოა რამდენად იყო 423-ე მუხლის მოთხოვნები დაცული, რადგანაც ნინო
მიუთიტებდა რომ საქმე გვქონდა ცრუ ჩვენებასთან , რასაც მოწმე დაით აღიარებდა
სახეზე გვექენება 423-ე მუხლის 1 ნაწილის ბ ქვეპუნქტი. შესაბამისად ამ
გარემოებით საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია. ამავდროულად 424-ე
მუხლის თანახმად, სწორად იქნა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.
მოსამართლემ ზეპირი განხილვის გარეშე იმსჯელა და გამოიტანა
გადაწყვეტილება, რაც ასევე შეესაბამება 430, პირველი ნაწილის დანაწესებს.
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,
განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი
განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის
ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს
სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

You might also like