You are on page 1of 14

სომსფორსაიტის ტრაგედია: „მესაკუთრეში“

ამ მოხსენების მიზანია ვისუაბროთ „მესკუთრის“ მთავარი პეროსნაჟის, სომს


ფორსაიტის შესახებ და ვაჩვენოთ, რომ შეიძლება ამ ერთი შეხედვით უარყოფითი
და ბოროტი პერსონაჟის განსხვავებული, უფრო გმირული (ჰიროიკული) კუთხით
წარმოჩენა. შედეგად, წარმოგვიდგება სომსი, როგორც საკუთარი ცხოვრების ტყვე
და მისი ტრაგიკული ცხოვრებაც გარკვევით წარმოჩინდება.
გოლზუორთმა „მესაკუთრე“ 1902-1905 წლებს შორის დაწერა. გამოაქვეყნა 1906
წელს. თუმცა, „მესაკუთრეს“ მხოლოდ შექმნის თარიღი არ გამოარჩევს დანარჩენი
ფორსაიტების ქრონიკებიდან. ეს რომანი გოლზოუორთის საუკეთესო
რომანადაა მიჩნეული და მისი ლიტერატურული რეპუტაციის ქვაკუთხედს
წარმოადგენს. მისი რომანებიდან ყველაზე ოსტატურადაა შესრულებული და
პერსონაჟებისა დახასიათებისა და მათი გრძნობების გადმოცემის მხრივ ყველაზე
მრავალფეროვანი და მდიდარია.
გოლზუორთმა ეს რომანი უჩვეულოდ მეამბოხე განწყობაზე დაწერა, რაც
განაპირობა მისი და მისი ცოლის ეიდას ურთიერთობამ. მას შემდეგ, რაც ასაკის
მატებასთან ერთად მისმა შემწყნარებლურმა თვისებებმა იჩინეს თავი, იგი და მისი
ცოლი საზოგადოებამ თავის წრეში მიიღო, იმ წრეში, რომლის წინააღმდეგაც
მუდამ იბრძოდნენ, ასევე მას შემდეგ, რაც მათი მდგომარეობა ლიტერატურაში
საგრძნობლად გაუმჯობესდა, გოლზუორთმა სომსის პერსონაჟს მეტი წვდომითა
და ლმობიერებით შეხედა.
როგორც უკვე ვახსენე, სომსის პესონაჟი მკითხველის მიერ იყო, და კვლავაც არის,
ხშირად აღქმული როგორც უარყოფითი და ბოროტი პერსონაჟი. გოლსოურთის
ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება მისდამი მიმა პირადმა ცხოვრებამ
განაპირობა. საბრალო პერსონაჟ არამხოლოდ გულგრილი დაცინვის
მსხვერპლია მთელი რომანის განმავლობაში (ბოლო რამდენიმე თვის გარდა),
არამედ ავტორმა წლების შემდეგაც, როცა ფორსაიტების ოჯახისა და
ვიქტორიანული ეპოქის აღწერას დაუბრუნდა, არ დაინდო სომსი და აღწერა
მისი აგონიამდე მისული სურვილი ვაჟი მემკვიდრის ყოლისა და ირონიულად
მას ერთადერთ ბავშვი და ისიც გოგო მისცა.
ამგვარი ინტერპრეტაცია წინააღმდეგობაში მოდის გოლსოურთის თავდაპირველ
ჩანაფიქრთან, რომელზეც ავტორი ბერვს ფიქრობდა. იგი დისადმი მწერილ ერთ-
ერთ წერილში ამბობს: „ძლიერ ნასიამოვნები დავრჩი, რომ სომსის მიმართ
სიმპათია აღგეძრა. ძალიან მეშინოდა, რომ სწორად ვერ წარმოვაჩენდი მას.“
სომსი არანაირად არაა მარტივი პერსონაჟი. იგი, სულ რომ არაფერი, სიმბოლოა
მესაკუთრული პრინციპისა, რომელიც ინგლისის მაღლ საშუალო კლასს
ამოძრავებს. მისი სიბრმავეც სწორე კლასის სიბრმავეა. ეს მისი პირადი და
გროტესკული (კარიკატურული, კომიკური) ტრაგედიაა, რომ არ ძალუძს
კლასობრივი ღირებულებების მიღმა დაინახოს. იგი ყველაზე მეტად
ფორსაიტულია ფორსაიტებს შორის, განასახიერებს ღირსებას, რომელსაც
მამასთან, ჯეიმსთან, იზიარებს. იგია იმ საჭიროების განსახიერება, რომელიც
ყველაფრის დაუფლებას გულისხმობს, ეს იქნება - მიწა, სახლები, ნახატები და
ქალიც კი, რომლთა მფლობელობაზეც პრეტენზიას აცხადებს.
საინტერესოა, რომ გოლზუორთს შესაძლოა ეზიზღებოდეს ის, რასაც სომსი იცავს
და აკეთებს, თუმცა მისთვის საკუთარი ქმნილების შეძულება შეუძლებელი
აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სომსიაირენისწინაშესასტიკად სცოდავს, იგი
ბრმად სცოდავს - ვერ აცნობიერებს ამ ცოდვას. წარმოსახვის უნარს მოკლებულს ,
არ ძალუძს საკუთარი თავი ობიექტურად აღიქვას, უუნაროა გამოასწოროს
შეცდომები, რომლებსაც ვერ აცნობიერებს.
საკუთრების გრძნობა სომსში უფრო შეცოდების ღირსია, ვიდრე შეძულებისა და
შერისხვის, რადგანაც ბრმაა საკუთარი შეცდომის წინაშე და ამიტომაც
ტრაგიკულად ისჯება მთლი ცხოვრების განმავლობაში ამ შეცდომის გამო.
ვფიქრობ, გოლზუორთის ერთი წინადადეა შესანიშნავად აჯამებს სომსის
პერსონაჟს: „ცხოვრების უდიდესი ტრაგედიაა სრული შეუძლებლობა შეცვალო
ის, რაც გააკეთე“
„გაუპატურების“ ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად თუ
რამდენადაა ხედავს სომსი აირენს, როგორც მისი საკუთრების ნაწილს.
მეორედილით„იმღამისშემდეგ, როცასომსმაბოლოსდაბოლოს,
გამოიყენათავისიუფლებადა, როგორცქმარსშეჰფეროდა,
აირენსისემოექცა,“სომს საუზმობა მარტოსმოუხდა. მთელი იმ დროის
განმავლობაში, როცა სომსი საკუთრ თავს უმტკიხებს თუ რაოდენ უმნიშვნელო
ინციდენტი მოხდა და საკუთრ მოქმედებას ამართლებს, აირენის ტირილის ხმა
ყურებში უგუგუნებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს - წარმართავს ბიზნესს, აგვარებს
საქმეებს, კითხულობს გაზეთს, აგზავნის ტრანზაქციებს - მოსვენებას არ აძლევს
მისი ტირილი და ცრემლიანი სახე. მკითხველს შეუძლია ამ სინდისის ქენჯნასა თუ
დისკომფორტს ახსნა მოუძებნოს, რაც არანაირად არ უკავშირდება სწორისა და
არასწორის ერთმანეთისაგან გარჩევას. თუმცა, ეს მომენტი აშკარად მიგვანიშნებს
იმაზე, რომ სომსიაირენის გრძნობების მიმართ სრულიად უგრძნობი არაა და
რომ იგი მისთვის მეტია, ვიდრე უბრალოდ საკუთრება. მონანიების გრძნობით
სავსე, სომსი ვერ ხვდება მისი ტირილის მიზეზს. მიუხედავად ამისა კი მისი ტირილი
ტკივილს ანიჭებს.
ის, რომ აირენისადმი სწრაფვა უფრო მეტია, ვიდრე მისი დასაკუთრების სურვილი
მტკიცდება იმ მომენტში, როცა სომსი განქორწინებისმოსალოდნელისაფრთხის
წინაშე აღმოჩნდება. თავდაპირველად, გაყრა მისთვის პროფესიონალურ კრახს
მოასწავებს და იმას, რომ ცოლისთვის აშენებული სახლის გაყიდვა მოუწევს,
თანაც წამგებიან ფასად. თუმცა, მეორე წამს აცნობიერებს რა, რომ აირენი მისი
ცხოვრებიდან გაქრება და მას ვეღარასოდეს ნახავს, ეს გაანალიზება შოკში
აგდებს მას. „ეტლითმიმავალისომსი მთელი
გზაფიქრობდადამაინცვერშეურიგდაიმაზრს, რომ
აირენსვეღარასოდესიხილავდა.“
სომსს, ისევე, როგორც ყველას, უნდა, რომ ვინმეს უყვარდეს, მაგრამ თვად
მხოლოდ მაშინ შეუძლია სხვისი შეყვარება, თუკი საშუალება ექნება საკუთარი
სიყვარულით ის სხვა დაახრჩოს. სომსმა უბრალოდ არ იცის როგორ გამოხატოს
სიყვარული ჯანსაღ გზით. მართალია, რომ როცა არ შეგიძლია იმის ქონა, რაც
მთელი გულით გსურს, დიდი შანსია გააღმერთო და მისით შეპყრობილი გახდე.
სხვა მხრივ, სომს შეუძლია სიყვარული და ეს სიყვარული უპირობოც კი შეიძლება
იყოს. ეს განსაკუთრებით მართლდება მაშინ, თუკი გავიხსენებთ, როგორ უყვარს
ქალიშვილი მისი დაბადების დღიდანვე. რამდენადაც უყვარს, იმდენად
არამესაკუთრეა ფლერის მიმართ. იგი, როგორც მშობელი ადრეულ მე-20
საუკუნეში, საკმაოდ გონივრულად უდგება ფლერს, მაშინ, როცა აირენი და
ჯოლიონი საკუთარი შვილის, ჯონის მიმართ ზედმეტად მესაკუთრეები არიან.
სომსი საკუთარ სიამაყესაც კი აბიჯებს და მიდის აირენსა და ჯოლიონთნ
მოსალაპარაკებლად მათი ქალიშვილის მიერ ჯონის შეყვარების თეობაზე.
წარმოუდგენელიც კი, რომ ვიფიქროთ რომ ამას აირენი და ჯოლიონი ოდესმე
გააკეთებდნენ. ისინი სრულ ფარისევლებად გვევლინებიან როცა საქმე მათ შვილს
ეხება. მაგალითად, როცა ჯონს აირენ-სომსისქორწინების შესახებ ანდობენ,
არასოდეს ახსენებენ იმას, თუ რამდენად ცუდად ექცეოდა აირენისომსს წლების
განმავლობაში ანდა როგორ უღალატა მას, მაგრამ სამაგიეროდ უყვებიან
გაუპატიურების შესახებ, ეს კი ძალიან მოსახერხებელია მათთვის.
რა თქმა უნდა, გაუპატიურების შემთხვევას გვერდს ვერ ავუვლით და სომსის
გასამტყუნებლად ვერანაირ მიზეზს ვერ მოვნახავთ, თუმცა უამრავი წლის
განმავლობაში სომსი ძალიან მომთმენია აირენთანმიმართებაშ. აირენის ქცევა
მასთან ყოფნის დროს სრულიად მიუღებელია. უდავოდ, სომსი უდიდეს შეცდომას
უშვებს ცოლთან მიმართებაში, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ წლებისა და იმ გულცივი
მოპყრობს შემდეგ, რასაც აირენი აჩვენებს მას. არ უნდა დავივიწყოთ
აირენისჯოლიონთან ცეკვაც - სავარაუდოდ, ყველაზე მეტად შემარცხვენელი
მომენტი სომოსისათვის. ეს და კიდევ სხვა უამრავი ფაქტი საბოლოოდ კონტროლს
აკარგვინებს სომსს.
მეორე მხრივ კი, აირენი არც კი ცდილობს ცოტათი მაინც იყოს
ბედნიერისომსთან ყოფნისას. იცის, რომ ერთ დღესაც მიატოვებს მას. მაგრამ
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არავის დაუძალებია სომსზე დაქორწინება.
სომსი არანაირად ატანს ძალას მას. ერთხელ, როცა სომსიაირენთნ ხელის
სათხოვნელად მივიდა და უარიც მიიღო, უკვე აპირებდა ლონდონში გამგზავრებას,
როცა აირენი უკან მობრუნდა და გაურკვეველი მიზეზით თანხმობა მისცა .
რომ შევაჯამოთ ზემოთ ნასაუბრები, სომსფორსაიტი რთული და
რაღაცმხრივსაბრალო პერსონაჟია. მაგრამ არანაირად არაა ბოროტი. იგი
საკუთარი ეპოქის კაცია, და სულ მცირედ მაინც, ფორსაიტების ოჯახში აღზდის
წყალობით, საკუთრებასა და მოვალეობას ორ უმნიშვნელოვანეს რამედ სახავს
თავის ცხოვრებაში. გასაკვირიც არაა, რომ მას „მესაკუთრედ“ იცნობენ. ვერ
უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ იგი უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ შეგვიძლია
საკმაოდ შევასუსტოდ ის არგუმენტი, რომ იგი ბოროტი პერსონაჟია. უნდა
გვეცოდებოდეს იგი და მის მიერ მიღებული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები,
თუმცა არანაირი მიზეზი არ გვაქვს შევიძულოთ იგი.

12/23/2022 13:24

სომს ფორსაიტი
აირენი
ფილიპ ბოსინი
ჯუნი
ახალგაზრდა ჯოლიონ ფორსაიტი

მოხუცი ჯოლიონ ფორსაიტი


ჯეიმს ფორსაიტი
სუითინ ფორსაიტი
ტიმოთი ფორსაიტი (ყველაზე ახალგაზრდა მუხუცი ფორსაიტებიდან)
როჯერი
პაპიდა ენი (ბოლოს კვდება), ესთერი და ჯულია (ჯულის ეძახდნენ)
უინფრიდ ფოსაიტიმონტეგდარტი (ქმარი)

“ფორსაიტიზმის” მახასიათებლები

გოლზუორთის დიდებულება მის შესაძლებლობაშია, განაზოგადოს


ფორსაიტიზმი, როგორც სპეციფიკური ტერმინი გამოყენებული მე-19 საუკუნის
მაღალი-საშუალო კლასისინგლისურისაზოგადოებისდასახასიათებლად.
ფორსაიტებისოჯახისაღწერითმანმოახერხაამკლასისმახასიათბლებინიმუშადგამ
ოეყენებინა. გვარიფორსაიტიანტონომაზიად („გადარქმევა“)იქცევა
(მეტონიმიისერთ-ერთისახე - ზოგადი სახელისშეცვლასაკუთარითანპირიქით; მაგ .,
"ოტელო"– "ეჭვიანი კაცის" ნაცვლად, "რომეო და ჯულიეტა“-"შეყვარებულების"
მაგივრად.)
ავტორის მიერ ინგლისის საშუალო კლასის შესწავლამ განაპირობა მისი
პერსონაჟების ფურცელზე გადატანა. ექსტრემალური ინდივიდუალიზმი,
ეგოისტობა, ზიზღი ყველაფერი უცხოსა და უცხოურის მიმართ, საკუთრებისა და
ფულის მოხვეჭის ძლიერი შეგრძნება ფორსაიტთა კლანის გამორჩეული
თვისებებია.

ყველა პერსონაჟის ზოგადი დახასიათება


სომსფორსაიტი „მესაკუთრის“ მთავარი პერსონაჟია, იგი უზარმაზარი ოჯახის
ერთ-ერთი წევრია. მამამისი მშენებელი იყო, რომელმაც სხვის დაუხმარებლად
მიაღწია წარმატებას და რომლის საკუთრებისადმი მისწრაფებაბამ მის
შთამომავლებშიც იჩინა თავი, მას ათი შვილი ეყოლა, სომსი კი ამ ათიდან ერთ-
ერთის (ჯეიმსის) შვილია. ფორსაიტები 1880-იანი წლების ინგლისის მაღალი-
საშუალო კლასის წარმომადგენელთა ტიპიურ მაგალითს წარმოადგენენ, წიგნის
მოქმედებაც დროის ამ მონაკვეთში მიმდინარეობს.მოხუცი ჯოლიონიფორსაიტებს,
როგორც საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს, ისე აღიქვამს.მიუხედავად მათი
გამოსაჩენი წარმოსადეგობისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფორსაიტები
წარმოშობით წვრილი მემამულეები არიან. მოხუცი ჯოლიონი იმ ათი შვილიდან
ერთ-ერთია, იგი ყველაზე უფროსი თაობის ფოსაიტია და ოთხმოც წელს
გადაცილებულია. მისი და პაპიდა ენი კი ყველაზე მოხუცი ფორსაიტია უფროსი
თაობის ფორსაიტებს შორის, მათი ძმა ჯეიმსი სომსფორსაიტის მამაადა ყავს
ტყუპისცალი, სუითინი. ფორსაიტებს შორის დამკვიდრებულია ერთგვარი
ფილოსოფია, ცხოვრების განმსაზღვრავი მორალი, რომელიც მათ აერთიანებს:
ისინი კანონმორჩლი და ბიზნესის ხალხი არიან, ფლობენ საკუთრებას და უდიდეს
სიამოვნებას იღებენ რაც შეიძლება მეტი ფულის დაგროვებით, რათა შემდეგ
თავიანთ შვილებს დაუტოვონ მემკვიდრეობით. მოხუცი ჯოლიონიქვრივია,
რომელიც ნანობს იმას, რომ საკუთარ ვაჟს, ახალგაზრდა ჯოლიონს გაუუცხოვდა,
რაც ფორსაიტების ოჯახში მომხდარი სკანდალის შედეგი იყო: ქორწინებაში ჯერ
კიდევ მყოფი ახალგაზრდა ჯოლიონი სხვა ქალს გაეკიდა. მოხუცი ჯოლიონი
იძულებული გახდა საზოგადოების მიერ თავს მოხვეულ გზაზე ევლო და
ახალგაზრდა ჯოლიონი შვილობიდან და საკუთარი გვარიდან განკვეთა. როგორც
რომანის დასაწყისში ვიგებთ, მას თავისი ვაჟი, ახალგაზრდა ჯოლიონი (ჯო)
თხუთმეტი წელია არ უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მისამართიცა და
ლონდონის კლუბიც , რომლის წევრიცაა ახალგაზრდა ჯოლიონი, ძალიან კარგად
იცის. მოხუცი ჯოლიონისშვილიშვილი, ჯუნ ფორსაიტი, (ახალგაზრდა ჯოლიონის
შვილი) ბაბუამისთან ერთად ცხოვრობს და ბაბუასაც მასზე ამოსდის მზე და
მთვარე, ჯუნი „უიღბლოვარსკვლავზედაბადებულ“ და ჯიბეგაფხეკილ
არქიტექტორ, ფილიპ ბოსინიზე ინიშნება, რაც რომანის პირველივე
ფურცლებიდან ხდება ცნობილი.
„ ...“
სომსფორსაიტს საშინლად უნდა სხვადასხვა ნივთი მის საკუთრებაში იყოს და ამ
სურვილის წყალობით ბევრ რამესაც ფლობს. მისი ცოლი აირენილამაზი,
ამოუცნობი ახალგაზრდა ქალია. ეს ორნი სულ რაღაც რამდენიმე წელია
დაქორწინებულნი არიან, თუმცა შვილები არ ყავთ და აირენი უკვე აცნობიერებს,
რომ ეს ქორწინება წარმატებულ არ აღმოჩნდა. იგი იხსენებს დროს, როცა ჯერ
სომსის ცოლი არ იყო და როცა სომსს პირობა დაადებინა, რომ თუკი მათი
ქორწინება არ გაამართლებდა, ქმარი მას თავისუფლებას მისცემდა, და
რატომღაც ამ პირობას ახლა სომსი აღარ ახსენებს. რადგანაც , ყველაზე მეტად ,
რისი დასაკუთრება და ხელში ჩაგდებაც სომსს სდომებია, ეს მისი ცოლია. იგი მის
მეგობრობზეც ეჭვიანობს, ჯუნთან მისი მეგობრობაც კი არ მოსდის თვალში, და
დიდი სურვილი აქვს, რომ აიერენი ლონდონელი მეგობრებისა და საზოგადოების
ზეგავლენისგან იხსნას და ქალაქგარეთ სახლის აშენების იდეაც ამ მიზეზით
ებადება.

სომსის სახლი რობინჰილშიახალი გატაცება ხდება მისთვის, თუმცა


სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ჩამოშორებული აირენი
მხოლოდ თავისთვის დაიტოვოს. იგი სახლის ასაშენებლად, როგორც
არქირექტორს, ჯუნის საქმროს ფილიპ ბოსინისასაქმებს და მალე ამ საკმაოდ
ძვირადღირებული პროექტის განხორციელებაც იწყება. ბოსინის შემოქმედებითი
ცეცხლი უღვივის და დიდი სურვილი აქვს ეს შანსი თავისი შესაძლებლობებისა და
ნიჭიერების გამოსავლენად გამოიყენოს. თანდათან ფორსაიტების ოჯახი იწყებს
ჭორაობას სომსისა და აირენის ურთიერთობაზე, მათ ყურადღებას
განსაკუთრებით იპყრობს ის ფაქტი, რომ აირენი საკუთარ ოთახს ითხოვს. თუმცა,
როცა აირენი და ბოსინიერთმენეთის ახლო მეგობრები ხდებიან, ჭორაობის
საგანიც ფართოვდება. სინამდვილეში კი აირენსა და ბოსინის არა უბრალოდ
მეგობრობა, არამედ სიყვარული აკავშირებთ და შედეგად ერთმეთის სახლებში
სიარული თუ პარკში სეირნობა ხშირი ლაპარაკის თემა ხდება. საბრალო ჯუნი
მხოლოდ ცხრამეტისაა და თანდათან აცნობიერებს რა სიტუაციის სიმწვავეს ,
ტკივილი და დამცირება აუტანელი ხდება მისთვის.
ამასობაში, მოხუცი ჯოლიონი გადაწყვეტს, რომ შეხვდეს შვილს, მოაწყოს ისე, რომ
მათი შეხვედრა სპონტანურად მოხდეს მის კლუბში. ამის შემდეგ, ჯოს სახლში,
სანტ ჯონს ვუდში მიდის, ხვდება რძალს (ვინც ჯომ პირველ ცოლს ამჯობინა), მის
ორ პატარა შვილიშვილს - ჯოლისა და ჰოლის და ოჯახის ძაღლს. ჯოს ოჯახი
მოხუც ჯოლიონს სიცოცხლის ხალისს ახლიდან აძლევს, ისინი ზოოპარკშიც კი
მიდიან ერთად.
სომსის, აირენისა და ბოსინის სამკუთხედი დიდ დრამაში გადაიზრდება, როგორც
კი ახალი სახლის მშენებლობა რობინჰილზე სრულდება და ხარჯები ბიუჯეტს
საგრძნობლად სცდება.
სომს ფორსაიტი
სომს ფორსაიტი ჯეიმს ფორსაიტის შვილიდა ამ გვარის დამფუძნებლის,
ჯოლიონფორსაიტის შვილიშვილია. მას არ ესმის რატომ არაა მისი ცოლის,
აირენი მასთან ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად
უზრუნველყოფილია. როცა შეიტყობს მისი ურთიერთობის შესახებ ფილიპ
ბოსინისთან,სომსი უჩივლებს ბოსინის, რათა გააკოტროს იგი. ქმრული
მოვალეობის შესრულების მოტივით, იგი აირენს აუპატიურებს.

ჯეიმს ფორსაიტი
ჯეიმსი ფორსაიტების პირველი ოჯახის პირველ თაობას მიეკუთვნება. იგი
სუითინის ტყუპი ძმაა. მათ როგორც ჩასუქებულსა დაჩამომხმარს, ისე იცნობენ
ოჯახში. ჯეიმსი ჩამომხმარია. მას განსაკუთრებით სახასიათო გარეგნობა აქვს.
არის ძალიან მაღალი და აქვს გრძელი ფეხები და ხელები.
ჩაცვივნულილოყებიორიპარალელურინაოჭითაქვს დაღარული, და მუდმივად
წელში მოხრილია. თვალები ფერმკრთალი აქვს და სახის გვერდებს გრძელი
თეთრი ბაკები მიუყვება. იგი ყოველთვის შეწუხებულია ისეთ რამეებზე, რაც მას ან
მის ოჯახს ეხება და ყოველთვის ბუზღუნებს, რომ „არავინ არაფერს ეუბნება და
არაფერი იცის“ . ყველა ფორსაიტიდან, ყველაზე მეტად ოჯახის კაცია, რადგან
ისე არცერთი ფორსაიტისთვის არაა ძვირფასი და მნიშვნელოვანი ოჯახი,
როგორც მისთვის. უყვარს ოჯახური ჭორაობები და მისი გადაწყვეტილებებიც
ოჯახურ შეკრებებზე მოსმენილი ჭორებზეა დამოკიდებული.

მამა და შვილი (ჯეიმსისა და სომსის ურთიერთობა)


ჯეიმსსა და სომსს შორის ურთიერთოაბა განსაკუთრებით ფორსაიტულია. ისინი
ბიზნეს პარტნიორები იყვნენ კომპანიაში „ფორსაიტი, ბასტარდი და ფორსაიტი“.
ბასტარდის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ჯეიმსი გამხდარიყო კომპანიის მთავარი
მეწილე და მეთაური. როგორც ნამდვილი ფორსაიტები, ისინი არასოდეს
ამზეურებენ საკუთარ გრძნობებს ერთმანეთის მიმართ. მათი ოჯახური
ურთიერთობები ყოველგვარ სენტიმენტს მოკლებულია, მაგრამ გულის სიღრმეში
ერთმანეთი ძალიან უყვართ. უყვართ ერთად ყოფნა, თუმცა არასოდეს საუბრობენ
საკუთარი ცხოვრების ინტიმურ პრობლემებზე და არ ამჟღვნებენ ღრმა გრძნობებს.
მაგრამ მათ ხასიათში ღრმად დამალული რაღაც მათ კავშირს მტკიცეს ხდის -
ისინი ერთმანეთს როგორც, ინვესტიციას. ჯეიმსისთვის მისი შვილები,
კონკრეტულად კი სომსია მისი არსებობის მთავარი მოტივი. რადგანაც მისთვის
უმთავრესი იყო ყოლოდა ისეთი შვილები, რომელთაც შემდგომ საკუთარ
ნაგროვებ ფულს დაუტოვებდა. ფულის შვილებისთვის დაგროვებამ მას ცხოვრების
მიზანი მისცა. სომსისთვისაც მამასთან ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანი და
ძვირფასია. სწორედ მამამ ასწავლა სომსს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა
იურისტს დასჭირვებოდა. სომსს არასოდეს არაფერი უთქვამს მამის სიყვარულის
შესახებ, მაგრამ ებრალება მოხუცებულობისა და სისუსტის გამო. ორივე
მათგანისთვის ბიზნესსზე საუბარი სიამოვნების მომნიჭებელი იუო და ერთმანეთის
უსიტყვოდ ესმოდათ. ორივე მათგანისთვის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ
სომსი უშვილო ქორწინებაში იყო და ორივე მათგანისთვის სიხარულის
მომნიჭებელი ახალი ფორსაიტის დაბადება იქნებოდა - ფორსაიტის, რომელიც
მოგვიანებით მათი პარტნიორი გახდებოდა კომპანიაში და მათი ქონება
მემკვიდრეობით გადაეცემოდა. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც იყო სომსი-აირენის
ურთიერთობა ჯეიმსის დარდის მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ მის მშვენიერებას
ეტრფოდა.

აირენი (ჰერონ) ფორსაიტი


აირენ ჰერონ ფორსაიტი, სომსის ლამაზი ცოლი. სომსზე დაქორწინების შემდეგ
აღმოაჩენს რომ ქმარი მასში ზიზღს იწვევს. ფილიპ ბოსინიში პოულობს ნამდვილ
სიყვარულს პოულობს. გაუპატიურების შემდეგ, იგი სომსს ტოვებს. თუმცა, როცა
ბოსინის ეტლი გაიტანს, პასუხისმგებლობას გრძნობს მის სიკვდილში. თითქმის
განადგურებული, იგი უკან სახლში ბრუნდება.
იგი სომსის ცოლია და გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა. მისი მომნუსხველი
სილამაზე ყველას ყურადღებას იქცევს, მუქი ყავისფერი თვალებისა და
ოქროსფერი, მკვდარი ფოთლების ფერი თმის იშვიათი კომბინაცია მის
გარეგნობას გამორჩეულს ხდის. აღნაგობაც მშვენიერი აქვს, მაღლია, თავი
კარგად უჭირავს და წარმართ ღვთაებას წააგავს. მისი სახის ყველაზე
თვალშისაცემი მახასიათბელი მისი ტუჩებია. გოლზუორთი იყენებს მეტაფორას
„ჩრდილის ღიმილი“. სომს იგი შეუყვარდა და რამდენჯერმე სთხოვა ცოლობა,
სანამ საბოლოოდ თანხმობა არ მიიღო. ქორწინებიდან ძალიან მალე აირენი
მიხვდა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა და განქორწინება ითხოვა, მაგრამ სომსი,
როგორც ნამდვილი ფორსაიტი, ასე ადვილად არ დათმობდა. ქორწინებამდე
აირენი ძალიან ღარიბი იყო, რადგან მამამისი გარდაიცვალა და ქონების გარეშე
დატოვა იგი. ზოგადად, აირენს ყველა არმოწონებით უყურებს. მათი აზრით, მას
ზედმეტად უცხოური გარეგნობა აქვს. სომსი მასზე გადარეულია და ბევრი
პრობლემაც აქვს ცოლთან. წიგნის ბოლოს აირენი გადაწყვეტს, რომ მიატოვოს
სომსი და ბოსინისთან ერთად გაიქცეს. იგი საბოლოოდ პასიური
მდგომარეობიდან გამოდის და იწყებს მოქმედებას, მაგრამ ბოსინი ტრაგიკულად
კვდება და იგი იძლებულია უკან დაბრუნდეს, სახლში, რადგან სხვაგან
წასასვლელი არ აქვს. წიგნის ბოლის ვხედავთ აირენს, სავარძელში მჯდომს და
ემოციურად სრულიად განადგურებულს. მაგრამ ჩვენ ვხცდებით, რომ საბოლოოდ
აირენისომს მაინც დატოვებს, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ და მორალური
გამარჯვება მისი და მისი გარდაცვლილი საყვარლის მხარეს იქნება. ხოლო სომსი
მორალურ კრახს იწვნევს, რომელიც მას, როგორც მესაკუთრეს ერგება.
„ კოხტადნაქანდაკარიმაღალიქალი,
ფორსაიტებისოჯახისრომელიღაცწევრმაწარმართთაღვთაებას რომ შეადარა ,
იქვეახლოსიდგადაჯუნისადაბოსინისოდნავგაღიმებულიშესცქეროდა. ფრანგული,
ღიარუხიფერის,
ოდნავსიმწვანედაკრულილაკისხელთათმნიანიხელებიჯვარედინადგადაეწყო .
დიდიხელოვანისნაძერწივითმშვენიერისახეოდნავმოებრუნებინადაიქმყოფმამაკა
ცთამზერაანდამატივითმიეზიდა. ნაქანდაკარიტანიისეთნაირადერხეოდა ,
გეგონებოდათ, მსუბუქინიავიწონასწორობასდააკარგვინებსო.
შეუფაკლავღაწვებშისითბოიგრძნობოდა. დიდრონი, შავი,
მწველითვალებიმშვიდადგამოიყურებოდნენ.
გაურკვეველიმსუბუქიღიმილითგაშუქებულიბაგენი,
რომელთაცმხილველნიმონუსხულებივითშესცქეროდნენდათვალსვერსწყვეტდნენ
, გამოცანასავითამოსახსნელიგახლდათ, ესიყონაზი, მგრძნობიარე,
ხორციელიჟინითაღბეჭდილიბაგე,
გარშემოყვავილივითსაამოსითბოსადასურნელებას რომ აფრქვევდა.
დანიშნულმაწყვილმა, რომელსაცათასითვალისინჯავდადაუკირკიმალებდა,
დროზევერშეამჩნიაგანმარტოებითმდგარიქალღმერთი.
ბოსინიმპირველმაშენიშნაიგიდაჯუნსმისივინაობაჰკითხა.
ჯუნმადანიშნულიხელკავგამოდებულიწაიყვანანაქანდაკარიქალღმერთისკენ .
- აირენი, ჩემიუახლოესიმეგობარი, - თქვაჯუნმა, -
კეთილინებეთდათქვენცდამეგობრდით.
პატარალედისბრძანებაზესამივესგაეღიმა. “

ფილიპ ბოსინი
ბოსინითვისუფალი, მოსიყვარულე და დამოუკიდებელი პერსონაჟია. მას რომანის
პირველივე თავში, „ნადიმი მოხუცი ჯოლიონის სახლში“ ვხვდებით, სადაც
ბოსინიფორსაიტთა ყურადღებას ცენტრში ექცევა. ყველა ფორსაიტი საფრთხის
მოლოდინშია, რადგან მათ რიგებს არაფორსაიტი უერთდება. იმის გამო, რომ
ბოსინი ძალიან ახალგაზრდა არქიტექტორია და სახელიც არ აქვს მოხვეჭლი,
ძალიან ღრიბია. ეს ფაქტი დიდად არ აწუხებთ ფორსაიტებს, რადგან, მათივე
მაგალითზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამდიდრდეს, თუ მთელს თავის
ცხოვრებას ფულის შოვნაზე კონცენტრირებაში დახარჯავს, მიუხედავად ამისა
ფორსაიტებმა მასში მოწინააღმდეგე დაინახეს. საკუთრებისა და ხელოვნების
კონფლიკტში (რაც ნაწარმოებში წარმოჭრილი მთავარი კონფლიქტია)
აღმოჩენილი ბოსინი განასახიერებს ხელოვნებას, ხოლო სომსი - საკუთრებას . ეს
კონფლიქტი სრულიად ტიპიურია ყველა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, სადაც
ხელოვანი იძულებულია საკუთარი ხელოვნება საკუთრებით შეპყრობილ
ადამიანებს მიყიდოს. ამ შემთხვევაში კი ბოსინიმ საკუთარი არქიტექტურული
ტალანტი სომსს მიყიდა სახლის ასაშენებლად. ბოსინიმ საკუთრი ნიჭის
წყალობით, შესანიშნავი არქიტექტურული შედევრი შექმნა, თუმცა სომსმა მას
შემდეგ, რაც მათი ურთიერთობის შესახებ შეიტყო მისი გაკოტრება გადაწყვიტა,
აირენზე შურისძიების მიზნით. საბოლოოდ ბოსინი ტრაგიკულად კვდება. ავტორი
გვაჩვენებს მხატვრის ტრაგიკულ ბედს ისეთ სამყაროში, სადაც
ფორსაიტებიდომიირებენ, მაგრამ თავად სომსიც არ რჩება მორალური ზიანის
გარეშე. იგი თვიდანვე განწირული იყო, რომ ვერასოდეს ეცხოვრა მისივე ოცნების
სახლში და დაეკარგა მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული - აირენი.

ჯუნ ფორსაიტი
ჯუნ ფორსაიტი, ახალგაზრდა ჯოლიონისქალიშილია, რომელიც მას პირველი
ქორწინებიდან ყავს. მას შემდეგ, რაც მისი ბოსინისთან ნიშნობა ოფიციალურად
დაანონსდა, იგი დამცირებას განიცდის ბოსინის მიერ აირენთან გაბმული
სასიყვარულო ურთიერთობის გამო. იმის გამო, რომ მას კვლავ უყვარს ბოსინი,
სთხოვს ბაბუამისს, რომ იგი ფინანსური გასაჭირიდან გამოიხსნას.

ახალგაზრდა ჯოლიონფორსაიტი
ახალგაზრდა ჯოლიონფორსაიტი მოხუცი ჯოლიონის ვაჟიშვილია. იგი მხატვარია
და მამამისივით ტიპიურ ფორსაიტს არ მიეკუთვნება. როცა ცოლი სხვა ქალის გამო
მიატოვა, ახალგაზრდა ჯოლიონი და მოხუცი ჯოლიონი ერთმანეთს გაუუცხოვდნენ .
მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთმანეთის ნახვა დაიწყეს, მალევე ისე დაახლოვდნენ,
როგორც არასოდეს ყოფილან.
შეიძლება ითქვას, რომ სომსის ანტაგონისტი რომანში არაბოსინი, არამედ
ახალგაზრდა ჯოლიონია, რომელიც განასახიერებს ყველაფერს, რაც სომსს
ეზიზღება: თავისუფალ სულს, დამოუკიდებელ აზროვნებას, გულწრფელობას, ღია
გრძნობებს და არაკონფორმიზმს. იგი სრულიად საწინააღმდეგო პერსონაჟში
განასახიერებს, რადგან როგორც თვითონვე აღიარებს, ნახევრად ფორსაიტია და
ნახევრად მათგან განდევნილი კაცი. იგი საზოგადოებან გარიყა, რადგან მათი
წესების წინააღმდეგ წავიდა: მან საკუთარი ცოლი და პატარა ქალიშვილი, ჯუნი
მიატოვა სხვა ქალის გამო, ეს ქალი კი ჯუნის მოსამსახურე ქალი იყო, რომელიც
ძალიან დაბალი სოციალური წარმოშობის იყო. ის მთავარი რამ, რაც მას სომსის
მოპირდაპირე მხარეს აყენებს, მისი ორმაგი ბუნებაა: წარმოშობითა და ოჯახით,
იგი ნამდვილი ფორსაიტია, მეორე მხრივ კი მენტალობითა და სულიერი
მიდრეკილებებით არაკომორმისტია, რაც მას ბოსინის პერსონაჟთან აახლოვებს,
ბოსინი კი ფორსაიტის აბსოლუტური ანტაგონისტია. არის რა თავადაც ფორსაიტი,
ახალგაზრდა ჯოლიონი აღიარებს, რომ ფორსაიტობა უდიდესი ძალაა და რომ
ფორსაიტთა ფული ატრიალებს მსოფლიოს. იგი ასევე აღიარებს, რომ
ფორსაიტებში ბევრი დადებით თვისებაცაა, მაგალითდ როგორიცაა დაუღლავი
შრომის უნარი, ჯანსაღი, პრაქტიკული გონება და პირველობისკენ სწრაფვის
სურვილი. მათი ფული ტრიალებს ყველა ბიზნეს სფეროსა თუ ქველმოქმედებაში.
ფორსაიტთა ფულის წყალობით ვითარდება მხატვრობა, ლიტერატურა,
არქიტექტურა და მეცნიერება. მაგრამ ის ერთი თვისება, რაც მას ფორსაიტთა
წინააღმდეგ აამხედრებს და რაც ჭირივით ეზიზღება არის საკუთრებისკენ
სწრაფვის სურვილი, რაც ადამიანის ბუნებას აზიანებს, რაც განსაკუთრებით
ადამიანურ ურთიერთობებსა და გრძნობებს უქმნის საფრთხეს.
მოხუცი ჯოლიონფორსაიტი
მოხუცი ჯოლიონფორსაიტი, 80 წლის კაცია, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს
ბავსშვები. მისი განსაკუთრებული სიყვარულის გამო საკუთარი შვილიშვილის ,
ჯუნის მიმართ, იგი მისი რძლის მხარე დაიჭირა და ახალგაზრდა ჯოლიონს
განუდგა. თუმცა, თხუთმეტი წლის უნახაობის შემდეგ მოხუცი ჯოლიონი
ახალგაზრდა ჯოლიონთან მიდის, აღადგენს ძველ ურთიერთობას, რომელიც
სრულ ნდობაზე იყო დაფუძნებული და უახლოვდება მის ორ პატარა შვილიშვილს,
რომელთაც არასოდეს შეხვედრია. ჯუნს რომ ასიამოვნოს და საკუთარი ძმის,
ჯეიმსის მიმართ მტრობა გამოხატოს, ყიდულობს სახლს რობინჰილზე, რომელიც
ბოსინიმსომსისთვის ააშენა.
მოხუცი ჯოლიონიფორსაიტების გვარის ყველაზე მნიშვნელოვანი
წარმომადგენელია, რადგან იგი ყველაზე უფროსი ძმაა და ყველა მას , როგორც
ოჯახის პატრიარქს, ისე მიიჩნევს. მისი გარეგნობა მთლიანად ქმნის მისი
აღმატებულობის შთაბეჭდილებას. მაგალითად, პირველ თავში ფორსაიტების
კლანის თავყრილობისას მოხუცი ჯოლიონის სახლში, იგი საკუთარი გარეგნობით
უკვე შესამჩნევია, მისი უპირატესობა მის გუმბათივით მოყვანილ შუბლსა და
უზარმაზარ თეთრ ულვაშში იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ 86 წლისაა, ისეთი
შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოსთვის
მიუგნიაო. ავტორი ყოველთვის აღნიშნავს, რომ იგი გულით კვლავ ახალგაზრდაა.
იგი მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად მიიკვლევდა ცხოვრებაში
გზას და საკუთარი ჩაის ფირმა „ფორსაიტი და ტრეფრიც“ კი დაარსა, რომელიც
განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ბაზარზე. შესაბამისად, მისი
რეპუტაცია ბიზნესის სფეროში მაღალია. იგი, ისევე, როგორც ყველა ფორსაიტი,
საკუთარი შესაძლებლობებით გამდიდრებული კაცის ტიპიური მაგალითია.
შრომისუნარიანობასთან ერთად, ბიზნესის ნიჭითაცაა დაჯილდოებული და
კოლეგების მიერ თავის სფეროში საუკეთესომცოდნედაა მიჩნეული. ცხოვრების
მიწურულს უფრო მეტის გაგებას იწყებს ფორსაიტებისა და ფორსაიტიზმის
შესახებ. შვილის მსგავსად, თავადაც მითქმა-მოთქმის ობიექტია. იგი, ერთი მხრივ,
მაინც ფორსაიტად დარჩა, საკუთრებისადმი სწრაფვისა და პრაქტიკული გონების
გამო, მეორე მხრივ კი ეყო გამბედაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების
წინააღმდეგ წასულიყო და საკუთარ შვილთან ურთიერთობა აღედგინა. იგი
თხუტმეტ წლიანი კავშირის გაწყვეტის შემდეგ, შვილთან შერიგებას გადაწყვეტს .
საბოლოოდ, მოხუცი ჯოლიონი აანალიზებს, რომ საზოგადოებას არ აქვს უფლება
მას რამე მიუთითოს.

მამა და შვილი (ურთიერთობა მოხუც ჯოლიონსა და ახალგაზრდა


ჯოლიონს შორის)
მოხუც ჯოლიონსა და ახალგაზრდა ჯოლიონს შორის არსებული ურთიერთობის
თხუთმეტ წლიანმა გათიშვამ გააფუჭა. ამის მიზეზი კი აზლგაზრდაჯოლიონის
საშინელი შეცდომა იყო, რომელიც მან 14 წლის წინ ჩაიდინა. მან საკუთარი ცოლი
და პატარა ქალიშვილი სხვა ქალის გამო მიატოვა. ყველა ფორსაიტმა ზურგი აქცია
მას და ახალგაზრდა ჯოლიონიც დამორჩილდა საზოგადოების იმ წესებს,
რომელთაც თავადვე აუმხედრდა. ამის გამო ახალგაზრდა ჯოლიონის ცხოვრების
პირობებიც გაუარესდა და საშინელ სიღრიბეში დაიწყო ცხოვრება. რაც შეეხება
მამაისს, მან მიტოვებული რძლისა და ქალიშვილის მხარე დაიჭირა და
იძულებული გახდა ჯუნი აღეზარდა, რომელიც მისი თვალის ჩინი გახდა. წიგნი
ჯუნის ნიშნობის აღნიშვნით იწყება. მოგვიანებით, მოხუცი ჯოლიონი აანალიზებს
თავის საშინელ შეცდომას და გადაწყვეტს შვილს შეურიგდეს. პირველი ნაბიჯი
თვად გადადგა და მისთვის ცხოვრების ახალი ფურცელიც გადაიშალა. მოხუც
ჯოლიონსა და ახალგაზრდა ჯოლიონს შრის ბევრს საერთო ნიშანს ვხედავთ:
ერთი მხრივ, ორივე ტიპიურ ფორსაიტებს წარმოადგენენ, არიან ჯიუტი, არ უყვართ
საკუთარი შეცდომების აღიარება და საკუთარი პრინციპებით ცხოვრებას
ამჯობინებენ, მაგრამ მეორე მხრივ მკვეთრი ადამიანური თვისებებიც ახასიათებთ ,
რაც ესოდენ უჩვეულოა ფორსაიტებისათვის: ორივე მათგანს საბოლოოდ ყოფნის
იმის გამობედაობა, რომ აღიარონ მათი შეცდომები და ისეთი ძლიერი ადამიანური
გრძნობების გამოხატვას არ თაკილობენ, როგორიცაა სიყვარული და ორივე
გამოხატავს სიმპათიას სუსტ და დაუცველ ადამიანთა მიმართ. აქედან
გამომდინარე, ჩვენც ვგრძნობთ სიმპათიას ორივე მათგანის მიმართ და
მივიჩნევთ, როგორც დადებით პერსონაჟებს.

ფორსაიტების დამოკიდებულება სიყვარულისა და


ქორწინების მიმართ.
რომანის ორი უმთავრესი კონფლიქტი ფორსაიტების განსხვავებული
შეხედულებების გარშემო ვითარდება. ესენია ერთი მხრივ მათი დამოკიდებულება
სიყვარულისა და ქორწინების მიმართ და მეორე - სიყვარულისა და მშვენიერების
მიმართ. ამჯერად, პირველზე ვისაუბროთ.
კონფლიქტი, ერთი მხრივ სიყვარულსა და მეორე მხრივ საკუთრებას შორის
პერსონიფიცირებულია აირენისა და სომსის სახით. სომსმა,
როემლსაცზედმეტსახელად „მესაკუთრე“ შეარქვეს, აირენზე იქორწინა და
კმაყოფილებას მაღალი-საშუალო კლასის მიერ ქორწინების ინსტიტუტზე
დაწესებული შეხედულებებით იღებდა. ამ შეხედულების მიხედვით კი ქორწინება
არ უნდა იყოს სიყვარულზე, არამედ სარგებელზე უნდა იყოს დამოკიდებული:
ქორწინებაში მყოფებიდან თითოეულმა რაღაც ღირებული უნდა შესძინოს
ქორწინებას. სომსისა და აირენის შემთხვევაში, აირენის შეტანილი წვლილი მისი
სილამაზეა, რადგან ფორსაიტებისთვის მას მონეტარულ ღირებულება აქვს.
სომსმააირენის ტანსაცმელსა და სამკაულზე უამრავი ფული დახარჯა და
სამაგიეროდ სიყვარულსა და მორჩილებას ითხოვდა. იგი ბრაზდება და
ღიზიანდება, რომ აირენი არაფერს აძლევს მას. სწორედ ესაა კონფლიქტის
მთავარი ტრაგედია, რადგან მან ვერ გაუგო აირენს, რომელიც სიყვარულის
გარეშე ვერ იცხოვრებდა და ამ უბედურ ყოფაში სომსმა ცოლი დაადანაშაულა.
სიყვარულისადმი დამოკიდებულება შესაძლებელია აიხსნას ახალგაზრდა
ჯოლიონის მაგალითის ილუსტრირებით, რომელსაც მისდა სავალალოდ სხვა
ქალი შეუყვარდა. ამან ფორსაიტებში უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია.
ახალგაზრდა ჯოლიონი გარიყეს და მამამისიც კი, მოხუც ჯოლიონს თხუთმეტი
წელი კავშირი არ ქონია შვილთან. რა თქმა უნდა, ფორსაიტებს ესმით, რომ
შესაძლოა ახალგაზრდა კაცს ვინმე ახალგაზრდა ქალი შეუყვარდეს , თუმცა
უკეთესი იქნება ასეთი არაკომფორტული გრძნობა რაც შეიძლება სწრაფად
მიჩქმალონ და არასოდეს დაუშვან ოჯახური სკანდალის წარმოშობა. როცა საქმე
სიყვარულს ეხება ფორსაიტები ფარისევლობენ. ისინიც ხშირად სცოდავენ,
თუმცა ამას მალულად შვრებიან და ცდილობენ სკანდალი აირიდონ თავიდან.
ახალგაზრდა ჯოლიონმა ასეთი შედეგი მოახლის შეყვარების გამო კი არ იწვნია ,
არამედ იმიტომ, რომ ეს ღიად გააკეთა და საზოგადოებაში სკანდალი გამოიწვია .
რომანის ბოლოს აირენი საბოლოოდ ბრუნდება სახლში და ეს სომსის
მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. სინამდვილეში კი მან სიყვარულსა და ქორწინებას
შორის არსებულ კონფლიქტში წააგო, რადგან იგი საკუთარი რწმენისა და
შეხედულებების მსხვერპლად იქცა და თავისმა სიყვარულმა იმსხვერპლა იგი.

ფორსაიტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და


მშვენიერების მიმართ
მშვენიერებასა, ხელოვნებასა და საკუთრებასთან დაკავშირებულ კონფლიქტში
აირენი განასახიერებს მშვენიერებას, ხოლო ბოსინი ხელოვნებას.

როგორ წარმოაჩენს გოლზუორთი სოციალურ კლასს


„მესაკუთრეში“
იმ რომანების უმრავლესობაში, რომლებმაც გოლზუორთი აღიარებულ მწერლად
აქციეს, სოციალურ კრიტიკაზასუმნიშვნელობანესი ადგილი ეთმობა და ისინი
უპირველესად ინგლისის მორალურად და სულიერად დაღმავალი მაღალ -
საშუალო კლაის აღწერას ემსახურება. ეს ყველაფერი მან ფორსაიტთა ოჯახის
მაგალითზე გვაჩვენა. გავიხსენოთ, რომ ისინი ისეთი ბრმანი არიან ყველაფრის
მიმართ, რაც საკუთარი შეხედულებების მიღმაა, რომ ვერ ხვდებიან, როგორ
იცვლება საზოგადოება მათ გარშემო და რომ მალე უკან ჩამორჩებიან და
დაუცველნი დარჩებიან იმ ცვლილებების წინაშე, რომელსაც მეოცე საუკუნე
მოიტანს.
სწორედ ესაა, რასაც გოლზუორთი ფორსაიტთა ოჯახის კულისებში შეხედვით
გვაჩვენებს. მწერალი მრავალფეროვნად აღწერს ბიზნეს შეხვედრებს,
კლაუსტროფობიულ სადარბაზო ოთახებში გამართულ წვეულებებსა და
ქორწილებს, რომლებიც ბედნიერებისგან ყველანაირად არიან დაცლილნი. ეს
ყველაფერი მაღალი-საშუალო კლასისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს
გამოკვეთს, რაც სულიერი და მორალური ფესვების გადაგვარებით გამოიხატება.
დავაკვირდეთ შემდეგ ციტატას, რომელიც აღწერს სომსფორსაიტს და იყენებს
ირონიას, რათა დასცინოს მის თვითდარწმუნების უნარსა და თავდაჯერებას:

 „თანდაყოლილისიტყვაძვირობაძალიანშველოდასაქმეში. სხვაარაფერსისე
არ შეეძლომისგარშემოშეძლებულიკლიენტების
(შეძლებულთაგარდასომსსსხვაკლიენტებიარცჰყავდა) მოზიდვა,
როგორციმშთაბეჭდილებას, რომ საღიგონებისმტკიცეადამიანთან(safe
man)ჰქონდათსაქმე... როგორდაეცემოდა,
როცამისსულსეზიზღებოდაყოველივე, რასაცდაცემამოსდევს. კაციიატაკზეც
არ უნდადაეცეს.
სომსისთვის, კაცისთვის, რომელიც საკუთრებითა და შენაძენითაა შეპყრობილი,
არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე „უსაფრთხო კაცად“ (safe man) წარმოჩენა.
თუმცა, ტექსტი ცხადყოფს, რომ მისივე სიხარბე აბრმავებს მას და გარშემო
ვეღარაფერს აღიქვამს, რაც მას დინოზავრს ამსგავსებს, რომელსაც არ ძალუძს
გარემოში მომხდარ ცვლილებებთან ადაპტაცია გაიაროს.

1/7/2023 01:13 (შობის ღამეა😊)

You might also like