You are on page 1of 3

საშინაო დავალება

დავალება #1 უპასუხეთ შეკითხვებს:

1. სად გაჩნდა პირველად მოქალაქის ცნება? საბერძნეთში ქალაქ - სახელმწიფო ათენში


გაჩნდა.

2. რისი უფლება ჰქონდათ ძველ საბერძნეთში მოქალაქეებს?ჰქონდათ უფლება სახელმწიფო


საქმეებში პირადათ მონაწილეობის მიღება.

3. ვის არ ჰქონდა ძველ საბერძნეთში მოქალაქეობის სტატუსი? ქალებს, უცხოელებს და


მონებს

4. როდის და როგორი სახელმწიფოებრივი მოწყობის პირობებში დაკარგა მოქალაქის

ცნებამ თავისი ადრინდელი მნიშვნელობა/ გაუფასურდა?როდესაც მონარქიით უკმაყოფილო


უბრალო ხალხი გამოვიდა მეფის წინააღმდეგ და

დაამარცხა აბსოლუტური მონარქია.

5. რას ნიშნავს მოქალაქე დღევანდელი გაგებით?მოქალაქე არის ერთი კონკრეტული

სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა,

რასისა, სქესის ან რელიგიური კუთვნილებისა.

6. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, როგორ შეიძლება საქართველოს

მოქალაქეობის მოპოვება? დაბადებით ან ნატურალიზაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე


რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახემწიფო ინტერესებიდან

7. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა მოქალაქეობის

ჩამორთმევა? მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

დავალება #2 მონიშნეთ, ტექსტის მიხედვით, სწორია თუ არა ქვემოთ მოყვანილი

დებულებები (სწორია +, არასწორია -)

1.თანამედროვე მოქალაქის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.-

2. მოქალაქეს შეუძლია, გაწევრიანდეს რომელიმე ასოციაციასა ან პოლიტიკურ პარტიაში.+

3.მოქალაქეს აქვს უფლება/შეუძლია, აკონტროლოს სახელმწიფო ორგანოების მუშაობა.+

4. მოქალაქეს არ შეუძლია, ჩაატაროს ან მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო


ღონისძიებებში.+

5. მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს აქვთ არჩევნებსა და რეფერენდუმებში

მონაწილეობის უფლება._

6. მოქალაქე ვალდებულია, ასრულებდეს საკანონმდებლო მოთხოვნებს. +

7. მოქალაქე არაა ვალდებული, იხდიდეს სახელმწიფო გადასახადებს.-

დავალება #3

დაწერეთ თავისუფალი თემა სახელწოდებით „როგორ მოქალაქე ვარ მე?“

თემაზე მუშაობისათვის გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული გეგმა/ შეკითხვები:

1.მოქალაქეობის მნიშვნელობა/ რა არის მოქალაქეობა

2. რომელი ქვეყნის მოქალაქე ვარ, რას ნიშნავს ჩემთვის ეს?

3. მოქალაქის უფლებები/ საქართველოს მოქალაქის უფლებები

4. ვინ/რა იცავს მოქალაქის უფლებებს?

5. რა თვისებები უნდა ჰქონდეთ კარგ მოქალაქეებს?

6. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ცუდი მოქალაქე?

7. თქვენ როგორი მოქალაქე უფრო ხართ? კარგი, ცუდი თუ რაღაც უფრო შუაში?

8. რას შეცვლიდით დღეიდან, თქვენ როგორც მოქალაქე თქვენი შესაძლებლობების

ფარგლებში.

როგორ მოქალაქე ვარ მე

მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა არის ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქე


არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი. დღესდღეობით
მსოფლიოში უმრავლესობას აქვს მოქალაქეობა.

მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მოქალაქე ნიშნავს იმას , რომ ადამიანი რომელსაც აქვს
თითო ქვეყნის მოქალაქეობა უფლება აქვს საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილეობის
მიღება იმავე ქვეყანაში.მოქალაქეს დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი
განვითარების, პირადი

ცხოვრების თუ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება; იგი სარგებლობს აზრის

გამოხატვის და რელიგიის თავისუფლებით; მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს


განათლებაზე, სამართლიან სასამართლოზე, უსაფრთხო გარემოზე და სხვა.

იმისთვის რომ ვიყოთ კარგი მოქალაქე უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ჩვენი უფლებები,
არამედ ჩვენი ვალდებულებები. თუ გვინდა, რომ ვიყოთ კარგი მოქალაქე ან თუ ვცდილობთ
ამისთვი უნდა გავითვალისწინოთ ის , რომ ყოველ შემთხვევაში თუ სადმე ან ვინმესთან
რაღაც პრობლემაა და თუ შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს
ჩვენი საქმე არ არის. თუ ასე ვიფიქრებთ ვიქნებით ცუდი მოქალაქე.

მე როგორც მოქალაქე ჩემი აზრით ვარ კარგი მოქალაქე, იმის გათვალისწინებით რომ ვარ
პასუხისმგებელი და ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი კანონი.

You might also like