You are on page 1of 2

ადრეული ქორწინება

ადრეული ქორწინება, ანუ ბავშვთა ქორწინება


გულისხმობს არაოფიციალურ ან ოფიციალურ
ქორწინებას, რომლის ერთ–ერთი ან ორივე მხარე
18 წელს მიუღწეველი პირია. უმეტესად
ადრეული ქორწინება ხდება გოგონებში, თუმცა

ზოგჯერ ამის მსხვერპლი მამაკაციც არის. ბოლო


მონაცემებით, მსოფლიოში ბავშვობის ასაკში 650
მილიონი გოგოა დაქორწინებული. ბავშვობის
ასაკში ქორწინება გოგოებს ართმევს ბავშვობას
და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას. გოგოები, რომლებიც 18
წლამდე ქორწინდებიან უფრო ხშირად
განიცდიან ოჯახში ძალადობას, ტოვებენ
სკოლას და ვერ იღებენ სრულფასოვან
განათლებას. ისინი ხშირად ოჯახისგან და
მეგობრებისგან იზოლირებული არიან.
ბავშვობის ასაკში დაქორწინებულთა შორის
ხშირია ადრეული ორსულობა და მშობიარობა.
ამ დროს მაღალია ორსულობისა და
მშობიარობის გართულების რისკი, როგორც
გოგოებისთვის, ასევე მათი
ჩვილებისთვის. ადრეულ ასაკში და 18 წლამდე
ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის
დაშვების გარეშე. საქართველოს
კანონმდებლობის მიხედვით ასევე ისჯება
სრულწლოვანი ადამიანის მიერ 16 წლამდე
ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება.

You might also like