You are on page 1of 8

სასამართლო გადაწყვეტილების განხილვა

საქმე №ას-915-2020
31 მარტი, 2021 წელი, თბილისი
ქორწინების ბათილობა

საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

ირაკლი ნადირაძე
irakli.nadiradze.2@iliauni.edu.ge
15/11/2023
მხარეები და დავის საგანი

 კასატორი - ვანო (მოსარჩელე)


 მოწინააღმდეგე მხარე - თეონა (მოპასუხე)
 გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება
 კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების
მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
 დავის საგანი - ქორწინების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები

 მოსარჩელე ვანო და მოპასუხე თეონა ოფიციალურად დაქორწინდნენ 2009 წლის 12 ოქტომბერს


 ვანო ამ ქორწინების რეგისტრაციის დროს უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში ლიკა-სთან 1993
წლიდან, რომელიც შეწყდა განქორწინებით 2013 წლის 16 აგვისტოს
 2019 წლის 29 ივლისს ვანომ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მასსა და თეონას შორის
რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა
 მოპასუხემ განმარტა რომ არ იცოდა მოსარჩელისა და მისი ყოფილი მეუღლის ქორწინების
შესახებ. განმარტა ისიც რომ აღარ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან
ვანოს ყოფილი მეუღლე გარდაცვლილია და არც ქორწინება აღარ არსებობს
 2019 წლის 17 დეკემბერს, სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა
სსკ 1106-ე, 1120-ე, 1122-ე, 1140-ე და 1143-ე მუხლებზე დაყრდნობით
სააპელაციო სასამართლოს განმარტება

 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული


გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით
 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 23 ივნისს
სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და განმარტა რომ:
 არსებობდა ქორწინების ბათილობის საფუძველი, სხვა ქორწინებაში ყოფნა (1120.1.ა, 1143.1) მაგრამ
უკვე სახეზე აღარ არის ქორწინების დამაბროკლებელი გარემოება, წინა ქორწინება უკვე 7 წელია
რაც შეწყდა (1143.2)
 საქმის მასალების მიხედვით მოპასუხე და მოსარჩელე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ
 მოპასუხემ არ იცოდა აპელანტის პირველი ქორწინების შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე)
 შედეგად: 2013 წლის 16 აგვისტოდან ნამდვილი იყო მხარეთა ქორწინება
საკასაციო სასამართლო

 აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა


 კასატორის მითითებით, არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის
ქორწინების რეგისტრაციისას, არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, მხარეთა
ქორწინება ისე გაფორმდა, რომ 1993 წლის 18 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი
არ იყო
 საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით
ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა
 კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით
არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)
 მას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მოპასუხე 2009 წლის 12 ოქტომბერს ინფორმირებული
იყო იმ გარემოების შესახებ, რომელიც კრძალავდა ქორწინების შესაძლებლობას
 საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა
ქორწინება 2013 წლის 16 აგვისტოდან ნამდვილია
 საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის
განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის
თვალსაზრისით
 სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით
 გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი
პრაქტიკისაგან
 სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. არ არსებობს საკასაციო საჩივრის
დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი
საკვანძო მუხლები
მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი
1. დაქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან
მუხლი 1140. ქორწინების ბათილობის საფუძველი
1. ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით
დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას
2. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ
მუხლი 1141. ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია
თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი იმ გარემოების შესახებ ,
რომელიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია, ქორწინება წყდება სასამართლოში ამ
გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ
სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება.
მუხლი 1143. ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო
2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები,
სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან.
გამოყენებული რესურსები

 სუსგ: №ას-915-2020 https://supremecourt.ge/ka/fullcase/66101/1


 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 2023
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 2023
 რუსიაშვილი გიორგი და სხვ. 2021. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი VII

You might also like