You are on page 1of 13

საქმე №330310019002987727

საქმე №3/3531-19

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია


მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

მოსარჩელე - მარინე გოგოჭური


წარმომადგენელი - გიორგი ვაჭარაძე

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა


წარმომადგენელი - ალექსანდრე ალექსიშვილი

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია


წარმომადგენლები - სულხან კაპანაძე, გიორგი ამირაჯები

მესამე პირი (16.2) - გიორგი პიპინაშვილი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების


ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010


წლის 07 ოქტომბრის №02-224 განკარგულება მოქალაქე გიორგი
პიპინაშვილის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი და
არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის
თაობაზე და საკუთრების უფლების მოწმობა 16.01 კვ.მ. და 26.38 კვ.მ.
ფართის ნაწილში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის


2019 წლის 05 აპრილის №337 ბრძანება მარინე გოგოჭურის
1
წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის ადმინისტრაციული საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს


მარინე გოგოჭურის მიერ 2018 წლის 26 იანვარს წარდგენილი
ადმინისტრაციული საჩივარი.

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 12.06.2019 წლის სასამართლო


სხდომის ოქმი, ს.ფ. 218-221).

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 15 იანვარს მისთვის ცნობილი გახდა, რომ


დგებუაძის ქ. №2-ში, ბინათმესაკუთრეთა საერთო ფართებიდან, ძველი
თბილისის გამგეობის უკანონო ადმინისტრაციული აქტით მოხდა მათი
ფართების უკანონო გადაცემა მოქალაქე გიორგი პიპინაშვილზე, აღნიშნული
ადმინისტრაციული აქტი კი ჩაბარდა 2018 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მიერ. მოსარჩელე განმარტავს, რომ გიორგი პიპინაშვილი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს თავად ედავება ამხანაგობის მიერ
განკარგულ ფართებზე, არადა თავად აქვს გამგეობის მიერ უკანონო აქტით
გადაცემული (მითვისებული) მათი კუთვნილი საერთო ფართები, რაც პირდაპირ
და უშუალო ზიანს აყენებს ამხანაგობის წევრის კანონიერ უფლებას და
ინტერესებს.

მოსარჩელე უთითებს, რომ გიორგი პიპინაშვილის ოჯახს თავის დროზე


ორდერით გადაცემული ჰქონდა მხოლოდ 42 კვ.მ ფართი, ხოლო გამგეობის
საკუთრების მოწმობით უკვე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 88.88
კვ.მ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩვენი ეზო 2010" ჩამოყალიბდა 2010 წლის 8
მაისს, გამგეობის მიერ ამხანაგობის ფართების გადაცემა კი მოხდა ამხანაგობის
ჩამოყალიბების შემდგომ 2010 წლის 7 ოქტომბერს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ
გამგეობას უფლება არ ჰქონდა №02/224 განკარგულებით განეკარგა ამხანაგობის
საერთო ფართები, გარდა ორდერში გათვალისწინებული 42 კვ.მ- ფართისა.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ამხანაგობის ფართები, რომ უკანონოდ


იქნა განკარგული გამგეობის მიერ, ბინათმესაკუთრეებისათვის ცნობილი არ
ყოფილა და ამას მალავდა თავად ამ მისამართზე მცხოვრები მესაკუთრე გიორგი
პიპინაშვილიც, ეს გარემოება მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ამ
უკანასკნელმა აქეთ დაუწყო დავა ამხანაგობის წევრებს ამხანაგობის მიერ
კანონიერი გადაწყვეტილებით დადასტურებულ ფართებზე. შესაბამისად,
მოსარჩელე უთითებს, რომ ჩაიბარა თუ არა გიორგი პიპინაშვილის მიმართ
გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტი, მაშინვე გაასაჩივრა ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის სამსახურმა არც კი განიხილა
საჩივარი და 2019 წლის 5 აპრილს მიიღო №337 ბრძანება ადმინისტრაციული
საჩვრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

2
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია
კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და
მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით საჩივრის განხილვის დავალებას.
2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ


წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა
დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი


შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა
დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი
საფუძველი.

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირს - გიორგი პიპინაშვილს წერილობითი ფორმით შესაგებელი


მარინე გოგოჭურის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე
გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ქ. თბილისში, დგებუაძის ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო


კოდით: №01.13.08.010.018.10.500, სათავსი, შენობა №10, ფართი 8.29 კვ.მ., 2017
წლის 20 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მარინე გოგოჭურის
სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია -
არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1063.00კვ.მ. ნაკვეთის წინა
ნომერი: 10.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20.07.2017 (ს.ფ. 160-161).

4.1.2. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02/224


განკარგულებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გიორგი პიპინაშვილის
მოთხოვნა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, დგებუაძის ქ.
№2-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობი - 46,49 კვ.მ., ასევე, არასაცხოვრებელი
ფართობი - 16,01 კვ.მ. და არასაცხოვრებელი ფართობი – 26,38 კვ.მ., სულ - 88,88
კვ.მ.

4.1.3. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02/224


3
განკარგულების საფუძველზე, ამავე გამგეობის მიერ, 2010 წლის 07 ოქტომბერს
გიორგი პიპინაშვილის სახელზე გაიცა №02/224 საკუთრების უფლების მოწმობა.

4.1.4. შესაბამისად, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07


ოქტომბრის №02/224 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ქ.
თბილისში, დგებუაძის ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით:
№01.13.08.010.018.01.518, ფართი 88.88 კვ.მ., 2011 წლის 18 მაისიდან საკუთრების
უფლებით აღირიცხა გიორგი პიპინაშვილის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების
ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო,
დაზუსტებული ფართობი: 1063.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 10.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02/224
განკარგულება (ს.ფ. 18)
- ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02/224
საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 19);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 18.05.2011 (ს.ფ. 162-163).

4.1.5. 2017 წლის 28 ივლისს ერთის მხრივ მარინე გოგოჭურს, ხოლო მეორეს
მხრივ თეა გოგოჭურსა და გიორგი ვაჭარაძეს შორის გაფორმდა
რწუნებულება/მინდობილობა, რომლითაც მარინა გოგოჭურმა მათ მიანიჭა
უფლებამოსილება ერთად ან ცალ-ცალკე იყვნენ მისი წარმომადგენლები საჯარო
და კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, მათ შორის ქ.
თბილისის მერიაში და მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურებში.
არქიტექტურის სამსახურში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ყველა
არქივში; სანოტარო ბიუროში; ბმა „ჩვენი ეზო 2010“-ის კრებებზე დღის წესრიგით
გათვალისწინებულ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაზე ხმის მიცემის
უფლებით; დაარეგისტრირონ მისი საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე
(სათავსოებზე) მდებარე მის: თბილისი ო. დგებუაძის ქ.N2-ში. შეიტანონ
განცხადებები, შეაგროვონ და მიიღონ საბუთები (ნებისმიერი სახის ნებართვა) და
სხვა. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით.

4.1.6. თეა გოგოჭურმა 2017 წლის 10 აგვისტოს №19/01172222259-33 განცხადებით


მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და მოითხოვა იმ ორდერის
დამოწმებული ასლის გადაცემა, რომლის საფუძველზეც გაიცა №02/224
განკარგულება და №02/224 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნულ
განცხადებასთან ერთად, თეა გოგოჭურის მიერ დანართის სახით ასევე
წარდგენილ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 7 ოქტომბრის
№02/224 საკუთრების უფლების მოწმობა.

4.1.7. თეა გოგოჭურმა 2017 წლის 21 აგვისტოს №19/01172331829-38 განცხადებით


მიმართა მთაწმინდის რაიონის გამგეობას და მოითხოვა იმ დოკუმენტების
დამოწმებული ასლების გადაცემა, რომლის საფუძველზეც გაიცა ძველი

4
თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02/224 განკარგულება
და №02/224 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნულ განცხადებასთან ერთად,
თეა გოგოჭურის მიერ დანართის სახით ასევე წარდგენილ იქნა ძველი თბილისის
რაიონის გამგეობის 2010 წლის 7 ოქტომბრის №02/224 განკარგულება და №02/224
საკუთრების უფლების მოწმობა.

4.1.8. თეა გოგოჭურმა 2017 წლის 05 სექტემბერს განცხადებით მიმართა


მთაწმინდის რაიონის გამგეობას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რა
სამართლებრივი საფუძველი ედო №02/224 განკარგულებას და რა ნორმატიული
აქტით გაიცა ეს დოკუმენტი. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ
განცხადებას თან ერთვოდა №02/224 განკარგულება.

4.1.9. თეა გოგოჭურმა 2017 წლის 19 სექტემბერს კვლავ განცხადებით მიმართა


მთაწმინდის რაიონის გამგეობას და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’
საქართველოს კანონზე მითითებით მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რის
საფუძველზე გაიცა №02/224 განკარგულება.

4.1.10. თეა გოგოჭურმა 2017 წლის 09 ნოემბერს განცხადებით მიმართა


მთაწმინდის რაიონის გამგეობას, და მოითხოვა იმ ინფორმაციის და
დოკუმენტების გადაცემა, თუ რის საფუძველზე გადაეცა გოგა პიპინაშვილს
სადავო ფართები. ამავე განცხადებაში მიუთითა, რომ განცხადებას
ურთავდა შემდეგ დოკუმენტებს: 02/224 განკარგულებას; საკუთრების
მოწმობას 02/244; ორდერს N10179 13IV1965წ; საბინაო საექსპლ. კანტორის
ცნობას პ/1 18.01.82; განკარგულებას 642 06.09.91წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- 28.97.2017წ. მინდობილობა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი
170855611 (ს.ფ. 155-156)
- თეა გოგოჭურის 2017 წლის 10 აგვისტოს №19/01172222259-33 განცხადება
თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 295-297);
- თეა გოგოჭურის 2017 წლის 21 აგვისტოს №19/01172331829-38 განცხადება
თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 148-151);
- თეა გოგოჭურის 2017 წლის 05 სექტემბრის განცხადება თანდართული
დოკუმენტებით (ს.ფ. 153-156);
- თეა გოგოჭურის 2017 წლის 19 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 47-48);
- თეა გოგოჭურის 2017 წლის 09 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 50-53).

4.1.11. 2017 წლის 27 ნოემბერს, მარინე გოგოჭურის წარმომადგენელმა გიორგი


ვაჭარაძემ განცხადებით მიმართა მთაწმინდის რაიონის გამგეობის საჯარო
ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა სრული
ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემა ქ. თბილისში, დგებუაძის ქ. №2-ში
მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კერძოდ, მოქალაქე გიორგი
პიპინაშვილის მამის ნოდარ პიპინაშვილის ოჯახზე გადაცემულ ფართებთან

5
მიმართებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- მარინე გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის 2017 წლის 27
ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 193-194).

4.1.10. 2018 წლის 26 იანვარს მარინე გოგოჭურის წარმომადგენელმა გიორგი


ვაჭარაძემ №19/01180262922-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ძველი თბილისის რაიონის
გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02-224 განკარგულებისა და №02-224
საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა 16.01 კვ.მ. და 26.38 კვ.მ.
ფართის ნაწილში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის №337
ბრძანებით, განუხილველი დარჩა მარინე გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი
ვაჭარაძის 2018 წლის 26 იანვრის №19/01180262922-01 ადმინისტრაციული
საჩივარი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- მარინე გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის 2018 წლის 26 იანვრის
№19/01180262922-01 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 123-125);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის №337 ბრძანება
მარინე გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის ადმინისტრაციული
საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ს.ფ. 37-40).

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის,


სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად,
სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მარინე გოგოჭურის სარჩელი
უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს


ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის

6
პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23.1
მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი


ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან
ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება
მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ძველი


თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02-224
განკარგულება, საკუთრების უფლების მოწმობა და ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის №337 ბრძანება მარინე
გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის ადმინისტრაციული საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის
განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ
შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების დებულებებთან.

7.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის


მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის №337 ბრძანების ბათილად
ცნობა, რომლითაც მარინე გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის
ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. სასამართლო
მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად,
ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-

7
სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან
ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი


განმარტავს, თუ რა იგულისხმება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობაში. კერძოდ, მითითებული მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი,
დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან
ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მისთვის 2018 წლის 15 იანვარს გახდა


ცნობილი, რომ დგებუაძის ქ. №2-ში, ბინათმესაკუთრეთა საერთო ფართებიდან,
ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07 ოქტომბრის №02-224
განკარგულებითა და №02-224 საკუთრების უფლების მოწმობით მოხდა მათი
ფართების უკანონო გადაცემა მოქალაქე გიორგი პიპინაშვილზე, აღნიშნული
აქტები კი ჩაბარდა 2018 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს მიერ.

შესაბამისად, იმისათვის, რომ გავარკვიოთ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული


საჩივარი წარდგენილია თუ არა ვადაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ
როდის მოხდა მისთვის გასაჩივრებული განკარგულებისა და საკუთრების
უფლების მოწმობის გადაცემა.

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული


კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება
აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის
მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 28 ივლისს მარინე


გოგოჭურის მიერ თეა გოგოჭურისა და გიორგი ვაჭარაძის სახელზე გაცემული,
კანონის შესაბამისად შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული
მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგ. ნომერი: №170855611; იხ. ს.ფ. 155-
156), რომლითაც მარინე გოგოჭურმა მათ მიანიჭა უფლებამოსილება ერთად ან
ცალ-ცალკე იყვნენ მისი წარმომადგენლები საჯარო და კერძო სამართლის
იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, მათ შორის ქ. თბილისის მერიაში და
მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურებში. არქიტექტურის სამსახურში, საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ყველა არქივში; სანოტარო ბიუროში; ბმა „ჩვენი
ეზო 2010“-ის კრებებზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ნებისმიერი
საკითხის გადაწყვეტაზე ხმის მიცემის უფლებით; დაარეგისტრირონ მისი
საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (სათავსოებზე) მდებარე მის: თბილისი ო.
დგებუაძის ქ.N2-ში. შეიტანონ განცხადებები, შეაგროვონ და მიიღონ საბუთები

8
(ნებისმიერი სახის ნებართვა) და სხვა.

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ თეა გოგოჭურმა 2017 წლის 10


აგვისტოს №19/01172222259-33 განცხადებით მიმართა ჩუღურეთის რაიონის
გამგეობას და მოითხოვა იმ ორდერის დამოწმებული ასლის გადაცემა, რომლის
საფუძველზეც გაიცა №02/224 განკარგულება და №02/224 საკუთრების უფლების
მოწმობა. აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, თეა გოგოჭურის მიერ
დანართის სახით ასევე წარდგენილ იქნა ძველი თბილისის რაიონის
გამგეობის 2010 წლის 7 ოქტომბრის №02/224 საკუთრების უფლების
მოწმობა (ს.ფ. 295-297).

დადგენილია ასევე, რომ თეა გოგოჭურმა 2017 წლის 21 აგვისტოს


№19/01172331829-38 განცხადებით მიმართა მთაწმინდის რაიონის გამგეობას და
მოითხოვა იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლების გადაცემა, რომლის
საფუძველზეც გაიცა ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 07
ოქტომბრის №02/224 განკარგულება და №02/224 საკუთრების უფლების მოწმობა.
აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, თეა გოგოჭურის მიერ დანართის
სახით ასევე წარდგენილ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010
წლის 7 ოქტომბრის №02/224 განკარგულება და №02/224 საკუთრების
უფლების მოწმობა (ს.ფ. 148-151).

თეა გოგოჭურმა 2017 წლის 05 სექტემბერს კვლავ მიმართა განცხადებით


მთაწმინდის რაიონის გამგეობას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რა
სამართლებრივი საფუძველი ედო №02/224 განკარგულებას და რა ნორმატიული
აქტით გაიცა ეს დოკუმენტი. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ
განცხადებას თან ერთვოდა №02/224 განკარგულება (ს.ფ. 152-154). 2017
წლის 06 და 19 სექტემბერს კი თეა გოგოჭურმა მთაწმინდის რაიონის გამგეობას
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე მითითებით
მოსთხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე გაიცა №02/224
განკარგულება (ს.ფ. 46-49).

2017 წლის 09 ნოემბერს თეა გოგოჭურის მიერ მთაწმინდის რაიონის


გამგეობაში წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა იმ
ინფორმაციის და დოკუმენტების გადაცემა, თუ რის საფუძველზე გადაეცა გოგა
პიპინაშვილს სადავო ფართები. ამავე განცხადებაში მიუთითა, რომ
განცხადებას ურთავდა შემდეგ დოკუმენტებს: 02/224 განკარგულებას;
საკუთრების მოწმობას 02/244; ორდერს N10179 13IV1965წ; საბინაო საექსპლ.
კანტორის ცნობას პ/1 18.01.82; განკარგულებას 642 06.09.91წ (ს.ფ. 50-53).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული


ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად ადასტურებს, რომ თეა გოგოჭურს,
რომელიც უკვე 2017 წლის 28 ივლისიდან იყო აღჭურვილი მარინე გოგოჭურის
წარმომადგენლობის უფლებამოსილებით და რომელიც ასევე წარმოადგენს

9
მოსარჩელის შვილს, ზემოაღნიშნული სადავო აქტები გადაცემული ჰქონდა და
იგი გაცნობილი იყო მათ შინაარს 2017 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, რაც
ასევე ნიშნავს აღნიშნული აქტები კანონით დადგენილი წესით გაცნობილი და
ჩაბარებული ჰქონდა მის მარწმუნებელს მარინე გოგოჭურს. შესაბამისად, ის
გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებები წარდგენილი იყო მხოლოდ თეა
გოგოჭურის სახელით და მათში არ აფიქსირებდა, რომ იგი მოქმედებდა მარინე
გოგოჭურის სახელით (იხ. სხდომის ოქმი), ვერ გამოდგება ზემოაღნიშნული
პრეზუმფციის გამაბათილებელ გარემოებად, იქიდან გამომდინარეც, რომ
აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი წარმოდგენილია
მხოლოდ მარინე გოგოჭურის სახელით და არ იკვეთება თეა გოგოჭურის პირადი
ინტერესი მოცემული დავის მიმართ. ამასთან საყურადღებოა, რომ
წარმოდგენილი სარჩელით სწორედ იმ ფართების გოგა პიპინაშვილისთვის
გადაცემას ხდის სადავოდ მოსარჩელე, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამდა და
წარდგენილ განცხადებებში აპროტესტებდა თეა გოგოჭური.

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ


ვინაიდან ზუსტად ვერ დგინდება საჩივრის ავტორის წარმომადგენლისათვის
სადავო აქტის გადაცემის თარიღი, მაგრამ ცალსახად დადგენილია, რომ თეა
გოგოჭური და შესაბამისად მარინე გოგოჭური 2017 წლის აგვისტოს
მდგომარეობით გაცნობილი იყვნენ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, სადავო აქტების კანონით
განსაზღვრული გასაჩივრების ვადის ათვლა, სწორედ აგვისტოდან უნდა
განხორციელდეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი


ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს
ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010
წლის 7 ოქტომბრის №02/224 განკარგულებისა და №02/224 საკუთრების უფლების
მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით მარინე გოგოჭურის წარმომადგენელმა
გიორგი ვაჭარაძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში
№19/01180262922-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა 2018 წლის 26
იანვარს, საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულ იქნა ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთ თვიანი
ვადა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ამასთან, საყურადღებოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსარჩელისათვის
სადავო აქტების გასაჩივრების ვადა ათვლილი იქნება 2017 წლის 09 ნოემბრიდან,
რა დროისთვისაც ასევე უდავოდ დასტურდება თეა გოგოჭურის ხელთ სადავო
აქტების არსებობის ფაქტი (იხ. ს.ფ. 50-51) მოსარჩელის მიერ მაინც გაშვებულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით
დადგენილი ერთ თვიანი ვადა.

10
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს
კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე
ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის
ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით
მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული
უფლებამოსილების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის
გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ


ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი
მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და
ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება
მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის
შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და
ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად
შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის


პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ
სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ
ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს
ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში


ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც
შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

11
კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება
კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის
კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად
ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის
32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ
სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის
დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში
მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო


მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები,
რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ
პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის
შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი
გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.


თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის №337 ბრძანება
მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და
არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით
გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის
მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და
წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ
სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა
მოპასუხისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების თაობაზე.

7.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ძველი თბილისის რაიონის გამგეობის


2010 წლის 07 ოქტომბრის №02-224 განკარგულებისა და საკუთრების უფლების
მოწმობის (გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო
განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიას ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, აღნიშნულ
სადავო აქტებზე არსებითად არ უმსჯელია და მარინე გოგოჭურის
წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა
განუხილველად, ასევე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად
იქნა მიჩნეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის
№337 ბრძანება მარინე გოგოჭურის წარმომადგენლის გიორგი ვაჭარაძის

12
ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე,
სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს
განკარგულებისა და საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებაზე.

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2


ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მარინე გოგოჭურის
სარჩელზე თეა გოგოჭურის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100
ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული


საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე,
248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მარინე გოგოჭურის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს


სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული


გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე
თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე
თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი

13

You might also like