You are on page 1of 4

გზა ბატონყმობისკენ ეთერ ბაკურაძე

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი იყო ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი,


რომელიც მიჩნეულია ნეოლიბერალიზმის ფუძემდებლად. იგი თავის ნაწარმოებში
,,გზა ბატონყმობისკენ’’ უპირისპირდება ტოტალიტარულ პოლიტიკურ და
ეკონომიკურ მოძღვრებას და მიიჩნევს,რომ ამ სისტემაში შემავალი ფაშიზმი,
კომუნიზმი, ნაციზმი, ერთად ცდილობენ ადამიანთა ცხოვრების რეგლამენტაციას და
არ აძლევს ადამიანს თავისუფლად განვითარების საშუალებას.

ზოგადად, ჰაიეკი დიდ საფრთხეს ხედავდა გონებისათვის დიდი უპირატესობის


მინიჭებაში და მის ნდობაში, იგი რა თქმა უნდა არ უარყოფს თითოეული ადამიანის
გონებრივ შესაძლებლობას ,აღნიშნავს კიდეც რომ დღეს კაცობრიობა ვითარდება,
უამრავი ახალი აღმოჩენაა ირგვლივ და ნამდვილად იგრძნობა პროგრესი, მაგრამ
მაინც არ ეთანხმება გონებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას. ჰაიეკი მიიჩნევს,
რომ როდესაც გონება პრეტენზიებით ივსება, იქნება ეს მაღალი ინტელექტუალობისა
თუ რაიმე სახის პრინციპების აღმოჩენის გამო, ამ დროს ადამიანი თვითდაჯერებული
ხდება და ეს მას დაღუპავს. როდესაც ასეთი ადამიანი გადაწყვეტს დამიგეგმოს რაიმე
წინსწრებით, ამ დროს იზღუდება ჩემი თავისუფლება, მე ვექცევი მთლიანად მისი
გავლენის ქვეშ და ის მმართავს სრულიად.

ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას რა თქმა უნდა უარყოფს ჰაიეკი და აქედან


გამომდინაარე ამბობს, რომ უპირატესობა არა გონივრულად მართვად ,არამედ
სპონტანურ წესრიგს და ეკონომიკას უნდა მივანიჭოთ, რაც ადამიანთა თავისუფლებას
გულისხმობს კონკურენციის პირობებში.მაგალითად, თუ მე და სხვა ვყიდით
გარკვეულ ნივთს, შეგვიძლია ამ ნივთების ერთმანეთში გაცვლა და ფასების თავად
განსაზღვრა, ამ დროს ჩვენ თავისუფალ ინტერაქციაში ვიმყოფებით, ვიყებეთ ჩვენს
გამოცდილებასა და ცოდნას. სწორედ ამ თავისუფლებაშ გამოიხატება სპონტანურობა,
რაც ბუნებრივი წესრიგის სინონიმად შეგვიძლია აღვიქვათ. ,,ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და ინგლისში თვით ყველაზე ცუდ ანაზღაურებად არაპროფესიონალ მუშას
გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს, რომ ცხოვრება თავისი სურვილისამებრ
მოიწყოს, ვიდრე ევრ მეწარმეს ნაცისტურ გერმანიაში ან შედარებით უკეტესი
ანაზღაურების მქონე ინჟინერსა და მენეჯერს- რუსეთში’’ (ჰაიეკი2018,219)

1
ჰაიეკი გვევლინება სოციალიზმის იდეების მოწინააღმდეგედ და მას საკუთარი აზრი
გააჩნია დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის არსებულ მსგავსებაზე. მსგავსება
მხოლოდ ერთია და მას ,,თავიუფლება’’ ჰქვია, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა
დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის რადიკალურად განსხვავებულია.,,
დემოკრატია ისწრაფვის თანასწორობისკენ თავისუფლებაში, სოციალიზმი
თანასწორობას შეზღუდვასა და მორჩილებაში ხედავს’’ (ჰაიეკი2018,224).
საგულისხმოა ისიც, რომ ეს სიტყვა ადრე მართალია ძალადობისგან თავისუფლებას
ნიშნავდა, მაგრამ ახლა სიდუხჭირისგან თავისუფლებას ნიშნავს, თავის დაღწევას
გარკვეული ზღუდეებიდან , რომლებიც არჩევანის თავისუფლებას გვიზღუდავენ.

ჰაიეკის აზრით , სათავეში უარესის მოქცევა სამი მიზეზითაა განპირობებული.


პირველი ესაა ის მიზეზი, რომ რაც უფრო მეტად განათლებული და ინტელექტუალია
ადამიანი , მით უფრო მრავალფეროვანია მისი იდეები,გეგმები და სწორედ ამიტომ
მაღალ თანამდებობებზე არა ასეთ, არამედ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს
სვავდნენ, ეს იმიტომ , რომ ადვილი სამართავები ყოფილიყვნენ, გავლენა ადვილად
მოეხდინათ მათზე და ერთი სიტყვით, მარიონეტულ თოჯინებად ექციათ ისინი.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა გარშემო ბევრი არ არის და
მნიშვნელოვანია შეიკრიბოს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანთა ჯგუფი
,გაერთიანება, რათა უფრო ადვილი გახდეს მათი ერთიანად მართვა და ბოლოს მესამე
მიზეზი, რაც გულისხმობდა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას. ,,მომხრეების
შეთანხმებულ ორგანიზმად შესადუღაბებლად, ლიდერმა საერთო ადამიანურ
სისუსტეებს უნდა მოუხმოს’’ (ჰაიეკი2018,228).

ჰაიეკი უკეთეს სამყაროზე გვესაუბრება, მაგრამ ამ სამყარომდე მისასვლელად


გარკვეული ქმედებებია საჭირო. პირველ რიგში ჩვენ მოგვიწევს დავიწყოთ ყველაფერი
ახლიდან, თავი გავითავისუფლოთ ყველა სახის დაბრკოლებისგან და ახალი
ენერგიითა და შემართებით დავიწყოთ ახალი სამყაროს ,,შენება’’. ნუ დაგვავიწყდება,
რომ ჩვენი განვითარება არ უნდა იყოს დაგეგმილი. ყველაფერი უნდა მოხდეს ნაბიჯ-
ნაბიჯ, ეტაპობრივად, რათა არ განმეორდეს ყველა ის შეცდომა და წინაღობა,
რომლებიც ჩვენივე წინდაუხედაობამ გამოიწვია. ჰაიეკის ამ ნაწარმოებიდან ჩვენ
ვისწავლეთ, რომ მხოლოდ ჩვენს პიროვნულ თავისუფლებაში უნდა დავინახოთ
პროგრესირება, არ გვჭირდება ფული, ჩვენ გვინდა თავისუფლება, რადგან ფული
2
მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ბედნიერებაა. არავითარ შემთხვევაში ადამიანში არ
უნდა იჩინოს თავი თვითდაჯერებულობამ, ვინაიდან ეს დაღუპავს პიროვნებას,
როგორც კი ძალაუფლების სურვილი გაუჩნდება. მხოლოდ ასეთი მდგომარეობით, ამ
თავისუფლების პოლიტიკით შევძლებთ ჩვენ ახალი და უკეთესი სამყაროს შექმნას.

ჰაიეკმა მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის მსგავსად დაგვანახა , რომ


ნეოლიბერალიზმს გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია ვიდრე კლასიკურ
ლიბერალიზმს. ამ ნაწარმოებით ჰაიეკმა დაგვანახა, რომ არ არსებობს პიროვნულ
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამ , როგორ ეკონომიკაში, ისე საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროში. მან გააკრიტიკა მთლიანი ტოტალიტარული სისტემა,
რომელიც დაუფარავად და დაურიდებლად ცდილობდა მოეხდინა საზოგადოებაზე
უდიდესი გავლენა, ძალაუფლება მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ქმედებებში
დაენახა და ბოლოს რა თქმა უნდა დაეშრო ისეთი ფუნდამენტური პროფრესირების
წყარო ადამიანთათვის , როგორიც თავისუფლებაა.

3
გამოყენებული ლიტერატურა

აუგუსტ ფონ ჰაიეკი,ფრიდრიხ. ,,გზა ბატონყმობისკენ’’ წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში II, 209-241. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018

You might also like