You are on page 1of 24

პოსტმოდერნიზმი

• პოსტმოდერნიზმის ქრონოლოგიური ჩარჩო? როდის იწყება პოსტმოდერნიზმი?

იგი იწყება მე-20 საუკუნის დასასრულს, ის არის მოდერნიზმის დროის შედეგი.

• რა წინაპირობები ჰქონდა პოსტმოდერნიზმს, ანუ რამ განსაზღვრა მისი

ჩამოყალიბება? (გაიხსენეთ ისტორიული საფუძვლები, თუნდაც ახალგაზრდული

მოძრაობები, თავისუფლება, ამერიკაში პოპ კულტურები და ა.შ.) პოსტმოდერნულ

ტენდენციებს პირველად ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი და მოგვიანებით

ევროპაშიც გავრცელდა. პოსტმოდერნიზმი არის მრავალგანზომილებიანი

მიმდინარეობა, რომელიც სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ეს

არის ეპოქა, რომელშიც დღემდე ვაგრძელებთ ცხოვრებას. მის ჩამოყალიბებასა და

პოპულარიზებას ხელი შეუწყო ევოლუციურმა პროცესებმა, სამყაროს სწრაფმა

განვითარებამ, იდეების ელვისებური სისწრაფით გავრცელებამ, ესთეტიკურმა,

ისტორიულმა და მორალურ-ზნეობრივმა ცვალებადობამ.

• ამ ეპოქიდან (პოსტმოდერნიზმიდან) დახასიათება შეიძლება იყოს მაგალითად

საზოგადოების?

ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მომხმარებლური საზოგადოება, არის მედია საზოგადოება,

არის ინფორმაციული საზოგადოება და ა.შ.

• პოსტმოდერნიზმის დამახასიათებელი ნიშნები, მისი სტილი? და ამ ნიშნების

ასახვა (კონკრეტულ) ტექსტში?

პოსტმოდერნულ ლიტერატურულ ტექსტებში ვლინდება ორაზროვნება,

სიმბოლურობა, ასოციაცია, ავტორის ნიღაბი და სხვ. პოსტმოდერნული ტექსტების

სიუჟეტი ხშირად იხლართება, რთულდება, რაც მკითხველში იწვევს დაბნეულობას

და საკითხის ახლებურ გააზრებას. პოსტმოდერნიზმი სუბიექტურია, მას ახასიათებს

ინდივიდუალურობა. იგი ორიენტირებულია არსებული ფორმების ხელახლა

გამოყენებაზე, ძველის გახსენებასა და შენარჩუნებაზე. იგი უპირატესობას ანიჭებს


ინტერპრეტაციას, ძალიან ხშირად ვხვდებით ტექსტებში მეტაფიქციას. ავტორი

მუდმივად შეგვახსენებს, რომ არაფერი არ არის ნდობის ღირსი. იგი მკითხველს

სთავაზობს ტექსტის აღქმის მისეულ ვერსიას და კომენტარებით მიანიშნებს ტექსტის

სწორ გაგებაზე. პოსტმოდერნიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტექსტი,

შემდეგ მკითხველი და ბოლოს ავტორი.

• როგორია ჟანრების გაერთიანება და ჟანრების არევა მუდმივად?

ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები, რაც ხდება კონტრასტის

მისაღწევად.

• როგორაა პოსტმოდერნიზმში ავტორისადმი დამოკიდებულება?

ჩვენ ვამბობთ, რომ ავტორი პოსმტოდერნიზმში უკვე მკვდარია და ჩვენ აღარაფერი

აღარ გვაინტერესებს მის შესახებ, მთავარი არის მკითხველი, ტექსტი და ტექსტისადმი

დამოკიდებულება, რაც არის ცალსახად ძალიან სუბიექტური, და სუბიექტივიზმიც

არის პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ნიშანი

უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“

• რა ტიპის რომანია „ბუზთა ბატონი“?

იგი დისტოპიური რომანია. დისტოპია გულისხმობს სივრცის შემოსაზღვრულობას.

ასეთი ტიპის რომანში არ არსებობს სხვა სამყარო გარდა არსებულისა.

• რას იკვლევს უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“?

იკვლევს ადამიანის ბნელ მხარეს, მის სიველურეს, რომელიც არსებობს ყველაზე

ცივილურ ადამიანშიც კი. ავტორი აღწერს ბიჭების იმ გზას, რომელიც იმედით იწყება

და კატასტროფამდე მივყავართ, მიუხედავად იმისა, რომ რომანის ბოლოს ბიჭებს

იპოვიან, მათ უწევთ ცხოვრება არაცივილურ გარემოში.


• სიმბოლოები: ბუზთა ბატონი; რატომ ბუზთა ბატონი, რას დავაკავშირებთ, რა

სიმბოლოს და რა ალუზიების მატარებელია ის?

ბუზთა ბატონი, რომანის მთავარი სიმბოლო, არის სისხლიანი, ღორის მოჭრილი

თავი, რომელსაც ჩიტები თვალებს ამოკორტნიან და შემდგომ ბუზები დაესევა. ჯეკი

მას ხის ბოძზე ჩამოაცვამს, როგორც ურჩხულისათვის ძღვენი. ბუზთა ბატონი ანუ

ბელზებელი არის ურჩხულის ფიზიკური გამოვლინება, ბოროტების ძალაუფლების

სიმბოლო და ერთგვარი სატანის ფიგურა, რომელიც თითოეულ ადამიანში იწვევს

მხეცს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ურჩხული გაიგივებულია ჰობსის

“ლევიათანთან“, რადგანაც ისიც ზღვიდან მოდის, როგორც ამ რომანის მთავარი

ურჩხული. ბუზთა ბატონი ზუსტად არის ის ინსტინქტები, რითაც ჩვენ ვიბადებით,

რაც თანდაყოლილია ჩვენში. ეს არის ურჩხული რომელიც ჩვენშია, და როდესმე

აუცილებლად თავს იჩენს. ავტორს ზუსტად იმის თქმა უნდა, რომ თუ ჩვენში

არსებულ ბოროტ არსებას ჩვენ მივცემთ აბსოლუტურ თავისუფლებას, მაშინ

მივიღებთ ქაოსს. ტექსტის მიხედვით ჩვენ ამ ინსტინქტებს ვაკონტროლებთ კანონისა

და წესების მიხედვით. აქვე შემიძლია აღვნიშნო როჯერის მაგალითი, რომელიც

ბავშვების მიერ აშენებულ ქვიშის კოშკს ანადგურებს, და შემდეგ ახსენდება, რომ

სკოლაში ამას ვერ გააკეთებდა იმიტომ, რომ პოლიცია და კანონები არსებობს, მაგრამ

კუნძულზე სრულიად თავისუფლები არიან და ხელის შემშლელი არაფერი არსებობს.

ზოგადად ადამიანს უნდა რაღაცა შემზღუდავი მექანიზმი, რათა საკუთარი საქციელი

აკონტროლოს. ეს შეიძლება იყოს რელიგია, კანონი, გონება თუ სხვა რამე, და თუ

ჩამოთვლილიდან არც ერთი არ არსებობს, ანუ აბსოლუტური თავისუფლებაა მაშინ

სახეზე გვაქვს ის ქაოსი, რომელსაც რომანის ბოლოს ვხედავთ.

• სიმბოლოები: ცეცხლი მთაზე; ნაწარმოებში სიმბოლო, ცეცხლი მთაზე, ხდება

ბიჭების ცივილიზაციასთან კავშირის ბარომეტრი. რომანის ადრეულ ნაწილებში ის

ფაქტი, რომ ბიჭები ცეცხლს ინარჩუნებენ, იმის ნიშანია, რომ მათ გადარჩენა და

საზოგადოებაში დაბრუნება სურთ; ცეცხლი მუდმივად უნდა ენთოს მთაზე,


რომელიც ერთადერთი იმედია იმისა, რომ მათ იპოვიან კუნძულზე და

გადარჩებიან. ხოლო როდესაც ხანძარი სუსტდება ან ქრება, ჩვენ ვხვდებით, რომ

ბიჭები კარგავენ გადარჩენის სურვილს და ღებულობენ მათ ველურ ცხოვრებას

კუნძულზე. ჩემი აზრით, სიგნალის ცეცხლი კუნძულზე დარჩენილი

ცივილიზებული ინსტინქტის სიძლიერის ერთგვარი გაზომვაა. ხოლო რომანის

ბოლოს, კუნძულზე საბოლოოდ გამოჩნდება ცეცხლი, მაგრამ არა სასიგნალო... ამის

ნაცვლად, ეს არის ველურობის ცეცხლი - ხანძარი, რომელსაც ჯეკის ბანდა იწყებს,

როგორც მისი ნადირობის ნაწილად და ასევე, რალფზე „სანადიროდ“. ეს

დაუმორჩილებელი ცეცხლი არის ქაოსისა და ბოროტების სიმბოლო, რომელიც

შინაგანად ჭამს ბიჭებს. როდესაც ცეცხლის კონტროლი მუდმივად ვერ ხერხდება

და ის თანდათანობით ქრება, ეს იმის ნიშანია, რომ ბიჭები ნელ-ნელა ეგუებიან

ველურ ცხოვრებას, ცივილიზაციის გარეშე ყოფნას.

• სიმბოლოები: საყვირი; რალფი და ღუტა რომანის დასაწყისში სანაპიროზე


იპოვნიან ნიჟარას და იყენებენ ერთად შესაკრებად. ამ შესაძლებლობების
გამოყენებით, ნიჟარა (საყვირი) ამ რომანში ხდება ცივილიზაციისა და წესრიგის
მძლავრი სიმბოლო. საყვირი ძალიან ეფექტურად არეგულირებს ბიჭების
შეხვედრებს, რადგან ბიჭს, რომელსაც საყვირი აქვს, აქვს სიტყვის უფლება.
როგორც კი საყვირს ხელში დაიჭერდი, საუბრის უფლება მხოლოდ შენ გეძლეოდა
და ამასთან, მთელი ყურადღება მხოლოდ ამ საყვირის მჭერ ადამიანს ეთმობოდა.
ასევე, საყვირი ჭურჭელია და სათავე დემოკრატიული ძალაუფლებისა. თუმცა,
ვხედავთ, რომ თანდათან ცივილიზაცია და ყოველივე რაც მასთან ასოცირდება
იმსხვრევა, ბავშვები ველურდებიან და საყვირის არსებობაც ნულდება და მისი
საჭიროება აღარ არსებობს. რალფი ამაოდ იჭერს საყვირს, მის სიტყვებს ფასი აღარ
აქვს. ბოლო მაინც ტრაგიკულია, საყვირიც და ღუტაც, რომელსაც ხელში საყვირი
უჭირავს და ბოლომდე სჯერა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ორივე
ერთდროულად ნადგურდება, რაც ნიშნავს კუნძულის თითქმის ყველა ბიჭს შორის
ცივილიზებული ინსტინქტის დაღუპვას.

• სიმბოლოები: შეღებილი სახე და გრძელი თმები;

რომანში, თავად მეოთხე თავი არის დასათაურებული შემდეგნაირად - შეღებილი

სახეები და გრძელი თმა, რომლებიც მძლავრი სიმბოლოები არიან და წარმოადგენენ

ბიჭების თანდათანობით „გაველურებას“, რადგან მონადირეები ბარბაროსებივით

იხატავენ მათ სახეს და თმას იზრდიან გრძლად და მოუწესრიგებლად. ნიღბები,

რომლებსაც ჯეკი და მისი მონადირეები ატარებენ, ათავისუფლებს მათ და ეს არის

მათი ველური ბუნების გარეგნული გამოხატულება. შენიღბვა უფრო მეტად უსვამს

ხაზს მათ სიველურეს და ცივილიზაციისგან მოწყვეტას. სახის შეღებვის შემდეგ ისინი

იმ კუნძულის ნაწილი ხდებიან, სადაც ცხოვრება უწევთ. ისინი ნადირობენ და

თანდათან შორდებიან იმ ინგლისელ ბიჭებს, რომლებიც კუნძულზე მოხვედრამდე

იყვნენ. ასევე, გრძელი თმა კიდევ ერთი ნიშანია მათი მზარდი ბარბაროსული

პიროვნებებისა და ცივილიზაციისგან დაშორებისა. დიდი ხნის განმავლობაში

ცივილიზაციიდან მოხსნის შემდეგ, ბიჭების გარეგნობა შეესაბამება მათ სულ უფრო

სასტიკ საქციელს.

• სიმბოლოები: სათვალე; სათვალე ემსახურება კონტროლის სიმბოლოს. ღუტას

სათვალეები უზრუნველყოფს მკაფიო ხედვას, მისი როლი აღმოჩნდება ძალიან

მნიშვნელოვანი, რადგან ამ კუნძულზე ცეცხლის გაჩენის ერთადერთი საშუალება

იყო სწორედ ღუტას სქელმინიანი სათვალე.

• სიმბოლოები: პარაშუტიანი კაცი; თვითმფრინავიდან პარაშუტით

გადმოფრინდება კაცი და ჩამოვარდება, ეს პარაშუტია ხეებს შორის გაჭედილი. ამ

ადგილას საკმაოდ ხშირად იყო ძლიერი ქარი და ყოველი ასეთი ქარის დროს ეს

ხეებზე გადაშლილი პარაშუტი ტკაცუნს და ხმაურს იწყებდა. საოცრად

ავისმომასწავებელი ხმაური, რომელიც ველური მხეცის ღრიალს წააგავდა ბავშვებს

ძალიან აშინებდა და ისინი ფიქრობდნენ, რომ კუნძულზე მხეცი ბუდობდა.


• რალფის დახასიათება;

რალფი ბელადი გახდა იმიტომ, რომ არის ქერათმიანი, სხვებთან შედარებით მაღალი

და რაც მთავარია რალფს აქვს საყვირი – ნიჟარა. ამ ყველაფრის გამო აირჩიეს რალფი

მეთაურად. რალფი არის ძირითადი წარმომადგენელი წესრიგის, ცივილიზაციის და

ნაყოფიერი ლიდერობის ამ რომანში. როდესაც ბიჭების უმრავლესობა

თავდაპირველად კონცენტრირებული არიან თამაშზე, მხიარულებაზე და

სამუშაოსგან თავის არიდებაზე, რალფი ამ დროს გეგმავს საცხოვრებელი ქოხების

აშენებას და ფიქრობს გზებზე, რითაც მაქსიმალურად გაზრდის შანსებს თავის

გადარჩენის. ამ მიზეზის გამო რალფის ძალა და გავლენა დანარჩენ ბიჭებზე საიმედოა

რომანის დასაწყისში. რალფს ვერ გაუგია, თუ რატომ უნდა გამხდარიყვნენ ბიჭები

მიდრეკილები მკვლელობისკენ. ამ მონადირეების სიმღერა და ცეკვა მისთვის

ამაზრზენია. თუმცა რალფი, როგორც საიმონი, ხვდება, რომ ეს სიველურე არსებობს

ყველა ბიჭში. რალფი ინარჩუნებს ნებისყოფას, რომ არ შეუერთდეს ამ სიველურეს, არ

გახდეს მისი ნაწილი. თუმცა ჯეკის ტომს მაინც შეუერთდება მხოლოდ იმიტომ, რომ

თავი გადაირჩინოს. როდესაც ის ჯეკის ქეიფს ესწრება, მონაწილეობას მიიღებს

საიმონის მკვლელობაში, რაც მას უიმედობაში ჩააგდებს. რალფის ისტორია

ნაწილობრივ ტრაგიკულად მთავრდება: მიუხედავად იმისა, რომ ის გადარჩა და

დაუბრუნდა ცივილიზაციას, როდესაც საზღვაო ოფიცერი ნახა, ის ტირის იმ ახალი

მიღებული გამოცდილების, ცოდნის გამო, რომელიც ადამიანში ბოროტების ადგილს

და არსებობას ეხება.

• ღუტას დახასიათება; ღუტა, ტექსტის დასაწყისშივე ჩანს, რომ ყველასგან

გამორჩეულია. იგი სვამს კითხვებს, იცნობს როგორც საკუთარ თავს, ასევე

სხვებსაც. ის სხვებთან შედარებით უკეთესად აზროვნებს და გარეგნობითაც

განსხვავებულია. მას ყველა დასცინის, აბუჩად იგდებს. ღუტა იყო ის პირველი

მოაზროვნე პერსონაჟი, რომელიც ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ბელადი, და

რომელმაც უნდა გააკონტროლოს ყველა. ღუტა რომანის ბოლომდე არ იცვლება არც


შინაგანად და არც გარეგნულად. ღუტას პერსონაჟი შეგვიძლია გავაიგივოთ

სინდისთან, კანონთან, გონებასთან, და მისი სიკვდილიც არ არის შემთხვევითი.

ღუტას სიკვდილით ავტორს იმის თქმა სურს, რომ კუნძულზე ყველაფერი

გაუჩინარდა, არც სინდისი არსებობს ბავშვებში და არც არაფერი, და ზუსტად ასე

გარდაიქმნა უტოპიური კუნძული კოშმარად.

• ჯეკის დახასიათება; ის არის რომანის ანტაგონისტი, ერთ-ერთი უფროსი ბიჭი,

რომელიც კუნძულზე დარჩა. ჯეკი ხდება მონადირეების ლიდერი, მაგრამ

ისწრაფვის სრული ძალაუფლებისკენ და რომანის პროგრესირებასთან ერთად სულ

უფრო ველური, ბარბაროსული და სასტიკი ხდება. ჯეკი, რომელსაც შეუძლია სხვა

ბიჭების მანიპულირება, წარმოადგენს ადამიანებში ველურობის ინსტინქტს,

განსხვავებით ცივილიზებული ინსტინქტისგან, რომელსაც რალფი წარმოადგენს.

• საიმონის დახასიათება; ის იყო მორცხვი, მგრძნობიარე ბიჭი ჯგუფში. საიმონი,

გარკვეულწილად, ერთ-ერთი ბუნებრივად "კარგი" პერსონაჟია კუნძულზე,

კეთილგანწყობილად იქცევა უმცროსი ბიჭების მიმართ და მზადაა იმუშაოს მათი

საზოგადოების სასიკეთოდ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ მისი მოტივაცია

ბუნებისადმი დაკავშირებულობის ღრმა განცდაშია დაფუძნებული, საიმონი

ერთადერთი პერსონაჟია, რომლის ზნეობის გრძნობა არ ჩანს საზოგადოების მიერ

დაწესებული. საიმონი წარმოადგენს ერთგვარ ბუნებრივ სიკეთეს.

• ადამიანური ინსტინქტები; რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ

პირობებში, ყოველგვარი შემზღუდველი მექანიზმის გარეშე იწყებენ ცხოვრებას, რა

შედეგამდე მივდივართ? როგორ გარდაიქმნება იდეალური კუნძული სასაკლაოდ?

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ რომანის მიხედვით ადამიანები მოქმედებენ

მხოლოდ და მხოლოდ ინსტინქტების მეშვეობით, რომელიც თანდაყოლილი აქვთ

ადამიანებს. ავტორი აღწერს ბავშვების ქმედებებს და ქცევებს, რომლებიც აღმოჩნდნენ

უკაცრიელ კუნძულზე და აქვთ სრული თავისუფლება. რომანის დასაწყისში ავტორი


აღწერს უტოპიურ კუნძულს, სადაც ყველაფერი თითქოს იდეალურია, არიან მხოლოდ

ბავშვები, რომლებიც ერთობიან და ყველაზე მეტად ამ ბავშვებს მოსწონთ ის ფაქტი,

რომ აბსოლუტურად თავისუფლები არიან. რომანში არ ჩანს სოციალური ან

კლასობრივი განსხვავება ბიჭებს შორის, არც დროის ფაქტორი არსებობს. ეს

ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რაც ხდება კუნძულზე ეს მუდმივად ასეა, ეს ყველაფერი

ჩვენამდეც მოხდა და ჩვენს შემდეგაც მოხდება. თუ რომანის დასაწყისში ბავშვები

ერთობიან, ცეკვავენ, მღერიან, ხილს ჭამენ და ასე შემდეგ, რომანის ბოლოს ჩვენ

ვხედავთ კოშმარს, თუ იდეალური კუნძული როგორ გარდაიქმნა სასაკლაოდ. თუ

დავუკვირდებით, კუნძულის სახე იცვლება თვითონ ბავშვების ცვლილებასთან

ერთად. რაც მეტად თავისუფლდებიან და ველურდებიან ისინი, მით მეტად საშიში და

ჯოჯოხეთური ხდება კუნძულიც. ხოლო რაც უფრო დიდხანს დარჩებიან კუნძულზე,

ეს სიველურე გაიზრდება, შესაბამისად კუნძულიც მეტად ჯოჯოხეთური გახდება.

• ტექსტის მნიშვნელოვანი და ძირითადი სათქმელი; ტექსტის ძირითადი და

მნიშვნელოვანი სათქმელი არის ის, რომ ადამიანის მტერი არის ზუსტად ის

ურჩხული, რომელიც თავისივე გონებაში და სულში იმალება და რომელიც

ცხოვრების რომელიმე პასაჟში აუცილებლად თავს იჩენს. ყველა ადამიანი

ერთნაირია და მოქმედებს თანდაყოლილი ინსტინქტებით.

ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“

• ყველაზე საინტერესო, თავად ნაწარმოების სტილი. როგორც უკვე ვიცით, ეს არის

ნაცადი ანუ ახალი ენა, რომელიც ერთდროულად არის ინგლისურისა და რუსული

ენის სინთეზი, უნდა ავხსნათ, რამ განაპირობა ამგვარი ენის შექმნა და ჩვენ ვიცით,

ის კულტურული, ისტორიული ასე ვთქვათ საფუძველი, რომლის შედეგადაც

ჩამოყალიბდა ნაცადი. მოვიძიოთ ინფორმაცია.


მექანიკური ფორთოხალი არ არის დაწერილი ბრიტანულ, ამერიკულ ან სტანდარტულ

ინგლისურ ენაზე. მასში წარმოდგენილია ნაცადი, შედგენილი ენა, რომელიც შეიცავს

ინგლისურთან ერთად რუსული ენის ელემენტებს. იმის გარკვევა, თუ რას

გულისხმობს ალექსი თითოეულ ტერმინში ადვილი არაა, რამდენიმე თავი სჭირდება

ყველაზე გამჭრიახ მკითხველსაც კი, რომ მტკიცედ დაეუფლოს ენას. ტონის

უმეტესობა ჟღერს უპატივცემულოდ და გაუაზრებლად.

• ჟანრი; იგი ეყრდნობა ოთხ განსხვავებულ ჟანრს: დისტოპიურ რომანს, სიუჟეტს,

საშინელებათას და პოლიტიკურ სატირას.

• ალექსის დახასიათება; დასაწყისში ალექსი გვევლინება თითქმის დაპროგრამებულ

რობოტად, რომელიც მომართულია ძალადობისკენ. ამ რომანის სამყაროში

ახალგაზრდების ძალადობა არის მთავარი და უპირველესი სოციალური

პრობლემა და ალექსიც წარმოადგენს ტიპიურ თინეიჯერს. ის იცვამს ძალიან

მოდურად, დადის პოპულარულ ადგილებში და არის უპირობო ლიდერი თავისი

ბანდის. როგორც უმრავლესობა თინეიჯერების ,,მექანიკურ ფორთოხალში“,

ალექსიც საუბრობს ძალიან ,,დახვეწილი“ სლენგით. ალექსი სიამოვნებას იღებს

ძალადობით, ჩადენილი დანაშაულებით. ალექსს უყვარს ხელოვნება,

განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა. ბეთჰოვენის, მოცარტის და სხვა

კომპოზიტორების მოსმენისას, ალექსი განიცდის ერთგვარ სიახლოვეს რელიგიურ,

სულიერ სიამოვნებასთან, როდესაც ის უსმენს კლასიკურ მუსიკას. ალექსისთვის

სიამოვნება, რომელსაც ის პოულობს კლასიკურ მუსიკაში, არის ძალიან

დაკავშირებული ექსტაზთან, რომელსაც ის გრძნობს ძალადობის ჩადენის დროს.

• რამდენად შეუძლია ხელოვნებას ადამიანის გარდაქმნა, რასაც ვხედავთ ან არ

ვხედავთ ტექსტში. როგორ იკვრება სიყვარული?

როგორც ტექსტიდან ჩანს ალექსი თავიდანვე გატაცებული იყო ხელოვნებით,

კონკრეტულად კი ბეთჰოვენის მოსმენით, თუმცა ხელოვნების ასეთი მკვეთრი


არსებობა ტექსტში გამოჩნდა იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ალექსზე

ექსპერიმენტის ჩატარება და ეს ექსპერიმენტი სახელმწიფოს მიერ შეფუთული იყო

ხელოვნების ძალით/გავლენით. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ ხელოვნებამ ადამიანი

შეიძლება როგორც უკეთესებისკენ ასევე უარესობისკენაც კი შეცვალოს. მაგალითად,

თავდაპირველად ალექსი მუსიკას უსმენდა თავისი ნებით და ამით მასში თითქოს

ღვივდებოდა გრძნობები, თუმცა როგორც ვხედავთ, მუსიკის დასრულებისთანავე ის

ისევ ძველ საქმიანობას უბრუნდებოდა. ნაწარმოების მეორე ნაწილში კი ხელოვნება

სრულიად სხვაგვარი კუთხითაა წარმოდგენილი, აქ უკვე ხელოვნება ზიზღის

მომგვრელია ალექსისთვის, რადგან სახელმწიფო უხეშად ჩაერია ალექსისა და

ხელოვნების ურთიერთობაში. ვგულისხმობ იმას რომ სახელმწიფომ დაიწყო

ალექსისადმი ძალადობა ხელოვნების გამოყენებით, ფსიქოლოგიურად ზღუდავდნენ

და ძალადობდნენ მასზე, მის საყვარელ სიმფონიას ასმენინებდნენ, რომელიც ერთ

დროს ალექსს ასე ძლიერ უყვარდა, ახლა კი მხოლოდ აგიჟებდა და ჭკუიდან

გადაჰყავდა. საბოლოოდ ვიტყვი იმას, რომ ხელოვნებას ნამდვილად შეუძლია

შეცვალოს ადამიანი, ამის ნათელი მაგალითია ალექსიც, რომელიც საბოლოოდ

საყვარელმა სიმფონიამ გააგიჟა.

• ყურადღება მივაქციოთ ალექსს, რომელიც ტექსტის დასაწყისში გვყავს მოძალადე,

თუ საბოლოოდ როგორ გარდაიქმნება მსხვერპლად?

ამ ნაწარმოებს აქვს სამი ნაწილი, პირველ ნაწილში ალექსი გვევლინება როგორც

მოძალადე, სრულიად თავისუფალი ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას რაც სურს, იგი

დამოუკიდებელია. მეორე ნაწილში ალექსი ფიზიკურად არის ჩაკეტილი ოთხ

კედელში, ვგულისხმობ რომ იგი ციხეში იმყოფება, თუმცა სულიერად თავისუფალია,

თავისუფალია აზროვნების კუთხითაც, რადგან მას არ ზღუდავენ ფსიქოლოგიურად,

ე.ი შერჩენილი აქვს აზროვნების უნარი. ბოლო მესამე ნაწილს რაც შეეხება, იგი აქ

სრულიად დაკარგულია, ვგულისხმობ იმას, რომ იგი შეზღუდულია როგორც

ფიზიკურად, ასევე სულიერად და აზრობრივი კუთხითაც და როგორც მექანიკური


ფორთოხალი ისე გარდაიქმნება. უსულო სხეული, რომელსაც არ შეუუძლია გააკეთოს

ის რაც უნდა.

• როგორია მაგალითად ამ ტექსტის მიხედვით ისეთი სისტემები, როგორიცაა

მთავრობა, ოჯახი, პოლიცია და როგორ ზემოქმედებს ეს ყველაფერი საბოლოო

ჯამში პერსონაჟზე?

ჩემი აზრით, ოჯახიც, მთავრობაც და პოლიციაც პერსონაჟს იყენებს თავიანთი

მიზნებისთვის. ტექსტიდან ვიგებთ, რომ მანამ სანამ პერსონაჟი არის გამოსადეგი და

მისგან რაიმე სარგებლის მიღება არის შესაძლებელი, მანამდე იყენებენ, მაგრამ

როგორც კი უსარგებლო ხდება, თითოეული მათგანი ხელს კრავს, მათ შორის ოჯახიც.

თავდაპირველად პოლიცია ახდენს დადებით გავლენას პერსონაჟზე, რაც გამოიხატება

იმით რომ მათ ასწავლეს ალექსს საკუთარი თავის კონტროლი, ეს ჩანს იმ მონაკვეთში

როდესაც ალექსის წინ დააყენეს ერთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა

ბიჭს და აინტერესებდათ ალექსის ქმედება, რომელმც თავი აკონტროლა და იმის

მიუხედავად რომ დიდი სურვილი ჰქონდა ამ ადამიანისთვის ყელი გამოეჭრა, მაინც

მოახერხა თავის შეკავება. თუმცა პოლიციის ქმედებამ ალექსში ასევე ზიზღის

გრძნობაც გამოიწვია. (არჰქონდა იმის უფლება რომ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა,

ყელი რომ გამოეჭრა) მთავრობის ზემოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან

მათ ალექსი მექანიკურ ფორთხოლად აქციეს, დაიმორჩილეს და საკუთარი თავი

დააკარგვინეს. მათ გამოკეტეს ალექსი ოთახში... ჩაურტეს სიმფონია,

თვითმკვლელობის აფიშა გაუკრეს ასევე ამავე თემაზე წიგნი დაუდეს და ა.შ.

ოჯახის ზემოქმედებას რაც შეეხებაა. თავიდან როცა ალექსი დაიჭირეს, ოჯახმა

გვერდში დადგომის ნაცვლად, ხელი კრა და ალექსის შემცვლელი მოიყვანეს სახლში,

რომელსაც ალექსის სივრცე დააკავებინეს. შესაბამისად, როდესაც ციხიდან

გამოსულმა ალექსმა ნახა ეს ყველაფერი, იმედგაცრუება იგრძნო, რადგან მის სახლში

სხვა დაინახა და მშობლებმა თავი იმით გაიმართლეს რომ ვიღაცას ხომ უნდა ეზრუნა

ჩვენზეო და საბოლოოდ ალექსი წამოვიდა ოჯახიდან, მშობლების ამგვარმა ქცევამ


შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიკა დაუნგრია. • რას გულისხმობდა ლუდოვიკოს

მეთოდი?

ცდის პირებს, ამ შემთხვევაში, ალექსს ასმევდნენ წამლებს და შემდგომ ყოველ დღე

აყურებინებდნენ ფილმებს, ისეთ ფილმებს, რომლებიც ასახავდა სასტიკ მოპყრობას

ადამიანების მიმართ, რომლებიც ასახავდნენ ძალადობას. ამ მეთოდის დროს ცდის

პირი უნდა ყოფილიყო წამლების ზემოქმედების ქვეშ და უნდა ყოფილიყო დაბმული,

რათა არ შეძლებოდა მოძრაობა და თვალების დახუჭვაც კი. მთავარი იყო ის, რომ

ფილმისათვის არ მოეშორებინათ თვალი.

• როდის ხარ პიროვნება? ვიმსჯელოთ თავისუფალი ნების/არჩევანის

მნიშვნელობაზე რომანის მიხედვით? თავსმოხვეული სიკეთე თუ არჩეული

ბოროტება?

ადამიანის ბუნება ის უცვლელი რამაა, რაც დაბადებიდან თან დაჰყვება ყოველივე

ჩვენგანს. შეცვალო ადამიანის ბუნება ნიშნავს, რომ შეცვალო თვითონ ეს ადამიანი, რაც

მის უფლებებს ეწინააღმდეგება. ალექსს სახელმწიფომ წაართვა ის მთავარი

ფასეულობა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია. იგი იქცა მექანიკურ ფორთოხლად, მექანიკურ

ადამიანად, რომელსაც არ აქვს თავისუფლება. უმჯობესია თავისუფალი ბოროტება,

ვიდრე ძალადობით თავსმოხვეული სიკეთე. ყველას უნდა გვქონდეს შესაძლებლობა

ჩვენ თვითონ განვსაზღვაროთ ჩვენი ცხოვრების გზა, ავირჩიოთ და ჩვენივე

შეცდომებზე ვისწავლოთ, გამოვსწორდეთ თუ დავრჩეთ იმად, ვინც ვართ. ჯობია ამ

ყველაფრის გამოწვევი მიზეზების მოძიება, შესწავლა და გაანალიზება. გარიდების

ნაცვლად დახმარება, მაგრამ არამც და არამც არჩევანის, პიროვნული თავისუფლების

წართმევა, რაღაც საშინელ მექანიკურ არსებად გადაქცევა, როცა შენს მაგივრად სხვა,

თუნდაც სახელმწიფო აზროვნებს, გრძნობს და განიცდის, შენ უკვე აღარ ხარ, მთავარი

- ადამიანი, პიროვნება.

• რას ნიშნავს „მექანიკური ფორთოხალი“?


მექანიკური ნიშნავს, რაღაცას ან ვიღაცას, რომელსაც თავისით ფუნქციონირება არ

შეუძლია, ანუ, საკუთარი საქმის შესრულებას დახმარების, რაიმე მექანიზმის გარეშე

ვერ ახერხებს. ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ საათი, მას თუ დამხმარე

მექანიზმი, ელემენტი არ ექნება, ის ვერ იმუშავებს. ფორთოხალი კი არის ორგანული,

ცოცხალი, აქვს სუნი, გემო, ფერი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფორთოხალი შეიძლება

იყოს როგორც ადამიანი, ისევე მისი ცხოვრება, გააჩნია რა კუთხით მივუდგებით. ამ

კონკრეტულ შემთხვევაში რომანში ჩვენ ვხედავთ როგორც მექანიკურ ადამიანს, ისე ამ

ადამიანის მექანიკურ ცხოვრებას.

• ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც პოსტმოდერნული ნიშნების მატარებელია.

მექანიკური ფორთხალი ბევრ პოსტმოდერნისტულ ნიშანს შეიცავს, ესენია დისტოპია,

ფრაგმენტაცია და წინააღმდეგობრივობა.

დემოკრატია არ თამაშობს დიდ როლს პოსტმოდერნისტულ ეპოქაში, რადგან ის

აჩვენებს, რომ ავტორიტეტი ნაკლებად აკონტროლებს საზოგადოებას.

ასევე ის, რომ ალექსს არავინ არ აინტერესებს საკუთარი თავის გარდა და იღებს იმას

რაც უნდა, არ აინტერესებს, რომ ჩხუბის დროს შეიძლება ვინმე დაშავდეს ან ასე

შემდეგ. მას ასე ვთქვათ ფრაგმენტირებული ნაწილი აქვს, ესეცაა

პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი.

ისტორიის გადამუშავებაც არის პოსტმოდერნიზმის ნიშანი. როდესაც ალექსს

თვალებს უხელენ ლუდოვიკოს ტექნიკის ექსპერიმენტის დროს, აყურებინებენ მეორე

მსოფლიო ომის დროს გადაღებულ ფილმებს. ალექსი ხედავს სიკვდილის, წამებისა და

ომის ამ განმეორებით საშინელ სურათებს, რომლებიც ასახულია მის თვალწინ.

ისტორიის ამ გადამუშავებით, ის აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოვლენა

შეიძლება დასრულდეს, გონებრივი და ემოციური კომპონენტების დაშორება უფრო

რთულია.
ჯონ ფაულზის „კოლექციონერი“

• ნაწარმოების სტრუქტურა და სტილი?

რომანს ჰყავს ორი მთხრობელი, მირანდა და ფერდინანდი, რომლებიც თავიანთი

გადმოსახედიდან გვიყვებიან ამბავს. მათი მონაყოლი ამბავი თავიანთი სახის

გამომხატველია. სტილს თუ მივაქცევთ ყურადღებას, მირანდა ხელოვნურად,

ხატოვნად წარმოაჩენს ამბავს და იყენებს მეტაფორებს, ანუ მის შემოქმედებას ნათლად

ეტყობოდა, რომ ხელოვანი ადამიანი იყო. ხოლო ფერდინანდი ამ ყოველივეს არ აქცევს

ყურადღებას, იგი დეტალურად გვიყვება ყველაფერს. მისთვის არანაირი დატვირთვა

არ აქვს ამბის ნათლად გადმოცემას, მთავარია ამბავი მოყვეს.

• ჩვენ ვიცით, რომ რომანში გვყავს ორი მთხრობელი, უნდა ვიმსჯელოთ რატომ არის

ორმხრივი პერსპექტივა? რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? რამდენად სანდოა

მაგალითად ფერდინანდი, რომელიც გვიყვება ისეთ ამბებს, რაც რეალურად არ გავს

მის ნამდვილ მოტივაციას?

აღნიშნულ რომანს ჰყავს ორი მთხრობელი. ტექსტი იწყება პირველი მთხრობელით,

რომელიც არის ფერდინანდი, ხოლო მეორე ნაწილის მთხრობელია მირანდა.

თითოეული მათგანი თავიანთი თვალით დანახულ ისტორიას, ვითარებას

გადმოსცემს და ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი ერთმანეთის ისტორიებს

ავსებენ. თხრობას იწყებს ფერდინანდი. იგი ყველაფერს დეტალურად აღწერს,

გვიყვება როგორ უთვალთვალებდა მირანდას, როგორ მოიგო ფული, შემდეგ როგორ

იყიდა ფურგონი, როგორ გაუჩნდა მირანდას მოტაცების იდეა თავში, ასევე აღწერს

როგორ იყიდა სარდაფიანი სახლი და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ იგი მკითხველთან

თავს იმართლებდა და გვეუბნებოდა, რომ ამას ამ მიზნით არ აკეთებდა და ა.შ.

მირანდას თხრობის მონაკვეთში ბევრ ისეთ დეტალს შევხვდებით, რომელიც

ფერდინანდს აქვს გამოტოვებული. ორი მთხრობელი ერთმანეთის ისტორიებს

ავსებენ. ამასთანავე, ზოგადად, ადამიანი ისტორიას ისე გადმოსცემს, როგორც უნდათ,


სადაც ისინი ბოლომდე დამნაშავეები არ იქნებიან, ამისთვის ადამიანები

გარკვეულწილად ნიღბავენ ისტორიას და ყველაფერს არ ყვებიან, რადგან მსმენელთან

ცუდი არ გამოჩნდნენ. ბუნებრივია, გამტაცებელი და მსხვერპლი ამბავს ერთნაირად

ვერ აღწერენ, რადგან მათი თვალით დანახული ვითარება სრულიად განსხვავებულია.

• ფერდინანდ კლეგის დახასიათება?

ფერდინანდი არის კოლექციონერი, აგროვებს პეპლებს და ამით იღებს სიამოვნებას.

იგი თავდაპირველად წარმოგვიდგება როგორც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც

ცხოვრობს ნათესავთან, თუმცა ნელ-ნელა ვხვდებით რომ ეს ბიჭი არის, როგორც უკვე

შემდგომში მირანდა აღწერს - კანიბალი. ამ ბიჭს აშკარად აქვს ფსიქოლოგიური

პრობლემები, რადგან მოიყვანა მირანდა და სარდაფში გამოკეტა. თავდაპირველად,

ფერდინანდი მირანდაზე შეყვარებულ ადამიანად წარმოგვიდგება, თუმცა მისი

საქციელიდან გამომდინარე ეს არ არის სიყვარული, ეს არის ერთგვარი

ახირება, რომელიც მირანდას გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა, რადგან როგორც

ვხედავთ პეპლებზე მონადირე ფერდინანდი მირანდას შემდეგ იწყებს სხვა გოგონაზე

ნადირობას. • მირანდას დახასიათება; მირანდა არის ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი

გოგონა, რომელიც სწავლობს ხელოვნებაზე. ფერდინანდის დახასიათებით შეგვიძლია

ვთქვათ, რომ არის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი. როდესაც უშუალოდ მის

ჩანაწერებს ვეცნობით აქ ნათლად ჩანს ხელოვნებისადმი მისი სიყვარული. ასევე

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი იყო გაბედული ადამიანი, რადგან ტექსტში ნათლად ჩანს

როგორ ხრიკებს მიმართავდა თავის გადასარჩენად.

ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“

• ეს არის ვიქტორიანული რომანის პაროდია, ასე, რომ პირველ რიგში, ყურადღება


უნდა მივაქციოთ იმას, თუ რატომ ითვლება ეს რომანი ვიქტორიანული რომანის
პაროდიად.
ნაწარმოების საფუძველი ვიქტორიანული რომანია, მოქმედება ვითარდება მე-19

საუკუნის სამოცდაათიან წლებში, გარემო, ამბავი, ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ის

ვიქტორიანულ თემატიკასთანაა დაკავშირებული. ამ დროს ფაულზი ერთ უცნაურ

რამეს აკეთებს, რაც ცხადად გვიჩვენებს, რომ ნაწარმოები არაა ვიქტორიანულ დროში

დაწერილი. ის მეტაფიქციის ხერხს მიმართავს. ამასთან ერთად, თუკი ვიქტორიანული

ეპოქის ავტორი მკითხველისთვის ყოველგვარი თავისუფლების მინიჭების გარეშე

ამბობს რა არის მორალური და რა არ არის მორალური, ფაულზი თავად მკითხველს

უტოვებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, მათ აძლევს საშუალებას

აირჩიონ მათთვის რომელია ზნეობრივი, მორალური და ნამდვილი დასასრული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფაულზი მრავლობითი დასასრულით

უპირისპირდება ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს, და

რაც მთავარია, მკითხველს უდიდეს მნიშვნელობასა და თავისუფლებას ანიჭებს.

• მეტაფიქცია; ნაწარმოებში ფაულზი იყენებს პოსტმოდერნიზმის ეპოქისაგან

გასნხვავებულ სტილს. მოცემულ ნაწარმოებს სამი დასასრული აქვს და სამივე

მათგანი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდება. ნაწარმოებში ასევე

აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მეტაფიქციას. ფაულზი გვიყვება

ამბავს და ამასთავავე გვახსენებს, რომ მთელი ისტორია და ყველა პერსონაჟი

გამოგონილია. იგი გამუდმებით ცვლის დროებს და ისე ჩანს, თითქოს მომავლიდან

გვესაუბრება. ასევე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ფაულზი ამ ნაწარმოების

შექმნისას იგივე როლს თამაშობს, რასაც ღმერთი - სამყაროს შექმნისას.

• გავიხსენოთ, ავტორს საკუთარი თავი შემოჰყავს პერსონაჟის სახით, ეს იქნება

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

საინტერესოა, ავტორი როგორ იჭრება თხრობაში და რომანის ერთ-ერთ პერსონაჟად

გვევლინება. თუმცა მეტად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, რაც ამ ნაწარმოებს

უფრო საინტერესოს ხდის, არის მისი მრავლობითი დასასრული: ნაწარმოებს სამი,

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დასასრული გააჩნია.


• ასევე, დასასრულის თემა, რომ გვაქვს სამმაგი დასასრული და თითოეული

დასასრული როგორია? რა მიზანს ემსახურება?

ნაწარმოებს აქვს სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად გასხვავებული სახის

დასასრული, რომელთაგან თითოეული მათგანი ერთმანეთზე დამაჯერებელი და

ნამდვილია. ვიქტორიანულ რომანში მთელი პაროდიაც ესაა, ის პირველ რიგში

გვეუბნება, რომ არანაირი სინამდვილე არ არსებობს, ჩვენ ის იმ პერსპექტივიდან უნდა

დავინახოთ, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში გვჭირდება.

1. ნაწარმოების პირველი დასასრული კლასიკურია, როგორც დამთავრდებოდა

ვიქტორიანული რომანი. ამ შემთხვევაში მთავარი პერსონაჟი - ჩარლზი

საზოგადოებასთანაა დაპირისპირებული მეძავი, დაცემული ქალის გამო,

თუმცა მან ყოველი წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გადალახოს და გახდეს

ბედნიერი დასასრულის გარანტი. ჩარლზი არჩევანის წინაშე დგას, მან არ უნდა

გააკეთოს რაიმე ამორალური ქმედება. საბოლოოდ ის ხვდება რომ სარა არ არის

ის ქალი, რომელთან ერთადაც დარჩენილი ცხოვრების გატარება სურს, ის

უბრალოდ დროებითი გატაცება აღმოჩნდა და მას ცოლად მოჰყავს ერნესტინა,

რომელთანაც დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს. ესაა რომანის ბედნიერი

დასასრული, რადგან პერსონაჟი არც საკუთარ თავთან მოდის

წინააღმდეგობაში და არც საზოგადოებასთან, საბოლოოდ ისეთ არჩევანს

აკეთებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

2. რაც შეეხება მეორე დასასრულს, ავტორი უფრო მეტად გართულებულ ვერსიას

გვთავაზობს. მასში ცხადად ვხედავთ გმირისა და საზოგადოების

დაპირისპირებას, თუმცაღა საბოლოო ჯამში მაინც გმირის გამარჯვების

მომსწრეები ვხდებით, დასასრულის ეს ფორმაც ვიქტორიანული ეპოქისთვისაა

ნიშანდობლივი. ამ შემთხვევაში ჩარლზი გამოდის საზოგადო აზრის

წინააღმდეგ, საბოლოოდ სარასთან რჩება, მათ საერთო შვილიც ჰყავთ და


შემდეგ ცხოვრობენ ბედნიერად. რომანის ეს დასასრულიც ისეთივე

ზღაპრულია, როგორც პირველი.

3. შემდეგ უკვე შემოდის მესამე დასასრული, რომლითაც ავტორი საკმაოდ რთულ

და ტრაგიკულ ამბავს გვიყვება. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არ არსებობს

ზღაპრული დასასრული და მთავარი გმირი ყოველთვის მარცხდება

საზოგადოების წინაშე. ნაწარმოებში ჩარლზი იაზრებს, რომ მისი რჩეული სარა

მატყუარაა, ის არ აღმოჩნდა ისეთივე უმანკო, როგორიც თავად ეგონა. გმირი

საბოოლოოდ მარცხდება და სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ უკან -

თავის სამშობლო ამერიკაში დაბრუნდეს.

• რატომ გვაქვს, რაც მთავარია, ამგვარი დასასრული?

თუ რატომ აქვს ნაწარმოებს მაინცდამაინც სამი დასასრული და რატომაა ეს საკითხი

მნიშვნელოვანი? ამ კითხვას ერთი პასუხი შეიძლება შეესადაგოს. სამივე დასასრული

ძალიან რეალური და ნამდვილია, არ შეიძლება მათგან რომელიმე ამოარჩიო და თქვა

რომ პირველი უფრო ლოგიკურია ან მესამე, ისინი თანაბარი მნიშვნელობისაა.

დანარჩენი უკვე მკითხველზეა დამოკიდებული - გააჩნია რომელი ეპოქიდან

დაინახავს ის ამ ამბავს, იმ კონკრეტულ დროს დასასრულის რომელი პერსპექტივაა

უფრო მისაღები.

• მთავარი თემა, რაც იყო სინამდვილის არარსებობა, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით

სინამდვილეზე და რომ ეს არის პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

საკითხი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი.

ავტორი არცერთის რეალობაზე ან არარეალობაზე არ დებს თავს და არჩევანის

საშუალებას გვაძლევს, სწორედ ამიტომაა ეს ნაწარმოები პოსტმოდერნიზმის ხანაში

დაწერილი. ვიქტორიანული ეპოქა არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა ასეთ შანსს

და მკითხველს არ მიანდობდა გადაწყვეტილების მიღებას, ის ამბობს რომ ამბავი

ამორალურია შეესაბამება ეს დასასრული და მორჩა.


• ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც ძირითადად უკავშირდება უფრო მეტად

პოსტმოდერნიზმს, მისი მატარებელი ნიშნებია.

სამ დასასრულს იმიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა მინიჭებული, რომ სამივე მათგანი

თანაბრად დამაჯერებელია, პოსტმოდერნიზმი კი ამბობს, რომ მისთვის ყველა

მათგანი მისაღებია, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელს ამოირჩევს

კონკრეტული ადამიანი, რადგან ცხოვრების გარკვეულ მომენტში ყველა თავისთვის

საჭირო გადაწყვეტილებას აკეთებს.

მარტინ ემისის „ღამის მატარებელი“

• ძირითადად ყურადღება მივაქციოთ დეტექტიური ჟანრის პაროდიას. როგორ

გარდაიქმნება დეტექტიური ჟანრი მარტინ ემისის „ღამის მატარებლის“

საფუძველზე?

დეტექტიურმა ჟანრმა განვითარების მრავალამხრივი გზა განვლო. ტრადიციულ

დეტექტიურ ტექსტებში კარგად არის გამოკვეთილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები,

იკვრება კვანძი, რომელიც ფინალისას ყოველთვის იხსნება და მკითხველისთვის

ყველაფერი აშკარა ხდება. გარდა ამისა, ტრადიციულ დეტექტივში გამოძიებას

ძირითადად აწარმოებდნენ ორი პირი, მათგან ერთი იყო გამომძიებელი, ხოლო მეორე

თანმხლები პირი. გამომძიებელი თითქმის ყოველთვის არის ტიპიური ამერიკელი,

რომელიც მუდმივად ბევრს ეწევა, უყვარს დალევა და ძალიან დიდ დროს ატარებს

ბარებში. მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება და არიან

მარტოსულები. ეს ნაწარმოებიც ერთი შეხედვით, კლასიკური დეტექტივისთვის

დამახასიათებელი თვისებებით ხასაითდება, თუმცა მისგან მაინც განსხვავდება. მისი

წაკითხვისას მკითხველს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით უფრო და უფრო


მეტი კითხვა უჩნდება, ცდილობს თავად დაალაგოს ფაქტები და სამხილები, თუმცა

უშედეგოდ. ,,ღამის მატარებელში“ ავტორი არ პასუხობს მთავარ კითხვას - თუ რატომ

ხდება ესა თუ ის მოვლენა. პოსტმოდერნისტულ ტექსტებში, მკვლელობის ჩასადენად

პატარა მიზეზიც საკმარისია, ყველაფერი ალოგიკური და ორაზროვანია, შესაძლოა

სამხილების წყალობით სხვა მხრივ დაიწყო ფიქრი, როგორც ეს მოხდა მარტინ ემისის

ტექსტში, როდესაც ნახეს რომ ჯენიფერს 3 ტყვია ჰქონდა ნასროლი იფიქრეს, რომ

მკვლელობა იყო მომხდარი, თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ სულაც არ არის საჭირო

თვითმკვლელობისთვის აუცილებლად ერთხელ ისროლოს ადამიანმა და მხოლოდ

ერთი მხრიდან ვერ დაადგენ სიმართლეს.

• მიზეზშედეგობრივი კავშირის რღვევა - რატომ?

მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი, რაც ამ რომანში არ გვაქვს.

ჩნდება სამხილები, ლითიუმი, სამი ტყვია, სპერმის კვალი. მაგრამ ეს ყოველივე

რეალურად სამხილები არ არის. ჩნდება ეჭვმიტანილი, ტეილორი, რომელიც

მეზობელმა ბავშვმა დაინახა, როგორ გამოდიოდა გაბრაზებული სახლიდან, მაგრამ ის

დამნაშავე არ არის. გამოიკვეთა მკვლელობის თეორია, მაგრამ ეს მკვლელობა არ არის.

ამ ამბავში თითქმის არაფერია ლოგიკური. არ გვაქვს ამბებს შორის ლოგიკური ბმა და

შესაბამისად ვიღებთ ქაოსსა და დაბნეულობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ დაკარგულია

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამბებს შორის. ამის მაგალითად კი შეგვიძლია

ლითიუმის ამბავი მოვიყვანოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერი ლითიუმს

იღებდა, მაინც აქვს სექსუალური ცხოვრება, მაშინ როდესაც ეს ასე არ უნდა ყოფილიყო

და გარეგნულადაც არაფერი ნიშანი ეტყობოდა, რაც მის მოხმარებაზე მიანიშნებდა.

• რამდენად სიმულაციურია თავად ჯენიფერი? რას ნიშნავს ეს სიმულაცია და

გამოგონება რაღაც ისეთის, რაც არ არსებობს და არ არის ნამდვილი?

ნაწარმოების ეპიცენტრში გვევლინება მიმზიდველი, მაცდური, თუმცა

ამავდროულად ,,საშიში“ გოგონა - ჯენიფერი, რომელიც რომანის დასაწყისშივე


გარდაცვლილი გვხვდება. ერთი შეხედვით, მას აქვს უნაკლო და სრულყოფილი

ცხოვრება, თუმცა ეს მხოლოდ სიმულაცია იყო. ჯენიფერი თავს აჩვენებდა, თითქოს

მშვენივრად ცხოვრობდა და არანაირი პრობლემა მას არ ჰქონდა, თუმცა მასში

მიმდინარეობდა პროცესი, რასაც პიროვნების რღვევას ვუწოდებთ და რამაც მიიყვანა

საბოლოოდ თვითმკვლელობამდე.

• ასევე ყურადღება მივაქციოთ ნაწარმოების სათაურს „ღამის მატარებელი“, რას

ნიშნავს? იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს

ჯენიფერსა და მაიკ ჰულიჰანს.

მაიკი არის ჯენიფერის საპირიპირო ადამიანი, თავისი გარეგნობით, ასაკით თუნდაც

მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებით. ნაწარმოების მეორე ნაწილში ისმის

მატარებლის ხმა სააღამოს 4 საათზე და სწორედ მუსიკა ოსკარ პეტერსონის „ღამის

მატარებელი’’ დაკავშირებულია თვითმკვლეობაზე. მაიკი მიდრეკილია

თვითმკვლელობისკენ და რაც შეეხება სათაურს ღამის მატარებელი, შეგვიძლია

გავიგოთ ამგვარად, რომ ღამის მატარებელი არის იგივე თვითმკვლელობა,

სიბნელისკენ მიმავალი გზა.

• რატომ გვაქვს ღია დასასრული ტექსტის მიხედვით?

ამით ავტორი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ის, თუ

რეალურად რა მოხდა. ჩვენ არ ვიცით, რა არის სინამდვილე, რაც პოსტმოდერნიზმზე

მეტყველებს. სწორედ ამიტომ დაუტოვა ავტორმა დასრულება მკითხველს.

• ყურადღება მივაქციოთ პოსტმოდერნულ ნიშნებს?

,,ღამის მატარებელში“ სიტყვებს დიდი ყურადღება არ ექცევა, შესაძლოა მკითხველმა

რომელიმე კონკრეტულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს, თუმცა

სინამდვილეში იგი არაფრის მომტანი აღმოჩნდეს და ტექსტის ბოლოსაც გაუგებარი

აღმოჩნდეს მისი დაწერის ფუნქცია. მაგ: ტექსტი ისე მიდის თითქოს ჯენიფერი მოკლა

ვიღაცამ, დარწმუნებულებიც კი ვიყავით ამაში, თუმცა საბოლოოდ აღმოვაჩენთ


სუიციდს. სამხილების არსებობასთან ერთად სიმართლისგან უფრო შორს მიჰყავხარ

პოსტმოდერნისტულ დეტექტივს და უფრო და უფრო გიჭირს სინამდვილის აღქმა.

სიუჟეტის მიმდინარეობისას გაუგებარია ნამდვილად მოხდა თუ არა დანაშაული,

რთულია მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, არ არის კვანძი.

• .

ტომ სტოპარდის „არკადია“

• ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა - ქაოსი; ზოგადად, ქაოსს იწვევს ადამიანებს

შორის ურთერთმიმართებები და მოცემულ ტექსტშიც კონფლიქტი იქმნება

სწორედ იმის საფუძველზე, რომ არავის ორმხრივად არავინ არ უყვარს, გაცემულ

სითბოს საპასუხო რეაქცია არ აქვს, რაც თავის მხრივ ქაოსსა (სექსუალურ

დაძაბუბულობას) და არეულობას ქმნის: ერთ-ერთი პერსონაჟი, ქლოი ამბობს, რომ

მთელი ეს დომხალი იმიტომ არსებობს სამყაროში, რომ არ „გვევასება ისინი, ვინც

უნდა გვევასებოდეს“. ნაწარმოებში სითბო გაზრდილია იმ ადამიანების მიმართ,

რომლებსაც საპასუხო რექცია არ აქვთ და უკან არაფერს აბრუნებენ. მთელი ეს

ქონფლიქტი, ქაოსი და არეულობა მხოლოდ იმიტომ იქმნება, რომ სითბო

არასაჭირო მიმართულებით წავიდა. მაგალითად: სეპტიმუსი ურთიერთობს

როგორც ლედი კრუმთან, ასევე მისის ჩეიტერთან. მისის ჩეიტერს ურთიერთობა

აქვს ბატონ ჩეიტერთან (ქმარი), კაპიტან ბრაისთან, ბაირონთან. ლედი კრუმი

ამასთანავე ურთიერთობს ბაირონთან.

• მეორე მნიშვნელოვანი თემა - დეტერმინიზმი; ტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

საკითხია დეტერმინიზმი, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წინასწარ არის


განსაზღვრული. ამ თეორიის მიხედვით ადამიანს არ აქვს ნების თავისუფლება, იგი

სისტემის ნაწილია და მისი ყველა ქმედება განსაზღვრულია წინასწარ.

• როგორ მოქმედებს, გავლენას ახდენს წარსული აწმყოზე, სარკისებური ეფექტით,

როგორ აისახავს პერსონაჟები ერთმანეთს; რომ არა წარსულში მომხდარი მოვლენა,

რასაც სტოპარდი ყვება, მაშინ არ იარსებებდა აწმყოში მიმდინარე მოვლენები.

წარსული და აწმყო ერთმანეთს უკავშირდება და პერსონაჟები ამ ორი დროდან

რომანის ბოლოს ერთმანეთს ხვდებიან კიდეც. წარსული გავლენას ახდენს აწმყოზე

და სარკისებური ეფექტით პერსონაჟები ერთმანეთს აირეკლავენ, პერსონაჟები

წარსულიდან და აწმყოს პერსონაჟები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან კავშირში.

მაგალითად: წარსულში გვყავს სეპტიმუსი, რომელიც კრიტიკოსია, აწმყოში კი

ბერნარდი, რომელიც აგრეთვე კრიტიკოსია. ვალენტინი უკავშირდება ტომაზინას,

ვინაიდან ორივე დეტერმინიზმის თემის ახსნას ცდილობს. ჰოქსი, რომელიც

არკადიის დაგეგმარების პროექტზე მუშაობდა, უკავშირდება ჰანას, რომელიც

იმავე თემაზე მუშაობს.

• ყველაზე საყურადღებო თემა - სამყაროს სიკვდილი, გაცივება; პიესის ყველაზე

საყურადღებო თემა სამყაროს სიკვდილს, გაცივებას ეხება. ამის თაობაზე ტექსტში

რამდენიმე მეტაფორა გვხვდება. ერთ-ერთია ჩაის მეტაფორა. ფიზიკური კანონების

გავლენით სამყაროში ყველაფერი თანდათან ცივდება, მსგავსად ცხელი ჩაისა,

რომელის ტემპერატურაც აუცილებლად ოთახის ტემპერატურამდე დაიყვანება.

ცხელი ყოველთვის ცივდება, თუმცა ცივი სიცხელისკენ არ მიდის. ვალენტინი

ამბობს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ოთახის ტემპერატურამდე დაიყვანება და

იმავე ელის მზესა და ვარსკვლავებსაც. რაც შეეხება, ჩამსხვრეული მინის

მეტაფორას, რომელზეც ვალენტინი საუბრობს: ფანჯრის მინის ჩამსხვრევის

შემთხვევაში შესაძლებელია მინის აღდგენა/შეწებება, მაგრამ

ტემპარატურა(სითბო), რომელიც ოთახში იყო, გარეთ იჭრება და მისი უკან

დაბრუნება შეუძლებელი ხდება. ამ თემას იკვლევდა წარსულში ტომაზინა, მან


აღმოაჩინა, რომ მოვლენებს უკუპროცესი არ აქვს, სამყაროში სითბო ერთი

მიმართულებით მიდის, იგი გაიცემა და იმის უკან დაბრუნება აღარ ხდება.

• კიდევ ერთი პოსტმოდერნისტული თემა - ყველაფერი/ყველანაირი სიმართლე

დგას ეჭვქვეშ;

კიდევ ერთი პოსტმოდერნისტული თემა ნაწარმოებიდან არის ის, რომ

ყველაფერი/ყველანაირი სიმართლე დგას ეჭვქვეშ (ჰანა მუშაობს განდეგილის თემაზე

ტექსტებზე დაყრდნობით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ განდეგილი არავინაა სხვა თუ არა

სეპტიმუსი, რომელიც თანხმდება, რომ ბაღის დეკორაცია გამხდარიყო განდეგილის

სახით).

You might also like