You are on page 1of 8

ადრეულ ასაკში ქორწინება

მოამზადა: მარიამ
ბედენაშვილმა.
 რა არის ადრეულ ასაკში ქორწინება?

• ადრეულ ასაკში, ანუ ბავშვთა ქორწინება – გულისხმობს


ქორწინებას, რომლის ერთ–ერთი ან ორივე მხარე 18 წელს
მიუღწეველი პირია. ბავშვის უფლებათა კონვენციის
თანახმად, 18 წლამდე ასაკის ადამიანი ითვლება ბავშვად.
 რა პრობლემებს ქმნის ადრეული
ქორწინება?
• მსოფლიო მასშტაბით, ბავშვობის ასაკში ქორწინების მსხვერპლები უმეტესად გოგონები არიან,
თუმცა, ზოგჯერ, არასრულწლოვანი მამრობითი სქესისაა. არასრულწლოვანთა ქორწინება მიიჩნევა
იძულებით ქორწინებად, რადგან ერთ, ან ორივე მხარეს არ გაუკეთებია სრული, თავისუფალი
არჩევანი.

• ბავშვობის ასაკში ქორწინება გოგოებს ართმევს ბავშვობას და პირველ რიგში საფრთხეს უქმნის
მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
• გოგოები, რომლებიც 18 წლამდე ქორწინდებიან უფრო ხშირად განიცდიან ოჯახში ძალადობას,
ტოვებენ სკოლას და ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლეს
განათლებაზე. ისინი ხშირად ოჯახისგან და მეგობრებისგან იზოლირებული არიან. საზოგადოებრივ
ცხოვრებაში უმნიშვნელო მონაწილეობით მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობა
ზიანდება.

• ბავშვობის ასაკში დაქორწინებულთა შორის ხშირია ადრეული ორსულობა და მშობიარობა. ამ


დროს მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულების რისკი, როგორც გოგოებისთვის,
ასევე მათი ჩვილებისთვის.

• გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით ორსულ მოზარდებს შორის მაღალია ავადობის


რისკები, ამასთან მაღალია ჩვილ ბავშვთა მდგომარეობის გართულებაც.
ოჯახის ღირსების
დაცვაზე ზრუნვა
 სიღარიბე

ადრეული ქორწინების
მიზეზები
 გაუნათლებლობა

გენდერული
უთანასწორობა
• 15-19 წლის მოზარდ გოგონათა შორის მშობიარობის გართულებების გამო გარდაცვალების
ალბათობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე 20-24 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, უფრო
ადრეულ ასაკში ორსულობის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება; ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მონაცემებით (2017 წ.) გლობალურად, ორსულობის გართულებები 15-19 წლის
გოგონათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. მოზარდ ასაკში ორსულობა და დედობა
განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ ასაკის გოგონებს უჭირთ ბავშვისა და საკუთარ
ჯანმრთელობაზე ზრუნვა“.

You might also like