You are on page 1of 11

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

პირველი კურსის სტუდენტის- ნინა გიორგაძის

რეფერატი

თომას მორი - „უტოპია“

ლექციის ხელმძღვანელი : ნ.თომაშვილი

სემინარის ხელმძღვანელი : მ. ქერქაძე

თბილისი
2018
სარჩევი

თავფურცელი ..........................................................................................................................................1

ნაწილი 1-ლი……………………………………………………………………………………………3

 ვითარება ინგლისში

 ადამიანის სიცოცხლის უფლება

 მონოპოლია, როგორც დამონების საშუალება

 თომას მორის შეხედულებანი სქოლასტიკურ ფილოსოფიაზე

ნაწილი მე-2 .……………………………………………………………………………………………..5

 უტოპიელთა ცხოვრების სტილი

 კუნძულის აღწერა

 მმართველობა

 მშვიდობისმოყვარე უტოპიელები და ქონების თანაბრად გადანაწილება

დასკვნა .....................................................................................................................................................8

ბიბლიოგრაფია .......................................................................................................................................9
1516 წელს ინგლისში გამოვიდა თომას მორის წიგნი, სათაურით: „ოქროს წიგნი, საამო,
სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობისა და ახალი კუნძულის- უტოპიის შესახებ“. უტოპია ბერძნულად
ნიშნავს: „ადგილს, რომელიც არ არსებობს“. ასეთი კუნძული მეცნიერმა გამოიგონა, რათა იქ
განეთავსებინა ის იდეალური სახელმწიფო, რომელიც თავისივე წიგნში აღწერა. მორმა გააკრიტიკა
იმდროინდელი ინგლისის სახელმწიფო წყობილების საფუძვლები, კერძო საკუთრება მიიჩნია
უსამართლო მმართველობის მიზეზად. უტოპიაში არ არსებობენ მდიდრები და ღარიბები, აქ
მცხოვრებთ თანასწორი უფლებები აქვთ, შრომის პროდუქტებს გონივრულად და სამართლიანად
ინაწილებენ, ხალხი წყვეტს ომისა და ზავის საკითხებს.

ვითარება ინგლისში:

განსხვავებული ვითარებაა რაფაელის თვალით დანახულ ინგლისში, სადაც „ერთი მუჭა


ადამიანების გაუმაძღრობამ კუნძულის დამღუპველად აქცია სწორედ ის, რის გამოც იგი
განსაკუთრებით ბედნიერი ჩანდა.“ ეს ძარცვა- გლეჯისკენ მოუწოდებს ხალხს, ქურდებს კი
უკიდურესი მეთოდებით სჯიან. „ამასთანავე, ამ საცოდავ სიღატაკესა და სიბეჩავეს ემატება
უსაზღვრო ფუფუნება. „ყველას(გლეხებსაც კი) ტანსაცმელსა და ჭამა-სმაში ზედმეტი ფუფუნება
ეტყობათ.“ გამოსავალს რაფაელი მდიდრების შესყიდვის უფლების შეზღუდვაში, მონოპოლიაში
გადასული თვითნებობის აკრძალვაში, ნაკლები მუქთაღორის რჩენასა და მიწათმოქმედების,
მატყლის დამუშავების აღდგენაში ხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დაემსგავსება
მექანიზს, რომელიც ჯერ „თავადვე ჰქმნის ქურდებსა და დამნაშავეებს, შემდეგ კი თეატრალური
სანახაობით სჯის მათ.“ „სასჯელი კი ცხადია, უფრო გარეგნულად არის შთამბეჭდავი, ვიდრე
სასარგებლო და სამართლიანი.“

ადამიანის სიცოცხლის უფლება:

ჰუმანისტურია ჰითლოდევსის შეხედულებანი ადამიანთა სიცოცხლის უფლების შესახებაც,


სადაც იგი ამტკიცებს, რომ „ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი, არ შეიძლება შეედაროს მთელი
ქვეყნიერების სიმდიდრეს.“ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მოვიწონოთ მანლიუსის
კანონები და სტოელთა დებულებანიც, რომლებიც მოგვიწოდებენ მახვილის აღმართვას ნებისმიერი
დანაშაულისთვის და აიგივებენ ადამიანის მოკვლასა და მისთვის გროშის მოპარვას. მით უმეტეს, 1
რომ ადამიანთა ამგვარ კანონებს ღმერთის რწმენა ეწინააღმდეგება, მან წაგვართვა არა მარტო სხვისი
მოკვლის უფლება, არამედ საკუთარი თავისაც კი. მოსეს კანონიც, მთელი მისი უმოწყალობისა და
სიმკაცრის მიუხედავად, ჰომ მაინც ფულადი გადასახადით სჯიდა ადამიანებს ქურდობისთვის და
არა სიკვდილით. რაკი მძარცველმა იცის, რომ მას ქურდობისა და მკვლელობისათვის მსგავსი
სასჯელი ელის, ესეც უბიძგებს მას იმის მოკვლისკენ, ვისაც მხოლოდ გაძარცვავდა სხვა გარემოებაში.
თუ როგორ უნდა დაისაჯონ დამნაშავენი, რაფაელს მოჰყავს სპარსეთში მცხოვრები პოლილერიტები,
თავისუფალი ხალხი, რომელიც საკუთარ კანონს ემორჩილება. ისინი ნაქურდალს პატრონს
უბრუნებენ და არა მეფეს, როგორც ეს სხვაგან ხდება. თუ ნაქურდალი დაიკარგება, შეფასების შემდეგ
მის ღირებულებას ქურდის ქონებიდან გამოქვითავენ , დანარჩენს მთლიანად უტოვებენ მის ცოლ-
შვილს. ქურდებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ეკისრებათ. თუ დანაშაული სხვა
დანაშაულით არ არის დამძიმებული, ქურდებს არ სვამენ ციხეში, არ შეურაცხყოფენ, არც ბორკილებს
ადებენ. ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ან შემოწირულობათა სახით იკვებებიან. მონას (ასე უწოდებენ
ქურდებს), თუკი ის გაქცევას დააპირებს, სიკვდილი მიესჯება, მის თანამონაწილეს- მონობა, მაცნეს-
ჯილდო. „განრისხება აქ მჟღავნდება იმდენად, რამდენადაც საჭიროა მანკიერთა აღმოსაფხვრელად.“
მეორე მხრივ, მონას არავითარი მიზეზი არ აქვს გაქცევისა. პირიქით, არც ერთ მათგანს არ
დაუკარგავს იმის იმედი, რომ თუ იგი მორჩილი და თავმდაბალია,შეიძლება, თავისუფლება
დაუბრუნონ. სწორედ ასე აჯილდოვებენ ყოველწლიურად რამდენიმეს მათი „მოთმინებისადმი
პატივისცემის“ ნიშნად.

მონოპოლია, როგორც დამონების საშუალება:

რაც შეეხება ცალკეულ სახელმწიფოთა მმართველთ მონოპოლიას, ეს ერთმნიშვნელოვნად


აჩლუნგებს განწყობილებას, აჩვევს მოთმინებას და დამონებულთ მეამბოხის კეთილშობილ სულს
უსპობს, რადგანაც ფიქრობენ, რომ ყველაფერი მეფეს ეკუთვნის და, თუკი მათ საერთოდ რამე
დარჩათ, ეს მხოლოდ ამ უკანასკნელის გულმოწყალების შედეგია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისინი
მეფეს ირჩევენ თავისთვის, რამდენადაც „მწყემსის მოვალეობაა უფრო საქონლის გამოკვება, ვიდრე
საკუთარი თავისა.“ მეფის ღირსებას არ შეეფერება ძალაუფლების გამოყენება ღატაკთა მიმართ, ეს
დასაშვებია მდიდართა და შეძლებულთა მისამართით. სწორედ ეს აღნიშნა კეთილშობილმა

1
ადამიანმა ფაბრიციუსმა- ის ირჩევს მდიდართა მართვას და არა მდიდრად ყოფნას. იმის დაშვება,
რომ ერთნი ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობდნენ, ხოლო მეორენი კვნესოდნენ და ტიროდნენ,
ნიშნავს იყო ციხის და არა სამეფოს მცველი. ვისაც სხვა გზით, გარდა სიკეთის წართმევისა, არ
ძალუძს მოქალაქეთა ცხოვრების წარმართვა, მან უნდა აღიაროს თავისი უსუსურობა, უარი თქვას
ახირებულობასა და მედიდურობაზე. ამ ნაკლით ის ხალხში იწვევს ზიზღსა და სიძულვილს. მან
ზიანის მოუტანლად უნდა იცხოვროს საკუთარი სახსრებით და ერთმანეთს შეუფარდოს შემოსავალი
და გასავალი, ალაგმოს ბოროტება, რათა ქვეშევრდომთა სამართლიანი გაძღოლით აღმოფხვრას
ბოროტმოქმედებანი, ვიდრე გაძლიერების საშუალება მისცეს მას იმ მიზნით, რომ შემდეგ ამისთვის
დასაჯოს სხვები. რაფაელს მოჰყავს მაკარიელთა მეფის მაგალითი, რომელმაც ტახტზე ასვლის
პირველსავე დღეს ფიცი დადო არასდროს ჰქონოდა სალაროში ათას გირვანქაზე მეტი ოქრო ან ამ
ოქროს ღირებულების შესაბამისი ვერცხლი. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა მეამბოხეებთან
გასამკლავებლად, სახელწმიფოს დაცვისათვის, მაგრამ არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ
შესაფერისი განწყობილება შექმნილიყო სხვის სამფლობელოებზე თავდასასხმელად. ეს იყო კანონის
გამოცემის უმთავრესი მიზეზი. მეორე მიზეზი ხალხში ფულის საზრუნავის დაძლევას
ემსახურებოდა, ამგვარი გადაწყვეტილებით მეფე ქვეშევრდომთა სიყვარულსა და ბოროტმოქმედთა
შიშსს დაიმსახურებდა.

თომას მორის შეხედულებანი „სქოლასტიკურ ფილოსოფიაზე“:

თავად ავტორის აზრით, ახლო მეგობართა შორის საუბრისას, ამგვარი „სქოლასტიკური“


ფილოსოფია, შესაძლოა, სასიამოვნო გამოდგეს, მაგრამ მეფეთა სათათბიროებში, სადაც მეტად
მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული საქმეები წყდება, ამის ადგილი არ არის. თუმცაღა, თუ არ
შეიძლება ძირფესვიანად ამოირკვოს არასწორი აზრები, თუ გულწრფელად დარწმუნებული ხარ, რომ
არ შეგიძლია განკურნო მანკიერებანი, შენ მაინც არ უნდა მიატოვო სახელმწიფო საქმეები , ისევე
როგორც არ შეიძლება ხომალდის მიტოვება ქარიშხალში იმ მიზეზით, რომ შენ ქარებს მაინც ვერ
გაუმკლავდები. შენ როგორმე სხვა გზით უნდა ეცადო ყველაფერი კარგად შეასრულო, ის, რისი
მობრუნებაც კარგისკენ არ შეგიძლია, ეცადე ოდნავ გააკეთილშობილო, ხომ არ შეიძლება ყველაფერი
კარგად იყოს მოწყობილი, ყველა ადამიანი ხომ არ არის აუცილებლად კარგი. თომას მორის ამგვარ
შეხედულებას რაფაელი პასუხობს, რომ ასეთი საზოგადოების მახინჯი წეს-ჩვეულებანი სხვასაც
დაამახინჯებს. თუკი დარჩები უცოდველი და უბიწო, შენც სხვისი სისულელის დამფარავად
გამოხვალ. პლატონიც თვლის, რომ სწორია ფილოსოფოსთა მხრიდან სახელმწიფო საქმეებში 2
ჩარევისგან თავის შეკავება. იქ, სადაც ბატონობს კერძო საკუთრება, სადაც ყველაფერი ფულით
იზომება, თითქმის შეუძლებელია სახელწმიფო საქმეთა სწორი მართვა. აქ ყველაფერი მხოლოდ
ხალხის მცირე ნაწილს აქვს განაწილებული, ისინიც ვერ ცხოვრობენ, როგორც საჭიროა, დანარჩენებს
სული სიღატაკეში სძვრებათ.

უტოპიელთა ცხოვრების სტილი:

ამგვარი ცხოვრების სრულ ანტიპოდს წარმოადგენს უტოპიელთა ბრძნული და წმინდა


წამოწყებები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნის მართვა შესაძლებელია კანონთა მინიმალური
რაოდენობით, თანაც ისე, რომ სიკეთე აქ სათანადო შეფასებას იმსახურებს და მიუხედავად ქონების
თანასწორობისა, შეიმჩნევა საერთო კეთილდღეობა. ცხოვრების ეს სტილი უახლოვდება პლატონის
მსოფლმხედველობასაც, რომლის მიხედვითაც ერთადერთი გზა საზოგადოების კეთილდღეობისკენ
არის ქონებრივი თანასწორობის გამოცხადება. რაფაელს მტკიცედ სწამს, რომ სამართლიანობა
მიიღწევა კერძო საკუთრების განადგურებით, თუ იგი მაინც დარჩება, მაშინ კაცობრიობის უდიდესი
და საუკეთესო ნაწილი ვერასდროს დააღწევს თავს სიღატაკეს, მძიმე ტვირთს. არავის უნდა ჰქონდეს
გარკვეულ ოდენობაზე მეტი მიწის საკუთრების უფლება, ფულადი ქონების მოცულობა
შესაძლებელია. უნდა გამოიცეს კანონები, რომელებიც აუკრძალავს მეფეს ხელისუფლების ბოროტად
გამოყენებას, ხოლო ხალხს- ზედმეტ თავნებობას, აიკრძალოს თანამდებობათა შეძენა შესყიდვით ან
ქრთამით, თანამდებობაზე მუშაობას არ უნდა ერთვოდეს თან ხარჯები, რათა ფული მოტყუებისა და
ძარცვის გზით არ იქნეს ამოღებული. სწორედ ასეთი ადგილია კუნძულ-სახელმწიფო უტოპია, სადაც
2
მისი დეტალური აღწერით ტომას მორი ეხება მაშინდელ თითქმის ყველა სოციალ-ეკონომიკურ და
პოლიტიკურ განვითარების პრობლემას.

კუნძულის აღწერა:

უტოპიელთა კუნძულის შუა- ყველაზე განიერი ნაწილი 200 მილზეა გადაჭიმული, შემდეგ
სიგანეში კლებულობს, თავსა და ბოლოში ვიწროვდება, რაც კუნძულს ნამგალა მთვარის სახეს
აძლევს. მის რქებს შორის შეჭრილია დაახლოებით 11მილიანი სიგრძის ყურე. ქვეყნის თითქმის
მთელი შიდა ნაწილი ერთი დიდი ნავთსაყუდელია, რომელიც სარფიანი მოგებისათვის სულ სხვ.
მხარეს უშვებს ხომალდებს. შუა გზაზე წყლიდან ამოშვერილია ერთი უხიფათო კლდე და მასზე
აღმართულია კოშკი, რომელშიც საგუშაგოა. კლდეებს შორის გასასვლელები მხოლოდ უტოპიელებმა
იციან. კუნძულის მეორე მხარეს ბევრზე ბევრი ნავსადგურია, ხმელეთთან მისასვლელი ისეა
გამაგრებული, რომ ხმელეთზე მყოფ მცირერიცხოვან დამცველებსაც კი ძალუძთ მტრის ურიცხვი
ლაშქრის უკუგდება. უტოპუსმა, რომლის სახელსაც ატარებს კუნძული, ველური ბრბო ისეთ
განათლების დონეზე აიყვანა, რომ ყველა სხვა მოკვდავთ აღემატება.

მმართველობა:

აქ ყოველი სიფროგანტუსი (თანამდებობის პირი) ფარული კენჭისყრით ირჩევს ყველაზე


ღირსეულ თავადს, ტრანიბორუსები სათათბიროდ დადიან თავადთან. სისხლის სამართლის
დანაშაულად ითვლება საზოგადო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ხალხის ან სენატის გარეშე.
რაც შეეხება ხელობას, მიწათმოქმედებისაგან არავინ თავისუფლება, სოფოგრანტუსთა საქმიანობაა
ზრუნვა და დაკვირვება იმაზე, რომ არავინ იჯდეს უსაქმოდ. უტოპიელები სამუშაოს მხოლოდ 6
საათს უთმობენ, ძილისათვის გამოყოფილი აქვთ 8 საათი. ოჯახს სათავეში უდგას უხუცესი, აქ
უმცროსები უფროსებს ემორჩილებიან, სიხარბე და მტაცებლობა უცხოა მათთვის. ისინი კრძალავენ
ქალაქში სიბინძურისა და ჭუჭყის შემოტანას, რადგანაც ეს აბინძურებს ჰაერს და სხვადასხვა
ავადმყოფობას იწვევს. უტოპიელები თიხისა და მინის ჭურჭლიდან სვამენ და ჭამენ, ოქრო-
ვერცხლისაგან ღამის ქოთნებსა და სიბინძურისთვის განკუთვნილ ჭურჭელს ამზადებენ,
დამნაშავეებს ყელზე ოქროს მძივებს, ბორკილებს ჰკიდებენ. ოქრო და ვერცხლი მაშასადამე მათთან
საძრიხის საგნებად ითვლება. ისინი თვლიან, რომ ბედნიერება პატიოსან და წესიერ სიამოვნებაშია.
კუნძულზე მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა საზოგადოების კანონების დაცვაც, რომელიც
გამოსცა ხალხმა, ვისაც არ განუცდია ტირანიის მძიმე უღელი. აფასებენ სულიერ სიამოვნებას,
რომელიც ვარჯიშითა და ცხოვრების კეთილდღეობის შეცნობით წარმოიქმნება. უტოპიელთა
მეცნიერებაში გაწაფულ გონებას საოცარი უნარი აქვს შექმნას ნიმუშები, რაც ცხოვრებას სასიამოვნოსა
და გაცილებით იოლს ხდის, ამ უნარს კი რაფაელი აღტაცებაში მოჰყავს. ისინი ადამიანებს
ბოროტმოქმედებისაგან განარიდებენ საყოველთაო პატივისცემის საშუალებითაც, რაც სიკეთისკენ
მოუწოდებს მოსახლეობის ამგვარ ფენას.

მშვიდობისმოყვარე უტოპიელები და ქონების თანაბრად განაწილება:

რაც შეეხება ომს, უტოპიელებს ის ნამდვილად სძაგთ, სანამ აუცილებლობა არ აიძულებთ, ეს


კი მათ მშვიდობისმოყვარე ბუნებაზე მიუთითებს. ომში გონებით გამარჯვება მათთვის ყველაზე
უფრო საამაყოა. ზავის შემთხვევაში, ისინი პატიოსნებით იცავენ პირობებს, არ ღალატობენ მას.
უზენაეს ღვთაებას დამბადებელს უწოდებენ, მხოლოდ მას მიაგებენ პატივს. მღვდლებს ყველაზე
მეტად აფასებენ, დანაშაულის ჩადენისას ისინი არ სამართლდებიან. აქ, სადაც ქონება საერთოა,
გაჭირვებისა არავის ეშინია, რადგან დოვლათს ისინი თანაბრად ინაწილებენ და არ ძუნწობენ, აქ არ
არსებობს ღარიბი და უპოვარი, თუნდ ვინმეს რამე არ გააჩნდეს, იგი მაინც მდიდრად
წარმოგვიდგება. უტოპიელები განსაკუთრებით ზრუნავენ მათზე, ვისაც უკვე მიზეზთა გამო შრომა
აღარ ძალუძთ. მათ ცნობიერებიდან ამოძირკვეს პატივმოყვარეობა და იდეალიზმზე აგებული
სახელმწიფო შემოგვთავაზეს. მათ არ ემუქრებათ შინაური უთანხმოება, რამაც ბევრი კარგად
მოწყობილი ქალაქი დაღუპა, რადგანაც ისინი არსებობენ ერთ მექანიზმად, რომელთა კავშირი ძალზე
მტკიცე და ღონიერია.

დასკვნა

თომას მორი ჩვენს მიერ განხილულ ნაწარმოებში წინ უსწრებს


დროს და კაპიტალის დაგროვებისგან გამოწვეულ პრობლემებსაც წინასწარ
ეხება. „უტოპიაში“ აშკარად იგრძნობა მისი სიმპატიები მშრომელთა მიმართ,
ამით კი ბევრად სცდება საკუთარი ეპოქის, ჰუმანისტი ფილოსოფოსის
შემოსაზღვრულ ფარგლებს. მისი მსოფლმხედველობა საკითხთან
დაკავშირებით ზუსტად და ლაკონიურად ჩანს შემდეგ წინადადებაში- „ერთი
მუჭა გაზლუქულებული მდიდრების შეთქმულება უმრავლესობის
წინააღმდეგ“

აქ მკითხველი მართლაც გასაოცარ პროგრესულ იდეებს


გადააწყდება. მაგ: ქალთა ემანსიპაცია, 6საათიანი შრომა, სიამოვნების
შეფასების განსაკუთრებული მოდელი, სიკვდილით დასჯის
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ჩანაცვლება და სხვა. ის
რელიგიურ თავისუფლებაზეც საუბრობს და ათეისტების არსებობასაც
უშვებს, რაც იმ დროისთვის დაუჯერებელად ჟღერდა. მორის იდეალურ
სახელმწიფოში ბევრად ჰუმანისტური კონცეპტით, მაგრამ მაინც, არსებობენ
მონები, შეზღუდულია ადამიანის გარკვეული უფლებები, თუმცა აბსურდად
მიმაჩნია იმ ეპოქის ადამიანს ამაზე პასუხი მოსთხოვო.

მორს ბევრი სოციალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად


მოიხსენიებს, მას გავლენას აღიარებდნენ ისეთი ისტორიული ფიგურები,
როგორებიც იყვნენ კარლ მარქსი, ლენინი, ფრიდირიხ ენგელსი.

მას შემდეგ, რაც „უტოპია“ სამყაროს მოევლინა ხუთასი წელი


გავიდა, მაგრამ მასში დეტალურად აღწერილი და წარმოდგენილი ავტორის
მოსაზრებები დღესაც აქტუალურია, რამდენად პარადოქსულადაც უნდა
ჟღერდეს, ბევრად აქტუალური, ვიდრე ოდესმე.

ბიბლიოგრაფია

 თომას მორი, უტოპია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 1983.


 https://internalself.wordpress.com/2015/04/26/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90/
 https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/platoni.pdf

You might also like