You are on page 1of 2

სახელი,გვარი: თამარი ქაჩიბაია

ნაადრევი ქორწინება
შინაარსი

ნაადრევი ქორწინება ნიშნავს არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებას, რაც ძალიან


დიდ შეცდომას წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება.
ფსიქოლოგები გამოყოფენ რამოდენიმე მოტივს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში
ოჯახის შექმნის მიზეზი გახდეს: 1) ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება,
რომ საკითარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობს და სურს, ამ
გრძნობის კონპესაცია საკუთარი ოჯახის შექმნით მოახერხოს; 2) ახალგაზრდაზე
მშობლები ხშირად გამეტებულად ზრუნავენ. უფროსები მას აღიქვამენ და
ექცევიან, როგორც პატარა ბავშვს. ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას ამგვარი
მზრუნველობისგან გაქცევის სურვილით ხსნის; 3) არსებობს ფიზიკური ლტოლვა,
რომელსაც სიყვარულის გრძნობადი ურევენ; ( ნოზაძე 2013,). რა საჭიროა
ისწაებოდეს მშობლების მიერ ქორწინების მნიშვნელობა? პასუხი აშკარა რადგან
მოზარდები ამ ასაკში ვერ აცნობიერებენ ქორწინების მნიშვნელობას და მას
მარტივად აღიქვამენ და მისი შემდგომი ეტაპები არ აქვთ
გაცნობიერებული.მშობლები კი მათ უნდა დაეხმარონ ამის გაცნობიერებაში.
თემა მნიშვნელოვნად აქტუალურია, რადგან მკვლევარებმა ჩაატარეს კვლება
და აღმოჩნდა ომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა
მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებით და საქართველოში 20დან
24 წლამდე გოგონების 19% 18წლამდეა გათხოვილი. ასევე გარროდ მოსახლეობის
ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14
მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38000 ერთ დღეს, 13
გოგონა კი 30 წამში.
კვლევის მიზანია, რომ ნათლად წარმოაჩინოს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი
მხარეები და მნიშვნელობა საზოგადოებისთვის თუ ფატალური შედეგით
შეიძლება დასრულდეს ის. შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ რა იწვევს ამ
პრობლემებს და რა ფაქტორებია ამაში დამნაშავე.  კვლევა ასევე ემსახურება
აღმოაჩინოს რა ზიანს აყენებს ასეთი პრობლემები ბავშვის აზრობრივ
განვითარებას და მის გონებრივ ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე
კვლევა საშუალებას მოგვცემს მივიდეთ დასმული კითხვების პასუხებამდე.
 მოცემული საშინაო ნაშრომი დაეთმობა ძირითად პრობლემებს 10-18 წლის
მოზარდებში და ასევე თუ რა გზა შესაძლოა არსებობდეს მოცემული
პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ბიბლიოგრაფია
ნოზაძე, თეონა. 2013. ნაადრევი ქორწინების მიზეზი და შედეგები
http://www.ambioni.ge/naadrevi-qorwinebis-mizezi-da-sedegebi (11/06/2022)
ყარალიშვილი, ანა 2015. ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში
https://intermedia.ge/
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/59079-
%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%8
3%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/89/user:
%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%90%20%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A
%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A
%E1%83%98:show:channel (11/06/2022)

You might also like