You are on page 1of 8

ბიოგრაფია

Charles John Huffam Dickens (1812-1870წწ)

ჩარლზ დიკენსი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს პორტსმუტში, რომელიც მდებარეობს


ჰემპშირში, ინგლისში. მან შექმნა ვიქტორიანული ეპოქის ისეთი რომანები,
როგორებიცაა: „ოლივერ ტვისტი“(1837-39წწ), „საშობაო ზღაპარი“ (1843წ), „დევიდ
კოპერფილდი“(1849-50წწ), „დიდი იმედები“(1860-61წწ).

მისი მშობლები იყვნენ ჯონ და ელიზაბეთ დიკენსები. ჩარლზი იყო მეორე რვა
შვილიდან.

ჯონ დიკენსმა შთააგონა ჩარლზი შეექმნა მიკობერის პერსონაჟი „დევიდ


კოპერფილდში“, ხოლო ელიზაბეთ დიკენსის პროტოტიპი ამ წიგნში გახდა მისის
მიკობერი.

პატარაობიდან ჩარლზი ოცნებობდა ჯელტმენობაზე. მას სურდა განათლების მიღება.


მშობლებს დაგროვილი ჰქონდათ თანხის გარკვეული ნაწილი ერთ-ერთი ბავშვის
სწავლისთვის, მაგრამ ჩარლზი არ აღმოჩნდა ის რჩეული და მათ ქალიშვილი - ფენი
გააგზავნეს სასწავლებელში.

ამის შემდეგ კი ჩარლზის ცხოვრებაში ბნელი დრო დაიწყო. ჯონ დიკენსი დააპატიმრეს
ვალების გადაუხდელობის გამო. იმ დროს კი ოჯახს ძალიან გაუჭირდა და დედამ
გაგზავნა ჩარლზი ფეხსაცმლის ქარხანაში, სადაც საათობით უწევდა ეტიკეტების
დაკრობა. იქ, კვირაში 6 შილინგს გამოიმუშავებდა.

მალევე, მამამ დაასრულა შვილის ტანჯვა, თუმცა ჩარლზის დედას კი სურდა შვილის
გაბრუნება, რის წინააღმდეგიც იყო მეუღლე და მანვე გაგზავნა ვაჟი ველინგტონის
აკადემიაში.

დედის საქციელი ჩარლზს არ დავიწყებია, მანვე დაწერა: „მას შემდეგ არასდროს


დამვიწყებია, მე არასდროს დავივიწყებ, მე ვერასდროს შევძლებ დავიწყებას, რომ
დედაჩემი ჩემი უკან დაბრუნების მომხრე იყო.“ (“I never afterwards forgot, I never shall
forget, I never can forget, that my mother was warm for my being sent back.”)

ამ გამოცდილებებმა დიკენსზე დიდი გავლენა იქონია და იგი იშვიათად საუბრობდა


ცხოვრების ამ პერიოდზე.

ჩარლზ დიკენს მრავალი პროფესია გააჩნდა, სანამ მწერლობის გზას დაადგებოდა.


თავიდან, დაიწყო ესეებისა და ჩანაწერების გამოქვეყნება, რამაც მას დიდი პოპულარობა
მოუტანა.
ცოტაოდენ ინფორმაციას მოგაწვდით ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში არსებულ ორ
ქალზე, რომელთა პროტოტიპები ასე თუ ისე ჩნდება „დევიდ კოპერფილდში“.

Maria Beadnell (მარია ბიდნლი?)

მარია ბიდნლი იყო ჩარლზ დიკენსის პირველი სიყვარული. ისინი ერთმანეთს 1830
წელს შეხვნენ და მისთვის ერთი ნახვით შეყვარება იყო. გონება იმ წამსვე დაიპყრო
მარიასა და ქორწინებაზე ფიქრებმა.

თუმცა, მარიას მშობლები ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ ჩარლზის


წლოვანებისა და უპერსპექტივობის/გამოუცდელობის გამო.

ამ დროს, მან მუშაობა სტენოგრაფისტად და რეპორტიორად დაიწყო. თავისი


პროფესიით უკმაყოფილებამ და ბინდლის ოჯახისთვის თავის მოწონებამ კი უბიძგა
მსახიობობამდე.

ახალგაზრდა მარია მოგვიანებით გახდა დორას პროტოტიპი „დევიდ კოპერფილდში“

არაა ცნობილი იმ დროს რა გრძნობები გააჩნდა თვით მარიას ჩარლზის მიმართ,


რადგანაც ხან ცივად ექცეოდა, ხანაც თბილად. მაგამ მოგვიანებით აღიარა, რომ
დიკენსზე მუდამ ფიქრობდა.

21 წლის ასაკში, დაბადების დღეზე, ჩარლზმა გაანდო თავისი გრძნობები გოგონას,


მაგრამ მარიამ მას უწოდა „ბიჭი“, რამაც ძალიან შეუარცხყო დიკენსი.

მათი ურთიერთობა დასრულდა. მარია გათხოვდა. მაგრამ ეს ისტროიის დასასრული არ


აღმოჩნდა, რადგან 25 წლის შემდეგ, ქალი მოულოდნელად გამოჩნდა და შეეხმიანა
დიკენს, იმ დროს ორივეს ოჯახი ჰყავდა, მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მას
მერე კი ჩარლზი ყველანაირად თავს არიდებდა მარიასთან შეხვედრას.

ქეთრინ დიკენსი

ქეთრინ ჰოგართი 1834 წელს ოჯახთან ერთად გადმოვიდა ინგლისში. მამამისი


მუშაობდა მუსიკის კრიტიკოსად იმ ჟურნალში, რომელშიც თავად ჩარლზ დიკენსი.

ვაჟის პირველი ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა. მაგრამ მალევე გაიტაცა


ქეთრინმა, 1834 წელს. 1836 წელს იქორწინეს, 1837 წელს პირველი შვილი შეეძინათ
ათიდან.

პირველი წლები ბედნიერად გაატარეს, იმოგზაურეს შოტლანდიაში, შემდეგ ამერიკაში.


ამის მერე ქეთრინის და - ჯეორჯინა გადმოვიდა მათთან საცხოვრებლად, იგი ბავშვების
მოვლასა და სახლს მიუძღოდა.
ჩარზლი არ იყო თავის ქორწინებაში ბედნიერი. ამ დროს თავის პირველ სიყვარულსაც
ორჯერ შეხვდა, მაგრამ ამით გაწყვიტა მარიასთან კავშირი.

1857 წელს შეხვდა ქალს, ელენ თერნანს (Ellen Ternan), რომელიც მონაწილეობდა იმავე
პიესაში, სადაც დიკენსი იყო. მან მისი გული დაიპყრო და სიკვდილის ბოლომდე
ჩარლზის გვერდში იყო.

ქეთრინისა და დიკენსის ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. ჩარლზი წერილში მეგობარს


ატყობინებდა, რომ როგორც ცოლი ხდიდა მას უბედურს, ისე თვითონაც ვერ
აბედნიერებდა მას.

1858 წელს ჩარლზმა სამაჯური უყიდა ელენს, მაგრამ შემთხვევით გააგზავნეს


ქეთრინთან, დიკენსის სახლში, რამაც გამოიწვია ცოლ-ქმარს შორის დიდი უთანხმოება
და 1858 წელს ოფიციალურად გაცილდნენ ერთმანეთს.

დიკენსის განცხადების მიუხედავად, რომ მათ შორის დარჩა „მეგობრული


ურთიერთობა“, ჩარლზსა და ქეთრნს შორის გაწყდა ყველანაირი კარგი
დამოკიდებულება. ცოლს მისცეს ცალკე სახლი, მასთან გადავიდა უფროსი შვილი
ჩარლზი. დიკენსმა კი სხვა შვილებზე მეურვეობა შეინარჩუნა. ბავშვებს არ
ეკრძალებოდათ დედის ნახვა, მაგრამ მათ არც მოუწოდებნენ ამისთვის.

ქეთრინმა იცოცხლა კიდევ 20 წელი განშორების მერე. განქორწინების შემდეგ ქალი


ვეღარ მომჯობინდა, რადგან მან დაკარგა როგორც ცოლის, ისე დედის როლიც.

ქორწინება ვიქტორიანულ პერიოდში

ბევრ ვიქტორიანელს ვერ წარმოედგინა ცხოვრება ქორწინების ან ოჯახის გარეშე.

მე-19 საუკუნეში, მაღალი კლასის კაცები და ქალები განსხვავდებოდნენ სფეროებით.


ვაჟები ბავშვობიდან ემზადებოდნენ სერიოზული საქმეებისთვის, როგორიცაა: ომი,
პოლიტიკა და ფინანსები, ქალები კი დიასახლისობისთვის, ცოლობისა და
დედობისთვის.

ქალთათვის ბევრი რამ დამოკიდებული იყო ქორწინებაზე, ანუ ქმარზე, მის შემოსავალსა
და პროფესიაზე, ამ ყველაფერზე იყო დამოკიდებული მათი შემდგომი ცხოვრებაც.

ასევე, ორ სქესს შორის ქორწინების ასაკი განსხვავებული იყო. ახალგაზრდა


ქალებისთვის გაუთხოვრობა ტრაგედია იყო. თან გვიანდელი ასაკი ითვლებოდა 23-
26წლამდე. აღსანიშნავია, ისიც რომ მათ კი შეეძლოთ საქმროს არჩევა, მაგრამ
მშობლებსაც ჰქონდათ უფლება არ დაეშვათ მათი ურთიერთობა თუ არ მოეწონებოდათ
ვაჟი ან თუ ის არ იქნებოდა 21 წლის.
ნიშნობისა და ქორწინების ბედნიერი პროცედურების მიუხედავად, არსებობდა
სამწუხარო განქორწინებაც. 1857 წლამდე - იყო საკმაოდ გრძელი და ძვირი პროცესი,
შემდგარი რამდენიმე ეტაპისგან და ძირითადად მამაკაცის ინტერესებს იცავდა.
მამაკაცისთვის სერიოზულ მიზეზი იყო - ღალატი, რომელსაც მოწმეები უნდა
ჰყოლოდა. ამასთან, თუ მოღალატე იქნებოდა ცოლი, ქმარს შეეძლო მოეთხოვა ფულადი
კომპენსაციაც და აეკრძალა ბავშვებთან შეხვედრაც.

ვიქტორიანელი ქალისთვის, რომელსაც განქორწინება სურდა, უნდა მოეძებნა უფრო


სერიოზული მიზეზი, ვიდრე ღალატი. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ან
მრავალცოლიანობა ან სისხლის აღრევა.

მე-19 საუკუნის ინგლისსში, ქორწინება დაფუძნებული სიყვარულზე - იდეალი იყო.


შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს ჩვენთვის, რადგანაც ქორწინება სიყვარულით ხდება,
მაგრამ იმ დროში და მანამდეც ყველაფერი ამ გრძნობაზე არ იყო დამოკიდებული.

იმ ეპოქის დედოფალმა ვიქტორიამ, თავისი ქორწინებითა და მოღვაწეობით ინგლისური


ოჯახის ფასეულობები დაამკვიდრა - სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება
და მზრუნველობა.

ცოლს მოთმინებით უნდა გაეძლო ქმრის არ ყოფნა. ასევე, რადგანაც მამაკაცები მუდამ
კონკურენტულ სამყაროში იმყოფებოდნენ, მათი გული ცივდებოდა, ამიტომაც ცოლებს
არ უნდა მოეკლოთ მზრუნველობა, უნდა ეგრძნობიინებინათ მათთვის ოჯახური კერის
სითბო, თავიდან აეცილებინა ქმრისთვის სახლის შენახვა და განკარგვაც. ამგვარად,
ქალი ხდებოდა თავისებურ ანტიდოტი უსულობისგან და დაძაბულობისგან, რაც თან
ახლავს კომერციულ ცხოვრებას.

დევიდ კოპერფილდი
ამ წიგნით თავის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო ჩარლზ დიკენსმა, აქ, უფრო
ღრმად ჩაწვდა პერსონაჟთა ფსიქოლოგიას.

„დევიდ კოპერფილდი“ - მწერლის პირველი და ერთადერთი გამოცდილებაა


ავტობიოგრაფიული რომანის ჟანრში, სადაც წარმოჩენილი აქვს თავისი ადრეული
ცხოვრებისეული გამოცდილებები - მისი მუშაობა ქარხანაში, სასკოლო განათლება და
სწავლა, რომელიც ბევრს ნიშნავდა მისთვის.

„დევიდ კოპერფილდი“, სრულად, „პირადი ისტორია დევიდ კოპერფილდისა“


გამოქვეყნდა 1849-50 წლებში.
დევიდ კოპერფილდი ყოველთვის იყო დიკენსის ყველაზე პოპულარული ნოველა და
მისი “გამორჩეული ბავშვი“.

დევიდი არის მთავარი გმირი და მთხროებლი თავისივე ისტორიისა. მიუხედავად


იმისა, რომ იგი მოგვითხრობს განვლილ ცხოვრებას, როგორც მოზარდი, გადმოგვცემს
იმ გრძნობებსაც, რომელიც გააჩნდა სიყმაწვილის ასაკში. დევიდი არის უდანაშაულო
და მიმნდობი, ბავშვობიდან უწევს ბევრ სირთულესთან გამკლავება, მაგრამ მაინც
ინარჩუნებს პატიოსნებასა და სიყვარულს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უღრმავდება
დევიდს სამყაროს მიმართ შეხედულებები ასაკის ზრდასთან ერთად.

პერსონაჟის თავდაპირველი გამოჩენისთანავე, ავტორი გვანახებს ბავშვის ფარულ


სიბრძნეს მისი თვალების მეშვეობით, რაც მისი ასაკის ბავშვისათვის შეუფერებელია.
დევიდი არის მიმნდობი და კეთილი. როცა პირველად აანალიზებს აგნესას მიმართ
სიყვარულს, ჩვენც გვარგძნობინებს ამ სითბოს. პერსონაჟი, განსაკუთრებით მაშინ
როდესაც ახალგაზრდა შეყვარებულია, არის სულელი და რომანტიული. მაგრამ,
როგორც კი იზრდება და ვითარდება ეძებს ისეთ სიყვარულს, რომელიც გამოიწვევს მას
და დაეხმარება პიროვნულ ზრდაში.

დევიდს ჰქონდა ორი ქორწინება. ერთი ლამაზ, მოუმწიფებელ ქალ დორა სპენლოუსთან
და მეორე აგნესა ვიკფილდთან, მის მრავალწლიან მესაიდუმლესთან. ორივე ქალი ხელს
უწყობს და ეხმარება დევიდს თავისი თავის აღმოჩენასა პიროვნების ჩამოყალიბებაში.

დორა სპენლოუ (Dora Spenlow)


დორა არის დევიდის პირველი სიყვარული და მისი უფროსის ბატონი სპენლოუს
ქალიშვილი.

თავდაპირველად, კოპერფილდს იტაცებს ბავშვური გოგონას აღუწერელი სილამაზე,


სილაღე და ბავშვური ბუნებაც. ჰგავს უფრო თოჯინას, ვიდრე ნამდვილ ქალს.
მოგვიანებით დევიდი აღმოაჩენს, რომ გოგონა არაა სერიოზული საქმეებისთვის
დაბადებული და ვერ შესძლებს ოჯახისა და სახლის გაძღოლას, რომელზეც მხოლოდ
გაფიქრებაც კი ცრემლებს ჰგვრის.

მათ მაშინვე იგრძნეს ერთმანეთის მიმართ ახალგაზრდული კავშირი, მაგრამ


ურთიერთობა უცნაურად ვითარდება. დევიდმა მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ
შესძლო დორას ცოლად მოყვანა, მისი პაპიდების თანხმობით, რის შემდეგაც დაიკავა
როგორც ქმრის, ისე მზრუნველის ადგილიც გოგონასთვის.

დორას უყვარს მუსიკა, ცეკვა, და თამაში თავის ძაღლ ჯიპთან ერთად, მაგრამ მას აქვს იმ
ცოდნის ნაკლებობა, თუ როგორ უნდა მოეპყროს თავის ქმარს შესაბამისად. მარტივი,
უდარდელი, მდიდრული ცხოვრებისა და მამამისის გამო იგი დარჩა ბავშვად და
მოუმწიფებელ ადამიანად. ზუსტად ეს უშლის ხელს ცოლ-ქმრის ურთიერთობის
განვითარებასა და საერთო ენის გამონახვასაც, თუმცა კოპერფილდი მაინც განაგრძობს
მის სიყვარულს.

მიზიდულობა, რომელიც დევიდს აკავშირებს დორას მიმართ არის გარეგნული


სილამაზე, რომელიც აბრმავებს და შეცდომაში შეჰყავს, აფიქრებინებს, რომ მისთვის ეს
ქალი საუკეთესო მეუღლე იქნება. ვაჟი, თავდაპირველად ცდილობს შეცვალოს ცოლის
ბავშვური თვისებები, გახადოს იგი უფრო სერიოზული და ჩამოყალიბებული, ამ ნაკლს
დორაც ხვდება, ცდილობს გამოსწორებას, მაგრამ მალევე თრგუნავს ეს „ტვირთი“ და
ასრულებს საქმეს, აღიარებს თავისი სისუსტეს და ქმარსაც სთხოვს შეეგუოს ამ
მდგომარეობას, მაგრამ არ დაივიწყოს, რომ მუდამ დევიდის „პაწაწინა ცოლია“ (child-
wife), რომელიც მუდამ გვერდით უზის, კალმებს უთლის და არასდროს ტოვებს მარტო,
სანამ საქმეს არ დაამთავრებს.

ბოლოს, დევიდიც იღებს თავის ცოლს ასეთს და აძლევს ბავშვურად მოქცევის


საშუალებას. მაგრამ, მალე დარდი დორას გამოფიტავს და მიიყვანს სიკვდილამდე.

მიუხედავად იმისა, რომ დორა ჰგავს გოგოს, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული


შინაგანი სამყარო, ბოლოს ისიც ხვდება, რომ მათი ქორწინება შეცდომაა და მისი ასეთი
გამოუცდელობა ყველანაირი საკითხისადმი დევიდის გრძნობებს მის მიმართ აცივებს.
საბოლოოდ, სიკვდილის წინ, აგნესას საიდუმლოდ ანდობს ბოლო სურვილს დევიდისა
და აგნესას ქორწინების შესახებ.

შესაძლებელია, დორას ეს „თანხმობა“ ავტორმა სპეციალურად ჩასვა აქ, რომ შემდეგ


ვიქტორიანული პერიოდის ადამიანებისგან არ მოჰყოლოდა უარყოფითი
დამოკიდებულება დევიდის პერსონაჟის მიმართ, რადგანაც კოპერფილდი ქორწინების
განმავლობაში ხვდებოდა მათ შეუფერებლობას. მაგრამ ვფიქრობთ, რომ დევიდის ეს
გულახდილობა დასაფასებელია, რადგანაც იგი არ მალავს თავის ეჭვებს პირველი
ქორწინების შესახებ, რაც უფრო ადამიანურს ხდის მას, გვაძლევს საშუალებას ბოლომდე
შევიგრძნოთ ეს ორივე პერსონაჟი და მათი ქორწინება, დამოკიდებულება „პაწაწუნა
ცოლუკასთან.“

დავამატებთ, რომ ნაწარმოები „დევიდ კოპერფილდი“ არის, როგორც


ავტობიოგრაფიული ფაქტებისგან, ისე გამოგონილი ამბებისგან შემდგარიც.

ამ ნაწარმოების შექმნისას, დიკენსსა და ცოლს, ქეთრინს უკვე ცუდი ურთიერთობა


ჰქონდათ. თითქოს ამ ნაწარმოებში მან გადაწყვიტა თავისი ცხოვრებისეული
შეცდომების გამოსწორება. დორას პერსონაჟსა და მათ ქორწინებას ის ნაკლოვანებები
მიანიჭა, რომლებმაც რეალურ ცხოვრებაში ჩარლზისა და ქეთრინის თანაცხოვრებაც
დაანგრია. ქეთრინი არ იყო იმ ტიპის ქალი,რომელიც დამოუკიდებლად გაუძღვებოდა
ოჯახს. ამიტომ, აქ დორას სიკვდილით, შესაძლებელია ჩარლზმა გამოთქვა ცოლთან
განქორწინების, ურთიერთობის დასრულების სურვილი. ავტორმა თავის მხრივ დევიდს
უბოძა შანსი მეორე ქორწინებისა.

აგნეს ვიკფილდი
რაც შეეხება აგნესა ვიკფილდს, როგორც დევიდი გვეუბნება ის აგნელოზია. მაგრამ ისიც
ამ ყოველივეს თავისი თვისებებითა და ხალხის მიმართ დამოკიდებულებით
განუწყვეტლივ გვანახებს.

ჩვენ პირველად ვეცნობით აგნესას მაშინ, როდესაც დევიდი გადადის კენტერბერში და


შედის ექიმი სტრონგის სკოლაში. გმირი ამ პერიოდში ცხოვრობს თავისი მამიდის
ბიზნეს პარტნიორ მისტერ ვიკფილთდან ერთად, რომლის სახლის დიასახლისიც არის
მისი შვილი აგნესა, მომთმენი და ბრძენი პერსონაჟი, ყველგან სადაც მიდის მიაქვს
სიმშვიდე და კმაყოფილება. ის არის დაუჯერებლად კარგი, იდეალური ვიქტორიანელი
ქალი, რომელიც სრულიად სწირავს თავს ყველას კეთილდღეობისთვის. მამამისი,
ბატონი ვიკფილდი კარგავს ცოლს აგნესას ბავშვობის დროს და მის შემდეგ მთლიანად
ეყრდნობა მას, აგნესაც ხვდება მის დიდ როლს მამის ცხოვრებაში, ამიტომ მორჩილად
და მზრუნველად გვერდში უდგას მას.

აღსანიშნია ისიც, რომ თავიდან, დევიდი მას როგორც დას, ისე აღიქვამს, უზიარებს
ყველაფერს და აგნესაც მუდამ უსმენს, არიგებს, ბოლოს კი დორასაც ანგელოზის,
მეგობრისა და დის როლში ევლინება, რომელიც ბოლო წუთებამდე გვერდში ჰყავვს.
აგნესასთვის ეს ყველაფერი - გვერდში ყოფნა და თავგანწირვა საყვარელი
ადამიანებისთვის არის სიყვარული,

იმის შემდეგ, რაც დევიდი გადაიტანს დორას სიკვდილით გამოწვეულ ტრამვას,


აანალიზებს ორ რამეს : პირველი ის, რომ აგნესას უყვარს ის და მეორე, რომ მასაც უყვარს
ქალი.

აგნესა არის სახე მეცხრამეტე საუკუნის იდეალური ქალისა და სახლის ანგელოზისა,


რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია სახლისა და ოჯახის გაძღლა, ქმრის გვერდში
ყოფნა, შვილების აღზრდა და მუდამ მზადაა თავგანწირვისთვის.

დევიდისთვის აგნესა იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მას


გვერდით უდგას მორალურად. საბოლოოდაც ხვდება ნამდვილ და დაფარულ
გრძნობებს, იხილავს თავისთვის რეალურად შესაფერის ცხოვრების მეგზურს და
ბოლოს, აგნესა აჩუქებს დევიდს იმ ბედნიერ ცხოვრებას, რომელსაც მუდამ
იმსახურებდა.
შეჯამება
ქალის ეს ორი სახე არის სრულიად განსხავებული ერთმანეთისაგან. დორა არის იდეალი
ქალური სილამაზის, ხოლო აგნესა „პრაქტიკული სილამაზის“.

დორა არის დევიდის, როგორც პაპიდამ თქვა, „გამოუცდელი გულის სიყვარული“ და


დაკავშირებულია უფრო იმ მხარესთან, რომელსაც მხოლოდ ადამიანის გარეგნული თვისებები
აინტერესებს და მისი სილამაზითაც კმაყოფილდება, ვერ ხვდება ამ ორი რამის უმნიშვნელობას
მანამ, სანამ სიტუაცია ისეთ საკითხებს შეეხება, როცა უფრო ღრმა და შორს ჭვრეტაა საჭირო.
დორას ძლიერი მხარეა ახალგაზრდობა და სილამაზე, და მათი დაკარგვის ტკივილისაგან
განთავისუფლდა ნაადრევი სიკვიდილით.

აგნესა არის ჩამოყალიბებული ქალი, რომელიც დევიდს სულიერ სიმშვიდეს ჰგვრის მთელი
ცხოვრების განმავლობაში. მას დევიდის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს,
როდესაც ვაჟი რაიმე წინააღმდეგობას შეეჩეხებოდა ყოველთვის ჰქონდა აგნესას იმედი, რადგან
იცოდა, რომ მისი გამჭრიახი გონების მეშვეობით გამოსავალს მალევე მოძებნიდნენ. პირველი
ცოლის სიკვდილმა შანსი მისცა დევიდს გაეანალიზებინა საკუთარი ცხოვრება ახლიდან და
ეპოვნა მისი თანასწორი და შესაფერისი. დიდხნიანი განშორების შემდეგ, გმირი მიხვდა თუ
ვინაა მისი ნამდვილი ცხოვრების თანამგზავრი. დევიდს არ სჭირდებოდა მხოლოდ გარეგნული
სილამაზე, მას სჭირდებოდა გარეგნობისა და გონების ნაზავით დაჯილდოვებული ადამიანი,
რომელზე დაყრდნობასაც შეძლებდა და არა ბავშვი, რომელიც მუდამ აღსაზრდელი იყო.

You might also like