You are on page 1of 23

II თავი Bonne Chance !!!!!!

1. რა გულისხმობს ბავშვთა დაცვა?


 დაცული გარემოს შექმნა, რომელშიც ბავშვები თავისუფალნი არიან ძალადობისაგან,
ექსპლოატაციისაგან, მშობლებისგანდაშორებისგან. გარემო, რომელშიც, პოლიტიკა,
კანონები, მომსახურებები, პრაქტიკა ამცირებს ბავშვის მოწყვლადობას და პასუხობს
ცნობილ რისკ-ფაქტორებს!
 ბავშვზე ძალადობისპრევენცია და ასეთის არსებობის შემთხვევაში მასზე რეაგირება
2. რას გულისხმობს ბავშვზე ძალადობა და ბავშვზე ძალადობის რა ფორმები არსებობს?
ბავშვზე ძალადობა(ან არაღირსეული მოპყრობა) მოიცავს ფიზიკური და/ან
ემოციურიზიანის მომტანი მოპყრობის, სექსუალური ძალადობის, უგულებელყოფის,
კომერციული თუ სხვა სახის ექსპლოატაციისრომელიმე ან ყველა ფორმას, რაც რეალურ
ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, განვითარებასა
თუ ღირსებას.
3. ფიზიკური ძალადობა
ბავშვისათვის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიყენებულიფიზიკურ ზიანი,
(განზრახ ან უნებლიედ განხორციელებული), რომელიც საფრთხეს უქმნის მის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
4. ფიზიკური ძალადობა-ქართული კანონმდებლობა
“ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა
ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის და
განვითარების მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა,
რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს”
5. ფსიქოლოგიური ძალადობა
ბავშვის ღირსების შემლახველი ნებისმიერი ქმედება, რომელიც რეგულარულ ხასიათს
ატარებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობასა და
განვითარებას.
6. ფსიქოლოგიური ძალადობა-ქართული კანონმდებლობა
შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს
ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას და რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას
ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

7. სექსუალური ძალადობა
ბავშვზე განხორციელებული ნებისმიერი სახის სექსუალური ქმედება, რომელიც არ
შეეფერება მის ასაკსა და განვითარების დონეს.
8. სექსუალური ძალადობა-ადგილობრივი კანონმდებლობა
ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის
უმწეობის გამოყენებით; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი
ქმედება ბავშვის მონაწილეობით.

9. უგულებელყოფა
ბავშვის სასიცოცხლო საჭიროებების დაუკმაყოფილება, შესაბამისი შესაძლებლობების,
ცოდნის, და მომსახურებების წვდომის არსებობის მიუხედავად.
(ქართულკანონმდებლობითგანმარტებულიარარის!)
10. კომერციული ექსპლოატაცია
კომერციული ექსპლოატაცია არის ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც ბავშვს
აიძულებს, მიიღოს მონაწილეობა შრომით საქმიანობაში სხვების საკეთილდღეოდ,
რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ ჯამნრთელობას, ფსიქო-ემოციურ
მდგომარეობას, განათლების შესაძლებლობას, კეთილდღეობასა და ჯანსაღ
განვითარებას.
11. სექსუალური ექსპლოატაცია
სექსუალური ექსპლოატაცია გულისხმობს სარგებლობას ბავშვის მოწყვლადობით,
ნდობითა და ძალაუფლების კონტროლის ნაკლებობით, რათა მოხდეს ბავშვის გამოყენება
სექსუალურ საქმიანობაში შემოსვლის მიღების მიზნით.
12. იძულება-ქართული კანონმდებლობა
ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს
მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა
საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
13. 82 % მოსახლეობისაცხადებს, რომძალადობაპრობლემაა, რომელიცუნდააღმოიხვრას,
თუმცა, ამავდროულად მოსახლეობის 60 % მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა
დისციპლინარული ზომაა.
14. საქართველოში იციან, თუ რა არის ძალადობა, განსაკუთრებით ფიზიკური და
სექსუალური ძალადობის შემთხვევაში. მართალია
15. ბავშვთა ძალადობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების წილი დაბალია
საქართველოში. მაღალია
16. განათლება დადებით ზემოქმედებას ახდენს პიროვნების დამოკიდებულებაზე
ძალადობის მიმართ. მართალია
17. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი
დისციპლინარული მეთოდების გამოყენება, არაძალადობრივ მეთოდებთან შეფარებით
უფრო ცუდ შედეგს იძლევა. კარგ შედეგს იძლევა
18. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ “უფლებამოსილ
ორგანოებს”ოჯახის საქმეებში ჩარევა შეუძლიათ, მაშინაც კი, როდესაც ოჯახში შესაძლოა
ძალადობას ჰქონდეს ადგილი. თავშეკავებით ეკიდება იდეას.
19. საქართველოში მოსახლეობის 90 %-ზე მეტს არ სჯერა, რომ ბავშვებზე სექსუალური
ძალადობის ჩამდენი პირები შეიძლება იყვნენ მშობლები ან ოჯახის წევრები. უმეტესობა
ფიქრობს, რომ ასეთი დანაშაული შეიძლება ჩაიდინონ ნაცნობებმა, ოჯახის მეგობრებმა
და უცხო პირებმა. სჯერა
20. საქართველოში მოსახლეობას სჯერა, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის
ჩამდენი პირების წინააღმდეგ უნდა აღიძრას სასამართლო საქმე, ხოლო რეაბილიტაცია
რეკომენდირებულია იმათ მიმართ, ვინც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა
ჩაიდინა ან ბავშვების ინტერესები უგულებელყო. მართალია!
21. საზოგადოება მიიჩნევს, რომ პოლიცია უნდა ჩაერთოს ფიზიკური და სექსუალური
ძალადობის შემთხვევაში, ხოლო სოციალური მუშაკები უნდა რეაგირებდნენ
ფსიქოლოგიური ძალადობის ან ბავშვის უგულებელყოფის შემთხვევაში. მართალია!
22. ყოველმა მე-5 საქართველოს მოქალაქემ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს და ვის მიმართოს
როდესაც ძალადობის მოწმე გახდება. არიცის
23. როდესაც ადამიანმა იცის, რა უნდა გააკეთოს და ვის მიმართოს ძალადობის
შემთხვევაში, ის 80 %-ზე მეტი ალბათობით განაცხადებს პრობლემის არსებობის შესახებ.
მართალია!

III თავი
1. ადამიაინის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
 20-ესაუკუნე
 გლობალური(გაერო) და რეგიონალური დონე(მაგ. ევროპის საბჭო)
 ადამიანის უფლებათა ზოგადი საერთაშორისო ხელშეკრულებები:
•სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
•ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები
 ადამიანის უფლებათა სპეციალური საერთაშორისო ხელშეკრულებები:
•მაგ. ქალები, წამების წინააღმდეგ და სხვ.
•ბავშვები

2. ბავშვთა უფლებების წარმოშობა


1924წ.–ჟენევის დეკლარაცია(5 მუხლი)
1959წ.–ბავშვის უფლებათა დეკლარაცია(10 პრინციპი)
1979წ.–ბავშვის წელი: პოლონეთის ინიციატივა
1989წ.–გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია
•ძალაში შევიდა:1990 წლის2 სექტემბერს
•193 მონაწილე სახელმწიფო
•ორი ფაკულტატური ოქმი 2000წ., 2002წ.
•მესამე ფაკულტატური ოქმი 2011წ.
2014 წლის 20 ნოემბერი–25-ეწლისთავი

3. კონვენციის სხვადასხვა ფუნქცია


–სამართლებრივი ინსტრუმენტი
–სახელმძღვანელო ჩარჩო ეროვნული პოლიტიკისათვის, სოციალური
ცვლილებებისათვის და სხვ.
–ნორმატიული კონცეფცია ბავშვისა და ბავშვობის შესახებ

კონვენცია, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი


–სამართლებრივად სავალდებულო
–ჰოლისტური მიდგომა
–კონვენციის მუხლი41-ე
4. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია
•ბავშვი(კონვენციის მუხლი1-ლი):
–უფლებათა მატარებელი
–სპეციალურიდაცვა
–ოჯახის წევრი
•მშობლები(კონვენციის მუხლი18-ე):
–ბავშვის აღზრდის ძირითადი პასუხისმგებლობა
–სახელმწიფოს სპეციალური პასუხისმგებლობანი
–მშობელთა მდგომარეობა აბსოლუტური არარის
5. ზოგადი პრინციპები
•კონვენციის მუხლი2: დისკრიმინაციისდაუშვებლობა
•კონვენციის მუხლი3(1): ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი
•კონვენციის მუხლი6: სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება
•კონვენციის მუხლი12: უფლება მოუსმინონ
•კონვენციის მუხლი5 –ბავშვის განვითარების უნარები
6. კონვენციის შინაარსი
-3 „P“
-Protection-დაცვა
-Provision -უზრუნველყოფა
-Participation -მონაწილეობა
ზოგიერთი საკითხი:
-ბავშვთადაცვა/ ალტერნატიულიზრუნვა
•მუხლები9, 20, 21, 25 / გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ალტერნატიული ზრუნვის
შესახებ
-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
•მუხლები 40, 37; პეკინის წესები/ ჰავანას წესები/ რიადის სახელმძღვანელო პრინციპები

-ბავშვთა სპეციალური ჯგუფები:


•ლტოლვილი ბავშვები(22), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები(23), მკვიდრი
მოსახლეობის წარმომადგენელი ბავშვები (30), ბავშვები შეიარაღებულ კონფლიქტში(38),
ბავშვები პატიმრობაში(37), დაზარალებული ბავშვები(39).
7. მონიტორინგი და განხორციელება
-ზოგადი დაკვირვებანი
-გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი
-კონვენციის მუხლი მე-4: განხორციელება

8. საბჭოთა წყობილების მემკვიდრეობა


 დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებები და სკოლა პანსიონები;
 უფასო კვება, უფასო თავშესაფარი, და ზრუნვა;
 კოლექტიური ზრუნვის მოდელი;
 ბავშვების 90 % მეტი სიღარიბისა და მისგან წარმოქმნილი პრობლემების, შშმ-სა და
ადგილობრივ დონეზე ოჯახის მხარდამჭრი მომსახურების არარსებობის გამო მოხვდა –
სოციალურად ობოლი;
 ნაკლები –მშობლებით ობოლი.
9. ბავშვზე ზრუნვის მომსახურებები
ოჯახის დამხმარე: (ეხმარება ოჯახს
დღის განმავლობაში)
 დღის ცენტრი
 სათემო ცენტრი
 საკონსულტაციო მომსახურება
 პრევენცია/რეინტეგრაცია
 თავშესაფარი

ოჯახის ჩამნაცვლებელი: (ანაცვლებს ოჯახს დღე-ღამის განმავლობაში)

 მინდობითი აღზრდა
 მცირე საოჯახო ტიპის სახლი
 ბავშვთა სახლი
 გაშვილება

10. ბავშვზე ზრუნვის დაგეგმვა–სახელმწიფო ხედვა


 ოჯახის მხარდაჭერა
 მეურვეობა/მზრუნველობა
 გაშვილება
 მინდობითი აღზრდა
 მცირე საოჯახო ტიპის სახლი
 ბავშვთა სახლი X
11. ბავშვები–სიღარიბის მაღალი რისკი
 წელს ქვემოთ ბავშვების–სიღარიბის ზღვარს ქვემოთ!
 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში–მოიხმარს დღეში დაახლოებით 2
ლარს
 ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე (უმეტესად ქალი და ბავშვი)
განიცდის კვების დეფიციტს)

საქართველოში: უკიდურესი სიღარიებ –10 % ; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ –45 %

12. CRC -1994 წელი


13. სოციალური მუშაკის მთავარი როლები
•ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელება
•ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა ბავშვის ოჯახში შენარჩუნებისა და მათი
ძალადობისგან დაცვის მიზნით
•ბავშვთა დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისაგან
•ბავშვის ინტერესების დაცვა სასამართლოში
14. მშობელთა მოვალეობები ბავშვების მიმართ-6 ძირითადი მოვალეობა!
1.აღზრდა
2.რჩენა
3.განსაზღვრა, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა
4.შვილის ქონების მართვა და გამოყენება
5.ურთიერთობა შვილთან, ასევე, განსაზღვრა, შვილის მესამე პირთან ურთიერთობის
უფლების
6.შვილის კანონიერი წარმომადგენელი-განსაკუთრებულ რწმუნებათა გარეშე მესამე
პირთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში.

IV თავი
1. ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ეროვნული კვლევა
 ოჯახში:
ფიზიკური ძალადობა-54%,
ფსიქოლოგიური ძალადობა-59,1%,
სექსუალური ძალადობა-7,8%.
 ინსტიტუციაში:
ფიზიკური ძალადობა-71,1%,
ფსიქოლოგიური ძალადობა-61,5%,
სექსუალური ძალადობა-16,6%.
 სკოლაში:
ფიზიკური ძალადობა-47%,
ფსიქოლოგიური ძალადობა-47,5%,
სექსუალური ძალადობა-5,6%.

2. ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები:


 ფიზიკური ძალადობა
 ემოციური (ფსიქოლოგიური ძალადობა)
 სექსუალური ძალადობა
 უგულებელყოფა

3. ძალადობის გამომწვევი მიზეზები


 დაბალი კულტურა და განათლება
 მშობელთა ფსიქოლოგიური პრობლემები
 ალკოჰოლიზმი და ნარკომანია
 სიღარიბე
 ხშირი ოჯახური კონფლიქტები
 მშობლები, რომლებიც ბავშვობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი
 მშობელთა ასოციალურობა
4. როგორ ამოვიცნოთ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი
 მრავალრიცხოვანი სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები
 არ არსებობს განმარტება, თუ როგორ წარმოიქმნა ტრავმა
 შიშის რეაქცია სხვა ბავშვების ტირილზე
 ბავშვს არ გაეწია სათანადო დახმარება, ტრავმის მნიშვნელობა და შედეგები
გაუფასურებულია.
5. როგორ ამოვიცნოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი
 აკვიატებული ხასიათის სექსუალური თამაშები
 ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნა
 არ უყვარს თავის სხეული, ხშირად ამბობს, რომ მისი სხეული უშნოა, ბინძურია
 ენკოპრეზი, ენურეზი
 ეშინია სხვა ადამიანების თანდასწრებით გახდა
 ბავშვის ქცევა გამომწვევი, სექსუალური ხდება
 ეშინია გარკვეული სპეციფიკური ადგილების, როგორიცაა სააბაზანო ან საწოლი
 პერიოდული ღამის კოშმარები
 პასიურია, შებოჭილია
 ეშინია, გაურბის შეხებას. მოზრდილი ადამიანების შეხებისას `ქვავდება~
 უჭირს მეგობრების პოვნა

6. როგორ ამოვიცნოთ ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი


 მეტყველების დარღვევა
 ფსიქოსომატური ჩივილები-თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის
ტკივილი
 ძალზე დაბალი თვითშეფასება
 პასიურობა, უინიციატივობა
 ტყუილი
 დეპრესია
 მავნე ჩვევები
7. როგორ ამოვიცნოთ უგულებელყოფილი ბავშვი?
 ბავშვი ფიზიკურად სუსტად არის განვითარებული
 მოუწესრიგებელი გარეგნული იერსახე
 კბილებისა და პირისღრუს დაავადებები
 ბავშვი დაღლილი და აპატიურია, უძნელდება ყურადღების კონცენტრირება,
ეძინება, მუდმივად მშიერია
 არარეგულარულად დადის ბაღში/სკოლაში
 ბავშვი შეიმჩნევა წვრილმან ქურდობებში
 არა აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები
8. ქცევითი ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ოჯახშიან უახლოეს გარემოცვაში
ძალადობის სხვადასხვა სახის არსებობაზე
 ბავშვი ხდება გამოხატულად დამჯერე
 კარგავს იმ საქმიანობისადმი ინტერესს, რომელსაც ადრე სიამოვნებით აკეთებდა
 უნდობლობა ყველას მიმართ, მათ შორის ახლობლებთან.
 გაძლიერებული შიში ფიზიკური კონტაქტის მიმართ
 ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
 აკადემიური მოსწრების დაქვეითება
 სამედიცინო შემოწმების შიში
 ტანსაცმლის გამოცვლის შიში
 მადის დარღვევა
 ძილის პრობლემა
 ღამის შიშები, კოშმარები
9. მითები და რეალობა ოჯახში ძალადობის შესახებ
1)
 მითი: ქალები/ბავშვები თვითონ ახდენენ ოჯახში ძალადობის პროვოცირებას და
იმსახურებენ კიდეც ამას.
 რეალობა: არავინ იმსახურებს ძალადობას და შეურაცხყოფას. მოძალადე მაინც
ჩაიდენს ძალადობას იმის მიუხედავად, თუ როგორ მოიქცევა მსხვერპლი.
2)
 მითი: ძალადობის მსხვერპლ ქალებს ყოველთვის შეუძლიათ მიატოვონ მოძალადე.
 რეალობა: მოძალადესთან ურთიერთობის გაწყვეტის გზაზე ქალს ძალიან ბევრი
წინააღმდეგობა ექმნება.
3)
 მითი: მოძალადეები ყველას მიმართ აგრესიულები და უხეშები არიან.
 რეალობა: მოძალადეთა უმრავლესობას შეუძლია საკუთარი ქცევის კონტროლი და
ესმის, სად და ვის მიმართ შეუძლიათ აგრესიული ემოციების გამოვლენა.
4)
 მითი: ოჯახში მოძალადეები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
 რეალობა: ხშირად ადამიანი, რომელიც ოჯახში ძალადობას მიმართავს,
გარემომცველთათვის სასიამოვნო და სასურველი პიროვნებაა, აქტიურ და
წარმატებულ სოციალურ ცხოვრებას ეწევა.
5)
 მითი: ოჯახში ძალადობის მიზეზი არის ალკოჰოლი, ნარკოტიკები.
 რეალობა: ალკოჰოლი და ნარკოტიკები არაა ძალადობის მიზეზი. ბევრი არამსმელი
მამაკაცი სცემს თავის ცოლს./შვილს. ბევრი მსმელი მამაკაცი, რომელიც ცოლს/შვილს
სცემს, ძალადობას ალკოჰოლიზმისაგან განკურნების შემდეგაც აგრძელებს.
ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი მოძალადემ შეიძლება თავისი
საქციელის გასამართლებლად გამოიყენოს.
6)
 მითი: დღეს ოჯახში ძალადობა იშვიათი მოვლენაა. ის დარჩა წარსულში.
 რეალობა: ოჯახური ძალადობა ძალზე გავრცელებულია. ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა
სპეციალისტები თვიან, რომ ოჯახში ძალადობას ერთ-ერთი პირველი ადგილი
უჭირავს იმ დანაშაულებათა შორის, რომელთა შესახებ ინფორმაცია
სამართალდამცავ ორგანოებამდე იშვიათად მიდის.
7)
 მითი: ბავშვებს მამა სჭირდებათ და ქალმა ყველაფერი უნდა აიტანოს ოჯახის
შესანარჩუნებლად.
 რეალობა: უდავოდ, ბავშვებს დედაც სჭირდებათ და მამაც, მაგრამ ოჯახური
ძალადობის პირობებში მცხოვრები ბავშვები უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტრავმას
იღებენ, რომლის კორექციას შეიძლება წლები დასჭირდეს.

10. მითები და რეალობა ბავშვზე ძალადობის შესახებ


 მითი: თუ ბავშვი ერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი, ის სამუდამოდ
მსხვერპლად დარჩება.
 რეალობა: სპეციალისტების დახმარებით ბავშვს შეუძლია “ნორმალურ” ცხოვრებას
დაუბრუნდეს;

 მითი: თუ მშობელმა ერთხელ აღმართა ბავშვზე ხელი, მას ვეღარაფერი შეაჩერებს.


 რეალობა: სპეციალისტების დახმარებით, შესაძლებელია მოძალადემ ისწავლოს
არაძალადობრივი ქცევა.
11. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი
 დაბალი თვითშეფასება
 საკუთარი თავის დადანაშაულება
 ძალადობის უარყოფა
 ძალადობის მიმღებლობა
 მარტოობის განცდა
 საკუთარი თავის მიმართ აგრესია (ზედმეტობისა და უღირსობის განცდა)
12. მშობლის ქცევა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ის ბავშვის მიმართ ძალადობას
ახორციელებს
 არ თანამშრომლობს ექიმებთან
 ბავშვის ტრავმის შესახებ მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება
 ტრავმა ფასდება უფრო მსუბუქად, ვიდრე არის
 მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვმა თვითონ დაიზიანა თავი, ან დაზიანება მიაყენა
დამ/ძმამ
 მკურნალი ექიმის და საავადმყოფოს ხშირი გამოცვლა
 მშობლის მონაყოლი ტრავმის შესახებ ძალიან მოკლეა, არ ხდება დეტალების
დაკონკრეტება, ტრავმის მიღების ადგილის და დროის აღნიშვნა.
13. მოძალადე მშობელთა ტიპები:
 შფოთიანი დედა
 ტანჯული“ დედა
 ძალაუფლების მოყვარული დედა
 ზედმეტად მზრუნველი, პასუხისმგებელი მამა
 ავტორიტარული მამა
 უსუსური მამა
14. პიროვნება მოძალადეა, თუ მას ჩამოთვლილიდან სამი ან მეტი ნიშანი ახასიათებს
ეჭვიანობა
 ოჯახის წევრისგან მოითხოვს მისი ნებისმიერი სურვილის შესრულებას
 აკონტროლებს ოჯახის წევრის ყოველ ნაბიჯს
 ცდილობს იზოლაციაში ამყოფოს თავისი ოჯახის წევრი
 ყოველთვის სხვას ადანაშაულებს როცა რაიმე ცუდი შეემთხვევა, ან თუ ვინმეს
ცუდად მოექცევა.

15. ძალადობის ტალღა


 დაძაბულობა
 შეურაცხყოფის ინციდენტი
 სინდისის ქენჯნა
 სიყვარული და ყვავილები
 კვლავ ძველი სიმღერა
 მიზეზების ძებნა
 შეურაცხყოფის ინციდენტი და ა. შ.
16. “მსხვერპლის” (“შეძენილი უმწეობის”) სინდრომი
 პასიურობა _ პასიურობას ავლენს მაშინაც კი, როცა შეუძლია მეტი აქტიურობა
გამოიჩინოს;
 რწმენის დაკარგვა _ არ სჯერა, რომ საკუთარი ძალისხმევით სიტუაციის შეცვლა
შეუძლია;
 შემეცნებითი უნარების შეზღუდვა _ ვერ ხედავს სიტუაციიდან გამოსვლის
გზებს და ვერ გეგმავს შესაბამის ნაბიჯებს;
 მოძალადისაგან გაქცევის
 შეუძლებლობის განცდა _ თვლის, რომ მოძალადე “ყოვლისშემძლეა”, რომელიც
მას ყველგან იპოვის;
 საკუთარი შესაძლებლობების მიმართ “სიბრმავე” _ ვერ ხედავს საკუთარ თავში
“ძლიერ მხარეებს”;
 ბედს მინდობა” _ თვლის, რომ ძალადობის სიტუაციაში ცხოვრება მისი
ხვედრია, რომელსაც ვერსად წაუვა.
17. რად უჯდება სახელმწიფოს ძალადობის შემთხვევები?
 სამედიცინო დახმარება მწვავე შემთხვევებში
 სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია
 სოციალური დახმარება
 პატიმრის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები
 მოძალადის სოციალური რეაბილიტაცია
18. რა ემუქრებათ დახმარების გარეშე დატოვებულ ძალადობაგანცდილ ბავშვებს?
 სიკვდილი სკოლამდელ ასაკში
 ფსიქიატრიული პრობლემები
 სკოლიდან გარიცხვა
 ალკოჰოლიზმი, ნარკომანია
 კრიმინალური ქცევა
 პროსტიტუცია
 მათზე ძალადობის გაგრძელება

V თავი

1. “ჭიშკრის დარაჯობა” - განმარტება

24 საათიან ზრუნვაში ბავშვების განთავსების/გამოსვლის კონტროლი!

2. რა უნდა იყოს ბავშვის 24 საათიან ზრუნვაში განთავსების ძირითადი საფუძველი?


 ბავშვის დაცვა ძალადობისგან;
 ბავშვი მიტოვებული ან დედ-მამით ობოლი;
 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
 მშობლის ავადმყოფობა/შეზღუდული
 შესაძლებლობა;
 მწვავე კრიზისი/ოჯახის დისფუნქცია;
 ბავშვის ასოციალური ქცევა;
3. 24 საათიან ზრუნვაში განთავსების საფუძვლები
 ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობის
 რისკი
 მიტოვებული
 ობოლი
 მშობლის ყოფნა სასჯელაღსრულებით ან სამედიცინო დაწესებულებაში

ოჯახის დამხმარე მომსახურება:

 სიღარიბე
 უსახლკარობა
 განათლების მიღება

(ამ შემთხვევებში არ ხდება 24 საათიან ზრუნვაში განთავსება )


VI თავი

1. ბავშვთადაცვისმიმართვიანობის(რეფერირების) პროცედურების მიზანი:


ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის ხელშეწყობა
საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) კოორდინირებული და
ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით.
2. ძალადობა - პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების
დარღვევა უგულებელყოფით ან/დაფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური,
სექსუალური ძალადობით ან იძულებით. აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი
მოპყრობით)
3. უგულებელყოფა - მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა
პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა,
საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო
განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების
რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის
მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის
აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუ კი მშობელს (მშობლებს), სხვა
კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს(აქვთ) სათანადო
ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელიმიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის
მომსახურებაზე.
4. იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ
შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი
უფლებაა, ან და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება.
5. ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და
ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და
თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის
უფლების შეზღუდვას.
6. გადაუდებელი მდგომარეობა მდგომარეობა - რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან
დაინვალიდება.
7. ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ძალადობის მსხვერპლის ან ძალადობის რისკის ქვეშ
მყოფი ბავშვის გამოვლენაზე?
 ჯანდაცვის სამინისტრო

•სოციალური მომსახურების სააგენტო

•მცირე საოჯახო ტიპის სახლები

•ბავშვთა სახლები
•დღის ცენტრები

•სამედიცინო დაწესებულებები

 პოლიცია

•საპატრულო პოლიცია

•საუბნო სამსახური

 განათლების სამინისტრო

•სკოლები

მუნიციპალიტეტები
•საბავშვო ბაღები
•საგანმანათლებლო და სკოლის გარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო
საგანმანათლებლო დაწესებულები
•სასჯელაღსრულების დაწესებულებები
სამინისტროები:
-სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
-სასჯელაღსრულების და პრობაციის
-იუსტიციის

8. რეფერირების სისტემის ამოცანები:


 მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა;
 ბავშვის მდგომარეობის შეფასება;
 მომსახურებაში განთავსება უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის
უზრუნველსაყოფად;
 შემთხვევაზე ზედამხედველობა.
9. “ფილტრი”
 სკოლა
 ბავშვთა სპეციალიზირებული დაწესებულება
•ბავშვთა სახლი
•დღის ცენტრი
•მცირე საოჯახო ტიპის სახლი
 სამედიცინო დაწესებულება
10. ეჭვის წყარო:
 ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა
 ბავშვის საეჭვო ქცევა
 ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა
 მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ბავშის მიმართ განხორციელებული
ძალადობის ფაქტს
11. საფუძვლიანი ეჭვის წყარო
1. ბავშვის სხეულის დაზიანება და ბავშვის განცხადება, რომ მასზე განხორციელდა
ძალადობა
2. ბავშვის სხეულის დაზიანება და მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის
ფაქტს
3. ბავშვის საეჭვო ქცევა და ბავშვის განხცხადება, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა
4. ბავშვის საეჭვო ქცევა და მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს
5. ბავშვის პირდაპირი განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა
ძალადობა
6. მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს.
12. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებები (სმს მიმართვიანობის სისტემაში
ერთვება როცა):
 ბავშვი მოთავსებულია დროებით საცხოვრებელში პოლიციის მიერ
 ინფორმაცია, რომელიც მიღებულია სხვადასხვა წყაროდან, იძლევა საფუძვლიან
ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა
13. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებები
 ბავშვის მდგომარეობის შეფასება
 ინდ. მომს. გეგმის შედგება
 საბჭოზე განხილვა
 ბავშვის განთავსება მომსახურებებში
 ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგი
14. ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგი
 სოციალური მომსახურების სააგენტო
 სკოლა/ ბავშვთა სპეციალიზირებული დაწესებულება
 უბნის ინსპექტორი
15. შემაკავებელი ორდერის საჭიროება
ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის საფუძველს წარმოადგენს პოლიციის თანამშრომლის მიერ
გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.
შემაკავებელი ორდერი
არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც
განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის
დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში
დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
16. დამცავი ორდერის საჭიროება
 თუ ოჯახში ვიზიტის დროს ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვი დადასტურდა,
ოჯახი კი უარს ამბობს, რომ ითანამშრომლოს სააგენტოსთან და საქმე არ ეხება
გადაუდებელ მდგომარეობას, სააგენტოს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
 დამცავი ორდერის გამოწერის შემდეგ, სოციალურ მუშაკს, რეგიონული საბჭოს
გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია, განათავსოს ბავშვი უსაფრთხო ადგილას.
17. დამცავი ორდერი

არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული


სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში
ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი
და პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

18. სისტემის სუსტი მხარეები


 სისტემაში ჩართული სუბიექტების ცოდნა ბავშვთა დაცვის საკითხებში არასაკმარისია
 სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების მექანიზმი არარსებობს
 სახეზეა მომსახურებების სიმწირე/ არარსებობა

VII თავი

1. ეკოლოგიური სისტემების თეორია


საზოგადოება სოციალური ინსტიტუტებისგან შედგება, სადაც თითოეული ინსტიტუტი
საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ როლს ასრულებს.
სოციალური ინსტიტუტები ურთიერთდამოკიდებულნი არიან და ერთის ცვლილება
მთელს საზოგადოებაზე ახდენს გავლენას.
ეკოლოგიური მოდელის მიხედვით ადამიანები გარემოსთან ურთიერთქმედებენ და
მუდმივად იცლებიან ამ ურთიერთქმედების შედეგად. გარემოს სისტემები
(ეკოსისტემები) ზემოქმედებენ ინდივიდზე, ცვლიან მას და ამავდროულად ამ
ურთიერთქმედების
შედეგად თავადაც იცლებიან.
2. ეკოლოგიური მოდელი და ძალადობის ანალიზი
ძალადობას სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციას განაპირობებს, რაც სხვადასხვა დონეზე
მოქმედებს და გავლენას ახდენს იმის ალბათობაზე ჩადენილი იქნება, განმეორდება თუ
შეწყდება ძალადობა.
3. ინდივიდუალური (ბავშვი)
რისკ ფაქტორები:
 საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას
 დაიბადა დღენაკლი
 არასასურველი შვილი
 ემოციური/ქცევითი ურთიერთობები
 ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში
 განათლების დაბალი დონე

დამცავი ფაქტორები:
 დადებითი ემოციური ურთიერთობები
 მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი ოჯახი
 სამაგალითო უფროსები
4. ინდივიდუალური ( მშობელი)
რისკ ფაქტორები:
 მშობლის მწირი უნარი
 ბავშვის განვითარების არცოდნა
 ძალადობის გამოცდილება
 მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება
 ფსიქიკური დაავადებები
 არარეალური წარმოდგენა ბავშვის ქცევაზე
 ახალგაზრდა მშობლები
 დეპრესია/დაბალი თვითშეფასება

დამცავი ფაქტორები:
 მშობლის კარგი უნარი
 დადებითი ემოციური ურთიერთობა
 ბავშვის გაჩენისთანავე გვერდში მდგომი ახლობელი
 განათლების მაღალი დონე ბავშვის განვითარების ცოდნა

5. ოჯახი
რისკ ფაქტორები:
 ბავშვის/მშობლის ურთიერთობა
 მშობლების სტრესი
 ოჯახური ძალადობა
 სოციალური იზოლაცია
 მარტოხელა მშობელი
 უცხო ადამიანი ოჯახში სიღარიბე

დამცავი ფაქტორები:

 მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი ოჯახი, დები და ძმები


 სამაგალითო უფროსები
 ოჯახური ჰარმონია
 სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პირებისგან

6. თემი
რის ფაქტორები:
 უმუშევრობა/ფინანსური პრობლემები
 სიღარიბე
 ძალადობის მიმართ ტოლერანტობა
 კრიმინალური გარემო

დამცავი ფაქტორები:

 ძლიერი სამეზობლო ურთიერთობები


 ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, დასაქმების,
სოციალური სერვისები
 ძლიერი სოციალური კავშირები (მეგობრებო, მასწავლებლები, მეზობლები)

7. სოციალური/კულტურული დონე

რისკ ფაქტორები:

 ძალადობის მისაღები დონე


 ფიზიკური ძალადობა მედიაში
 დასჯის გამოყენების პოლიტიკა ეროვნული/სახელმწიფო/ადგილობრივ ოჯახის დონეზე
 მკაცრი გენდერული როლები

დამცავი ფაქტორები:

 მეგობრების და ახლობლების სოციალური ქსელი


 ეროვნულ/სახელმწიფო/ადგილობრივ ოჯახის დონეზე მხარდამჭერი სოციალური
პოლიტიკა
 ბავშვის უფლებების პატივისცემა

VIII თავი

1. მიჯაჭვულობის სისტემა
 მიჯაჭვულობის სისტემა მიზანი -ფიზიკური სიახლოვე მზრუნველ ადამიანთან.

 დაჟინებული ინტერესი, შეინარჩუნოს სიახლოვე ერთ ან ძალიან ცოტა რჩეულ პირთან. ეს


პირები, ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის), არიან ბიოლოგიური ნათესავები.

 ტენდენცია, გამოიყენოს უახლოესი ადამიანი ,,უსაფრთხო ბაზის” სახით, რათა


გამოიკვლიოს უცხო გარემო.
 სტრესის მომენტში მიჯაჭვულობის ობიექტისკენ სწრაფვა, როგორც “უსაფრთხო
ნავსაყუდელისაკენ
 ჯანსაღი განვითარების მქონე ბავშვებში 7-9 თვისათვის ეს სისტემა უკვე სრულად
ფუნქციონირებს

2. მიჯაჭვულობის სისტემა ერთერთი მთავარია ბავშვის მოტივაციურ სისტემებს შორის


 ერთი შეხედვით, მიჯაჭვულობის სისტემა გულისხმობს მზრუნველი ადამიანის მიმართ
ფიზიკური სიახლოვეს.
 დაკვირვების სისტემა მიმართულია გარე სამყაროს შესწავლასა და სწავლებაზე.

3. ადამინის ტვინი – ერთადერთი კომპუტერი, რომელსაც შეუძლია:


 მიღებულ ინფორმაციასთან ადაპტირება “პროგრამული უზრუნველყოფისა და მყარი
დისკის დამოუკიდებლად განახლების გზით”;
 უსარგებლო ინფორმაციის ავტომატურად წაშლა;
 ემოციებისა და ოპერატორის თვითკონტროლის მართვა.
4. ახალშობილებს თავიდანვე აქვთ ინიცირების, გარე სამყაროსთან სოციალური
ურთიერთობების დამყარებისა თუ შეწყვეტის უნარი”.

5. სინაპსების გამრავლება ქმნის უზარმაზარ პოტენციალს თავის ტვინის განვითარებისთვის,


თუმცა, ამავდროულად, ხელს უშლის მის ეფექტურ მუშაობას, ვინაიდან ნეირონული
კავშირების რიცხვი ძალიან დიდია. შედეგად, ტვინი ,,შეფერხებით” მუშაობს.

6. დაბადებიდან პირველი 8 თვის განმავლობაში, ახალი სინაპსების (კავშირების) რაოდენობა


და ჩამოყალიბების სისწრაფე აღემატება იმ სინაპსების რაოდენობას, რომლებიც წყვეტს
არსებობას. თუმცა 1 წლის ასაკისთვის და ადრეულ ბავშვობაში უფრო მეტი
გამოუყენებელი კავშირი ითიშება, ვიდრე ახალი იქმნება.

7. ძალადობის ნეირობიოლოგიური შედეგები:


თუ ძალადობას ადგილი აქვს კრიტიკულ პერიოდში, როცა ბავშვის თავის ტვინი
ყალიბდება, გამოცდილების ზეგავლენით შედეგად ვიღებთ სტრუქტურისა და
ფუნქციების შეუქცევად ცვლილებას.

8. მიჯაჭვულობასთან დაკავშირებული ტრავმა გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე


 ტრავმების განცდას, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის მიჯაჭვულობისათვის
საშიშროების შექმნასთან, მისი სიცოცხლის პირველ წლებში მივყავართ თავის ტვინის
განვითარების სტრუქტურულ შეზღუდვამდე.
 ეს ხდება ნახევარსფეროში, რომელიც პასუხს აგებს სოციალური და ემოციური
ინფორმაციის ქვეცნობიერ გადამუშავებაზე, ორგანიზმის მდგომარეობის მართვაზე,
უნარზე, გაუმკლავდეს პირად სტრესს და, აგრეთვე, სხვების მიმართ თანაგრძნობის
გამოხატვაზე.
9. ტრავმის შედეგები
 ფუნდამენტალური უუნარობა, მართოს საკუთარი თავი სტრესულ სიტუაციაში.
 უუნარობა, გაუმკლავდეს აგრესიას, რომელსაც მიჰყავს ზადმეტად ინტენსიურ
განცდებამდე.
 ჩვილობის ასაკში ხანგრძლივი, ხშირი და უმართავი სტრესები დამანგრეველ ზიანს აყენებს
ფსიქო-ფიზიოლოგიური რეგულირების განვითარებად უნარს და, ასევე, სტაბილური და
ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარების უნარს სიცოცხლის პირველ წელს.
 არაორგანიზებული მიჯაჭვულობის ფუნქციონალური დეფიციტი ასოცირდება ჩვილობის
ასაკში ძალადობასა და უგულებელყოფასთან. ამის შედეგი შეიძლება, აგრეთვე, იყოს
თავის ტვინის ქერქის მარჯვენა ორბიტულ-ფრონტალური ნაწილის სტრუქტურული
დეფექტი.

10. არაადეკვატურ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს ნერვულ სისტემაში უჩნდებათ ქიმიური


ნივთიერებები, რაც ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევს. ბავშვის საჭიროებების
უგულებელყოფას კი მოსდევს ტვინის გამოუყენებელი ნაწილების ატროფია.

11. საფეთქლის წილები იღებს იმპულსებს გრძნობის ორგანოებიდან და პასუხისმებელია


სმენაზე, სწავლაზე, მეხსიერებასა და ემოციებზე.

IX თავი
1. ინსტრუმენტები: ოჯახის მხარდაჭერის სერვისის მაგალითი :

ოჯახის მხარდაჭერის სერვისი: აქტივობები ოჯახების გაძლიერებისა და შენარჩუნებისთვის,


ოჯახის დაშორებისა და დაშლის პრევენცია და რისკის ქვეშ მყოფ ოჯახებში ადრეული ჩარევა.

 როგორც ბავშვთა დაცვის ინსტრუმენტი, ოჯახის მხარდაჭერის სერვისი ზრდის ოჯახების


შესაძლებლობას, იზრუნონ ბავშვებზე. აქტივობები შემდეგნაირია:
• მშობელთა განათლება
• მედიაცია ოჯახისთვის
• იურიდიული რჩევა ოჯახისთვის
• ოჯახის/ინდივიდუალური თერაპიული დახმარება
• სხვა მომსახურებების მითითება

 როგორც სოციალური დაცვის ინსტრუმენტი, ოჯახის მხარდაჭერის სერვისი აძლიერებს


ოჯახების მოქნილობას და შესაძლებლობას, გაუმკლავდეს რისკებს და აკავშირებს
ოჯახებს სოციალურ და იურიდიულ მომსახურებებთან:
• თემზე დაფუძნებული მზრუნველობა სიღარიბის ან სტიგმის გამო მარგინალური
ოჯახებისთვის; ძირითადი მომსახურებებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და
დაკავშირება იურიდიულ დახმარებასა და საარსებო წყაროებთან.
• ინფორმირება მომსახურებებისა და სარგებლის შესახებ (მაგ.: კვებითი დანამატები,
განათლება) ინფორმაციული ბარიერებისა და შეუმჩნევლობის გადასალახად.

2. ინსტრუმენტები: კანონმდებლობა და პოლიტიკის რეფორმა


 ბავშვთა დაცვის კუთხით გადამწყვეტია იურიდიული სტრუქტურების
გაძლიერება ბავშვთა დაზიანების პრევენციისთვის; ბავშვთა უსაფრთხოდ
ყოფნისთვის. ძირითადი ფოკუსი ბავშვთა დაუცველობის არსებულ და სტრუქტურულ
ფაქტორებზეა. მაგ.:
• სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
• სახელისა და ეროვნების უფლება
• იდენტობის უფლება
• ბავშვთა ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვა
• მუშაობის მინიმალური ასაკი
• კანონი ოჯახის შესახებ (შიდა საოჯახო ურთიერთობები, ბავშვთა აყვანა,
მეურვეობა, მინდობითი აღზრდა და ა.შ.)
• საკუთრებისა და მემკვიდრეობის კანონები
• სოციალური კეთილდღეობა

 როგორც სოციალური დაცვის ინსტრუმენტი, კანონმდელობა და პოლიტიკის


რეფორმა აუცილებელია თანასწორობისა და არადისკრიმინირებული მიდგომის,
სერვისებსა და სტაბილურ შემოსავალზე ოჯახების ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად. ეს გულისხმობს ძალაუფლებისა და დისკრიმინაციის
წინააღმდეგ ღიად ბრძოლას:
• ანტი-დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც ეხება სერვისის მიწოდებას და/ან
მის ხელმისაწვდომობას
• მინიმალურ და თანასწორ ანაზღაურებისა და დასაქმების კანონმდებლობას
• დასაქმების გარანტიის სქემებს
• დეკრეტულ შვებულებას
• ბავშვთა მზრუნველობის ხელმისაწვდომ პოლიტიკას მომუშავე მშობლების
მხარდასაჭერად
• მემკვიდრეობის უფლებებს
3. სოციალური დახმარება და სოციალური მომსახურების სისტემები უფრო
რეაქტიულია, ვიდრე პროაქტიური. მომსახურებისა და დახმარების სისტემები არ
მიდიან სამიზნე ჯგუფებთან და არ ცდილობენ მათ ჩართვას. ამიტომაც მშობლებსა და
მეურვეებს დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ მათთან დასაკავშირებლად.
4. კარგი ხარისხის სისტემის შემუშავება :
 თანამშრომლობა მთავრობის უწყებებს შორის
 პატივისცემა და თანამშრომლობა სოციალური სამსახურის ყველა სააგენტოს
(სახელმწიფო და არასამთავრობო) შორის
 თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება
 ცნებები არ არის აბსოლუტური!

5. წინსვლა – ყოვლისმომცველი პოლიტიკის პრიორიტეტები


 (ბავშვებისა და ოჯახების) მონაწილეობა დამკვიდრებულია
 და-ძმის დაშორება არ ხდება
 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ენიჭებათ პრიორიტეტი - მათთვის
საჭირო იქნება ფოკუსირებული პროექტების განხორციელება
 რეზიდენტული (ჯგუფური) მზრუნველობის პოზიტიური როლი
 მომსახურების მომწოდებელთა პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს
მზრუნველობის დატოვებაზე/შემდგომ პერიოდზე

6. აუცილებლობისა” და “მდგრადობის” პრინციპები

აუცილებლობა: მდგრადობა:
 სტანდარტები
 საჭიროებაზე დაფუძნებული შესაბამისობა
 პრევენცია
 კონტროლი

.......
ბავშვის ქცევის თავისებურებანი ფიზიკური ძალადობის შემდეგ:
1,5 წლამდე
• შიში მშობლების მიმართ;
• უფროსებთან ფიზიკური კონტაქტის შიში;
• უნდობლობა გარშემომყოფების მიმართ;
• უხასიათობა, ხშირი ტირილი.
1,5-დან 3 წლამდე
• უფროსებისადმი შიში;
• სიხარულის იშვიათი გამოხატვა, ხშირი ტირილი;
• სხვა ბავშვების ტირილზე შიშის რეაქცია;
• აგრესიულობა ან პასიურობა.
3-დან 6 წლამდე
• ძალადობისადმი შეგუება, წინააღმდეგობის გაწევის სურვილის არარსებობა;
• ტკივილზე პასიური რეაქცია;
• მტკივნეული დამოკიდებულება შენიშვნების და კრიტიკის მიმართ;
• პირფერობა, ზედმეტად მორჩილება;
• უფროსთათვის დამახასიათებელი ქცევების გადმოღება;
• აგრესიულობა, უარყოფითი ქცევა (ნეგატივიზმი);
• ვერბალური აგრესია;
• მატყუარობა, ქურდობა;
• ცხოველების მიმართ სისასტიკის გამოჩენა;
• აგრესიული თამაშები _ მაგ., ცეცხლის გაჩაღებისადმი მიდრეკილება.
უმცროსი სკოლის ასაკი _ 6-დან 10 წლამდე
• უფროსების ძალადობრივი ქცევების გამეორება;
• დასჯისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, დასჯის პროვოცირება;
• ძლიერი ადამიანებისადმი დაქვემდებარება, პირფერობა, შიშიანობა;
მოზარდობა – 10-დან 18 წლამდე
• გაქცევები სახლიდან;
• თვითმკვლელობის მცდელობები;
• მოუსვენარი ძილი;
• ასოციალურობა, კრიმინალური ქცევა;
• ალკოჰოლის და ნარკოტიკების გამოყენება;
• აგრესიულობა სხვებთან მიმართებაში;
• ძლიერი შიში უფროსების ან გარკვეულ პიროვნებების მიმართ;
• პირადი ჰიგიენის დაბალი დონე;
• დაღლილობის მუდმივი შეგრძნება;
• თვითშეფასების დაბალი დონე.

…….

1) რომელ წელს მიიღეს საქართველოსში ეთიკის კოდექსი?

კოდექსი მიღებულია 2005 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ.

2) რა ახასიათებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს 3-დან 6 წლამდე?(შიში სხვის ტირილზე)


3) რა ახასიათებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს 6-დან 10 წლამდე?(მორჩილება,სახლიდან
გაქცევა)
4) რა ახასიათებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს 10-დან 18 წლამდე?(სახლიდან გაქცევა,
თვითმკვლელობის მცდელობები)
5) კონვენციის ძირითადი 4 პრინციპი
1.დისკრიმინაციის დაუშვებლობა.სახელმიფოვალდებულია დაიცვას ბავშვი
დისკრიმინაციის ნებისმიერიფორმისაგანდამიიღოს ყველა ზომა მისი უფლებების დასა
ცავად.
2.სიცოცხლისა და განვითარების უფლება ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელ
შეუხებელი უფლება და სახელ მწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის
შენარჩუნება და ჯანსა ღი განვითარება
3.დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისაგან სახელმწიფოვალდებულიადაიცვას
ბავშვი მშობლების, კანონიერი მეურვეებისა და ბავშვზე მზრუნველი სხვა პირის მხრიდან
ნებისმიერი სახის ძალადობისა და უხეში მოქცევისაგან და შექმნას შესაბამისი
სოციალური პროგრამები ძალადობის აღკვეთისად
4.ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების
განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს გათვალიწინებული ბავშვის ჭეშმარიტი
ინტერესები. სახელმწი ფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და
მისი ჭეშმარიტი ინტერესების რეალიზება თუ ბავშვის მშობლები ან ის პირები,
რომელთაც მისი დაცვის პასუხის მგებლობა ეკი ს რ ე ბ ა თ

6) ბავშვთა კეთილდღეობის სისტემიდან 5 პრინციპი


•ბავშვთა ღირსებისსაყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა.
•დისკრიმინაციისგან დაცვა.
•ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება
•ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა
•ბავშის და ოჯახის მონაწილეობა ზრუნვის დაგეგმვასა და მიწოდებაში
7) რა არის დეინსტიტუციონალიზაცია
გულისხმობს ბავშვთა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების
გადაყვანას მცირე ზომის ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში და ბავშვთა სახლების
ეტაპობრივ ჩანაცვლებას ალტერნატიული სერვისებით.

You might also like