You are on page 1of 10

უზენაესის გადაწყვეტილება

• ლექტორი: ქეთი ზანდუკელი 

• სალექციო კურსი: საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი

• სტუდენტი: ნინი კაპანაძე


• საქმის განხილვის ფორმა- ზპირი მოსმენის გარეშე
• Კასატორი- ოლგა
• მოწინააღმდეგე მხარე- გურამი
• გასაჩივრებული გადაწყვეტილება- ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის
31 მარტის გადაწყვეტილება
• კასატორის მოთხოვნა- გასაჩივრებული
გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის
სრულად დაკმაყოფილება
• დავის საგანი- თანამესაკუთრედ აღიარება,
ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ
ბათილად ცნობა, სავალდებულო წილის მიკუთვნება
აღწერილობითი ნაწილი 
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა და
მოითხოვა თანამესაკუთრედ
აღიარება, ანდერძისმიერი
სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ
ბათილად ცნობა, სავალდებულო
წილის მიკუთვნება. 
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება
2013 წლის
Პირველმა ინსტანციამ ოლგა ჩათვალა სავალდებულო
წილის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტად, რადგან იგი
წლები ცხოვრობდა ქ. ბათუმში არსებულ ბათუმის ქუჩაზე
მდებარე N11 ბინაში და იგი ფაქტობრივად დაეუფლა მამის
სამკვიდროს 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
(მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება,
როდესაც იგი სანოტარო ორგანოშ შეიტანს განაცხადს
სმკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტტობრივად შეუდგება
სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ
მან სამკვიდრო მიიღო). 
• მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის
გადაწყვეტილებით ოლგას სარჩელი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა ოლგას მიერ აწ
გარდაცვლილ მამის ნოდარის დანაშთი სამკვიდრო ქონების
ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ფაქტი,
ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 4
თებერვალს გურამის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი
სამემკვიდრეო უფლების მოწმობა, ოლგა ცნობილ
იქნა ნოდარის დანაშთი სამკვიდროს ქონების, 1/2 ნაწილის 1/6-
ის მემკვიდრედ, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა
საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში.  
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი
გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით
იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე
მუხლით და რადგანაც მხარეთა შორის
ურთიერთობები წარმოშობილი იყო როგორც 1997
წლის 25 ნოემბრამდე, ისე, მას შემდეგ, მიიჩნია,
რომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი
შეფასებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო,
როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი
სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის
რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
მუხლი 1507
• 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე,
რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
• 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო
კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997
წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების
მიმართ.
• 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული
ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების
მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის
ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი
უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება
• საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას მამის
სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიკუთვნებაზე უარის
არასწორად თქმის შესახებ და თვლის, რომ ამ ნაწილში
გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი,
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი,
კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე,
ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი
ურთიერთობების მიმართ მათი წარმოშობის დროს მოქმედი
კანონმდებლობის გამოყენებას ითვალისწინებს.
• თვლის რომ დავა ახალი კოდექსის ნორმებით უნდა
გადაწყვეტილიყო.
• საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მამის სამკვიდროდან ო. დ-ას სავალდებულო
წილი უნდა განისაზღვროს ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე სადავო ქონების 1/12-
ით და კასატორს სულ უნდა მიეკუთვნოს მოპასუხის სახელზე რიცხული
სახლთმფლობელობის 1/3 (1/4+1/12).
•  1. ოლგას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
• 2.  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31
მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
• 2.2 ოლგას სარჩელი მამის ნოდარის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების
თაობაზე დაკმაყოფილდეს.
• 2.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი გ. დ-ას სახელზე გაცემული
კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
• 2.3. ოლგა ცნობილ იქნას ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე გ. დ-ას სახელზე
რიცხული სახლთმფლობელობის (ს/კ N05.08.27.007) 1/3-ის (1/12+1/4) მესაკუთრედ.
• 2.4. ოლგას სარჩელი ეკას მიერ ნოდარის სამკვიდროდან სავალდებულო წილის
მიღებისა და ამ წილის ½-ის მესაკუთრედ ოლგას ცნობის თაობაზე არ
დაკმაყოფილდეს.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like