You are on page 1of 11

ადრეული ქორწინება

ორი ადამიანის
ოფიციალური ან
არაოფიციალური კავშირი,
რომელთაგან ერთ-ერთი
მაინც 18 წელს
მიუღწეველია, ანუ ბავშვია.
ადრეული ქორწინება ჩვენს დროში
ადრეული ქორწინება ჩვენს
დროში არცთუ ისე იშვიათია.
2011-დან 2013 წლამდე 7367-მა
გოგონამ შეწყვიტა სწავლა
ადრეული ქორწინების გამო.
აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებს შორის საქართველოს
ადრეული ქორწინების ერთ-
ერთი მაღალი მაჩვენებელი
აქვს.
ქორწინების ასაკი
ქორწინების ასაკად
განსაზღვრულია 18 წელი. 18
წლამდე პირს არ შეუძლია
ქორწინებაზე განაცხადოს
თავისუფალი თანხმობა.
სრულწლოვან ადამიანს
ქორწინების სრული უფლება
აქვს.
რატომ ხდება ადრეული ქორწინება?
ზოგიერთ რეგიონში ქალის
უფლებები დაუცველია, ამიტომ
გოგონები ადრეულ ქორწინებაში
ხედავენ ერთადერთ არჩევანს.
ადრეული ქორწინების დიდი
ნაწილი ძალდატანებითია. ასევე
ხშირია მოტაცების შემთხვევებიც.
საქართველოს ზოგიერთ მხარეში
ეს ტრადიციაა და ბავშვებს
შთააგონებენ, რომ
დაქორწინდნენ.
რატომ არის საზიანო ადრეული
ქორწინება?
ეს ხელს უშლის ბავშვის
პიროვნულ
განვითარებას. მას
ნაკლები ინფორმაცია
აქვს საკუთარი
უფლებების შესახებ.
ადრეული ქორწინების
გამო მას არ აქვს
ნორმალური ბავშვობა.
ადრეული ქორწინების
გამო ბავშვები წყვეტენ
განათლების მიღებას,
რადგან ამისთვის
დრო არ აქვთ. ასევე
ისინი იძულებულნი
არიან მოძებნონ რაიმე
სამუშაო, რაც რთულია,
ან დაკავდნენ საოჯახო
საქმეებით.
ბავშვის ორგანიზმი მზად არ
არის ორსულობისთვის,
ამიტომ ხშირად მშობიარობის
დროს დედისა და ბავშვის
სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
მსოფლიოში ყოველ წელს
15-19 წლამდე 70 000
გოგონა იღუპება ორსულობის
ან მშობიარობის გართულების
გამო.
ადრეულ ქორწინებაში
მყოფი გოგონები ოჯახური
ძალადობისა და
სექსუალური ზეწოლის
საფრთხის ქვეშ
იმყოფებიან.
სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ
საკითხის მიმართ
საქართველოს
კანონმდებლობის მიხედვით,
ქორწინების იძულება ისჯება
თავისუფლების აღკვეთით 2
წლამდე.
არასრულწლოვანთა
იძულებითი ქორწინება კი
ისჯება თავისუფლების
აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.
რა უნდა გავაკეთოთ ადრეული
ქორწინების შესაჩერებლად?
ბავშვთა უფლებების
დასაცავად და ადრეული
ქორწინების შესაჩერებლად
უნდა მივმართოთ
სოციალური მომსახურების
სააგენტოს ნომერზე 1505 და
პოლიციის ცხელ ხაზს 112.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like