You are on page 1of 7

ქრისტიანული და წარმართული ელემენტები ბეოვულფში

 ქრისტიანული ელემენტები:

1) (ქართ.) 92. მოიხსენებდნენ არსთაგამრიგეს, რომელმან შექმნა ხმელეთი და


მშვენიერ ველებს ოკეანენი გარსშემოავლო,
მერე ამაყად დაასვენა მზე და მთოვარე,
მთელ ხმელეთს რომ ასხივოსნებენ.
ამოზარდა ირგვლივ ხეები, გააფოთლა და ააყვავილა,
97. შეჰქმნა ერები და თავთავისი სახე უბოძა.

(ინგ.) 92. How the Almighty made the earth,


fairest fields enfolded by water,
set, triumphant, sun and moon
for a light to lighten the land-dwellers,
and braided bright the breast of earth
with limbs and leaves, made life for all
98. of mortal beings that breathe and move.

2) (ქართ.) 102. გრენდელი, ჭაობთა ბინადარი,


გავერანებულ ალაგთა მკვიდრი,
ბუნაგად ჰქონდა ჯოჯოხეთი. წკვარამში შობეს ორთა
ურჩხულთა,
კაენის თესლთა, შემზარავთა და ღვთით დაწყევლილთა,
დასჯის მარადის,
107. ცოდვისათვის აბელის მოკვდინებისა;

(ინგ.) 103. Grendel this monster grim was called,


march-riever mighty, in moorland living,
in fen and fastness; fief of the giants
the hapless wight a while had kept
since the Creator his exile doomed.
On kin of Cain was the killing avenged
109. yby sovran God for slaughtered Abel.
3) (ქართ.) 1261. იმ ამბის შემდეგ, რაც კაენმა მოჰკლა ძმა თვისი,
მახვილით მოჰკლა თავისი ძმა.
ღმერთმა განდევნა,
გამომშრალსა და უნაყოფო უდაბნოში გაინაპირა,
1265. კაცისმკვლელის დაღი დაასვა.

(ინგ.) 1260. She was doomed to dwell in the dreary waters,


cold sea-courses, since Cain cut down
with edge of the sword his only brother,
his father's offspring: outlawed he fled,
marked with murder, from men's delights,
1265. warded the wilds.

გარდა ამისა, პოემაში მრავლად არის მოხსენიებული ღმერთი, როგორც


მწყემსი, გამოხატულია მის მიმართ მორჩილება და დიდ როლს თამაშობს
ნდობის ფაქტორიც. მაგ: "ღვთის ხელს უნდა მიენდოს კაცი
მხოლოდ მის ნებით აღიძვრებოდეს" (1058-1059);
"ყოვლისშემძლე უფალს შეეძლო, ჩაეხშო მისი მძვინვარება"
(488);
"და ანთბული მამაცობით ჩვენს წმინდა მამას
მოუვლენია ბეოსათვის ღვთაებრივი თვისი ნიშანი" (381-382);
"ღმერთს მადლი უძღვნეს მშვიდობიან მგზავრობისათვის"
(228)
კონკრეტულ ადგილას მოხსენიებული იყო "საიდუმლო სერობა", მაგრამ ეს
მხოლოდ ნადიმის მეტაფორა იყო.

ამას გარდა მრავალჯერაა მოხსენიებული ჯოჯოხეთი. მაგ: "ჯოჯოხეთის


ცეცხლში მოხვდები" (589).

 წარმართული ელემენტები:

1) (ქართ.) 39. და არცერთ ხომალდს არ უცურია


ოდესმე მორთულს ასე ბრწყინვალედ,
და არც მეფე გასდგომია გზას ღმერთისაკენ
ასე მხურვალედ დატირებული,
ტალღებს მიანდეს მეფის ცხედარი,
სადამდეც ტალღა მიაღწევდა, ხომალდს იქამდე გაიყოლებდა
45. ობლად გაუშვეს ზღვაში ხომალდი...
(ინგ.) 32. In the roadstead rocked a ring-dight vessel,
ice-flecked, outbound, atheling's barge:
there laid they down their darling lord
on the breast of the boat, the breaker-of-rings,
by the mast the mighty one. Many a treasure
fetched from far was freighted with him.
No ship have I known so nobly dight
with weapons of war and weeds of battle,
40. with breastplate and blade: on his bosom lay
a heaped hoard that hence should go
far o'er the flood with him floating away.
No less these loaded the lordly gifts,
thanes' huge treasure, then those had done
who in former time forth had sent him
46. sole on the seas, a suckling child.

2) (ქართ.) 175. ხან მსხვერპლს წირავდნენ ქვის ძველ ღვთაებებს,


ლოცულობდნენ წარმართებივით, ჯოჯოხეთის დახმარებას
იმედოვნებდნენ,
ეშმაკიღა თუ დაიხსნიდათ,
იმედს თუ რამ გაუღვივებდათ, წარმართობა გაუღვივებდათ,
გულთ შთაუსახლდათ ჯოჯოხეთი,
აღარა სწამდათ აღარც ღვთისა, აღარც იმ გზისა,
ამ ქვეყანაზე ღვთაება რომ გაივლის ხოლმე,
ღმერთი ცისა და დედამიწისს;
183. ყურნი მათნი ღვთის სადიდებელს ვეღარ ისმენდნენ, აღარც
მისი
ძალისა სწამდათ.

(ინგ.) 175. Whiles they vowed in their heathen fanes


altar-offerings, asked with words
that the slayer-of-souls would succor give them
for the pain of their people. Their practice this,
their heathen hope; 'twas Hell they thought of
in mood of their mind. Almighty they knew not,
Doomsman of Deeds and dreadful Lord,
nor Heaven's-Helmet heeded they ever,
183. Wielder-of-Wonder...

3) (ქართ.) 1108. ჰნაფის სხეული მოიტანეს, დასაწვავად რომ შეემოსად


1109. დაასვენეს სხვა სხეულებიც.
1113. ხოლო გვამებს კი მეომრები კოცონზე წვავდნენ!
მერე ჰნაფის დამ,
1116. ცოლმა ფინისა, ცეცხლში მისცა ვაჟის სხეულიც.

(ინგ.) 1114. It was Hildeburh's hest, at Hnsef's own pyre


the bairn of her body on brands to lay,
his bones to burn, on the balefire placed,
1117. at his uncle's side...

4) (ქართ.) 2124. დანიელებს აღარ შეეძლოთ


რომ აეგოთ დასაკრძალი კოცონი მისთვის და რომ დაეწვათ
ძვირფასი ნეშტი,
2126. დაეწვინათ აალებულ მორებზე და ნაცარი მტვერში შეერიათ...

(ინგ.) 2125. Those Danish people, their death-done comrade


burn with brands, on balefire lay
the man they mourned. Under mountain stream
2128. she had carried the corpse with cruel hands.

5) (ქართ.) 3095. მთხოვა, როგორც კი მის ნეშტს დაწვავდით,


აქ მოგეტანათ მისი ფერფლი. ყველაზე მაღალ კოშკად გექციათ
3097. ეს კოშკი და იმის საფლავად...

(ინგ.) 3094. ...The wise old man


spake much in his sorrow, and sent you greetings
and bade that ye build, when he breathed no more,
on the place of his balefire a barrow high,
3098. memorial mighty...

წარმართული ელემენტები ძირითადად დაკავშირებული არის კერპეპთან და


კრემაციასთან.
ბეოვულფის მხატვრული სახის ანალიზი

გითთა მწყემსად წოდებული, ძე ედგეთოსა, ბეოვულფი, რომელიც


დაიბადა შვედეთში და გაიზარდა გითლანდში, მეფე ჰიგლაქის კარზე, გითთა
შორის უძლიერესი გახლდათ და უამრავი გმირული თვისებით გამოირჩეოდა.
იყო ახოვანი, მძლავრი და ლამაზი შესახედაობისა, თან უმაღლეს დონეზე
ფლობდა იარაღს.
თუ მისი პიროვნული თვისებების ჩამოთვლას დავიწყებთ,
თავდაპირველად აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ მისი გაბედულება,
სიმამაცე, თავდაჯერებულობა და გმირული სულისკვეთება. როდესაც მან
გაიგო დანიელთა ქვეყნის თორმეტწლიანი დაუსრულებელი გასაჭირის
შესახებ, რომლის მოსახლეობასაც ურჩხული გრენდელი ამ წლების მანძილზე
ნთქავდა, დაუფიქრებლად გადაწყვტა წასულიყო და მათთვის დახმარების
ხელი გაეწვდინა. ბეოვულფმა კარგად იცოდა მისი შესაძლებლობები, თუ
როგორი ძლიერი და გამოცდილი იყო სასტიკ ურჩუხლებთან ბრძოლაში. იგი
ბოლომდე ენდობოდა საკუთარ თავს და თავისი გმირული სულისკვეთებისა
და სიმამაცის წყალობით იხვეჭდა კიდეც სახელს. მან საუკეთესო მებრძოლები
შეკრიბა და შორი ჰეროთის ციხე-დარბაზისაკენ გასწია. ბეოვულფის ადგილას
სხვა გმირები დიდი ალბათობით საკუთარ თავებს ზედმეტ საფრთხეს არ
შეუქმნიდნენ და მხოლოდ თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისათვის
იბრძოლებდნენ.
ბეოვულფი თავისი სიძლიერის, მოხერხებულობისა და
თავდაჯერებულობის წყალობით შიშველი ხელებით ამარცხებს გრენდელს და
დიდი გამჭრიახობით კლავს ამავე ურჩხულის დედას, რომელსაც შურისძიება
სურდა მკვდარი შვილის გამო.
როდესაც ბეოვულფს ვახასიათებთ, წინა პლანზე თითქმის
ერთდროულად მოდის მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითად
გადამეტებული ეს თვისებებიც. მაგალითად, იგი დიდი სიამაყით აღწერს და
ყვება თავისი გმირობების ამბავს, რომლის გამოდაც მასზე შეიძლება ადამიანმა
იფიქროს, რომ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. ალბათ
სწორედ ამის გამო დაიმსახურა ანფერთის ქილიკი. შეიძლება ისიც ითქვას,
რომ მედიდიური და ძლიან თამამია. თითქოსდა სხვებს დასცინის, რადგან
მასსავით ძლიერები არ არიან. მაგალითად, სანამ გრენდელს მოკლავდა,
მთელი ჰეროთის წინაშე ამბობდა, რომ ამ ურჩხულის მოკვლა ხმლით ძალიან
ადვილი იქნებოდა მისთვის და ამოტომაც ხმამაღლა განახხადა უარი მის
გამოყენებაზე. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ განდიდების მანიითაც იყო
შეპყრობილი, მაგრამ ეს ძალიან დიდი განაცხადი იქნება იმ მხრივ, რომ მას
მხოლოდ უფრო დიდი და ძლევამოსისლი სახელის მოხვეჭა სურდა. ამ
გადამეტებული თვისებების მიუხედავად იგი მაინც დადებითი პერსონაჟია.
დადებითი, საკუთარ თავში სრულებით დარწმუნებული, ძლიერი, მამაცი,
შემდგარი, ჩამოყალიბებული და რეალისტი ადამიანი.
მისმა ამ გმირობამ, დანიელები და მეფე ჰროთგარი დიდი ტკივილისგან
გაანთავისუფლა და ამავე დროს მშიდობა დაამყარა მათსა და გითთა სამეფოს
შორის. დედოფალმა ველთოუმ იგი სამაგალითო ადამიანად დაასახელა და მის
შვილებს ბეოდამი მიბაძვისაკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია მისი ღმერთისადმი მორჩილებაც. მართალია ამაზე დიდი
კომენტარისა და დასკვნების გაკეთება არ შემიძლია მწირი ინფორმაციის ქონის
გამო, მაგრამ ეს აშკარა ფაქტია. მას ღმერთი უბიძგებს ამ გმირობების
ჩადენისაკენ და სწორედ ის აძლევს ამის ძალას და შეწევნას. იგი ამბობს:
„გაიმარჯვებდა ძუ სატანა, ღმერთი რომ არ შემწეოდა“.
ზემოთ ავღნიშნე, რომ ბეოვულფს სახელის მოხვეჭა სურდა, მაგრამ არ
მითქვამს, რომ ამას ღირსეულად ცდილობდა. როდესაც გითთა მეფე ჰიგლაქი
გარდაიცვალა, დედოფალმა, რომელიც საკუთარ შვილს არ ენდობოდა, ბეოს
შესთავაზა ტახტი, როგორც ღირსეულ კანდიდატს. მაგრამ ბეოვულფმა ამაზე
მტკიცე უარი განაცხადა და დიდი მხარდაჭერა და დახმარების სურვილი
გამოთქვა ტახტის კანონიერი მემკვიდრის მიმართ. მხოლოდ მისი სიკვდილის
შემდეგ ავიდა ტახტზე და ორმოცდაათი წელი ღირსეულად განაგებდა
გითლანდს. ზრუნავდა მის მოსახლეობაზე და იცავდა მათ ყველაფრის ფასად.
ისე ზრუნავდა მათზე, რომ მოხუცებული ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს შეება.
ეს გააკეთა არა მხოლოდ დრაკონის მოსაშორებლად, რომელიც საფრთხეს
უქმნიდა გითებს, არამედ იმის გამოც, რომ ამ დრაკონის განძეულობას
საკუთარ ქვეყანას და ხალსხ დაუტოვებდა. იგი ზრუნავდა მათზე, ვისაც მისი
სიკვდილის შემდეგ სააქაო ცხოვრებაში ტოვებდა.
იგი იმდენად გმირი იყო სულიერად, რომ სიკვდილის არც კი ეშინოდა.
გაცნობიერებულიც კი ქონდა ის, რაც მოხდებოდა და ბევრს ამაზე აღარც
დარდობდა. რაც მთავარი იყო მას დრაკონი უნდა მოეკლა, ბოლო ურჩხული
მის სიცოცხლეში, რომელზედაც საკუთარი თავის შეკვლა უწევდა. მან მოკლა
ეს არსება ვიგლაფის დახმარებით და უკვდავყო მისი სახელი სამუდამოდ. მან
მიაღწია იმას, რაც სურდა. მისაბაძი გმირი იყო და მისაბაძივე დარჩა. იყო
გმირი, რომლის სულიც დიდებისაკენ გაფრინდა.

You might also like