You are on page 1of 2

პროსპერ მერიმე

პროსპერ მერიმე ფრანგი დრამატურგი, ისტორიკოსი, არქეოლოგი და მწერალი დაიბადა 1803


წლის 28 სექტემბერს პარიზში, პროგრესულად მოაზროვნე ხელოვანთა ოჯახში.
მიუხედავად იმისა, რომ პროსპერ მერიმემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი, იგი იმთავითვე იყო დაინტერესებული ისტორიით, არქეოლოგიით, ხელოვნებით,
განსაკუთრებით ქანდაკებით, არქიტექტურით, თანამედროვე და კლასიკური ენებით.
პარიზში იურიდიული კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთი მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა,
1830 წლიდან 1860 წლამდე ის იყო საფრანგეთის ისტორიული ძეგლების ინსპექტორი და
პასუხისმგებელი იყო მრავალი ისტორიული ადგილის დაცვაზე. 1853 წელს მერიმე სენატორად
დააწინაურეს. ის ნაპოლეონ III-ის სრული ნდობით სარგებლობდა და მის პირად მეგობრად
მიიჩნეოდა. თუმცაღა სამსახურებრივი კარიერა და პოლიტიკა მეორეხარისხოვან როლს
თამაშობდნენ მერიმეს ცხოვრებაში, რომელიც მოწოდებით მწერალი იყო.
პროსპერ მერიმე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსული ლიტერატურის დიდი ნაწილი
ფრანგულად თარგმნა. მის შემოქმედებაში უმთავრესი ადგილი მცირე ზომის მოთხრობებს უჭირავს,
როგორებიცაა „ეტრუსკული ლარნაკი“, „ტამანგო“, „კარმენი“, „სანგრის აღება", „მატეო ფალკონე",
„შარლ IX ზმანება", „ფედერიგო" და ა.შ.
პროსპერ მერიმე გარდაიცვალა 1870 წლის 23 სექტემბერს 66 წლის ასაკში, რომელიც
დაკრძალული იქნა კანის პროტესტანტული ეკლესიის პატარა სასაფლაოზე.

მატეო ფალკონე
ნაწარმოების გმირი მატეო ფალკონე კორსიკაში სახელგანთქმული ვაჟკაცი იყო. იგი შესანიშნავი
მსროლელი იყო და ვერავინ უბედავდა როყიო სიტყვის თქმასაც კი. მას ჰყავდა მეუღლე, სამი
ქალიშვილი და ერთადერთი ნაბოლარა ათი წლის ვაჟი ფორტუნატო.
ერთხელ, როდესაც მატეო მეუღლესთან ერთად წასული იყო ტყეში თავისი ჯოგის
დასათვალიერებლად, სახლის მეთვალყურედ დარჩენილ ფორტუნატოსთან მივიდა დაჭრილი
ყაჩაღი ჯანეტო სანპიერო და დამალვა სთხოვა, რადგან ფეხდაფეხ მოსდევდნენ ვოლტიჟერები. ბიჭმა
დახმარებისათვის გასამრჯელო მოსთხოვა ყაჩაღს და როგორც კი მიიღო ხუთ ფრანკიანი, ჯანეტო
ზვინში დამალა.
მალე ჯარისკაცებიც მოვიდნენ. მათი უფროსი მატეოს შორეული ნათესავი ტეოდორო გამბა
აღმოჩნდა. გამბამ მისი მოსყიდვა განიზრახა ვერცხლის ძეწკვიანი საათით. საათი დიდი ცდუნება
იყო ათი წლის ბიჭუნასათვის. დიდი სულიერი ბრძოლის შემდეგ ფორტუნატომ ვოლტიჟერებს
უჩვენა ჯანეტოს სამალავი და საჩუქარიც მიიღო. დაჭრილის წასაყვანად საკაცის შეკვრა გახდა
საჭირო. ამასობაში მატეოც დაბრუნდა. მან შორიდანვე დაინახა ჯარისკაცები და თოფშემართული
გაემართა სახლისაკენ. გამბა მიეგება ნათესავს და მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მისმა ვაჟმა
დააჭერინა სახელგანთქმული ყაჩაღი. ამის გაგება ტყვიის სროლაზე უარესი იყო მატეო
ფალკონესათვის, რადგან მისმა ვაჟმა ადამიანი გასცა. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ როდესაც
გაყავდათ, ჯანეტომ მიაფურთხა მატეო ფალკონეს სახლის ზღურბლს და ზიზღით უწოდა გამცემის
სახლი. ამას ვერავინ ვერასოდეს გაუბედავდა მატეოს, რადგან მთელმა კორსიკამ იცოდა, რომ ასეთ
სიტყვებს მისი მთქმელის დაუყოვნებლივ სიკვდილი მოყვებოდა, მაგრამ ახლა მატეომ მხოლოდ
სიმწრით გადაისვა შუბლზე ხელი.
ათი წუთის განმავლობაშ მატეო გარინდებული იდგა. - კარგად იწყებ ცხოვრებას! - გამოსცრა მან
ბოლოს. ბავშვი მივარდა და დაჩოქება დააპირა, მაგრამ მატეომ მოიშორა. სწორედ ამ დროს დაუნახა
მას საათის ძეწკვი ხალათქვეშ და როდესაც გაიგო, თუ საიდან ჰქონდა ბავშვს ეს ნივთი, ცოლს
მიუბრუნდა კითხვით, მართლა მისი იყო თუ არა ეს ბავშვი. - ეს ბიჭი პირველია ვინც ღალატი
ჩაიდინა ჩვენს გვარში, - თქვა მატეომ. განაჩენი გამოტანილი იყო. ჯუზეპას ვედრებამ არ გაჭრა.
მატეომ ფორტუნატო ეზოდან გაიყვანა და უბრძანა ელოცა. როდესაც ბიჭმა ლოცვა დაამთავრა,
კვლავ დააპირა მამისთვის შეწყალება ეთხოვა, მაგრამ მატეოს ნასრომლა ტყვიამ იგი უსულოდ
დაანარცხა მიწას. ცოლის განწირულ შეძახილზე მან მშვიდად მიუგო: „მართლმსაჯულება
აღვასრულე დამნაშავის მიმართ!“ და დაავალა ერთ-ერთი სიძისათვის ეთხოვა საცხოვრებლად
მათთან გადმოსვლა.

You might also like