You are on page 1of 4

საოჯახო-მემკვიდრეობის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა

(ფინალური გამოცდა)

სტუდენტი: ვასილი ზარანდია


ჯგუფი: 707950 B

კითხვები:

1. ქორწინების ბათილობის საფუძვლები.

ქორწინების ბათილობა გულისხმობს ქორწინების აქტის არ არსებობას


დადების მომენტიდანვე (რაც განსხვავდება სამართლებრივი შედეგებით
ქორწინების შეწყვეტისაგან) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
ითვალისწინების ქორწინების ბათილობის რამდენიმე საფუძველს, კერძოდ
იმისათვის რომ ქორწინება იქნეს ბათილად ცნობილი საჭიროა საქორწინო
ასაკის მიუღწევლობა (18 წლის ასაკი ან შეზღუდული ქმედუნარიანობის
შემთხვევაში მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობის არ არსებობა),
დასაქორწინებელი პირთა თანხმობის არ არსებობა რამეთუ ქორწინება უნდა
შედგეს მხარეების ნების და სურვილის გამოვლინებით. ქორწინება შეიძლება
ბათილად იქნას ცნობილი სხვა საფუძვლებითაც, გარკვეული
დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის გამო, მაგალითად პირები
რომლებიც გამოხატავენ ნებას დაქორწინდნენ იმყოფებიან სხვა პირებთან
სამოქალაქო (რეგისტრირებულ) ქორწინებაში (თუნდან ერთ-ერთი მხარე
იმყოფებოდეს), ასევე მხარეები წარმოადგენენ ბიოლოგიურ ან არაბიოლოგიურ
და-ძმას, არიან ნათესავები. სსკ-ი ასევე ითვალისწინებს ფიქტიურ
ქორწინებასაც ბათილობის საფუძვლად, როცა მხარეებმა გააფორმეს
რეგისტრირებული ქორწინება თუმცა მათი რეალური მიზანი არ
წარმაოდგენდა ოჯახის შექმას. ისეთ გარემოება, როცა მხარეებს შორის შედგა
ქორწინება, მაგრამ შემდგომ გამოიკვეთა გარემოება რომელიც იძლევა
ქორწინების ბათლობის საფუძლვეს და მხარეებს ქორწინებამდე რომ
სცოდნოდათ მათ შორის არ შედგებოდა სამოქალაქო ქორწინება ასევე არის
ბათილობის საფუძველი.
ქორწინების ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ
სასამართლოს მეშვეობით. კანონმდებელი, მიუხედავად იმისა, რომ
სრულწლოვანებამდე ქორწინებას ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს,
გამოყოფს შეზღუდულ ქმედუნარიანი პირთა ქორწინებას (ზემოთ აღნიშნული
გარემოება), რომლის დროსაც საჭიროა მზრუნველის წინასწარი წერილობით
თანხმობა. მიუხედავად ასეთი ქორწინების ნამდვილობისა, თუ
არასრულწლოვანი მეუღლის ინტერესი ილახება მას შეუძლია მოითხოვოს
ქორწინების ბათილობა (ასევე შეუძლია მეურვეს დდა აღმზრდელს).
ბათილი ქორწინება რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება ბათილად და
არ წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ
შედეგებს რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ქორწინების შეწყვეტით.
თუმცა სამოქალაქო კოდექსი ბათილობის დროს იცავს კეთილსინდისიერი
მეუღლის ინტერესს და განმარტავს, თუ კეთილსინდისიერ მეუღლეს მიადგა
ზიანი მიადგა აღნიშNული ქორწინებით< მას შეუძლია მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება.
2. უღირსი მემკვიდრე.

პირი, რომელიც საკუთარი ქმედებით განზრახ ცდილობა ხელი შეეშალა


მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების გამოვლინებაში, რის
საფუძველზეც ცდილობდა გარკვეული სარგებლის მიღებას (თავად უღირსი
მემკვიდრე ან მისი ახლობელი პირების სასარგებლოდ) , ასევე ჩაიდინა
განზრახი დანაშაული ან ამორალური ქმედება წარმაოდგენს უღირს
მემკვიდრეს და იგი ვერ იქნება ვერც კანონით და ვერც ანდერძის საფუძველზე
მემკვიდრე.
ასევე შესაძლებელია პირი უღრსად აღიარებული იქნეს სასამართლოს
მეშვეუბით იმ პირის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, ვისი ქონებრივი
შედეგებიც დამოკიდებულია აღნიშნულ უღირს მემკვიდრეზე (სხვა
მემკვიდრეები). შესაძლებელია ასევე მოხდეს უღირსი მემკვიდრის პატიება,
მაგრამ ამისათვის საჭიროა მამკვიდრებლის მიერ აშკარა ფორმით პატიების
გამოხატვა ანდერძის მეშვეობით (პატიების უკან წაღება დაუშვებელია).
კაზუსი 1. 

   ია ჩხეიძე გარდაიცვალა 2005 წლის 20 სექტემბერს საკუთარ სახლში თბილისში


დუმბაძის ქუჩა №8-ში, რომელშიც იგი ცხოვრობდა ძმებთან თამაზ და დავით
ჩხეიძეებთან ერთად.  მას დარჩა სამი მეორე რიგის მემკვიდრე ძმები დავით, თამაზი
და ლევან ჩხეიძეები. 2006 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა ლევან ჩხეიძეც, რომელმაც
ვერ მოასწრო დის სამკვიდრო ქონების მიღება. მას დარჩა ერთი პირველი რიგის
მემკვიდრე შვილი ნატა ჩხეიძე. ლევან ჩხეიძეს საკუთრებაში ჰქონდა 2 ოთახიანი ბინა
მდებარე ქ. ქუთაისში თავისუფლების №15-ში.  ნატა ჩხეიძე მამკვიდრებლის
გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ლევან ჩხეიძის ბინაში
ქუთაისში, სადაც ასევე ცხოვრობდა და გარდაიცვალა ლევან ჩხეიძეც.

 გარდაცვალებამდე, 2005 წლის სექტემბერს ლევან ჩხეიძემ შეადგინა სანოტარო


ფორმის  ანდერძი და საკუთარი ბინა მდებარე მდებარე ქ. ქუთაისში თავისუფლების
№15-ში. უანდერძა ძმებს დავით და თამაზ ჩხეიძეებს. 2005 წლის ოქტომბერს  კი
შეადგინა ახალი  სანოტარო ფორმის  ანდერძი, რომლითაც იგივე ქონება უანდერძა
შვილს – ნატა ჩხეიძეს.  ეს უკანასკნელი   ლევან ჩხეიძემ   1 ნოემბერს  სანოტარო
ორგანოში განცხადების შეტანით გააუქმა.

 2006 წლის 15 აპრილს ნატა ჩხეიძემ თბილისის სანოტარო ორგანოში შეიტანა


განცხადება მამისა და  მამიდის  სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით.

2006 წლის მაისში დავით და თამაზ ჩხეიძეებმა მიმართეს სასამართლოს ნატა ჩხეიძის
წინააღმდეგ და მოითხოვეს ლევან ჩხეიძის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ.
ქუთაისში თავისუფლების №15-ში ანდერძისმიერ მემკვიდრეებად და
მესაკუთრეებად ცნობა, ასევე დის ია ჩხეიძის მთელ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე 
თბილისში დუმბაძის ქუჩა №8-ში,  კანონისმიერ მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად
ცნობა, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ ია ჩხეიძის ერთადერთ 
მემკვიდრეებს და 2005 წლის სექტემბრის  ანდერძის შესაბამისად გარდაცვლილი
ძმის -- ლევან ჩხეიძის ანდერძისმიერ მემკვიდრეებსაც.

 ნატა ჩხეიძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მამის


სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში თავისუფლების №15-ში კანონისმიერ
მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და ასევე მამიდის ია ჩხეიძის სამკვიდრო
ქონებიდან 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა. 
გაყავით სამკვიდრო მემკვიდრეთა შორის და პასუხები დაასაბუთეთ.

ფაბულის მხიედვით, მამკვიდრებელ ია ჩხეიძეს გააჩნდა მხოლოდ და


მხოლოდ მე-2 ხაზის მემკვიდრეები (სსკ-ის 1336-ე მუხლი), აღნიშნული
მემკვიდრეების რაოდენობა შეადგენდა 3 (სამი). კაზუსში ასევე საუბარია ერთ-ერთი
კანონისმიერი მემკვიდრის გარდაცვალებაზე (კონკრეტუალად ლევანი) და
აღნიშნულია, რომ მის მიერ არ მომხდარა სამკვიდროს წილის მიღება. ლევანის
გარდაცვალების შემდეგ დარჩა ერთადერთი კანონისმიერი პირველი ხაზის
მემკვიდრე (სსკ-ის 1336-ე მუხლი) სახელად ნატა. კაზუსიდან სავარაუდოა, რომ ია
ჩხეიძის მემკვიდრეებს არ გაუშვიათ კანონით დაწესებული 6 თვიაი ვადა (სსკ-ის
1424-ე მუხლი), რადგან კაზუსში არ არის გამახვილებული ყურადღება მე-2 ხაზის
მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღება არ მიღების ფაქტზე.

You might also like