You are on page 1of 1

ქორწინება და კანონი

მარი როდონაია

„მუხლი 1108. საქორწინო ასაკი

1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.

2. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან


მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის
მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი
თანხმობით.

3. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების


შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ
პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია
სასამართლოს.“.

ქორწინება და ოჯახის შექმნა ისეთი რამეა, რაზეც ბევრი უნდა იფიქრო. ოჯახი არავითარ
შემთხვევაში არ უნდა შექმნა თუ ამისთვის მზად არ ხარ ფინანსურად ან ფსიქიკურად. ჩემი
აზრით ქორწინება ძალიან უაზრო რამეა, რატომ არ შეიძლება ორმა ადამიანმა ერთად
იცხოვრონ ქორწინების გარეშე? „ხალხი რას იტყვის?“. თუ ასე ძალიან გინდა დაქორწინება
ვინმეზე ამ ადამიანთან რაღაც პერიოდი მაინც უნდა იცხოვრო, იმიტომ რომ სანამ
ადამიანთან ერთად არ იცხოვრებ ბოლომდე ვერ გაიგებ რანაირია, ხალხი რას იტყვის კი ასე
ვთქვათ უნდა „დაიკიდო“. ხალხი ყოველთვის იტყვის რამეს გინდ კარგი გააკეთო გინდ
ცუდი ასე რომ ხალხის კრიტიკისთვის ყურადღების მიქცევა კარგს არავის არაფერს მოუტანს.
მე მაინც ვამჯობინებდი რომ ჯერ ჩემი ცხოვრება დამელაგებინა და ასე 30–35 წლის ასაკში
შემექმნა ოჯახი (რათქმაუნდა თუ შევქმნი)

ადრეული ქორწინება ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მითუმეტეს 21 საუკუნეში, როცა


ნამდვილად ბევრად იშვიათი გახდა ძალით დაქორწინება.

You might also like