You are on page 1of 6

საქმე №2ბ/96-12

გ ა ნჩინ ე ბ ა
საქართველოს სახელით

06 მარტი, 2012 წ ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ირაკლი ადეიშვილი


მოსამართლეები _ თინათინ ეცადაშვილი
გოდერძი გიორგიშვილი

სხდომის მდივანი _ თეონა პაპუაშვილი

აპელანტები – ლ. პ., ნ. პ.

წარმომადგენელი _ ქ. მ.

მოწინაღმდეგე მხარე _ ლ. მ.

წარმომადგენელი - პ. ს.

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო


საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო


სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

1
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29


ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლ. მ.-ს, ლ. პ.-
ს და ნ. პ. საზიარო უფლება ქონებაზე, მდებარე – ქალაქი თბილისი, ქ. წ. მ. №X,
ბინა №XX, ფართი 77.08 კვ.მ, საკადასტრო კოდი №XXXXXXXXXX საზიარო საგნის
რეალიზაციით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეებს შორის წილების
შესაბამისად, ამონაგები თანხის 1/4 ნაწილი გადაეცა ლ. მ.-ს, თანხის 2/4 ნაწილი
გადაეცა ლ. პ.-ს და თანხის 1/4 ნაწილი გადაეცა ნ. პ.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული


ბიუროს“ 2011 წლის №010613-2011/03 საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის თანახმად,
ფართის იზოლირებულად გამოყოფა შეუძლებელია.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ.თბილისი, ქ. წ. მ. №X, ბინა №XX, საჯარო


რეესტრის მონაცემებით 1/4 ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ლ.
მ.-ს სახელზე, 2/4 ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ლ. პ.-ს
სახელზე, ხოლო 1/4¼ ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ნ. პ.
სახელზე.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების
გაუქმება.

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება
საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და
ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე
უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები.

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა


შეუძლებელია, მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე
მუხლზე მითითება კი საფუძვლიანი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი
უნდა დაკმაყოფილებულიყო და საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო საზიარო
საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით წილების პროპორციულად. კერძოდ,

2
ამონაგები თანხის 1/4 ნაწილი უნდა გადაეცეს ლ. მ.-ს, თანხის 2/4 ნაწილი უნდა
გადაეცეს ლ. პ.-ს და თანხის 1/4 ნაწილი უნდა გადაეცეს ნ. პ.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ
ლ. მ.-ს მიერ საცხოვრებელი ბინის ¼ ნაწილი შეძენილი იქნა აუქციონზე, 14 266 ლარად.
მოპასუხეთა მიერ წარდგენილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურის
შემფასებლის არჩილ სალუქვაძის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, საზიარო
უძრავი ქონების საბაზრო ფასი განსაზღვრულია 113 000 ლარით. ამდენად ლ. მ.-ს წილის
საბაზრო ღირებულება შეადგენს - 28 200 ლარს, ხოლო აპელანტის მიერ მისთვის
შეთავაზებული იყო - 30 000 ლარი.

სამართლებრივი საფუძვლები

3.2. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964.1 მუხლი.

აპელანტები არ არიან წინააღმდეგნი, რომ გაუქმდეს საზიარო უფლება საცხოვრებელ


ბინაზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციით და
ამონაგების განაწილებით, არამედ მათ მიერ ლ. მ.-სთვის მისი კუთვნილი წილის
კომპენსაციის გადახდის გზით.

3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ


საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი,
რომელთა საფუძველზეც ლ. მ.-ს მიერ საზიარო უფლების გაუქმება, ბინის აუქციონზე
რეალიზაციისა და ამონაგების განაწილების გზით, არის უფლების ბოროტად გამოყენება
და საკუთრების როგორც აბსოლიტური უფლების შელახვა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის


საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა,
მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ლ. პ.-ს და ნ. პ. სააპელაციო საჩივარი
არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის
ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე
ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო
ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

3
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ლ. პ.-ს და ნ. პ.
სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული
გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე
მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“


ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის
სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ
საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო


საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე,
ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად
სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო
ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის
ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმის


თაობაზე, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა,
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964.1 მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


,,თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო
საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების
განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების
იძულებით გაყიდვის წესები’’.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ.თბილისი, ქ.


წ. მ. №X, ბინა №XX, საჯარო რეესტრის მონაცემებით 1/4 ნაწილი საკუთრების
უფლებით ირიცხება მოსარჩელე ლ. მ.-ს სახელზე, 2/4 ნაწილი საკუთრების
უფლებით ირიცხება მოპასუხე ლ. პ.-ს სახელზე, ხოლო 1/4¼ ნაწილი საკუთრების
უფლებით ირიცხება მოპასუხე ნ. პ. სახელზე. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის №010613-2011/03
საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ფართის
იზოლირებულად გამოყოფა შეუძლებელია.

ამდენად, პალატა თვლის, რომ ვინაიდან, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა


შეუძლებელი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 964-ე მუხლზე მითითებით სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა
დაკმაყოფილებულიყო და საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო საზიარო საგნის
გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით წილების პროპორციულად.

4
რაც შეეხება აპელანტების მითითებას იმის შესახებ, რომ არ არიან წინააღმდეგნი საზიარო
უფლების გაუქმების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა საზიარო საგნის აუქციონზე
რეალიზაციით და ამონაგების განაწილებით, არამედ, მათ მიერ ლ. მ.-სთვის მისი
კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის გზით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმებას
მხოლოდ საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. ხოლო, რაც შეეხება
საზიარო უფლების გაუქმებას თანაზიარი მესაკუთრისათვის მისი კუთვნილი წილის
კომპენსაციით გადახდის გზით, პალატა თვლის, რომ აღნიშნული სახით საზიარო
უფლების გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს. ასეთი მეთოდით საზიარო უფლების
გაუქმება წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების საგანს, რომლის მიუღწევლობის
შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაავალოს მხარეს მისი კუთვნილი
წილი განკარგოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის სასარგებლოდ.

4.2. სამოქალაქო საქმეთა პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის
თაობაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა,
კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 170-ე
მუხლი, რომელთა საფუძველზეც ლ. მ.-ს მიერ საზიარო უფლების გაუქმება, ბინის
აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგების განაწილების გზით, არის უფლების ბოროტად
გამოყენება და საკუთრების როგორც აბსოლიტური უფლების შელახვა.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი აბზაცის


თანახმად, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია’’.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, ,,1. მესაკუთრეს შეუძლია,
კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში
თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა
მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან
სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების
ბოროტად გამოყენებას. 2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით
ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის
გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების
აუცილებლობა გაუმართლებელია’’.

პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ბოროტად


გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც, 1. არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის
ინტერესის უპირატესობა და 2. მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართელებლია.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ზემოაღნიშნული არც ერთი პირობა. კერძოდ,


კანონი მესაკუთრეს უფლებას ანიჭებს გააუქმოს საზიარო უფლება (სამოქალაქო
კოდექსის 961-ე მუხლი და 964-ე მუხლი). ამდენად, გამოკვეთილია მისი ინტერესი
ისარგებლოს თავისი საკუთრებით. ამასთან, გამართლებულია მისი მოქმედების
აუცილებლობა, ვინაიდან, საზიარო უფლების შენარჩუნება არღვევს მისი საკუთრების
უფლებას, რადგან იგი ვერ სარგებლობს მის სახელზე რიცხული ¼-ით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. პ.-ს
და ნ. პ. სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად,
უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა


გადახდილი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. პ.-ს და ნ. პ. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს


სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21
დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების


გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი,
ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20
და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში
და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა
დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა
დაუშვებელია.

თავმჯდომარე: ირაკლი ადეიშვილი

მოსამართლეები: თინათინ ეცადაშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

You might also like