You are on page 1of 3

ლექცია 1

საჯარო პოლიტიკა - მიზნის მიღწევის გზა, პრობლემის გადაჭრის ხერხები

სამი ტერმინი: 1)politics. 2)Policy, 3)polich

1) Politics - გულიხმობს სუბიექტების, პოლიტიკური ორგანიზაციების, ადამიანები,


რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკაში ურთიერთდაპირისპირებას,
საჭინააღმდეგო ინტერესების ერთმანეთთან შეჯახებას, საკუთარი ინტერესებისთვის
ბრძლას, აი ამ დაპირისპირებების არეალს, მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთ
საქართველოს დაპირისპირებაზე პოლიტიკურ ასპექტში ამ შემთხვევაში, ვიყენებთ ამ
ტერმინს. (როგორც გარე ისე შიდასახელმწიფოებრივ დონეზე)
2) Policy - გულისხმობს მიზნის მიღწევის გზას/ საშუალებას. როგორ მივაღწიოთ მიზანს?
როგორ გადავჭრათ პრობლემა? ამ შემთხვევაში აღარ ვსაუბრობთ ვინმესთან ან
რამესთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში ვაუბრობთ, რომ მე უნდა გადავჭრა
კონკრეტული პრობლემა, მე უნდა ვიპოვო გამოსავალი. აი ამ შემთხვევაში, როდესაც
მე მიზნის მიღწევის გზას, მიზნის მიღწევის მეთოდს ვგულისხმობს ვიყენებ ამ
ტერმინს.
3) Polity - ეს არის ის მოწყობის ფორმა, ის საკანომდებლო ბაზა, ის ნორმატიული აქტები,
ყველაფერი ის რაც საფუძველს უქმნის პოლიტიკას, რომ გატარდეს, იმისათვის რომ მე
რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მოვყვანო სისრულეში ამისათვის მე
მჭირდებასაკანონმდებლო ბაზა, გარკვეული საფუძველი, მოწყობის ფორმა, რაც
დამეხმარება გარკვეული პრობლემის მოგვარებაში.

როგორ განვმარტოთ საჯარო პოლიტიკა


ვთქვათ, რომ საჯარო პოლიტიკა არის პოლიტიკური კვლევის მეთოდი, რომელიც
განიხილავს პოლიტიკას საზოგადოებრივი ცხოვრების პრიზმაში, ამ შემთხვევაში
პოლიტიკა არა იდეოლოგიურის დონეზე არამედ საზოგადოებრივი ყოველდღიური
ცხოვრების დონეზე, ოღონდ პოლიტიკურ დონეზე. (მაგ. საცხოვრებელ ადგილას
მოუწესრიგებელი ნაგავი)
ანუ საჯარო პოლიტიკა ეს არის ინსტრუმენტი, რომლსაც იყენებენ რომ ძალისმიერი
მეთოდების გადაწყვიტონ ზოგადად არსებული პრობლემები.

საჯარო პოლიტიკას გააჩნია თავისი ეტაპები, რომლიც იწყება


1) დღის წესრიგის ჩამოყალიბებით,
2) ამ დღის წესრიგიდან კონკრეტული, პრიორიტეტული პრობლემის გამოყოფა,
3) პოლიტიკის ფორმულირებაზე მუშაობა (ანუ უნდა განსაზღვრო გადაწყვეტის
რომელი გზა იქნება ყველაზე უფრო ეფექტური და უნდა მიეცეს მას ლეგიტიმაცია ანუ
დამტკიცდეს აღნიშნული მეთოდი.
4) პოლიტიკის იმპემენტაცია ანუ აღსრულება, სისრულეში მიყვანა
5) უნდა მოხდეს გადაწყვეტილების შეფასება, ანალიზი, დასკვნების გაკეთება,
იმისათვის რომ გაარკვიონ უნდა დადგეს თუ არა ეს კონკრეტული საკითხი ისევ
დღის წესრიგში.
საჯარო პოლიტიკის ტიპები :
1) მარეგულირებელი
2) გამანაწილებელი
3) გადამანაწილებელი
4) ფუძემდებლური/ ზოგადი

1) მარეგულირებელი - პოლიტიკა გულისხმობს, რომ კეთდება რეგულაცია,


აკრძალვა, შეზღუდვა რაღაცის თავიდან ასაცილებლად ანუ უფრო მასშტაბური,.
გლობალური დაშვების თავიდან ასაცილებლად. რასაც სერიოზული მხარდაჭერა
სჭირდება, როგორც საზოგადოების ისე სხვადასხვა ხელისუფლემის ორგანოების
შეთანხმება, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენადაა თუნდაც
მუნიციპალურ ან ზედასახელმწიფოებრივ რგოლებში დელიბერაციის ანუ
მოთათბირების პროცესი.

2) გამანაწილებებლი - ეს არის ის განაწილება (მაგ: გადასახადების აკრების შედეგად


რა სიკეთეებიც კეთდება) ანუ ეს უზრუნველყოფს ჩვენი ყოველდღიური
სოციალური საკითხები.

როგორ განვასხვაოთ გამანაწილებებლი და გადამანაწილებებლი პოლიტიკის ტიპები?

3) გადამანაწილებებლი - პოლიტიკა ნიშნას, რომ მე კი ვიღებ გადასახადებს


ყველასგან, მაგრამ მე ყველას არ ვუნაწილებ მას. (მაგ: განსაკუთრებული
საჭიროების მქონე ადამიანები, იძულებით გადაადგილებული ადამიანები)

4) ფუძემდებლური - ეს არის პოლიტიკის ზოგადი ტიპი (მაგ: განათლება, თავდაცვა)


ის ინსტიტუციანულური მუშაობა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ჩვენ
მივიღოთ მთელი რიგი სერვისები (მაგ: თუკი საჯარო პოლიტიკაში რომელიმე
მომუშავე რგოლი ჩავარდა ეს იწვევს ყველაფრის პარალიზებას)

უნივერსალური ჩარჩო

პრობლემა - მაგ: შშმ პირთა გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა


1) პრობლემის ფორმულირება - რატომ არის პრობლემა? მე უნდა დავასაბუთო
რატომ არის ეს პრობლემა/ არგუმენტები უნდა მოვიყვანო.
2) მოვახდინოთ კრიტერიუმების ფორმირება/ პრიორიტებების განსაზღვრა - ანუ
მიღებული შედეგის შეფასება რის მიხედვით მოვახდინო. ანუ ვაყალიბებ
კრიტერიუმებს, რომლებიც მინდა რომ დამიკმაყოფილდეს. (მაგალითად
ვიღაცისთის შშმ პირთა გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის
მოწყობის დროს, ვიღაცისთვის პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ საერთოდ არ
არის ეს ინფრასტრუქტურა, ვიღაცისთვის კი ის რომ არის მაგრამ არ არის
ადაპტირებული ეს ინფრასტურქურა) ანუ რა კრიტერიუმებით შევაფასებთ მას.
3) ყველა შესაძლო ალტერნატივის განხილვა - ანუ ყველანაირი ალტერნატივა თუ
როგორ უნდა გადავჭრა პრობლემა. ამ პრობლრმის გადაჭრის ყველაინაი გზა
უნდა განვიხილოთ, ერთი ავირჩიოთ და დავასაბუთოთ ოპტიმალური და
დავასაბუთოთ რატომ ავირჩიეთ
4) სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები რომლებიც არსებობს ამ გზით
გადაჭრისთის - ანუ ამას აქვს თუ არა სათანადო სოციალური და პოლიტიკური
ფონი. ანუ სოციალური - მაგალითად მაქვს თუ არა ფინანსები.
პოლიტიკური - რამდენად მექნება ამის პოლიტიკურად გატანის საშუალება,
დამთანხმდებიან თუ არა ისინი.
5) იმპლემენტაცია და შეფასება - ნიშნავს იმას, რომ პრობლემის გადაჭრის გზას
დავამტკიცებ ის უნა მოვიყვანო სისრულეში, სადაც იწყება საჯარო
ადმინისტრირება ანუ კონტროლი იმისა თუ როგორ ტარდება ის ღონისძიებები,
რომლებიც მივიჩნიე რომ გადაწყვეტდა ჩემს პრობლემას, ანუ როგორ კეთდება
და მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენად ვეტევით დროში, არის თუ არა
ეფექტური, იხარჯება თუ არა სწორად ფინანსები და ა.შ.

და აქვეა შეფასება, როცა დავასრულე რა შედეგი მივიღე, ანუ დანახარჯის


სარგებელი , რამ შემაფერხა და ა.შ

და ასევ ერთ-ერი მნიშვნელოვანი არის პროგნოზი, მე რა კონკრეტული


მოლოდინები მაქ, რამდენად გადაჭრის პრობლემას, სამომავლოს რისი
გაუმჯობესება შეიძლება და ა.შ.

You might also like